ამბავი სოფლად ნადირობისა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Closed TopicStart new topic
ამბავი სოფლად ნადირობისა
megreli
პოსტი Feb 1 2016, 14:18
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას!!!
დაწყება ცოტა მიჭირს და ვეცდები პრდაპირ გადავიდე სათქმელზე...ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ დავკარგე მოსვენება და გამოვუცხადე უფროსობას რომ დეკემბერში მინდოდა მცირე ხნიანი შვებულება,თუმცა ჩემი მოთხოვნა შესაბამისად ვერ დაკმაყოფილდა,საახალწლო ციებ-ცხელების გამო...შემდგომი გასაუბრებისას შევთანხმდით რომ იანვრიდან გამიშვებდნენ სასურველი დროით და მეც დავისვენე.ახალწლამდე დღეებს ვითვლიდი იმის მოლოდინში თუ როდის გამიშვებდნენ,როგორც კი გავიგე სავარაუდო დრო,ისევ დავკარგე მოსვენება და დავიწყე მზადება დასავლეთისთვის.პირველ რიგში გადავხედე ამინდებს შვებულების დღეებში,კარგი სანადირო ამინდები ჩანდა,(თუმცა,რაც იქ დამხვდა გაოცებული დამტოვა),ნელნელა დავიწყე ვაზნების და საჭირო ნივთების შეძენა,მოკლედ ყველაფერი წესრიგში მოვიყვანე,მოვიდა ახალი წელიც,კარგი სანადირო ამინდებიც და ბედობის მეორე დღეს წავედი სოფელში.იქამდე კი როგორც შემატყობინეს დიდი თოვლი მოსულიყო და კიდევ ემატებოდა,რაც უფრო მიმძაფრებდა სოფელში მალე ჩასვლის სურვილს...
თავიI
წასვლის წინა ღამეს ჩემდა გასაკვირად მალე და მშვიდად ჩამეძინა, მთელი ნერვიულობები წინ მელოდა და ალბათ მაგისთვის დავზოგე თავი. გათენდა წასვლის დილა, მეც არ შევაყოვნე და ვიფიქრე ადრე წავალთქო საღამოს გადაფრენას რომ მივუსწრომეთქი, თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, აი მერე კი ძალიან გაიწელა გზა, ქუთაისიდან უკვე თოვდა და ერთი სული მქონდა როდის ჩავაღწევდი, გზა იკლებდა,თოვლი იმატებდა და ეს უფრო მაცოფებდა. როგორც იქა ჩავედი, გზად დამხვდნენ ჩემებიც და წავედით სოფლისკენ. თოვა არ იკლებდა, პირიქით იმატებდა და ვხვდებოდი რომ საღამოს გადაფრენაზე აზრი არ ექნებოდა წასვლას. ისე კი მუხლამდე თოვლი, გაუკვალავი გზები, გადათეთრებული გარემო, ხეები, სახურავები. ასეთი სანახაობა ჩემს სოფელში იშვიათია და მე პირველად ვნახე ასეთი ჩემი სოფელი. ძალიან ლამაზი იყო, სიტყვებიც არ მყოფნის ამის აღსაწერად. რა მექნა?! საბოლოოდ გამოირიცხა საღამოს ნადირობა, ჰოდა დავჯექით და ვიქეიფეთ მსუბუქად, მეორე დილას არ წასვლა გამორიცხული იყო. დაგვგეგმეთ, სად, როგორ, რომელ საათზე, გავიხსენეთ გასული წლის ნადირობები, ცოტა სხვა თემებზეც ვილაპარაკეთ და დავწექით. აი ახლა კი დამეკარგა მოსვენება და დავიწყე იმაზე ფიქრი თუ როგორი იქნებოდა ხვალინდელი ნადირობა და ა. შ. ვინც ამას კითხულობს ახლა, ყველამ იცის მგონი ეგ შეგრძება რაც არის. ჩამეძინა. დარეკა მაღვიძარამ საჭირო დროს, ავყარე სხვებიც, ავისხით თოფ-იარაღი და წავედით. წავედით მაგრამ სად წახვალ?! გაუკვალავი თოვლია, ადგილამდე დაახლოებით 2კმ უნდა გაგვევლო და უფროსებს ცოტა დაეზარათ, მაგრამ მე აქ უკვე არ ვიყავი გამჩერებელი და გავიჭერი წინ იმაზე ფიქრით რომ არ დამეგვიანა დილის გადაფრენაზე, თოვლში ნელი სიარულის გამო. მოკლედ მივედით ადგილამდე არც ისე გვაგვიანდებოდა როგორც შევატყვე, ჩავედი წყალში ფიტულების ჩასაყრელად დააა წუილით გადაიფრინა ოთხმა იხვმა ჩემ თავზე ალბათ ნახევარ მეტრში ე. ი იხვი არის! გავიფიქრე და ჩავყარე ფიტულები წყალში, ავბრუნდი და მოვეწყვე, დავიჭირე საყვირი და დავიწყე ძახილი. გადმოვიდა ერთი გუნდი, ჩაიარა. მეორე,ჩაიარა. მესამე დატრიალდა მაგრამ სათოფეზე არ მოგვეკარა, კარგი გუნდი იყო იქნებოდა 25-30 იხვი, როგორც აღმოჩნდა საკმარისად შენიღბულები არ ვყოფილვართ და არ მოგვიახლოვდნენ. რამოდენიმე პატარა გუნდმაც იგივე გააკეთა. ირგვლივ კი ზენიტჩიკები წარმატებულად იპყრობდნენ სიმაღლეებს, 350-400 მეტრის იქეთ უჭირდათ დანახვა, მაგრამ რასაც აქეთ, 100 მეტრამდე ხედავდნენ რატომღაც ვერ არტყამდნენ “ ფაბრიჩნი პატრონების“ ბრალი ყოფილა, მოგვიანებით როგორც გავიგეთ. ამასობაში კი წამოვდა ორი პატარა იხვი და მოეშვნენ ჩვენს წყალზე,ერთი დატოვეს, მეორე გაფრინდა, ჩემგან მოუხერხებელი იყო სროლა. უკვე საგრძნობლად გათენდა და აზრი აღარ ქონდა ჯდომას, იხვი იყო ვერ ვითლიდი იმდენი, მაგრამ დაბლა არ იწეოდნენ, გადადიოდნენ და გადადიოდნენ. სად? შორს! როგორც წეროებზე ვამბობდი პატარობისას. მოკლედ დილის ჩასაფრებიდან ერთი პატარა იხვი ავიღეთ და ავყევით მდინარეს და პატარა წყ**ბს, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა(თუმცა იმხელა თოვლში ცოტაც ბევრი იყო)სამი პატარა იხვი მე და ორიც ბიძაჩემმა მოინადირა. სახლში როგორ და რანაირად დავბურნდი მაგის გახსენებაც არ მინდა და რომ დავწერო რეპორტის წერას ერთი კვირა მოვუნდები. რთული დღის და გზის მერე ფოტოების თავიც არ მქონდა, ამიტომ ორი დღის ნანადირევი ერთად გადავიღე და მეორე თავის ბოლოს ნახავს მკითხველი ფოტოებს.


თავიII
პირველი დამღლელი და შედეგიანი დღის მერე, ავტომატურად დაიგეგმა მეორე დღის ნადირობა, მაგრამ ცუდი ის იყო რომ მარტოს და დაგვიანებით მომიწია წასვლა(რაღაც მიზეზების გამო სხვები ვერ წამოვიდნენ). დილის გადაფრენაზე ვერ მისწრების გამო ნაწილობრივ გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ სახლში ვერ დავჯდებოდი რა დროც არ უნდა ყოფილიყო, გავემზადე და წავედი, წინა დღის გაკვალული გზა ახალ თოვლს დაეფარა და თავიდან მომიწია გზის გაჭრა, მზე უკვე იწეოდა და უკან მოხედვისას ჩემი გაკვალული გზა მზის სხივებზე საოცარი სანახობა იყო, ეგეთი რამ მხოლოდ ინტერნეტში ან ტურისტულ ოფისებში მინახავს ფოტოებზე, გულიც მწყდებოდა რომ ჩემი აპარატი სახლში ისვენებდა და ამ მოვლენას თვალით ვიმახსოვრებდი მხოლოდ, სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი ყველაფრის ერთად თრევა-კეთებას, ნანადირევიც ხომ უნდა წამეღო უკანა გზაზე. მივუახლოვდი მდინარეს და ჩემდა მოულოდნელად ორი მამალი იხვი ამოფრინდა პატარა გუბიდან, ვესროლე ერთს და ჩამოვაგდე, მეორე უკვე მდინარეს გაუსწორდა და მაგის იქედან გამომტანი მე არ ვიყავი, გავუშვი არც მისვრია. მივედი ავიღე მონადირებული იხვი და გავაგრძელე გზა, ერთი იხვი უმოკლეს დროში უკვე დიდი სტიმული იყო,ავყევი ცოტა მდინარეს მოვძებნე ახალი ადგილი სადაც შევინიღბე კიდეც, ჩავყარე ფიტულები და ჩავუჯექი... კაი ხანი არაფერი გამოჩენილა და როგორც იქნა გამოჩნდა სამი ბატი და რამოდენიმე იხვი, იხვები ბატებს მოყვებოდნენ და სადაც ბატები დაჯდნენ ისიც იქ მოეშვნენ, მაგრამ ვინ აცალა დაჯდომა, მოვიმარჯვე საყვირი და დავუძახე, წამოვიდნენ, ერთი შორიდან შემომიარეს, მეორე ცოტა ახლოდან, მესამე უფრო ახლოდან და იქუხა ჩემმა თოფმა, შეირხა ერთი იხვი მოეშვა, მაგრამ არ ჩამოვარდა, იქუხა მეორედ და მეორე ვერ შეირხა, პირდაპირ მოსწყდა ცას და ჩემს უკან 10 მეტრში თოვლში ჩავარდა, იმ პირველს ვუყურე, ვუყურე, მაგრამ გასწორდა და შეუერთთდა გუნდს, რაღას ვიზამდი?! მივედი ავიღე ჩამოგდებული იხვი და მეორესთან ერთად ჩავდე ჩანთაში. ორი იხვი უკვე კარგი შედეგი იყო. მას მერე საინტერესო არაფერი მომხდარა, ერთი საათი ვიჯექი კიდევ მაგრამ არაფერი სახეირო, ერთი- ორმა გზა აბნეულმა იხვმა გადმოიფრინა და სულ ეგ იყო, წამოვედი სახლში ხელდამშვენებული. ის გარემო კი რაც ჩემს ირგვლივ იყო, აასმაგებდა ჩემს განწყობას, აძლიერებდა მონადირულ ჟინს და კიდევ ერთხელ მაფიქრებდა იმაზე თუ როგორი მრავალფეროვანია დედამიწა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ ფიქრებში გართული მივუახლოვდი სოფელს, ყველაზე მეტად უფროსების რეაქცია მაინტერესებდა, მერე ამ ამბების გარჩევა, რა და როგორ მოხდა და ა .შ ამ კომპონენტშიც ყველაფერმა კარგად ჩაიარა და უკვე მესამე დღის გეგმის შედგენა დავიწყეთ, ესეც პირველი და მეორე დღის ნანადირევი :


image uploader


хостинг картинок бесплатный


загрузить картинку


хостинг картинок для форумов


хостинг изображений


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია megreli: Feb 1 2016, 14:19
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 1 2016, 14:26
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



თავი III
ძაღლები? რა დამიშავეს ? მაგათაც ხომ უნდოდათ ნადირობა? თვეობით მელოდებოდნენ რომ წამეყვანა სანადიროდ და პირველი ორი დღე რომ გამოვკეტე, უკვე გულმოსულებიც იყვენენ ჩემზე. თოვლიც დნებოდა და არ გაუჭირდებოდათ ნადირობა გადავწყვიტე რომ მესამე დღეს უნდა მენადირა ტყის ქათამზე, რამაც აზრის სხვადასხვაობა გამოიწვია სხვებთან და გავიყავით მე ქათამზე ისინი იხვზე. ამ შემთხევაში ჩემ ძაღლებთან ნადირობა მერჩივნა, კიდევ ერთ ან ორ იხვს, თანაც ნანადირევიც მრვალაფეროვანი გვექნებოდა, იმათ იხვი, მე ქათამი. თავგადასავლებიც სხვადასხვანაირი. ახალი ძაღლიც დასაგეში იყო ქათამზე და ეგ ცალკე არ მასვენებდა. დილით უაზრო თოვლ-ჭყაპი იყო და აზრი არ ქონდა გასვლას, წინა დღესაც არ იკლავდა იხივი თავს და ვიფიქრეთ რომ მშვიდად წავიდოდით გადაღების შემდეგ, გადაიღო და დავიძარით, არც ისე ადრე, მაგრამ არც ისე გვიან, საიხვეებთან იხვიც მოძრაობდა, ზენიტჩიკები ჩვეულ სტილში თავისას აკეთებდენენ, ზოგი მონადირე უკვე თავს იწონებდა ერთი -ორი იხვით, მოკლედ კაი ხასიათზე დავდექი, ვიფიქრე დღესაც არ დავბურნდები ხელცარიელითქო. მივედით ჩვენს ადგილამდე, მოვეხმარე საფარების მოწყობაში, ფიტულების ჩაყრაც წილად მხვდა, ესეც ფოტოები










ავიღე ჩემი თოფი, მოვუხმე სარას და დორას, წარმატება ვუსურვე ბიჭებს და წავედი საქათმეებში. პირველ საქათმეში ყველგან წყალი იდგა და მანდ არ გაეჩერებოდა ქათამს, ბევრიც არ მივლია მანდ, სხვაგანაც უნდა მომესინჯა და ძალიან მეჩქრებოდა წლის პირველი შეხვედრა ტყის ქათამთან. მეორე საქათმეში შევედი თუ არა სარამ დაიწყო ჩვეული მანერები, მივხვდი რომ ახლოს იყო ქათამი და თავზე უნდა დავდგომოდით მალე, მაგრამ ეგ ოხერი მხედავდა თურმე და შორიდან აფრინდა, სროლას აზრი არ ქონდა სამწუხაროდ, გაუვალ ტოტებში არც გაატანდა ტყვია, ნუ კაი რაღას ვიზამდი წავიდა და წავიდა, აქ თუ ერთი შემხვდა, სხვაგან კიდე იქნებათქო, ბოლო კოზირად შენახული საქათმე იყო სანახავი. ბევრი ვიარე თუ ცოტა მივედი ბოლო საქათმემდე მისვლა ასე უნდაო და ერთ წუთში ამოფრინდა პირველი ქათამი, ვუმიზნე, ვუმიზნე და ჩამოვწიე თოფი, მე სადაც ვიდექი იმ ბუჩქის მეორე მხრიდან აფრინდა და ძალიან ცუდად ჩანდა... საით წავიდა ეგეც ვერ ვნახე. ვიფიქრე ამ ბუჩქს მოვუვლი მეორე მხრიდან იქედან უფრო კაი სასროლი იყო ნებისმიერი მიმართულებით(რუსეთი, ევროპა, აზია, აფრიკა სულ ერთი იყო ჩემთვის, ქათამი უნდა ამეღო) ამის გაფიქრება, ნაბიჯის გადადგმა და ფრთებისხმა იმავე ბუჩქიდან ერთი იყო, მაგრამ ახლა უფრო ცუდ სიტუაციაში ვიყავი, ქათამი საერთოდ ვერ ვნახე და უკვე ავნერივულდი, 3 ქათამი და ვერც ერთს ვერ ვესროლე?! ეს უკვე მეტისმეტი იყო ჩემთვვის, გულიც კი მწყდებოდა უკვე რადგან მეტი საქათმე იმ ადგილებში აღარ იყო, ძაღლებიც გაკვირვებულები იყვნენ, მაგრამ მათ ხომ ვერ გავაგონებ რომ ‘’ არ ჩანდა“ მაინც ვფიქრე მოვუვლი ამ ბუჩქს საიდანაც 2-3 წამის ინტერვალით 2 ქათამი ამოფრინდა, შემოვლა არ მქონდა დამთვარებული და სარა ისევ ნაბულზე დადგა, დავდექი მეც და უკვე ისე ვიყავი რომ ნებისმიერ შემთხევაში ვესროდი. ეცი! ეცი ! და დაიწყო ამოფრენა, ხმა მესმოდა ვერ ვხედავდი, ეს მომენტი ძალიან გაიწელა, თვალით ვეძებ და ვერ ვხედავ, ხმა მესმის და არ ჩანს.. .როგორც იქნა გამოჩნდა და ღია მხარე მხოლოდ ჩემკენ ყოფილა მისი გათვლით, დანახვა და გასროლა ერთი იყო, ქათამი ბუჩქზე დავარდა და მე ამოვისუნთქე? რავიცი... ახლაც ვნერვიულობ ამას რომ ვწერ. როგორც იქნა მოვინადირე, მოვიდნენ ძაღლებიც დავასუნინე,მათაც იჯერეს გული და მეც, ამოვუსუნთქეთ ყველამ ერთად და გავაგრძელეთ გზა, გზად კი საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ერთი ქათმით დამშვენებული წავედით სახლისკენ. მეიხვეების ამაბვიც მაინტერესებდა და მოუთმენლად ველოდი მათ დაბრუნებას, მე ხომ ჩემი საქმე გავაკეთე? ქათამი მოვინადირე, ახლა მათი ჯერი იყო, მაინტერესებდა ვისი იდეა უფრო გაამართლებდა, ჩემი ქათმების თუ მათი იხვების. როგორც იქნა დაბრუნდნენ და არც ჩემი, არც იმათი, 1-1 ერთ ქათამზე ერთი იხვი დაამატეს, გაყოფამ გაამართლა და ამ შემთხევაში ყველა კმაყოფილი დავრჩით, რაც მთავარი იყო ჩემი ძაღლები შემირიდგნენ. ესეც რამოდენიმე ფოტო ამ დღიდან



ეს ის მომენტი როცა უხსნი როგორ გადაგიღონ ფოტო
მეორე დღეს უკვე შობა თენდებოდა და ჩვენც არ წავიდოდით სანადიროდ, 8დან კი გავარძელებდით ნადირობებს. შობას დავისვენეთ, დავილოცეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ ეს დღე ოჯახში. ღამით შემდეგი ნადირობის გეგმის შედგენა დავიწყეთ


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 1 2016, 14:32
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



თავიIV
თოვლი უკვე გამდნარი იყო და ძაღლებსაც კარგი სანადირო პირობები ქონდათ, ახლა არჩევანი ერთ ძველ და კარგად ნაცნობ საქათმეზე შევაჩერეთ. ჩვენი ვარაუდით იქაც უნდა ყოფილიყო ქათამი. დილით უთენია არ გავსულვართ, მცირე საქმეებს მივხედეთ და წავედით შუა დღისკენ. მოვუახლოვდით სანადირო ადგილებს ჩავდევით ვაზნები თოფში და პირველ ნაბულზეც დადგნენ ძაღლები, “სტოიკაზეა“ გავძახე ბიძაჩემს და გავიქეცი მეორე მხრიდან მოვუარე ბუჩქს, ამ დროს კი ორ რამზე ვფიქრობდი, ერთი აქვე რომ ქათამია? ტყეშიც არ მოვიწყენთმეთქი, მეორე ფიქრი კი ის იყო როდის ამოფრინდებოდა ქათამი ბუჩქიდან... ეცი! ეცი! ძაღლები არ განძრეულან რადგან კიდევ რამდენჯერმე გაუმეორა ბიძაჩემმა( მე ვერ ვხედავდი ბუჩქი მეფარებოდა) ეცი ! და იქნა ამოფრენაც, ესროლა ბიძაჩემმა ააცილა, წამოვიდა ჩემკენ, ვესროლე და მეც ავაცილე... მეორე აღარ მიისვრია რადგან უცებ მოეშვა და ახლოს დაჯდა. ნაწილობრივ“ გამიტყდა“ რომ ორივემ ავაცილეთ, მაგრამ შორს არ წასულა, იქვე 30- 40 ნაბიჯზე დაჯდა. მივიყვანეთ ძაღლები, განვლაგდით, კიდევ ნაბული და კიდევ ბრძანებები, როგორც იქნა ამოფრინდა წამოვიდა ჩემკენ და იქუხა თოფმა, ჩამოვაგდე! და გაგრილდა ცხელი თავიც. მომილოცა ბიძაჩემმა, მივედი ავიღე ნანადირევი, გავუსწორე ფრთები და ჩავდევი ჩანთაში, შევაქეთ ძაღლები და გავაგრძელეთ ნადირობა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ისევ აწრიალდნენ ძაღლები, ნაბულზე დადგომა არ აცალა ოხერმა და შორიდან აფრინდა, თოფიც არ ამწევია, მხლოდ ფრთების ხმა გავიგე და ლანდი ვნახე ტოტებში, წავიდა ერთი... ისევ გავაგრძელეთ გზა და დადგა სარა ნაბულზე... ეცი! ეცა და ამოფრინდა ქათამი, ბიძაჩემი ტყის ზოლს მეორე მხრიდან მოყვებოდა და ქათამიც მისკენ წავიდა, მე თოფიც არ ავწიე იმ იმედით რომ ის ჩამოაგდებდა, მაგრამ ტყის ქათამმა ჭკუა იხმარა და ამ ტყის ზოლს ისე გაყვა, რომ არც ჩემგან ჩანდა სასროლად არც ბიძაჩემის მხრიდან, ( ასეთი მომენტების გამო ღირს ქათამზე ნადირობა) წავიდა უვნებელი. მეორე ქათამიც წავიდა და ცოტა გული ამივარდა, დავიმშვიდე თავი რაღას ვიზამდი?! გავაგრძელეთ ნადირობა და ბილიკის პირას ერთი საინტერესო სანახაობა ვიხილეთ ხეზე, აი ესეც ფოტო



გამიხარდა სიმართლე რომ ვთქვა,რადგან ვიღაცამ თავისი წილიც შეიტანა მავნებლების ამოღებაზე, ოღონდ მძიმე ფორმით
გავაგრძელეთ გზა,ძაღლებსაც ცოტა დაღლა შეეტყოთ და იმათაც გული აუვარდათ. ამასობაში ახალბედა დორამ ისეთი ნაბული გაჭიმა გაოცებული დამტოვა, მივირბინეთ, შემოვარტყით ალყა ბუჩქს და ვბალეშიკობთ დორას ,ეცი დორა! ეცი პატარა! ძალიან მაგარი სანახაობა იყო ნაბულიდან რო შეიჭრა ეკლიან ბუჩქში და ამოაფრინა ქათამი, ქათამმაც ღია გასასვლელი ამჯობინა, რომელსაც მე ვაკონტროლებდი და ამოიწია თუ არა ვესროლე, ვესროლე თუ არა ჩამოვარდა და ახლა ორმაგად მიხაროდა ამ ქათმის ჩამოგდება, ერთი იმიტომ რომ დორას დამუშავებული იყო და მოერეც იმიტომ რომ ტყის ქათამია და მოვინადირე, სიხარულისგან ჩავიკარი კიდეც დორა, ძალიან გამახარა მართლა. ავიღეთ ქათამი ჩავაგდე ჩანთაში და უკვე ბოლო მონაკვეთი უნდა გავგველო, ეს მონაკვეთი სამწუხაროდ ცარიელი აღმოჩნდა და დავჯერდით 2 ქათამს, გადავიღე რამოდინიმე სამახსოვრო ფოტო და წავედით სახლისკენ, შემდეგი ნადირობა გვქონდა დასაგეგმი. ესეც ფოტოები, მე დორა და მონადირებული ქათმები








ძალიან საინტერესო და მრავალფეროვნი ნადირობა იყო..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 1 2016, 14:38
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



თავიV
როგორც წინა თავში აღვნიშნე თოვლი უკვე გამდნარი იყო და იხვიც ძალიან პასიური იყო, ან მაღლა გადაიოდა ან კიდევ ერთი ორი თუ გადმოიფრენდა სათოფეზე. ვიფიქრეთ ერთხელაც წავიდეთო დილის გადაფრენაზე და წავედით, 2- 3 საათიანი ლოდინის შემდეგ იხვინჯების არც ისე დიდი გუნდი მოეშვა ჩვენი იხვებისკენ, ჩემგან ძალიან მოუხერხებელი და სარისკო იყო სროლა, რადგან ყველა ბიძაჩემის მხარეს მოეშვა, არც ამიწევია თოფი, მან კი მხოლოდ ერთი ისროლა და ისიც ჩამოადგო, თურმე მე მელოდებოდა როდის ვისროდი და სანამ ძალიან მოგვშორდებოდნენ, ერთი მაინც დატოვა. ნანადირევთან აღარ გადაგვიღია ფოტოები, 3 საათიანი ლოდინის მერე მაგის ხალისიც დაგვეკარგა, წარმოდგენისთვის კი ეს ფოტოები ნახეთ. კადრები ჩემი საფარიდან
ეს დღე იყო ბოლო გასეირნება იხვზე და ჩემი შვებულებაც უკვე იწურებოდა, ბოლო იხვობის მეორე დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა მთელი დღე, ქათამზე წასვლას და ძაღლების წვალებას აზრი აღარ ქონდა, ერთი დღე და ერთი საქათმე გადადებული იყო ამ საქმისთვის. დაიგეგმა შემდეგი ნადირობაც და მოვემზადეთ. წინა ღამეს ისევ პატარა ბავშვივით დამეწყო ნერვიულობა, როგორი იქნებოდა ნადირობა, რამდენ ქათამს ვანახვდით, რამდენს მოვინადირებდით, ძაღლები როგორ იმუშავებდნენ და ა. შ როგორც იქნა ჩამეძინა და დარეკა მაღვიძარამ, წამოვწიე თავი და წვიმის ხმა რომ ვერ გავიგე შევძახე: ნადირობაც იქნება! ავდექი ჩავიცვი, გავაღე ოთახის კარი თუ არა ორივე ძაღლი კუდის ქიცინით მიყურებდა, მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. გავიხედე ირგვლივ და აღმოსავლეთიდან რაღაცნაირად განსაკუთრებული შუქი მოდიოდა, ეს არ გავდა მზის ჩვეულებრვ ამოსვლას, საოცარი ფერები იყო, ეგეთი არასდროს მინახავს, ღრუბლებს მზე დაბლიდან ანათებდა და რაღაც საოცარ ფერებს აძლევდა, აღარ ვიყოყმანე და შევბრუნდი ოთახში ავიღე აპარატი და დავიწყე კარგი რაკურსის ძებნა, სამწუხაროდ ეს ფერები და ღრუბლები ხეებს არ იყო აცდენილი და დაბლიდან გამიჭირდა ადგილის შერჩევა. ვისაც გაქვთ სოფელი ან ნამყოფი ხართ, ალბათ დააკვირდებოდით წყლის სისტემები როგორ არის გაკეთებული მანდ, რაც შეიძლება მაღლა დგამენ წყლის ბაკებს(თუ რატომ მაგაზე ახლა არ შევჩერდები)მოკლედ ადგილის ძებნაში ავძვერი ე.წ ბაკზე და მოვკალათდი, სამწუხაროდ ის მომენტი უკვე გამექცა რომელიც პირველად ვნახე და საინტერესო ჯერ ჯერობით არაფერი ჩანდა. ვიფიქრე ცოტა ხანი დაველოდებითქო და ჩავალ. სანადიროდ არ გვაგვიანდებოდა და არც მიჩქარია 5- 10 წუთიანი ლოდინის შემდეგ კი ეს კადრები გადავიღე





ამ ყველაფრის მერე ჩავედი დაბლა, გავემზადეთ და წავედით, მივუახლოვდით მდინარეს, დუმდა ყველაფერი, არც თოფის ხმა ისმოდა და არც მონადირეები ჩანდნენ, ერთით გამიხარდა რომ ჩემი საქათმე ხელ უხლებელი იქნებოდა. ჩავიწიეთ კიდევ მდინარისკენ და ორი იხვი ამოფრინდა საკმაოდ შორიდან, გავიყინეთ მე და ბიძაჩემი და იხვებიც ჩვენკენ წამოვიდნენ, ზუსტად ჩვენ დაგვიმიზნეს და მე უკვე ვაზნა ჩაწყობილი თოფი მოვმართე, იხვებიც პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდნენ, სასროლ მანძილზე, ამასობაში ძაღლებს ვერაფერს ვუხერხებდით დარბოდნენ ირგვლივ, რამაც ერთი იხვის მარშუტის შეცვლა გამოიწვია, მეორე კიდეპირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა, სროლა უკვე შეიძლებოდა მოხვევა რომ დაიწყო ამანაც, ავიწიე დავუმიზნე და ვესროლე... ავაცილე... მეორეს სროლას აზრი აღარ ქონდა, წვრილი ტყვია მედო. ბიძაჩემმა მითხრა ცოტა წინ რომ დაგემიზნებინაო ჩამოაგდებდიო, თურმე კონტეინერმა საჯდომთან სანტიმეტრებში აუარა იხვს, მეც გამიკვირდა სიჩქარეს რომ მოუმატა, ცხელმა ტყვიამ აუწვა ალბათ ერთი ადგილი. მე გამიკვირდა თუ რატომ არ ისროლა ბიძაჩემმა, თურმე ვაზნები არ ჩაუწყვია თოფში, საქათმემდე არც ვაპირებდიო. მოკლედ დასაჯა დალიმ და ოჩოპინტრემ.
ასე თუ ისე მივედით საქათმემდე და ისევ დამეწყო ნერვიულობა... პირველი ნაბული?! პირველი ამოფრენა?! პირველი გასროლა... ვაი თუ ავაცილო და მოკლედ ასე თუ ისე ნაბულამდე პირველი ამოფრენაც ვნახე, ჩემგან საკმაოდ შორს, ხმაურზე შეშინდა, საით და როგორ წავიდა ვეღარ ვნახეთ. თითქმის ჩავიარეთ პირველი ზოლი და მეტი არაფერი შეგხვედრია, ზოლის ბოლოს ერთი უწყინარი ბუჩქი მეგულებოდა და გადმოვიყვანე ძაღლები ჩემკენ, რა და როგორ იჩალიჩეს არ ვიცი მაგრამ რამდენიმე წამში ამოფრინდა ქათამი, ტოტებში მხოლოდ სილუეტს ვხედავდი მაგრამ მაინც ვესროლე, ვესროლე და მოწყდა, ჩემამდე ძაღლები მივიდნენ და ჩანთაში ჩასადებად გამზადებული დამახვედრეს. არის ერთი! დავუძახე ბიძაჩემს, კაი ბიჭი ხარო გამცა პასუხი. მოვეფერე ძაღლებს, შევაქე და გავაგრძელეთ გზა, გავიარეთ რამდენიმე ზოლიც და ცოტა ავნერვიულდი, არ ჩანდა ქათამი. ამასობაში ისე მოხდა რომ ძაღლები ბიძაჩემსკენ იყვნენ და მე უნდა შემომევლო კიდე ერთი ზოლისთვის, შემოვლა ასე უნდაო და რო აფართხალდა ქათამი ფეხებიდან დამასხა ცივმა ოფლმა, ღიაში ერთი ტოტიც რომ არ მიშლიდა ხელს ერთი ორმაგი აცილება გავაკთე და შევიგინე, თან გამეცინა, თან გამიხარდა რომ წავიდა უვნებელი, შეიძლება არ დამიჯეროთ და ასეთი მომენტები მსიამოვნებს ნადირობისას, იბრძოლა სიცოცხლისთვის და გაიმარჯვა კიდეც ბევრი ვიარეთ თუ ცოტა კიდევ ერთი ქათამი შეგხვდა, ვესროლე მაგრამ ვერ ჩამოვაგდე, დავინახე რომ ფეხები ჩამოეკიდა, სამწუხაროდ ახლოს აღარ დაჯდა, ასეთ მომენტებზე კი ძალიან მწყდება გული, ის ვეღარც გადარჩებოდა და ჩემთვისაც დაკარგული იყო. გავაგრძელეთ გზა და უკვე ბიძაჩემის ჯერი იყო, დამეჩაგრა ძალიან, მე 3 ვესროლე, მას სათოფეზეც არ გაკარებია. მივუალოვდით მთავარ ტყეს, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ქათამი კიდევ იქნებოდა... შევედით ტყეში და კიდევ ამოაფრინეს ერთი ქათამი( ხო აქვე ვიტყვი, ქათამი ძალიან ფრთხილობდა და ნაბულზეც არ უჩერდებოდა ძაღლებს) დაბლა გაფრინდა და ვნახეთ სადაც დაჯდა, შემოვუარეთ ჩვენც, ნაბული, ამოფრენა, სროლა და ბიძაჩემმაც გახსნა ანგარიში, გამიხარდა, ავიღეთ ქათამი, მილოცვა ამბები, შევაქეთ ძაღლები და გავაგრძელეთ გზა. მივდექით მოვდექით და ერთი ქათმი დავიმატე კიდევ, ერთიც ბიძაჩემმა სარას შესანიშნავი ნაბულიდან .2- 2 ვაგრძელებთ გზას და უკვე მოსაწყენი გახდა, არაფერი ჩანდა, ტყეც მთავრდებოდა და სახლისკენ უნდა წავსულიყავით, ამ დროს კი სარამ ერთი ნაბულიც გაჭიმა, ეცი! გაიწია, არაფერი... წავიდა წინ 5- 10 მეტრი ისევ ნაბული, ისევ ბრძანება, ისევ არაფერი. დაახლოებით 30- 40 მეტრი ვიარეთ ასე და როგორც იქნა ამოფრინდა ქათამიც, მე ტყეში ვიყავი და ღიაში ბიძაჩემი აკონტროლებდა სიტუაციას, მისკენ გაფრინდა ქათამი და ბიძაჩემს ბევრი არ უყოყმანია ესროლა და ჩამოაგდო. 2- 3 ასე განვითარდა მოვლენები, ამოვიარეთ ყველა ზოლი თუ პატარა ტყე, დავასრულეთ ნადირობაც. საბოლოო შედეგი 5 მონადირებული ქათამი, ვნახეთ დაახლოებით 8 თუ 9. ძალიან კარგი შედეგი იყო, ნადირობაც საინტერესო და მრავალფეროვანი, ძაღლების მუშაობით კმაყოფილ მონადირეს კი მეტი რაღა უნდა გიხაროდეს. ესეც ჩვენი ნადირობის შედეგი







სახლში მისულებმა კი ცოტა დავისვენეთ და ღამისთვის მზადება დავიწყეთ, ძველით ახალი წელი მობრძანდებოდა. დავხვდით მასაც და დავილოცეთ ტრადიციულად...
ესეც სოფლის ხაჭაპურები





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 1 2016, 14:44
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეორე დილას სანადიროდ წასვლა გარდაუვალი იყო და ყველაფერი გამზადებული დავტოვეთ, ეს იქნებოდა შვებულების ბოლო ნადირობა, 15ში უკვე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი... მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა და აღარც ავწიე თავი, წვიმდა უაზროდ... საათში ერთხელ ვიღვიძებდი იმ იმედით რომ გაგადიღებდა, მაგრამ გამიცრუვდა იმედები, 10 საათზე მივხვდი რომ აღარ იყო გადამღები და ჩავიქნიე ხელი. მთელი დღე წვიმდა, ვერც გავეპარე სანადიროდ და ძალიან დამწყდა გული, მივედი თოფთან ავხედე დავხედე და დავიწყე წმენდა- ჩალაგების პროცესი, ამასობაში კი პირველი დღის ნადირობიდან ყველა მომენტი დატრიალდა, ვერც კი დავწერ ისეთი რამ ხდებოდა ჩემს თავში ამ დროს... ვისაც ჩემი შარშანდელი რეპორტი ახოვს, ის ბატიც ემახსოვრება, ერთი იმაზეც მწყდებოდა გული რომ ბატი ვერ მოვინადირე ამ ჩასვლაზე. გახსოვთ მეორე თავში სამი ბატი და რამდენიმე იხვი რომ ვახსენე? ის კი აღარ დამიწერია რა ბედი ეწიათ იმ ბატებს, კაი ხო... იხვებს რომ ვესროლე აფრინდნენ და საით წავიდნენ კაცმა არ იცის newsmile090.gif
მოკლედ აღარ მოგაწყენთ თავს და დასასრულისკენ წავიყვან ყველაფერს. ასე და ამგვარად გავატარე შვებულება, ასე და ისე ვინადირე, ასეთ და ისეთ ადგილებში, ამხელა და იმხელა თოვლში, ასეთ და ისეთ იხვ- ქათმებზე, იმ ადამიანებთან ვინც მე ნადირობას მასწავლიდა „ ტირის თოფით“ წარმომიდგენია მათთვის ეს რამხელა ემოცია იქნება, იმედი მაქვს რეპორტის ფარგლებს არ გავცდი და საინტერესოდ მოვყვევი ყველაფერი, ეს კი დასარულის ფოტო, მე და ჩემი ბიძაშვილი... ესეც გვეზრდება ნელ-ნელა, წამოსვლის პრეტენზია აქვს უკვე. თოფს გაასწრო სიმაღლეში newsmile05.gif



იმედი მაქვს არ მოგაბეზრეთ თავი, ვიცი გამიგრძელდა სალაპარაკო, მაგრამ მოკლედ ვერ დავწერდი ამ ამბებს. სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის!
პატივისცემით მეგრელი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია megreli: Feb 1 2016, 14:46
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 1 2016, 15:33
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,940
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



small3d018.gif ძალიან კარგი რეპორტია. სულმოუთქმელად წავიკითხე. უკეთეს ნადირობებს გისურვებ რომ უკეთესი რეპორტები ვნახო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Feb 1 2016, 16:09
პოსტი #7


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერია დავით. ტყუილად არ დაგიკარგავს დრო small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Feb 1 2016, 16:19
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 3,357
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარგი ხარ დავით!..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Feb 1 2016, 18:06
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კაი რამე!!!! ღმერთმა იღბლიანი ნადირობა არ მოგიშალოს!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Feb 1 2016, 18:57
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



მშვენიერი small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bubusicha
პოსტი Feb 1 2016, 20:21
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 167
რეგისტრ.: 27-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



megreli

ყოჩაღი ბიჭი ხარ ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Feb 1 2016, 21:04
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მალადეც....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Feb 1 2016, 21:53
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,109
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



megreli
ეგრე რა )
კაი რეპორტი გამოგიცხვია იმ აბდაუბდის მერე ))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Feb 1 2016, 23:15
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მადლობა გაიხარეთ ბიჭებო !!! მიხარია რომ მოგწონთ...თქვენც არ მოგშლოდეთ კარგი ნადირობები და რეპორტები Shooting.gif


MORGAN
მაშინაც იგივე მქონდა დაწერილი,მაგრამ სისტემა სრულ პოსტს არ ხსნიდა...ტექსტის ჩასწორებას დიდი დრო დაჭირდა და იმ დღეს არაფერი გამოვიდა newsmile042.gif არაფერი მომიწევია drankd.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია megreli: Feb 1 2016, 23:17
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Feb 2 2016, 08:51
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,109
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th September 2019 - 07:37