შამაია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая
ნოსო
პოსტი May 16 2009, 12:03
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



სიგრძე__39სმ. წონა__0.6კგ.



არის ადგილობრივი და მასვლელი ფორმაც.

ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით,ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს ლიფსიტას.

ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, იორი, კინტრიში, მაშავერა, მტკვარი, ნატანები, პალიასტომის ტბა,
რიონი, სუფსა, სიონის წყალსაცავი, ჭოროხი, ხრამი, ჯანდარის ტბა.

ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : თეთრი ჭია, წიტელი ჭია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NNN-504
პოსტი Apr 13 2010, 02:07
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 9-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tiflis



თრისა,შამაია(ელავი)-chalcalburnus chalcoides
ა ღ წ ე რ ა .ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი13-17. გვერდის ხაზში 57-74 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები ხშირი, გრძელი 22-23, მალები 43-45. მუცელი მუცლის ფარფლების უკან შეტყლეჟილია გვერდებიდან წიბოს წარმოქმნით, წიბო ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია.სხეულის უდიდესი სიმაღლე აღწევს სიგრძის 21-28%-მდე. ზურგი მუქი-მომწვანო, ქერცლი მოვერცხლისფერო. სიგრძე 39სმ-მდე, წონა 600 გ-მდე. ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები.
მ ო ნ ა თ ე ს ა ვ ე ფ ო რ მ ა. ბათუმის თრისა, შამაია-chalcalburnus chalcoides derjugini ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.
გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა.საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში, სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდინარე იორში. ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში ალაზანში,იორში, Gვხდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში. ძირითადად ბინადრობს კასპიის ზღვაში, გვხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან.
ბ ი ო ლ ო გ ი ა.არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხდება ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გასამრავლებლად ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, ალაზანში,იორში და სხვ.იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში.ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54,7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი 1,33-1,94 მმ-მდეა/
ს ა მ ე უ რ ნ ე ო მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდ რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ.ხრამში მოიპოვა 55,3 ცენტნერი, მდ მტკვარში 1959-60 წლებში 24,9 ცენტნერი, ალაზანში 16,9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით.
საქართველოს მტკნარი წყლის თევზები. 1970წ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქევხო
პოსტი Apr 13 2010, 09:18
პოსტი #3


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 181
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ასეთები და უფრო დიდები იჭირება ალაზანზე, ეს აგვისტოშია დაჭერილი ფსკერული მეთოდით წითელ ჭიაზე

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი Jul 17 2010, 19:44
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



თბილისში
პატარა და დიდი ზღვების შესართავთან
ადგილს
სადაც წყლის სიღრმე 4 მეტრამდეა
მეშამაიეთა კონცხი ქვია

მეთევზეთა ამქარში მეშამაიები ცალკე კასტაა
მათ ფსიქიკურ ჯანმთელობაში ზოგჯერ ეჭვიც კი მეპაპრება newsmile041.gif newsmile01.gif
მათი ფსიქიკა ხომ ძირფესვიანად განსხვავდება მეკობრეებისაგან newsmile05.gif
რომლებიც დონკას გადაუშვებენ წყალკში
თავად კი
ხის ან მანქანის ჩრდილში წამოწოლილები
ნეტარებით ელოდებიან საზანს ან რომელიმე სხვა ძროხას newsmile01.gif

მეშამაიები კი ანკესით ხელში თვალს არ აშორებენ ტივტივას
მთელი თავიანთი არსებით თევზაობენ
ვინ მოთვლის რამდენჯერ გვინახავს
პაპანაქება ორმოცგრადუსიან სიცხეში
როგორ დგანან ეს თევზაობას შეწირული ადამიანები
და ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს იჭერენ

ასე იყო იმ დღესაც
შეასართავის მოპირდაპირე მხარეს სოსო49 -ის მინიბუსი იდგა
ალბათ ლოქოზე თევზაობდნენ
ქალაქის მხარეს კი ათამდე ცეცხლგამძლე მეშამაიე ვიდექით
სწორედ იმ დღეს შემეპარა ეჭვი მათ ფსიქიკურ მდგომარეობაში newsmile090.gif
შუადღის 2 საათი იქნებოდა
ისე ცხელოდა რომ
იქვე პლიაჟზე მოზაგრავე ნაშებიც კი გაიკრიფნენ
მეკარასეებმა ანკესები დაყარეს
მხოლოდ მეშამაიები დარჩნენ ცხრა ძმა ხერხეულიძესავით
თან თევზი საერთოდ არ მოდიოდა

იქ
ორი ზღვის შესართავთან
არის ადგილი
რომელსაც მგონი ოფიციალური პატრონი ყავს newsmile090.gif
რამდენჯერაც წავუშამაიე - იმდენი იქ დამხვდა
ქოლგის ქვეშ
იგი მუდამ ერთიდაიგივე ადგილზე ზის
ძალიან სერიოზული სახით თევზაობს
მეთევზეთა მეზღაპრეობაში არასოდეს ერთვება
როდესაც ვეუბნები დანა ხომ არ გაქვს მეთქი
მოკლედ მპასუხობს:
"აიღე" newsmile041.gif
ის მუდამ ყველაზე მეტს იჭერს
და ზალიან ბრაზობს როდესაც სხვას უფრო უმართლებს
იმ დღესაც იჯდა იმ პაპანაქებაში ბრაზიან - სერიოზული სახით
და მოხარშულ ტვინში newsmile090.gif შამაიის უხა უთუხთუხებდა newsmile027.gif
მე სიცხეს ვერ გავუძელი და ბრატ ჯიმშერთან ერთად ტყეს შევაფარე თავი
ეს ჯიმშერი პრიკუპში მოგვყვა
წარმოდგენა არ ქონდა ანკესზე და მითუმეტეს შამაიაზე
ნაპირთან იჯდა და ჩვენს ვაივაგლახზე კაიფობდა
ჰოდა მე და ჯმშერი ჩრდილში მოვკალათდით
თითო ჭიქა ჩავარტყით
პაპიროსი გავაბოლეთ newsmile041.gif
და ფილოსოფიურ წიაღსვლებს ვანდეთ ფიქრები
ვისაუბრეთ შამაიზე
როგორ შემოდის კასპიის ზღვიდან
მოუყვება აზერბაიჯანულ მტკვარს
შედის მინგეჩაურის წყალსაცავში
იქიდან შედის იორში
ჯერ ტარიბანას წყალსაცავი
მერე იორის დამბაზე ახოხება
იქიდან არხში
და არხიდან საბოლოოდ თბილისის ზღვაში

ეს რომ ჯიმშერმა მოისმინა
მიპასუხა:
თევზმა რომელმაც ამოდენა გზა და დაბრკოლებები გადალახა თქვენს ზღვაში დასასახლებლად
როგორ უნდა დაიჭირო და დააგდო ცხელ ტაფაზეო
ეგეთი ვართო ქართველები
მეგობრისგან მტერს ვერ ვარჩევთო newsmile035.gif
ბოლოს მითხრა:
ჩავიდეთ ერთი ვითევზავებ
უნდა გავიგო რა მუღამს უჭერთ პაპანაქებაში დგომასო
გაწყობილი ანკესი გადავეცით და შეძლებისდაგვარად ავუხსენით კოჭის ხმარების წესები
ქოლგისქვეშა მეშამაიემაც გაიცინა
მერე ათი მეტრით გავიწიეთ newsmile035.gif
და ჯიმშერმა ტივტივიანი სატყუარა პირდაპირ იქ ჩააგდო
სადაც ბრაზიანი მეშამაიეს "პაპლაოკი" განისვენებდა
წუთიც არ იყო გასული რომ
ჯიმშერმა ჯოხიანად უკან სვლა იწყო
თან ყვიროდა:
დამეხმარეთ რაღაც დავიჭირეო
მერე კოჭაც დაატრიალა და პირველად შეახო ხელი შამაიას
ყველამ ერთხმად აღნიშნა
რომ კიდევ ერთხელ გამართლდა გამოთქმა:
ახალბედებს უმართლებთო
ამ ჟრიამულს არ გამოხმაურებია ქოლგისქვეშა მეშამაიე
სერიოზული სახით ნელნელა აკრიფა გუდანაბადი და
იმის შემდეგ იქ ისარც მინახავს ashh.gif

მეშამაიებო ყველა ქვეყნისა შეერთდით
თქვენ ნამდვილი მეთევზეები ხართ small3d018.gif
და ყველა ნამდვილი მეთევზესავით ცოტას უბერავთ newsmile015.gif newsmile035.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 1 2010, 13:38
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ოოოოოოოოოო, დადგა შამაიის ჯერიც, სამწუხაროდ ჩემი პრაქტიკა მხოლოდ სიონის წყალსაცავით შემოიფარგლება,
ანუ იმ წყალსატევით სადაც გამიზნულად ამ თევზზე დავბდივარ, ხშირი შემთხვევები მქონია მდინარეებზე ამ თევზის
"თანჭერის"(როდესაც სხვა თევზზე წასულს შამაია დამიჭერია) თუმცა ეგ არ ითვლება newsmile05.gif

იმისათვის რომ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, პირველ რიგში მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო სიონის წყალსაცავს
და იმ გარემოებებს რაც მაიძულებს ამ თევზზე გასვლებს.
1. მონატრებული ბუნება.
2. ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილე.
3. თევზაობის ჟინი
4. თევზის გასტრონომიული ფასეულობები.
5. სუფთა სპორტული ინტერესი
და ა.შ. ეს სია დამიჯერეთ ძალიან დიდი ნუმერაციით დასრულდება

ნამდვილად არ შემიძლია ამ თევზს და მის ჭერას რაიმე ნაკლი გამოვნახო, ძალიან საინტერესოა თავისი მეთოდებით, ჯოხის
აღკაზმულობით, უიღბლო მეთოდის გამოყენების შემდეგ საუკეთესო გამოსავლის ძიებით........ ამას შეგვიძლია დავამატოთ
მისი სიყვარული ნამდვილი გურმანების თვალით (~ამაზე ცოტა მოგვიანებიოთ)

პირველად შამაიას ვეზიარე ჩელეს დახმარებით, უფრო სწორედ მის წარმატებულ ჭერას,დაახლოებით 8-10 წლის წინ, მანამდეც ვიყავი
სიონზე ნამყოფი თუმცა მაშინ ბნელი დრო იყო, არც ინტერნეტი, არც საჭირო სტატიები, ინფორმაციის ვაკუუმი, მეთევზეები მალავდნენ
ჭერის ტექნიკას (ეს მართლა მახსოვს) და მოკლედ ბევრი "პუსტა"გასვლები. ერთხელაც ვართ თიანეთში მე და ჩელე ბატონი მის
სამამაპაპისეულო სამფლობელოში და გადავწყვიტეთ სათევზაოდ წასვლა სიონზე, თან მახლავს ჩემი კარავი რომელიც რამოდენიმე დღით ადრე
მეგობრებმა მაჩუქეს გამომდინარე იქიდან რომ ველური ვიყავი და ტყეში ცხოვრება მერჩივნა - ხოოოოოდა რაღა გვედგა წინ,
მივეურეთ წყალსატევის შესართავთან თუ სწორედ მახსოვს გზიდან გადავუხვიეთ, სოფელს "ალოტი" ერქვა, გადავიარეთ 9 მთა, დავბანაკდით
და დილამდე ისე დავილხინეთ თევზის ჭერითაც და გატარებული დროითაც რომ დღემდე "კინოსავით" მასოვს newsmile05.gif აი სწორედ ეს არის
სიონზე წასვლა სათევზაოდ, კომბინირებული სიამოვნება...

რადგან ჩემი სიბრძნეები ეხება მხოლოდ სიონის წყალსაცავს, ნამდვილად არ ვქადაგებ იმ აზრს, რომ ყველგან, იგივე მეთოდებით შეძლებთ თუნდაც მიახლოებული შედეგების მიღწევას newsmile05.gif სანამ დავიწყებ თევჭერის მეთოდებზე წერას მინდა რამოდენიმე სიტყვით აგიხსნათ სიონის სიტუაცია რასაც მე ვაკვირდები რამოდენიმე წელია, 10-12 წლის წინ ეს ტბა და მისის წყლის დონე მახსოვს თითქმის უცვლელი, მაგრამ დროის გასვლის შემდგომ აღმოჩნდა რომ ტბა აპარებდა წყალს დამბის მიდამოებში, ანუ წყალი გადიოდა სადღაც სოფელში ამ არანაირი სადრენაჟო სისტემის არსებობის დროს, პირველ ტექნიკურ სამუშაოებს შევესწარი 2005-2006 წლებში, როდესაც ბნელი დრო გადალახული იყო, თუმცა ამანაც თავისი პრობლემები გამოიწვია, ანუ წყლის დონე გახდა დასაწევი რომ არხებში თხევადი ცემენტი შეეშვათ. ამ პერიოდში წყლის დონე დაიწია ისეთ უსასრულობამდე რომ ტბის მაგივრად ვხედავდი გასაწყლოებულ მდინარეს, რამაც ბრაკონიერებს მისცა ჯიბის გასქელების საშუალება. თევზს იჭერდნენ ხელით, "დუბინკებით", ბადეებით, ელექტროაპარატებით და ყველა იმ მეთოდებით რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ან ვერ წარმოიდგინოს დალაგებული ადამიანის გონებამ. ამის შემდეგ რამოდენიმე წელი მე სიონზე თევზი არ დამიჭერია, უფრო სწორედ რომ ვთქვა საკადრისი ზომის შამაია ნამდვილად ძალიან დიდი იშვიათობა გახდა. წყალმა აიწია, ბრაკებს ხელი მოეცარათ და ბოლო 2 წელია დიიიიდ პროგრესს ვხედავ შამაიის ზომების ზრდასთან დაკავშირებით, მოკლედ გადავიდეთ პრაქტიკაზე...

როგორ იჭირება:არანაირად არ გაგიკვირდეთ რომ შამაია მოვიდეს ნებისმიერ აღკაზმულობაზე, ეს გამოწვეულია იმით, რომ სიონზე საკვები არეალი, დასამალი ადგილები, და გაბალახებული ყურეები თითქმის არ არსებობს, ტბა ხელოვნურია, უბრალოდ გამოთხრილია აუზი და შიგნით არის ჩაშვებული წყალი, მაშასადამე საკვებ პროდუქტებზე არის სერიოზული კონკურენცია, შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად ყველა თევზი გარდა ფსკერულისა"(საზანი)შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ გაწყობილობაზე, მაგრამ, არსებობს დიიიიიიდი "მაგრამ", ეს არის შამაიის ცხოველური მისწრაფება ნებისმიერ საკვებ პროდუქტზე newsmile05.gifსახეობა არის "მოხეტიალე", დადიან დიიიიიიდ ჯგუფებად და მისი მოგზაურობის არეალზე დაჯდომის შემთხვევაში უფრო დიიიიიიდ შედეგებს უნდა ელოდოთ.ხშირად ყოფილა როდესაც მითევზავია გარკვეულ მონაკვეთში და მეზობელთან საერთოდ არ ჩაურტყავს, ჩემი აზრით ეს მეტყველებს იმაზე რომ ჯგუფები ძალიან მჭიდროთ მოძრაობენ და გარკვეულ ზღვრებს არ ცილდებიან, მთავარია ვიპოვოთ შესაბამისი წერტილი და სიშორე. მაგალითად ხანდახან ტალღების შემთხვევაში ნაპირიდან რამოდენიმე მეტრში იქმნება "ობლაკა მუწი" newsmile035.gif ხოოოოოოოოდა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად მაგ ზოლზე ხდება ხოლმე ყველაზე ინტენსიური ჩარტყმები.

ტივტივა: რატომ ვიწყებ ტივტივათი? იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ ე.წ. ვანკა არის ყველაზე ოპტიმალური ტივტივა რომელიც შეიძლება შამაიის დასაჭერად გამოვიყენოთ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მცდარი აზრი, და მე თუ მკითხავთ "ვანკა" არის ყველაზე უინტერსო ტივტივა რომელიც მოუგონია ადამიანთა მოდგმას, ჩემი არჩევანია ვაგლერი ტესტით 5-15 გრ., რადგან დიიიიდ დისტანციებზე გატყორცნის საშუალებას გვაძლევს, და როგორც წესი შამაია იქ არის სადაც შორიაnewsmile05.gifარავითარი სიმძიმე, ლიდერიუნდა ლავირებდეს სულ რაღაც 30-70 სმ, მაქსიმუმ ვამაგრებ საფანტს 2-3 ცალს და ძალიან მჩატეებს, ისიც იშვიათად , რომ ზედაპირზეთევზის არ აქტიურობის შემთხვევაში სატყუარა ოდნავ დაბლა ჩავიტანო.
ჯოხი: ისევ და ისევ Match-ი ტესტით 5-20 გრ. საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.
სატყუარა: მე გირჩევდით ბუზის მატლს(თეთრი ჭია), თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ნაკელის ჭიაზე უჭირს, უბრალოდ ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ
წითელზე მოსულიყო და თეთრზე რეაქცია არ ყოფილიყო, იმის თქმა მინდა რომ თეთრი უფრო უნივერსალურია და შედარებით უღალატო, თუმცა საბოლოო ავკარგიანობაზე მაინც ადგილზე მისვლისას გაიგებთ.

სახლამდე რომ არ გაგიფუჭდეთ: სასურველია თან გქონდეთ წყალგაუმტარი სატევარი, რომელშიც ჩაასხავთ 2-3 ლიტრ წყალს და ჩაყრით დაახლოებით ნახევარ კოლოფ ქვა მარილოს. გამომდინარე იქიდან რომ შამაია მალე კვდება და შესაბამისად მალე ფუჭდება სასურველია ესეთ ხსნარში ჩააგდოთ თევზი დაჭერითანავე, დარწმუნებული ვარ სახლამდე საღსალამათებს მიიყვანთ newsmile05.gif

შამაიის დამარილება: შამაია ძალიან ცხიმიანი თევზია, ასე რომ მისი დაგემოვნება იგივენაირად გემრიელია როგორც გამომშრალის ისევე შემწვარის. აიღეთ ჯამი, ქვაბი ან დაჭერილი თევზის შესაბამისი სათავსო, ჩაალაგეთ თევზი ფენებათ და ფენებს შირის დააყარეთ ბეეეევრი მარილი, როდესაც ამოწურავთ რეზერვებს, დაასხით ცოტა წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით ტენიან ადგილზე 5-7 დღის მანძილზე, ამოიღეთ თევზი,
წამოაცვით თოკზე ან რაიმე საკიდზე და გამოკიდეთ განიავებად ადგილზე 3-4 დღით, სასურველია გამოკიდოთ "მარლის" ნაჭერშემოხვეულში. თევზი მზადაა.
შეწწვა: გამოშიგნეთ, კარგად გადარეცხეთ, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთში, მის სიმსუყეობაზე ეჭვები აღარ შეგეპარებათ newsmile05.gif

გისურვებთ წარმატებულ თევზაობას newsmile05.gif

შეაფასეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 1 2010, 17:45
პოსტი #6


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიტო


kiss.gif ოქრო ხარ ოქრო!!!

კარგი ხარ რა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 3 2010, 21:38
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ეგ არის... რაც უწერია - ზუსტად მასე ხდება უკვე ბოლო 3 თევზაობა, რაც თავდივარ სიონზე შამაიაზე....

ჩემგან დავამატებდი, რომ შამაია წლის ჰიტი 2010-ია newsmile05.gif newsmile05.gif 3-ჯერ ვიყავი უკვე და ყველა მსვლა უფრო და უფრო შედეგიანია... ეხლაც იქედან მოვდივარ მშვენიერი შედეგენით... რეპორტს დავდებ შესაბამის თემაში....

ხოდა კიდე:

* Вид ШЕМАЯ занесён в Красную Книгу России
* Вид ШЕМАЯ занесён в международную Красную Книгу

ეს ვერ გავიგე.... განსაკუთრებით მეორე წინადადება..

http://www.floranimal.ru/pages/animal/sh/3535.html

ამასთანავე:

Название «шемая» этот вид получил от слова «шах-май», что означает по-персидски «царская рыба»

იმავე რესურსიდან....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 6 2010, 13:28
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



გიორგი
და რა ვერ გაიგე? რუსეთის წითელ ნუსხაში რომ არის შეტანილი თუ საერთაშორისოში,
საერთაშორისო არ ნიშნავს რომ ჩვენთან ჭირდეს + არც იმას ნიშნავს რომ არ უნდა
დაიჭირო, წითელ ნუსხაში არიან შეტანილი ის სახეწობები რომელთამ არსებობაც კრიზისის
ცენზით განიხილება, ხოდა ანკესისდთ ჭერას ეგ არ ეხება, მთავარია გდი-მ ის ბადეები ამოიღოს
სიონიდან რომლებიც უკლე 2-3 თვეა დევს ერთ ადგილზე და პატრონის გარდა მომკითხავი არ ყავს
+ მდინარეების ბრაკები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Caldera
პოსტი Aug 5 2011, 14:08
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლამაი და ამავდროულად გემრიელი თევზია მაგრამ მტკვარზე რეტკია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2019 - 04:08