სასანგრე სტენდი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სასანგრე სტენდი, TRAP SHOOTING
Bone
პოსტი Jun 1 2009, 16:15
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ცეცხსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად,სულ უფრო მძაფრდებოდა სურვილი მსროლელებს შორის დაეხვეწათ თავიანთი სროლის ტექნიკა და შესაბამისად სროლის მაჩვენებელი. რათქმაუნდა იმ ძველ ეპოქაში სადაც ცეცხსასროლი იარაღი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა არც თუ ისე იოლი საქმე იყო. ტყვიის სროლა მიზანში, მოკლე მანძილზე, ასეთი იარაღიდან ასე თუ ისე შესაძლებელი იყო, მაგრამ სროლა მოძრავ სამიზნეზე, დიდ სირთულეს წარმოადგენდა.... თუმცა ესეთი სროლა იყოს ძალიან სანახაობრივი და დიდ ემოციებს იწვევდა როგორც მსროლელებში ასევე მაყურებელში....
ევროპის წამყვან საიარაღო სახელოსნოებში დიდი გულმოდგინებითა და ყოველგვარი საშუალებით მიმდინარეობდა ცეცხსასროლი იარაღის სრულყოფა, რომელიც მოძრავ სამიზნეზე სროლას გაადვილებდა,მაგრამ მხოლოდ იარაღი არ იყო საკმარისი წარმატებისთვის საჭირო იყო ვარჯიში, უნდა უზრუნველ ეყოთ ხელოვნური მოძეავი სამიზნეები! არჩევანი შეჩერდა მტრედზე...... მსროლელისაგან ოციოდე მეტრზე მიწაში ამოღებულ ორმოში ჩასვამდნენ მტრედს, რომლესაც გადაფარებდნენ ძველ ქუდს ან პატარა კალათას, ამ უკანასკნელს მობმული ქონდა თოკი, მსროლელის ბრძანების შემდეგ თოკს მოქაჩავდნენ და მტრედიც აიჭრებოდა ჰაერში... ასეთი სროლა საკმაოდ ძნელი იყო. სროლა მტრედებზე სულ მცირე დროში გადაიქცე სპორტის უპოპულარულეს სახეობად, უპირატესად არისტოკრატიის გართობის სასუალევბას წარმოადგენდა. ეწყობოდა გრადიოზული ტურნირები



უპირატესად მამაკაცები იყვნენ თავგადაკლული მსროლელები....


მაგრამ არც ქალბატონები ჩამოჩებოდნენ

პირველი ასეთი ჩემპიონატი ჩატარდა ინგლისში 1793 წელს.
სროლა მტრედებზე გასაოცარი სანახაობრივი სპორტული გასართობი საშუალება იყო მაგრამ,! ამავდროულად ძალიან სისხლიანი და საცოდავი, იხოცებოდა უამრავი ფრინველი, რაც ესთეთიურ მხარეს მოკლებული გახლდათ, რათქმაუნდა ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდებოდა. ცხოველთა და ბუნების დაცვის ორგანიზაციებმა აკრძალეს ცოცხალ სამიზნეებზე სროლა გართობის მიზნით, (მოგვიანებით მათ საერთოდ ნადირობის აკრძალვაც მოითხოვეს) რათქმაუნდა მოძრავ სამიზნეზე სროლის მოყვარულთა საზოგადოებამ არ შეწყვიტა თავისი "მოღვაწეობა" , და მალევე იქნა ნაპოვნი გამოსავალი, პირველად ეს იყო შუშის ბურთები რომელიც კატაპულტების საშუალებიტ გაიტყორცნებოდა ჰაერში, სანახაობის მიზნით ამ ბურთებსი მოთავსებული იყო ფრინველის ბუმბული ან მტვერი და ა.შ. მაგრამ შუშას რიგი უარყოფითი თვისებები გააჩნდა, კერძოდ არ იყო სათანადოდ მყიფე და ისხლიტავდა საფანტს. XIX საუკუნის ბოლოში ამერიკელმა მსროლელებმა მოიგონეს თიხის თეფშები, რომელიც ბევრად ჯობდა შუშის ბურთებს. მოედნები სადაც მონტაჟდებოდა კატაპულტები თეფშების სასროლად ერქვა სტენდები აქედან შეერქვა სპორტს სასტენდო სროლა.
ზევით ჩვენ შევეხეთ მტრედებზე სროლის ტექნიკის ნიუანსებს, მოგვიანებით მტრედები შეიცვალა თიხის თეფშებით, დაიხვეწა მოედნის განლაგებაც და სხვა მცირე შესწორებებით მოაღწია დღევანდლამდე როგოც სასანგრე სტენდი, სანგარი ნიშნავს გრძელ ორმოს, სადაც ამ შემთხვევაში განლაგებულია სატყორცნი დანადგარები(ამაზე ქვევით).....1910წლიდან სასანგრე სტენდი შეტანილ იქნა ოლიმპიური სპორტის სახეობებში.

სასნგრე სტენდი ანუ TRAP(ing.ნადირობა) წარმოადგენს საკმაოდ მცირე ზომის მოედნას მაშტაბით 25მეტრი სიგანეში და 24 მეტრამდე სიგრძეში.


სასროლი მოედნის ჩრდილოეთით, მთელ მის გაყოლებაზე არის ერთიანი სანგარი, სადაც დამონტაჟებულია თებფშების მომწოდებელი აპარატები, (მიწის ქვეშ) .



სასნგრე სტენდზე გვაქვს 5 საცეცხლე წერტილი(ნომერი) რომლებიც სანგარიდან ანუ თეფშების მომწოდებლიდან ზუსტად 15 მეტრითაა დაშორებული, თითო საცეცხლე ნომერს ეკუთვნის 3 ტეფშების აპარატი:


თეფშებს გააჩნიათ გასაზღვრული ფრენის ტრაექტორია(სულ სამი) : 1) ტრაექტორია არის სწორი(ანუ პირდაპირი)

2) ტრაექტორია მარჯვენა მიმართულებით

3) ტრაექტორია მარცხენა მიმართულებით

თითოეულ ნომერს ეკუთვნის 3 მანქანა, სულ მოედანზე 15 აპარატია დამონტაჟებული. თეფშის დასაზიანებლად შესაზლებელია ორი გასროლის განხორციელება

DOUBLE TRAP ანუ ორმაგი სანგანი, სასტენდო სპორტის შედარებით ახალი სახეობაა, პრაქტიკულად იგივე დისციპლინაა რაც სასანგრე სროლა, ტარდება იგივე მოედანზე
მესამე საროლის პოზიციის პირდაპირ ანუ მოედნის ცენტრიდან გამოფრინდება წყვილი თეფში, სამ ძირითადი ტრაექტორიით , მარცხენა მარჯვენა პირდაპირი.


მხოლოდ იმ განსხვავებით რომ: სპორცმენის ბრძანებისას სანგარიდან ამოფრინდება წყვილი სამიზნე(ორი თეფში)
შესაბამისად მსროლელს აქვს ორი გასროლის საშუალება

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 2 2009, 19:29
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარიაააააააააააააააააააა! newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 2 2009, 21:14
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



აუ საღოლ ნიკა მაგარი არის სულ ამას გავიძახი რომ იქნებ ამ სპორტს რამენაირად უშველოთ და ამ მხრივ რაეს მივაღწიოთ ამ საქმეების მერე კლუბის თაოსნობით ჯერ 1 აპარატი იქნებ შევიძინოთო რომ ხანდახან მაინც ვისროლოთ იმ შუალედში როდესაც აკრძალულია ნადირობა და მერე იმ დიდ საქმესაც მივხედოთ რასაც ნამდვილი სტენდი ქვია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Jun 2 2009, 22:30
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეეეეეეეეეეეეეეეეეეხ მაგას საკმაოდ ბევრი newsmile093.gif newsmile093.gif newsmile093.gif ფული უნდააააააა

ერთი აპარატი კი ბატონო, ეგ შესაძლებელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 2 2009, 22:53
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაიხარეთ ბიჭებო, უნდა აღორძინდეს ამხელა ტრადიციის დაკარგვა არ იქნება, გიო უეჭველი უნდა ვიყიდოთ და ჩვენთვის მაინც ვისიამოვნოთ..... თუ მოვინდომებთ ყველანი, უფრო მეტსაც შევძლებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი Jun 2 2009, 22:59
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



აბა რა ნიკა იქნება ამ რაგაცეების მერე რაც დაგეგმილია მიეხედოს ამ საქმეს თორემ სექტემბერში ყველა სხვა საქმით დაკავდება და ეეს საკითხი მომავალ სეზონზე ისევ განხილვის ობიექტი იქნება, ასე რომ ამ საქმესაც მივხედოთ იქნებ რამენაირად მოვაგვაროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მამუკა
პოსტი Jun 3 2009, 15:31
პოსტი #7


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 367
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პატარა მონდომება უნდა, შეუსრულებელი თუ მოვინდომებთ არაფერი არ არის, ტქვენც კარგად იცით ეგ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Aug 2 2009, 13:07
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



იმედი მაქვს რომ შემდეგ ა8რებში სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დამეთანხმებით...

სასტენდო სროლასთან მაქვს არც თუ ისე დიდი შეხება, მაგრამ არც თუ ისე შორი.
როგორც ქ-ნ. ნინო სალუქვა9ემ (რა თქმა უნდა მომყავს როგორც დამსახურებული ტყვიის მსროლელი)
ერთ სუბარში ბრ9ანა:
"-საქართველოში სასროლო და საბრ9ოლო სპორტის სახეობებს განსაკუთრებული
ყურადღება უნდა დაეთმოს, რათა ირგვლივ მტერი გვყავს ჩასაფრებული".
მაგრამ სახელმწიფო დოტაციების ხანა წავიდა, ახლა ვისაც როგორ შეუ9ლია ისე უნდა ამოუდგეს
სამამულო სპორტს გვერდში.

ბევრი მკითხავს, როგორ? ყველას ოჯახი გვყავს და ყველას საკუთარი გეგმა გაგვაჩნია...
მე ამ საკითხს ჩემებურად უყურებ და აი ჩემი ხედვა:
ყველაფერს ესაჭიროება საწყისი კაპიტალი და ეს კაპიტალი მხოლოდ მატერიალური
ღიებულებებით არ განისა8ღვრება. მინდა თქვენი ყურადღება გადავიტანო პროფესიონალების
ინტელექტუალურ ინვესტიცია8ე.

ანუ რას ვგულისხმობ - თუ მე ვარ ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებელი ან არქიტექტორი
ვქმნი სასროლეთის პროექტს თანამედროვე ტენდენციებისა და მატერიალური საშუალებების
მაქსიმალურად რაციონალური გამოყენების კუთხით.

ვარ მარკეტოლოგი ან ფინანსისტი - ვქმნი სასროლეთის სამარკეტინგო სტრატეგიას, ვითვლი სავარაუდო
განვითარების პერსპექტივის ვარაუდს. ვამუშავებ ფასთა პოლიტიკას.

ვარ აი-ი სპეციალისტი, ვქმნი და ვაწარმოებ სათანადო მომსახურეობას რათა სასროლეთმა საკუთარი
ადგილი დაიმკვიდროს ვებ-სივრცეში.

ვარ დიპლომატი. ვეწევი ჩვენი სასროლეთის პი-არს საკუთარ პროფესიონალურ სა8ოგადოებაში. (უფრო სამომავლო)

ვარ იურისტი, ვაყალიბებ წესდებას სპეციფიკის გათვალისწინებით.

ვარ ბუღალტერი. ვახდენ საბუღალტრო აღრიცხვას და შემდგომ ანგარიშგებას.

ვარ თარჯიმანი. ვახდენ სასროლეთისათვის საჭირო მასალების თარგმნას.

ვარ ოპერატორი (ტელე-, კინო, ფოტო) - საკუთარი საშუალებებით ვიღებ ვი8უალურ მასალას ვებ-გვერდისათვის თუ სარეკლამო
ნაბეჭდი მასალებისათვის.

და ბოლოს ვარ დი8აინერი, არტ-დირექტორი და კოპირაიტერი. ვქმნი სახელწოდებას, საფირმო სტილს
(ე.წ. აიდენტიკას), ვერბალურ საკომუნიკაციო მოდელს (სლოგანებს, სარეკლამო მოწოდებებს, სარეკლამო ტექსტებს),
სარეკლამო შემოქმედებით პლატფორმას. შემდეგ, შედარებით იაფი მედია საშუალებებით ვაყალიბებ
მაინტრიგებელ და მაქსიმალურად ეფექტურ სარეკლამო კომუნიკაციას საბოლოო მომხმარებელთან.

ვარ სარეკლამო საწარმოს მეპატრონე. ვეხმარები ჩემს სასროლეთს პრომომასალების ტირაჟირებით.


აქ მრავალი პროფესიონალის ცართვაა შესა9ლებელი, მთავარი მონდომებაა... newsmile071.gif


აი ასეთია ჩემი ამ საკითხვის 8ედაპირული მიმოხილვა.

პატივისცემით
გიგა




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 2 2009, 13:41
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გაგიმარჯოს ღმერთმა !!!
ძალიან კონკრეტულად განიხილე პრაქტიკულად ყველა საჭირო საკითხი, ბევრ რამეზე ახლებური შეხედულება გამიჩნდა
მონდომება აუცილებლად იქნევბა და არის კიდევაც მონდომება, ასეთი აზროვნებით და სულისკვეთებით შორს წავალთ ძალინ შორს....
სხვა დეტალებზე დაწვრილებით ვისაუბროთ შეკრებაზე, გაიხარე newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Aug 2 2009, 13:46
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



Bonehill
ჩემი თავი გენაცვალოთ ყველას ვისაც გულით
რამე კარგის გაკეთება გსურთ.
არც ფი8იკურ შრომა8ე არ დაგ8არდები.

ისე ჩემი მე8ობელი გელა სიმონიანი გახლავთ.
მაჩხანელებსაც ვიცნობ, დიდ პატივს ვცემ!
გელასთან კი სასროლეთ8ე 2 თვე ვიარე, პერსპექტიული
ხარო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კიდევ ერთი სამსახური მჭირდება
რათა სპორტი დავისპონსორო newsmile035.gif

შეკრება8ე აუცილებლად წამოვალ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Aug 2 2009, 14:03
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვაა რას ამბობ შენი მეზობელია?! მაგარია
მეც ეგრე ჩემო ძამიკო, ჩემი ხელფასი სულ რომ მაგაზე დავხარჯო საჭიროზე ორჯერ ნაკლებ ვაზნასაც ვერ გავისვრი.
ამიტომაა რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე უნდა იყოს(ამაზე სხვა დროს), ესაა სპორტის უძვირფასესი სახეობა, ავტაოსპორტის შემდეგ ყველაზე მეტ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს...
სიმარტლე გითხრა სპორტული სროლა ნადირობაზე მეტადაც კი მიყვარს მაგრამ აბა როგორ........
აუცილებლად ვიზამთ რაღაცას, მე მაქვს გარკვეული გეგმა უკვე დიდი ხანია და ამ ფორუმის საშუალებით აუცილებლად მივაღწევ მაგას(მივარწევთ) საიტი რომ გვექნება მანდ იქნება რაღაც რუღაცეები newsmile05.gif
მერე ვისაუბროთ ფორუმზე არ მინდა დავწერო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Aug 2 2009, 22:27
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



Bonehill
აი რაც სპორტს შეეხება, სე8ონის დასასრულისათვის პნევმატიკა8ე
გადავდივართ. რაც იარაღს შეეხება, მაქვს საკმაოდ მ9ლავრი ამერიკული
შაშხანა ეირფორს ტალონი ლოტარ ვალტერის ლულით 16"-იანი ტვისტით
სტაბილური 320 მ/წმ სიჩქარითა და ლულების სწრაფი გამოცვლის პოტენციალით
.177, .20 და .22 კალიბრში და სიგრ9ით 12, 18, და 24"-ით.
ერთი დატუმბვით 102 სრულყოფილი გასროლა სიჩქარის კლებით 320 დან 250 მ/წმ-მდე.8ოგი გასროლა
258 მ/წმსაც უკაკუნებდა. სი8უსტეც არაჩვეულებრივი. რაც სტენდს შეეხება აი მოვმაგრდებით
და შეუტევთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Aug 2 2009, 22:55
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ჰოოო მე ვიყავი მაგის შემსწრე ტალონმა 358მ /წმ რომ აჩვენა 10.5 გრანიანი ტყვიით ეს არის საშინელი სიჩქარე და ენერგია .177 პნევმატიკისთვის newsmile05.gif

43.57 ჯოული newsmile05.gif 4.5 მმ-ში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
919
პოსტი Aug 3 2009, 12:20
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,658
რეგისტრ.: 27-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi/Georga



geojorjika
ჟორჟოიკ მადლობა რომ სიტყვა შემაშველე,
იმედია ჩვენი პნევმატური ავტორიტეტი გაი8რდება და მინიმუმ .22-ს დააფასებენ,
9მმ-8ე ხომ ბა8არიც არაა newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 22 2011, 12:48
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სასანგრე სტენდზე სროლის ძირითადი პრინციპი.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2019 - 17:31