გასეირნება ყულევში - "მცდელობა მეორე" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
გასეირნება ყულევში - "მცდელობა მეორე", 31 . 01 . 2015
Davitus
პოსტი Feb 4 2015, 13:27
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გასვლის მონაწილეები

general
Nodar_Ilarionich
Davitus
დავითი
ლევანი
ლუკა

კურცჰარი - რონი



ეს გასვლა სტანდარტულ-არასტანდარტულ-ექსპრომტ-დაგეგმილ და ამავდროულად მოულოდნელ გასვლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ყველა ჩამოთვილი ელემენტი მონაწილეობდა, რისი დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და გადავალ გასვლის რეპორტირებულ აღწერით რეჟიმში

მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, გაგიგიათ ალბათ. ორი თვეა დასავლეთ საქართველოს ფაუნას ვეგუები, მაგრამ დიდი არაფერი არ ხდება. არც იხვი, არც ტყის ქათამი. ამიტომ ბიჭებმა როგორც კი წამოსვლა გადაწყვიტეს, ეგრევე დამეკონტაკტნენ. პარასკევს გადმოვიდნენ თბილისიდან, იმის გამო რომ თეკლათის გზა დაკეტილია, ყულევში - შემოვლითი, ხობი-ჭალადიდის გზით უწევდათ წამოსვლა, იმედი მქონდა რომ საღამოს სასირზე ხორგის მინდვრებში ან ქარიატას ტყეში მოვასწრებდით გზად შევლას.

მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტად "პერელიოტის" დროს მოხდა ჭალადიდის გადასახვევთან შეხვედრა, ვერ ესწრებოდა ამ დღეს "წაპერელიოტება" და გავემართეთ ყულევისკენ.

ყულევში ნადირობის აკრძალვა დაშვებაზე, საკმაოდ გაუგებარი სიტუაციაა, არ არსებობს კონრეტული აკრძალვა და ტერიტორიები, არც რეინჯერები არ "აუკანა ნალებენ" მთავარია იარაღი გაფორმებული გქონდეს და ე.წ. ლიცენზიით დაიარებოდე (მოსაკრებლის 10 ლარიან ფარატინა ქაღალდზეა საუბარი) ჩვენც გადავწყვიტეთ ამ "არეულობით გვესარგებლა" და ნაცნობი საუკეთესო ადგილების სიხარბით, ყულევში დაბანაკება გადავწყვიტეთ (სამეგრელოში ყულევი იხვის სანადირო მექად მოიხსენიება : ) )

დისლოკაციის ადგილზე მისვლისას, უკვე საკმაოდ ბნელოდა, თუცა 240 ვატიან-80 ნათურიან-30 ამპერიან ლედ განათებას წინ რომელი უკუნეთი აღუდგებოდა, ამიტომ საკმაოდ სწრაფად ავაწყვეთ გასაბერი ნავი მცირედი დავილოც-წავუზაკუსკეთ და დაზვერვითი საკონტროლო შეცურვაც განვახორციელეთ, მთვარე მატებაში იყო და მისი გამობრძანებისთანავე, საკმაოდ ნათელი არემარე წარმოჩინდა. დაზვერვა მალევე "მოყომარდა", დაღლილობამ, შიმშილმა და ორაყმა მაინც თავისი "შვრა" და ბანაკს მივაშურეთ, სადაც უკვე ჩამოსულები დაგხვდნენ კლუბის წევრი ნოდარ ილარიონიჩი, ლუკა და ლევანი.

მოკლედ, იმ ღამეს ისეთი სმა ატყდა, სასურათედ მხოლოდ ეს ჭაბუკი გაიმეტებოდა newsmile05.gif




კურცჰარი - რონი (ვერ გაუგია რისთვის წამოიყვანეს, ამდენი ლოთების სადარაჯოდ თუ სანადიროდ)




როგორც იქნა გათენდა, მაგრამ ვაი ასეთ გათენებას. ამ 32 წლის განმავლობაში, ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური დასკვნა გამოვიტანე ამ ცხოვრების შემყურე: არაყი-კონიაკი-ლუდის შერევის დედაც მოვდღან და მაგის მომგონისაც. დალიე რა ზომიერად და კულტურულად იებალაიტუნგ! მოკლედ მე და გენერალამ რომ გავიღვიძეთ და ერთმანეთის თვებს შევხედეთ, ორივე პულტებს ვეძებდით სანამ არ ჩამოვყალიბდით რომ ჩვენს თავებს ვუყურებდით.

ამასობაში მოწადინებულ ხალხს დრო არ დაუკარგავს და დილაადრიან გასული ეკიპაჟი: ნოდარ ილარიონიჩი, ლუკა და ლევანი 3 იხვით მოადგა ნავსაყუდელს. ცოტა სტიმული მოგვეცა ხალხს, მეორე ეკიპაჟი: მე გენერალა და დავითი -კატერის კაპიტანი დიდი თავის ტკივილით და პატარა იმედებით გავემართეთ "საშოვარზე" მთელი სისწრაფით რომ მივცურავდით (7კმ/სთ) ამ დროს აფრინდა ზარმაცი იხვი, იფიქრა ესენი ისე ნელა მოდიან, სროლაც ნელი ეცოდინებათო. ხოდა რაც მოხდა იმის ვიდეოს დავდებთ აქანა მოგვიანებით (ინტრიგა.. ინტრიგა)


აქ იქნება ვიძიუ... მალე



მოკლედ, მევეთრიეთ როგორც იქნა დისლოკაციის ადგილზე, ზოგმა გაშხლართვთერაპიის კურსი წამოიწყო, ზოგმა კიტრისმწნილოთერაპიას მიმართა, ზოგიც საწვავს აზავებდა, ზოგი ფიქრობდა, ზოგს ეძინა,








ზოგიც ნაპირზე მზეს ეფიცხებოდა




მოკლედ საღამოს "პერელიოტისთვის" სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული.

როგორც იქნა, მოვიდა დათქმული დრო, დაზვერვის მონაცემები შეჯამდა და ჩამოყალიბდა სრული სამოქმედო გეგმა, ჩასაფრება, მძევლების დასმა პოზიციაზე და განუწყვეტელი "ლოჟნი სიგნალების გაგზავნა" ანუ ჭყვიტინი. ჩავეშვით 2 ნავით: მაღალსიჩქარიანი (7კმ/სთ) 3.6 ცხენიანი მხეცით და შედარებით კომპრომისული 1 ნიჩბოსნიანი კოლიბრით, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს ანვითარებს სისხლში გლუკოზის მაღალი თანაობისას (მთელი 2კმ/სთ) მუშაობს როგორც ორგანულ საწვავზე, ასევე ალკოჰოლზე. (გაზზე არ გვიცდია, ლობიოსადგურის უქონლობის გამო)








გზად ბრაკონიერებმაც დაგვლოცეს.




კი ვიცოდი, მე რომ რეპორტში არ გამოვჩნდებოდი და მოდაში შემოსული მეთოდი, მეცნიერული ტერმინი რომ ვიხმაროთ: სელფის პრინციპი გამოვიყენე და დავდებ ბარემ ამასაც (აქ მაგარ პახმელიაზე ვარ, ჯერკიდევ)





გზა საკმაოდ გრძელი იყო, მაგრამ მოკლედ მოგვეაჩვენა იქაურმა ფლორამ, ბუნების სილამაზეს მხოლოდ ძრავის გუგუნით გამოწვეული არტეფაქტი არღვევდა.








როგორც იქნა მივედით შერჩეულ ადგილას, ჩავყარეთ იხვის ფიტულებიც. (საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განლაგებასაც თავისი წესი აქვს)






გენერალსკიმ, სათითაოდ შეამოწმა დასმული ფიტულების განლაგების სიზუსტე, თავისი თარაზო თოფით




და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა შენიღბვის ხელოვნების დემონსტრირებას





ამის მერე სურათებისთვის არავის ეცალა : )))) სასირი დიდი ინტენსიობით არ დაიწყო, სამწუხაროდ პირის "მანოკი" საკმაოდ ცუდი გვქონდა, თუმცა ტყის მასივის ისეთი განლაგება იყო, რომ ხმიანობას ალამაზებდა თავისი რეზონანსით. საკმაო ჭყვიტინის შემდეგ გავიგონე დაშვების ხმაც და ერთმა მამალმა მოადინა ფიტულების შორიახლოს "პასატკა" მთვარიანი ამინდი იყო და მკვეთრ მოძრაობს ხედავდა იხვი, ბევრი გარჯა არ იყო საჭირო მის ასაფრენად, თოფს მოიმარჯვებდი თუარა ფრინდებოდა. ბევრი რაღა შეგაწყინოთ და იმ საღამოს დაახლოებით 10 მდე იხვი დავსვით, ცალ-ცალკე და ერთიც წყვილად. დარწმუნებული ვარ, "საიხვე ამინდი" ან თოვლი რომ ყოფილიყო, მანდ ჩვენ გეგმა მინიმუმს უკლებლივ ყველა შევასრულებდით. მოკლედ, ჩამოვაგდეთ, ნაწილს ავაცილეთ, ნაწილი დავკარგეთ, რაც ცვიოდა დინების გამო, ნავით გამოტანას საჭიროებდა (ძაღლი რიგი მიზეზების გამო ვერ წავიყვანეთ)

საკმაოდ კმაყოფილები დავბრუნდით ამ უიხვობაში. მომავალი დღის იმედით, დაღლილებმა, ყველანაირი ლოთაობის გარეშე მივიძინეთ

მესამე დღეც გათენდა და საკმაოდ ქარიანი დილა დაგხვდა, ჯერ სრული გეგმა არ გვქონდა ჩამოყალიბებული, ნაწილი წავიდა წყლის დაზვერვაზე, ნაწილიც ხმელეთის დაზვერვაზე გავეშურეთ, მე და გენერალმა ფართო წყელბის მონახულება და პატარა ფოთში "გაზაპრავკება" გადავწყვიტეთ.

ესეც შემზარავი კადრები, ამასწინად მომხდარი აფეთქებისა, გაზგასამართ სადგურზე, პატარა ფოთთან






უკანა გზაზე ფართო წყალი მოვინახულეთ, საკმაოდ აღელვებული იყო და იხვი არსად არ იჯდა




მერე ზღვასაც დავხედეთ, წყნარი იყო, მაგრამ იხვები თვალსაწიერის არეში ვერ დავაფიქსირეთ, რონიმაც პირველად იხილა ზღვის უკიდეგანო სივრცე და ჰორიზონტი.




საკმაოდ ფლობადი ქვიშა იყო და ბოლომდე ვერ გავრისკეთ მანქანით შესვლა



იმედი ქონდა, იხვებით გადაშავებული ზღვის ნახვის, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი "ქვიშაში" : ))






მივბრუნდით დისლოკაციის ადგილას, შევიკრიბეთ ორივე სადაზვერვო განაყოფი, და შევჯერდით რომ, ნაწილი თბილისში გაბრუნდებოდა, ნაწილი დავრჩებოდით საღამოს პერელიოტზე და წამოსვლისთანავე დაიძვრებოდნენ თბილისში, მე კი ჩემებთან.

ავლაგდით ნაწილობრივ, ჩავლაგდით, და გავუდექით ისევ იმავე გზას,





ისევ ჩავყარეთ ხვიხვები, ისევ დავლოცეთ ოჩოპინტრე და ისევ დავიკავეთ პოზიციები, მთვარე თითქმის სრული იყო და საკმაოდ ანათებდა














ხელოვანმა ბუნებამ ისევ დაგვატკბო თავისი შემოქმედებით








ეს ღამე ბევრად უსედეგო გამოდგა, სამწუხაროდ, ისეთი მთვარე გამოვიდა მოწმენდილ ცაზე, რომ იხვი ზოგჯერ დაჯდომასაც ვერ ასწრებდა ისე ფრინდებოდა დამფრთხალი, ან შორს ჯდებოდა, ისევ გამისკდა ფილტვები. სხვათაშორის, შორიახლო იჯდნენ ელეკტრომანოკისტები, და მინდა გითხრათ რომ თოფიც არ გაუსვრიათ, როცა ჩვენ ათიოდე გასროლა მაინც გავაკეთეთ. ამიტომ პირის სასულე სატყუარა, ბევრად ეფექტურია, რიგ შემთხვევებში ვიდრე ელეკტრო სატყუარა.

ეს ჩასაფრება, მოპოვებული იხვის გარეშე დასრულდა, თუმცა სროლით კი ვესროლეთ რამდენიმეს : ))


საბოლოო შედეგი მაინც წინა დღის ნადავლით გადაღებული დილის ფოტო გამოდგა, ასე რომ გული მაინცდამაინც არ დაგვწყევტია.







მოკლედ, კარგად გავერთეთ, ბუნებასაც ზიანი არ მივაყენეთ, კარგი ხალხიც გავიცანით და ასე მშვიდობით და კარგი განწყობით კიდევ ერთი ვიკენდი მივაწერეთ ტკბილი მოგონებების სიას.


გმადლობთ რომ თქვენი ძვირფასი დროის ნაწილი დაუთმეთ ამ თათარიახლად მირეპორტებულ მასალას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Feb 4 2015, 13:39
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Feb 4 2015, 14:03
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



მშვენიერია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Feb 4 2015, 14:19
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 880
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Feb 4 2015, 14:25
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,447
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უმშვენიერესია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Feb 4 2015, 14:35
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,740
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარი რეპორტი თავის მაგარი ნადირობით.ჯიგრები ხართ small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Feb 4 2015, 14:47
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბრავო. small3d018.gif

მაგრად მინდა იხვზე ნორმალური ნადირობა.ამ სამსახურს რა ვუთხარი newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Feb 4 2015, 15:26
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Feb 4 2015, 17:16
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,071
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Feb 4 2015, 17:24
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




კაი ნადირობა მოგიწყვიათ ყოჩაღ ბიჭებო

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Feb 4 2015, 17:24
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 4 2015, 17:33
პოსტი #11


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიალურ...
საერთო ჯამში რამდენი აიღეთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Feb 4 2015, 17:46
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta



გენაცვალეთ,ჯიგრები ხართ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
baroni
პოსტი Feb 4 2015, 18:15
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 337
რეგისტრ.: 16-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარგია კარგი.. ამიწიოკეტ არა ჩემი ყულევი D.gif D.gif იხვი მაგდროს ზგვაზე ნაკლებად ჩანს მაგდროს ძაან შიგნი ზის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 4 2015, 20:50
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგები ხართ ბიჭებო გენაცვალეთ თქვენა ისეთი ზამტარი დაგვიდგა სანატრელი მყავს იხვი ამ სეზონზე გადარევასა ვარ ტქვენ კი კარგად მინადირიათ newsmile05.gif გიყრიატ ჩემი გულის ჯავრები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
hunter88
პოსტი Feb 4 2015, 20:54
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 485
რეგისტრ.: 12-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi-bakuriani



მაგარი გინადირიათ! ვისიამოვნე ფოტოებით small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th December 2019 - 19:45