"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი", ახალი წესი... ყველას გვეხება....
megreli
პოსტი Apr 10 2015, 16:17
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა.
"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესის" ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით"
(ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას.
ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.
ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაშიმყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 08:00 – 22:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც.
ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.
"შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.
ასევე წესში გაწერილია ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს, აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) სხვა არაჰუმანური მეთოდები.
კანონი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული, საკრებულოს სხდომაზე კი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა.
ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.


წყარო : http://www.interpressnews.ge/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 10 2015, 16:42
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




megreli
1)ეს მარტო ქალაქელ ძაღლებს ეხება თუ სხებსაც?
2) 22 LR ის ტყვია ჰუმანურია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Apr 10 2015, 17:08
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29

თბილისის შინაურ ცხოველბზე ვრცელდება მხოლოდ...

ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 17:42) *
22 LR ის ტყვია ჰუმანურია?


ვისთვის გინდა ეგ ? xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Apr 10 2015, 18:15
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 17:42) *
2) 22 LR ის ტყვია ჰუმანურია?



გააჩნია სად მოარტყამ newsmile05.gif

ტანჯვაში მყოფი ცხენისთვის ჰედშოთი თუ ჰუმანურია, ძაღლ-კატა რა გამონაკლისია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Apr 10 2015, 18:43
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Davitus @ 10th April 2015 - 19:15) *
ჰედშოთი

ეგ ამ წესების დამწერთ ჭირდებათ newsmile05.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 10 2015, 19:18
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




megreli
ვისთვის მინდა და მაწანწალა ძაღლებისთვის ხევის გვერძე ვცხოვრობ და დატანჯული ვარ მაგათგან
მაქსიმალურად ვარიდებ ხოლმე კონფლიქტს თავს, მარა დაბადების დღის ტორტს(სამსართულიანს) რომ შეგიჭამს , ძნელია თავი შეიკავო newsmile056 (1).gif

უეთეს შემთხვევაში ღორისთვის ყელის გამოჭრას და იმის ჭყივილს, თან 5 კაცი რო ეჯაჯგურება მემგონი მართლა ჯობია ერთი ტყვია რაა

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Apr 10 2015, 19:43
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 20:18) *
დაბადების დღის ტორტს(სამსართულიანს) რომ შეგიჭამს , ძნელია თავი შეიკავო

მაგრად გაუმწარებიხარ D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Apr 10 2015, 23:46
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 20:18) *
მაქსიმალურად ვარიდებ ხოლმე კონფლიქტს თავს, მარა დაბადების დღის ტორტს(სამსართულიანს) რომ შეგიჭამს , ძნელია თავი შეიკავო


ყავასაც მოგთხოვს ცოტა ხანში ან კოქტეილს D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Apr 11 2015, 00:43
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,727
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რეგისტრაცია , ჩიპი და განაბური ნაკოლკები რა ღლეთ უნდა ჩემს ძაღლს ვერ გავიგე ???

მაქვს ძაღლის საბუთიც და საყელოზეც მიკრული მაქვს ტელეფონის ნომრები ძაღლის სახელთან ერთად !!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Apr 11 2015, 01:35
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზახარა
ციტატა(zaxara @ 11th April 2015 - 01:43) *
რეგისტრაცია , ჩიპი და განაბური ნაკოლკები რა ღლეთ უნდა ჩემს ძაღლს ვერ გავიგე ???

მაქვს ძაღლის საბუთიც და საყელოზეც მიკრული მაქვს ტელეფონის ნომრები ძაღლის სახელთან ერთად !!

სანომრე ნიშნების აღებასაც მოითხოვენ ცოტა ხაში და ტეხასმოტრსაც, და მეგობრის ძაღლს თუ წაიყვან გენ.მინდობილობა უნდა იქონიო, D.gif D.gif D.gif
ვაი ამათ პატრონს, კარგია ჩაწერასაც თუ არ მოგვთხოვენ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Apr 11 2015, 04:27
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(zaxara @ 11th April 2015 - 01:43) *
რეგისტრაცია , ჩიპი და განაბური ნაკოლკები რა ღლეთ უნდა ჩემს ძაღლს ვერ გავიგე ???


ამ ყველაფერს თან ერთვის გადასახადი : ))) რაღაც შემოსავლის მინიმუმი , წესიერად ვერ დავადგინე რა შემოსავლის....

ნაკოლკა გაუკეთე შენსას,ნაბულზე მდგომი ძუ სეტერი დაახატე xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 11 2015, 09:14
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე როგორც გავიგეე ხვადზე -100 ლარიო. და ძუზე 500. რამდენად მართალია არ ვიცი ,მაგრამ შიგ რომ აქვთ ფაქტია .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 11 2015, 09:15
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




megreli
ნწუ დედა დავაწეროთ გულზე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Apr 11 2015, 09:19
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



დედა აღაა მოდაში, თვალი და ცრემლიი- დედა მაპატიე ცრემლებისთვის D.gif D.gif D.gif :
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Apr 11 2015, 10:24
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



kajuberi
აშკარად ჭორია,გავარკვევ და დავწერ მაგასაც newsmile05.gif) მაგდენი მართლა არაა... 10 ლარს არ ცდება მგონი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2019 - 00:43