,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი, იერევან, სტალიცა კავკაზა....
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 17:43
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



.... ხოდა, ტელეფონს რომ დავხედე თავადი ივანე თოდუა დამეწერა. არა და ღამის 11 საათი იყო უკვე. ვიფიქრე: დალევისთვის გვიანია, სადმე ტალახში საბოდიალოდ ხომ გვიანია და გვიანი მეთქი. ნეტა რა უნდა იყოს მეთქი და ვუპასუხე ინტერესნი სახით.

-ალო
-რავა ხარ?
-რავი, ვაარ რაა, ცოტაღა მტკივა- მეთქი
-რა გტკივა?
-სამშობლო ივანე, სამშობლო.
-ხოოო, ეგ ვის არ სტკივა?
-შენ როგო ხარ?
-კარგად, ბიჯო არ გინდა გამოხვიდე და დავლიოთ?- და უეცრად განქრა ფიქრნი ჩემნი, რომ დალევისთვის გვიანი იყო.
-რა ვიცი აბა? კი მინდა მაგრამ გვიანი არ არის- ვკითხე მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
-ეეე გვიანი არა ისა კაცო, დააჯექი მანქანას და გამოდი.
-ცოტა ადრე მაინც დაგერეკა?
-გამოდი, გამოდი.
-მაიცა შენ რომ გამოხვიდე არა?
-ეე მე რომ გამოვიდე მერე სახლში ვინ წამიყვანს?
-ვააა, მე რომ გამოვიდე მე ვიღა წამიყვანს?

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვერ შევთანხმდით. ცოტა ხანში ისევ გამოისახა ივანე ჩემი ტელეფონის ეკრანზე.

-რა გინდა კაცო, რათ არ გასვენებს მამაზეციერი?-ვკითხე
-კარგი დალევა არ გინდა და ნუ გინდა. თუ არ დავლევთ, წამოდი მაშინ ერევანში წავიდეთ.
-ეეე?...
-რა ეე??
-მაიცა კაცო, ერთი ეს გამაგებინე, ერევანი და დალევა რა შუაშია?
-არაფერ შუაში, ,,შნორკელი,, მაქვს წამოსაღები.
-შნორკელიიი???
-..........

11:30-ზე უკვე ჩემთან იყო. ავიბარგე, ავიღე ფოტოაპარატი, ჩემი ჯიპიესი რადგან მინდოდა მენახა თუ იყო ჩაწერილი ერევანის რუკა, პასპორტი და ჩავჯექით მანქანაში. მანამდე მაცდონალდში გავიარეთ, საქორწილო სუფრა წამოიღო, გამოხვეტა რაც კი რამე იყო.

-კი მარა, რად გინდა ამდენი?
-სოფო და ბავშვიც მოდიან...
-კარგი, მე ჯანდაბას და მაგათ რაღას ერჩი ამ შავ შუაღამეს?
-მე არაფერს არ ვერჩი, უნდათ წამოსვლა.

დაახლოვებით 12:05-ზე გავედით ფოლკსვაგენ გოლფ-4_ით. საზღვრამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. გადავედით სომხეთის საზღვარზე. იქ კი სსრ-ს დროინდელი მილიციელები დაგვხვდნენ. ცოტა დავიძაბე. მაგრამ მილიციელი ბიძიები კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ და ზედმეტი დაბრკოლების გარეშე გაგვიშვეს. დავადეწით გზას. განსხვავება არაფერი იყო. ბუნება იგივე, მანქანები-იგივე, სახლებიც- იგივე. ერთადერთი რაც აღმოვაჩინე, ჩვენი სომხებისგან განსხვავებით, ერევნელი სომხები ძალიან თეთრები არიან. ესენი რამ გააშავა აზრზე არ ვარ...... newsmile05.gif

04:00-ზე ერევანში ვიყავით უკვე. დიდი შუქნიშნები, განათებული ქუჩები, ერევნის შესასვლელი ლას-ვეგასი გეგონება იმდენი კაზინო და სათამაშო სახლებია, ბევრი ხიდები, აქა-იქა ტუნელებიც და ტაქსები. ირგვლივ სიმშვიდე. დავიწყეთ სასტუმროს ძებნა, მაგრამ ჩვეულებრივი სასტუმროსი არა, ეს იყო არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი ვეძებეთ. მთელი ღამე ვიარეთ, ხან რომელ ქუჩას მივასკდით და ხან რომელს, ხან ერთ ტაქსისტს ვკითხეთ: სასტუმრო ვენეცია სად არის ხომ არ იცით? მაგრამ არავინ არაფერი იცოდა: ეგეთი სასტუმრო, ერევანში არ არსებობსო. მერე ერთმა გვითხრა:

-ვენეცია არ ვიცი, მაგრამ ვალენსია კი ვიციო.
-მოიცა კაცო, ვალენსია ხომ არ არისო- შემეკითხა ვანიჩკა.
-აუ, ვანიკო, აზრზე არ ვარ, მეც ეხლა მოვედი-მეთქი.
-აუ, ეგ არის ნაღდად.

მოკლედ ვკითხეთ თუ რომელ ქუჩაზე უნდა გვეძებნა ეს სასტუმრო , მოვნიშნეთ ჯიპიესზე და გავუდექით გზას. ცოტა იმედი მომეცა, თან ივანემ გამამხნევა: ეგ არის ნაღდად ვიცი-ო და მეც რა მინდოდა მეტი. ვიჯექი წყნარად და ველოდი როდის მივიდოდით დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ მთლად ისე არ იყო საქმე. აშკარად ვიცანი გზა, რომლითაც მოვედით.

-კაცო, ეს ის გზა არ არის, რომლითაც მოვედით?
-ხოოო, ეგ არის და იმ ტაქსისტს მოვუტყლარჭავ სიფათს თუ სადმე ვნახე....

ვაი შენს ჩელეს გავიფიქრე და ბედს შევეგუე. ამასობაში შევნიშნე, რომ ცოტა ინათა. საათს დავხედე შიშით. 05:35 იყო. მივედით სასტუმრომდე როგორც იქნა. გადავედით. აშკარად არ იყო ის რაც ჩვენ გვინდოდა. პორტიე შემოგვეგება. აბა რით შემიძლია გემსახუროთო. ვანომ ეგრევე ფასი ჰკითხა. დავითვალეთ და 280$ გამოდიოდა მთლიანად.

-ამათ შიგ ხომ არა აქვთ- ვიკითხე ჩემთვის
-დარწმუნებული ვარ რომ პასუხი დადებითია- მომიგო ვანომ და ისევ პორტიეს მიუბრუნდა. -ხომ არ იცი სასტუმრო ,,ვენეცია,, სად არის?
-,,ვენეცია,, არ ვიცი და ,,ვალენსია,, აქ არის
-ეს გვეკაიფება ტოო.... ინტენეტი გაქვს?
-კი
-დამსვი რაა კომპიუტერთან

პორტიე გამოშტერდა, მაგრამ ვანოს სახეს რომ შეხედა ეგრევე გვერდით გაიწია

-დაბრძანდით...

ცოტა ხნის ძებნის შემდეგ იპოვნა სანატრელი ,,ვენეცია,, მოვზეს ხორეცანის ქუჩა. მადლობა გადავუხადეთ პორტიეს და დავტოვეთ გაღიმებული. თუმცა ჩვენ არ გვეღიმებოდა. მოვნიშნეთ ჯიპიესზე ხორეცანის ქუჩა და წამოვედით. ვიარეთ, ვიარეთ, კიდევ ვიარეთ, მერე ცოტაც ვიარეთ და უცებ გაიჩითა ნანატრი ხორეცანის ქუჩა. უკვე გათენებულიყო. მაგრამ მაინც ისე ვერ იყო საქმე როგორც უნდა ყოფილიყო. კი ვიპოვნეთ ეს ქუჩა, მაგრამ სულ სადღაც 300 მეტრში იკარგებოდა ეს ქუჩა და სხვა ქუჩაზე გავდიოდით. თურმე აუხვიე რააა მარჯვნივ, მერე მარცხნივ, მერე გაზგასამართ სადგურთან მარცხნივ შეუხვიე, გაიარე 100 მეტრი, მერე მარჯვნივ ჩიხში შედი და ეგ არის, ზედ შუაგულ ,,ვენეციაში,, ხარ. მოკლედ ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ, ვარღვიეთ წესები. ისე მეფსმოდა კინაღამ გავსკდი, უკვე ყაბულს ვიყავი შუა გზაზე გაეჩერებინა და გადავსულიყავი. ხან როგორ დავჯექი და ხან როგორ, მაგრამ არ მიშველა. ვაიმე ჩემო თაო, დანძრეული გაქვს და ვერ გაგიგია. ბოლოს ვანოსაც მოეშალა ნერვები და....

-ამის დედაც ვატირე, პირველივე სასტუმროში შევიდეთ რაღა ვქნა?
-ხოოო ვანო ეგრე ჯობია ძმაო, თორე ცოტა ხანში, შარდი თვალებიდან გადმომასხამს.

ეხლა დავიწყეთ ,,პირველივე სასტუმრო,,-ს ძებნა. ეს სადღა წავიდა წეღან აქ არ იყო? ვფიქრობდი და თან ფეხებს ვუჭერდი. თან გვერდს ვიცვლიდი რომ მარცხი არ განმეცადა.

-ე ბიჯო გამიჩერე- აღმომხდა ბღავილი
-მოიცა კაცო რა უნდა გაგიჩერო სასტუმროს ვეძებ.
-გამიჩერე, თორე მანქანას წაგიბილწავ
-ეეე სასტუმრო

გავიხედე.

-აბა სასტუმრო?
-აი იქ
-სად ხედავ სასტუმროს ნუ გამაგიჟე?
-ვერ ხედავ?
-ვერა კაცო რა სასტუმრო?
-აიი.... და სასტუმროს მაგივრად ხელში საჯარო სამსახური შეგვრჩა, სადაც რატომღაც 3 ქვეყნის დროშა ფრიალებდა
-კაცო მეკაიფები?-ვკითხე
-არა, სასტუმრო მეგონა.....

მაგრამ იმან დამამშვიდა, რომ სულ რაღაც 100 მეტრში მე დავინახე შარდიანი თვალებით წარწერა HOTEL

-ვანო, დროზე 100 მეტრი პირდაპირ და მერე 15 გრადუსი მარჯვნივ.... დროზეეე.....

შევედით, მაგრამ შევარდნას უფრო ჰგავდა.

-ტუალეტი სად არის?- ეგრევე ვიყვირე.
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ცუდად არის- დაამშვიდა პორტიე ვანომ.
-კარგი, ზემოთ ადი და მარჯვნივ კარში შედი.

გავვარდი. მთელი 5 წუთი ვიდექი და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი. რომ ჩამოვედი ჰოლში, ვანოს სახე არ მომეწონა.

-რა ხდება?
-240$ მითხრეს.....
-ბიჯო, უკვე გათენდა და დაძინებას რაღა აზრი აქვს? მაღაზიაც გაიღება და წავალთ რააა.
-სოფოს და ბავშვს რა ვუყო?
-ხოოო....
-ინტერნეტი გაქვთ?-ჰკითხა პორტიეს.

მეორედ მოძებნა ინტერნეტში ,,ვენეცია,, ნომერი ამოვიწერეთ და დარეკვა მოვითხოვეთ. ერთი ზარის უფლება კი გვქონდა. უკმაყოფილო სახით, მაგრამ დაგვთანხმდა ქალბატონი-დეიდა პორტიე. როგორც იქნა გავარკვიეთ სად უნდა წავსულიყავით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივედით როგორც იქნა. არ მჯეროდა, მაგრამ მივედით.

საათს დავხედე. უკვე 07:10 იყო. მაგარი დაღლილები ვიყავით, მაგრამ რაც იქ ვნახე, ნამდვილად ღირდა ეს სასტუმრო. ჯერ ფასით 70$ დაჯდა, მშვენიალური სიტუაცია, გაწკრიალებული ოთახები. არაჩვეულებრივი გარემო. მერე მივხვდი, რატომაც ეძება ამდენი ხანი ეს სასტუმრო ვანომ. ორი საწოლი ოთახი თავისი ჯაკუზებით და მისაღებით.

აი ისიც:

ეს ჩემი საწოლი ოთახი.





აი აქ ჩაწოლა კი ნაღდად ღირდა.



ეს ვანო.



ეს კი მისაღები ოთახი.





ვანოს მეუღლე



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 18:16
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგრამ ამით არ დამთავრეწბულა ჩვენი თავგადასავალი. დილის 8 საათზე ამოვედი ჯაკუზიდან, ერთი კი ვიფიქრე აქვე დავიძინებ მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. შემეშინდა, რომ მოვიხარშებოდი. დავწექი დასაძინებლად. ის დროა, რომ უკვე წამიღო ძილმა, რომ ზარის რეკვის ხმა შემომესმა. კარგა ხანი რეკა. ბოლოს მივხვდი რომ ჩვენს ოთახში რეკავდა. ავდექი და დავიწყე ტელეფონის ძებნა.

-გისმენთ..
-ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენი მანქანა ჩაირთო...
-ჩაირთო???....
- დიახ, ჩაირთო და ვერ ვაჩერებთ.
-რას ქვია ჩაირთო?
-აი ჩაირთო რააა, სიგნალიზაცია ჩაირთო....
-ააააა, კარგი, კარგი ჩამოვდივარ.....

ჩავიცვი, გასაღები მოვძებნე და დუდღუნით ჩავედი ფარეხში. რა ვიცი აბა? კი ჩავედი, მაგრამ ეს მანქანა აღარ კიოდა. გახსენი სიგნალიზაცია და დავკეტე ისევ, მეტი რა უნდა მექნა? წამოვედი ისევ დუდღუნით. ამოვედი ნომერში, გავიხადე და დავეგდე. მაგრამ გგონიათ ამით დამთავრდა ჩემი წვალება?? ის არის, რომ ისევ ძილმა უნდა წამიღოს და უცებ რაღაც ხმა გავიგონე, დაახლოვებით ასეთი: ფფშშშშშშ...... ფშშშშშშ.... ვაააახ, წამოვხტი. კერები არ დამიკეტია და ვიფიქრე ვინმე ხომ არ შემოვიდა მეთქი. ვანოს კარი გამოხურული იყო, გავედი კარი ჩავკეტე, ტუალეტში შევიხედე, მაინც დავზვერე, მაგრამ არაფერი იყო. შევედი ოთახში და დავეგდე ისევ. მაგრამ გგონიათ ამითდამთავრდა ჩემი წვალებაა???

ის იყო ისევ ძილმა წამიღო, რომ ეს უცნაური ხმა ისევ შემომესმა: ფშშშშშშშშ, ფშშშშშშშშ, ფშშშშშშშ..... სამჯერ იყო უკვე. გავგიჟდი, წამოვხტი გიჟივით და მისაღებში გავვარდი, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? უკვე ,,იზმენებში,, ჩავვარდი. უკვე სათითაოდა დავიარე ოთახები, მაგრამ არავინ იყო ჩვენს გარდა. ბოლოს ჩემს ტუალეტში შევედი, კარგად შევისწავლე იქაურობა და კედელზე აღმოვაჩინე ,,ეარვიკის,, ავტომატური არომატიზატორი, რომელიც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ავტომატურად უშვებდა სურნელოვან სუნს. აქ კი ნერვებმა მიმტყუნა და გინებ-გინებით დავეგდე ჩემს საწოლზე. მაგრამ გგონიათ ამით დამთავრდა ჩემი ტანჯვა-წამება?

ის იყო, უკვე მერამდენედ წამიღო ძილმა, რომ ზარის ხმა შემომესმა. აი აქ უკვე გავჭედე. ვუპასუხე ტელეფონს და ქალბანოს ხმა შემომესმა, რომელიც ამჯერად სომხურად მეუბნებოდა რაღაცას. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი რომ სიგნალიზაციის ამბავი იყო. ჩავიცვი და ჩავედი უკვე გინებ-გინებით. გავხსენი მანქანა, კარები გავაღე, ერთი-ორი დაცვას შეწვაგინე ქართულად: ერთი მანქანისთვის ვერ მიგიხედიათ მეთქი და ამოვბრუნდი უკან. მაგრამ ამჯერად ქალბატონ პორტიესთან გავჩერდი, გასაღები მივუგდე და ვუთხარი:

-აი გასაღები და მოგტყვნიათ პატრონი, აღარ დამირეკოთ მეთქი......

კი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა რომ არ უნდა შემწინააღმდეგებოდა. ამასობაში 9 საათიც მოსულიყო. დავეგდე საწოლზე და ბალიში დავიფარე თავზე. ჩამეძინა,. მაგრამ რად გინდა? 10:30-ზე ვანო მაღვიძებს. ადე ერევანი უნდა გაჩვენოო. ძლივს ავიზლაზნე. ავეწყეთ და გავეშურეთ ,,შნორკელის,, საყიდლად.

გზად ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდით.





ფირმენი ტრალეიბუსი.



ესეც ფირმენი, ოღონდ ძველებური შკოდა.









ერევნის რკინიგზის სადგური



ვანომ ,,შნორკელის,, გარდა, ,,ლუსტრა ,, იყიდა პაჯიკასთვის, მაგრამ გოლფს მოვარგეთ. newsmile05.gif





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 18:45
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ავიღეთ ეს ყველაფერი და წამოვედი საქართველოსკენ. მაგრამ გზა აგვებნა. აგვებნა რააა ეხლა, კიროვაკანის გზაზე წამოვსულვართ. უბრალოდ გვიან შევნიშნეთ. არარატის მთებმა დამაეჭვა და ვანოს რომ ვკითხე ეს რა მთებია მეთქი. კინაღამ სისხლი ჩაექცა თავში. არა და ტაქსისტს ვკითხეთ საით წავიდეთო და ამ გზაზე გამოგვიშვა. რაღა იქნებოდა, გავაგრძელეთ გზა. ერთგან გავაჩერეთ გზაც მიგვასწავლეს.









გაზელების ,,რალით,, მაგრად ვიხალისეთ newsmile05.gif



და აიიი ისიც, სევანეეეე. როგორ გულით მინდოდა დამენახა ,,ოზერო სევანეე,,, newsmile05.gif









დავიწყეთ ფოტოსესია სევანის ტბაზე newsmile05.gif

















მაგრამ უცებ მოიღრუბლა











ქალბატონი ბარბარე newsmile05.gif







Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Jun 10 2011, 18:53
პოსტი #4


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 18:58
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან გემრიელად მივირთვით: სიგა და იშხანი, თავისი ტრამპაცუმპებით. მართლა გემრიელი იყო, მაგრამ ვეღარ ვჭამდი.
















მშიერი ვანო საშაშიშოა, შეიძლება თავი მოგაჭამოს newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif




მივირთვით და წამოვედით უკან გზაზე. ისეთი ბურუსი იყო, ძლივს ჩანდა გზა. მაგრამ როგორც კი გვირაბიდან გავძვერით, ბურუსი გაიფანტა.





გზაზე ამხელები შეგვხვდნენ. newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif









უყვართ ცხოველები სომხებს









ერთიც მიაწიხარეთ რააა.......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jun 10 2011, 19:06
პოსტი #6


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



small3d018.gif სირუმ იახში...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 19:07
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი









ეს სომხური ,,გამაექანეთ,, არის newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif







დილიჟააან....





აი ეს რა ტბაა თუ ვინმე მეტყვის?





















და აი ისიც, ჩვენი საქართველო, მრავალტანჯული და მრავალომგადახდილი, მაგრამ მაინც ჩვენი. გამიხარდა ეს ტრაფარეტი რომ დავინახე.




სეართო ჯამში მინდა ვთქვა, რომ კარგი კრუიზი გამოვიდა, შევისწავლე ერევანი ა-დან ჰ-მდე, მართალია ღამით მაგრამ მაინც შევისწავლე. დაახლოვებით 40 კილომეტრი ვიარეთ ქალაქში სანამ ,,ვენეციას,, მივაგნებდით. ხალხიც ნორმალური, ჯიგრები, პოლიციამ მაგრად გვიჯიგრა, მაგრამ ეგ უკვე ვანომ მოყვეს, რაღაც ხომ უნდა დავუტოვო? newsmile05.gif მოკლედ კარგი იყო ძალიან. მადლობა ვანოს და მის პაჯეროს. რომ არა პაჯერო, ერევანში ამ დიდ სიამოვნებას მოვაკლდებოდი და ვერ მივხვდებოდი რომ : იერევან, სტალიცა კავკაზა...... newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jun 10 2011, 19:08
პოსტი #8


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კიდე ტიხარ!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Jun 10 2011, 19:25
პოსტი #9


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ეე შენა კიდე სახლში ხარ ??წადი რა ელიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 10 2011, 19:28
პოსტი #10


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აი მალადეს... აი პისატელ... აი თურისთ... აი იშხანაედ... აი რეფართიორ!!!



საღოლ ჩელეჯან, ნერვი შენ გქონია თუ გქონია, რამდენი დღე სწერამდი, დღეს რომ სწერამდი, ე.ი. დასასრულს მოვუსწარი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 21:41
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus

მაიცა კაცო რა რამდენი დღე? დღეს დავიწყე და დღესვე გავათავე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ვააა, მაშ იმ ტბის ასავალ-დასავალი არავინ იცით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 10 2011, 21:48
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საღოლ მაგრად ვიხალისე newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ivanetodua
პოსტი Jun 10 2011, 21:49
პოსტი #13


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 101
რეგისტრ.: 22-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნუ რახან ეგრეა ეგრე იყოს რა!!!!! მეც დავწერ ცოტაოდენ რამეს....

ნუ გასვლისა და აბარგება ჩაბარგების ამბავი რომ ძალიან მალე მოხდა ეგ კიდა წერა ჩელემ და მე ძირიტადად პაწია კურიოზებს მოვყვები.
1. საზრვარზე უკვე იქით სომეხი პოლიციელი მიგვანიშნებდა რომა უნდა წავსულიყავით ჯიხურთან მაგრამ რა ჯიხური იყო იმასაც დაავიწყდა და ჩვენც რა ერქვა რუსულად დაზღვევას და უცებ მე წარმოვთქვი "ინშურენს" და სომეხმა მესაზღვრემაც (ნეეტო ინშურენს ეტა სტრახავაია კომპანია ავი დალჟნი სტრახოვკუ ვზიატოოო) ასე გავარკვიეთ რომ ინშურენს არა დაზღვევა არამედ სადაზღვეო კომპანია ყოფლა.
მეეერე დავადეთ თავი და წავედით ერევანისკენ. როგორც ჩელემ თქო ერევანში კი ჩავედით 4:00 საათზე მარა აი ძებნამ თითქმის ერთი იმდენი წაიღო 40 კმ არ გვივლია ერევანში ჩვენ დავსძლიეთ ერევნის ქუჩების 110 კმ ძებნაში და ზუსტად ისე ვეძებდით ამ სასტუმროს როგორც შერეკილებშია "ამ ხვერლში არ ვყოფილვართ უმფროსო და წავიდეთ თქო" მერე ძებნაში ხან იქაურ თეგეტას ვეძებდით ხან ოფროუდ ტრეკს, ხან გაზის ზაპრავკას რადგან სასტუმრო ახლოს იყო და ტრეკიდან და იქაური თეგეტიდამ მივაგნებდი უეჭველი და ამიტომაც ვეძებდი.
ნუ მივაღწიეთ სასტუმროს შევედით დავბინავდით მე ეგრევე ჯაკუზის ვეცი, ამასობაში შემოსულა იმ სასტუმროს ერთერთი ახჩიკა და ჩელესთვის დაუბარებია თუ რამე მოგინდეთ 8-50 ზე დამირეკე და აქ გავჩნდებიო, მაგრამ პირიქით მომხდარა და ეს ახჩიკა თურმე და მასთან ერთად ჩემი მანქანაც არ აძინებდნენ ჩელეს მარა როგორც ჩელე იძახის მანქანა ორივეჯერ ჩუმად დახვდა და იავიცი იავიცი??? newsmile05.gif newsmile045.gif
ნუ დილით თითქმის უძინრებმა ავდექით და უნდა წავიდეთ მარა სააააად???? მისამართი თუ ვიცით ამ მაღაზიის??? არა და დავაპიემეთ აქეთ და გავიგეთ ჯიპიეს კოორდინატები მაღაზიის და ახლა წავედით...
მივედით შევიძინეთ შნორკელი + ლუსტრა და დავადექით საქართველოს გზას ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქობდით??? მერე უცებ ჩელემ შეაჩერა ჩემი მზერა მთებზე რომელზეც თოვლი იყო და რა მაგარიაო მითხრა ამ დროს ავხედე და რაის მაგარი ტო ირანისკენ გვიჭირავს გეზი და არარატზე გვერდის ასავლელად ვემზადებით. კიდევ კაი ძაან არ გგვქონდა შეტოპილი და შევჩერდით და ვიკითხეთ გზა ამის მერე დაგვაყენეს ალავერდი კიროვაკანის გზაზე ნუ წავედით მარა სევანი არ ჩანს ტო A TAM??? " პად ვადოი პად კომნამი რიბა ფარელ სპიტ ნა პოლ მეტრა მენშე ჩემ აკიანსკი კიტ" დო ხო უნდა ვჭამოთ??? ავდექი და დავაჯიპიესე სევანი და ვაი დედა ხან სად და ხან სად აღმოვჩნდით... პაწია წავაოფროუდე მარა მეტი ვეღარ გავედი და დავზადნე...
ნუ როგორც იქნა გამოვედით ავტობანზე დააააა ძალიან გვშია რა უკვე 150 კმ კიდე ტყვილა ვიარეთ.... მოვდივარ და რა მოვდივარ კაცო მეჩქარება საჭმელათ და მიჭირამს 140 მდე დაახლოებით რა და ვუნთებ წინ ფარებს მანქანას და არ მიშვებს ავდექი და დაუწყე გასწრება მარჯვნიდან და ოპა და პოლიცია მინთებს ფარებს და რაღაცას ჩვენთვის გაუგებარ ენაზე როხროხებს... ნუ გავაჩერე და მეუბნება ( ა ფაჩემუ თაქ ბისთრო ეხალი) ??? მეთქი რა ბისტრა ტო 94 ით მივდიოდითქო რა აი ჯიპიესი ასე აჩვენებს და რავითქო ნუ შემოყო ტავი დაინახა 2 ცალია შიგნიიით??? გაუკვირდა და რო აღარ იცოდა რა ეთქვა მივეხმარე მეთქი შენ სიჩქარეზე კი არა მარჯვნიდან გასწრებაზე უნდა მაჯარიმებდე თქოოოო და გაუხარდაააა მაშინ მაგას დაგიწერ და ეგააა მეთქი წერა მერა არ ვიცი აგერ 4000 დრამი და კარგად იყავით თქოოო არა მაიცაოოო წავიდა და მაიწერა 3000 დრამიანი ვითომ პავაროტნიკი არ ჩაგირთამსო და 1000 დაიტოვერა იცი რა ხდებაო???
მეეერე მივედით ფოტო სესიაც მივეცით და მაგრადაც ცავილაგეთ სიგას უხისნაირი რაღაცა და იშხანის მწვადიიიი ეს იყო სუპერიიიი. ამის მერე პირდაპირი გეზი ავირეთ გეორგიისაკენ რადგან 7 ზე აქ უნდა ვყოფილიყავი და 7 ს აკლდა 25 რო გადმოვკვეთეთ საზღვარი და აი იქიდან კი უკვე ჩამოვფრინდით რა რასაც ქვია არ ვიცი რა სიჩქარით მარა ვიცი რო ძალიან ჩქარა ჩქრა მოვდიოდი რა 25 წუთში თბილისში ვიყავით სადახლოდან...
დიდი მადლობა ჩელეს მეგზურობისთვის და თანადგომისთვის ის რომ არა მე უეჭველი მიმეძინებოდა სადმე.
მე როგორც მძოლს ძალიან ცოტა მაქვს სურატები და შემოგთავაზებთ ერთ ცალს კი სასურპრიზედ დავიტოვებ და მერე დავდობ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jun 10 2011, 21:56
პოსტი #14


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ivanetodua


რა გიქნეს კაცო იერევენში ეგეთი, რა მოსე მწერლები ჩამოხვედით newsmile05.gif



შენც კაი ნერვი გქონია ძმაუ! newsmile05.gif


შენც მალადეცები!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ivanetodua
პოსტი Jun 10 2011, 22:01
პოსტი #15


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 101
რეგისტრ.: 22-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება













Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 18:06