ჟურნალი "ნადირობა" - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V  « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
ჟურნალი "ნადირობა"
კითხულობთ თუ არა ჟურნალ "ნადირობას"
თქვენ ვერ შეძლებთ გამოკითხვის შედეგების ნახვას, სანამ ხმას არ მისცემთ. შედეგების სანახავად, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში და მისცეთ ხმა.
სულ ხმები:: 205
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
tavadi baratashv...
პოსტი Aug 23 2012, 12:44
პოსტი #76


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



იყო დრო როცა ნომერს არ ვტოვებდი, მარა დღეს დღეობით საჭირო ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტიდან, ასევე მყავს ქართველი, უკრაინელი და რუსი უფროსი ასაკის მონადირე მეგობრები, და საჭირო ინფორმაციას ყოველთვის მიზიარებენ. მარა ნადირობაში რაც მაინტერესებს ეს ერთეული საინტერესო სტატიებია და ძველ მონადირეთა მოგონებები, მიუხედავად სხვადასხვა მინუსებისა ვთვლი რომ ეს ჟურნალი თავის საქმეს აკეთებს და გააკეთებს კიდეც, მე პირადად ბევრი ვისწავლე ამ ჟურნალიდან, მაშინ როცა სხვა საინფორმაციო წყარო ნადირობის შესახებ არ მქონდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მის რედაქციას. მაგრამ ადამიანის ინტერესი იზრდება და ინტერესების სფეროც ფართოვდება, შესაბამისად შეუძლებელია ერთმა ჟურნალმა ამოწუროს შენი ცნობისმოყვარეობა, საბედნიეროდ ბუკინისტებში ვიპოვე საკმაოდ იშვიათი წიგნები ნადირობაზე, როგორც ქართულ ენაზე (საბჭოთა დროში გამოცემული, რომელიც დღესაც აქტუალურია ინფორმაციის საჭიროების გამო) ასევე რუსულად, მათ შორის საბჭოთა დროს გამოცემული ,,ნადირობა'' მცირე ზომის წიგნი და ყველაზე სასურველი ტროფეი, 1955 წელს რუსულ ენაზე გამოცემული ,,მონადირე სპორტსმენის სამაგიდო წიგნი'' მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ინფორმაცია გამოუსადეგარია, წიგნის 80 პროცენტი საჭირო ინფორმაციითაა სავსე, რომელიც დღესაც გამოადგება მონადირეს. ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ბევრი სტატია სწორედ აქედან იყო ამოკრეფილი, ასვე რუსული ჟურნალებიდან ,,მასტერ რუჟიო'' ,,ახოტა ი ახოტნიჩიე ხაზიაისტვა'', ,,ახოტა ი რიბალკა''. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ ჟურნალების ფასი 7 დან 10 ლარამდე მერყეობს რაც ბევრი ქართველი მონადირისათვის მიუწვდომელია, მითუმეტეს ინტერესიანი ბავშვისათვის რომელიც ახლის გაგებას ცდილობს ნადირობაზე, ამიტომ ყოველი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჟურნალი ნადირობა უდაოდ კონკურენციის გარეშეა და სრულიად საჭირო და აუცილებელი საინფორმაციო წყაროა მონადირეებისათვის, თუმცა ვისურვებდი, ყოფილიყო ინფორმაციულად ისევე ტევადი როგორც მისი უცხოური ანალოგები და გაკეთებულიყო უფრო საინტერესო თარგმანები, მაგარამ ეს დიდ თანხებს და დროს მოითხოვს, შესაბამისად გაიზრდება ჟურნალის ღირებულება რაც უკვე ნაკლებად ხელმისაწვდომს გახდის მას ფართო მასებისათვის. იმედი მაქვს უფრო და უფრო და ნელნელა დაიხვეწება ეს ჟურნალი , მის რედაქციას კი წარმატებებს ვუსურვებ ამ საქმეში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bashiachuki
პოსტი Dec 26 2013, 16:52
პოსტი #77


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 304
რეგისტრ.: 25-December 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მე სულ ვყიდულობ ყველა ნომერიმაქ. ერთი აზრიმაქ. ნომრები რომლებიც არ იყიდება და უკან რო მიაქთ ერთი ორჯერ რაიონებში ან სოფლებში რო დაარიგონ მე ვფიქრობ რო მოთხოვნა და გაყიდვები მოემატებათ რაც ყველასთვის კარგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V  « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2020 - 03:47