Alex Jango - ს თხზულებები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
Alex Jango - ს თხზულებები, II ტომად
ნუკრიMax
პოსტი Sep 29 2016, 11:58
პოსტი #16


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩელე
ცოტა ეროტიკაც გაურიე და ეგაა......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 29 2016, 19:13
პოსტი #17


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ერთი სამეფოს გვერდით იყო პატარა სოფელი, რომელიც გარშემორტყმული იყო ტყის მასივებით და ამ ტყესთან ახლოს მდებარე ტბა, მას უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. სოფელში საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომლებიც შეხმატკბილებულები იყვნენ ერთმანეთთან. სოფელში მუდმივად მშვიდობა სუფევდა. ეხმარებოდნენ ერთმანეთს, მიცვალებულებს საკადრის პატივს სცემდნენ, ადიდებდნენ მაღალ ღმერთს და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ადამიანის გაჭირვებას ვერ ნახავდით. დაფრინავდნენ პეპლები, დადიოდნენ ჭიანჭველები და ფეხსაც კი არ ადგამდნენ, მანამ სანამ.....

იმ ავბედით დღეს, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ლამაზი და მშვიდი სოფელი, ოდესღაც საშინელ და წარმოუდგენელ ადგილად გარდაიქმნებოდა. იმ ავბედით დღეს, ამ სოფლისთვის ცხოვრება დამთავრდა. ცხოვრება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სიმშვიდის და სიყვარულის გარანტი იყო.

დღეობას აღნიშნავდნენ სოფლის მაცხოვრებლები. ახალგაზრდობა, მოხუცები, ბავშვები მოფენილები ყოფილან ტყის პირას. ალა-ალაგ სუფრები გაშლილიყო მინდორზე. ურემში შებმული ხარები გემრიელად იცოხნებოდნენ და სიამოვნებისგან კრუსუნებდნენ. ყველა სუფრას თავისი თამადა ჰყავდა. ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ და ხმამაღლა გაჰკიოდნენ გაურკვეველ სიტყვებს. აქა-იქ შეყვარებული წყვილები თვალებს უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს და იმის შიშით, რომ არავის შეემჩნია, შორი-შორს იდგნენ და შორით ტრფობას მისცემოდნენ. მამაკაცები ხორხოცობდნენ და მხიარულად უჭახუნებდნენ ჭიქებს ერთმანეთს. სადღაც ცეკვავდნენ, სადღაც მღეროდნენ, სადღაც წინაპრების სადღეგრძელოს სვავდნენ და თამადას გულისყურით უსმენდნენ. ყველა სუფრის გვერდით ცეცხლი გიგზგიზებდა და კვამლისგან აცრემლებული ქალები თვალებს ისრესდნენ. თანდათან ბინდდებოდა. ბახუსის ღმერთი ზემოდან იყურებოდა და თავისთვის იღიმოდა გესლიანად. კაცებს სიმთვრალე ეპარებოდათ, ქალებს დაღლილობა, ბავშვებს ძილი და მოხუცებს ბედნიერება ამ ყველაფრის მონაწილენი რომ იყვნენ.

ტყეში ჭოტის გამაყრუებელი ხმა გაისმა თუმცა ამ კივილისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. უკვე ჩამობნელებულიყო. ყველა რაღაცას ელოდა შინაგანად. გრძნობდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც გრანდიოზული. რაღაც აღუწერელი და წარმოუდგენელი. ჭოტმა კიდევ დაიკივლა. ტბასაც რაღაც ღელვა დაეწყო. ქარი კი არსაიდან ჩანდა. ღრიანცელი გრძელდებოდა. გაჩუმებას არავინ აპირებდა, პირიქით თრობა თანდათან ემატებოდათ კაცებს და თანდათან ხმას უწევდნენ. ჭოტის ხმა კი უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. უცებ ტყიდან ნისლი გამოვარდა. ხეებმა შრიალი დაიწყეს. ტბაც თავდაუზოგავად აწყდებოდა ნაპირებს. ცეცხლიდან ნაპერწკლების კორიანტელი ავარდა, ერთად მოიყარეს თავი ნაპერწკლებმა და დიდ გროვად გადაიქცა. ხალხი გაოგნებული შეჰყურებდა ამ სანახაობას, ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა. გაქცევა არავის უფიქრია, იმდენად შოკირებულები იყვნენ. ნისლიც გაიფანტა და უცებ სილუეტი შენიშნეს ცეცხლის ალზე იქ მყოფებმა. სოფლის თავი რომელსაც ბულა-ს ეძახდნენ, სუფრიდან ადგა, 3 ნაბიჯი გადადგა და ამოილუღლუღა: ტყიური, ტყიური...

სილუეტი სოფლის თავისკენ გამოემართა. ბულას ნაბიჯი არ გადაუდგამს. სილუეტი კი უშიშრად მოემართებოდა ბულასკენ. ბულამ ხელი ჩაიყო ჩოხის უბეში და იქიდან პატარა ხმალი ამოიღო. სილუეტმა კი თავი მოიფხანა, შემდეგ გააქნია ეს თავი და იქიდან წამოსულ მტვერს სული შეუბერა. მტვერი გაიფანტა, შეიყნოსა ყველა იქ მყოფმა ადამიანმა და თვალები აუწითლდათ. თითქოს ცხოველებს დაემსგავსნენ, თითქოს ერთმანეთის მოსისხლე მტერი ყოფილიყვნენ დაერივნენ ერთმანეთს. ზოგი დანით, ზოგი ჯოხით, ზოგი ხანჯლით დარბოდა და გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს... ბოლოს, სილუეტი და ბულა დარჩნენ. შეებნენ ერთმანეთს, ხან ბულა იყო ქვემოდან და ხან სილუეტი ზემოდან. ბოლოს ბულამ თავში ჩასცხო ხანჯალი სილუეტს. სილუეტმა ხელი მოიქნია და გადააგდო ბულა. ბულამ თავი ვერ შეიკავა და იქვე დაგდებულ ხანჯალზე წამოეცვა....

ეს ამბავი ერთმა იმერელმა თავისი თვალით ნახა, რომელიც რაჭაში მიდიოდა 1 ურემი სიმინდით, რომ ლობიოზე გადაეცვალა... გავიდა დრო და ამ სოფელში ისევ დაიწყო ხალხმა ცხოვრება. სოფელს კი ტყიბულა დაარქვეს, სილუეტის (რომელმაც სოფლის თავმა ტყიური უწოდა) და ბულას ბრძოლის პატივსაცემად... დროთა განმავლობაში კი ტყიბულამ სახე იცვალა და ტყიბული გადაერქვა...

აი ასე დაერქვა ტყიბულს ტყიბული....

загрузить картинку в интернет

загрузить картинку в интернет

загрузить картинку в интернет
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Sep 29 2016, 19:49
პოსტი #18


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,447
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 29 2016, 20:04
პოსტი #19


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




წიგნი უნდა დაიწეროს აუცილებლად D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 29 2016, 20:44
პოსტი #20


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჯოლა

ხაშური და ვარძია არევია ბოვშს, დანარჩენი არაუშავს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბლექ-ხასან
პოსტი Sep 30 2016, 00:55
პოსტი #21


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,235
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე
მიდი ერთი წალკაზეც მოზღაპრე რა რამე. სულ მაინტერესებდა ვინ ოხერმა დააფუძნა იმ სკვარამში. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Sep 30 2016, 08:18
პოსტი #22


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 877
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე

შენ გაიხარე, კარგათ ვიხალისე. ველოდებით ისტორიას წალკაზე და სხვებზეც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Sep 30 2016, 08:54
პოსტი #23


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჩელე

საღოლ!!!

ბოლო აბზაცამდე ვერ მივხდი რომელ ქალაქზე იყო დაწერილი. კულმინაციამ გაასწორა და კიდევ ამან ,,კვამლისგან აცრემლებული ქალები თვალებს ისრესდნენ''.

D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 30 2016, 10:27
პოსტი #24


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,917
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ფარცხანაყანევზეც მაინტერესებს. მგონია რომ უცხოპლანეტელებთან უნდა იყოს სოფლის სახელი დაკავშირებული. ან რაღაც კოსმოსურთან თუ ამ გვართან D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Sep 30 2016, 11:13
პოსტი #25


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(chele @ 29th September 2016 - 20:13) *
ბულამ ხელი ჩაიყო ჩოხის უბეში და იქიდან პატარა ხმალი ამოიღო


ეს ის პირველი ნაწრთობი ხანჯალი იყო, რომელსაც შემდგომ "ბულატი" დაერქვა...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
თაზო
პოსტი Sep 30 2016, 11:54
პოსტი #26


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 832
რეგისტრ.: 27-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩელე
არა რა, რო ხარ ხარ რა)))) ერთი ბოლნისზეც მოზღაპრე რამე კაცურად და მაღარიჩი ჩემზეა))))))))))))) ochom-dagchipos.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 30 2016, 12:48
პოსტი #27


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus
ციტატა(Davitus @ 29th September 2016 - 21:44) *
ჯოლა

ხაშური და ვარძია არევია ბოვშს, დანარჩენი არაუშავს


გეგონოს, აბა კიი....

ბლექ-ხასან

წლაკაზე მაგარი ისტორიაა ძალიან, მაგრამ ჯერ საჩხერე დგას რიგში.


უიარაღო

ხომ არ მოგატყუებ და ფარცხანაყანებზე მე არაფერი ვიცი, მაგრამ გავიკითხავ იქნებ ვინმემ იცოდეს.

ნუკრიMax

ვაა ეგ ნაღდად არ ვიცოდი. უნდა გადავქექო ერთი იარაღის ისტორია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Sep 30 2016, 19:00
პოსტი #28


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 4,447
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



რიგითობას ნუ დავარღვევთ მეგობრებო მთელი საქრთველოს ქალაქებია განსახილველი, ხოდა დაველოდოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 4 2016, 18:01
პოსტი #29


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,679
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ ჯორდანო ბრუნოს დაწვავდნენ არსებობდა სახელმწიფო, რომლის შესახებაც არც ინკვიზიტორებმა იცოდნენ და არც ჯორდანო ბრუნომ. თუმცა, ჯორდანოს შეიძლება სცოდნოდა კიდეც ამ სახელმწიფოს შესახებ და არაფერს ამბობდა, ვინაიდან ჯერ ის ჰქონდა დასამტკიცებელი, რომ ბრუნავდა დედამიწა და მცდარი იყო ის აზრი, რომ ჩვენი მწვანე და ხასხასა დედამიწა სამ დიდ ვეშაპზე იდგა. მაგრამ ჯორდანო ბრუნო ისე ააგიზგიზეს კოცონზე, რომ ვერც ის დაამტკიცა დედამიწა ბრუნავდა და არც ამ სახელმწიფოზე დაუძრავს სიტყვა. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.
მე მინდა მოგითხროთ ამ სახელმწიფოში არსებულ ერთ პატარა სოფელზე, რომელიც დროთა განმავლობაში იქცა ბუმბერაზი კლასიკოსების და ოლიგარქების სავანედ. ეს პატარა სოფელი არაფრით გამოირჩეოდა სხვა სოფლებისგან. ჰქონდა ვაკე ადგილებიც და მადლიანი ტყეც. იყო ბევრი წყაროც და ამ წყაროებიდან გამოჟურული სხვადასხვა მდინარეები, დღესაც ავსებს შავი ზღვის აზვირთებულ ტალღებს. და ვინ იცის რას დაარქმევდნენ ამ ლამაზ სოფელს, რომ არა ერთი პატარა ამბავი.
როგორც ყველა სოფელს, ამ სოფელსაც ჰყავდა თავიკაცი, რომელსაც თავისთავად ჰყავდა ოჯახი. მოხუცებული მშობლები, მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც კი. მზე არ ამოვიდოდა ამ სოფელში ისე, რომ ამ თავიკაცს არ ელოცა და მშვიდობა არ შეეთხოვა სოფლისთვის. შემდეგ გომურისკენ გასწევდა, მოინახულებდა თავის ავლადიდებას, მოეფერებოდა ძროხებს, ჩამოწველიდა, ჩამოვარცხნიდა და მინდვრისკენ გარეკავდა, რომ ეძოვათ და საღამოს ცურგატიკნული დაბრუნებოდა სახლში. დღისით სხვა საქმეებით იყო გართული. ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული. იდგა და დღე და ღამე შრომობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ამ თავიკაცს, მოლხენაც ძალიან უყვარდა. ყოველი თვის ბოლოს შეკრებდა თავის სოფლელებს და ერთი კარგად მოულხენდნენ ხოლმე ქალიან-კაციანად. ცხოვრობდნენ ასე სიამტკბილობაში. დრო გადიოდა, ხალხი კი თანდათან ბერდებოდა.
ერთ დღესაც თავიკაცის ეზო-კარში კივილი გაისმა. მოცვივდნენ მეზობლები, ატყდა ალიაქოთი. ეგონათ მტერი შემოესია თავიკაცის სოფელს და ზოგი ნაჯახით გარბოდა, ზოგი თოხით, ზოგი ნამგალით და ზოგიც ისტე, ხელცარიელი. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. თავიკაცის მამა გარდაცვლილა.
მოვიდა გასვენების დღეც. მოზვერი წაუქცევიათ. ღვინო კასრებიდან გადმოაქვთ. იქით კვამლზე ფხალეული ითუთქება. აქეთ ქალები კიტრს და პომიდორს რეცხავენ. ბავშვები თავისთვის ერთობიან. მაგიდები იშლება. ხალხი ზოგი ჩრდილში დგას და ზოგიც მზის გულს ეფიცხება. დროდადრო ქალების ვაივიში ისმის. ზოგი რას იხსენებს და ზოგიც რას. ამბობენ მის კაიკაცობას. ჰყვებიან მის გმირობებს. ზოგი ჩუმად ქირქილებს კიდეც ამ ისტორიების მოსმენაზე. ჩიტები კი ჟღურტულებდნენ.
გამოასვენეს. ნელ-ნელა სასაფლაოს უახლოვდებოდა პროცესია. ზოგიერთს სიმთვრალე შეჰპარვია. ქალებს ვაივიშისთვის მოემატებინათ. უფრო ხმამაღლა და გაბედულად ტიროდნენ. აი მივიდნენ საფლავამდე. დაასვენეს საწყალი კაცი. გამომშვიდობების დროც დადგა. ჯერ ქალები დაემშვიდობნენ, შემდეგ ბავშვები. უცებ ერთი კაცი გამოეყო ხალხს და შეჰყვირა:
-ვააააააი შენ თავს უბედურს ჩემო ლონგილოოზ...
სად იყო და სად არა მოტირალ კაცს ქალი აედევნა
-მეიცა კაცო სა მიხვალ?
კაცი აგრძელებდა
-ვაააი შენ თავს უბედურს ჩემო ლონგილოოოზ...
-მეეეიცა კაცო რას შობი?-მიყვება ქალი შავი თავსაბურავის სწორებით
-ვააააი შე უბედუროოო ჩემო ძმაო ლონგილოოოზ, რად დამტიე მარტო?....
თანდათან სასახლეს უახლოვდებოდა მოტირალი კაცი.
-მეეეიცა კაცო სა ეჩხირები, გამოი აქით- იხტიბარს არ იტეხდა ქალი.
-ჩვენ ხომ ერთად უნდა წავსულიყავით იმ ქვეყანაზე ლონგილოოოზ- აგრძელებდა კაცი
-გამოი აქით კაცო რას შობი, სა ეჩხირები?-ხმას მოუმატა ქალმა
-აღარ მინდა სიცოცხლე ჩემო ლონგილოოოზ, შენთან ერთად მოვდივარ ძმაოოო- და დაემხო მოტირალი კაცი ლონგილოზს, რომელსაც თუ დააკვირდებოდით სიამოვნებისგან თითქოს ღიმილი მორეოდა სახეზე.
-გამოი აქით კაცო, სა ეჩხირები?- ქალმა თითქოს სცადა ხელი წაევლო ქმრისთვის და გამოეყვანა, მაგრამ მოტირალი კაცი უკვე სასახლეზე იყო დამხობილი და აღარ ინძრეოდა. სასახლის კიდეზე კი სისხლი წვეთავდა, რომელიც მომტირალი კაცის შუბლიდან არხეინად მოედინებოდა.
-სა ეჩხირებოდა?-იკითხა თავიკაცმა....

გამოხდა ხანი. ამ ორი კაცის მეგობრობამ, სიყვარულმა და თავგანწირვამ უფრო გაამთლიანა და სულიერად გააძლიერა ეს სოფელი. ყველას მაგალითად ჰყავდა ეს ორი მიწას მიბარებული კაცი. ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის სიყვარული და მეგობრობა დაემტკიცებინა. ბავშვები, რომლებიც მრავლად იყვნენ ამ სოფელში, ერთმანეთს ბაძავდნენ. თუ ერთ ბავშვი თამაშისას წაიქცეოდა, ყველა ბავშვი სიყვარულის და მეგობრობის დასამტკიცებლად ძირს ეცემოდა. თუ რომელიმე ადამიანი დააცემინებდა, სოფელში მთელი ღამე ცემინების ხმა ისმოდა ოჯახებიდან. თუ ერთი მოხუცებული მოკვდებოდა, უმალ ყველა მოხუცი იხოცებოდა. ის კი არა, საკმარისი იყო ერთ ძროხას დაებღავლა, რომ მაშინვე მთელი სოფლის ძროხები აბღავლდებოდნენ. თავიკაცი კი დადიოდა, ხელებს ასე შვრებოდა და თავისთვის კითხულობდა: სა ეჩხირები?....

მას მერე ამ სოფელს საჩხერია დაარქვეს...

фотохостинг бесплатный

фотохостинг бесплатно

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ახალციხელი
პოსტი Oct 4 2016, 19:13
პოსტი #30


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 877
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვხარხარებ ochom-dagchipos.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2019 - 23:51