როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა
minchanin
პოსტი Jan 11 2014, 22:02
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 303
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს". და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია (მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.
და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი".
მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური.
გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს.
რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში.
ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jan 11 2014, 22:07
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძამა
პოსტი Jan 11 2014, 23:25
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 834
რეგისტრ.: 18-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შელჩოკებთან რომ! მივედიიიიიი


ვერაფერი ვერ გავიგე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jan 12 2014, 01:20
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



minchanin

კარგი თეორიაა newsmile045.gif იქნებ მცირე ვიდეო ინსტრუქტაჟიც გვიჩვენო newsmile05.gif

შელჩოკების ამბავმა კი ზოგადი უნარების ამოცანები გამახსენა newsmile05.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
OQRO444
პოსტი Jan 12 2014, 11:55
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგია რომ შეეჭიდე ამ დიდ საქმეს D.gif ........ newsmile045.gif წარმატებებიიიიიიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Jan 12 2014, 22:00
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 303
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძამა, megreli.
სამწუხაროდ ვიდეოსთვის ტექნიკური საშუალებები არ გამაჩნია.
რაც შეეხება "შელჩოკებთან" (ქართილად ალბათ დაწკაპუნება იქნება და მეც ასე გამოვიყენებ მომავალში) დაკავშირებულ ქმედებებს. მე მხედველობაში მაქვს შემდეგი - მაგალითად. გვინდა სამი დაწკაპუნება საათის ისრის მიმართულებით. ეგრეც გავაკეთეთ. და აღმოჩნდა რომ ბევრია, და გადავწყვიტეთ უკან დავაბრუნოთ ერთი დაწკაპუნება. შეიძლება მოხდეს ისე რომ არაფერი არ მოხდეს. ანუ სროლის წერტილი არ გადაადგილდეს. ჩვენ კიდევ ერთ დაწკაპუნებას ვაკეთებთ უკან (საათის ისრის საწინაარმდეგოდ). და ისევ არაფერი. კიდევ ვაკეთებთ ერთ დაწკაპუნებას უკან (ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გადმოვწიოთ სროლის წერტილი უკან), და...უკვე ძალიან ბევრად გადმოიწია უკან. ეს ხდება როცა ოპტიკის სარეგულირო მექანიზმში ზედმეტზე მეტი ლუფტია. რა თქმა უნდა ამ მექანიზმში არის ზამბარა, მაგრამ ზოგჯერ მისი ძალა საკმარისი არ არის. ასეთი გარემოების თავიდან ასაცილებლად მე "ბარაბნის" ბოლო დამაფიქსირებელ ბრუნს, ხაზს ვუსვამ, ბოლო დამაფიქსირებელ ბრუნს ვაკეთებ საათის ისრის მიმართულებით. სხვამ ეს მიმართულება შეიძლება აირჩიოს პირიქით, ანუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ. მაგრამ საჭიროა, რომ ეს წესი არასდროს არ შეცვალოს. კიდევ გავიმეორებ მაგალითს. საჭიროა სამი დაწკაპუნება მარცხნიდან მარჯვნივ. მე ვაკეთებ 10 დაწკაპუნებას უკან, ანუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ კი 7 დაწკაპუნებას საწინააღმდეგო მხარეს. გამოვიდა 10-7=3 დაწკაპუნებას საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ. მე მგონი გასაგებად დავწერე. თუ მინდა სამი დაწკაპუნება მარჯვნიდან მარცხნივ, მაშინ ვაკეთებ მხოლოდ სამ დაწკაპუნებას საათის ისრის მიმართულებით.
კიდევ ერთი რასაც ვხმარობდი ოპტიკის გამოყენების დროს, რათა ყურად მეღო ტყვიის "პროვისანიე". ამისათვის თოფის კონდახზე დაკრული მქონდა "შპარგალკა" დიაგრამა. სადაც ნაჩვენები იყო თუ რამდენი მილდოტით რა მანძილზე უნდა დამემიზნებია მიზნის ზემოთ ან ქვემოთ. თუ ოპტიკა იყო მილდოტის გარეშე, მაშინ ვწერდი სანტიმეტრებს. ნადირობის დროს თვალით (სამწუხაროდ მანძილმზომი არ მქონდა) ვზომავდი მანძილს მიზნამდე, მერე დავხედავდი "შპარგალკას" და... ხშირად ობიექტი ჩემი იყო ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი Jan 13 2014, 11:11
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,055
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



minchanin
მადლობა თქვენ ამ პოსტისთვის! small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Triumph
პოსტი Jan 22 2014, 11:19
პოსტი #8


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-January 14
ნიკის ჩასმა
ციტირება



ძვირფასი თემაა minchanin მადლობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
o.cho
პოსტი Feb 17 2014, 15:30
პოსტი #9


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 228
რეგისტრ.: 6-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saqartvelo. Chaxoxbili



ძალიან კარგი და საინტერესო თემაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 17 2014, 15:51
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა





ციტატა
და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი".


ლუფტი არაფერ შუაში არ არის. ცდომილების მიზეზია ლინზების არასწორი განლაგება და ფოკალური პლანის სქემა ოპტიკის შიგნით. ზუმის გაზრდა შემცირებისას ბადე არსად არ დადის და შესაბამისად ლუფტიც არ ჩნდება. ხოლო ცდომილება გამოწვეულია სხვა ფაქტორებით რომელიც უკვე ჩამოვთვალე.


ციტატა
გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს.


სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიგე რას ხდება ამ მეთოდით მაგრამ როგორც ვხვდები ასეთი მანიპულაციებით აქრობთ ლუფტს რომელიც შესწორების მექანიზმშია. მე ზუსტად ვერ გავიგე ეს როგორ ხდება, თუმცა რა უშლის ხელს რომ ეს უკუტრიალში გამოვლინდეს? ლუფტი ისეთი რამეა რომ იმის გათვლა სად და როდის გამოიხატება კაცმა არ იცის.

ციტატა
რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში.
ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს.


ხო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა. იყიდეთ ხარისხიანი ოპტიკა. არანაირი აზრი იაფი ოპტიკის ყიდვის არ არის, იმიტომ რომ ასეთ ოპტიკას მოაქვს განცდა არასაიმედოობის და ზუტად ვერასდროს ვერ გაიგებ შენ ააცილე თუ ოპტიკამ. წესი ხომ ყველას ახსოვს, ოპტიკა უნდა ღირდეს იმ იარაღის ფასი რომელზეც აყენებთ. იქ სადაც ლუფტებია კიდე ბევრი სხვა რამე იქნება დარღვეული და ოპტიკის სრული დიაგნოსტირებას სახლსი პირობებში ყველას ვერ მოთხოვ.

რაც შეეხება ოპტიკის შესწორებების მექანიზმის სიზუსტის მუშაობის შემოწმებას, არსებობს ქსელში სპეციალური სამიზნეები, რომელიც მაგრდება მყარ ზეაპირზე, შაშხანა თავსდება "ტისკებში" კონკრეტულ მანძილზე და შემდგიომ ხდება კლიკებით ბადის გადაადგილება სპეციალურად დახაზულ სამზინეზე, ათვლი ათ კლიკს ზევით მერე ქვევით, თუ იგივე წერტილზე დაჯდა ბადეს ცენტრი ესეიგი ყველაფერი კარგად არის და ასე შემდეგ.

ეს ხელით დახატული მისროლის კარტა. აქ ცხადია ადამიანი სროლით ამოწმებდა თუმცა შესაძლებელია გაკეთება სროლის გარეშე.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 17 2014, 16:01
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ანუ პირველ ჩემ აბზაცს რაც ეხება, დამატებით ავხსნი, მეორე პლანზე გნალაგებული ბადე, ნიშნავს რომ ის ოკულიარშია დამიონტაჟებული და ზუმის შეცვლისას ის არ იცვლის ზომას სამიზნესთან მიმართებაში და სწორედ ამის გამო არის გამოწვეული ცდომილება, უმნიშვნელო შეუმჩნეველი მაღალი ხარისხის ოპტიკებში და შესამჩნევი იაფ ოპტიკებში. მაღალი კლაისი ოპტიკებს ბადის განლაგების ასეთი სქემით ეს მაჩვენებელი პასპორტებშიც უწერია და ქვია მოხვედრს საშუალო წერტილის გადაადგილება ზუმის ცვლილების დროს.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 17 2014, 17:07
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



შესწორება: პასპორტზე არ ვარ დარწმუნებული მაგრამ ის რომ ეს ცდომილება გაზომვადია ნამდვილად ფაქტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Feb 17 2014, 21:50
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 303
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Shooter
მე ვიცი, რომ თქვენ კარგი თეორეტიკოსი ბრძანდებით. მაგრამ არ შემიძლია დაგეთანხმოთ
ციტატა(Shooter @ 17th February 2014 - 16:51) *
ლუფტი არაფერ შუაში არ არის. ცდომილების მიზეზია ლინზების არასწორი განლაგება და ფოკალური პლანის სქემა ოპტიკის შიგნით. ზუმის გაზრდა შემცირებისას ბადე არსად არ დადის და შესაბამისად ლუფტიც არ ჩნდება. ხოლო ცდომილება გამოწვეულია სხვა ფაქტორებით რომელიც უკვე ჩამოვთვალე.

დაშალეთ ოპტიკა და მიხვდებით რომ ზუმის ტრიალის დროს ხდება შიგნით არსებული ორი ლინზის თითქმის წყვილად გადადგილება. თითქმის წყვილად, რადგან ისინი ერთნაირად არ გადადგილდებიან, და გადადგილდებიან მხოლოდ მსგავსად. ამიტომ მექნიკაში ნებისმიერი გადადგილება ერთი დეტალის მეორეში აუცილებლად ხდება "ზაზორით" (ბოდიში ქართულად ზუსტად ვერ გადავთარგმნე), და სადაცაა "ზაზორი" იქ არის ლუფტი, და სადაც დიდი ზაზორია იქ დიდი ლუფტია. ანუ დიდი ცდომილება. ძვირფასიან ოპტიკაში კი ეს "ზაზორები" მინიმალურია. ან არსებობს დამატებითი მექანიზმი ამ "ზაზორების" მოსაცილებლად. და ცდომილებაც მინიმალური. რა თქმა ინდა კარგია გქონდეს ძვირფასი ოპტიკა, და არც ყიდვაა ძნელი. მხოლოდ ფინანსები... არ აქვს ყველას სასურველი.
რაც შეეხება "ბარაბნების" ტრიალს... თუ ყურადღებით წაიკითხავთ დარწმუნებული ვარ მიხვდებით.
ციტატა(Shooter @ 17th February 2014 - 16:51) *
რაც შეეხება ოპტიკის შესწორებების მექანიზმის სიზუსტის მუშაობის შემოწმებას, არსებობს ქსელში სპეციალური სამიზნეები, რომელიც მაგრდება მყარ ზეაპირზე, შაშხანა თავსდება "ტისკებში" კონკრეტულ მანძილზე და შემდგიომ ხდება კლიკებით ბადის გადაადგილება სპეციალურად დახაზულ სამზინეზე, ათვლი ათ კლიკს ზევით მერე ქვევით, თუ იგივე წერტილზე დაჯდა ბადეს ცენტრი ესეიგი ყველაფერი კარგად არის და ასე შემდეგ.

მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი მეთოდი ერთად ერთია. დარწმუნებული ვარ , რომ არსებობს სხვა მეთოდებიც. მაგრამ თუ წაიკითხავთ ყურადღებით მიხვდებით, რომ ეს მეთოდი არის ხელმისაწვდომი. და არ საჭიროებს "ტისკებსა" და სპეციალურ სამიზნეებს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Feb 17 2014, 21:51
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
minchanin
პოსტი Feb 17 2014, 21:56
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 303
რეგისტრ.: 19-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



რაც შეეხება ზუმის ტრიალს. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელობა აქვს ლინზების ზედაპირების დამუშავების ხარისხსაც (მხედველობაში მაქვს მოძრავი ლინზები).
თუ, ჩემს მიერ გამოთქმული აზრის არ გჯერათ, შეამოწმეთ. როგორც ამბობდა ერთი , ჩემს მიერ ძალიან პატივცემული ადამიანი -"ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის მხილოდ პრაქტიკა". გისურვებთ წარმატებებ. პატივისცემით მინჩანინი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია minchanin: Feb 17 2014, 22:00
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 18 2014, 11:17
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(minchanin @ Feb 17 2014, 22:56) *
რაც შეეხება ზუმის ტრიალს. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელობა აქვს ლინზების ზედაპირების დამუშავების ხარისხსაც (მხედველობაში მაქვს მოძრავი ლინზები).
თუ, ჩემს მიერ გამოთქმული აზრის არ გჯერათ, შეამოწმეთ. როგორც ამბობდა ერთი , ჩემს მიერ ძალიან პატივცემული ადამიანი -"ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის მხილოდ პრაქტიკა". გისურვებთ წარმატებებ. პატივისცემით მინჩანინი.


მჯერა არ მჯერაზე არ არის აქ ლაპარაკი ჩვენ არ ვცხოვრობთ ალქიმიის და შავი მაგიის დროს თუმცა ამის ნიშნები ძალიან ბევრია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენც უნდა ვცადოთ ტყვიისგან ოქოროს მიღება. ეფექტს რომელიც თქვენ ახსენეთ (ზუმის დროს მოხვედრის წერტილის ცვლილება) აქვს მარტივი მეცნიერული და ტექნიკური ახსნა.

ბარაბნების ტრიალის ტექნიკას რაც ეხება, მე სიმართხლე გითხრათ ვერ ვხვდები როგორ მუშაობს მაგრამ ეს ცხადია არაფერს არ ნიშნავს. უმჯობესია ოპტიკა რომლესაც ეს მექანიზმი კარგი არ აქვს იმიტომ რომ დეფექტი/ლუფტი ოპტიკაში როდის და როგორ გამოვლინდება კაცმა არ იცის და ზუსტი მსროლელი ასეთი ოპტიკა უნდა მოიშოროს.


ოპტიკის შესწორებების მექანიზმის მუშაობა როგორ მოწმდება ესეც დავწერე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th October 2019 - 22:32