კულინარია სუფთა ჰაერზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

11 გვერდი V  « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
კულინარია სუფთა ჰაერზე, ამ თემაში ვწერთ მხოლოდ იმ რეცეპტებს რასაც თავად ვამზადებთ
შალვა
პოსტი Dec 14 2009, 11:19
პოსტი #151


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უხა თევზისგან მზადდება და იხილეთ თევზისგან მომზადებულ კერძებში. p.s. ბიძიებო თუგაქვთ საშუალება იქნებ კულინარიის თემებში ერთი კაი ჭამა-სმის მოყვარული მოდერი გამოუშვათ არსებული ბარდაგის ჭკუაზე მოსაყვანად, სრული ანარქიაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 14 2009, 13:04
პოსტი #152


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(PREDATOR @ Dec 14 2009, 00:34) *
ისე უხა არვიცი და მსგავსი რეცეპტი ვიცი მეკობრეები აკეთებდნენ თავის დროზე "კაკავია"ქვია.................. თევზი უნდაიყოს ახალი. არავითარი გაყინული. კიდევ კარასიც და სიგაც არუხდება. ალბათ უფრო წვერა ჭანარი ხრამული საზანი ან რაც გვაქვს. ვხარშავთ საშუალო ზომის ქვაბში 2 წყება თევზს ამოვიღებთ . მოქაფულ და სუფთა წვენს ვიტოვებთ შიგ ვაწყობთ 3 ცალ ოთხად გაჭრილ პომიდორს 2 ცალ ხმელ ხახვს დაუჭრელად მთლიანად 4 კართოფილს საშუალოს ოთხად გაჭრილს და 3 ცალ ყაბახს რგოლებად დაჭრილს ნიახური ბლომად თავის ძირებით პეტრუშკა ბლომად დაფნის ფოთოლი დიდი პილპილი მარილი ლიმონის მომცრო ნაჭერი ოდნავ რეხანი ხმელი პატარა ნიორი და მესამე წყება თევზი პატარა წიწაკაც ეს ყველაფერი იხარშება იქნამდე სანამ კართოფილი არმოიხარშება. თუ მანამდე თევზი მოიხარშება ამოიღებთ. მე ამ კერძის წვენი მომწონს თევზის დიდი მოყვარული არავარ. დამიჯერეთ ძალიან მაგარია. და არაყი უხდება ასევე.............. newsmile090.gif





მაგაზე მეტე უხა რაღა გინდა, ვცდი აბა რა გამომივა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 14 2009, 21:59
პოსტი #153


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხბოს ხორცის რეცეპტი სახელად "მიშველეთ მეტი აღარშემიძლია"
შემადგენელი ინგრედიენტები ხბოს ან საქონლის ხორცი,არაჟანი,ხახვი,პილპილი, კიდევ "რიგანი" როგორც ჩელე ეძახის ქართულად "ქონდარი" სად ვიშოვოთ..? სუნელების გამყიდველებთან სადაც ძვირია ან იმერეთში მდინარე ძირულას ნაპირებზე სადაც იზრდება ოხრად თან მუქთაა..უბრალოდ მზეზე გაშრობა უნდა....მარილი, დაფნის ფოთოლი, ლიმონი.

ვიღებთ არაჟანს დიდ ქილას და ვყრით შიგნით მრგვლად დაჭრილ ხახვს პილპილს ქონდარს დაფნის ფოთლებს და ვურევთ ერთმანეთში კარგად.

შემდეგ ვიღებთ ხორცს ხორცი უნდა იყოს დიდი ნაჭრები მიახლოებით მაღვიძარას ხელა. და ვუსმევთ არაჟანს სქელ ფენად ძალიან სქელ ფენად.
ვდებთ რაიმე ღრმა ჭურწელში და ვახურებთ თავზე რამეს ალუმინის ქაღალდს მაგალითად. შემდეგ გამოვიღებთ და მოვაცლით არაჟანს.

უნდა 18 საათი მაცივარში და არა საყინულეში. შედეგი იქნება გამაოგნებელი ხორცი გახდება ბამბასავით რბილი შეწვას დაჭირდება ძალიან ცოტა დრო. გემო იქნება განუმეორებელი........ newsmile090.gif თუ სურვილი გექნებათ ლიმონის წვენი უხდება.............. newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Dec 16 2009, 10:35
პოსტი #154


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ ამ თემის გარდა - ყველა დანარჩენი გაიწმინდა ოფებისგან! მოგვიანებით ამასაც მივხედავ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jan 19 2010, 14:30
პოსტი #155


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სრულიად რუსეთის სიამაყე უხა
თავად რუსების მოსაზრებით
ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნის ხელნაწერებშია ნახსენები
\\\"Аще сливы обрашуться, съварать и ты… и почерпають и тхъ оухоу\\\"
საბჭოთა მეცნიერები მისი სახელწოდების წარმოშობას უკავშირებენ ინდოევროპულ ფუძეს \\\"ჯუს\\\"
თუმცა მათი მოსაზრებები ხელს ვერ შემიშლის
გიამბოთ
\\\"უხას\\\" წარმოშობის ჩემეული ვერსია

ძველმონღოლური მითოლოგიის მასალებზე მუშაობისას
ერთ საინტერესო ლეგენდას გადავაწყდი:

\\\"ყველაფერი წყლიდან დაიწყო
ყველაფერს წყალი დაასრულებს
ყველაფერს

თავდაპირველად იყო ბაიგ(კ)ალი
მან შექმნა ცა და ცამ ჩაიხედა მასში
სულპირველად ცამ ბაიკალის მხოლოდ გამჭვირვალობა დაინახა
და მიიღო მისი ფერი
გალურჯდა
მეორეჯერ ჩაიხედა ცამ ბაიკალში
დაინახა მისი ფსკერი
და მოიღრუბლა
მესამეჯერ უკვე ღრუბელმა ჩაიხედა ბაიკალში
შეუყვარდა და დალია
ასე დაიბადა წვიმა\\\"

მოგვითხრობს ბურიატული ლეგენდა

ძველმონღოლთა რწმენით სამყაროს \\\"ეძენები\\\"
იგივე \\\"ნოიონები\\\"
იგივე \\\"ხანები\\\" განაგებდნენ
წყალსატევთა ღმერთებს კი \\\"ლუსუნ-ხანები\\\" ერქვათ
მათ შორის ყველაზე ძლევამოსილი \\\"უხა-ლუსუნ-ხანი\\\" ბაიკალის ფსკერზე ცხოვრობდა
ქონდა თეთრი და უგრძესი წვერი
სამოსელი სპეტაკი
ღრმა გული
და ვერცხლის სრა-სასახლე.

სიტყა \\\"უხა-ლუსუნ-ხანი\\\"
ქართულად ითარგმნება
როგორც
\\\"წყალთაგამრიგეს სული\\\"
აქედან \\\"უხა\\\" სულს ნიშნავს

მივყვეთ ლეგენდას:
\\\"წვიმამ ბაიკალს ცა ჩამოუყვანა
ხანღრუბლიანი და ხანლურჯი
ხანშეუყვარდათ ერმანეთი - ხანშეძულდათ
ხანიქორწინეს - ხანუფროიქორწინეს
შეეძინათ მიწა (მხოლოდშობილი)
მიწამ შვა ბალახი
არცლურჯი-არცღრუბლფერი
არცმამასგავდა-ხანმიწასგავდა
მერე იყო აქლემი
მშობელიჭამა და მშობელისვა
შვა ბაბა
დიდი ხანის წინაპარი\\\" (იგულისხმება ჩინგისხანი)

საფელ ტორიში (რუსეთი, ბურიატია, ტუნკინის რაიონი)
დღემდე ტარდება მსვერპლშეწირვის რიტუალი
ამ დღეს
ბაიკალის ტბაში ყრიან ყოველგავრ საკვებს
ან სულაც საყოფაცხოვრებო ნივთებს
(ტანსაცმელს, თეფშებს, მაგნიტოფონებს)
იჭერენ თევზებს
ხარშავენ
ჭამენ

\\\"შიოდა ბაბას - ბაიკალმა შექმნა თევზი და აჭამა
შეცივდა ბაბას - ბაიკალმა გახადა აქლემს და შემოსა
ცოლი ისურვა ბაბამ - ბაიკალი შეწუხდა
წვიმაზე მიუთითა
ის გიპოვნოსო სასძლოს
ღრუბელზე მიუთითა
მან უკეთ იცისო
ცაში აახედა
მისი ბრალიაო ყველაფერი

განრისხდა წვიმა - მთელი წელი იდინა
გაშავდა ღრუბელი - მიწის ფერი დაედო
ჩალურჯდა ცა -დაკრიფა ვარსკვლავები
ბაიკალში ჩაყარა
გული აუდუღა

შეშინდა ბაბა
ცრემლი ჯერ არ იყო გაჩენილი
რომ ეტირა
ხმა ჯერ არ იყო გაჩენილი
რომ ეღრიალა
სიკვდილი ჯერ არ იყო
რომ მომკვდარიყო

მდუღარე ბაიკალთან მივიდა
მოხარშული თევზი დაინახა
ჭამა
თქვა: \\\"უხა-ლუსუნ მაპატიე\\\"
გაძღა
ბაიკალის წყალი დალია
თქვა: \\\"უხა-ლუსუნ მაპატიე\\\"
წყურვილი მოიკლა
ბაიკალის პირას დასახლდა
თქვა: \\\"უხა-ლუსუნ შენთან მინდა\\\"
განიწმინდა\\\"

ესეც თქვენი უხა
გაამოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
არჩილ
პოსტი Mar 15 2013, 19:46
პოსტი #156


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 372
რეგისტრ.: 14-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




хостинг изображений


ბუნებაში ამას არაფერი ჯობია newsmile05.gif)))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

11 გვერდი V  « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 17:28