С.Г Шагинов. ФИЛЬД ТРАИЛ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
С.Г Шагинов. ФИЛЬД ТРАИЛ, Охотничьи Собаки
barambo
პოსტი Aug 6 2012, 21:27
პოსტი #31


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



AlekoN
ასქულიანი წესებით ჩატარება სპორტი არ არის? თუ საპრიზო ადგილები არ ნაწილდება?? უბრალოდ განსხვავება დონეშია!

გაკიცხვა და უარესი თუ გაინტერესებს ვისგან მოდიოდა, გადახედე ევროპული მეძებრების თემის ბოლო გვერდებს და გაიხსენებ.


მოკლედ,არ ღალატობ ჩვეულ აგრესიულ-შემტევ სტილს რა!!!! shiverdog.gif

ადრე რასაც ვთვლიდი,იმას ვთვლი ახლაც!
სპორტული ძაღლებით "ევროპელები" ,რასაც ჩვენ ნადირობას ვეძახით ისე(კვირაში სამჯერ,ნებისმიერ პირობებში)არ ნადირობენ!.წელიწადში ორჯერ,ნახევარი საათით გნოლზე გასეირნება,ნადირობა არ არის!
სანადირო ძაღლი ,რომელსაც უამრავი უარყოფითი ჩვევა აქვს შეძენილი ნადირობის გამო, სპორტში არ გამოდგება!
კამათიც მაგაზე იყო,მე ვთვლი რომ ერთი და იგივე ძაღლი დიდი სპორტისთვის და "ქართული" ნადირობისთვის არ გამოდგება!
შენ საპირისპიროს ამტკიცებ,მიუხედავად იმისა რომ შაგინოვიც და კონოვალოვიც აღიარებენ რომ სპორტული ძაღლებით იქ არავინ არ ნადირობს!
მოკლედ,ისევ იმ არაფრის მომცემ კამათს რომ არ დავუბრუნდეთ მე ამ თემიდან გავდივარ!


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iason
პოსტი Aug 6 2012, 22:14
პოსტი #32


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 216
რეგისტრ.: 5-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კამათში იბადება ჭეშმარიტება..ნამდვილად შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში მართლაც გაგვეცინოს კამათის თემაზე,ყველაფერი იცვლება, იცვლება სასიკეთოსკენ:თქვენი ცოდნა,გამოცდილება გემოვნება იხვეწება ამ ყველაფერთან ერთად,ჩვენც დილეტანტები ამ საკითხში, ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენდა სასიკეთოდ,საქმე მიიწევს წინ.ასე რომ მადლობა მეთქმის მე პირადად Alik,Akop,AlekoN,chalimgela,maverik,sergostvis,შადიშამოდის
თვის და კიდევ ბევრისთვის საინტერესო თემების წამოწევისთვის და განხილვისთვის ochopintre.ge-ზე,და ალბათ არც ისე ცოტა უნდა იყოს მადლიერი ვისაც ეს თემა აინტერესებს და იმათი სახელითაც გიხდით. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ..))იმედი მაქვს კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე იქნება მსჯელობა..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Aug 7 2012, 08:25
პოსტი #33


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



წასაშლელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Aug 7 2012, 08:25
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



[quote name='AlekoN' date='Aug 6 2012, 21:26' post='206523'.

პირველი "მიუღებლობის" შემდეგ დგება ასეთი ეტაპიც და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
[/quote]

თავად სერგოს სტატიაშიც საგრძნობლად შერბილებულია პათოსი და აქცენტებიც შესამჩნევლად გადაადგილებულია. ბევრად უფრო დამიწებულია შეხედულებები, ჩვენს რეალობას უფრო ითვალისწინებს, ნაკლებია ტრადიციული წესებისა და ძაღლების მიუღებლობა. ამიტომაც დაიმსახურა საყოველთაო მოწონება. ჩვენც ნაკლები კატეგორიულობით თუ ვიმსჯელბთ აწი მაინც , კარგი იქნება.
კიდევ, ფილდ ტრაილი რომ სპორტია და იქ მონაწილე ძაღლები პროფესიონალი სპორტსმენები, ამაზე ნუღარ ვიკამათებთ. ნადირობით როგორ არ ინადირებენ, მაგრამ ვინ ოხერი მოაცდენს ნადირობისთვის?
ასქულიანი შეჯიბრება სპორტი არ არისო? კი სპორტია, მაგრამ მასში მონაწილეობენ პროფესიონალი სპორტსმენები კი არა, პროფესიონალი მონადირე ძაღლები. მათ შორის კი რა განსხვავებაა, თენგოს განმარტებები რად გინდა, შენ არ იცი? სპორტსმენი იქ მონაწილეობს წელიწადში 90 შეჯიბრში და ერთი დღე შეიძლება ანადირონ. აქ 90-ჯერ ტყე-ღრეში დაათრევენ დილიდან საღამომდე და თითო-თითოჯერ შეჯიბრზე და გამოფენაზე გამოყავთ წელიწადში (ხან ეგეც არა). დონე სხვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოთხოვნებიც, მიდგომებიც და ფინანსური და სხვა შესაძლებლობებიც, იქ და აქ, განსხვავებულია.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი Aug 7 2012, 11:38
პოსტი #35


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს თემა ეხება ს. შაგინოვის სტატიას და მის ირგვლივ ვისაუბროთ. იმ ძველ თემებს არ დავუბრუნდეთ თავისი ხშირად აგრესიული პოსტებით.

ციტატა(AlekoN @ Aug 6 2012, 21:26) *
ასევე არ მიხსენებია აკოპის დამოკიდებულება სერგოს მიმართ, არამედ - მის სტატიის და ზოგადად ამ თემის მიმართ.


ალეკო, მეც სტატია ვიგულისხმე, ბატონო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Aug 7 2012, 13:52
პოსტი #36


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



შადი შამოდი

საბოლოოდ ყველაფერი მიდის ერთ რამესთან - ძაღლები იყოფიან ორ ჯგუფად: სანაშენე და არასანაშენეებად.
სეტერს და პოინტერს რომელსაც არ აქვს დამახასიათებელი ტემპერამენტი, ძებნა, სტილი, სანაშენედ ვერ ჩაითვლება. დასავლეთში მომშენებელი დამოუკიდებელია, როგორც უნდა ისე შეუძლია აწარმოოს სელექცია, აქ შეიძლება მკაცრი აკრძალვები არც არის, მაგრამ მის საქმიანობას აკონტროლებს ბაზარი და მოთხოვნილება.
ამ ორი კატეგორიის ძაღლების შედარება რომ უაზრობაა, მგონი არ უნდა კამათი, რადგან მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.
სერგოს სტატია ერთხელ გადავიკითხე და როგორც მახსოვს, ადგილობრივ ძაღლებისა და წესების ავკარგიანობას არც არჩევს, რადგან ეს მისი სტატიის თემა არ არის. თორემ მათ მიმართ მისი დამოკიდებულება იგივეა, რაც უწინ იყო.
უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - სტილის მქონე, მუშა სტანდარტის შესაბამის ძაღლი ერთია და რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს - მეორე, რომელიც მიუხედავად ამის შეიძლება ძალიან ძლიერი მონადირე იყოს. ამაში რატომ ხედავ კატეგორიულობას და არა - პრინციპულობას ვერ ვხვდები. მეორე კატეგორიის ძაღლების გამრავლებით კი რას მივიღებთ? კარგი შთამომავლობის მიღების ალბათობა ძლიერ მცირეა, თუკი არის საერთოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th December 2019 - 12:30