ცეცხლის ხაზზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ცეცხლის ხაზზე, ისტორიები წარსულიდან
ალთაზარ
პოსტი Jul 18 2012, 20:48
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ც ე ც ხ ლ ი ს ხ ა ზ ზ ე <<ლელო>> 27.აპრილი.1969წ

არმიელები უფავორიტებოდ უკეთესად ისროდნენ


თბილისის სამხედრო მონადირეთა საზოგადოების სტენდზე დამთავრდა რესპუბლიკური პირველობა იუნიორთა შორის . ცეცხლის ხაზზე გამოვიდა 31 სპორტსმენი . შედეგები უხეირო იყო . შეიძლება ეს ძლიერი ქარის ბრალიც გახლდათ .
კომპლექსურ ჩათვლაში ყველას აჯობა სამხედრო მონადირეთა საზოგადოებრივმა კოლექტივმა , რომელმაც 350 შესაძლებლიდან 176 ქულა დააგროვა . გამარჯვებულს 9 ქულით ჩამორჩა "ლოკომოტივი" . III ადგილზეა მონკავშირის გუნდი -158 ქულა .

როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტენდზე სროლაში გაიმარჯვეს არმიელებმა . ადგილიდან სროლაში მეორე იყო "განთიადი" , მესამე -ლოკომოტივი . მრგვალ სტენდზე სროლაში 11 ადგილი მონკავშირმა მოიპოვა . "ლოკომოტივი" III ადგილით დაკმაყოფილდა . პირად ტურნირში ყველას აჯობეს : ადგილიდან სროლაში ო. ნაზარენკომ ("ლოკომოტივი"-100დან-67 ქულა) . მრგვალ სტენდზე -სპორტის ოსტატმა თ.მატოიანმა (მონკავშირი) - 80 ქულა .

თბილისელი მესტენდურეების საქალაქო ტურნირში ფავორიტები - ზ.მაჩხანელი და ტ.ჟღენტი არ მონაწილეობდნენ , მაგრამ ამან ასპარეზობისადმი ინტერესი ვერ შეანელა . პირველ დღეს შესანიშნავი ამინდი იდგა და მონაწილეებმაც მაღალი შედეგებით გაგვახარეს . ადგილიდან სროლაში დაწინაურდა ი.საგანელიძე (მონკავშირი) რომელმაც 100-დან 95 სამიზნე გატეხა , მას 2 ქულით ჩამორჩებოდა სპორტის ოსტატი ვ.ალავერდოვი ("ლოკომოტივი") გ.მეფარიშვილმა (მონკავშირი) კი 89 ქულა მოაგროვა . მრგვალ სტენდზე , როგორც მოსალოდნელი იყო დაწინაურდა სპორტის ოსტატი თ.მატოიანი (მონკავშირი) . 100-დან მან მხოლოდ 6 ქულა დაკარგა და 1 ქულით აჯობა თანაგუნდელ ოსტატს ე.ძიძიგურს .

შეჯიბრების მეორე დღეს ამინდი გაუარესდა , ამოვარდა ქარი და შედეგებიც დაეცა . საბოლოოდ ადგილიდან სროლაში პირველობა საგანელიძეს დარჩა . 200-დან მან 177 ქულის დაგროვება შეძლო, II ადგილზეა მეფარიშვილი-174 ქულა , III ა.ბუკია (მონკავშირი) -169 ქულა .

მრგვალ სტენდზე ჩემპიონი გახდა მატოიანი -186 ქულა . მომდევნო ადგილები დაიკავეს : ლ.სიმონიანმა (სამხედრო მონადირეთა საზოგადოება )-178 ქულა და ე.ძიძიგურმა -169 ქულა


საკავშირო კატეგორიის მსაჯი
ჯ.მოწონელიძე

სურათზე : ცეცხლის ხაზზეა ი.საგანელიძე
ფოტო ჯ.ხუბუასი

(სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს)
(წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 18 2012, 22:28
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უპასუხისმგებლობა და 2400 უვარგისი თეფში <<ლელო>> 25 აპრილი 1967

მესტენდურეთა ასპარეზობა , რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ , სპორტ-საზოგადოებათა ნაკრები გუნდების საქალაქო სპარტაკიადის პროგრამით იყო გათვალისწინებული . შეჯიბრების მეორე დღე იმით დაიწყო რომ სპორტსმენები ცეცხლის ხაზზე უხალისოდ გავიდნენ . შეჯიბრების უფროსი მსაჯი , მიისი მოადგილე მდივანი და სტენდის გამგე კი ოთახში ჩაიკეტნენ , - აქტი უნდა შეედგინათ იმ უხარისხი სამიზნეების გამო , რომლებითაც ტურნირი "უზრუნველყო" მონკავშირის დამხმარე საწარმოს (დირექტორი ვ.ჟღენტი) სამიზნეების საამქრომ (უფროსი თ.ამაშუკელი) .
საქმე ის გახლდათ , რომ პირველსავე დღეს საასპარეზოდ მიღებული სამიზეების მესამედი წუნიანი აღმოჩნდა . ამან , რათქმაუნდა საგრძნობლად დასვა მაჩვენებლები . ერთი სიტყვით , ამ ტურნირში არ მოხერხდა რესპპუბლიკური სპარტაკიადისათვის თბილისელ მესტენდურეთა მზადყოფნის საფუძვლიანად შემოწმება . საამქროდან მიღებული 8000 თეფშიდან 2400 უვარგისი იყო , ეს 72 მმანეთის ზარალია , თუმცა მთავარი ზარალი კი არა , უგულისყურობა გახლავთ . სწორედ ამგვარი უპასუხისმგებლობით უნდა აიხსნას მ რომ საქართველოს მონკავშირის მენტენდურენი მეტად უხეიროდ (IX ადგილი) გამოვიდნენ მოსკოვში სსრ კავშირის თასის ამასწინანდელ გათამაშებაში .
ვფიქრობთ თბილისის სპარტაკიადის სიგნალი საკმარისი გაფრთხილებაა მათთვის ვისაც ხალხთა სპარტაკიადისთვის გუნდის მომზადება ევალება .

ზემომოყვანილი ფაქტები რომ უსაფუძვლო არაა , ამას შეჯიბრის შედეგებიც ადასტურებს . ტურნირში ოთხი გუნდის -- "განთიადის" , "ლოკომოტივის" , "ბურევესტნიკისა" და "სპარტაკის" (რამდენიმე მსროლელი პირად ჩათვლაშიც გამოდიოდა) 32 სპორტსმენი მონაწილეობდა , მათგან 17 სპორტის ოსტატი გახლდათ , მაგრამ პირველ დღეს ოსტატის შედეგი (95 ქულა) ერთმაც კი ვერ აჩვენა . ადგილიდან 100 სამიზნეზე სროლის შემდეგ დაწინაურდა ი.საგანელიძე ("ბურევესტნიკი") მან 92 ქულა მოაგროვა და 1 ქულით გაუსწრო სპარტაკელ ზ.მაჩხანელს , რომელთანაც ასევე 1 ქულით აგებდა გ.თოთიბაძე ("განთიადი") .

კარგი მაჩვენებლებით ვერც მრგვალ სტენდზე მსროლელები დაიქადნიან . იმდღევანდელმა ლიდერმა ახალგაზრდა სპორტის ოსტატმა ნ.გოცირიძემ ("ბურევესტნიკი") 7 სამიზნეს დააცილა . ტ.ჟღენტმა ("განთიადი") რომელმაც ამას წინათ რესპუბლიკის ახალი რეკორდი (99 ქულა) დაამყარა , ახლა მხოლოდ 92 ქულა მოაგროვა . III ადგილზე 89 ქულით აღმოჩნდა პირადი ტურნირის მონაწილე ლ.სიმონიანი (ასკ) და მხოლოდ IV ადგილზე გავიდა ამ სახეობის ვეტერანი , მრავალ საერთაშორისო ბრძოლაში გამობრძმედილი მსროლელი ბ.ანტონოვი ("განთიადი") -87 ქულა.

სახარბიელო შედეგები არც მეორე დღეს მოჰყოლია . ამჯერად დამაკმაყოფილებელ მაჩვენებელს მიაღწია ბ.ანტონოვმა :95 ქულა მოაგროვა და ორი დღის ჯამში 182 ქულით II ადგილი დაისაკუთრა . საბოლოოდ , სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა ჟღენტი , რომელმაც 3 ქულით აჯობა ანტონოვს -185 ქულა . გოცირიძე III ადგილს დასჯერდა -181 ქულა .

ლიდერი შეიცვალა ადგილიდან სროლაშიც . მაჩხანელმა მეორე 100 გასროლით 2 ქულით გაუსწრო საგანელიძეს და პირველობა დაისაკუთრა -184(5) ქულა . II ადგილზეა საგანელიძე-183(2) ქულა . III ადგილი თოთიბაძე -176 ქულა .

გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა : ადგილიდან სროლა - "ბურევესტნიკი" -505 ქულა . "განთიადი" -502 ქულა . "ლოკომოტივი"-488 ქულა
მრგვალ სტენდზე სროლა - "განთიადი" - 540 ქულა . "ბურევესტნიკი"-468 ქულა . "ლოკომოტივი" - 443 ქულა .
კომპლექსური ჩათვლა - "განთიადი"- 1042 ქულა ( 1200 დან ) . "ბურევესტნიკი"-973 ქულა ."ლოკომოტივი" 931 ქულა.


(წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 19 2012, 11:41
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საიუბილეო სპარტაკიადის --ღირსეული შეხვედრა << ლელო >> 16 მაისი 1967წ

მესტენდურეებს უჭირთ

გათამაშდა საქართველოს თასი სასტენდო სროლაში . შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება 7 კოლექტივს ჰქონდა , მაგრამ სრული გუნდები გამოიყვანეს მხოლოდ აფხაზეთმა , აჭარამ , თბილისმა და ქუთაისმა . ზუგდიდელები ნაკლული შემადგენლობით ჩამოვიდნენ , რუსთავმა ერთი სპორტსმენი (ნ.იუნკინი) გამოგზავნა , მახარაძელებმა კი ურნირს საერთოდ აარიდეს თავი (სტენდზე თურმე იქ საავადმყოფოს აშენებდნენ) ...
თბილისის მონკავშირის სტენდზე ამას წინათ ჩატარებული შეჯიბრების ერთადერთი ხარვეზი ეს როდი იყო . დავიწყოთ თუნდაც იმით , რომ თასი კარგა ხნით ადრე, 1-4 აპრილს უნდა გათამაშებულიყო სოხუმში , მაგრამ როგორც ცნობილია , ეს ტურნირი ჩაიშალა.
მოსკოვში ჩვენები სსრ კავშირის თასისთვის ბრძოლაში სახელდახელოდ დაკომპლექტებული გუნდით ჩაებნენ და თავიც შეირცხვინეს --IX ადგილზე გავიდნენ .

ბევრი რამ სამედო არც ახლანდელმა ურნირმა მოგვცა, აფხაზეთის ძლიერი გუნდი , რომელიც სულ ორიოდე წლის წინ ტოლს არ უდებდა თბილისელთა კოლექტივს , აშკარად მოუმზადებელი ჩამოვიდა . გუნდის ათი წევრიდან ვერც ერთმა ვერ აჩვენა სპორტის ოსტატის შედეგი. სხვევს ისევ საერთაშორისო სპორტის ოსტატმა კ.დარასელიამ აჯობა , რომელსაც ბოლო 100 და 200 გასროლის ჯამში თითო ქულა დააკლდა ამ ნორმამდე . როგორც ჩანს იგი ძველებური მონდომებით აღარ ვარჯიშობს, გვაკვირვებს წარუმატებლობა ისეთი ნიჭიერი მესტენდურეებისა , როგორიც სოხუმელები რ.აჟიბა და ბ.სეგალევიჩი არიან . აჭარისა და ქუთაისის გუნდები კომპლექსურ ჩათვლაში მათზე უარესად გამოვიდნენ , მაგრამ აფხაზეთის სპორტსმენებს მაინც მეტი მოეთხოვებათ-- მათ ხომ პირველხარისხოვანი სასროლეთი აქვთ სოხუმში .

აფხაზეთის მესტენდურეების სეგალევიჩს და გურჩიანს არ ეპატიებათ , რომ თავი აარიდეს მრგვალ სტენდზე პირადი პირველობის ფინალს . მაღალი შედეგებით მაინცდამაინც ვერც რაიონებიდნ ჩამოსული სხვა სპორტის ოსტატები დაიქადნიან . ზუდგიდელმა ადგილიდან მსროლელმა ვ.ციფურიამ , მაგალითად პირველი25 სამიზნიდან მხოლოდ 7 დაამსხ**ია . მერე კი სულ გამოეთიშა ტურნირს. მას არც ტანაგუნდელი ოსტატი გ.ბულია ჩამორჩა : მრგვალ სტენდზე სამ სერიაში შესაბამისად 17, 19 და 18 სამიზნე დაამსვრია და მერე თავი დაანება ასპარეზობას . ქუთაისელმა სპორტის ოსტატმა რ.გეგეშიძემ კი 100 დან 21 ქულა დაკარგა ადგილიდან სროლაში . მეტს ველოდით ახალგაზრდა თბილისელი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ა.ბუკიასგან რომელმაც მხოლოდ 79 ქულა მოაგროვა ადგილიდან სროლაში , ამგვარი შედეგი სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაში გუნდს ვერ არგებს.

ზოგი რამ ასპარეზობის ორგანიზატორებსაც უნდა ვუსაყვედუროთ , ახლა ყოველი შეჯიბრება ხალხთა სპარტაკიადისთვის ძალთა შემოწმებას ისახავს მიზნად , ამიომ გვაოცებს , რომ პირად შეჯიბრებაში არ დაუშვეს ის ოსტატები , ოსტატობის კანდიდატები , პირველთანრიგოსნები და ჭაბუკები , რომლებიც გუნდებს მიღმა დარჩნენ . ბოლო ორი წლის მანძილზე ისედაც ბევრმა დაბრკოლებამ იჩინა თავი და ახლა ხელოვნური ზღუდეები, ვფიქრობთ , საჭირო აღარ იყო . სად უნდა იასპარეზონ ჭაბუკებმა სად უნდა მომზადდეს ვეტერანთა ცვლა , თუ არა ამგვარ ტურნირში ?
გაგაცნობთ შეჯიბრის ტექნიკურ შედეგებს. ასპარეზობა სამ დღეს გაგრძელდა , ადგილიდან სროლაში თავიდანვე დაწინაურდნენ თბილისელები ზ.მაჩხანელი, ი.საგანელიძე , და სოხუმელი კ.დარასელია . 50 გასროლის შემდეგ მაჩხანელსა და დარასელიას 49-49 ქულა ჰქონდათ , საგანელიძეს კი 2 ქულით ნაკლები . მესამე სერიაში დარასელიამ 1 ქულით გაასწრო მაჩხანელს , რომელსაც ამასობაში საგანელიძე წამოეწია . მაგრამ ბოლო სერიაში დარასელიამ ყველაფერი წყალში ჩაყარა--ოთხ სამიზნეს დააცილა 100-დან მხოლოდ 93 ქულა დააგროვა . მაჩხანელმა 25-ე სამიზნე დაამსხ**ია (100-დან 96 ქულა) საგანელიძემ კი --ერთით ნაკლები (95) ქულა .

ფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვეს აგრეთვე თბილისელებმა გ.თოთიბაიძემ და ვ.ალავერდოვმა (92-92 ქულა) , ქუთაისელებმა ზ.იაშვილმა (91) და კ.ჟღენტმა(90) . ფინალში ბრწყინვალედ გამოვიდა საგანელიძე, რომელმაც იმ დღეს 100 დან 99 სამიზნე დაამსხ**ია , მასვე დარჩა პირველობა 200 გასროლის ჯამში --194 ქულა. მაჩხანელი II ადგილზეა --96+95=191 ქულა . სპორტის ოსტატის შედეგი სამწუხაროდ ამ ორმა სპორტსმენმა აჩვენა . III ადგილზე გავიდა დარასელია--187 ქულა .
საინტერესო იყო მრგვალ სტენდზე სროლა , თბილისელთა გუნდის წევრმა ბ.ანტონოვმა ტურნირზე დაიგვიანა რისთვისაც მსაჯთა კოლეგიამ პირველსავე სერიაში 3 ქულით დააჯარიმა , მერე მან თვითონ დაკარგა 100-დან კიდევ 8 ქულა და ფინალს 89 ქულით შეხვდა. მისი მეტოქენი უკეთესი მარაგით გავიდნენ ცეცხლის ხაზზე , მაგალითად ნ.გოცირიძეს 96 ქულა ჰქონდა ტ.ჟღენტს და ლ.სომონიანს--94-94.
პირადი ასპარეზობის მონაწილე ნ.ჯანაშიას იმდენი ქულა ჰქონდა , რამდენიც ანტონოვს . ლიდერმა გოცირიძემ ფინალი სუსტად ჩაატარა -12 ქულა დაკარგა და საპრიზო ადგილის მოპოვების შAნსი სასწორზე დადო . მართლაც მას ჯერ ჟღენტმა გაუსწრო (მან ფინალში 96 ქულა მოაგროვა . 200 დან კი -190 ქულა ) მერე სიმონიანმა გაუსწრო (94 და 188 ) ბოლოს ანტონოვიც წამოეწია . ამ უკანასკნელს ფინალში 95 ქულა ჰქონდა და ისევე , როგორც გოცირიძეს , 200 დან 184 ქულა დააგროვა . ანტონოვისა და გოცირიძის დამატებითი მატჩი ანტონოვმა მოიგო და III ადგილიც მას დარჩა . როგორც ადგილიდან , ისე მრგვალ სტედზე სროლაში (გუნდები 4-4 ვაჟი და თითო ჭაბუკი გამოდიოდა ) თბილისელებმა გაიმარჯვეს და თასი დაისაკუთრეს . კომპლექსში II ადგილზე იყო აფხაზეთის , ხოლო III -ქუთაისის გუნდი .

ო.გელაშვილი
სურათებზე : მარცხნივ ტ.ჟღენტი ; მარჯვნივ ი.საგანელიძე ასპარეზობისას
ფოტო : მ .ზარგარიანისა


(სამწუხაროდ სკანერი არ მიმუშავებს)
(წყარო , მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი დროის გაზეთ-ჟურნალები)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 19 2012, 11:43
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგია... დასკანირებულის დადებას ყოველთვის ანაკრეფი ტექსტი ჯობს, გუგული დეიდას საძიებო-საინფორმაციო ბაზის გამრავალფეროვნებისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 19 2012, 13:26
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძალიან მაგარი ინფორმაციაა ყოჩაღ ალთაზარ !

ფოტოები ეცადე დაასკანერო ხომ იცი როგორ ვნადირობ მაგათზე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Jul 19 2012, 13:37
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: გამგეობის წევრი
პოსტები: 14,681
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



შექების ღირსი ხარ ყმაწვილო......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 23 2012, 18:21
პოსტი #7


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi




სურათი ეკუთვნის (საიუბილეო სპარტაკიადის --ღირსეული შეხვედრა << ლელო >> 16 მაისი 1967წ მესტენდურეებს უჭირთ) <=ამას


სურათი ეკუთვნის (უპასუხისმგებლობა და 2400 უვარგისი თეფში <<ლელო>> 25 აპრილი 1967)<= ამას


სურათი ეკუთვნის (არმიელები უფავორიტებოდ უკეთესად ისროდნენ) <= ამას პ.ს თითებს არ ვიმჩნევთ D.gif

ჩაასწორეთ ! ან ჩასვით ან როგორც გინდათ


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 23 2012, 18:29
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საიუბილეოს ჩემპიონები

მოსკოველმა მესტენდურემ ე.პეტროვმა მარტო ოქროს მედალი კი არ მოიპოვა, არამედ მრგვალ სტენდზე სროლაში 200 სამიზნიდან ყველა დაამსხ**ია და სამჭოთა სპორტსმენებიდან პირველმა დაამყარა აბსოლუტური რეკორდი .

სურათზე : ე.პეტროვი
ფოტო : ვ.შანდრინისა (საკდესი)


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 23 2012, 19:30
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თუ ასე ისროლეს ლელო 17 ივნისი 1987 წ

ამრიგად ადგილიდან სროლის ფინალში საკმაოდ მაღალი შედეგებით გავიდნენ სოხუმელი საერთაშორისო კლასის ოსტატი კ.დარასელია და თბილისელი სპორტის ოსტატი ი.საგანელიძე . პირველს 200-დან 194 ქულა ჰქონდა მეორეს -195 IIII ადგილზე მყოფი მაჩხანელი (თბილისი) ლიდერს 10 ქულით ჩამორჩებოდა .
კ.დარასელიას შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს გუნდს , როცა დასაკარგი არაფერია აქვს , იგი შესანიშნავად ისვრის , მაგრამ როგორც კი პირად პირველობაზე ჩემპიონობის მოპოვების შანსი მიეცება , თავს იჩენს უკმარი ფსიქოლოგიური მომზადებისა და ხანგრძლივი შრომის ნაყოფი ერთბაშად წყალში იყრება . ეს სამწყხარიდ არაერთხელ დადასტურდა ასე მოხდა ახლაც -- რესპუბლიკურ სპარტაკიადაში . სამაგიეროდ მთელი ძალების თავმოყრა შესძლო მაჩხანელმა , ხოლო საგანელიძე მ ფინალშიც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა .
აი როგორ წარიმართა ლიდერთა დუელი : ფინალისტები საბოლოოდ ადგილების გადასანაწილებლადაც 100-100 სამიზნეს იღებდნენ. საგანელიძემ პირველივე სერია უშეცდომოდ დაამთავრა -25 -ვე სამიზნე დაამსხრია . ერთ სამიზნეს დააცილა მაჩხანელმა , ორს --დარასელიამ . მეორე სერიაში საგანელიძემ და მაჩხანელმა პირველი სერიის შედეგები გაიმეორეს , სოხუმელს კი 5 სამიზნე გაექცა და ახლა უკვე 8 ქულით ჩამორჩა ლიდერს .
შემდეგმა 25 გასროლამ ადგილების განაწილებაში ცვლილება ვერ შეიტანა , ვინაიდან სამივე მეტოქემ თითო სამიზნეს დააცილა . დაიწყო ბოლო სერია მაჩხანელმა ყველა სამიზნეს მოარტყა საგანელიძემ ერთს დააცილა , დარასელიამ - ორს . იმ დღეს მათ შესაბამისად ასეთი შედეგები ჰქონდათ: 97.98 . და 90 . საბოლოოდ ჩემპიონი გახდა საგანელიძე რომელმაც 300 შესაძლებლობიდან 293 ქულა მოაგროვა . ეს საქართველოს რეკორდის განმეორებაა . მაგრამ რეკორდიც რომ ყოფილიყო , იგი არ ჩაითვლებოდა , ვინაიდან ყველა ფარჯიში ერთ სასანგრეზე შესრულდა .(საერთაშორისო წესების თანახმად , მიღწევის ავტორი სულ ცოტა ორ სასანგრეზე მაინც უნდა გამოვიდეს) II ადგილზეა დარასელია- 284 ქულით , III ადგილზეა- მაჩხანელი --282 ქულით .

კარგად იასპარეზა ქუთაისელმა კ.ჟღენტმაც რომელმაც ფინალში 96 ქულა მოაგროვა ,საბოლოოდ კი 274 და IV ადგილზე გავიდა .
სპარტაკიადის ჩემპიონმა მრგვალ სტენდზე სროლაში ტ.ჟღენმა 1 ქულით აჯობა საქართველოს რეკორდს: 200 შესაძლებლობიდან 196 ქულა დააგროვა (96 გუნდური ასპარეზობისას და ამდენივე ფინალში ) მაგრამ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო რეკორდად არც ეს შედეგი დამტკიცდდება. იმ დღეს ოსტატის შედეგი (95 ქულა) აჩვენა ჟღენტის თანაგუნდელმა ბ.ანტონოვმაც , რომელიც საბოლოოდ II ადგილს დასჯერტა-188 ქულით . III -იყო ლ.სიმონიანი (თბილისი) -182 ქულა . ვერ დავემდურებით დედაქალაქის გუნდის ჭაბუკ წევრს თ.მატოიანს , მან IV ადგილი დაიკავა და სპორტის ოსტატის წოდების მოპოვებისთვის ფინალში მხოლოდ 1 ქულა არ ეყო .

ჩვენ ვწერდით რომ მახარაძელი ადგილიდან მსროლელები ამ ასპარეზობაში დაბალი შედეგებით გამოვიდნენ წარუმატებლობის მიზნად ის მიგვაჩნდა რომ მახარაძესი სტენდი დაანგრიეს და სპორტსმენებს საწვრთნელი ბაზა აღარ აქვთ , ამ მიზეზმა მრგვალ სტენდზე მსროლელთა ოსტატობასაც დაატყო თავისი კვალი . მიუხედავად ამისა მოზდილების ასპარეზობაში მათ მეორე შედეგი აჩვენეს , მაგრამ იმის გამო რომ ჭაბუკებში ძლიერი მსროლელი ვერ გამოიყვანეს , წინ აფხაზეთის გუნდი გაუშვეს. ფინალში მახარაძელთა გუნდის წარმომადგენლებმა ბ.მეგრელიძემ და ე.ნადირაძემ დამაკმაყოფილებელი შედეგები (178 ქულა თვითოეულმა ) მოიპოვეს . ტურნირმა გამოავლინა ბევრი ხარვეზიც , მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრები თუ ხალხთა საიუბილეო სპარტაკიადაშიც ასევე წარმატებით იასპარეზებენ საკმაო ქულებს შესძენენ ჩვენს დელეგაციას

ო.ივდაშვილი

სურათებზე : მარცხნივ --სპარტაკიადის ჩემპიონი მრგვალ სტენდზე სროლაში ტ.ჟღენტი ; მარჯვნივ -- " გაქცეულ ირემზე " ორმაგ სროლაში გამარჯვებული გ.ბექთაშევი ასპარეზობისას
ფოთო ო.გელაშვილისა



ვერ გაგვახარეს
ტყვიის მსროლელთა ბოლო შეჯიბრება მცირეკალიბრიანი პისტოლეტით , არმიული და ნებისმისრი შაშხანით მოეწყო , სპორტის ოსტატებმა . ე.კარტაშიანმა , კ. ფოტიევმა , ა შილოვმა . ვ ლაჟევსკიმ და მ.სტრეკალოვმა თავიდანვე დაძაბული ბრძოლა გააჩაღეს მცირეკალიბრიანი პისტოლეტით ხუთ სილუეტზე (30+30) სროლაში .პირველი დღე ცუდი შედეგებით როდი დამთავრდა , მაგრამ შემდეგ როცა სამიზნეების გამოჩენის დროს საგრძნობლად შემცირდა მაჩვენებლებიც ერთგვარად გაუარესდა , საბოლოოდ შილოვმა და კარდაშიანმა (ორივე-თბილისი) 580 ქულა მოაგროვეს , ჩემპიონის გამოსავლენად მათ შორის მოეწყო გადასროლა , რომელიც კარტაშიანმა მოიგო .
III ადგილი წინალ ხვდა ლაჟევსკის (ქუთაისი) 578 ქულა .
თანაგუნდელ ქალთა-- მ. ღვინერიასა და ტ. კობოსნიძის (ორივე -თბილისი) . პირველი "დუელი" პისტოლეტით სროლაში , როგორც ვწერდით ღვინერიამ მოიგო . ახლა ამ ვარჯიშში კობოსნიზემ 571 ქულა დააგროვა და რევანში აიღო ღვინერია მას 7 ქულით ჩამორჩა . III გახლდათ ქუთაისელი რ.აფრიდონიძე

ჭაბუკთა პირველობა ამ ვარჯიშში მოიგო თბილისელმა ჟ. ჟამურაშვილმა , მომდევნო ადგილები წილად ხვდათ დ.უზუნიანსა (აფხაზეთი) და თ.სვინტრაძეს (ქუთაისი)
არმიული შაშხანით სტანდარტზე (3X20) სროლა დამრთავდა ქუთაისელი ვ.ახალაძის გამარჯვებით -529 .
ა.სტროვმა (აფხაზეთი) მასთან 4 ქულით წააგო .
ნაყოფიერი გამოდგა "გაქცეულ ირემზე " 25 ორმაგი გასროლა -სამივე პრიზიორმა გადააჭარბა სპორტის ოსატის ნორმას . ჩემპიონობა წილად ხვდა საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს გ.ბექთაშევს -216 ქულა . გ.თავდიდიშვილმა (213) და ს.ქუსიკაშვილმა (211) მომდევნო ადგილები დაისაკუთრეს.
საერთო გუნდულ ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა 1. თბილისი 2. აფხაზეთი 3.აჭარა
როგორც ხედავთ მსროლელებმა მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ გაგვახარეს არ გაუმჯებესებულა რესპუბლიკის არც ერთი რეკორდი . ნაკრების წევრებიც კი ბევრჯერ II თანრიგის მაჩვენებლებს სჯერდებოდნენ . ჩვენი აზრით სასროლო სპორტის ფედერაციამ და მწვრთელთა საბჭომ აქტივთან ერთად უნდა იმსჯელონ ამ წარუმატებლობის მიზეზებზე.

ა .ოსიპოვი
საკავშირო კატეროგია მსაჯი !


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Jul 29 2012, 16:12
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: გლობალ მოდერატორი
პოსტები: 4,812
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



სამწუხაროდ სხვა გაზეთ-ჟურნალში ვეღარ მოვიძიე სტატია სასტენდო სროლის-შესახებ ...


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Jul 29 2012, 21:21
პოსტი #11


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,405
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არაუშავს, ესეც კარგია, წავიკითხე ბოლომდე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jul 30 2012, 07:54
პოსტი #12


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ალთაზარ
არაუშავს ესეც უნიკალური მასალაა (დღეს-დღეობით, გაზეთის გამოშვების თარიღი ნახეთ და მაგის მიხედვით )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2019 - 08:48