მონადირე თუ სპორტსმენი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

17 გვერდი V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
მონადირე თუ სპორტსმენი, ვისაუბროთ პლიუსებზე და მინუსებზე
Giorgi_M
პოსტი Feb 8 2010, 21:59
პოსტი #16


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 236
რეგისტრ.: 28-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(თენგო @ Feb 8 2010, 11:00) *
GIGO
სერგოსთან ჩვენი კამათი ხო გახსოვს ლტოლვის ე.წ."პატიაჯკის" შესახებ? ინგლისური სეტერის მუშაობაში აშკარა გამოხატული ლტოლვაა,მემგონი არ მეშლება? ესეიგი დიდი ძებნის ძაღლებსაც ქონიათ ლტოლვა,მე ეს აზრი დამრჩა.
ადგილზე ნაბულების ფინალები სასურველი იქნებოდა რომ ეჩვენებინათ,თორე ჩემისთანა ურწმუნო იტყვის ცრუ ნაბული იყოო,თორემ ფრინველის აფრენას გადაიღებდნენო)newsmile05.gifnewsmile05.gif:

ხელმოწერა; "ინტრიგანი"

თენგო, მართალი ხარ. მაგ კამათს მეც შევესწარი. ლტოლვა მა რა არის, თან ძაანაც საკაიფო(ეგ ჩვენთვის) თორე ისინი რას ფიქრობენ ამის შესახებ არ ვიცი? ე.წ პატიაჟკა თუ არ ექნა ძაღლს რა მუღამია ვერ გავიგე? რაც შეეხება ხოხობს და ღალღას მართლაც მაგრად გაუჭირდებათ დიდ ბალახში, თუმცა ღა ეს არა ამ ძაღლების საქმე newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Feb 8 2010, 23:39
პოსტი #17


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გახურდა კამათი?! დავიწყოთ იქიდან რომ დიდი ძებნის ძაღლები რომლებიც ცალ მხარეს დაახლოებით 500 მეტრს და მეტს გადიან და ძალიან სწრაფი სვლა აქვთ ძირითადად 5-6 წლამდე სპორტით არიან დაკავებულები და მხოლოდ შემდეგ ნადირობენ ამ ძაღლებით(იშვიათად სპორტული კარიერის პერიოდში ანადიროს პატრონმა)-აქედან საუკეთესონი ძირითადი საჯიშე მწარმოებლები არიან და მათ გარეშე სანადირო ძებნის ძაღლები ვერ იარსებებენ- დაკნინდებიან. სანადირო ძებნას რო ვეძახით ევროპაში ის ძაღლები მინიმუმ 150 მეტრს გადიან ცალ მხარეს და შეიძლება 300ზეც კი გავიდენ.
ეხლა რატომ ყავთ ესეთი ძაღლები ევროპაში? სადაც ფრინველი არცთუისე ბევრია .ძირითადი მოთხოვნა ძაღლისადმი არის მაქსიმალურად მეტი ფრინველი იპოვოს დროის მოკლე მონაკვეთში, ამისთვის მან უნდა დაფაროს მახსიმალურად დიდი ფართობი და იპოვოს ამ ფართობზე მიმოფანტული ფრინველი. ამ ყველაფრის გაკეთება სწრაფი და დიდი (გინდა 150 და გინდა 500) ძებნის გარეშე შეუძლებელია. დიდი ძებნის ძაღლი ერთიდაიგივე მინდორში უფრო მალე და მეტ ფრინველს ნახავს ვიდრე მოკლე ძებნის მქონე ძაღლი-თუ ეს საკამათოა შემდეგ სხვანაირად გავმარტავ. თუ ფრინველი ბევრია დიდი ძებნის ძაღლი არც მაშინ წააგებს მოკლე ძებნის ძაღლთან და სანამ დიდ მანძილზე გავა მანამდე შეხვედრილ ყველა ფრინველს დაამუშავებს. მაღალ ბალახში ძაღლი იგივენაირდ რო ვერ ირბენს ეს ფაქტია, მაგრამ ირბენს მაქსიმალურად სწრაფად რაც კი იმ მინდვრის საფარშია შესაძლებელი.
ლტოლვას რაც შეეხება, ჩემი აზრით პრაქტიკული თვალსაზრისით არა აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა იგი ძაღლს, ესთეტიურად კი საკამათოა რომელი უფრო ლამაზი და ამაღელვებელია- სწრაფი სვლიდან პირდაპირ ნაბულზე დადგომა, სვლიდან მაქსიმალურად სწრაფი ლტოლვა და შემდეგ ნაბული, თუ სვლიდან ნელ ლტოლვაზე გადსვლა და შემდეგ ნაბული. ყნოსვის მხრიდან თუ ვიმსჯელებთ პირველი ორი გაცილებით ზუსტ ყნოსვაზე და მის დამაჯერებლად გამოყენებაზე მიუთითებს.
მიახლოება-ევროპულ ძაღლებს ნარანარით(თანაბარ) მიახლოებას თხოვენ-რაც ე.წ."ტუგოი" მიახლოებაში ან მის არარსებობაში არ უნდა აგვერიოს- იდეალურად ითვლება ბრძანებაზე წამყვანთან ერთად მიახლოება წამყვანის მოძრაობის სისწრაფით.(არანაირი ძაღლზე შეხება, თითის ტაკება და ა.შ. არ ფასობს) ამას იმით ხსნიან რომ მონადირეს ამით ფრინველთან მაქსიმალურად მიახლოების საშუალება ეძლევა. ჩვენთან პირიქითაა და ფასობს სწრაფი ენერგიული მიახლოება პირველივე ბრძანებაზე. პრქტიკული ნადირობიდან ხან ერთსაა აქვს უპირატესობა ხანაც მეორეს და რა თქმაუნდა მიახლოების არქონა ნადირობისას გარკვეულ პრობლემებს ქმნის ხოლმე.
სტილს რაც შეეხება ყველა ჯიშს თავისი დამახასიათებელი აქვს(რომელსაც შემდგომში შევეხები) და საველე გამოცდის წესებიდან მისი ამოკითხვა შეუძლებელია.
მე პირადად შემდეგ ძაღლს აუცილებლად პოინტერს და აუცილებლად ევროპული გამრავლებისას (დიდი თუ სანადირო ძებნის ჯერ არ გადამიწყვეტია) ავიყვან.
ისე ცნობისთვის აქ რაც საუკეთესო პოინტერებია ჩაიხედეთ საგვარეულოებში და ნახეთ ურევია თუ არა და რა დოზით ევროპული ძაღლების სიხლი და დააკვირდით რა სახვაობაა მათსა და ადგილობრივი თუ რუსული ძაღლების შთამომავლებს შორის.(საველე თვისებებზეა ლაპარაკი რათქმა უნდა)
ისედაც ბევრი გამომივიდა დანარჩენი შემდეგ განვიხილოთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Feb 9 2010, 00:02
პოსტი #18


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



კარგი ძაღლები როა ბაზარი არ არი, მაგრამ სანადიროდ არ არიან გაზრდილები, მათი შთამომავლობა ტრადიციული მეთოდით დაყენების შემთხვევაში კარგი მონადირეები გაიზრდებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Feb 9 2010, 00:03
პოსტი #19


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(mgm @ 9th February 2010 - 01:02) *
მათი შთამომავლობა ტრადიციული მეთოდით დაყენების შემთხვევაში კარგი მონადირეები გაიზრდებიან.

მაგის თქმა მინდა მეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Feb 9 2010, 00:20
პოსტი #20


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



არ არსებობს ბუნებაში ძაღლი რომელმაც შეძლოს მაგ ტემპში მთელი დღე ინადიროს, ევროპაში შეჯიბრზე ძაღლს ეძლევა 15 წუთი, მე სექტემბერში დღე არ ჩამიგდია მწყერზე. მასეთი ძაღლი რო მყოლოდა 2-3 დღეში მიიბარებდა მიქელგაბრიელი,ერთი თვე ყოველდღე ნადირობას გაუძლებდა. შანსი არაა. ეგ ძაღლები არიან სპორტული ძაღლები, მისი პატრონების ნახევარზე მეტი არც ნადირობს ევროპაში."გურუმ" შეიძლება ბევრი რამე იცის მარა ყველაფერს ნუ დაუჯერებთ, ბოლოს როდის იყო სანადიროთ კითხე და გეტყვის თუ ახსოვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Feb 9 2010, 00:25
პოსტი #21


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



irakli# maxi
ნადირობა რა შუაშია,აქ ძაღლზეა ლაპარაკი.შაგინოვს რაც შეეხება ჩემზე მეტი იცის და ამიტომაც მე მაგალითად ვერ შევეკამათები.
იმაში კი დაგეთანხმები რო მე მაგალითად ეგეთი ძაღლი სანადიროთ არ გამომადგება და არც მგონია ვინმე ჩვენთაგანმა გაირბინოს ნახევარი კილომეტრი იმის გულისთვის რო მწყერი ამოაფრინოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Feb 9 2010, 00:33
პოსტი #22


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



irakli# maxi


+100

თან მარტო გაშლილ მინდორში ხო არ ვნადირობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Feb 9 2010, 00:48
პოსტი #23


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ფსიქიკას რაც შეეხება - ალბათ დასკვნების გამოსატანად მცირე მაგალითებია მაგრამ რაც მინახია იმას დავწერ: დიდი ძებნის ძაღლები გადაყავთ სპეციალურად მომზადებული მანქანქებით(მარშუტკის ტიპის) სადაც 20-25 ძაღლი ეტევა-და ყველა მორჩილად იხდიდა "სასჯელს" ზედმეტი ყეფისა და გნიასის გარეშე. გასასეირნებლად 2 ჯერ გამოყავდათ ხოლმე-დილით მოსასაქმებლად და სავარჯიშოდ მინდორში და საღამოს საჭმელად და მოსასაქმებლად. დანარჩენ დროს ეს მანქანები სატუმროს წინ ატარებდნენ ეზოში და გვერდით რო გაგევლოთ ან მეზობლად გეცხოვრათ ვერც კი გაიგებდით რომ ამ მანქანებში ძაღლები ისხდნენ და თანაც ამდენი. ისე შესადარებლად- ძალიან ბევრი აქაური მონადირე ძალი მინახია სხვადასხვა ჯიშის თბილისში რო ჩასვამდნენ მანქანაში აღსტაფამდე წკმუტუნით და ყეფით იკლებდნენ იქაუობას. წარმოიდგინეთ ეხლა რომ ესთი 20-25 ძაღლი ერთად აღმოჩდნენ სადმე, ისე სრული ბედნიერებისთვის 2 ეგეთიც საკმარისია
და ერთიც საველე შეჯიბრზე 12 დიდი ძებნის ძაღლი გამოიყვანეს და ვერცერთს ვერ შეამჩნევდით რომ მინვრისკენ თასმაზე სიარულისას წამყვანზე წინ გაესწროთ და ხროტინი დაეწყოთ.ერმა წამყვანმა, სანამ მსაჯი ჩვენსკენ იყო მოტრიალებული და წინა გამოსული ძაღლის მუშაობის ელემენტებს გვიხსნიდა, ძაღლი თასმიდან აუშვა და ისე გაუშვა მინდორში-მართალი გითხრათ გაოცებული დავრჩი ძაღლს ძებნის დაწყება აზრადაც არ მოგვსვლია წამყვანს 5 მეტრის იქით არ მოშორებია და მიწაში თავჩარგული სუნსულისა და მიფსმა მოფსმის მეტი არ აფერი გაუკეთებია-ვერც იფიქრებდი თუ დაგეშილი იყო. უნდა გენახათ ეხსპერტის მითითების შემდეგ წამყვანის მიერ ძებნაში გაშვებული ძაღლი-ტყვიასავით გავარდა ადგილიდან ცალ მხარეს 400-500 მეტრზე გადიოდა და არა წრიულად არამედ როგორც წესი და რიგია, პარალელებს შორის 20-25 მეტრი დაშორებით და მშვენიერი მუშაობაც გააკეთა გნოლზე და ჩემი აზრით დამსახურებულადაც მოიგო შეჯიბრი. მონაყოლი ძნელი დასჯერებელია,თან თუ ეჭვი გეპარება, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ .

ნორმალური გაწონასწორებული ფსიქიკა სწორედაც იმას ნიშნივს რომ როგორც ადვილად აღზნებადია ისევე ადვილად უნდა შეეძლოს დამშვიდება-მარტივად რო ვთქვათ.

ისე ამ სახის მსჯელობა ცალკე თემაში გადაგვეტანა აჯობაბდა ალბათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Feb 9 2010, 00:53
პოსტი #24


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



გეთანხმები ფსიქიკა(ამ შემთხვევაში) არაფერ შუაშია, აღზრდაზე ბევრია დამოკიდებული, ნუ ეხლა ნიჭიც უნდა ქონდეს რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
GIGO
პოსტი Feb 9 2010, 01:07
პოსტი #25


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 30-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა
არ არსებობს ბუნებაში ძაღლი რომელმაც შეძლოს მაგ ტემპში მთელი დღე ინადიროს, ევროპაში შეჯიბრზე ძაღლს ეძლევა 15 წუთი, მე სექტემბერში დღე არ ჩამიგდია მწყერზე. მასეთი ძაღლი რო მყოლოდა 2-3 დღეში მიიბარებდა მიქელგაბრიელი,ერთი თვე ყოველდღე ნადირობას გაუძლებდა. შანსი არაა.


არსებობს, არსებობდა უფრო სწორედ დათო ყელიხაშვილის საფრანგეთიდან ჩამოყვანილ პოინტერს შეეძლო დილიდან დაღამებადე სიცხის მიუხედავად ნადირობა ერთიდაიგივე ტემპში რამოდენიმე დღის განმავლობაში-და მაგით არ მომკვდარა. გია გოგოლაძის ძაღლიც მინახია იორმუღანლოში დილიდან საღამომდე სიცხეში მორბენალი. მართალია 500 მეტრზე არგადიოდნენ მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს-იმ ძაღლებისთვის ის სირბილის მანარა ჩვეულებრივი ალურია და არა ძალდატანებითი სირბილი-და ნებისმიერ ძაღლს შეუძლია სათანადო მომზადების პირობებში თავისი შესაძლებლობების განსაზღვრა.
იქური ძაღლები ნადირობაში არ გვინახია და ცოტა ძნელია ამაზე მსჯელობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gurika999
პოსტი Feb 9 2010, 07:43
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 921
რეგისტრ.: 9-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ბევრს არ ვიკამათებ მარა ერთი ის კი ვიცი რო პოინთერი ძალიან მაგარი ძაღლია, და ნადიობისთვი არი შექმნილი.
რამდენი არ მყოლია მარა პოინთერი ძალიან ჭკვიანი აღლია, ეს ჯიში ტავისთვის სწავლობს ნადირბას, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ ჯიშზე newsmile05.gif newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Feb 9 2010, 10:00
პოსტი #27


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Feb 9 2010, 10:15
პოსტი #28


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(გოგა @ Feb 9 2010, 01:25) *
irakli# maxi
ნადირობა რა შუაშია,აქ ძაღლზეა ლაპარაკი.შაგინოვს რაც შეეხება ჩემზე მეტი იცის და ამიტომაც მე მაგალითად ვერ შევეკამათები.
იმაში კი დაგეთანხმები რო მე მაგალითად ეგეთი ძაღლი სანადიროთ არ გამომადგება და არც მგონია ვინმე ჩვენთაგანმა გაირბინოს ნახევარი კილომეტრი იმის გულისთვის რო მწყერი ამოაფრინოს.


ნუ შეეკამათები, მაგრამ პრაქტიკულად დაუფიქრდი, ძაღლი გინდა სანადიროთ და ეგ ძაღლები სანადიროთ ჩვენთან არ გამოდგება, ყოველთვის ნამკალში და დაბალ ბალახში ხო ვერ ინადირებ, მაგალითად მზესუმზირაში ხუთას მეტრში ნაბულზე მდგარ ძაღლს საერთოდ ვეღარ იპოვი, მითუმეტეს რო მიტანება არა აქვთ, მთელი დღე იდგება ნაბულზე და კომბაინით სანამ არ აიღებენ მოსავალს ვეღარ იპოვი. თუ გასართობად გინდა და ივლი საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე სხვა საქმეა.
ეგ არის სუფთა სპორტი და არაფერი სხვა, ეგ ძაღლები ვისაც ყავს ევროპაში, სანადიროთ კიდევ ყავთ საშუალო ძებნის ძაღლები და მაგ ძაღლებით ნადირობენ.
ფერარი ყველას მოწონს მაგრამ სანადიროდ წასასვლელად ნივა ჯობია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Feb 9 2010, 10:42
პოსტი #29


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(GIGO @ Feb 9 2010, 02:07) *
არსებობს, არსებობდა უფრო სწორედ დათო ყელიხაშვილის საფრანგეთიდან ჩამოყვანილ პოინტერს შეეძლო დილიდან დაღამებადე სიცხის მიუხედავად ნადირობა ერთიდაიგივე ტემპში რამოდენიმე დღის განმავლობაში-და მაგით არ მომკვდარა. გია გოგოლაძის ძაღლიც მინახია იორმუღანლოში დილიდან საღამომდე სიცხეში მორბენალი. მართალია 500 მეტრზე არგადიოდნენ მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს-იმ ძაღლებისთვის ის სირბილის მანარა ჩვეულებრივი ალურია და არა ძალდატანებითი სირბილი-და ნებისმიერ ძაღლს შეუძლია სათანადო მომზადების პირობებში თავისი შესაძლებლობების განსაზღვრა.
იქური ძაღლები ნადირობაში არ გვინახია და ცოტა ძნელია ამაზე მსჯელობა.



გიგო ტემპი სხვაა, ჩემი ძაღლი ერთ ტემპში ნადირობს მთელი თვე ყოველდღე რო ატარო, მაგრამ ხუტას მეტრიანი ჩელნოკი რო აკეთოს ერთ საათში დაახლოებით 100 კილომეტრს მაინც ხო გაივლის, თვეში 20 ჯერ რო წაიყვანო სანადიროდ იმდენი გამოდის რო მანქანის მატორს ჭირდება რემონტი მაგდენს რო გაივლის და ძაღლი როგორ გაუძლებს, არც ყელიხასშილის და არც გოგოლაძის ძაგლები არ დარბოდნენ მაგ ტემპით და არც ხუთას მეტრიან ჩელნოკებს აკეთებდნენ, შენ მაინცა გაქ ნანახი ლაივში ევროპული ძაღლების ტემპი და ამათ რატო ადარებ. რო არ გვინახია იმიტო გეუბნები ჩამოიყვანე მანახე და თყ აჯობებს ჩვენ ძაღლებს ჩვენს პირობებში პირველი მე ჩამოვიყვან შენს შემდეგ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Feb 9 2010, 11:06
პოსტი #30


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(irakli# maxi @ Feb 9 2010, 11:15) *
მზესუმზირაში ხუთას მეტრში ნაბულზე მდგარ ძაღლს საერთოდ ვეღარ იპოვი, მითუმეტეს რო მიტანება არა აქვთ, მთელი დღე იდგება ნაბულზე და კომბაინით სანამ არ აიღებენ მოსავალს ვეღარ იპოვი. ფერარი ყველას მოწონს მაგრამ სანადიროდ წასასვლელად ნივა ჯობია.



კაი კამათია,მეც მინდოდა რაღაც დამეწერა,მარა ეს რო წავიკითხე newsmile015.gif

მოდი ახლა პრაქტიკულად შევხედოთ ამ საკითხს.ჯერ ერთი ის ზერეაქტიური ძაღლები საქმეში არც მე მინახავს და თუ გიგო ჩამოიყვანს და გვანახებს,ირაკლის შემდეგ მეც სესხის აღებაც რომ დამჭირდეს და სახლის დალომბარდებაც,ავიყვან და გავზრდი.მაგრამ,მოდი ის განვიხილოთ,სად ვნადირობთ ჩვენ.გვაქვს კი ისეთი მინდვრები,სადაც ეს ფერარის ძრავიანი ძაღლები იქროლებენ.თქვენი არ ვიცი და მე წელს სადაც გავედი მწყერზე 500 მეტრზე კი არა მაქსიმუმ 70 მეტრში სხვა მონადირე მედგა,გამოდის ჩემი ძაღლი მინიმუმ 7 ასეთს ჩაურბენს და მე-8-სთან ახლოს დადგება ნაბულზე,მერე მე ბენ ჯონსონის თუ ტომპსონის სისწრაფით უნდა გავეშურო იმ ადგილისკენ ძახილით:ჩემია ის გადარეული ძაღლი და არიქა,არ მიეკაროთ,მწყერია მანდ-მეთქი.ეს ერთი გადარბენა,მერე ისევ იგივე და დავაი ისევ გადარბენა,კიდევ და ...ისევ...მე დავიღალე,ვისაც გაქვთ ძალა მიდით,ისევ ნაბულზეა ჩემი როკია ჩემგან 500 მეტრში...
დარწმუნებული ვარ,კაი ძაღლებია ის ძაღლები,აბა ევროპელს 10000-ს გადაახდევინებ,მარა აქ,ჩვენთან ჩვენს პირობებში მათი გამოყენება...არ ვიცი...
მე არ მეგულება ასეთი ადგილი

ვიმეორებ,საქმეში ვნახო და არა ვიდეოთი და შეიძლება მერე მომეწონოს კიდეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

17 გვერდი V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2019 - 13:32