IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
გუწუს გადასახლება აღმოსავლეთში, საქართველოს მეთევზეთა კლუბი
ჭალიმგელა
პოსტი Jun 20 2016, 09:41
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მეგობრებო ჩვენი მეგობარი კლუბის ინიციატივით იგეგმება გუწუს (Tinca tinca) გადმოახლება აღმოსავლეთში

უფრო დეტალურად გთავაზობთ შოთა კვარაცხელიას პოსტს.


upload foto

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად

შოთა კვარაცხელია
მეგობრებო, გავაკეთოდ საერთო ძალებით კეთილი საქმე!
კლუბის აქცია - დიდი გადასახლება -
აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში იქტიოფაუნის გამდიდრების მიზნით «საქართველოს მეთევზეთა კლუბი», გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეფობით (პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში), განახორციელებს დასავლეთ საქართველოს წყალსატევებიდან - გუწუს (Tinca tinca) გადმოსახლებას, შემდგომი გამრავლება-განსახლებისთვის.
თევზი ჯერ განთავსდება რამოდენიმე კერძო ტბორში (უკეთ დაცვისთვის) და შემდგომ განსახლდება სხვა (ველურ) წყალსატევებში.
კლუბს გააჩნია ჭერისთვისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხელსაწყოები, სატრანსპორტო საშუალება და ადამიანური რესურსი.
დაგეგმილი აქციის განსახორციელებლად საჭიროა 400 ლარის აკუმულირება საექსპედიციო ხარჯებისთვის.
ასე რომ მეგობრებო - მეცენატებო და თევზაობის მოყვარულნო, მივიღოთ მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში!
ანგარიშის ნომერია 393373468 eMoney
გადმოსახლების პროცესს და შედეგებს გამოვაქვეყნებთ კლუბის Facebook გვერდზე.
როგორ შევავსო eMoney ანგარიში OSMP სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით?
eMoney ანგარიშის შესავსებად აირჩიეთ კატეგორია ”ინტერნეტი” და დააჭირეთ eMoney ლოგოს. მიუთითეთ თქვენი eMoney ანგარიშის ნომერი და დაელოდეთ ინფორმაციის დამუშავებას. ღილაკზე ”შემდეგ” დაჭერით დაადასტურეთ თქვენი მონაცემები, შეიტანეთ თქვენთვის სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს ”გადახდა”.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 23:51