ნადირობის კვირეული 2015 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
ნადირობის კვირეული 2015, ჩემი ნადირობის კვირეული (ტკბილად მოსაგონარი) :)
megreli
პოსტი Jan 22 2015, 13:58
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



newsmile027.gif დავიწყებ პირდაპირ... newsmile090.gif
ვისაც კითხვა ეზარება უცებ ჩავიდეს და ნახოს ფოტოები D.gif

როგორც იქნა დამიდგა ნანატრი შვებულების დღეები და სხვაგან სად წავიოდი თუ არა ჩემ სოფელში,განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს.დაახლოებით ვიცოდი თუ როგორი სანადირო პირობები იყო ჩემთან(ამინდი,ფრინველის მიმოფრენა და ა.შ),წასვლის წინა დღეებში ამინდის წინასწარი პროგნოზი ვნახე ინტერნეტის საშუალებით და რაღა დაგიმალოთ გამიხარდა ცუდი ამინდები newsmile090.gif . ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთ მშვენიერ დილას დავადექი სოფლის გზას,მე რა...მატარებელი დაადგა newsmile01.gif შუა დღისკენ ჩავედი სოფელში,საღამოს ქორწილში უნდა წავსულიყავი და დიდი სურვილის მიუხედავად საღამოს გადაფრენა გადაიდო.კვირას დილით კი სად წამსვლელი ვიყავი ნაქეიფარი კაცი newsmile090.gif ,მოკლედ კვირას შუა დღეს წავედი,წავიყვანე ძაღლები,იქნებ სადმე ქათამ-ბეკასს გადავაწყდეთთქო.წავედი და დავიარე ის ადგილები სადაც ბავშვობიდან ვნადირობ,მივადექი ჭაობებს და 2 ბეკასიც მოვინადირე ძაღლების დახმარებით,ეს იყო წლის პირველი ნანადირევი,გული მიგრძნობდა რომ კარგი დასაწყისი იყო,ესეც ერთი ფოტო:

фотохостинг бесплатно
გავაგრძელეთ გზა ტყისკენ და გავუარე საქათმეებს,რამდენიმე წუთში ნაბულიც იყო და ამოფრენილი ქათამიც,სამწუხაროდ ისეთ უხერხულ და უადგილო ადგილას ვიდექი სროლასაც აზრი დაეკარგა newsmile056 (1).gif გავაგრძელეთ გზა და როგორც იქნა შეღამდა და ჩავუჯექი წყლის პირს,ბუნების კანონით და ადათ-წესით შეღამებისას დაიძრა იხვიც,სათოფეზე კი არაფერი მოსულა,მაგრამ ის ხმები რაც იხვების გადაფრენას თან ახლავს ძალიან მსიამოვნებდა და სულაც არ ვჩქარობდი სახლისკენ newsmile05.gif რამდენიმე იხვი კი ჩაჯდა გვერდით წყ**ბში მაგრამ მაგათი შეშინებაც არ ღირდა.მოკლედ პირველ დღეს ხელცარიელი და სავსე გულით დავბრუნდი,რადგან მიხაროდა რომ ცაში ფრინველი ისევ არის და საჭირო დროს გადაფრენასაც აკეტებს.ასე ჩაიარა პირველმა დღემ,მეორე დღის იმედით დავწექი და დავიძინე,დლის გადაფრენა მელოდაnewsmile05.gif
მეორე დილით მაღვიძარამ თავისი საქმე იდეალურად შეასრულა და ავდექი,გავემზადე,გავაღვიძე ძაღლიც და წავედით,წინა დღეს შერჩეულ ადილს მივადექით და დაველოდეთ იხვებს,ადრე თუ გვიან გამოჩნდა რამდენიმე ჯგუფი და ერთი სამიანიც თამამად ჩაგვიჯდა წინ,შევაშინე,აფრინდნენ და სამიდან ერთი ჩამორჩა ჯგუფს,შეცურა ძაღლმა ამოსატანად,მაგრამ არც ასე ადვილად ყოფილა საქმე,ცოტა გაუჭირდა დაჭრილი იხვის დაჭერა,რამდენიმე წუთი იცურავეს ერთად და ბოლოს ნაპირთან მიიჭირა,მოკლედ პირველი იხვიც მონადირებული იქნა newsmile045.gif მას მერე ვიყურეთ აქეთ-იქეთ,იმის იქეთაც,მაგრამ სათოფეზე არაფერი გამოჩენილა,წავედით სახლში,ნანადირევით დამშვენებულნი newsmile093.gif
ესეც პირველი ფოტოები:

фотохостинг бесплатный

залить картинку на форум

image share
მივედით სახლში,გავუზიარე ჩემი ემოციები სხვებს,დავისვენეთ და შუადღეს წავედით ქათამზე მე და ჩემი ოთფეხა მეგობრები,ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ქათამიც ვიპოვეთ,ამოვაფრინეთ,ვესროლეთ და მოვინადირეთ,ესეც პირველი ქათამი სეზონზე,ძალიან გამიხარდა,რადგან ქათამზე ნადირობა ჩემი სტიქიაა,ესეც რამდენიმე ფოტო:

хостинг изображений

хостинг фото
დავბრუნდით სახლში და საღამოს გადაფრენისთვის დავიწყეთ მზადება,ასე თუ ისე გავიდა დროც და წავედით,შეღამებისას შორი-ახლოს გადმოგვიფრინა იხვების გუნდმა,ერთი მე ჩამოვაგდე,ერთიც ბიძაჩემმა.სულ ეს იყო იმ საღამოს მეტი სროლის შანსიც არ მოგვეცა.
ესეც ოჯახური ფოტო,დილის,შუა დღის,საღამოს ნანადირევთანnewsmile05.gif

залить картинку на форум
შემდეგი დღე კი ძველით ახალის წლის დასახვედრად მზადებას დავუთმეთ,ამინდიც ცუდი იყო,იმდენად ცუდი რომ სანადიროდ წასვლას აზრიც არ ქონდა,ჰოოოდა:

хостинг изображений png

фото хостинг
მოვხადეთ არაყი,დავილოცეთ,დავხვდით ძველით ახალწელს და სუფრასთან დავიწყეთ დილის ნადირობის დაგეგვმა,დრო არ ითმენდა,თორემ მეორე დღე ქეიფის და სტუმრიანობისთვის უნდა დაგვეთმო xexe.gif
ისევ მაღვიძარა,ისევ მზადება,წასვლა და განაწილებაnewsmile05.gifდილის გადაფრენაზე ერთი იხვი ისე შევაშინე დუპლით,რომ მგონი ჯერაც მიფრინავს newsmile090.gif ბიძაჩემს გაუმართლა და ერთი სროლით ორი იხვი მოინადირა,სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხადარა იმ დილით.ესეც ფოტო დილის ნადირობიდან

загрузить картинку на сайт
საღამოს გადაფრენაც არ გამოტოვეთ და თითო იხვიც მოვინაიდრეთnewsmile05.gif

хостинг изображений

хостинг изображений png
მოკლედ რომ გითხრათ,რამდენიმე დღიანი ნადირობის შემდეგ მოვიკალი ჟინი და მოვედი ცხოვრების აზრზე newsmile090.gifახლა ცოტა რომ განვითვირთოთ და კითხვით არ დაგღალოთ,ბუნების ფოტოებს დავუთმობ ადგილს
хостинг картинок
ესეც ჩემი ადგილიnewsmile029.gif


фотохостинг png



хостинг фотографий
ესეც ჩემი გოგო დილის და საღამოს გადაფრენაზე kiss.gif

გავაგრძელებ იმით,რომ საინტერესოდ მიდიოდა ყველაფერი,ახლოვდებოდა ჩემი წამოსვლის დღეც და მაქსიმალურად ვცდილობდი მეტი ადგილი მომექექა ქათამზეც და იხვზეც,წამოსვლის დღესაც გავიღვიძეთ დილით და უკვე ვიგრძენი გადაღლილობა,ვიფიქრე დავრჩები და დავიძინებ,საღამოს კი მშვიდად წავალმეთქი...მაგრამ სისხლმა არ მომასვენა,დავავლე თოფს და ძაღლებს ხელი და წავედი დილის გადაფრენაზეც,რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ ისეთი ადგილი შევარჩიე,სადაც აუცილებლად უნდა გადმოეფრინათ იხვებს სასროლ მანძილზეც და კარგი რაოდენობით,მაგრამ ჩემი ვარაუდი ამაო აღმოჩნდა,არც იხვის ხმა გამიგია,არც შორს გადმოფრენილი,თითქმის გათენდა და დავაპირე სახლში წასვლა ამ დროს კი შორიდან დავინახე იხვების გუნდი,რაღაც უბრალო საყვირი მაქვს და დავუძახე,მეთქი რაც არის,არიის.ჩემდა გასაკვირად ეს იხვები წამოვიდნენ დაძახებულზე და საკმაოდ მოეშვნენ,მოეშვნენ და ეს ჩემი იხვები თურმე ბატები ყოფილან,ვეთამაშე ხმებით და უკვე კარგ მანძილზე მოვიდნენ,დამინახეს და დაიწყეს მოხვევა,მე კი ამ დროს თოფში 8 და 5 ნომერი საფანტი მედო,რა მექნა? 30 მეტრში მოსული ბატები ასე გამეშვა? არა! წამოვდექი ამოვიღე ერთ-ერთი მიზანში და ვესროლე,მოწყდა ეგრევე და ძაღლიც გაიქცა მისკენ,სიმართლე გითხრათ ცოტა დავიბენი და მეორე ვაზნა სხვებს აღარ ვესროლე,ვიფიქრე ამ ერთს საკონტროლო გასროლაც არ დაჭირდესთქო და დავკმაყოფილდი ერთით და ნაღდით newsmile027.gif მივედი ასაღებად და კარგად რომ მივუახლოვდი ვიცანი გიაური,თურმე რუხი ბატი ყოფილა,ძაღლი ვერც მოერია მოსატანად newsmile090.gif მივედი ავიღე,ავხედე დავხედე,რუხი ბატი ცხოვრებაში მეორედ მოვინადირე,მაგრამ წინა ასეთი ზომის არ ყოფილა,მოკლედ ძალიან გახარებული ვიყავი,რადგან იმ დილით თბილი საწოლიდან გამოძრომაც არ მინდოდა,თანაც სეზონზე ბატის მონადირება ყველაზე განსაკუთრებულია,ვისაც წყალმცურავებზეც უყვარს ნადირობა,დანარჩენს კი ფოტოები იტყვიან


хостинг картинок бесплатный
ეს ფოტოები ჩემ ადგილტან ჩასვი

upload

ესენი ჩემ გოგოსთან


image uploader

хостинг картинок без регистрации

ესენი ჩემ გოგოსთან

ესენი ბატის ნაწერებთან,ზომა-წონამდე,ასეთი თანმიმდევრობით თუ იქნა კაია newsmile05.gif

куда залить картинку


хостинг фотографий


загрузить картинку


хостинг картинок бесплатный


хостинг изображений gif

ესენი ბატის ნაწერებთან,ზომა-წონამდე,ასეთი თანმიმდევრობით თუ იქნა კაია newsmile05.gif

ესენი კი ზომა წონის დაბლა

хостинг изображений gif


загрузить картинку


хостинг картинок для форумов

და ეს ბოლოს დადე თუ არ დაგეზარა


фотохостинг бесплатно

და ზედმეტი პოსტებიც წაშალე newsmile05.gif

სულ ავრიე ყველაფერი რა :/ თქვენი იმედი მაქვს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Jan 22 2015, 14:09
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 878
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jan 22 2015, 14:26
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




megreli
გუდ ჯობ small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jan 22 2015, 14:27
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შენ აღარ ხუმრობ, წლის რეპორტი იქნება მემგონი. საღოლ და მხურვალე ტაში ჩემგან small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
marco-polo
პოსტი Jan 22 2015, 15:43
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 586
რეგისტრ.: 20-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მშვენივრად გაგიტარებია შვებულება.მშვენიერი ნადირობა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jan 22 2015, 16:31
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ყოჩაღ დავით! კარგად გისიამოვნია. ბატით დაგვირგვინება მაგარი იყო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Jan 22 2015, 20:34
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



საგოლ მშვენიერია გიგულავია და ეგა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 22 2015, 21:18
პოსტი #8


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ყოჩაღ დავით, ყოჩაღ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Jan 22 2015, 21:24
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli

ყოჩაღ ძმაო, აი ნადირობაც ამას ქვია და შვებულების ტკბილად გატარებაც, მაგარი ფოტოები და ადგილებია , newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif რომელი სოფელია ძამია? thinking.gif thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Jan 22 2015, 21:35
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,643
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მალადეცი გითხარი მე შენ............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
darcho
პოსტი Jan 22 2015, 23:13
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 452
რეგისტრ.: 3-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Rustavi



საღოლ საღოოოლ კარგი რეპორტია, ერთი ნადირობის ტოლფასი გაიხარე small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jan 23 2015, 00:13
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა ყველას newsmile05.gif მაქსიმალურად ვედაცე კარგად გამეტარებინა დრო და გამომივიდა კიდეც newsmile05.gif

kajuberi
ციტატა(kajuberi @ 22nd January 2015 - 15:27) *
წლის რეპორტი იქნება მემგონი. საღოლ და მხურვალე ტაში ჩემგან

მოდი ყოველ სეზონზე ჩავატაროთ მსგავსი კონკურსი,წლის რეპორტი ყველასთვის საინტერესო იქნება და სტიმულიც ექნება მონადირეებს,რავიცი თუ იქნა თანამოააზრეები შეიძლება უფრო დახვეწა ამ იდეის newsmile05.gif ისე კი მადლობა შენც,შენთან ერთად გავხსენი სეზონი,კაი ფეხის ყოფილხარ newsmile05.gif შემდეგზეც ერთად უნდა გავხსნათ ! newsmile027.gif newsmile041.gif


დაქსი
ციტატა(davita74 @ 22nd January 2015 - 22:24) *
რომელი სოფელია ძამია?

მაგი სეკრეტია xexe.gif

ისე ზევით გამომრჩა და მაგ გაუგებრობაში ტურამ დაიძვრინა თავი,სულ რაღაც 10 მეტრით შემასწრო ჯაგებში newsmile056 (1).gif ერთით ნაკლები მავნებელი იქნებოდა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Jan 23 2015, 01:00
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ვააა აი მალადეც... რა მეთქმის.... მშვენიერია საღოლ.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Jan 23 2015, 01:12
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli
ციტატა(dato1992 @ 23rd January 2015 - 01:13) *
მაგი სეკრეტია


ashh.gif ashh.gif ashh.gif ashh.gif ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Jan 23 2015, 01:15
პოსტი #15


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საღოლ.. მაგარი გინადირია. ბატამა დაგლიჯა. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2019 - 05:58