ლოთების ვოიაჟი ფოთში ქარიყლაპიაზე. (და არა მარტო) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ლოთების ვოიაჟი ფოთში ქარიყლაპიაზე. (და არა მარტო)
თაზო
პოსტი Dec 9 2015, 00:27
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოკლედ, ეს ამბავი ასე დაიწყო: ორიოდ კვირის წინ შევხმიანდით მე, თქვენი მონა-მორჩილი, გოჩა იგივე DON-G და ჩვენი მეგობარი ლაშა კამლაძე, იგივე იორამა)) დიდი ხანი არ დაგვჭირვებია ფიქრი იმაზე, თუ რა გაგვეფუჭებინა და გადავწყვიტეთ თავს დავსხმოდით ფოთს. გადავხედეთ ამინდს და რადგანაც ყველა ჩვენებური თუ უცხოური ამინდის მაცნე კარგ ამინდ გვამცნობდა დავგეგმეთ წასვლა ხუთშაბათს. მეოთხე კომპანიონად დაგვემგზავრა ჩემი და გოჩას ძველი მეგობარი, ერაყელი, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ტაიგერ ალჯაფარი, ჩვენებურად ვეფხია)))) კაცი, რომელიც უსაზღვროთ შეყვარებულია საქართველოზე, რომელმაც აქ ჩამოიყვანა თავისი ამერიკელი მეუღლე, აპირებს სახლი იყიდოს აქ და ძალიან უყვარს თევზაობა. მომავალში იმედი მაქვს ჯერ ფორუმის, ხოლო შემდეგ კლუბის წევრიც გახდება) მოკლედ, შევესიეთ ბაზარ-მარკეტებს, დავიხუნძლეთ სურსათით და ბეეევრი ალკოჰოლით, გავამზადეთ ნავები, დავლესეთ ვობლერ-ყანყალ-ტრიალები და დავიტვირთეთ ბევრისთვის უკვე ნაცნობ 6 კაციან ფიატში, რომელმაც სახლის მაგივრობაგაგვიწია მომდევნო 4 დღის განმავლობაში!









მე მომიწია საჭესთან დაჯდომა, რითიც ისარგებლეს ზემოთ დასახელებულმა პიროვნებებმა და გზაში სულ ჰარიჰარალე გამართეს ჩემს ზურგს უკან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ochom-dagchipos.gif









ქუთაისში დაგვხვდა ლაშას ნაცნობი, მაგარი სპინინგისტი და უბრალოდ მაგარი ადამიანი ზაზა, შემდგომში მონათლული მასტერ-ჯედაის სახელით, რადგან იქ დაჭერილი ორი ქარიაყლაპიიდან ორივე მისი სპინინგის ანგარიშზე ჩაითვალა)))



ხოოდა, განვაგრძეთ გზა ფოთისაკენ, სადაც საკმაოდ გვიან ჩავედით. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ლამაზი სუფრა გაგვეშალა და ერთმანეთს მოვფერებოდით.

დაღლილებმა გამოვიძინეთ და დილით დავიჭყეთ ბჭობა თუ სად სჯობდა გვეცადა ბედი: ადგილზე სადაც ვიდექით თუ მოშორებით არხებზე. ხმათა უმრავლესობით გადავინაცვლეთ არხებისკენ.

ზაზას სპინინგის პირველივე გაქნევა შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი იმ დღეს. რა აღარ ვსინჯეთ სად არ ვტოპეთ და ვიძრომიალეთ, მაგრამ....







გადავწყვიტეთ საღამოს დავბანაკებულიყავით ე.წ გაზკანტორის ტბებზე, რომ დილიდან იქაც გვესინჯა ბედი. მივედით თუ არა, ზაზა, ლაშა და ვეფხია თავიანთი სპინინგებით ისე გაქრნენ თვალი ვერ მოვკარით))))

დავიწყეთ მზადება საღამოს ტრაპეზისთვის მე და გოჩამ) ბიჭებიც მალე დაბრუნდნენ სველები და ხელცარიელები. არც იქ გაგვიღიმა ბედმა, თუ ოჩომ))))))





დავჯექით დავიწყეთ ვახშმობა, ცოტა ალკოჰოლიც და წარმოიდგინეთ ხუთი მეთევზე ერთ პატარა ოთახში))) იქ ამბები დატრიალდა, მიუნხაუზენი პატარა ბავშვი გამოჩნდებოდა ჩვენთან))))

მესამე დღეს შევიცვალეთ ისევ დისლოკაციის ადგილი და პირვანდელ ბანაკის ადგილს დავუბრუნდით. ამჟამად ვეცადეთ ბედი ნავით გვეცადა და სამი მეთევზე "შევესიეთ" არხს)))

















შედეგი ოროდ კილო "პლატვა'' რამოდენიმე ქორჭილა და სასწაული ხედებით ტკბობა))) დავბრუნდით ბანაკში, სადაც არც იორამას და არც მასტერ-ჯედაის დრო უქმად არ დაუკარგავთ პირველმა ისეთი სასწაული ვახშამი მოამზადა, არსად არცერთ რესტორანში მსგავსი გემრიელობა არ გამისინჯავს. მეორემ კი ნაპირიდან, სადაც არასოდეს არავის დაუჭერია არაფერი, ერთი მომცრო ქარიყლაპია გამოიყვანა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი იმისა თუ როგორ მუშაობენ იქაური რეინჯერები. ბადეები თვალითაც არ გვინახავს და თევზს საშუალება აქვს იმოძრაოს თავისუფლად. ორჯერ იყვნენ მოსულები რეინჯერები მანქანით, გაგვაფრთხილეს რომ ნადირობის შემთხვევაში 250 ლარით დავჯარიმდებოდით. და თევზაობაზე ანკესით პრობლემა არ არისო. ასე რომ ჩემო კარგებო, ეგ ადგილები ამოიღეთ თქვენი სანადირო "ტოჩკების" სიიდან, რამეთუ კოლხეთის ტყე-პარკის ზონაა უკვე.

















მოკლედ, იყო მაგარი საღამო, ბევრი სადღეგრძელოები (რომელშიც თქვენი სადღეგრძელოებიც შედის newsmile045.gif ) ბევრი ტყუილ-მართალი და ბეევრი ალკოჰოლი. ტაიგერამ, რომელიც ტანკისტია და "აბრამსს" დაახრიგინებს აქეთ იქეთ, კარგად იცის ქართული და ისეთები მოყვა, ვხოხავდით დანარჩენები. იყო ჭიამაიების შემოსევა, ასეთი რამ არ მინახავს არსად))) უმაგრესი საღამო იყო, ერთი რამ აფუჭებდა მხოლოდ, მეორე დღეს წამოსასვლელები ვიყავით...











დილით წინა დღეს ნაპირზე დარჩენილები და მე კიდევ შევედით ნავით. 3 საათზე მეტი ვიარეთ, მაგრამ საერთოდ არაფერს მიეკარა თევზი. დავბრუნდით, ჩავლაგდით და წამოვგორდით თბილისისაკენ. გზად ქუთაისში შევიარეთ, ზაზა დავტოვეთ სახლში. დიდხანს გვეხვეწა სახლში ამოსვლაზე, მაგრამ რადგანაც საკმაო გზა იყო წინ აღარ გავჩერდით. დავემშვიდობეთ ზაზას, ქუთაისს და ზესტაფონში სრულიად შემთხვევით ერთი კარგი ადამიანი დაგვემგზავრა, რომელიც ასევე მეთევზე და იორამას ნაცნობი გამოდგა. გზაში დალეულმა 2 ბოთლმა კონიაკმა თავი იჩინა რიკოთზე)))) იორამამ აქანა თუ არ დავლიეთ მორჩა ჩვენი ძმობაო და "ჯარგვალთან" დავპარკინგდით))) იქაც იმერული სისწრაფით მოგვიტანეს მართლაც უგემრიელესი კერძები და შემდეგი ბოთლი კონიაკის შემდეგ საბოლოოდ დავიძარით სახლებისკენ. მშვიდობით ჩამოვედით სასწაულად დაღლილები , მაგრამ უზომოდ ნასიამოვნები და კმაყოფილები. მადლობა ბიჭებს ასეთი მაგარი მოგზაურობისათვის, ზაზას იმისათვის რომ არ დაეზარა და ამდენ გამოუცდელ მეთევზეს სათითაოდ გვიხსნა სპინინგის ანა ბანა. და ფიატს იმისათვის რომ უპრობლემოდ გვატარა ამხელა გზაზე)) და თქვენც, ვინც ამოდონა ნაჯღაბნის წაკითხვა ბოლომდე შეძელით) vot-tak.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Dec 9 2015, 03:38
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,447
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აი ყოჩააღ newsmile05.gif როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ გასვლიან რეპორტიანად partyFishing.gif xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Dec 9 2015, 08:41
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Dec 9 2015, 09:40
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 877
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Dec 9 2015, 10:00
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



თაზო
წლის რეპორტი. საღოლ ბიჭებოო.ჯიგრები ხართ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 9 2015, 11:47
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



პროსტო სპინინგის არაფერი გაგეგებათ რააააა D.gif

გეთქვათ და გასწავლიდით მაიც newsmile05.gif

აი ლოთობაში ხოოოოოო chali.png
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Dec 9 2015, 11:47
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სათაურის ასეთი სწორი ფორმულირება კარგა ხანია არ წამიკითხავს ამ ფორუმზე.... D.gif D.gif D.gif

საღოლა თქვენ. ისე რატომ არ მოდიოდა საინტერესოა. წნევის ამბავი იყო ვითაამ?....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Dec 9 2015, 14:27
პოსტი #8


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



partyFishing.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Dec 9 2015, 17:08
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩელე
რავიცი აბა, იქაურებმა ათი დღე იქნება ძალიან პასიურობსო.
ჭალიმგელა
ადიგადიმიდიმოდიი)))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Dec 9 2015, 21:16
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დამპლები მაგენი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Dec 10 2015, 09:18
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,928
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ყოჩაღ თქვენ. მაგარი გასვლა გქონიათ. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2019 - 06:50