ესეც ახალი თემა, ოღონდ თემასთან დაკავშირებული საკითხები
იჟ-61-ზე რას იტყვით როგორი თოფია? მე სხვა პნევმატურებთან ბევრი შეხება არ მქონია ძირითადად რუსულ თოფებს ვისროდი ხოლმე და იჟ-61 შარშან კარგად მასიამოვნა დაჩაზე კაი მანძილებზე სკვაზნოის ვადებდი ჩხიკვებს კურდღელზე და ეგეთებზე ნაღდად არ მიცდია არც მაქვს პრეტენზია მარა ფრინველს კარგად აზიანებს უბრალოდ მიზანს რომ გაასწორებ აღარ უნდა შEეხო რა
უი ხო კიდევ ერთი მომენტი ზამბარა დავუმოკლეთ სამი რკალი გადავჭერით და რაოდენ ალოგიკურიც არ უნდა იყოს უფრო კარგად და შორს ისვრის
o.cho
დიზაინი არ მომწონს, აბოიმა ცუდადაა გაკეთებული და სხვა და სხვა სახეობის ტყვიებზე არ მუშაობს, ახალ პარტიებში ბევრი ისეთი ნაწილია პლასტიკის, რაც წესით პლასტიკისგან არ უნდა მზადდებოდეს სიმძლავრე აქვს ცოტა შორ მანძილზე სერიოზული ნადირობისათვის.....
ლულები ხშირ შემთხვევაში ხარისხიანიაო ამბობენ, ზოგი სპეციალურად მაგის ლულას იღებს სპორტული კლასის შაშხანებისათვის, ქარხნულ ვარიანტშიც საკმაოდ ზუსტია - უკუცემა ცოტა აქვს, გამშვები მექანიზმი ნორმალურია (თურქულებს და ჩინურებს ჯობია, მათ შორის კროსმანის თითქმის ყველა ზ.დ.პ.-ს....)
მოკლე და კომპაქტურია, მსუბუქიცაა და ახალგაზრდებისათვის კარგია.
რაც შეეხება ზამბარის დამოკლებას - ეგ არანაირად არაა ანომალიური. მეტი ყოველთვის როდის ნიშნავს უკეთესს. სეიძლება ოპტიმუმი იყოს კიდევ უფრო მოკლე ზამბარა და პატარა დამამძიმებელი (რაც იმჰო, მარაზმია ასეთი ფიშტოსათვის....)
ხოო მეც გამიკვირდა არადა ლოგიკურად რო იმსჯელოს კაცმა და თუნდაც ფიზიკის კანონებით ზამბარა დამოკლებით ზეწოლის ძალას კარგავს და რატომ უნდა ისროდეს უფრო კარგად სიმართლე გიტხრათ ვერ მივხვდი მარა ფაქტია რაც შეეხება ტყვიებს ამაშიც გეთანხმებით ნუ რავი ყველაფერში გეთანხმები პრინციპში შენ უკეთ გესმის და კიდევ ერთი ნიუანსი სადაც დგუში ჯდება წინა მხარეს დგუშის სარქველზე არის ურეზბო უბრალო ცილინდრი რომელსაც ბოლტი იჭერს და იმ სარქველს დავახვიე პაკლი და კიდევ ერთი-ორად მოიმატა გასროლის ძალამ
ისე კარგი იქნება ვისაც პნევმატურების მუღამი აქვს ერთი მსუბუქი სანადირო გასვლა მოვაწყოთ აქვე სადმე ქალაქთან ახლოს იმედია მაგას მაინც არ სჭირდება ლიცენზიები და რაღაც ეგეთები
მაინც და მაინც ვერ მივხვდი ზუსტად რა ნაწილზე იძახი, მარა როგორც ჩანს ჰაერს აპარებდა გასროლის დროს და ეხლა ჰერმეტიზაცია მოახდინე, რამაც გაზარდა კიდეც ძალა.
რაც შეეხება გასვლას, არსებობს სხვა ფორუმი, სადაც აწყობენ პნევმარური იარაღებით გასვლებს ბუნებაში და ტირში. PM-ში მოგწერ, თორე ისე რეკლამასავით რაღაც გამოდის მგონი....
Davitus
nihontoman
პნევმატურების საჭორაო ცალკე ხომ არ გავაკეთოთ ! მგონი არის მოთხოვნილება
Davitus
[quote name='Davitus' post='109151' date='22nd September 2010 - 05:50']კიბატონო, ფიზიკის კანონია, მაგრამ ფიზიკის კანონი ისიც არის, რომ რაც არ უნდა დიდი ძალით მიაწოდო ჰაერი, თუ ხვრელის დიამეტრი საიდანაც შეკუმშული ჰაერი ძალისმიერად გამოიტყორცნება, პირდაპირპროპორციული დიამეტრის არ არის კამერაში წარმოქმნილი წნევისა და შეკუმშული ჰაერის მასის გამტარობის მიმართ, მაშინ რაც არ უნდა დიდი წნევა შეიქმნას, დიამეტრი არ აძლევს ამ წნევას მქკ-ს (მარგი ქმედების კოეფიციენტის) განვითარების საშუალებას.
არ ვიცი ახლა აქედან რა გაიგე, მაგრამ ფიზიკის კანონი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ ცდება...
არა მაგდენი კი მისწავლია და ცოტა მეტიც ეგ მართალია რასაც იძახი
Davitus
ხოდა რაც შეეხება ამ ჟარგონს მაგიც ალბათ ვინც რითიც ფიქრობს იმითი უნდა აკეთოს საქმე. ასე რომ ასეთი პროფესორობა ბევრსაც შეგვილია მარა არ მიმაჩნია ასე ახსნა სათანადოდ თორემ ვის რისი რაც ააქვს იმაზე მეტს რომც ეწიოს ვერ აეწიოსო ასე ვიცი ძმაო მე
არა ძმა ჩემ თავზე არ მიმიღია უბრალოდ ჩემს პოსტს მოყვა და მეც იმაზე ვტქვი ვინც რითიც ფიქრობს იმითი აკეთოსთქო
რავი, პნევმატურების საჭორაო კი კარგი იქნება, მარა ამ ფორუმზე პნევმატურზე ლაპარაკი როგორც ერთიანად იწყება, ისე ერთიანადა ცაკვდება ხოლმე ერთი-ორი თვით ხოდა.... მოკლედ ეგ უმფროსობამ უნდა გადაწყვიტოს (ოფისათვის ბოდიში)
nihontoman
გავხსნით, მაგრამ გაჯაზებას, ან ისეთ უაზრო პოსტებს თუ დავინახავ როგორიც იცი ხოლმე, ჯა_ჯა ტკბილ მოგონებად დაგრჩება
Davitus
გახსენი კაცო, ვინმე რამეს ამბობს?
მოკლედ, პირველი ტემა რასაც საჭორაოში შევეხებით არის ზამბარ-დგუშიანი (მამა-პაპური) პნევმატიკიდან სწორად სროლა. ეს პოსტი სხვაგანაც დავსწერე და უბრალოდ გადმოვაკოპირებ მინიმალური ცვლილებებით (იმედია წესებს არ ვარღვევ). მოკლედ წავიდა პოსტი:
ზ.დ.პ.-დან კარგად სროლისათვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. უნდა აითვისოთ გამშვებთან მოპყრობის წესები და პლიუს ამას თოფის სწორად დაჭერა უნდა ისწავლოთ. აუცილებელია, რომ თოფი გასროლიდან გასროლამდე ერთგვაროვნად გეჭიროთ - ამ უკანასკნელის გაკეთება ყველაზე ძნელია.
მე ჩემს ნაცად ტექნიკას გეტყვით. აქეთ-იქით და ზემოთ-ქვემოთ ვიბრაცია შესამჩნევად იკლებს, თითქმის სრულიად ნეიტრალდება და რჩება მხოლოდ წინ და უკან უკუცემა. ამას იმიტომ ვამბობ ასე დარწმუნებული, რომ ოპტიკაში ყველანაირი ყანყალის გარეშე ჩანს ტყვიის ტრაექტორია. ტრაექტორიის დანახვა კი სწორედ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ვიბრაციების შემცირების შედეგია. შედეგად სროლა გამომდის ზუსტი და გაზომილ 50 მეტრზე ვარტყავ თხელ გამხმარ ნაძვის ტოტს - იქნება ალბათ 2-3 სმ სისქის. ცნობისათვის, ვარტყავ ვერტიკალურად აღმართულ და ჰორიზონტალურად "გაწოლილ" ტოტებსაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ტექნიკის ეფექტურობაზე. ეს ყველაფერი ხელიდან, ყოველგვარი საყრდენის გარეშე... სამწუხაროდ ქაღალდზე სროლის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ჯგუფებს ვერ ვაკეთებ :(
რაც თვითონ ტექნიკას შეეხება - თოფი მიჭირავს შემდეგნაირად:
მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის არსებულ ადგილს ვიყენებ ორკაპასავით, რაზედაც ვაყრდნობ იმ ადგილს, სადაც თოფის სიმძიმის ცენტრია - ანუ მარჯვენა ხელი რომ არ შევაშველო, თოფმა ბალანსირება უნდა დაიწყოს (ნუ, ეგრევე არ უნდა ჩამოვარდეს ). ეს "ორკაპა" უნდა იყოს გაშილი, თუმცა არც დაჭიმული.
ისევე როგორც მარცხენა ხელის ხმარებისას, მარჯვენა ხელის მხოლოდ ორ თითს - ცერას და საჩვენებელს ვიყენებ. ეს საჩვენებელი აწვება გამშვები მექანიზმის ენას და ცერა მხოლოდ და მხოლოდ იმდენ ძალას ატანს საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ საჩვენებელი თითის მიერ წარმოქმნილი ზეწოლა გაანეიტრალოს ( ცერა ამას აკეთებს "ჩერეზ" pistol grip-დან). სხვა თითები უბრალოდ გაშლილია და არ ეხება კონდახს. აქაც, აუცილებელია თითები გაშლილი, მაგრამ მოდუნებული იყოს. დაძაბულობა არ ვარგა არანაირად.
სწორად ამ ასპექტში ახურებს ფანტომის გამშვები მექანიზმი - საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება გამოსაკრავად, ამიტომ ცერა თითსაც დიდი ძალდატანება უწევს, რათა ეს ძალა "გაანეიტრალოს" ამ შემთხვევაში (ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაშიც ) მსუბუქი და ადვილად პროგნოზირებადი გამშვები მექანიზმი გაცილებით აადვილებს საქმეს...
მხარზე კონდახს თითქმის არ ვიბჯენ, საკმარისია ოდნავ შეხება. ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, რათა თოფს შეეძლოს გასროლისას წინ და უკან თავისუფლად მოძრაობა.
ლოყა სალოყეზე ოდნავ მიდებული იყოს, მეტი კონტაქტი არაა საჭირო.
- ესაა ჩემი კონკრეტული მეთოდი. იგივეა რაც არტილერიული ტექნიკა, რომელიც ტომ გეილორდმა გამოიგონა, უბრალოდ ეს მე ჩემს თავზე და ჩემს თოფზე მოვარგე (თუნდაც მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითის ხმარება საყრდენად). ფანტომზე მუშაობს გადასარევად. ბეღურებს და სხვა წვრილფეხობას შანსი საგრძნობლად კლებულობს შედარებით შორ დისტანციებზე (ასე 40-50 მეტრამდე...), ხოლო დიდი ფრინველების შემთხვევაში, დისტანცია იზრდება (ჩემი მაქსიმუმი 70 მეტრია, თუმცა შეიზლება კიდევ 10 მეტრის მიმატება, უბრალოდ არ მქონია საშუალება მაგ დისტანციაზე სროლისა..)
აი ეს ვიდეო არის ტომ გეილორდის, სადაც ყველაფერს მშვენივრად ხსნის:
კიდევ ერთი ვიდეო:
და კიდევ ერთი:
სამივე ვიდეო საინტერესო და კარგი საყურებელია. უყურეთ არ ინანებთ
კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი - უნდა ისროლოთ ბევრი. ამ ზაფხულის რამდენიმე დღე ისე გავატარე, რომ საათობით ვისროდი და "ტექნიკას" ვხვეწავდი, ვცდილობდი გამშვები მექანიზმის კაპრიზები რამენაირად გამეგო და ა.შ. მოკლედ შრომა უნდა თუ გინდა შედეგს მიაღწიო
მოკლედ კეთილი და გამოცდილი ადამიანების აზრის გათვალისწინებით შევიძინე ფანტომი რომელსაც ჩავუტარე დეკონსერვაცია და გავტესტე კიდეც. არც თუ ისე ცუდი სასხლეტი აქვს და მიზანშიც კარგად მიაქვს. ძალა აბსოლუტურად საკმარისია ჩემი აზრით. 30 მეტრში 3 ლიტრიანი საღებავის ყუთი ორივე მხარეს გახვრიტა. 40 მეტრში კი ღია სამიზნით 1.5ლიტრიან ბოთლს 5 დან 5 გავარტყი.
დიდი მადლობა ყველას ვინც მირჩიეთ ამ მოდელის შეძენა.
რჩევა მჭირდება თანაფორუმელნო........
ჩემი თანამშრომელი მეკითხება როგორ დავუყენო ოპტიკა ან შესაძლოა თუ არა საერთოდო ძველ რუსული წარმოების ტირის თოფზე... თოფი ასეთია
http://pix.ge/
ბექა_
აშკარად აქვს მაგას (რაც სურათზეა იმას) ოპტიკის რელსი , როგორ და უნდა იყიდო და დაუყენო
Geoჟორჟიკა
დიდი მადლობა... იქნებ იცოდეთ სად შეიძლება შევიძინო ... იჟ-38 ია თოფი...
ბექა_
ოპტიკა?
ამაზონზე. ან რომელიმე იარაღების მაღაზიაში ან თუნდაც ლილოში.
nikoloza_migina
გააჩნია მსხვილ ფრინველებში რას გულისხმობ (იმედია ბატს და იხვს არა) მტრედს კი მოკლავს...
ლეკი
რატომ ?? პნევმატური იარაღიდან ფრინველს კი არა წვრილ მტაცებლებს კლავენ არც იხვი-ბატის მოკვლა გაუჭირდება მემგონი , დამჯდარ ობიექტს რომ ესროლო გარკვეულ მანძილზე
ძალიან დილეტანტური და მარაზმი კამათი გამოვა, თუ არ დააკონკრეტებთ:
მანძილს
ტყვიის წონას
სიჩქარეს
და ამათგან გამომდინარე ტყვიის ენერგეტიკას
Davitus
მე ზოგადათ ვთქვი იმიტომ რომ ამ სფეროში დილეტანტი კი არა გონზე არ ვარ
ზახარა
მეც ზოგადად ვთქვი, თქვენი მისამართით არ მითქვამს მუსიეე
nikoloza_migina
მოკლედ, შენ თუ მონადირე დადგები, ტამამად შეგიძლია თქვა, ოჩოპინტრეს ფორუმის პოსტებზე გავიზარდე და გამოცდილებაც იქიდან მაქვსო
რა ნიშანი და 9
თბილისში სად არის პნევმატურების კარგი და ფართო არჩევანი? რომელ მაღაზიაში?
Fishman
რა ფასის ფარგლებში ეძებ? მაგნუმს გუდვილში ყველაზე კარგი არჩევანი აქვს, მაგრამ ძვირია მერე რომელი სისტემა გაინტერესებს? ზ.დ.პ (ანუ ზამბარ დგუშიანი პნევმატიკა) თუ პ.ც.პ (ანუ მაღალი წნევით დატუმბული)
ilariona
ძმაკაცს უნდა ყიდვა დღეს სადღაც მემგონი 450-500 ლარად. სისტემა ზ.დ.პ. სტოგერ X20-ის ყიდვა უნდოდა და ქარავანში აღარ იყო თუ რაღაც ეგეთი და გუდვილში მიდის. ესეიგი სწორადაც იქცევა. მადლობა გაიხარე!
Fishman
ნუ გუდვილში მაგ ფასად ხაჩიკას იყიდის.
მაგნუმში აის HW 50S მგონი 550 ლარი ღირს , ხარისხიანი და კარგი ფიშტოა მხოლოდ სანადიროდ არ გამოგადგებათ სუსტია , უფრო გასართობად და მიზანში სასროლად
ilariona
გუდვილში მარტო გერმანულები ქონდათ და 800 ლარიდან იწყებოდა ფასებიო
მემგონი ისევ სტოგერი იყიდა.
Geoჟორჟიკა
არ უნდა სანადიროდ. უბრალოდ გასართობად უნდა და მემგონი ეყოფა
ისე დაუკვეთოს სმაზონიდან მთავრობა შეიცვალა და ახალები არ დაბლოკავენ.
როგორც ვიცი, უსას არ ჩამოაქვს არანაირი იარაღი. არც ოპტიკები.
ეს კარგი თოფია?
http://www.hatsan.com.tr/airguns_torpedo_150.asp
გამარჯობათ მინდა პნევმატური მაკაროვი(გასართობად) და შეგიძლიათ მითხრათ რა შესაძლებლობები აქვს,რამდენად ღირს ყიდვა და სად და რა ფასად შევძლებ ყიდვას.
მაგნუმში იყო ადრტე მაგრამ ეხლახანს ვიყავი და არ შემიმჩნევია, მგონი ამოიწურა მარაგი. თუ ესეა მაშინ მაიმარკეტზე უნდა ეძებო.
ანუ Co2 პისტოლეტებს არ მირჩევთ?
ამას ჯობს რაიმე იაფიანი ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა იყიდო, გასართობადაც კარგი იქნება და ძალაც ექნება.
http://postimage.org/image/btfmz86lt/
ამ პრევმატიკაზე რას მეტყვით??
http://postimage.org/image/axj5jrwxd/
http://postimage.org/image/ndfvdiq9d/
ესაც პატრონები
http://postimage.org/image/w0xo59tgx/
http://postimage.org/image/cybv0sdqv/
ფორმდება ტარების უფლებით
http://postimage.org/image/k13lsnli1/
http://postimage.org/image/wk7eftmr5/
http://postimage.org/image/5abga7bbp/
http://postimage.org/image/5rtges3k9/
ამ პრვმატიკაზე რას მეტყვით????
pihtona
შენა ღადაობ თუ?
pihtona
და საიდან მოიტანე რომ ეგ პნევმატიკაა?
არა არ ვღადაობ. ეს იარაღი მოიხენიება როგორც სპორტული პისტოლეტი კიდევ ეძახიან პრავმატულს.
რავი ეგე წავიკითხე სპორტული პისტოლეტი ზოგი პრევმატულ პისტოლეტს ეძახის. ისე კალიბრი კისტის თოფზე პატარა აქვს...
ადრე მახსოვს დელისზე იყო ხოლმე ამ იარახღების მახაზია იქაც მაქვს ნანახი
pihtona
საიდან მოიტანე რომ ეს პისტოლეტი პრავმატულია, თუნდაც მნევმატური
ეგეთი ლოგიკით, ნებიმიერი ცეცხსასროლის ვაზნა, პნევმატურია : )))))))))))
მე არ მომიტანია ზემოთ აღნიშნე ;ეგრე წავიკით ქთო:
და კიდევ შემოდის საქრთველოში ესეთი იარახი ანუ ამ სახის ადრე მახსოვს იყო ხოლმე.
:მნევმატურ იარახებში:
უბრალოდ მაინტერესებს კიდევ თუ შემოდის ეს იარახები საქართველოში და თუ ხო? სად რომელ მახაზიაში მიახლოებით რო მაინც მითხრათ...
დაუშვეს უკვე პნევმატური იარაღის შემოტანაhttp://www.geqor.com/http://www.camex.ge/http://bestex.ge/http://els.ge/?
ალთაზარ
დიდი ნწუ!
PREDATOR
დაუშვეს, მაგრამ ჯერ ნუ იჩქარებთ შემიტანას, სტანდარტები რომელიც შეიმუშავეს არცერთ თანამედროვე პნევმატურ თოფს არ ერგება.
მოგვიანებით ავტვირთავ სტანდარტს.
ალთაზარ
რა მოდელია ზუსტად დაწერე და მოგცემ პაწა რჩევებს
ilariona
თემო90-ის რომ იყო ეგეთია მემგონი და მაგათი დანავაროტებაც შეიძლება(აზრი აქვს?)?
Fishman
არ ვიცი თემოს რა ქონდა, მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ არ არსებობს პნევმატიკა, რომლის დანავაროტკებაც არ შეიძლება.
Fishman
რა გინდა, ჩვენ ვერ დავანავაროტეთ?
temoo90
ჩვენ კიარ დავანავაროტეთ, ჩვენ უბრალოდ გავაცოცხლეთ
პნევმატურ იარაღის შემოტანა დაუშვეს მარა ისეთი საშინელი რეგულაცია იქნება რო ვაი პნევმატიკის მოყვარულებს! 5 ჯოულზე ზემოთ ენერგიის მქონე და 50სმ.ზე მეტი სიგრძის ლულის პნევმატიკა უნდა გაფორმდეს თუკი ტარება გინდა. 50სმ.მოკლე ლულით, 130მ/წმ. მეტ სიჩქარის და 3 ჯოულზე მეტ ენერგიის მქონე პნევმატიკის ტარება აიკრძალა. მცოდნეები ხართ აქ და ახსნა განმარტებას არ დავიწყებ ეს რას ნიშნავს.
romeo 1
უბედურება კიდევ სხვა რამეშია,
დანართი #3
თუ რეგისტრაციაშI გაატარებ შეგიძლია ატარო 50 სმ და მეტი ლულის მქონე ფიშტო და 5 ჯოული და მეტის მქონე ფიშტო
ამავდროულად დანართ #4-ში წერია რომ არ შეიძLება 50 სმ და მეტი ლულის მქონე იარაღის ტარება და არ შეიძლება 3 ჯოულზე მეტი ენერგიის მქონე იარაღის ტარება (რეგისტრაცია , არარეგისტრაცია საერთოდ არ არის ნახსენები)
ანუ ურთიერთ გამომრიცხავი ინფოებია დაწერილი.
გაფორმებაზე კი ჯერ კანონი საერთოდ არაა ამოქმედებული, ქრონოგრაფები საბაჟოზე არა აქვთ, საბაჟომ რომც გამოატაროს ახლა და მიხვიდე გაფორმების სააგენტოში, გეტყვიან ჩვენ არანაირი ინფო გაფორმებაზე არა გვაქვსო.
ეს სტანდარტი რაც დაწერეს ერთ დღეში და მერე პატივცემულმა შსს-ს მინისტრმა ხელი მოაწერე არის სრული მარაზმი, ეს არის არა მცოდნეს მიერ დაწერილი ღლაბუცი, რომელის ქვეყნის სირცხვილია!
2 კლასი განათლება არა აქვთ და ისე იღებენ სტანდარტებსა და კანონებს.
4 აბზაციანი სტანდარტი მიიღეს და ისიც დაუხვეწავი, ისიც გაუაზრებელი და სრული მარაზმი.
მე ჯერ გირჩევდით თავი შეიკავოთ ყველანაირი პნევმატური თოფის ყიდვისგან.
ესეც ვითომ სტანდარტი, უფრო სწორად მარაზმი.
ilariona არაა მანდ შეუსაბამობა, თუკი გაფორმდება ატარებ უპრობლემოდ. და კიდევ, სამწუხაროდ ერთ დღეში კი არა, ამ რეგულაციაზე მუშაობა მიდიოდა ერთ წელზე მეტი, (რათ უნდოდა ნეტა ამდენი ხანი ამას) ორჯერ ჩვენც ვიყავით მიწვეული და მითომ ჩართული ამ საშინელ რეგულაციის მიღებაში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვმუშაობდით სულ სხვა პროექტზე, სააგენტოს ხელმძღვანელებმაც მოიწონეს ჩვენი შენიშვნები და ძირითადაც დაეთანხმნენ. აი მერე შსს-ში კი ისეთი ექსპერტები და იურისტები დაგვისვეს როოოოოო.... მაგათ პნევმატური იარაღი შაშხანაზე მეტი საფრთხის მატარებლად მიაჩნიად. 3 საათიან კამათის შემდეგ დაგვპირდნენ რომ ჩვენ მოსაზრებებს გაითვალისწინებდნენ. და საბოლოო ვარიანტი აღარ გვაჩვენეს. და აი შედეგს კი ხედავთ ყველა...
romeo 1
2011 წლის იანვრიდან შეაჩერეს პნევმატური იარაღების შემოტანა, მაგ დროს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სააგენტო მუშაობდა რეგულაციების შემუშავებაზე, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გახდნენ, რა სტანდარტიც მიიღეს შსს-მ არ მიიღო.
მჯერა რავა არ მჯერა! რომ წავიკითხე რაც მიიღეს ცუდათ გავხდი და მაგრად ვინერვიულე.
მე ვფიქრობ, საშველი არაა გარდა იმისა რომ იარაღის მოყვარულები გაერთიანდნენ ერთმანეთის ირგვლივ და ისწავლონ თავისი ინტერესების და უფლებების დაცვა. სხვა არავინ ამას არ გააკეთებს. თორმეტ სკამში როგორცაა, спасение утопающих дело рук самих утопающих. Вот так!
romeo 1
გამარჯობათ.
მცირეოდენი ინფორმაცია პნევმატური იარაღის მოყვარულთათვის.
დღეს ვიყავი ქუთაისში, მომსახურეობის სააგენტოში პნევმატური იარაღების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მიპასუხეს- "უახლოეს დროში ველოდებით ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც იქნება შემოწმებული პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, და ამ შემოწმების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ რა ბედი ეწევა მომავალში ამ პნევმატურ იარაღს". შეკითხვაზე - არსებობს თუ არა წესი ასეთი შემოწმწბის შესახებ?, მივიღე პასუხი - "შემოწმების წესიც მიღებული იქნება ამ ხელსაწყოსთან ერთად". დაიტოვეს ჩემი ტელეფონის ნომერი და დამპირდნენ, რომ როგორც კი ხელსაწყოს მივიღებთ მაშინვე შეგატყობინებთო.
ilariona
ИЖ-38
ეხლა ამ ვიდეოს ვუყურე და რაც გამოუვიდა ძაან მომეწონა მარა აი რამხელა ხარჯი იქნება ხომ წარმომიდგენიუს :(
http://baraholka.onliner.by/viewtopic.php?t=6718766
ალთაზარ
იჟ-38–ის აპზე ჩალიჩი უზარობაა , ისე საქმე თუ არ გაქვს და აკეთებ მაშნ შეიძება , მაგრამ მაქედან თუ გინდა ნორმალური სიმძლავრის და სასროლად ვარგისი აგრეგატი მიიღო მაშნ ტყუილად დახარჯავ დროს და ფინანსებს , მაგ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი ლულა მოაძრო და რაიმე სხვასცთურქულ ან ჩინურ ფიშტოს დაუყენო ან PCP-ი ააწყო (ნუ მაგას, ლიცენზია და სტანოჩNი პარკი უნდა რომლიც ძვირი სიამოვნება )
ვფიქრობ საიტერესო იქნება http://www.youtube.com/watch?v=zrRG1HLNy2o
გამარჯობატთ ხომ ვერავინ მეტყვის რითი დავსმაზკო პნევმატიური თოფის პრუჟინა და პორშინი?
სილიკონის ზეთით მაგრამ ძალიან ცოტა უნდა წაუსვა, პრუჟუნას არც უნდა დასმასკვა. მანჟეტის ირგვლივ წაუსვი თხლად და ვსიო.
მადლობა გაიხარე ,და რა ფირმის სილიკონის ზეთი ვიხმარო?
გააჩნია რა ფირმის პნევმატური გაქვს
ჰატსან მოდ 90
მე ამას გირჩევდი თუმცა სხვებმაც შეიძლება გირჩიონ რამე უკეთესი და უფრო ძვირიანი )
http://www.amazon.com/Crosman-RMCOIL-Silicone-Chamber-Oil/dp/B000R41LD4/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1383152990&sr=8-4&keywords=oil+for+spring+air+rifle
გამარჯობა , ბიჭებო ვინმეს ხომ არ გქონიათ შეხება "უმარექსის" წარმოების მაკაროვთან?
minchanin
საინტერესოა , მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის მკვდარი კალიბრია :( და ძალიან გავს დემიანის პროდუქციას თუ იგივე არ არის
გაუმარჯოს ყველას ესთი თხოვნა მაქვს. პნევმატური მაკაროვი დაითრია ძმაკაცმა რაგაც გაუფუჭდა და ხელოსანი თუ იცით ვინმემ პმში მომწერეთ ან მდებარეობა ან ნოერი.. მადლობა ..
ნიტრო ვენომი შევიძინე და ვერაფრით ვერ გავასწორე მიზანი, იქნებ მირჩიოთ სად გავასწორებინო?
გავაკეთე სამიზნე და ვესროლე ბევრჯერ, მიზანში ვერ ხვდება, ოპტიკას აქვს გასასწორებლები, ვატრიალე მაგრამ შედეგი ვერ მივიგე, მანძილი დაახლოებით 20 მეტრი, ტყვიები გამოს ფირმის 0.5გრამიანი
ცენტრ პოინტის ოპტიკა აქვს? ნახმარი იყიდე თუ ახალი?
4 ფაქტორია. მსროლელი. ტყვიები. იარაღი და ოპტიკა. დიაგნოზს თუ სწორად დაუსვავ მერე შეიძლება გამოსწორებაზე ფიქრი. მეც ეგ იარაღი მაქვს და ჯსბ-ის ვისვროდი მაქედან. უდავოდ მძიმე ტყვიები სჭირდება.
ახალი ვიყიდე, ცენტრ-პოინტის ოპტიკა მოყვა 3-9-32-ზე, დღეს ქარავანში მქონდა და უარი მიტხრეს, მუშკა არ აქვს და ვერ გავასწორებთო, საგონებელში ვარ, ეხლა მძიმე ტყვიებს მოვსინჯავ ვნახოტ რა გამოვა
იზმარე პრემიერები 10.5 გრეინიანი და გამოსწორებულია პრობლემა. უყვარს მაგ ფიშტოს ეგ ტყვია. ოპტიკა შენ გაასწორე მაგაში არ გადაიხადო ფული. მარტივია ეგ, უბრაოს სასროლი ადგილი გჭირდება და ვსიო 20 მეტრში ემ მაგ იარაღით თითქმის ერთ ნახ**ეტს ვაკთებდი. საკმაოდ კარგი იარაღია და არაა ეგ საგანგაშო პრობლემა
ვიყიდე მაგნუმში 10.5 გრეინიანი ტყვიები და პრობლემაც მოგვარდა, მძიმე ტყვიები სდომებია, ტყვია ტყვიაში ჯდება, დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის. ისე ტყვიები სად შეიძლება იყიდო მაღაზია-მაგნუმის გარდა?
კიდე ერთი რამ: 4.52მმ-იანი ტყვიების სროლა თუ შეიძლება 4.5მმ-იანი პნევმოთი, მაგნუმში ვნახე გასაყიდი
rezo197313
კი ალბად რომ არ შეიძლებოდეს ეგ სხვა კალიბრი იქნება
შეიძლენა ეგ ძირთადად არის ჯსბ. იგივია რა . მაგრამ მე რაც გავსტესტზე პრემიერის 10.5 გრეინიანს უკეტთსად ამუშავებს.
150 დან 200 ლარამდე რომელ პნევმატურს მირჩევთ?ოპტიკით თუიქნება უკეთესი
rezo197313
ტყვიები არსებობს 4.5--ისთვის , 4.50 , 4.51 და 4.52 გააჩნია შენი იარაღის ლულა როგორია, ხრახნის სიღრმე რამდენია, რა საქხის ხრახნია და ა.შ. ზოგს ერთი სჭირდება , ზოგს მეორე და ზოგს მესამე
ბიჭებოო ცო2 ბალონებიან პისტოლეტებზე ხოარიცით ატარებს საბაჟო? არადა მაიმარკეტი მიაქვს მაგ განცხადებებს. კიდე ტარებაზე პრობლემას ხომ არ შემიქმნის პატრული?
გამარჯობათ.დიდი ხანია არ შემოვსულვარ.ჩემ მეგობარს უნდა დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში და რას ურჩევთ?უნდა ფრინველზე და პატარა ცხოველხე სანადიროდ.
ეხლა მე მაინტერესებს,იუთუბიზე ვნახე
მარაიდერით იხვები როგორ დახოცა მემგონი 140 მეტრში,
მარაიდერს აქვს 335 მ/წ ტყვიის სიჩქარე.ხომ ასე უწერია
უფრო იაფიან პნევმოებს 366 მ/წ ტყვიის სიჩქარე. ესეც ხომ ასეა?
რა თქმა უნდა ასეა.ხოდა ჩემო კარგო ხალხო ძალიან ძვირს ვერ გადავიხდი და დამეხმარეთ,და რამე შემარჩევინეთ.400-500 ლარის ფარგლებში.
კახეთში მიწევს ხშირად სიარული და მინდა თან ვატარო და რა თქმა უნდა ვინადირო.ფრინველზე და პატარა ცხოველზე.
mamukaaa
მაიმარკეტზე ვნახე ვიღაც დიქავერის ყიდდა 500 ლარად ოღონდ ოპტიკის და ნასოსის გარეში
მოდი ერთ რამესკიდე მივამატებ თქვენის ნებართვით... მე ვამბობ რომ პცპ სისტემის ნადირობა გაცილბით შედეგიანია ვიდრე გეკოთი! გაცილებით კომფორტულია, გაცილებით იაფია საბრძოლო მასალა (ტყვიები), გააააააააცილებით უსაფრთხოა (უუუდიდესი პლიუსია ეგ, რადგან გეკოს ტყია ყველამ ვიცი რა მანძილზეა საშიში ა მისი ტყვიის არასტაბილურობა რაიმე საგანთან შეხებისას). მე ეგ რომ მითხრეს ლამის გავგიჯდი რას ქვია გეკოს ჯობსთქო, მაგრამ როდესაც პცპ-თი დავიწყე ნადირობა ორივე ხელი ავწიე 100 მეტრამდე კარგად ნადირობ, 50 მეტრში კი უტყუარად! (დაჟე 50 მეტრში head shoot-ს ვამურამებდი)
smekosmeko
ხო მარა იგივე გეკოსთან შედარებით სამჯერ ძვირი როა ეგ პნევმატური რაუყოთ :(
არა რატო გეკო 300-400 ლარანები არის და უხეშად რომ ვთქვათ რაც მარადიორი კლასია პნევმატურ იარაღებში ისეთივე კლასის გეკო 1500 ლარი და ზევით ღირს. ხომ ხვდები?
mamukaaa
146 მეტრია და კი მარადიორია, ჩემი მეგობრები არიან გადამღებიც და მსროლელიც.
335 მწ
366 მწ
ეს ყველაფერი სარეკლამო სისწრაფეებია და პნევმატიკისგან ძალიან შორსაა.
ანუ რა ხდება ახლა:
მწარმოებელი კონკრეტულ იარაღს აწერს რომ ეს იარაღი ისვრის ამ სისწრაფით, მაგრამ არ აკონკრეტენს რომელი ტყვიით!
ანუ რა გამოდის? ტყვიის სისწრაფე გვაქვს, მაგრამ ტყვიის წონა არა! ავიღოთ 0,4 გრამიანი ტყვია და ვისროლოთ მარადიორიდან, მივიღებთ 350მწ-ს, მერე, ავიღოთ 0.67 გრამიანი ტყვია და ვისროლოთ ისევ მარადიორიდან, მივიღებთ 300მწ-ს! ავიღოთ ბამბა და ვისროლოთ ისევ მარადიორიდან, მივიღებთ 500მწ-ს!
ანუ ამით მინდა ვთქვა, რომ აქ მთავარია ვიცოდეთ რა წონის ტყვიებს ისვრის 366მწ-ით და არა ის რომ 366-ით ისვრის.
პნევმატიკის ძალა ითვლება ჯოულებში, იმისათვის რომ გავიგოთ რამდენ ჯოულიანია პნევმატიკა უნდა ვიცოდეთ:
1) ტყვიის წონა
2) ტყვიის სისწრაფე
ანუ პირველის გარეშე ვერანაირად ვერ გავიგებთ რომელი პნევმატიკაა უფრო ძლიერი.
ახლა რაც შეეხება 500 ლარს და ძლიერ პნევმატიკას:
აქ მთავარი ძალა არაა, ძალა და ტყვიის სისწრაფე პნევმატიკაში არ ვარგა,
ტყვიას საკმაოდ დაბალი წონა აქვს და 300მწ-ის ზევით თუ მიფრინავს ტრაექტორიას კარგავს, ავტომატურად სცდება მიზანს და სროლა აზრს კარგავს.
500 ლარის ფარგლებში კი შესაძლოა რომელიმე ბენჟამინის ზ.დ.პ შერჩეს, სასურველია ნიტრო.
iaragi.ge
ჯერ აქ ნახეთ, საიტის მფლობელი საკმაოდ კარგი მცოდნეა და დაგეხმარებათ შერჩევაში.
smekosmeko
დამასწარი?
smekosmeko
კი ვხვდები ერთხანს ვაპირებდი მაგრამ ყიდვას მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვა ჩემში ჭეშმარითებამ. მოკლეს სადაც დენთი არ ფიგურირებს. პრინციპულად არ ვყიდულობ.
ისე ამაზე ხო არ იცი რამე?
ბიჭებოო ცო2 ბალონებიან პისტოლეტებზე ხოარიცით ატარებს საბაჟო? არადა მაიმარკეტი მიაქვს მაგ განცხადებებს. კიდე ტარებაზე პრობლემას ხომ არ შემიქმნის პატრული?
ilariona კი მაგრამ შენ უფრო მიადეტალურე
assassin29 პისტოლეტი სიმართლე გითხრა მაგარი ტრუხა რაიმეა. სისულელეა, თუ პროსტო მურამი გაქვს თორე მაგითი რაუნდა ქნა? პრინციპში მხოლოდ საპლინკაოა ეგ, გაერთობა კაცი ხანდახან. ტარებით კი არ უნდა ატარო ქალაქში, არ რათ გინდა მაგის ტარება? ტარება იკრძალება(ოფციალურად არა მგონი, ნუ ყველა ვარიანტში გაატრაკებენ). ჩამოტანით ჩამოიტან, საბაჟო გამოატარებს, მაგრამ ხანდახან მაინც იქმნება რაღაც პრობლემები საბაჟოზე. აქ Xუთმაგის მიცემას მაინც გარისკვა ჯობს. 90% ჩამოვა.
Geoჟორჟიკა
airgun.ge-ზე დევს ეგ ვიდეოები.
თუ იცით რომელ კალიბრამდეა დაშვებული გაფორმების გარეშე რო ვიყიდო??
177. სხვა კალიბრს ვერ იყიდი კანონსაწინააღმდეგოა.
http://www.amazon.com/Benjamin-Marauder-PCP-Rifle-177/dp/B001QUKH6U/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1393787954&sr=8-2&keywords=Benjamin+Marauder
ამის ჩამოტანა უპრობლემოდ შეიძლება თუ კიდევ პრობლემებია რამე?
თუ შEიძლება მაშინ რომელ გადამზიდს მივმართო?
მაქსიმუსა
ჩამოიტანეს უკვე და პრობლემა არ შექმნიათ,
ბესტექსით.
ilariona
ვაა რა სასიამოვნოა.
ისე აქ რა ღირს ხომ არ იცი ან სად იყიდება რომელ მაღაზიაში?
მაქსიმუსა
იარაღი.გე
1500 ლარი ნასოსით.
ilariona
შენ როგორ მირჩევდი გამოწერა ხომ არ ჯობია თავის ნასოსიანათ, უფრი იეფი ხომ არ დამიჯდება?
იარაღი გეს არ აქვს ამჯერად.
მაქსიმუსა
გრიგოლს თუ არა აქვს, ესეიგი ეს მოდელი არავის არა აქვს.
უნდა გამოიწეროთ.
გამოწერით ყველაზე დიდი 100 ლარი დაზოგოთ, ეს უკვე 1000-ჯერ არის დათვლილი.
გამოწერის მინუსი ისაა რო გარანტიას არავინ არ გაძლევთ, პლიუსი კი 100 ლარის დაზოგვაა.
მაქსიმუსა
ყველაფრის.
ჩამოვა, არ ჩამოვა და როგორი ჩამოვა.
ilariona
კარგი გასაგებია დიდი მადლობა!
ცუდია დეფექტიანებიც თუ შეიძლება რომ იყოს!
მაქსიმუსა
არაფრის
იყო შემთხვევები რომ კონდახი სხვადასხვა ქონდა ერთიდაიგივე კროსმანის მოდელებს, ანუ ერთი სტანდარტული და მეორე ბანძი. არის სხვაობები, ამ ბოლო დროს კროსმანის პროდუქცია ლატარიას დაემსგავსა.
smekosmeko
500-600 ლარის ფარგლებში რას მირჩევდი?
მაქსიმუსა
bestex.ge
chamotanis riski martlac rom sakmaod didi yofila da ar girs 40-50 laris gulistvis lodini da wvaleba
სალამი ყველას ერთი კითხვა მაქ ,თუ იცით რომელ კალიბრამდეა დაშვებული პნევმატური იარაღი გაფორმების გარეშე რო ვატარო ???და კიდე ერთი თუ ვინმეს ძველი დანჯღრეული, დამტვრეული დაძველებული ტირის თოფი გაქვთ და ტყუილად ალპობთ მე ვიყიდი ,მხოლოდ ლულა მჭირდება დანარჩენი გინდაც სულ არაფერი ქონდეს.................... ჩემი ნომერია 555279244 გოჩა.
gocha311
არ უნდა გაფორმება პნევმატურს
gocha311
მე როგორც ვიცი მხოლოდ 4.5-მდე (ანუ 0.177) კალიბრს არ უნდა არც გაფორმება და ყიდვაც უსაბუთოდ შეგიძლია. მის ზემოთ კალიბრზე კი 5.6 (0.22) უკვე სახელმწიფო რეგულაციებია, ვერც საზღვარგარეთიდან გამოიწერ და აქაც არ იყიდება მგონი მაღაზიებში.
gocha311
მხოლოდ 4.5-მდე (ანუ 0.177) კალიბრი არის საქართველოში დაშვებული დანარჩენი აკრძალულია სამწუხაროდ
გაიხარეთ მადლობათ ძმებო ,,.... პნევმატური იარაღი რო ავაწყო მე თვითონ 0.177 კალიბრი, მაღალი წნევის ბალონზე, თუ იცით რამე პრობლემა ხო არ შემექმნება კანონისგან ან რაიმე ნებართვები ხო არ ჭირდება ??
აი ეს იარაღი დამევასა სასწაულად Mac1 USFT და პრინციპში გულით რო მივუდგე არანაკლებს ავაწყობ ,მხოლოდ პატარა ცვლილებებს შევიტან აი ეს ლინკი ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=rxElho2obYk
ტყვიის კალიბრის გარდა სიჩქარეზეც არის შეზღუდვებიო. ასეთი ინფორმაცია მაქვს და გაიკითხე მაინც. დააზუსტე.
ტყვიის კალიბრის გარდა სიჩქარეზეც არის შეზღუდვებიო. ასეთი ინფორმაცია მაქვს და გაიკითხე მაინც. დააზუსტე.
ტყვიის სიჩქარეზე პრობლემა არ არის რედუკტორიდან დარეგულირება შეიძლება მომატება დაკლება,,, ავაწყობ ამ იარაღს და სურათებს დავდებ,იმედია არ დამიჭერენ : )))
gocha311
სიჩქარე დაიკიდე, ჯოულებზეა საუბარი, აჯრძალულ კალიბრს ნუ გადააბიჯებ და დანარცენი შეგიძლია დაიკიდო, უმეტესობა ვიზუალურადაც კი ვერ არჩევს ერთმანეთისგან 4.5 და 5.5 კალიბრს, სიჩქარის გაქრონვაზე და ჯოულების განსაზღვრაზე ლაპარაკიც სასაცილოა
ზებგერითი სიჩქარე, არ უყვარს პნევმო ბალისტიკას, ასე რომ ძალიანაც ნუ მოინდომებ, 290 მ/წმ ყელში ამოგივა
მართალი ხარ ძმა ტყვიის სიჩქარე პირველ რიგში მის წონაზეა დამოკიდებული უამრავი ზომის და წონის ტყვიები გამოდის ყველას თავისი ეფეკტი ექნება ....... ლულა ვიშოვე 4,5 კალიბრი, რაღაც დეტალებიც დაუზაკაზე ამაზონზე,,ალბათ ორი თვე დამჭირდება ბოლომდე რო ავაწყო ეს იარაღი და მერე აუცილებლად დავდებ სურათებს .
მეგობრებო მირჩიეთ რა განსხვავებაა Benjamin Marauder და Benjamin Discovery -ის შორის? ფასში საკმაოდ დიდი განსხვავებაა და რა უპირატესობა აქვს პირველს მეორესთან იქნებ მცოდნეებმა დაწეროთ. თანაც ძალიან ბევრს გამოადგება.
იქნებ შემოიხედოთ?
kaxeturi
სანამ ამ თემებს არ გადახედავ ასე დაწვრილებით როგორც აქ წერია ვერავინ აგიხსნის. წაიკითხე და შენ მიხვდები თითონ განსხვავებებსაც და ყველაფერ, მარადას ტყვილა არ აქ ეგ ფასი.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=30
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=605
მადლობა
ბიჭებო ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო ცო2 ის მოსაჭერი თავი რო არ აქვს ატვიორტკით ან რამით მოჭერა რო იყოს შესაძლებელი
Gcckoka
რომელ მოდელზე?
ilariona
ბერეტა M84F
Gcckoka
ამაზონზე ალბათ, აქ მეეჭვება სადმე იშოვო.
ilariona
ჩემით როგორმე ვერ გავაკეთებ?
Gcckoka
სახარატოზე შესაძლებელია გაკეთება.
გამარჯობათ. პნევმატური იარაგის კიდვა მინდა პსპ მექანიზმიანის,ესე 1500 ლარის ფარგლებში. რომელს მირჩევთ. წინასწარ მადლობაა )
გამარჯობათ,
მაქვს პნევმატური, მოდელია: Hatsan mod.55 s.
მაინტერესებს შესაძლებელია ამ მოდელზე მხარზე ჩამოსაკიდებლის გაკეთება და თუ შესაძლებელია სად აკეთებენ?
იყიდე საქამრე შურუპები და ეგაა მთელი ფილოსოფია
მერე საქამრე შურუპი ლულაზე როგორ გავუკეთო?
გამარჯობა მეგობრებო
"ამაზონ.ზე" მინდა შევიძინო პნ.პისტოლეტის ლაზერული სამიზნე და ქართული გადმომზიდავი კომ.ები ყველა უარს მეუბნება. ხომ ვერ მირჩევთ რომელიმე კომპანიას რომელსაც უპრობლემოდ ჩამოაქვს პნ.პისტოლეტის აქსესუარები.
წინასწარ გმადლობთ
კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ პნევმატური იარაღი სათამაშო არ არის!
http://rustavi2.com/ka/news/30808
ჭალიმგელა
ცუდია ძაან
სამწუხარო ამბავია. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს.
ჭალიმგელა
ძალიან სამწუხარო ამბავია :(
სათამაშო როგორ უნდა უწოდო როცა 20-30 მეტრში ყვავს მტრედს და ასეთ დიდ ფრინველებს ზკვოზზე ხ**იტავს.
ეს კი ჟეშტს რა დღეში აგდებს 15ნაბიჯძე ნახე.
სტოკი კროსმან ვენტაჟია 4.5 კალიბრი.
სალამი ყველას.
შვილს შემოეფუჭა სხვისი ჰატსან მოდ 55. სასხლეტი მექანიზმი რაზეცაა აწყობილი მაგ რკინაზე ერთი ნახ**ეტი " გაიწელა" და როცა ვტენი თოფს, სასხლეტი დგუშს არ აკავებს. ნაწილები ხომ არ იცით სადმე იყიდებოდეს კემპით საჩალიჩო რომ არ გამიხდეს?
აი ეს დეტალია დაზიანებული
http://radikal.ru/big/195139a0789a406abbbc3d2aee60dfb1
თუიცით პნევმატურითვის სად შეილება დიდი რაოდენობით ტყვიის შეძენა? ანუ ერთდროულად ბევრი ტყვია ასე 3000 ცალი
საქართველოში რაც იყიდება მაგ პნევმატურებიდან რომელი კალიბრის პნევმატური ისრვრის ყველაზე შორს? ან რომელი მოდელი
thehatsan
ვინ ხარ ერთი გაგვეცანი ))) მაგარი ხარ გეტყობა )
მოგესალმებით.
ჰატსანის მექანიზმი რომელსაც ვეძებდი აღმოვაჩინე თელავში ჩვენს ფორუმელ რომეოსთან.
mod 125 sniper_ისთვის რომელ ოპტიკას მირჩევთ? ზ.დ.პეა და აუცილებლად დარტყმაგამძლე უნდა იყოს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)