ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი
ზახარა
პოსტი Apr 27 2012, 07:39
პოსტი #16


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სპიროცერკოზი - SPIROCERCOSIS





სპიროცერკოზის აღმძვრელია ორი სახეობის ნემატოდა . პირველი მათგანი გხვდება მელაში , მგელში , ძაღლსა და ყარყუმში .
სპიროცერკოზის დროს შეიმჩნევა სიმსივნეები საყლაპავ მილში , კუჭში , აორტაში და ლიმფურ კვანძებში , რომლებშიც მოთავსებულია ნემატოდები , ზოგჯერ რამოდენიმე ათეული .
სპიროცერკოზის დროს დაღვეულია ყლაპვის აქტი , ადგილი აქვს დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას , ღებინებას , შემჩნეულია აორტის გასკდომა , პლევრიტი , პეროტონიტი . დაავადების მიმდინარეობა ზოგჯერ წააგავს ცოფს .
ცხოველთა გაკვეთისას შეიმჩნევა სპიროცერკოზული სიმსივნეები , რომელთა დიამეტრი მერყეობს 5 -დან 100 მმ -მდე . სიმსივნე წარმოქმნილია მკვრივი შემაერთებელქსოვილიანი ბოჭკოებისაგან . ახასიათებს მკვრივი კონსისტენცია , შეიმჩნევა ხ**ელები და სასვლელები . ფისტულის სასვლელები ამოვსებულია თხიერი მოპრიალო მასით , რომელიც შეიცავს სპიროცერკებსა და მათ კვერცხებს . ზოგჯერ სიმსივნე შეიცავს ჩირქოვან მასას . ხშირია სპიროცერკოზული ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები .
სპიროცერკოზის აღმძვრელის განვითარება მიმდინარეობს შუალედი მასპინძლის მონაწილეობით . შუალედი მასპინძლის როლს ასრულებენ კოპროფაგი ხოჭოები , რეზერვერული მასპინძლებია ევროპული ზღარბი , ჩვეულებრივი ბიგა , კავკასიური თხუნელა , ყვითელყელა და თეთრყელა კვერნა . მუდმივი მასპინძლების დაავადება ხდება შუალედი და რეზერვარული მასპინძლების შეჭმით .
სპიროცირკოზი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში , აზიაში , ბრაზილიასა და აფრიკაში . ყოფილ საბჭოთა კავშირში სპიროცერკოზი განსაკუთრებით შუა აზიის რესპუბლიკებში იყო გავრცელებული .
საქართველოში სპიროცირკოზის გავრცელების შესახებ ცნობებს ვპოულობთ ბლაჟინის (1928) , ჯიქია (1934 ) , ბურჯანაძის (1957 ) , კამალოვის (1935 ) , როდონაიას (1971 ) და მაცაბერიძის (1976 ) ნაშრომებში .
კუჭისა და ნაწლავების სპიროცერკოზის დროს დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება კოპროლოგიური მეთოდი . მხედველობაშია მისაღები ასევე კლინიკური სიმპტომები . დიაგნოზის დასმა შიეძლება რენტგენის დახმარებითაც .
პროფილაქტიკის მიზნით მელიების ფერმებში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს ფეკალური მასის გაუვნებლობა ბიოთერმული მეთოდით . კარგ შედეგს იძლევა ამ მიზნით ჰექსაქლორანომის გამოყენება .








Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 27 2012, 08:25
პოსტი #17


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ტრიქინელოზი - TRICHINELLOSIS


ტრიქინელოზი შინაური და გარეული ღორის , დათვის , მაჩვის , ძაღლის , კატის , მელას , მგლის , ტურის , კვერნების , დედოფალას , ენოტის მწერიჭამიების , თაგვებისას და ვირთაგვების მეტად მძიმე ჰელმინთური დაავადებაა . ხშირია ადამიანის დაავადების შემთხვევებიც .
ტრიქენელოზის აღმძვრელს წარმოადგენს მცირე ზომის მრგვალი ჭია , რომელიც სქესმწიფე სტადიაში გვხვდება წვრილ ნაწლავებში , ლარვულ სტადიაში კი კუნთებში . სხვა ნემატოდებისაგან განსხვავებით , ტრიქენელები ცოცხლადმშობი ორგანიზმებია . ერთ განყოფიერებულ დედალს შეუძლია შობოს 1000- 1500 ლარვა .
ტრიქინელას განვითარების ციკლი ერთსა და იმავე მასპინძლებში მიმდინარეობს . ტრიქენელოზი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში . საქართველოში ამ დაავადების გავრცელების შესახებ ცნობებს ვნახულობთ ვართანოვის (1892 ) , გამცემლიძის (1941 ) , ქოიავას (1962 ) , მარუაშვილის (1952 ) , როდონაიას (1971 ) , მაცაბერიძის (1976 ) , ყურაშვილის (1973 ) , და სხვა ავტორთა ნაშრომებში , რომელთა მიხედვით ჩანს რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში , კერძოთ საქართველოში იმ დროს ადამინის ათეულებოთ შემთხვევა იყო დაფიქსირებული , განსაკუთრებით იყო სიღნაღის შემთხვევა , იქ გარეული ღორის ხორცის შეჭმის შედეგად , ერთდროულად დაავდა 24 კაცი . მტაცებლებიდან ტრიქინელის შემთხვევები ყველაზე მეტად ტურაშია შემჩნეული 76.1 % , თეთყელა კვერნაში ინვაზიის პროცენტი 51.6 აღწევს , მელაში 15.7 % .
ცხოველთა ტრიქინელოზი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობებს . ასევე უვარგისია საკვებად ნანადირევი გარეული ღორისა და დათვის ხორცი . ტრიქინელას ახასიათებს ბუნებრივი კერობრიობა . მისი პირველადი წყარო იმყოფება ტყის ბიოტიპის ცხოველებში . ბუნებაში ტრიქინელას ცირკულაციის ძირითად რგოლს მტაცებლები წარმოადგენენ . დაავადება ვრცელდება ალიმენტარული გზით . ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ნანადირევი ცხოველების ლეშის ან ტყავის დატოვება ბუნებაში . ის უნდ ადაიწვას ან ღრმად დაიმარხოს .
ტრიქონელოზის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა ხორციელდება სპეციალური ინსტრუქციით , რომელიც ითვალისწინებს ადამიანის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ტრიქინელოზის დიაგნოსტიკის , ეპიდემიოლოგიის , ეპიზოოტოლოგიისა და პროფილიკაქტიკის ყველა მომენტს .






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი May 2 2012, 12:29
პოსტი #18


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზახარ იქნებ ლეიშმანიოზზე და პიროპლაზზმოზზეც მოგეპოვება რაიმე ინფო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი May 3 2012, 08:43
პოსტი #19


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბესო
ამ დაავადებებს დავამთავრებ და მაგაზეც დავწერ , ეგ დაავადებები ამ ჩამონათვალში არ არის

ამ თემაშია

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=690
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th December 2019 - 02:30