ისევ და ისევ სიონი 04.09.2010 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Closed TopicStart new topic
ისევ და ისევ სიონი 04.09.2010
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 17:59
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



კვლავ გავედით სიონზე. ვინმე იკითხავს, კი მაგრამ რა არ მოგბეზრათო ეს სიონი ??

არა გიპასუხებ მე შენ !!! არ მომბეზრდა და არც მომბეზრდება და ვეცდები რომ წელს რაც შეიძლება ბევრჯერ მოვხვდე სათევზაოდ მაგ შესანიშნავ ადგილას.. ჯერ იმიტომ რომ ლამაზია, მერე იმიტომ რომ გრილა და ბოლოს კიდე იმიტომ რომ თებზი იჭირება და თან რა თებზი ?!?!?! შამაია !! მეტი რა გინდა ტივტივოჩნიკს ??? newsmile05.gif ხოდა ეგრე....


მოკლედ მე და ვიტომ მოვიფიქრეთ გასვლა.... სხვათაშორის ეს ერთერთი ყველაზე კულტურული გასვლა გამოვიდა newsmile05.gif

თან წავიღე გუდვილის 12 ლარიანი შეშა... ტამპლიერას უძვირფასესი 5 წლის ღვინო, რაცხა სასისკი და ყველე, რა თქმა უნდა სუპერ მაყალი 2010, წყალი და პრინციპში ეგაა რაა....

ვიტოს გავუარე საგურამოში და დავაწექით სიონისკენ. უკვე ღამდებოდა. ასე საღამოს 10 საათი იქნებოდა... ჯერ გვინდოდა ინდოურების ფერმასთან ჩასვლა... მაგრამ მერე ვიტოს რაღაც კაი ადგილი გაახსენდა და დავაწექით შესართავისკენ.

იქ ასახვევი არ გვახსოვდა რომელი იყო და ჩელეს დავურეკეთ. ჩელემ ტელეფონით მაინც ვერ გაგაგებინებტო და მაიცათ მოვალო.... ხოდა მოვიდა... ხოდა ასახვევი ვიპოვეთ... ხოდა ავუხვით... ხოდა ჩავედით... სხვათაშორის ჩასვლისას გზა მოგვეჩვენა ნამეტანი კატასტროფული, განსაკუთრებით ერთი ციცაბო დაღმართი....

ადგილზე რომ მივედით უკვე 12 საათი იქნებოდა... საკმაოდ ციოდა... ციოდა და წვიმაც რაცხა სისველეებს ღვრიდა ციდან... მაგრამ გმეტებით არა... წვიმამ ცოტა დაგვაფიქრა... ის თავდაღმართი გაგვახსენდა, რომელიც აქედან უკვე თავაღმართად იქცეოდა და ჩელემ, როგორც პროფესიონალმა ოფფ-როუდერმა, ივარაუდა რომ ის აღმართი თუ დასველდა - შეიძლება ვეღარ ავსულიყავით....

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა... ხან ცას შევსცქეროდით და ხან ზედ ვარსკვლავებს ვითვლიდით, ხან ადგილობრივი ნიშნების გახსენება დავიწყეთ წვიმასთან დაკავშირებით, ბოლოს გადავწყვიტეთ რომ დავბანაკდეთ... და თუ წვიმა წამოვიდოდა - უცბად ავიბარგებოდით... ამის გამო შესაბამისად ღამის თებზაობა არ შედგა (ბვრი ასაბარგებელი რომ არ გვქონოდა) და გადავედით პირდაპირ პურიჭამაზე...

ნუ ყველა შეუდგა იმ საქმეს რაც ეხერხებოდა. ჩელემ ცეცხლის დანთება დაიწყო, მე სურათებს ვიღებდი და ვიტოც რაღაცას ფუსფუსებდა...

მინდა ვთქვა რომ ძაან გამოგვადგა გუდვილის შეშა და ამავე შეშის დასათნები მშრალი სპირტი... ეგ რომ არ გვქონოდა, იმ შუაღამეს შეშის მოძებნა და პური ჭამა საკმაოდ გაჭირდებოდა....

























ტამპლიერას ღვინის ამბავი რომ ვიცოდი, დასაძინებელი მე პრადად წინასწარ მოვამზადე.... ხოდა ქე ჩავუჯექით











ღვინო იყო კამფეტივით და კარგათაც შეგვერგო

გატიხრეთ ვინმემ


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Sep 5 2010, 18:04
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ამ გაგანია ნადირობის სეზონში რა გეთევზავებათ ჰა? newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 18:04
პოსტი #3


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი





ეს ჩემი დასაძინებელი


ესეც ჩელე


ამას ხომ ვერ შეაგნებინებ რომ გარეთ წვიმს და ცივა newsmile05.gif მაგრამ არაუშავს newsmile05.gif ასე 3-4 საათში თავისით შეცუნცულდება მანქანაში newsmile05.gif





აი ესეთ ნაკვერჩხალს დებს გუდვილის შეშა newsmile05.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 5 2010, 18:08
პოსტი #4


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,618
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ბიჯო ის ღვინო მე მამაშენს ამოვუტანე კაცმა გემო იცის და გაუსწორდება 5 წლიანი ღვინოთქო და სად წაგიღია თქვენ ხო პივისტი არყისტი და ანანისტი ხალხი ხართ newsmile087.gif newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 18:23
პოსტი #5


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი




დილისკენ მართლა გაწვიმდა... და ვიტოც აღმოჩნდა თავისი ჭრელას წინა სიდენიაზე... როგორ ეძინა ზედ არ ვიცი... ალბათ თვითონ მოყვება

დილის 6 საათზე ყველამ გაიგონა ჩემი ბუდელნიკის ხმა... მაგრამ ყველამ ცაიყრუვა... წაიყრუვა ლამის დილის 10 საათამდე newsmile05.gif ისე მე რომ გავიღვიძე, ჩვენი მანქანების გვერდით კიდევ ერთი მანქანა იდგა, შავი მიცუბისი პაჯერო სპორტი... როდის მოვიდა აზრზე არა ვარ... აი რას შვება ტამპლიერას ღვინო

ღამე ჩამოსულს ადგილი არ მინახია.. ბნელოდა და შესაბამისად აზრზე არ ვიყავი სად მოვხვდი... დილას კი ყველაფერი განათადა და გამოჩდა... ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.... კლდეებს ემჩნეოდა წყლის ადრინდელი დონე... რომელიც ახლანდელზე რამოდენიმე მეტრით ზევით იყო....

მოკლედ ავდექით და გავაწყეთ ანკესები.. დავიკავეთ ადგილები.. და შევუდექით თებზაობას...



































მაგრამ სამწუხაროდ თებზი არ მოდიოდა.... ხან მონტაჟი შევცვალეთ, ხან ადგილები შევცვალეთ, მაგრამ არა !! არ მოდიოდა და მორჩა.... მე დავამუღამე ერთი რუს შესართავთან ძააან პატარა თებზების ჭერა და ეგ იყო სულ... ანუ არაფერი საინტერესო... თუ არ ჩავთვლით ჩელეს პირველივე ჩაგდებაზე ამოყვანილ 1 ცალ საკმაოდ მოზრდილ შამაიას (მგონი ჩელემ ამოაგდო, არ მახსოვს)...

რატომ არ მოდიოდა თებზი არ ვიცი... ბიჭებმა თქვეს რომ წყალიაო მღვრიეო და მიტომო... მე მაინც მგონია რომ ბადეების გამო, რომელიც ტბისკენ იყო ჩაგდებული რამოდენიმე ადგილა...

ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტეთ ისევ ინდოურების ფერმაზე გადავსულიყავით



T A M P L I E R

მერე მე რა ვიცოდი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

გატიხრეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Sep 5 2010, 18:30
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ტიხარი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 18:40
პოსტი #7


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



გზად ნაპირს გავუყევით, იქნებ რამე ადგილი მოგვეწონოს თქო... 1 მანქანა მეთევზეებიც ვნახეთ, რომელიც ახლოდან მონადირეები აღმოჩდნენ, რომელიც თებზაობდნენ newsmile05.gif მანქანაში რამოდენიმე მწყერი ეკიდათ...

კიდევ აი ეს ბადეები ვნახეთ... ბევრი ვიგინეთ და გამოვბრუნდით გზაზე..











უკანა გზა ისეთი საშინელი არ აღმოჩდა, როგორც წინა ღამეს ჩანდა... ან ღამე ყველაფერი უფრო მძაფრად ჩანს... ან მე უფრო ის მგონია, რომ უკან სხვა განშტოებით ავედით, იმიტომ რომ ის ციცაბო აღმართი არ შეგვხდა ან მე ვერ გავიგე როგორ ავედი...

მოკლედ დავაწექით ინდოურებისკენ.... ჩავედით თუ არა ეგრევე გავშალეთ ანკესები და დავიწყეთ თებზაობა, ისედაც ბევრი დრო გვქონდა დაკარგული დილიდან...

ვთებზაობდით თეთრ ჭიაზე, რომელიც ამ ჯერად საკამოდ უხარისხო გამოდგა და მალ მალე გვიწევდა შეცვლა ან ახალი ჭიის დამატება ნემსკავებზე... მე და ვიტო ვთებზაობდით ვაგლერის 8-10 გრამიანი ტივტივებით, ჩელე ვანკა-ვსტანკაზე....

მე მანამდე 12 გრამიანი ვაგლერი მეყენა, მაგრამ გამიწყდა. ეტყობა 0.18 ძუა 8 გრამზე მეტს ვერ უძლებს, მაქსიმუმ 10 გრამი... დაქნეული ტივტივა ვიტომ გამომიტანა newsmile05.gif რისთვისაც მადლობა მას... მაგრამ მერე როგორც გაირკვა კიდე რამდენჯერმე მოუწია ტივივას გამო წყალში შესვლა...

ჯერ თავიდან თებზი ზნელად მოდიოდა და ისიც პატარები... ბიჭებმა ადგილიც კი შეინაცვლეს... მაგრამ მერე ნელ ნელა მუღამი დავუჭირეთ. ცოტა მოზრდილი ნემსკავები დავუყენეთ და სიღმეც მეტი მივეცით და ქე წამოვიდა მოზრდილი შამაიები....

შუადღის მერე ქარი ამოვარდა...საკამოდ ძლიერი... ქარი ტყორცნასი იმდენად არ გვიშლიდა ხელს, რამდენადაც ამოკვრაში. იმიტომ რომ ბევრი ძუა რჩებოდა ჰაერში და შესაბამისად გახშირდა ხალასტოი ამოკვრები... მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებოდით.... სადღაც 6 საათამდე ვთევზაობდით გაუჩერებლად....




ჩვენგან მოშორებით კიდევ იდგნენ მეთევზეები.. შუადღის მერე, აიბარგნენ და სახლისკენ გაეშურნენ, მაგრამ გზად ეტყობა სადღაც ჩარჩნენ, იმიტომ რომ მანქანის ბღუილის ხმა ისმოდა...ცოტა ხანში ერთი კაცი მოვიდა კიდევაც და მიშველეთო რამეო newsmile05.gif სხვა რა გზა იყო ავიღეთ და ვუშველეთ newsmile05.gif ამოვიყვანეთ კაცი ტალახიდან... ტალახი კი არა და კაი დაჭაობებული ადგილი აღმოჩდა... ისეთი ნახტომით გადავიარ და შემდგომ გადმოვიარე, რომ სახლამდე გული მისკდებოდა - რამე ხომ არ მოვტეხე მანქანას თქო.... მგონი გადავრჩი....

6 საათისთვის მოგვშივდა კიდევაც და ზოგი წამოღებული და ზოგი ნათვზავებით გავშალეთ სუფრა

როგორც ყოველთვის ჩელე ცეცხლს ანთებდა, ვიტო თებზს ასუფთავებდა და მე ვფოტოგრაფობდი newsmile05.gif

ღვინოს გვქონდა, მაგრამ მე და ჩელემ როგორც პატიოსანმა მძღოლებმა - უარი ვთქვით ალკოჰოლზე... ბურთი და მოედანი ვიტოს ხელში იყო newsmile05.gif იმანაც რამოდენიმე სავალდებულო სადღეგრძელო თქვა და ლოთობა ამით შემოიფარგლა newsmile05.gif



































გატიხრეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Sep 5 2010, 18:43
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ტიხარი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 18:45
პოსტი #9


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი
















მოკლედ კარგად მოვილხინეთ.....




ტებზიც საკმაოდ დავიჭირეთ, ერთობლივი სურათებიც გადავიღეთ და წამოვედით სახლში newsmile05.gif

ნაწილი თებზი მე წამოვიღე და ქე არის ეხლა დამარილებული შრობის პროცესში

































მორჩა კინო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 19:08
პოსტი #10


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(კუდიგორელი @ Sep 5 2010, 19:04) *
ამ გაგანია ნადირობის სეზონში რა გეთევზავებათ ჰა? newsmile035.gif newsmile035.gif


მეეე ლიჩნადა ნადირობაზე ხელი ამიღია newsmile05.gif თებზაობა მირჩევნია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Sep 5 2010, 19:14
პოსტი #11


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



რამდენი ხანია გავკივივარ და წამიყოლეთ თქვე უღმერთოებო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 19:26
პოსტი #12


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



Nukry Max

კაცო ვრეკავდით ნომერზე 7 და არავინ არ იღებდა ყურმილს.. მეტი რა გვექნა აბა ?? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Sep 5 2010, 20:38
პოსტი #13


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



7 გათიშულია, 3-20 ზე უნდა დაგერეკა და დამიძახებდნენ newsmile011.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Sep 5 2010, 22:18
პოსტი #14


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



Nukry Max

მართლა არ მახსოვდა... ეხლა ჩემი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ მაქვს აყვანილი შენი წამოსვლის საკითხი newsmile05.gif newsmile05.gif kiss.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 5 2010, 22:40
პოსტი #15


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

კარგია ბიჭებო.
რეპორტიც კარგი იყო თევზაობაც გამოგსვლიათ,დასვენებაზე აღარაფერს ვამბობ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2019 - 23:39