წალკაში იხვზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
წალკაში იხვზე, 01 . 11 . 2012
Davitus
პოსტი Nov 5 2012, 17:06
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც მოგეხსენებათ წყალმცურავებზე სეზონი გაიხსნა ნოემბრიდან, ჩვენც "ვიკენდების მონადირეებს" იმის გამო რომ დრო გვქონდა ამ გაგანია მუშაობის დღეს, გადავწყვიტეთ ექსპრომტად წალკაში წავსულიყავით

და უცებ შეიკრა სასტავი

ჭალიმგელა
ilariona
ზახარა
Davitus




ტრანსპორტი: LRD 2

ძაღლები: კურცჰარი და ინგლისური სეტერი




შევიკრიბესი რა გითხრათ და, ილომ გამოგვიარა ლამის ყველას, დილაადრიანად ჩავეყარენით მანქანაში, და მივადექით ცნობილ სუპერმარკეტს, გამოსვლისას ჩვენი ნადირობის თილისმად, ეს ვაჟკაცი მოვნათლეთ






ჩავსხედით და იმის გამო რომ ძაღლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან უნდა აგვეყვანა, გადაწყდა წალკაში კოდის გადასახვევის გავლით წავსულიყავით, გზა დიდია და დილით ყველას ეძინება, ამიტომ საჭესთან ზახარას გარდა ყველას მოგვიწია ჯდომა newsmile05.gif


როგორც იქნა მივედით... გადაწყდა პატარა არხს დავყოლოდით, ადგილობრივი იხვების იმედით, საღამოს "ოერელიოტს" ჩავუჯდებოდით და წამოვიდოდით სახლისკენ



წყალზე მშრალად გადასვლის ტექნიკა, რათქმაუნდა მონადირეებს დიდი ხნის აპრობირებული გვაქვს newsmile05.gif














არხზე 3 იხვის მეტი ვერ აიყვანეს ჩვენმა დესანტებმა, ამასობაში მზეც გამოვიდა, გადავწყვიტეთ სხვა ალტერნატიული ადგილები გვეძებნა, მოვიძიეთ ეს ადგილი, მაგრამ იმხელა ტერიტორიაა, ნამდვილად ვერ შეისვლებოდა შუაგულში სადაც ბლომად იყვნენ ხვიხვები newsmile05.gif







სტანდარტული სიტუაცია იყო და მოსაყოლად არ ღირს, რომ არა ერთი სახალისო კურიოზი, მოკლედ ის იყო გულდაწყვეტილები წრეზე დავდიოდით სადამდეც შეგვეძლო,რომ უცებ აიწია ერთი იხვი და ზახარამ ძირს ჩამოაგდო, ჩავარდა წყალში და იმის გამო რომ საკმაოდ ღრმა იყო, ყველა ჩაფიქრებული ჩუმად ვიდექით თუ როგორ უნდა გამოგვეტანა ნადავლი და წყლისკენ არც არავინ დაძრულა

უცებ საიდანღაც მოვარდა ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" მივიდა ნაპირთან და შესვლა რომ დაიწყო მერე გავაცნობიერეთ რომ, ნადავლს უნამუსოდ გახევდა, ასე დღის სით და მზისით

შესვლით ვინ შევიდოდა, დავიწყეთ ნაპირიდან ყვირილი და ყიყინი, მე შენ გეტყვი შეაშინებ თუ... მოკლედ ტაცა პირი ამ ჩვენს ჩამოგდებულ იხვს და.... უკვე ყველა დარწმუნებული რომ გვაყაჩაღებს ეს უსინდისო, ახლა იმის ფიქრშია ყველა რომ გზა მოუჭრას გამოსვლისას და როგორმე პირიდან წაგლიჯოს სიმწრით მოპოვებული იხვი...


ამის ფიქრში ვიყავით და ძაღლმა, არც აცია არც აცხელა, პირში იხვამოჩრილმა, გამოცურა ჭალიმგელასკენ, რომელიც ყველაზე ახლო იყო ნაპირთან, ყველას ენა ჩაგვივარდა, ვერ მივხვდით რას აკეთებდა... გამოცურა, ნაპირზე გამოვიდა, მოკრძალებით მივიდა გიორგისთან და ფეხებთან მოწიწებით დაუდო ნადავლი... ერთი გაიფერთხა ბეწვი და ნელი ძუნძულით არხეინად გასწია თავისი ადგილსამყოფელისკენ


გაოგნებული ჭალიმგელა, უყურებს როგორ მიძუნძულებს თავისთან "კეთილი სამარიტელი"






ეს ისევ გაოგნებული, მორთმეული ნადავლით ხელში





რათქმაუნდა მივედით ძაღლის სამფლობელოში, ვიღაც იქაური მწყემსის აღმოჩნდა, როგორც ჩანს მიჩვეული იყო საწყალი, წყლიდან იხვის ამოტანას და ნაცნობი სიტუაცია რომ დაინახა შორიდანვე გამოვარდა, ცუგრიკა, დავასაჩუქრეთ სასუსნავით და საქებარი სიტყვებით : ))



სასუსნავი რომ ჩვენც გვინდოდა, მერეღა მივხვდით, ისე გემრიელად და მადიანად შეექცეოდა ძაღლი შეთავაზებულ საჭმელს, ამიტომ გადავინაცვლეთ ნაძვნარში, ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით, სუფრის გაშლა არ გაგვჭირვებია, საველე პირობებში მშვენიერი ცხელი კერძიც გვქონდა, სახელდახელოდ გაკეთებული ოსტრის სახით










სამზადისის მომენტში, ზოგი საფეისბუკე ფოტოსესიებს აწყობდა





კარგად რომ დავნაყრდით, ცოტა პოზიორობაც წავიდა ნადავლთან














ზოგმა ძილიც მოასწრო, მთელი 15 წუთი, მერე ქარი და წვიმა ერთად ამოვარდა და მანდ გაჩერებას აზრი არ ქონდა





ამის შემდეგ გადავინაცვლეთ ჩასაფრების ადგილთან ახლოს, სადაც საღამოს "ოერელიოტი" უნდა მომხდარიყო, რეისით E0349

შებინდებამდე კაი დრო იყო დარჩენილი, ზოგმა ისევ ძილი გააგრძელა მანქანაში,





ზოგიც სნაიპერული შაშხანის ოპტიკიდან, პოზიციებს აკონტროლებდა და ჩეჩენ ბოევიკებს უთვალთვალებდა





მოკლედ, კარგი გამოძინების მერე, რომ მივხვდით კიდევ ბევრი დრო გვქონდა შებინდებამდე, გადაწყდა ყავა ფართი მოგვეწყო, აბა მონადირე რისი მონადირეა, სანადიროდ "კოფე" თუ არ დალია და ზედ "პლიტკა" არ დააყოლა : )))


ასე დაიწყო ყავაფართისთვის მზადების ციებცხელება






















ასე იყო და ამგვარად... ყავაც ჩავისხით, შოკოლადიც მოვისხით, და ამასობაში ქეც მოიღრუბლა... ხოდა რომ მოიღრუბლა, ლოგიკურად ჩამობნელდა, ჩვენც ავდექით და სუპერკამუფლირებული შენიღბვიზაციაც დავიწყეთ


ახლა გგონიათ აქ ვინმე დგას მანქანის გარდა?





ან ამ მინდვრებში რომ არ დავწერო ჭალიმგელაა ჩასაფრებული თქო, მაგრა დაგეღლებათ თვალები სილუეტის ამოცნობით : ))





აქ თვალები რომ ცას მიაპყრო, ეგრევე დაიწვა, თორემ წინაზე მაგრად ერწყმოდა გარემოს : ))







მოკლედ, რაღა ბევრი გაწვალოთ და თვალები გატკინოთ ამდენი ტექსტების კითხვით, იმ ღამეს, როგორც ახლა თქვენ ვერ ხედავთ იხვს, ისე არ გვინახია არავის, ალბათ ისე დავიმალეთ ყველანი, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდით : D

საღამოსკენ, ისეთმა წვიმამ დაუშვა, ვიღას აღსოვდა იხვის პერელიოტი, ყველა თავკამუფლიაჟმოგლეჯილი გარბოდა მანქანისკენ


ასე და ამგვარად, გავერთეთ, წალკაში და გავხსენით, წყალმცურავებზე ნადირობის სზეონი.






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 5 2012, 17:18
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარქი იყო კარქი!კარქი რეპორტმახერი ხარ მე ვიყო შპროტი D.gif
მაგრამ თუ ამინდი არ აირია მარაზმი მგონია იხვზე სიარული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 5 2012, 17:19
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



გენაცვალეთ!!!!!!!!
ვისიამოვნე რეპორტით.....
და 1 შეკითხვა თქვენი 2 ცუგრია რას აკეAთებდა?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 5 2012, 17:22
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შოთა.03
ეხლა ეგენი იკადრებდნენ წყალში შესვლას??როგორ გეკადრება D.gif D.gif
ან იხვზე რად გინდოდათ ძღლი(მით უმეტეს რომელიც არ შედის)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Nov 5 2012, 17:25
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბრავო . ორგანიზებული მოწესრიგებლი კულტურული გასვლაა !



კამუფლიაჟებმა დაგლიჯა (მთხრობელმა უფრო) newsmile01.gif newsmile015.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 5 2012, 17:32
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



T A M P L I E R
ციტატა(nika @ 5th November 2012 - 18:22) *
ეხლა ეგენი იკადრებდნენ წყალში შესვლას??როგორ გეკადრება

აი ჩემი ჩაპა ყოფილიყო მანდა და მაქედან ვერ ამოათრევდით, გამოყ**ვებულია, სადაც წყალს ნახავს მანდ გდია ბეჰემოტივით ზამთარ ზაფხულ D.gif
პ.ს. პასპორტიანი ძაღლები არიან?
D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Nov 5 2012, 17:35
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგი რეპორტია ძალიან... newsmile027.gif მე ცოტა იქეთ ვიყავი კიდევ და კარგად ვისიამოვნე... საკმარისად იყო ყოლიფერი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 5 2012, 17:48
პოსტი #8


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



შოთა.03
ციტატა(SHOTA @ 5th November 2012 - 18:32) *
პ.ს. პასპორტიანი ძაღლები არიან?

D.gif მასხარა ხარ რა D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
LeoTaso
პოსტი Nov 5 2012, 18:34
პოსტი #9


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: მოდერატორი
პოსტები: 754
რეგისტრ.: 7-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





გილოცავთ სეზონის გახსნას წყალმცურავებზე !

Davitus

ოსტრი ფიჭვებში როგორღა მოახერხეთ ? newsmile05.gif მალადეცები თქვენ small3d018.gif small3d018.gif

ისე თუ არეული ამინდი იყო საინტერესოა რატო არ იტრიალა კვატამ ?! ალბათ ადრეა ცოტათი ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კალვერა
პოსტი Nov 5 2012, 18:41
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,384
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვა მალაცი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიგი
პოსტი Nov 5 2012, 18:43
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 942
რეგისტრ.: 10-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



D.gif D.gif D.gif კაი რეპორტია!!! D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Fishman
პოსტი Nov 5 2012, 18:52
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,126
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სასიამოვნოდ გაგიტარებიათ დრო. მეც ვისიამოვნე რეპორტის კითხვით და ბევრიც ვიცინე(განსაკუთრებით ფინალზე). D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 5 2012, 19:10
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



T A M P L I E R
ციტატა(nika @ 5th November 2012 - 18:48) *
მასხარა ხარ რა

newsmile087.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუთხა
პოსტი Nov 5 2012, 19:28
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,812
რეგისტრ.: 13-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შიდა ქართლი, გორი



კარგია ბიჭებო, საკმაოდ საინტერესო რეპორტია newsmile05.gif ჯიგრები ხართ newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Nov 5 2012, 19:40
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



LeoTaso
ოოოოოოოოო ეგ , ილარიონას სუპერ კუხნია 2012 -ის წყალობით ქნეს , მართლაც მაგარი კუხნია აქვს ამ კაცს ...


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th September 2019 - 07:35