მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

88 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - ოჩოპინტრეს წევრობა!
ბესო
პოსტი Mar 31 2010, 12:40
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ!

1) სახელწოდება: არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”

2) ააიპ “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი შეიძლება იყოს:
3) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე, ფიზიკური პირი;

4) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ში წარმოადგენს “საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი “ოჩოპინტრე”-ს წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;

6) კლუბის წევრად მიღების შემდეგ წევრი ავსებს სპეციალურ ანკეტას, რომლის მიხედვითაც წევრს გადაეცემა კლუბის წევრის მოწმობა!

7) კლუბის წევრად მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს კლუბის გამგეობა. გამგეობას უფლება აქვს როგორ დააკმაყოფილოს, ასევე უარი უთხრას განმცხადებელს წევრად მიღებაზე. უარის დასაბუთება სავალდებულო არ არის;

8) კლუბის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს წევრობიდან გამგეობის წინაშე გაკეთებული განცხადების საფუძველზე;

9) კლუბის წევრის კლუბიდან გარიცხვა ხდება – კლუბის წესების, მიღების პირობების და წესდების დაუცველობის შემთხვევაში, ასევე კანონდარღვევის აღმოჩენისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც კლუბის მიზნებს და პრესტიჟს საფრთხეს უქმნის;

10) კლუბის უმაღლესი მმართველი ორგანოა წევრთა კრება;

11) კლუბის აღმასრულებელი ორგანოა კლუბის გამგეობა;

12) ნებისმიერ წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას ან აირჩიოს გამგეობის წევრი;

13) კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც კლუბის სახელით იქნება მოწყობილი;

14) კლუბის წევრს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით, რომელიც კლუბისთვის არის დაწესებული;

15) კლუბის წევრის მიერ წევრობისთვის შესატანი საწევრო არის თვეში 10 ლარი, ეს თანხა ხმარდება კლუბის განვითარებას, რეკლამირებას, საკლუბო ატრიბუტიკის დამზადებას, ნადირობის კულტურის განვითარებას, სანადირო მეძაღლეობის ხელშეწყობას, ფორუმისა და ვებ გვერდის განვითარებას და ა.შ;

16) კლუბის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არაკომერციულ – მსგავსი მიზნების მქონე იურიდიულ პირს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;

17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;

18) კლუბის წევრთა კრება უფლებამოსილია წევრთა 2/3-ის შეკრების შემთხვევაში;

19) კლუბის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით (50%+1);

20) კლუბის მმართველი ორგანო აირჩევა 1 წლის ვადით;

21) კლუბის წევრს გადაეცემა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მაღალი ხილვადობის კები კლუბის სიმბოლიკით;





1. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაიცვას და გაუფრთხილდეს ბუნებას. გააუმჯობესოს ფაუნის წარმომადგენელთა არსებობის პირობები მეცნიერულად დადასტურებული მეთოდებით, კერძოდ სანადირო აღკვეთილების შექმნის გზით.

2. მიზნის მისაღწევად კლუბი იხელმძღვანელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და არსებული წესდებით შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად:

ა) ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ბუნების დაცვის მიზნით;

ბ) კლუბის წევრებისათვის მოამზადოს ღონისძიებები ერთობლივი ნადირობის და თევზაობის მიმართულებით საქართვერლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ხელი შეუწყოს კლუბის წევრებში და გარეთ სპორტული ნადირობის და თევზაობის პროპაგანდას;

დ) ითანამშრომლოს აქტიურად მონადირე ძაღლების კლუბთან და კლუბთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მონადირე ძაღლების მოშენებასა, გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში;

ე) მოამზადოს ტრენინგები და სემინარები სანადირო მეურნეობების მენეჯმენტის მიმართულებით, ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას;

ვ) ითანამშრომლოს უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან გადაშენების პირას მყოფი ნადირი ფრინველის მოშენებასას და დაცვის მიმართულებით;

ზ) ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის ორგანოებს ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

- ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით!

კლუბის ყველა წევრი სარგებლობს, ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი - "ოჩოპინტრე"-ს წევრის ყველა პრიორიტეტით!


განაცხადი: გადმოწერა: http://forum.ochopintre.ge/sound/Ocho_A4_Col.rar



ანკეტებთან ერთად აუცილებელია, კლუბში მისაღები განმცხადებლის საპასპორტო სურათის ციფრული (ელეკტრონული) ვერსია, მინიმალური გარჩევადობით 640X480 რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Davitus[@]msn.com

კლუბის წევრობის მსურველებმა დაპოსტეთ ამ თემაში!

სხვა, თემასთან შეუსაბამო პოსტები, წაიშლება!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Forrest Gump
პოსტი Mar 31 2010, 17:46
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 215
რეგისტრ.: 24-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



ციტატა(Beso @ 31st March 2010 - 13:40) *
17) კლუბის წევრობისათვის აუცილებელია, რომ კლუბის წევრობის კანდიდატი დადიოდეს კლუბის მიერ მოწყობილ თევზაობებზე, ნადირობებზე და სხვა ღონისძიებებზე. უნდა გააცნოს კლუბის წევრებს თავი. უნდა ეთანხმებოდეს კლუბში მიღების წესებს, კლუბის მიზნებს და წესდებას;


აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად

უფრო კონკრეტულად თუ არის შესაძლებელი

რადგან

მე ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი ვარ

შაბათ-კვირაობით დაკავებული

ასევე კვირის შუა დღეებში მაქვს ხოლმე ლექციები

და მაინტერესებს რამდენად შევათავსებ ორივე საქმეს ერთდროულად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Mar 31 2010, 20:22
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაიხარე, სიტყვის კაცი ხარ ბესო, ერთი შეკითხვა კი მაქვს ამ პუნქტთან:
5) კლუბის წევრად მსურველის მიღება ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც 2 რეკომენდატორის თანხმობა ახლავს;
მე ჯერ მხოლოდ ბონეჰილს ვიცნობ კლუბის წევრებიდან და მე-2 რეკომენდატორი როგორ ვიპოვო? (გამიწიე რეკომენდაცია - არ გიმტყუნებ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 1 2010, 10:27
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Forrest Gump @ 31st March 2010 - 18:46) *
და მაინტერესებს რამდენად შევათავსებ ორივე საქმეს ერთდროულად


ყველა შეკრებაზე კი არა ალბათ ნახევარზე მეც ვერ დავდივარ newsmile05.gif ვის როგორ ცალია, მაგრამ შიგადაშიგ აუცილებელია, რომ გაგიცნოთ. ვინაიდან კლუბის 2 წევრის რეკომენდაცია არის საჭირო წევრობისთვის - მინიმუმ 2 წევრი ხომ უნდა გიცნობდეთ რომ თავის თავზე აიღონ რეკომენდაციის მოცემა newsmile05.gif

ციტატა(robiko @ 31st March 2010 - 21:22) *
მე ჯერ მხოლოდ ბონეჰილს ვიცნობ კლუბის წევრებიდან და მე-2 რეკომენდატორი როგორ ვიპოვო? (გამიწიე რეკომენდაცია - არ გიმტყუნებ


რობიკო,

თქვენ თევზაობთ ნადირობთ თუ ორივენიცა? newsmile05.gif თუ თევზაობთ - მაშინ მოვიდა სეზონი და დაიწყება ეხლა კლუბის გასვლები - შემოგვიერთდით და ცუდად თავს არ დაგამახსოვრებთ newsmile05.gif
თუ არ თევზაობთ - მაშინ იქნებ სტენდზე თეფშების სროლაში შემოგვიერთდეთ და ასე შემდეგ - გაცნობის მიზეზი ყოველთვის გამოინახება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Apr 1 2010, 10:58
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სიამოვნებით ჩავეწერებოდი იმ კაი ხალხის სიაში ვისაც ოჩოპინტრეს კლუბის წევრი ქვია. ამისათვის კი რაც საჭიროა მზად ვარ გავაკეთო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Apr 1 2010, 18:11
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მიგულეთ კლუბის პრეს-ატაშედ small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Apr 1 2010, 18:21
პოსტი #7


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს თემა მე მგონი რეკომენდაციების და მაღარიჩების თემა არ არის, კაცმა გარკვევით დაწერა, რომ აქ უნდა დაპოსტონ მსურველებმა, ვისაც კლუბში მიღების სურვილი აქვს, შეავსებენ განაცხადს და დაელოდებიან კლუბის გადაწყვეტილებას, თორემ აქ ცოტა ხანში ისეთი ამბავი აიწევა დედა შვილს არ აიყვანს...


ოფები წაიშალა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sekreta
პოსტი Apr 3 2010, 19:56
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე კითხვა მაქვს ძალიან მინდა გაწევრიანება და კითხვა მაქვს მე მექნება რაიმე იდეის გაჟღერების უფლება? რაც კლუბს სასიკეთოთ წაადგება?

გამიწიეთ რეკომენდაცია რა ძმურად
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Apr 3 2010, 20:03
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



sekreta

ციტატა(sekreta @ 3rd April 2010 - 20:56) *
მე მექნება რაიმე იდეის გაჟღერების უფლება?


იდეის გაჟღერების უფლება რავა არ გექნება კაცო, აქ კლუბის წევრობაზე აწერს ხალხი ხელს, მონობაზე კი არა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sekreta
პოსტი Apr 3 2010, 20:06
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაც შეიძლება მალე მინდა კლუბის წევრობა რა ძმურად დამეხმარეთ


ჩემი სკაიპია gio.sporcmenia1 შემეხმიენეთ რა ძალიან გთხოვთ ვთხოვ ადმინისტრაციას და გამგეობას რა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მატო
პოსტი Apr 3 2010, 20:07
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 112
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდები კლუბში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Apr 3 2010, 20:38
პოსტი #12


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბიჭებო მოგმართავთ ყველას,ვისაც კლუბში გაწევრიანება გინდათ.და განსაკუთრებით sekreta -ს

მეგობარო მესმის რო რაც შეიძლება მალე გინდა კლუბში გაწევრიანება(როგორც ამბობ იდეის გაჟღერების უფლება გინდა).მაგრამ ეს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბია და გაგვიხარდება თუ ჩვენ კლუბში გაწევრიანდება ისეთი ადამიანი ვისაც ბუნებისკენ მიუწევს გული და ზრუნავს ბუნების გადარჩენაზე.
დავიწყებ იმით რო იდეის გაჟღერებას კლუბის წევრობა არ სჭირდება.
მეორეც კლუბში ხალხის სიმრავლე არ არის ჩვენი მიზანი.კლუბის წევრი რო გახდე ამისთვის საჭიროა იარო საერთო გასვლებზე.როგორც მინიმუმ ხო უნდა გავიცნოთ ერთმანეთი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Apr 3 2010, 20:55
პოსტი #13


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



sekreta
აქ მონადირეთა კლუბია და ერთმანეთს რო არ ვიცნობდეთ და არ ვიცოდეთ ვინ ვინაა არ ვივლიდით ერთობლივ ნადირობებზე .
როგორც გოგამ თქვა კლუბის მიზანი არაა ბევრი ხალხის მოგროვება,ასე რომ იარე გასვლებზე ან ლოთობებზე მაინც რო ხალხმა გაგიცნოს და მერე რეკომენდატორი სახვეწარი არ გექნება .და ესე გაუცნობლად 20-მა კაცმაც რომ მოგცეს რეკომენდაცია არ მიგიღებთ კლუბში.
ასე რომ ყველას მივმართავ ვისაც კლუბში უნდა იარეთ გასვლებზე იაქტიურეთ და ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 6 2010, 11:44
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



geojorjika
შუკა
თენგო

რაც შეგეხებათ თქვენ ბატონებო!

კლუბის წევრების უმეტესეობა გიცნობთ, რეკომენდატორებიც გყავთ.
შესაბამისად ჩამოწერეთ განაცხადი, ამობეჭდეთ შეავსეთ და მოგვაწოდეთ.



Forrest Gump
robiko
MIMINO
(dila)adriano
sekreta
მატო
gurika

თქვენ ბატონებო,

ცადეთ, რომ უახლოესი გასვლები არ გამოტოვით - იწყება თევზაობის და ლუდის სეზონი - ასე, რომ პირველ პოსტში ჩამოთვლილი პირობები ყველა უნდა შესრულდეს. როგორც აქამდე აღნიშნეს ოჩოპინტრელმა ლომებმა - ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე!!!

ციტატა(sekreta @ 3rd April 2010 - 21:52) *
წესით ბიჭებო ბესომ უნდა მომცეს რეკომენდაცია რა


ჩვენს ფორუმელ სეკრეტას მე ვიცნობ PM-ებით.
ადამიანი მოწადინებულია, რომ კლუბისთვის იღვაწოს, მაგრამ PM-ები არ არის კლუბის წევრობის პირობებში შესული - მეგობარო - თვალ-ყური ადევნე გასვლებს და შემოგვიერთდი, კლუბმა უნდა გაგიცნოს! - ამის შემდეგ მოხდება ყველა საჭირო პროცედურის გავლა და კლუბის თანხმობის შემთხვევაში - კლუბის წევრად მიღებაც!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Apr 6 2010, 15:20
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Forrest Gump @ Apr 6 2010, 12:49) *
ლუდი კაია

აი თევზაობა ... newsmile035.gif


ნუ თუ თევზაობა თქვენი პროფილი არ არის, მაშინ ლუდზე შემოგვიერთდით - ასევე გვეგმავთ გამწვანების აქციას - მოგზაურობას საქართVელოს კუთხეებში - მოკლედ კლუბის მიერ მოწყობილ ნებისმიერ შეკრებაზე ველით ფორუმის წევრებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

88 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th June 2020 - 06:17