ძაღლის კლუბში რეგისტრაცია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ძაღლის კლუბში რეგისტრაცია, მნიშვნელობა და პლიუსები
feroni
პოსტი Aug 3 2014, 15:50
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გამარჯობათ!
მინდა ჩემი ლეკვი კლუბში დავარეგისტრირო, მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამ მინდა გავიგო რა პლიუსები და "მინუსები" აქვს ძაღლის კლუბში რეგისტრირებას?
საჭიროა თუ არა გამოფენებზე და საველეებზე, ან თუნდაც ოფიციალურ შეჯიბრებზე მონაწილეობისთვის ძაღლი რეგისტრირებული იყოს კლუბში?

ისე, საერთოდ ურიგო არ იქნებოდა ფორუმელებისთვის და საერთოდ მონადირე საზოგადოებისთვის აგვეხსნა თუ რა საჭიროა კლუბში რეგისტრაცია.

თუ ასეთი თემა არსებობს სადმე, გთხოვთ მომაწოდოთ ლინკი თუ არა და იქნებ აქ განვავრცოთ ეს საუბარი!

პ.ს. რომელ კლუბს მირჩევთ, ბრეტონისთვის?

ოჩოპინტრეს თუ აქვს თავისი კლუბი?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Aug 3 2014, 15:49
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 3 2014, 16:41
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება და პოინტერ კლუბი, ეს ორი კლუბია რომელიც ჯიშიანი სანადირო მეძაღლეობის სელექციას ეწევა. ამათგან პირველი 81 წლიანი საბჭოთა წესებით, პოინტერ კლუბი ფცი წესებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Aug 3 2014, 17:02
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ოჩოპინტრეს არ აქვს თავისი კლუბი. დანარჩენი კი როგორც ალექსამ თქვა ისეა ზუსტად, ანუ არჩევანი პრაქტიკულად არ გვაქვს და საჭიროც არაა ბევრი კლუბი ჩემი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Aug 3 2014, 17:03
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli
შენ რომელს მირჩევდი?
საბჭოთა წესებს ალბათ არ ცნობს ევროპა და შესაბამისად არც დიპლომებს ექნება რამე აზრი თუ როგორ არის?
კლუბში როცა რეგისტრირდები იქაური ექსპერტები აფასებენ ძაღლებს და საველე დიპლომებსაც გასცემენ, თუ შეგიძლია პირველ კლუბში დარეგისტრირდე და საველე მაგალითად ფცი-ს წესებით გაიარო?

ძალიან გთხოვთ, ნუ მიწყენს ნურავინ, ახალი ვარ ამ კლუბებში და დიპლომებში და შეიძლება არაკორექტული კითხვაც დავსვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 3 2014, 17:33
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მე ვერაფერს ვერ გირჩევთ , ერთი კლუბის წესდებას და წესებსაც გაეცანი და მეორესაც და გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ. წესები კი წერია ორივე კლუბის ფორუმზე სადღაც. შეგიძლიათ ერთდროულად ორივე კლუბშიც იყოს ძაღლი დარეგისტრირებული. ლეკვი საიდან გყავთ აყვანილი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 3 2014, 18:23
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,079
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



feroni
თუ საზღვარგარეთ არ აპირებ გაყვანას, თუ გამოფენებზე და საველეებზე გინდა ტარება, მაშინ " მაჩაბელის" კლუბში უნდა გაწევრიანდე, ანუ სადაც ჩვენი ძაღლები არიან რეგისტრირებული.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Aug 3 2014, 18:28
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



aragveli
უკრაინიდან ჩამოვიყვანე და იქ ფცი-ს წესები მუშაობს, ყოველშემთხვევაში ამ ძაღლსაშენის ძაღლები სულ მაგ დიპლომებით არიან და ევროპაშიც მაგ წესებით გამოდიან.
წესებს კი ვიცნობ ერთსაც და მეორესაც, უბრალოდ რჩევა მჭირდებოდა რომელში გავწევრიანებულიყავი და ღირს თუ არა საერთოდ გაწევრიანება.
დავუშვათ არც ერთ კლუბში არ დავარეგისტრირე, პრობლემა ხომ არ იქნება გამოფენებზე და საველეებზე გაყვანა?


ჭალიმგელა
გაიხარე ჭალო, ეგ მანტერესებდა ზუსტად!

საზღვარგარეთ დიდად არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენთან, რომ ჩატარდეს ფცი-ს ტურნირი იქ შევძლებ ამ დიპლომებით მონაწილეობას? ან თუნდაც თურქეთში რო გადავიყვანო და იქ მივიღო მონაწილეობა?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Aug 3 2014, 18:30
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Aug 3 2014, 21:59
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 3,323
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



feroni
მე როგორც ვიცი ყოფილი "'მაჩაბლის"" კლუბის საბუთებით საზღვარგარეთ ვერ გაიყვან მაგრამ ჩვენთან მაინც ეს კლუბია პოპულარული იმიტომ რომ საველე დიპლომს მარტო ეს კლუბი გასცემს მე პირადად მანდედან ავიყვანე ლეკვი. რაც შეეხება FCI მაშინ შეგიძლია American Kennel Club აქაც დაარეგისტრირო საზღვარგარეთაც გაიყვან მაგრამ ჩვენთან მარტო ექსტერიერში მიიღებს შეფასებას.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kardinal84: Aug 3 2014, 22:00
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 3 2014, 22:00
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,079
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(feroni @ Aug 3 2014, 19:28) *
უბრალოდ რჩევა მჭირდებოდა რომელში გავწევრიანებულიყავი და ღირს თუ არა საერთოდ გაწევრიანება.
დავუშვათ არც ერთ კლუბში არ დავარეგისტრირე, პრობლემა ხომ არ იქნება გამოფენებზე და საველეებზე გაყვანა?


თუ არ არის დარეგისტრირებული ვერ გაიყვან ვერც გამოფენაზე და ვერც საველეზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Aug 3 2014, 22:07
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



როგორც გითხრეს ორივეგან შეგიძლია დაარეგისტრირო, ახლა აგიხსნი ამას რა პლიუსი აქვს წმინდა მეძაღლეობის კუთხიტ თუ მიუდგები-იმ შემთხვევაში თუკი შენი ბრეტონი გამოვა ისეთი რომ ფციას შეჯიბრებისთვის იყოს გამოსადეგი ხელს არაფერში შეგიშლის მაცაბლის საბუთი, თუ არ გამოდგა ისეთი რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ძაღლებს სანადირო და დიდ ძებნაში მაშინ გამოიყვან 81-ი წლის წესებით შეჯიბრზე. ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ძაღლს კარგი სისხლი აქვს და მიტუმეტეს ძუს მისგან ყოველთვის შეიძლება კარგი შთამომავლობის მიღება.

არცევანი მაინც შენზეა, წარმატებები, ისიც იცოდე რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს 81-ი წლის წესების შეცვლა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Aug 3 2014, 22:47
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაიხარეთ ბიჭებო, დიდი მადლობა რჩევებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 4 2014, 10:31
პოსტი #12


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



feroni
მე გირჩევ პირდაპირ, ფ.ც.ი.-ს საქართველოს განყოფილებაში,საქართველოს კინოლოგიურ ფედარაციაში,' დაარეგისტრირო ძაღლი.
ორივე კლუბი ცნობს მის მიერ გაცემულ საგვარეულოს,ყველა ქართულ გამოფენაში და შეჯიბრში შეძლებ მონაწილეობას. ასევე უპრობლემოდ მიიღებ მონაწილეობას საზღვარგარეთ გამართულ შეჯიბრებში ან გამოფენებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Aug 4 2014, 10:57
პოსტი #13


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,079
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბაბუ
"მაჩაბელი" მარტო ფცი ში აღებული საბუთით გაგიშვებს საველეზე ან გამოფენაზე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Aug 4 2014, 11:44
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა
ციტატა(Chalimgela @ 4th August 2014 - 11:57) *
ბაბუ
"მაჩაბელი" მარტო ფცი ში აღებული საბუთით გაგიშვებს საველეზე ან გამოფენაზე?


ადრე,სანამ "პოინტერ კლუბი" გაწევრიანდებოდა ფ.ც.ი.-ში იყო რაღაც სადაო საკითხები მონადირე ძაღლების საგვარეულოების თაობაზე. newsmile045.gif
ეხლა,როგორც ვიცი,საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში მონადირე ძაღლების საგვარეულოების სიზუსტეს "პოინტერ კლუბი" ადევნებს თვალყურს.
აქედან გამომდინარე სადაოც აღარაფერი აღარ უნდა იყოს წესით.

ლოგიკურად "მაჩაბელს" არანაირი პრობლემა არ უნდა ქონდეს მაგ კუთხით.

ეგეც რომ არ იყოს,იურიდიულათაც არ აქვს არანაირი უფლება ფ.ც.ი.-ს საგვარეულოიანი ძაღლის დისკრიმინაციის! D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Aug 4 2014, 14:28
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბაბუ
თქვენი შემოთავაზებული ვარიანტი უფრო მიმზიდველად მეჩვენება, რადგან ნაკლები გაუგებრობა იქმნება ჩემი აზრით, დაარეგისტრირებ ერთ ადგილას ძაღლს და ყველგან შეძლებ გამოყვანას.
ისე რა გახდა ეს 81-წლის წესები, მთელი მსოფლიო ფცი-თ ხელმძღვანელობს და რატომ ჩავყევით ამ კომუნიზმს საფლავში ვერ ვხვდები.

ციტატა(qarqashadze @ 4th August 2014 - 12:44) *
ეგეც რომ არ იყოს,იურიდიულათაც არ აქვს არანაირი უფლება ფ.ც.ი.-ს საგვარეულოიანი ძაღლის დისკრიმინაციის!

ჰოო აი ეს კი დამაფიქრებელია, ე.ი, ასეთ სემთხვევებს ჰქონია ადრე ადგილი?

და კიდევ ერთი დილეტანტური კითხვა. ჩემი ლეკვის მამა, რომ ტიტულებით არის და "ქვას ხეთქავს" D.gif ისეთი ძაღლია და შესაბამისად საგვარეულოც კარგი აქვს ლეკვს, მაინც არ მომცემენ გამოფენაში და საველეზე მონაწილეობის უფლებას? თუ რომელიმე კლუბში უნდა ვიყო აუცილებლად რეგისტრირებული?
ვიცი ისე გამომდის თითქოს ზედმეტ კითხვებს ვსვამ, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ხალისი ორ და სამ კლუბში ვიყო რეგისტირებული და ერთი და იგივე საქმე (საველე, გამოფენები) ორ-ორჯერ ვაკეთო. ასე რომ ნუ გამიწყრებით newsmile05.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია feroni: Aug 4 2014, 14:32
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2019 - 18:57