ფოქსტერიერი vs იაგდტერიერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
ფოქსტერიერი vs იაგდტერიერი
ვიტო
პოსტი Sep 29 2009, 03:31
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბოლო დღეებში ცოტა განვინათლე, თუ რამეა შემისწორეთ..........

ეხლა აღმოვაჩინე..... თემები გადავიკითხე და იყო მოსაზრება, რომ სოროში შეშვებული ძაღლის ცოცხლად გამოსვლის შანსი არის 50/50-ზე,
თურმე რა ხდება....... newsmile05.gif ძირითადად სოროზე მუშაობენ ან მელაზე ან მაჩვზე და აქ ძალიან დიდი განმასხვავებელი ხაზია გასავლები...........

ამ პოსტში განვიხილავ მხოლოდ 2 ჯიშს, ფოქსიკებ და იაგდებს.

ფოქსტერიერი არის კონკრეტულად სოროსზე სამუსაოდ გამოყვანილი, იაგდი უფრო უნივერსალობისკენ იხრება, აგრესია ორივე ჯიშში გამოიხატება,
განსხვავება ისაა რომ ფოქსი გაწონასწორებულია, იაგდი ძალიან გაუწონასწორებელია, და ეხლა ვინმემ არ დაიწყოს ეგრე არ არის და გაზრდაზეა და
პატრონია ყველაფერში დამნაშავე ან დაგვარი სისულელეები, მშვენივრად იცით რომ ჯიშები თავისი ხასიათებით ხასიათდებიან, გენეტიკურია ეგ ყველაფერი
და მაგის შეცვლას რამდენი ხანი და როგორი სელექცია უნდა კი გეცოდინებათ, იაგი მაინც მინი ბე-ტე-ერ-ია.............

ხოდა საით მივდივარ, ისევ მაჩვზე, მელაზე და ჯიშის ხასიათებზე, სოროში მუშაობასაც დახვეწა უნდა, ძალიან სპეციფიური ნადირობის
პროფილია, არ გამოდის მეძებარივით გაიყვანო, მწყერი ანახო, ნაბული გააკეთებინო და მორჩა, რუსეთში მაგალითად ტერიერებს ჯერ
ბაზაზე ავარჯიშებენ და მერე გაყავთ რეალურ პირობებში, ისიც ხარისხიანების 20-40%-ს აქვს მაგის შანსი.

ისევ ავცდი თემას newsmile05.gif ორივე ჯიშს აქვს თავისი დამახასიათებლები, მელაზე შეიძლება ითქვას რომ უპრობლემოდ მუშაობენ ორივე, შედიან და აჩერებენ,
მერე თუ შანსია გამოყავთ თუ არადა პატრონი თხრის და გამოყავს მსხვერპლიც და ძაღლიც, მელა ისედაც არ იშენებს დიდ ლაბირინტებს, მაჩვი
არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ შემთხვევაში არის ზუსტად ჯიშების განსხვავებაზე აქცენტი, ვიცით რომ ორივე ძალიან აგრესიულია მაგრამ იაგდი
შედარებით გაუწონასწორებელი, ანუ შეიძლება "ზადნი" არ მისცეს და ამ დროს ხდება ხშირ შემთხვევაში ძაღლის დაკარგავა, ან თითონვე იგუდებიან,
ან მაჩვი იმხელა ჭრილობებს აყენებს რომ სოროშივე კვდებიან, ან კიდევ მაჩვს გუდავენ და უკან ვერ გამოდინ და ა.შ.

მთავარი პირობა მაჩვის ნადირობისას არის ის რომ ძაღლი უნდა შეუშვა მარტო და არა წყვილი, 2 ძაღლის შემთხვევაში წინა თუ არის შერკინებული და აგებს
უკან დასახევი გზა არ რჩება და ასეთი შემთხვევები რჩება ფატალურად. კიდევ ერთი პირობაა რომ ძაღლი ნამეტანი "ხვატკით" არ უნდა გამოირჩეოდეს, ანუ
უნდა ახასიათებდეს კბენა-გაშორება, ადგილზე რომც მიგუდოს მაინც ვერ გამოიყვანს 20-30კგ-ს, ბაზებზე შეჯიბრებების დროს საუკეთესოებს პრაქტიკოსი მონადირეები
არ ანიჭებენ უპირატესობას, ანუ პირველი ხარისხის დიპლომიანები რჩებიან სელექციის ფონდისთვის და ტყეში გაყავთ მესამე-მაქსიმუმ მეორე ხარისხიანები,
რაშია განსხვავება? პირველი ხარისხი ხელოვნურ სოროზე აკეტებს ყველაფერს თავისი მოგუდვიანად და სწორედ ეგ არ აწყობთ იმის გამო რაც ზევით ავღნიშნე,
ისეთ ძაღლს ანიჭებენ უპირატესობას რომელიც მაჩვს აწუხებს და უტოვებს განძრევის და გაქცევის(სოროდან ამოსვლის ან გასასვლელთან მიახლოების) საშუალებას.
მაჩვის სორო კი იცით რაც არის, 2-3 იარუსიანი და 100-ობით მეტრზე გადაჭიმული ხლართია, სიღრმეშიც 2 მეტრს აღწევს და რავარი გასათხრელია კი ხვდებიტ ალბათ.
სწორედ ამით გამოირჩევა ფოქსიკა რომ სწორად მუშაობს და იაგდისგან განსვავებით ნაკლებ თავის ტკივილს აჩენს...........

მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა ისახება ამ 2 ჯიშის შერჩევასთან დაკავშირებით, იაგდის შემთხვევა უფრო მარტივია, სავარაუდოდ 90% სანადირო ხაზით
გვხვდება, ფოქსის შემთხვევაში დიდი შანსია რომ დეკორატიული ხაზი ერიოს, ეხლა ვიმე თუ იტყვის სისხლი მაინც თავისას იზავსო და იმუშავებსო
მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ისევე როგორც დალმატინელზე ვერ ვიტყვი რომ ნადირობსთქო თუმცა ნაბულზე იყო გათვლილი ოდესღაც newsmile05.gif

ჩემი აზრია რომ თუ შესაბამის ხაზს იშოვით ფოქსიკას მიეძალეთ newsmile045.gif

გისმენთ ბატონებო...............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Maverick
პოსტი Sep 29 2009, 09:30
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,241
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ვიტო @ Sep 29 2009, 04:31 AM) *
განსხვავება ისაა რომ ფოქსი გაწონასწორებულია, იაგდი ძალიან გაუწონასწორებელია, და ეხლა ვინმემ არ დაიწყოს ეგრე არ არის და გაზრდაზეა და
პატრონია ყველაფერში დამნაშავე ან დაგვარი სისულელეები, მშვენივრად იცით რომ ჯიშები თავისი ხასიათებით ხასიათდებიან, გენეტიკურია ეგ ყველაფერი
და მაგის შეცვლას რამდენი ხანი და როგორი სელექცია უნდა კი გეცოდინებათ, იაგი მაინც მინი ბე-ტე-ერ-ია.............



ვერ დაგეთანხმები ვიტო, ყველაფერი მაინც გაზრდაზეა დამოკიდებული, რომ ძაღლის გენეტიკურად დადებითი თვისებები, გააქტურო და ჩვევაში გადავიდეს, ხოლო უარყოფითი თვისებები განუმუხტო და გადააჩვიო,

კიდევ არ გჯერა???? აბა ტარასა ნახე???? ის რომ შენთან გაზრდილიყო, შენი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, კალიუჩი პროვოლკას დაღეჭავდა? newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Sep 29 2009, 09:37
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ციტატა(Nikolo @ 29th September 2009 - 10:30 AM) *
კალიუჩი პროვოლკას დაღეჭავდა?

ტარასა არაფერ შვაშია,არც ვიტო,კურცჰაარია და რას იზამს,სისხლი მისას შვება newsmile019.gif newsmile015.gif
ბოდიში ოფისავის ,ხოდა ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო,მემგონი არაფრით არ ჩამომრჩება ფოქსი იაგს,უბრალოდ მიდგომა და სწორი გამოყენება უნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Sep 29 2009, 10:14
პოსტი #4


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



რუსეთში სოროზე სპეციალიზებულ მონადირეებს, ხშირ შემთხვევაში ყავთ--წყვილი, დედალ-მამალი, ძაღლი. სოროს აღმოჩენისას უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ჩუმად იპოვოს მეორე გასასვლელი, ხშირ შემთხვევაში მესამე და მეტიც, ამის მერე იკავებს ისეთ პოზიციას, თოფით რა თქმა უნდა, რომ ყველა გასასვლელს ხედავდეს შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ. სოროში უშვებს უფრო მსუბუქს--- ძუს, რომელიც უფრო თავისუფლად მოძრაობს სოროში და არ უჭირს ვიწრო ადგილებში. მელა, თუ ძაღლი ჩიხში არ მოიმწყვდევს, აუცილებლად გამოვა რომელიმე გასასვლელიდან, აი აქ კი მონადირე უნდა იყოს--ძალიან ყურადღებით, შეიძლება სოროდან ძაღლი გამოვიდეს. ძუ უფრო თავისუფლად ებრძვის ნადირს და ხშირად ამარცხებს(მაჩვი გაცილებით ძლიერია მელაზე) მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებს მის სოროდან გამოტანას, ანებებს თავს და გამოდის გარეთ, აქ კი საქმეში რთავენ უფრო დიდს და ღონიერ--ხვად ეგზემპლიარს. მონადირეს აუცილებლად უნდა ქონდეს: სასანგრე ნიჩაბი, არც თუ იშვიათად სორო შეიძლება ჩაინგრეს და ძაღლიც და ნადირიც მოხვდნენ ჩიხში. ამასთან ერთად აუცილებელია სპეციალური მედიკამენტები ჭრილობების დასამუშავებლად, მათ შორის ნემსი და ძაფი(სპეციალური რა თქმა უნდა) ღრმა ჭრილობების გასაკერად. ასე რომ საკმაოდ შრომატევადი და ძაღლისთვის რისკიანი ნადირობაა, გაითვალისწინეთ(თუ ვინმე აპირებს სოროზე მუშაობას) ძაღლები დაყავთ--ზურგჩანთით. ტერიერების გარდა საკმაოდ წარმატებული ჯიშია ტაქსა, განსაკუთრებით--უხეშბალნიანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 29 2009, 10:15
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



Maverick
ტარასა როგორ შევადარო, აფსოლიტურად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები არიან, ტარასას მივხედავდი
და ტერიერს როგორ უნდა გადააჩვიო სოროში "ხვატკიდან" გაშორება? მე ის ვთქვი რომ ტერიერს სიფრთხილეც თუ აქვს უკეთესია......

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 2 2009, 17:46
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



სოროში შესული ძაღლის გადარჩენის შანსი სულაც არაა 50/50-ზე.
მაშინ გამწყდარან სოროს ძაღლები და ეგაა...
რათქმაუნდა ხდება უბედური შემთხვევები, ძირითადად მაჩვზე ნადირობისას. ხანდახან ხდება გაუთვალისწინებელიც, უფრო ხშირად არ იცავენ უსაფრთხოების დაცვის ელემენტარულ წესებს...
ბუნებრივია, ყველა სორო სარისკოა, რადგან მიწისქვეშ რა მოხდება არავინ იცის და დახმარებაც შეიძლება დაგვიანდეს, მაგრამ სტატისტიკურად ძაღლის დაღუპვის ასეთი მაღალი პროცენტი არარეალურია.
---------------------------------------------------------------

ფოქსტერიერს გაწონასწორებულ ძაღლად მაინცადამაინც ვერ დავახასიათებდი.
მართლაც გაწონასწორებული ფსიქიკა აქვს ტაქსას, ხოლო ტერიერებიდან - ველშტერიერს (უელსურ ტერიერს).
ნადირის მიმართ სიავეს რაც შეეხება, იაგდი ზოგადად, ჯობნის ფოქსსაც და დანარჩენ სოროს ძაღლის ჯიშებსაც.

გაუწონასწორებელი იაგდების გამოჩენა არასწორი სელექციის შედეგია. ასეთი ტენდენციები გაჩნდა რუსეთში (შესაძლოა აღმ. ევროპის ქვეყნებშიც),
სადაც, ერთი ხანობა, მომშენებლები ისე გაიტაცა სელექციის გზით სიავის განვითარებამ რომ, უკვე უაზრო აგრესიის მქონე ძაღლები მიიღეს. ეს ძირითადად გამოიხატებოდა სხვა ძაღლებთან მუდმივ ჩხუბში და ნადირთან ბრმად დატაკებაში, რაც ხშირად ტრამვებით მთავრდებოდა.
ამან ჯიშს და მის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. არადა, იდეაში იაგდტერიერი მრავალმხრივი დანიშნულების ძაღლია და ხასიათის გაუწონასწორებლობა სწორედაც ვნებს მისი თვისებების სრულად გამოვლენას.
გერმანიაში ფსიქიკის გადახრების მქონე იაგდს საჯიშედ გამოყენების შანსი არ აქვს. სპეციალური გამოცდებით ამოწმებენ მისი ხასიათის სიჯანსაღეს, გაწვრთნილობას და არანაკლები სიმკაცრით მოეთხოვება დისციპლინირებულობა, ვიდრე მეძებრებს. დღესდღეობით, ასეთივე მიდგომები ანუ
სწორი შეხედულებები ამ ჯიშზე დამკვიდრდა ასევე რუსეთსა და უკრაინაშიც. უკვე აღარავის ჭირდება პრობლემატური ძაღლი.
ახალი თაობის იაგდტერიერები უფრო მშვიდები არიან, მათი შენახვა ადვილია, კარგად ეჩვევიან თავიანთ თანამოძმეებს, უკეთ ავლენენ თავიანთ უნივერსალურობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Oct 2 2009, 18:13
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



გეთანხმები newsmile027.gif . იაგტერიერებს, ეგერის ძაღლასაც ეძახიან. არა მგონია რთული ხასიათის ძაღლი ეგერს გამოადგეს. რაც შეეხება ფოქსტერიერს--მართლა ძალიან აზარტულია, თითქმის შეუძლებელია ამ ჯიშის ძაღლის გადაჩვევა--შინაურ ცხოველზე დევნას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 3 2009, 10:18
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ვიტო @ Sep 29 2009, 04:31 AM) *
მაგრამ კიდევ ერთი პრობლემა ისახება ამ 2 ჯიშის შერჩევასთან დაკავშირებით, იაგდის შემთხვევა უფრო მარტივია, სავარაუდოდ 90% სანადირო ხაზით
გვხვდება, ფოქსის შემთხვევაში დიდი შანსია რომ დეკორატიული ხაზი ერიოს, ეხლა ვიმე თუ იტყვის სისხლი მაინც თავისას იზავსო და იმუშავებსო
მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ისევე როგორც დალმატინელზე ვერ ვიტყვი რომ ნადირობსთქო თუმცა ნაბულზე იყო გათვლილი ოდესღაც newsmile05.gif

ჩემი აზრია რომ თუ შესაბამის ხაზს იშოვით ფოქსიკას მიეძალეთ newsmile045.gif

არასანადირო ხაზის იაგდტერიერი არც გამიგია და არც მინახავს.

დალმატინელი მდევრებს ენათესავება და მეძებარი არასდროს არ ყოფილა.

მონადირის არჩევანში, ფოქსტერიერის შანსი იაგდთან შედარებით, მინიმალურია.

QUOTE (mgm @ Sep 29 2009, 11:14 AM) *
ძუ უფრო თავისუფლად ებრძვის ნადირს და ხშირად ამარცხებს

ნადირთან ბრძოლაში ძუ უკეთესია?

QUOTE (ვიტო @ Sep 29 2009, 11:15 AM) *
და ტერიერს როგორ უნდა გადააჩვიო სოროში "ხვატკიდან" გაშორება?

ძაღლი ჩავლებით თუ მუშაობს, ვერ გადააჩვევ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი Oct 3 2009, 20:35
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ძალიან მომწონს ეს თემა კარგი ინფო მივიღე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Oct 4 2009, 10:56
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



დავაზუზტებ: სოროში ძუ ოფრო თავისუფლად მოძრაობს ხვადდთან შედარებით, განსაკუთრებით ვიწრო ადგილებში სადაც გაცილებით მოზრდილი ხვადი, ვერ ახერხებს---სწრაფ მანევრირებას. სოროში--ძაღლის და ნადირის შეტაკება ყოველთვის არ ხდება, ნადირი გაურბის მდევარს, ამ შემთხვევაშიც--მომცრო ძუს აქვს უპირატესობა და გაცილებით სწრაფად და აქტიურად უტევს ნადირს. საკმაო ფართობის პირობებში ან ღია ადგილზე ხვადს ძუ ვერანაირ კონკურეციას ვერ გაუწევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევანა90
პოსტი Oct 4 2009, 19:37
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე მგონია რომ იაგი უკეთესია ეგ ხო ფოქსტერიერისგან გამოიყვანეს და რატო იზამდნენ ამას თუ ფოქსი კარგად ასრულებდა თავის სათმეს? ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
mgm
პოსტი Oct 4 2009, 20:36
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 270
რეგისტრ.: 24-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



იაგი გამოყვანილია სხვა და სხვა ტერიერების შეჯვარებით და არა მარტო ფოქსტერიერის. ფოქსტერიერს ალბათ ჯობნის--უფრო გაწონასწორებული ხასიათით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 5 2009, 21:04
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



mgm
მაღალფეხება ტერიერი (ტაქსასგან განსხვავებით), ხოხვით ან თითქმის ჩაწოლილი გადაადგილდება სოროში.
რათქმაუნდა, მომცრო ტანის ძაღლი უფრო გაიმართება ტანში და შედეგად სწრაფად იმოძრავებს სოროში და ძუებიც ზოგადად ხვადებზე მცირე ზომისანი არიან.
დევნის სისწრაფე, ნადირობის შედეგიანობის ძირითადი განმსაზღვრელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა ძაღლი მუშაობს რთულ სოროში - ლაბირინთში (ასეთია მაჩვის ძველი სოროები) მელაზე, რომელიც მოძრაობს წრეებზე და გამოსვლას არ აპირებს. ამ შემთხვევაში ძაღლი რაც უფრო სწრაფად იმოძრავებს, მით უკეთესია. სწრაფი ძაღლი ახლოში მიყვება ნადირს, "კუდზე აზის" და გასაქანს არ აძლევს. საბოლოო ჯამში მელია იძულებულია სოროდან გამოვიდეს, რათა მდევარს თავი დააღწიოს. რუსული სანადირო პრესაში აღწერილია შემთხვევა, როცა მაგარი სიავის მქონე, მაგრამ საკმაოდ მსხვილმა ხვადმა ფოქსტერიერმა რამდენიმე საათი უშედეგოდ სდია მელას ასეთ სოროში და ვერაფერი მოუხერხა მხოლოდ იმიტომ, რომ გაბარიტების გამო საჭირო სისწრაფე ვერ განავითარა. მარტივ სოროში საქმე სხვაგვარადაა - მელია ან უნდა გამოვიდეს გარეთ ან თავი დაიცვას. მეორე შემთხვევაში ძაღლის სიავე წყვეტს ყველაფერს. ჩიხში გამაგრებულ მელას ან უნდა ჩაავლოს და გამოათრიოს ანდაც ბუნაგში შეუვარდეს, იქიდან გამოაძევოს და საბოლოოდ სოროდან გამოაგდოს. ასეთ შემთხვევაში, ძაღლი რომელიც არასაკმაოდ ავია, მაგრამ ამავე დროს აზარტულია და თავს არ ანებებს, შეიძლება საათების განმავლობაში სოროში იჯდეს უშედეგოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 5 2009, 22:33
პოსტი #14


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (ლევანა90 @ Oct 4 2009, 08:37 PM) *
მე მგონია რომ იაგი უკეთესია ეგ ხო ფოქსტერიერისგან გამოიყვანეს და რატო იზამდნენ ამას თუ ფოქსი კარგად ასრულებდა თავის სათმეს? ..

იაგდტერიერის გამოყვანამდე, ფოქსტერიერი გერმანიაში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ჯიში იყო.
თუმცა გერმანელი მონადირე-მომშენებლებისთვის პრობლემატური შეიქმნა ფოქსის, როგორც საგამოფენო მოდური ძაღლის დიდი პოპულარობა - თანდათან ლეკვების უმეტესი ნაწილი მოყვარულების ხელში ხვდებოდა. ანუ მათ დაინახეს ამ ჯიშის გადეკორატიულების საფრთხე და იმ აზრამდე მივიდნენ, ახალი ჯიში გამოეყვანათ, რომელიც დაცული იქნებოდა "საგამოფენო საფრთხისგან". ამიტომაც აქვს იაგდტერიერს, სადა, ნაკლებად თვალშისაცემი იერი და შეფერილობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Oct 5 2009, 23:04
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



QUOTE (mgm @ Oct 4 2009, 09:36 PM) *
იაგი გამოყვანილია სხვა და სხვა ტერიერების შეჯვარებით და არა მარტო ფოქსტერიერის.

ძირითადი ფესვები მაინც ფოქსტერიერისა აქვს.
პირველად შეურიეს ძველინგლისური ტერიერის სისხლი, რომელიც ანალოგიური შეფერილობით გამოირჩეოდა (სულ ორი დართვა).
მოგვიანებით შეურიეს ველშტერიერისა და ლეიკლენდტერიერის სისხლიც, თუმცა ამ დართვებმა, პირველისგან განსხვავებით არ გაამართლა და ლოგიკური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ მათ შთამომავლებს ფართოდ არ გამოიყენებდნენ ახალ ჯიშში.
სხვა ჯიშის მონაწილეობის შესახებ ოფიციალური ცნობები არაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 03:38