ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!? - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი
ზურაზუ
პოსტი May 28 2012, 21:41
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 34
რეგისტრ.: 28-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩდა იმიტომ რომ:
1)ამ ფორუმზე თითქმის ყველა თემა გადავიკითხე რაც ფასიან ტბებს ეხება და დასკვა ასეთი გამოვიტანე რომ თუკი სადმე იყო წესიერი ფასიანი ტბა ის 1 ან 2 წელიწადში ფუჭდება და ყველა იმედგაცრუებას გამოთქვავს...
2)თვითონ ვიყავი რამდენიმე კერძო ტბებზე და ჩემი თვალით ვნახე რომ პირობები არანაირი არ არი შექმნილი მეთევზეებისათვის!
3)საქართველოში რეალურად იხდი 2ჯერ ან 3 ჯერ მეტს ვიდრე იღებ ამის საფასურად.. ხან 100ჯერ მეტსაც იმიტომ რომ სულ ვერაფერს იღებ ვერც თევზს და ვერც სიამოვნებას...
4)იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ფასიანი სათევზაო!

ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასიან ტბებს შორის!
არც კი ვიცი რითი დავიწყო newsmile011.gif ალბათ სწორი იქნება თუ დავიწყებ ყველაზე აქტუალური 2 საკითხით რომელიც პირველრიგში ჩნდება როდესაც გვესმის ახალ ფასიან ტბაზე 1) ფასი?! და 2)რა თევზია რამხელა და როგორ მოდის?!
მინდა ვთქვა რომ საქართველოში თევზაობა ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ხარისიხანი თევზაობა (შეიძლება სიტყვა "ხარისხიანი" არ შეესაბამება მაგრამ მაინც) ანუ იხდი ბევრს და იჭერ ან ვერაფერს ან უკეთეს შემთხვევაში 2-3კილო თევზს.. ან იხდი ძალიან ბევრს და იჭერ კარგათ და რასაც იჭერ იმაშიც იხდი ძალიან ბევრს, სიამოვნებას კი იღებ მაგრამ მაინც გულში ნაღველი გრჩება რომ ეს სიამოვნება ასეთი ძვირი დაგიჯდა..
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის მეთევზეთათვის შექმნილი პირობები! უფროსწორად საქართველოს შემთხვევაში ამ პირობების არ ქონა საერთოდ..

მინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს ფასიანი თევზაობა უკრაინაში!

1) ეს არის გარანტირებული თევზი რომლის სახში მიტანა არა მარტო არ შეგრცხვება არამედ სიამაყითაც კი აღივსები))))

2)ფასი მინიმალური გადავიხადე ყველაზე იაფი 12ლარის ეკვივალენტი გრივნებში და ყველაზე ძვირი 30 ლარის ეკვივალენტი.

3)მეთევზეებისათვის ექმნილი პირობები ანუ ვგულისხმობ იმას რომ არ ეძებ ადგილს სადაც ნაკლები კამიშია რო ჩააგდო და ზაცეპკა არ გააკეთო, არ ეძებ ადგილს სადაც მზეზე არ დაიხრუკები მთელი დღე, არ ეზებ ადგილს სადაც სხვა მეთევზეები არ შეგიშლიან ხელს, და არ ფიქრობ იმაზე რომ შედიხარ სატევზაოტ საერთოდ ნახავ ადგილს დასადგომს თუ ყველა კრგი ადგილი დაკავებულია სხვა მეთევზეებით!


1 ტბა სადაც პირველად ვიყავი საერთოდ ფასიან მეურნეობაზე იყო 80კმ კიევიდან, ფასი70გრივნი, ლარზე თუ გადმოვიყვანთ გამოდის 12 ლარი.. ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის! დაჭერილი თევზის გატანის პრობლემაც არ არი, რასაც დაიჭერ შენია! 2 ჯერ ვიყავი ამ ტბაზე და ორივეჯერ 2 კაცმა სამ სამი ანკესით დავიჭირეთ ერთხელ 13კგ მეორეთ 11კგ კარპი მინიმუმ 300გრ და მაქსიმუმ 1,5კგ ( ჩვენ მოყვარულებათ ვითვლებით ასე რომ იქვე სერიოზულმა ბიძა კაცებმა სერიოზული თევზებიც დაიჭირეს 5-10 კილოიანი ეგზემპლიარები) პირობებიდან მინიმალური კომფორტი იყო ანუ მანქანით ნებისმიერ ადგილზე ტბის ნაპირას შეიძლებოდა მისვლა და ნებისმიერ ადგილზე ჩრდილში იდექი რადგან მთელ პერიმეტრზე ტყეა და ბუნება)))
ეს რაც შეეხება ყველაზე იაფ ვარიანტს.
იქვე დაახლოებით 20 კილომეტრით შორს იყო მეორე ტბა სადაც ფას 120 გრივნი იყო ანუ 24 ლარი. ამ საფასურში შედიოდა შემდეგი: მანქანის სადგომი ყარაულთან ერთად, საჩოკი იმ შემთხვევაში თუ არ გაქ. სათევზაო ადგილი, ნაპირიდან ტბაში შემავალი 20-30 მეტრის სიღრმეში ხიდი და ბოლოში ხის პლათრორმა დაახლოებით 15-20კვადრატული გადაფარებული პალატკა მაგიდა სკამები, ანკესის სამაგრები და მანგალით იქვე ნაპირში)))) მოკლედ იდეალური პირობები სათევზაოთ და უბრალოდ დასასვენებლად)) ამ ტბაზე ალბათ 5-6ჯერ ვიყავით რადგან არც შორს იყო არც ძვირი და თვზიც ისე მოდიოდა რომ ხან ანკესებს გადავდებდით და 1 ანკესით ვიწერდით იმიტომ რომ ვერ ვასწრებდით ფიზიკურად! თევზს რაც შეეხება ისევ და ისევ ჩვენი სამოყვარულო დონისთვის კარგი იყო 500 გრამიდან 2-3 კილოიანებამდე.. ისევ და ისევ გვერდით არაერთხელ მყავს ნანახი 10კგ კარპის ამოყვანის პროცესი)))
მოკლედ დღეში მინიმუმ 10 კგ თევზს ვიჭერდით მაქსიმუმ 18კგ..
იყო კიდევ ერთი ტბა სადაც მოვასწარი წამოსვლამდე მოხვედრა, მხოლოდ იქ მიზანმიმართულად შუკაზე ვიყავით ქარიყლაპია ქვია მგონი ქართულად.. 30 ლარი ღირდა ნავით შეცურვის უფლებით)) მაგრამ ჩვენ დავიგვიანეთ ნოემბრის ბოლო იყო და ყინავდა ძალიან რამაც ხელი შეგვიშალა, მიუხედავად ამისა მაინც დავიჭირეთ რამოდენიმე ეგზემპლიარი))

ასე რომ თუ კი ვინმეს გაქვთ საშუალება ან აპირებთ უკრაინისკენ გეზის აღებას აუცილებლად წადით სათევზაოთ! კმაყოფილები დარჩებით ძალიან! თუ კი ვინმეს აინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ კიდეც!!
მოყევით ვის სად გითევზავიათ ფასიან მეურნეობებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ!

P.S ბოდიში თუ კი თემა არ შეესაბამება იმ განყოფილებას რომელშიც დავპოსტე.. უბრალოდ ვერ ვნახე ამაზე შესაბამისი ადგილი...

ფოტოები:









აქ უკვე შუკაზე




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 28 2012, 22:10
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,080
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ზურაზუ
კარგი სტატიაა, მაგრამ იქნებ სურათები ატვირთო, არც ჩანს და არც მიღებულია სხვაგან გადამისამართება. ლინკები მაინც წაიშლება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზურაზუ
პოსტი May 28 2012, 23:00
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 34
რეგისტრ.: 28-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჭალიმგელა @ May 28 2012, 23:10) *
ზურაზუ
კარგი სტატიაა, მაგრამ იქნებ სურათები ატვირთო, არც ჩანს და არც მიღებულია სხვაგან გადამისამართება. ლინკები მაინც წაიშლება


დიდი სიამოვნებით ავტვირთავდი მაგრამ ვერ გავერკვიე როგორ ხდება ფოტოების დადება! ლინკს მთხოვს!! იქ სადაც ამის ახსნაგანმარტებაა ვიდეოს არ მიჩვენებს და ვერ გავერკვიე ფოტოების დამატების პროცესში.. თუ კი 2 სიტყვით ამიხსნით მადლობელი დაგრჩებით D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი May 28 2012, 23:01
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,055
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



ზურაზუ
http://www.radikal.ru/
აქ ატვირთე სურათი მიხვდები ადვილია და მერე მეორე ბმული დააკოპირე და აქ ჩასვი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 28 2012, 23:02
პოსტი #5


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზურაზუ
აბა ეს სცადე
http://www.postimage.org/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზურაზუ
პოსტი May 29 2012, 01:46
პოსტი #6


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 34
რეგისტრ.: 28-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(მაქსიმუსა @ May 29 2012, 00:01) *
ზურაზუ
http://www.radikal.ru/
აქ ატვირთე სურათი მიხვდები ადვილია და მერე მეორე ბმული დააკოპირე და აქ ჩასვი!


მადლობა დიდი))) როგორც ხედავთ გამომადგა!)))

ციტატა( T A M P L I E R @ May 29 2012, 00:02) *
ზურაზუ
აბა ეს სცადე
http://www.postimage.org/


მადლობა თქვენც დიდი! ესეც გამომადგა მაგრამ ძალიან დიდი ფოტოები იპოსტებოდა და გადავწყვიტე მაქსიმუსას სილკით მესარგებლა! newsmile041.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
CECEIRON
პოსტი May 29 2012, 07:10
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 484
რეგისტრ.: 12-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



100% მართალია ეს კაცი,სახოლ კაი სტატია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilariona
პოსტი May 29 2012, 07:52
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,239
რეგისტრ.: 25-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



უკრაინაში 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, მაგრამ თევზაობა რატომღაც არ მომსვლია აზრად D.gif დაკავებული ვიყავი ალბათ.

ჩვენთან ფასიანი მეურნეობა ნიშნავს:

შაბათ-კვირას თევზი ისეთი ნაჭამი გხვდება, რომ შენი ნემსკავიანი სიმინი მაგრად ჰკიდია!

პირობები ისეთია, როგორსაც შენ ჩაიტან newsmile05.gif ჩაიტან მაგიდას, გექნება მაგიდა, არ ჩაიტან და არ გექნება.

ნუ ფასები ხო კატასტროფაა,

დებედას ტბა ანკესი 30 ლარი, მანდვე ერთი კგ თევზი 12 ლარი!

ლოპოტა: ღამე 300 ლარი newsmile05.gif

ყვარლის ტბა: დღის მანძილზე თევზაობა 100 ლარი!

ეს სამი ადგილია სადაც იჭირება თევზი და კი ხვდებით რა ხელფასი უნდა გქონდეს კაცს რომ ითევზაო.

უცხოეთში ტბაზე არა, მაგრამ დანიის საზღვართან ბალტიის ზღვაში ვითევზავე ერთხელ newsmile05.gif

2010-ში პოლონეთის კურორტ კოლობჟეკში ვისვენებდი პოლონელ მეგობრებთან ერთად და მაგათმა დამპატიჟეს იახტიდან სათევზაოთ.
მერე გავარკვიე, კაცი 30 ევრო ღირდა, 8 საათიანი ტურია და დანიის საზღვართან თევზაობ.
პირადად მე 17 ცალი კილოდან ორკილომდე კატფიშები დავიჭირე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზურაზუ
პოსტი May 29 2012, 08:49
პოსტი #9


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 34
რეგისტრ.: 28-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ilariona @ May 29 2012, 08:52) *
უკრაინაში 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, მაგრამ თევზაობა რატომღაც არ მომსვლია აზრად D.gif დაკავებული ვიყავი ალბათ.

ჩვენთან ფასიანი მეურნეობა ნიშნავს:

შაბათ-კვირას თევზი ისეთი ნაჭამი გხვდება, რომ შენი ნემსკავიანი სიმინი მაგრად ჰკიდია!

პირობები ისეთია, როგორსაც შენ ჩაიტან newsmile05.gif ჩაიტან მაგიდას, გექნება მაგიდა, არ ჩაიტან და არ გექნება.

ნუ ფასები ხო კატასტროფაა,

დებედას ტბა ანკესი 30 ლარი, მანდვე ერთი კგ თევზი 12 ლარი!

ლოპოტა: ღამე 300 ლარი newsmile05.gif

ყვარლის ტბა: დღის მანძილზე თევზაობა 100 ლარი!

ეს სამი ადგილია სადაც იჭირება თევზი და კი ხვდებით რა ხელფასი უნდა გქონდეს კაცს რომ ითევზაო.

უცხოეთში ტბაზე არა, მაგრამ დანიის საზღვართან ბალტიის ზღვაში ვითევზავე ერთხელ newsmile05.gif

2010-ში პოლონეთის კურორტ კოლობჟეკში ვისვენებდი პოლონელ მეგობრებთან ერთად და მაგათმა დამპატიჟეს იახტიდან სათევზაოთ.
მერე გავარკვიე, კაცი 30 ევრო ღირდა, 8 საათიანი ტურია და დანიის საზღვართან თევზაობ.
პირადად მე 17 ცალი კილოდან ორკილომდე კატფიშები დავიჭირე.



ხოო მეც სწორედ მაგას ვამბობ!!! პრინციპში იმათთვის 20 ევრო არის როგორც ჩვენთვის 10-15 ლარი! აქ ამ ფასად კატერით კი არა გასაბერ კამერითაც არ გაგასეირნებენ)))))
ამ ყველაფრის შემყურეს იმდღეს ძმაკაცს ვეუბნებოდი ჩვენ ხომ არ გავაკეთოთ საჰუთარი ტბათქო კარგი პირობებით!? მაგრამ რო დავთვალეთ დაახლოებით ღირებულება ამაზე ფიქრის სურვილიც კი გამიქრა)))))))))))))

ციტატა(CECEIRON @ May 29 2012, 08:10) *
100% მართალია ეს კაცი,სახოლ კაი სტატია


მადლობა newsmile01.gif ეს ჩემი პირველი სტატიაა საერთოდ ფორუმზე! და პრინციპში ეს ფორუმიც პირველია ჩემთვის))) თუმცა რამოდენიმე თვეა ვკითხულობდი გულდასმით და მხოლოდ ეხლა გადავწყვიტე დარეგისტრირება))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 29 2012, 08:56
პოსტი #10


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი თემაა ნამდვილად. ავტორს ჩემგან "რესპექტები".

პრინციპში ყველაფერი ითქვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ადგილი სადაც ნორმალურად ითევზავებ, დაისვენებ, ისიამოვნებ და წამოხვალ ბედნიერი იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენთან ყველაფერი "გურჯული" ბიზნესით კეთდება და ამიტომ არის რომ არსად არაფერი არ არის. არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არის და ისეთი ფასებია ხელს გწვავს ეგრევე. კუმისზე ერთობლივი გახსნის დღეს ვალგერამ გამძღარი თევზი დაგვახვედრა. ეგონა 50 კაცი რადგან ვიყავით წამოვიღებდით 1 ტონა თევზს. დიდი მადლობა მას ამისთვის. აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა?

სამწუხაროდ მე არ მქონია ბედნიერება სხვა ქვეყანაში მსგავს ტბაზე მეთევზავა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც მექნება ეგ ბედნიერება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზურაზუ
პოსტი May 29 2012, 09:05
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 34
რეგისტრ.: 28-May 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(ჩელე @ May 29 2012, 09:56) *
კარგი თემაა ნამდვილად. ავტორს ჩემგან "რესპექტები".

პრინციპში ყველაფერი ითქვა. უბრალოდ გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ადგილი სადაც ნორმალურად ითევზავებ, დაისვენებ, ისიამოვნებ და წამოხვალ ბედნიერი იმით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენთან ყველაფერი "გურჯული" ბიზნესით კეთდება და ამიტომ არის რომ არსად არაფერი არ არის. არ არის ინფრასტრუქტურა, თუ არის და ისეთი ფასებია ხელს გწვავს ეგრევე. კუმისზე ერთობლივი გახსნის დღეს ვალგერამ გამძღარი თევზი დაგვახვედრა. ეგონა 50 კაცი რადგან ვიყავით წამოვიღებდით 1 ტონა თევზს. დიდი მადლობა მას ამისთვის. აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა?

სამწუხაროდ მე არ მქონია ბედნიერება სხვა ქვეყანაში მსგავს ტბაზე მეთევზავა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც მექნება ეგ ბედნიერება.



მადლობა დიდი.. მიხარია რომ სტატიას ტყუილად არ ვწერდი წუხელ ღამის ოთხის ნახევრამდე)))) და ვხვდები რომ ჩემი გულის ტკივილის გამოთქმით ბევრის სათქმელი ვთქვი!
ერთი ის არის რომ უკრაინა შორია მარტო გადაფფრენა გადმოფრენა ჯდება 500$ თორე სათევზაოდ წასვლა კი ღირს ნამდვილად)))
ნეტა ამ მხროვ როგორი ამბებია სასომხეთში და აზერბაიჯანში? ცოტა ახლოს მაინც არის და რეალურია წასვლა! თუ კი აქ აზრი რათქმა უნდა)))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 29 2012, 09:50
პოსტი #12


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ზურაზუ

სამწუხაროდ ყველას გულისტკივილი გამოთქვი და არა სიხარული.... ეგ ყველას ჩვენგანს გვტკივა და ამაზე უარესი ის არის, რომ საშველიც არ არის, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ მოგვარდება ყველაფერი და მიხვდებიან ოდესღას ეს ჩვენი "გურჯი ბიზნესმენები" რომ რაღაც უნდა დათმონ და შეცვალონ.

სომხეთში ალბათ სევანზე თუ წახვალ სათევზაოდ, თორე სხვა სეროზული ტბა მე არ გამიგონია. აზერბაიჯანში მგონი უფრო მეტი ტბაა და შანსიც მეტია, რომ იყოს თევზი. აი იმის შანსი კი ნაკლებად იქნება, რომ არ გაიქექები..... იქ ისევ კომუნიზმია, ყოველ 2 კილომეტრში პოლიცია და ქრთამი მიდის...... ალბათ ისევ თურქეთში ჯობს ვეძებოთ მსგავსი ადგილები.....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბექარი19
პოსტი May 29 2012, 10:27
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 432
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ზურაზუ
გახსოვდეს რომ ეს ისეთი ფორუმია სადაც შრომა დაგიფასდება ყოველთვის elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bachovar
პოსტი May 29 2012, 10:29
პოსტი #14


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ძალიან კარგი სტატიაა, საჭირო შედარებებით.
ჩელე
ციტატა
აი ზუსტად ეგ არის "გურჯული" ბიზნესი. მარტო თავის თავზე ფიქრი და ზრუნვა. დანარჩენი ყველაფერი ჰკიდიათ. არ შეიძლება ასე, მაგრამ რა გინდა ქნა?

სამწუხარო სიმართლეა რომ ასეთი წარმოდგენა აქვთ ბიზნესზე, შეიძლება თემას ვუხვევ, ბიზნესკურიერს ვუსმენდი ბენზინის კიდევ ერთხელ გაძვირების შემდეგ, და ითქვა რომ "საწვავის გაძვირების მიუხედავად ქართული კომპანიები აცხადებენ, რომ მოთხოვნა ბაზარზე ჯერჯერობით არ შემცირებულა" newsmile05.gif ანუ რატომც არ უნდა გავზარდოთ ფასიო რა newsmile05.gif ამიტომ ვთვლი რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცის შეცვლა მანდ, თევზაობა ბენზინი არ არის, რომ მაგის გარეშე ვერ გავძლოთ, თან გვაქვს ბუნებრივი წყალსატევებიც, თევზუხვი არა, მაგრამ უფასო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 29 2012, 10:38
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



bachovar

ხო რა ვიცი, არა მგონია ჩვენ ამ შემთხვევაში რამე ვქნათ. გეტყვიან: კერძოა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თუ გიღირს შენ მაგდენის გადახდა გადაიხადე, თუ არა და გზებიც დამილოცნია-ო..... პრინციპში მართალიც იქნება. საკუთრებაა და ვერაფერს იზამ. არა მგონია ეხლა მაგალითად ვალგერას ჩემი იქ არ მისვლით რამე დააკლდეს. პრინციპში არც დავდივარ და არც მაქვს სურვილი ვიარო იქ სადაც მატყავებენ და უკან ვერაფერი მომაქვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას მე სიონი მანიჭებს და იმედი მაქვს იმასაც არ გახდიან ფასიანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2019 - 10:31