სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება წალკაში 07.08.2015, იქ მომხდარმა,საზოგაოდება გააოცა :)))
megreli
პოსტი Jun 10 2015, 02:57
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით! newsmile041.gif

2015 წლის 7 ივნისს წალკაში ჩატარდა საქართველოს სეტერ კლუბის მესამე შეჯიბრი-გამოყვანა.
შეჯიბრს მსაჯობდნენ ექსპერტები: გია ადგიკაშვილი და ნოდარ როსტიაშვილი.



შეჯიბრში მონაწილეობდა 9 დიპლომირებული ძაღლი. გამოყვანაში 5 უდიპლომო. პირობები იყო ნორმალური, ბალახი კარგი სიმაღლის, მწყერიც საკმაოდ.
სამწუხაროდ ბოლო მომენტში გამოგვაკლდა 4 საინტერესო ძაღლი. მიუხედავად ამისა შეჯიბრებამ ჩვენთვის საინტერესოდ ჩაიარა.
9-დან 6-მა აიღო მესამე ხარისხის დიპლომი. 5 უდიპლომოდან 2-მა აჩვენა დადებითი მუშაობა და აიღეს მესამე ხარისხის დიპლომები.
დანარჩენი 3 გამოეკიდა, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნია ანრი ლაცაბიძის ძუ. იმუშავა კარგი სისწრაფით,
აჩვენა კარგი ყნოსვა, თუმცა გამოეკიდა. მომხიბლავი სტილით დასამახსოვრებელი იყო ლუკა კობალავას ძუ, სამწუხაროდ ისიც გამოეკიდა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მეორე შეჯიბრია, სადაც თავისი საკვებით სეტერ კლუბს ასპონსორებს ესპანური ფირმა "ბონმასკოტა"
და მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.



შეჯიბრში მონაწილე ძაღლებიდან პირველზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ყველასათვის ცნობილი,
გამოცდილი "ჯიმი" 77 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა.



მეორეზე გავიდა ლაშა თევზაძის "რიჩი" 76 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა.
წელს მისი მეორე დიპლომია მაღალი ქულებით. პატრონიც და ძაღლის კარგ ფორმაში არიან.



მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ბადრი ცატავას "მესი" 75 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით,
აქედან ყნოსვაში 19 ქულით. აჩვენა 3 დადებითი მუშაობა, ორჯერ გადამჯდარზე.



მეოთხეზე გავიდა გიორგი მეტრეველის "გუფი" 71 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა დამაჯერებელი მუშაობით.

მეხუთე ადგილზე გავიდა ირაკლი ტყებუჩავას "ლანა" 70 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 17 ქულა.

მეექვსეზე გავიდა რამაზ კენჭიაშვილის "ჯუსი" 68 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომით, აქედან ყნოსვაში 18 ქულა.


ესეც სამივე პრიზიორი ერთად



შეჯიბრმა დაგვანახა ჩვენი სეტერების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. იმედი მაქვს შემდეგ შეჯიბრზე, რომელიც სავარაუდოდ
შემოდგომაზე ჩატარდება და რამდენიმე ახალგაზრდა ძაღლის დამატებას ველოდებით კიდევ უფრო სრულ სურათს მივიღებთ სეტერების არსებულ მდგომარეობაზე.









დაწყება მიჭირს,მერე ვერ ვჩერდები wtfg.gif
ჰოდა...
ამა წლის 7 ივნისს წალკაში გაიმართა სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება,ღონისძიება დაყოფილი იყო ორ ძირითად ეტაპად(რამოდენიმე კლასგარეშე ეტაპი იყო და ფოტოებში ვრცლად გამოჩნდება),პირველ ეტაპზე ტარდებოდა შეჯიბრი დიპლომირებულ ძაღლებს შორის,რომლებიც პირველობისთვის ასპარეზობდნენ,მეორე ეტაპზე კი უდიპლომო სასიძო-სარძლოები დიპლომისთვის ცდიდნენ თავიანთ და მფლობელის შესაძლებლობებსnewsmile05.gif
დათქმულ დროს და ადგილას შეიკრიბნენ მონაწილეები,ორგანიზატორები,ე
ქსპერტები და უბრალოდ ამ საქმის მოყვარულები,დავიძარით შეჯიბრის ადგილისკენ,შეჯიბრის იდეალურად ჩატარებას კი არაფერი უშლიდა ხელს,მშვენიერი ამინდი იყო,ძაღლებისთვის კარგი სამუშაო პირობები და საკმაო რაოდენობით ფრინველი(შეჯიბრის დაწყებამდე მწყერის ხმა ყველა მხირდან ისმოდა)ჩატარდა კენჭიყრა და დაიწყო შეჯიბრი,
ცოტა ფოტოებიც და გაგრძელებაც იქნება...




























































хостинг картинок для форумов
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 10 2015, 03:07
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



შეჯიბრმა კი საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა,პირველი გამომსველი იყო გიორგი მეტრეველი,მისმა გუფიმ კი 71 ქულით III ხარისხის დიპლომი აიღო და კიდევ ერთი დიპლომი ჩაიწერა აქტივში newsmile05.gif აქვე ვუცლოცავ ამ წარმატებას,იქაც მივულოცე newsmile027.gif სხვების თანმიმდევრობა და შედეგები ზუსტად არ მახსოვს და არც მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ...მოკლედ დამთავრდა შეჯიბრი და გადაიხედა შედეგებზე,გამოვლინდა გამარჯვებული და პრიზიორები,გამარჯვებული გახდა ვანო დონჯაშვილის ჯიმი,რომელმაც მოიპოვა III ხარისხის დიპლომი 78 ქულით,მეორე ადგილზე გავიდა ლაშა თევზაძის რიჩი,(მესამე პრიზორის მონაცემებს მოგვიანებით ჩაასწორებენ)

ესეც დაჯილდოების და შუალედის ფოტოები:





















































































































































































хостинг фото
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 10 2015, 03:24
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



და ბოლოს...
მადლობა ყველა მონაწილეს,ორგანიზატორებს,ექს
პერტებს გაწეული სამსახურისთვის,ძალიან დასაფასებელი ხალხია!
განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების სპონსორს bonmascota_ს,კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს !!! ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახაობისთვის d778bc34f693c93907196ff195628213.gif
ხოო რაც შემეხება მე,დასტურად იმისა რომ მეც ვიყავი შეჯიბრზე...ესეც ფოტო newsmile05.gif



ასეა,ფოტოგრაფი იჩაგრება ყოველთვის newsmile039.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 10 2015, 03:31
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ნუ...არც ეგრე იყო საქმე,საკუთარ თავზეც ვიზრუნე და გამარჯვებულთან გადავიღე სამახსოვრო ფოტო newsmile05.gif მაგრამ ამ სურათში რო ვჩანვარ,ეგეთი ფხიზელიც არ ვიყავი xexe.gif



რეპორტაჟის ფოტოები by :megreli&Fishman newsmile05.gif
მადლობა ყურადღებისთვის !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 10 2015, 03:40
პოსტი #5


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გუფი არაა არცერთ სურათში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დაქსი
პოსტი Jun 10 2015, 03:48
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 540
რეგისტრ.: 14-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გილოცავ გიო შენი ერთგული მეგობრის წარმატებას


როგორ ხარ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 10 2015, 04:08
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Chalimgela @ 10th June 2015 - 04:40) *
გუფი არაა არცერთ სურათში

დაჯილდოებამდე ქალებს დასდევდა და დაჯილდოებაზე რავიცი...თვალი ვერ მოვკარი xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jun 10 2015, 09:01
პოსტი #8


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვულოცავ გამარჯვებულებს. მშვენიერი ღონისძიების ჩატარებას კი ორგანიზატორებს. კარგები ხართ....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jun 10 2015, 10:59
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს. d778bc34f693c93907196ff195628213.gif ორგანიზატორებს აპლოდისმენტები! small3d018.gif კარგი და სასიამოვნო დღე გაგიტარებიათ. დასანანია რომ ვერ წამოვედი, მაგრამ მიზეზები მქონდა.

ვანო და ლაშა გილოცავთ! newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jun 10 2015, 12:12
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



megreli

კარგი იქნება სხვა მონაწილეების და უდიპლომო ძაღლების შედეგებიც თუ დაიდება newsmile05.gif

საინტერესოა ჩემი აზრით

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Jun 10 2015, 13:06
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,739
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვულოცავ ყველა პრიზიორს d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jun 10 2015, 13:35
პოსტი #12


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მართალი გითხრათ გაყვანასაც არ ვაპირებდი. შემოდგომის მერე ეზოდან არ გამიყვანია. ისე სოლიდარობის პონტში წავედი და მესამე ხარისხი და 71 ქულა ნამდვილად ცუდი არ იყო

თან 10 წუთსი მოვაყომარე 3 ნახვა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jun 10 2015, 22:33
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(jaba_gugesha @ 10th June 2015 - 13:12) *
კარგი იქნება სხვა მონაწილეების და უდიპლომო ძაღლების შედეგებიც თუ დაიდება

არაფერი ვიცი...მე დაღლილს მეძინა მაგ დროს newsmile05.gif

ციტატა(Chalimgela @ 10th June 2015 - 14:35) *
თან 10 წუთსი მოვაყომარე 3 ნახვა

I ადგილიც მაგიტომ გაქვს სიგელში ? xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jun 11 2015, 11:25
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



მოკლედ უდიპლომო ძაღლებზე არაფერი ვიცი სამწუხაროდ, ოთოს ჩვენს ფორუმელს (კარდინალი) რომელსაც ირლანდიელი ყავს ყავდა გამოყვანილი შეჯიბრის ბოლოს, მისმა გოგომ მოინდომა მაგრამ სამწუხაროდ უფრინველოდ დარჩა. ოთოს ცალკე მადლობა იმისთვის რომ საბუთიან ირლანდიელს ზრდის და მეორე მადლობა იმისთვის რომ არ დაიზარა წამოვიდა და თავისი პატარა გოგოც მეტნაკლებად მომზადებული ყავს, არ ეზარება მინდორში მასთან ერთად მუშაობა. ირლანდიელები მომავალ წელს თავის სიტყვას იტყვიან ამის პირობას მე ვდებ სახალხოდ!

ასევე ჩვენ მეგობარ ძალიან კარგ ადამიან ლევან ასიტაშვილს მინდა მივულოცო მეორე ხარისხის დიპლომი რომელიც მისმა ძუ კრცჰაარმა სავსებით დამსახურებულად აიღო, ძალიან კარგად იმუშავა როგორც მეძებარმა ასევე მფლობელმაც.

რაც შემეხება მე- როგორც წესი შეჯიბრზე 100%-იანი შანსი არ არსებობს მაგრამნ ეს ის დრე იყო როცა დაფნის ამის მართლა 100%იანი შანსი ქონდა, ექსპერტები დამემომწმებიან ალბათ-ორი მუშაობა გააკეთა ორივე მეორე ხარისხის დიპლომზე მაგრამ სამწუხაროდ გაეკიდა!!! რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბვრალია, ნუ ცოტა ძაღლისაც 3 წლის ხდება ბოლობოლო და მაგდენს უკვე უნდა ხვდებოდეს. არაუშავს იხტიბარს არ ვიტეხთ და ვაგრძელებთ მომზადებას ოჩოპინტრეს თასისთვის, გავდივართ ინტენსიურ მომზადებას დმანისში.

ახლა რაც შეეხება შეჯიბრს- ყველაფერი ყოველგვარი გადამეტების გარეშე არაჩვეულებრივი იყო, ამას ფოტოსურათებიც მოწმობს. განსაკუთრებული მადლობა გია ადიკაშვილს რომ შეძლო საფუძველი ცაუყარა და ყველაფერი გააკეთა რომ სეტერების შეჯიბრი სისტემატიური გამხდარიყო. ასევე ვანიჩკა დონჯაშვილს რომელიც სეტერების გამო სულს გასწირავს newsmile05.gif მოკლედ მადლობა პატივცემულებო ამ ლამაზი დრესასწაულისთვის ყველა მონაწილეს გულშემატკივარს და მაყურებელს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
hunter88
პოსტი Jun 11 2015, 13:31
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 485
რეგისტრ.: 12-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi-bakuriani



გილოცავთ ყველას ამ ლამაზი შეჯიბრის ჩატარებას, ვულაცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს წარმატებას... ამდენი სეტერის ნახვა ერთად მინდორში დიდი სიამოვნება იქნებოდა. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th July 2019 - 01:17