FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე
gagrinski
პოსტი Oct 15 2014, 12:20
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ვფიქრობ საინტერესო იქნება ბევრისთვის ამ წესების გაცნობა, ეტაპობრივად დავამატებ

FCI–ის წესები კუნძულელი მეძებრებისთვის ფილდ ტრაილის შეჯიბრზე
მუხლი 1
შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ სუფთა ჯიშის ძაღლები რომლებიც არიან FCI–ის მიერ აღიარებულ საგვარეულო წიგნში ჩაწერილი ან მასთან არსებულ (მიმაგრებულ) დოკუმენტში.
მუხლი 2
C.A.C.I.T.)–ის რანგის შეჯიბრზე დაიშვებიან ძაღლები რომლებიც პირველ სტატიაში დასახელებულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. თუკი სავარგული არ იძლევა საშუალებას, მაშინ შეჯიბრზე შესაძლოა შეიზღუდოს მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სოლო შეჯიბრია თუ წყვილებში, მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15–ზე ნაკლები.
მუხლი 3
ნამდვილი წესები მოითხოვს განსკაუთრებული სიმკაცრით იყოს დაცული შემდეგ პუნქტებში:
ა) თუ შეჯიბრი ტარდება რამდენიმე ჯგუფში, ძაღლების განაწილება ჯგუფებში ხდება ორგანიზატორების მიერ, ამასთან ერთ გამომყვანს უფლება აქვს გამოიყვანოს ძაღლები არაუმეტეს 2 ჯგუფში.
ბ) ძუები რომლებსაც აქვთ მძუნაობის პერიოდი შეჯიბრზე გამოდიან მხოლოდ ბოლო ნომრებად და ეჯიბრებიან(წყვილში) მხოლოდ ერთმანეთს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრის ორგანიზატორები ძუს მძუნაობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დილით ან შეჯიბრის დაწყებამდე.
გ)განაცხადის მიღება შეჯიბრში მონაწილეობაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება
დ) ფულადი შენატანი ბრუნდება უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზატორს შეჯიბრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შეატყობინებთ რომ ვერ იღებთ მონაწილეობას. ასევე ისეთ შემთხვევებში როდესაც შეჯიბრიდან ხსნით მძუნავ, დაშავებულ ან ავადმყოფ ძაღლს და ამის შესახებ გამოსვლამდე შეატყობინებთ ორგანიზატორს, ასევე ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვეტერინარის მიერ ძაღლის ავადმყოფობაზე გაცემული ცნობა.


cooldog.gif

მუხლი 4
შეჯიბრზე არ დაიშვება აგრესიული, ავადმყოფი და ისეთი ძაღლები რომლებიც ეკუთვნის დიკვალიფიცირებულ მფლობელებს. ასევე ძაღლები რომლებიც დარეგისტრირებულები არიან კლუბებში რომელსაც არ აღიარებს FCI.
მუხლი 5
ძაღლის გამომყვანმა უნდა უზრუნველყოს ფილდ ტრაილში მონაწილე ძაღლების შეკრების ადგილზე მიყვანა და ასევე მისცეს მსაჯებს საშუალება ქონდეთ მათთან მუდმივი წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძაღლები შესაძლოა მოხსნან შეჯიბრიდან.
მუხლი 6
თუკი შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა რომლის შეცვლაც ორგანიზატორებს არ შეუძლიათ ყველა მონაწილეს უბრუნდება შეტანილი თანხა.



Shooting.gif
მუხლი 7
FCIის შეფასების ოფიციალური აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო არანაკლებ 6–მა ძაღლმა.
მუხლი 8
ძაღლების გადანაწილება ჯგუფებში ორგანიზატორების მიერ ხდება, თუმცა ძაღლების დაწყვილება და გამოსვლის რიგითობა ხდება კენჭისყრით. წყვილში შეჯიბრის დროს თუკი ძაღლების რაოდენობა კენტი იქნება, წყვილის გარეშე დარჩენილი ძაღლი შეჯიბრზე გავა იმ ძაღლთან ერთად რომელსაც მსაჯები ამოირჩევენ. მსაჯები ასევე ურჩევენ წყვილს ძაღლებს რომელთა მოწინააღმდეგეები პირველ ტურში მოხსნეს შეცდომების გამო. შეჯიბრი უნდა გაიმართოს ერთ დღეს თუკი არ არის ისეთი მდგომარეობა რომ ეს შეუძლებელი ხდება. თუკი არის მაგალითისთვის 13 ძაღლი ან 13 წყვილი ორგანიზატორებს შეუძლიათ მათი 2 ჯგუფად გაყოფა. თუმცა მონაწილეების რაოდენობა ერთ ჯგუფში არ უნდა არემატებოდეს 15 ძაღლს ან 15 წყვილს.



newsmile05.gif


მუხლი 9
წყვილში შეჯიბრს უნდა მსაჯობდეს მინიმუმ 2 სერტიფიცირებული მსაჯი რომელთაგან როგორც მინიმუმ ერთი უნდა იყოს FCI–ში აკრედიტირებული. სოლო შეჯიბრში კი ერთი სერტიფიცირებული მსაჯი მონაწილეობს რომელიც FCI–შია აკრედიტირებული.
წყვილში შეჯიბრის დროს მსაჯთა კომისია ისე უნდა განაწილდეს რომ მუდმივად ხედავდეს ორივე ძაღლის მუშაობას.
მსაჯთა კომისიის ნებისმიერი წევრი ვალდებულია სადიკვალიფიკაციო შეცდომის დანახვის შემდეგ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიი თავმჯდომარეს რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას გამოსვლის გაჩერების შესახებ.
ყოველი წყვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ მსაჯები თავმჯდომარეს ატყობინებენ მათ მიერ ძაღლის მუშაობისას დანახული ღირსებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ.
მსაჯები ვალდებულები არიან დაამყარონ სრული წესრიგი შეჯიბრის ჩატარების პერიოდში.


newsmile027.gif



მუხლი 10
შეჯიბრზე წესრიგის დამყარების რეგლამენტირება ხდება იმ წესებით რომელიც არსებობს ქვეყანაში თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან F.C.I–ის დებულებებს.
მუხლი 11
გამოსვლის დროს ძაღლზე არ უნდა იყოს დამაგრებული მოწყობილობა რომელიც მის ქცევას კორექტირებას უკეთებს, ასევე გამომყვანს არ უნდა ქონდეს თან ისეთი საწვრთნელი ნივთები რომელიც გამოიყენება იძულებისთვის ან გეშვისთვის(გამონაკლისია სატვენი)

vot-tak.gif

მუხლი 12
გამომყვანი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს მსაჯების მითითებებს. მან რაც შეიძლება იშვიათად უნდა მისცეს ძაღლს ბრძანებები ხმით და სასტვენით, ასევე უნდა ეცადოს ხელი არ შეუშალოს მონაწილეს რომელიც მასთან წყვილში გამოდის.
წყვილში გაშვების შემთხვევაში გამომყვანებმა გვერდიგვერდ უნდა იარონ.
ძაღლის ნაბულზე მისვლის დროს ან აუცილებლობის შემთხვევაში მიტანების დასრულების დროს გამომყვანი ვალდებულია ძაღლს საბელი ჩააბას და დაელოდოს მსაჯთა კომისიის თავმჯდომარის მითითებას.

tema-wamoweulia.gif

მუხლი 13
ყველა გამოყვანის წინ ძაღლებს ეძლევათ დამატებითი წუთი რომლის დროსაც მისი მუშაობა ითვლება, დაშვებული შეცდომების გამო კი ძაღლები არ ისჯება, მაგრამ მსაჯებს აქვთ უფლება ეს შეცდომა გაითვალისწინონ საპრიზო ადგილების განაწილების დროს.
თუ ძაღლი არ გამოიყენებს დამატებით წუთს მუშაობისთვის მას ავტომატურად აღარ ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში.
იმ შემთხვევაში თუ მსაჯების მითითებით ხდება ძაღლის გამოყვანის ადგილის შეცვლა, ძაღლზე საბელის ჩაბმის შემდეგ დროის ათვლა ჩერდება და ახლდება ხელახალი გაშვების შემდეგ.
ხელახალი გაშვების დროს ძაღლის მიერ პირველ პარალელზე(მარცხნივ და მარჯვნივ) ფრინველის გამოტოვება ან დაფრთხობა, ასევე ძაღლის მოხმობის შემდეგ იგივე შეცდომის დაშვება არ ითვლება შეცდომად.

xoshian.gif

მუხლი 14
პირველ ტურში შეძლებისდაგვარად ძაღლების გაშვება ხდება ნიავის საწინააღმდეგოდ. ტურის ხანგრძლივობა მინიმუმ 15 წუთს შეადგენს–იმ შემთხვევაში თუ არცერთი გამომსვლელი ძაღლი არ დაუშვებს მადისკვალიფიცირებელ შეცდომას და ორივე აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს. წყვილში შეჯიბრის დროს თუ ერთი ძაღლის მოხსნა ხდება გამოყოფილი დროის დასრულებამდე მეორე ძაღლს საშუალება ეძლევა გამოიყენოს დარჩენილი დრო პირველ ტურში ყველა გამოსვლის დასრულების შემდეგ, განმეორებითი გამოსვლების დაწყებამდე.


gunshot.gif

მუხლი 15
მსაჯებს შეუძლიათ გამოიძახონ ძაღლი იმდენჯერ და გამოსცადონ ის იმდენ ხანს რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. მათ ასევე შეუძლიათ შეაფასონ ძაღლი პირველივე ტურში. განმეორებითი გაშვებების ხანგრძლივობა მსაჯების მიზანშეწონილობით განისაზღვრება.

thinking.gif

მუხლი 16
მას შემდეგ რაც გამოცხადდება მუშაობის დასრულება, არანაირი მუშაობა, ასევე არანაირი შეცდომა მსაჯის მიერ არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში თუკი გამოსვლა იყო მაღალი დონის მაგრამ ძაღლი გამოვიდა მორჩილებიდან და გამომყვანმა ვერ ჩააბა მას სწრაფად საბელი–ეს ჩაითვლება შეცდომად რომელიც ძაღლს საშუალებას აძლევს მიიღოს მხოლოდ შემდეგი შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N

d778bc34f693c93907196ff195628213.gif

მუხლი 17
მსაჯები უნდა ისწრაფოდნენ იმისთვის რომ ყველა ძაღლს შეუქმნან თანაბარ პირობებში გამოსვლის შესაძლებლობა. მსაჯებმა უნდა გაითვალისწინონ ის ოსტატობა რომელსაც ძაღლი გამოავლენს რთულ პირობებში, იმ შემთხვევაში თუკი არსებობს ეჭვები ის ინტერპრეტირებული უნდა იყოს ძაღლის სასარგებლოდ.

მუხლი 19
ძაღლი ვერ მიიღებს შეფასებას თუ ის არ აჩვენებს ერთ მუშაობას მაინც ფრინველზე ან ფრინველთა გუნდზე რომელის სახეობაც განსაზღვრულია შეჯიბრის პროგრამით.
ა)საგაზაფხულო, ასევე მასთან რეიტინგით გათანაბრებულ საზაფხულო შეჯიბრებებზე მუშაობა ითვლება მხოლოდ ბუნებაში ველურად მყოფ ფრინველზე(გნოლი ან თუ ეს აუცილებელია ხოხობი–იმის მიხედვით რომელი ფრინველია ქვეყანაში სადაც შეჯიბრი ტარდება)
ბ)საზაფხულო და საშემოდგომო შეჯიბრებზე რომლის დროსაც ხდება ფრინველზე სროლა შეჯიბრი ტარდება მკაცრად მხოლოდ სანადირო სეზონის პერიოდში იმ ქვეყნის კანონმდებლობით სადაც ღონისზიება იმართება. ძაღლს ეთვლება ნებისმიერი მუშაობა ფრინველზე რომელიც არის მოცემული პროგრამაში. ამასთან თუ მეძებარმა იმუშავა ცხოველზე (იგულისხმება კურდღელი ყველაზე დიდი ალბათობით) ძაღლი მაქსიმუმ შესაძლოა მხოლოდ ფრიადზე შეფასდეს.
გ)აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობა იწყება ლტოლვით სემდეგ მას მოყვება ნაბული, აუცილებლობის შემთხვევაში მიტანება მხოლოდ ბრძანებით, ფრინველის ამოფრენის მომენტში გაჩერება და სიმშვიდე გასროლის დროს(შეჯიბრებებზე სადაც ფრინველზე სროლა ხდება ძაღლმა უნდა გააკეთოს მოკლული ფრინველის აპორტი). მუშაობა არ ითვლება დამთავრებულად იქამდე, სანამ გამომყვანი არ ჩააბამს ძაღლს საბელს. მუშობა ფრინველზე არ ითვლება თუ ის არ ამოფრინდა.
დ)ძაღლი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა მიეტანოს, გამომყვანზე ოდნავ წინ უნდა იყოს და მიტანება მხოლოდ მისი ბრძანებით უნდა დაიწყოს, ამავე დროს ცხვირიდან არ უნდა დაკარგოს ფრინველი. მსაჯება საგრძნობლად უნდა დააკლონ ქულა ძაღლს რომელსაც აქვს მძიმე მიტანება ან რომელსაც გამომყვანის დახმარება სჭირდება.
დიდ მანძილზე მიტანება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში თუ ის არის ენერგიული და ზუსტი. არ უნდა აგვერიოს მიტანება ძაღლის ფრინველთან სპონტანურ მიახლოებაში გამომყვანის მოსვლამდე, ეს რეალურად მიმართულია ძაღლის მიერ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძაღლი ცხვირზე.


მადლობა ბატონო შადიმან თარგმანი გრძელდება newsmile027.gif

მუხლი 20
შეფასება–,,მოწმობა თანდაყოლილ თვისებებსა და ხარისხზე,,– C.Q.N–ის მიღებაზე პრეტენდენტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის ძაღლი რომელსაც გააჩნია გამორჩეული თანდაყოლილი თვისებები, იმ პირობით რომ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში ის არაჩვეულებრივად მუშაობდა და შეასრულა ერთი მუშაობა, მაგრამ დაუშვა ერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა ძაღლის წვრთნისა და გეშვის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ან შეჯიბრზე სადაც ხდება ფრინველზე სროლა ძაღლი უარს ამბობსუარი თქვას იმ ფრინველის აპორტირებაზე რომელიც მისი მუშაობის შემდეგ იქნა მოკლული, ან უარი თქვა აპორტზე წყლის ტესტის მიმდინარეობისას.

gunshot.gif

მუხლი 21
მსაჯები ძაღლების შეფასებისას ეყრდნობიან არა ძაღლის მიერ ნაჩვენები მუშაობის რაოდენობას, არამედ მუშაობის ან რამდენიმე მუშობის ხარისხს. მსაჯებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ძაღლის მოძრაობის მანერასა და სტილს, აზარტს და რეზულტატივობას, მისი მომხიბვლელობის ძალასა და ფრინველის სუნის დამუშავების მანერას, ფრინველის ძებნის დროს მის დამოუკიდებლობასა და ოსტატობას, მის რწმენას ფრინველთან მიახლოებისას სანამ ნაბულზე დადგება და სიფრთხილეს ლტოლვის დროს, დამჯერობას და იმას თუ როგორ არის ის დაყენებული.
ძებნის სიშორე უნდა იყოს ჯიშის შესაძლებლობების შესაბამისი, ასევე იმის თუ რა ტიპის შეჯიბრია, რამდენად ხშირი მცენარეებითა მინდორი დაფარული და როგორი გეოგრაფიული გარემოა. ძაღლმა მისთვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა დაამუშაოვოს რაციონალურად და სისტემურად. მეძებარი უნდა იყოს მუდმივ კონტაქტში გამომყვანთან, მაგრამ ამავე დროს უნდა შეინარჩუნოს რაც შეიძლება უფრო მეტი ინიციატივა. მოძრაობა უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი, ენერგიული და მისი ექსპრესიულობა არ უნდა დუნდებოდეს, ძაღლმა არ უნდა შეამციროს სისწრაფე.
იმ შემთხვევაში თუ კომისიას აქვს გარკვეული ეჭვები ძაღლის კონკრეტულ ქმედებაზე, ეჭვები უნდა გადაწყდეს ძაღლის სასარგებლოდ.
გამოსვლის დასრულების შემდეგ ძაღლის შეფასება ქულებით ხდება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
0–დან 5= 0
5–დან 10–მდე=კარგი
10–დან 15–მდე=ძლიერ კარგი
15–დან 20–მდე=ფრიადი

cooldog.gif

მუხლი 22
იმისთვის რომ მიიღოს C.A.C.I.T ძაღლმა უნდა აჩვენოს უნაკლო პირველხარისხოვანი აბსოლუტურად უშეცდომო გამოსვლა.
თუ სხვადასხვა ჯგუფებში რამდენიმე ძაღლი იღებს C.A.C.I.T–ს, მაშინ დღის ბოლოს მათ შორის ხდება შედარება C.A.C.I.T–ის მისანიჭებლად. შედარების დროს ფასდება ძებნა და ჯიშისთვის დამახასიათებელი სტილი. მუშაობისა და შეცდომების გათვალისწინება არ ხდება, იმ გამონაკლისის გარდა როდესაც სახეზეა აშკარა დაუმორჩილებლობა.
–იმისთვის რომ მიიღოს შეფასება, ძაღლმა არ უნდა დაუშვას არცერთი მადისკვალიფიცირებელი შეცდომა.
–იმისთვის რომ იყოს ფრიადის პრეტენდენტი ძაღლი აუცილებლად გაუნძრევლად უნდა იდგეს ფრინველის ამოფრენის დროს.
–ძაღლი რომელიც გაუმართლებლად გამოტოვებს ან დააფრთხობს ფრინველს რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული, ვერ მიიღებს უფრო მაღალ შეფასებას ვიდრე ძლიერ კარგია.

newsmile045.gif newsmile056 (1).gif

მუხლი 23
ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან თუ:
1–არ აკმაყოფილებს(მოძრაობის მანერით, ძებნით და გაწვრთნის ხარისხით) შეჯიბრის მოთხოვნებს დაწყებიდან რამდენიმე წუთშივე.
2–შედის სიღრმეში ან გამოდის კონტროლიდან, არ რეაგირებს გამომყვანის ბრძანებაზე, ახდენს უსისტემო ძებნის დემონსტრირებას
3–შეუჩერებლად ყეფს
4–წყვილში გასვების დროს აშკარად ხელს უშლის მეორე ძაღლის მუშაობას(უკან დასდევს, აკეთებს ცრუ ნაბულს)
5–წყვილში გამოსვლის დროს სპონტანურად არ აკეთებს ნაბულს მაშინ როდესაც ამჩნევს რომ მეორე ძაღლი დგას(არ აკეთებს სეკუნდირებას). შეჯიბრებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა დაშვებულია სეკუნდირების დროს აკურატული ბრძანებით ძაღლის შექება.
6–ერთჯერადად მიზანმიმართულად აფრენს ფრინველს რომელიც იყნოსა.
7–ორჯერ გაუმართლებლად ტოვებს ან აფრთხობს ფრინველს რომელიც განსაზღვრულია პროგრამით
8–მინდვირის სხვადასხვა ნაწილში აკეთებს სამ მყარ ნაბულს რომელიც ცრუ აღმოჩნდა.
9–ძებნის დროს ან ნაბულის შემდეგ მისდევს ფრინველს ან ცხოველს, არ ბრუნდება გამომყვანის პირველივე ბრძანებაზე
10–როდესაც აშკარად ჩანს ძაღლის შიში გასროლის მიმართ
ასევე იმ შეჯიბრებებზე სადაც დაშვებულია ფრინველზე სროლა:
11–ვერ პოულობს ჩამოგდებულ ფრინველს რომლის ადგილმდებარეობა მსაჯთა კომისიის მიერ დადგენილია
12–აშკარად აფუჭებს ჩამოგდებულ ფრინველს(ჩავლება რომლის დროსაც ფრინველი იჭყლიტება ან კბილებით იკეპება)
13–უარს ამბობს მოიტანოს ფრინველი რომელიც პროგრამითაა განსაზღვრული.



მუხლი 24
გადაწყვეტილებას მსჯათა კომისია იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში ტავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. მსაჯთა კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.

მორჩა მეგობრებო, რამდენიმე უმნიშვნელო აბზაცი და თავი გამოვტოვე

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Fishman: Oct 19 2014, 22:22
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Oct 15 2014, 17:27
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



გაიხარე დავით კაია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Oct 15 2014, 17:54
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მადლობა ალიკ, ცოტა რთული სათარგმნია მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად ზუსტად გადმოვცე. ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება-სადაც გამომყვანი მიწერია, რეალურად იქ იგულისხმება კონდუქტორი, თუმცა ჩვენთან ეს ტერმინი არ არის დამკვიდრებული. ასევე შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა წამყვანი, თუმცა არ ჟღერს მაინცდამაინც კარგად. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Oct 15 2014, 17:58
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



დათო, small3d018.gif მშვენიერია და მშვენივრად გასაგები! როგორც ვხვდები, ეს შეჯიბრის ჩატარების წესები და რეგლამენტი უფროა, ვიდრე ძაღლების შეფასების წესები. იმედია, ამის შესახებაც იქნება ნათქვამი. მაგ. რომლებია სადისკვალიფიკაციო შეცდომები, ან შეცდომები, რომლების დაშვებაც შეფასების ხარისხობრივ შეცვლას იწვევს, ან ის შეცდომა, რომელიც დადებით შეფასებას გამორიცხავს. რა შემთხვევაში ენიჭებათ უმაღლესი ქულა? საინტერესოა, გამარჯვებულის წოდება რა შემთხვევაში მიენიჭებათ და რა შეფასების მიღებაა ამისთვის საჭირო. საერთოდ, რამდენ ძაღლს და რა წოდებები ენიჭებათ ერთ შეჯიბრებაზე. დღეში რამდენი შეჯიბრია შესაძლებელი, ჩატარდეს? პარარელურად რა სპეციალური პრიზები შეიძლება დაწესდეს და ა.შ. რაღაც-რაღაცაებისთვის მეც მომიკრავს ყური, მაგრამ საერთო ინტერესის გამო და ჩემთვისაც, ზოგი რამის დასაზუსტებლად ვკითხულობ newsmile090.gifწამყვანს გამომყვანი ჯობია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Oct 15 2014, 20:44
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Oct 15 2014, 20:49
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif

ბრავო gagrinski , მნიშვნელოვაი ინფორმაციაა..

ლეკვს ვზრდი და გამომადგება ეს ინფორმაცია,სწორად გაზრდაში,შეჯიბრებებისთვის მომზადებაში.

მადლობა ჩემგან წვალებისთვის. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Oct 16 2014, 08:51
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



Rey -

რა ძაღლს ზრდი და რა საგვარეულო აქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 16 2014, 19:20
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
ყოჩაღ დავით!!!!!!!!!!! small3d018.gif

მართლა ძალიან საჭირო და დროული იყო!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Oct 16 2014, 20:17
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ვეცადე ბატონო თენგო, სიმართლე გითხრათ ინფორმაციის გარდა უფრო იმისთვის რომ მეგობრული კამათის დროს ორივე მხარეს ქონდეს არგუმენტირებული პასუხი და ყველაფერი უაზრობაში და არა ჩემი ჯობიას ძახილში არ გადაიზარდოს D.gif ashh.gif კარგია თუ მოეწონა ხალხს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ ისევ ჩვენ წაგვადგება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Oct 16 2014, 21:28
პოსტი #10


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



gagrinski
მართალი ხარ! dastur.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Oct 17 2014, 09:48
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski


image share


ეს საგვარეულოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
monadire batumel...
პოსტი Oct 17 2014, 12:10
პოსტი #12


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 241
რეგისტრ.: 26-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Rey - საგვარეულოს მიხედვით დედა ანუ ლედი არის ჩემი ძუს ნათესაობა,რაც შეხება fci წესებს რაც gagrinskiM დადო ასეტი ხაზის ძაღლები ვერ დაკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს რასაც ფილტრაილი ქვია,შეგიდზლია და შენი ნება სრულიად როგორი წესებით დაგესჰავ და რა რეჟიმში თქვენს ძაღლს ეგ თქვენი სრული ნება,რასაც ქვია საბჭოური წესით არც აქ არის ნაკლები შრომა ჩასადები უბრალოდ იმის თქმა მინდა რო ჯობია საბჭოური წესებით დაგეშოთ და გაიყვანოთ საველზე სადაც დარწმუნებული ვარ გაგახარებს,მყავს თქვენი პოინტერის ნათესავი ქალბათონი და უმსვენიერესად მანადირებს,მგონი თემას გადაუხვიე ბოდიშს მოვიხდი,უბრალოდ მეგობრული რჩევა დძმაო,თუ გნებავთ ამ სფეროს გაყვეთ აქ არიან ხალხი და ჩემზე უკეთ ახსნიან ასე ზედაპირულად დზნელია ამ საქმეზე ჩაჭიდება ჩემი აზრით d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Oct 17 2014, 13:31
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ძაღლს თუ სტილი აქვს და სისწრაფე, ასევე პასუხობს მინდორში ჯიშის სტანდარტებს და აქვს ეფციაი საგვარეულო ცნობა უპრობლემოდ გამოვა შეჯიბრზე. თუმცა პოინტერ კლუბი ატარებს ხოლმე დათვალიერებას სადაც გამოიყვან შეხედავს ექსპერტი და პირდაპირ დაუსვამს დიაგნოზს, როგორც ჩემს სეტერს დაუსვეს. ასე რომთუ გინდა ,,დიდი ავიაცია,, შესაბამისი სისხლის ძარლი უნდა გაზარდო, რომელიც ასევე გამართლებაა. თუ გაინტერესებს ჩემს მცირე გამოცდილებას გაგიზიარებ და სხვებიც არ დაგზარდებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Oct 17 2014, 16:01
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



gagrinski
monadire batumeli

ეს ნამდვილად არ ვიცოდი,თუ ეფციაი და საბჭოური სტანდარტები ასე ძალიან განსხვავდებოდა.

ეგ არაფერი საველეებზე და გამოფენებზე ხომ მაინც გავიყვან newsmile05.gif

ამ თემაზე მაინტერესებს ყველაფერი..ვცდილობ ლეკვიც ისე გავზარდო რომ შევძლო გამოფენებზე და საველეებზე გაყვანა..

მადლობა ბიჭებო პასუხისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Oct 17 2014, 17:15
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 408
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Jalama Beach, CA. USA



gagrinski

კარგია.

კონკრეტული ჯიშების სტილისა და ძებნის დახასიათებაზე როდის გადახვალ?

პ.ს. ისე მეც გასაგღძელებლი მაქვს გერმანული წესების თემა მარა დრო აერთოდ არ მაქვს. ალბათ უფრო გაზაფხულისკენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2019 - 05:24