თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პნევმატური _ HATSAN AT44-10 S მცირედი მიმოხილვა

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 26 2009, 23:28

მოკლედ ამ შაშხანაზე მცირე ინფოს დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც გავიგე ამ შაშხანის შემოტანას აპირებენ ერთ–ერთ იარაღების მაღაზიში დინამოსთან, რადგან ჩვენი ბაზარი არ გვანებივრებს PCP–ი შაშხანების მრავალფეროვნებით და საერთოდ უპრიანი იქნება თუ ვიტყვით რომ პირველი PCP–ი შაშხანაა რომელიც შემოვა ჩვენს ბაზარზე ფართო გაყიდვაში. ( ნუ იყო რაღაც პრეცედენტები მაგრამე ს მხოლოდ კერძო დაკვეთებს ვუშვებდით და ჩვენი ძალებით ჩამოგვქონდა )
ჰო აღნიშნული განხილვ არის თარგმანი ერთ–ერთი უცხოური ფორუმიდან .
მწარმოებლის საიტი www.hatsan.com.tr
მოკლედ უცხოელი მეგობრების და კეთილი ადამიანების დახმარებით , ხელშ ჩამივარდა ეს შაშხანა Hatsan AT 44 -10 S 4,5 კალიბრი , თავიდანვე გეტყვით რომ მე არ ვიცი რა ღრს ეს შაშხანა ან რა ტექნიკური მონაცემები აქვს , უბრალოდ ვიტყვი და დავწერ იმას რაც ვნახე და გამოვცადე იმ შაშხანებთან შედარებით რაც მე მაქვს და მქონია.
თავიდან თოფი დაშლილ მდგომარეობაშია ყუთში , საკმაოდ კარგა შეფუთული , რომ არ დაზიანდეს და ორ ნაწილადაა დაშლილი, აწყობა უმარტივესია.კონდახს რომ დავუყენებთ მივიღებთ ესეთ შაშხანას







გარედან დათვალიერებთ რაიმე მნიშნელოვანი დეფექტი არ შემიმჩნევია თითქოს ყველაფერი კარგად არის გაკეთებული (თურქულ იარაღში ესეთები სასიამოვნო იშვიათობაა newsmile05.gif ) ხელში, რომ აივღე შაშხანა თითქოს ზედმეტად გრძელი მომეჩვენა, მაგრამ როცა იგი AA S410–ს შევადარე , გაკვირვებულიც კი დავრჩ რადგან იგი დაახლოვებით 4 სანტიმეტრით მოკლე აღმოღნდა AA–ზე. (ჰატსანის რეალური სიგრძე 1066 მმ–ია) ალბათ იმის ბრალია რომ მისი ბალანსი ზედმეტად წინ არის გადანაცვლებული.



რომ არ დავიტანჯო ლოდინით ერთი–ორი ტყვია გავისროლე ქრონოგრაფში…. ( ეს არის ხელსაწყო რომელიც ტყვიის ფრენის სიჩქარეს ზომავს) JSB Heavy 0,67 გრამიანი ტყვია გაფრინდა 302 მ/წმ–თი ამ პარამეტრით ჰატსანი გლიჯავს newsmile05.gif , არანორმალური ძალა აქვს newsmile05.gif
შაშხანას აქვს 10 ტყვიიანი მჭიდი ( 2 ცალი მოყვება კომპლექტში) . გადატენვის სისტემა ანალოგიურია AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის. თუმცა მთგან განსხვავებით აღჭურვილია ავტომატური მცველით ანუ ყოველ გადატენაზე საჭიროა მისი მცველიდან მოხსნა რომ გასროლა მოახდინო , ცოტა გაუგებარია რა საჭიროა მჭიდიან შაშხანაზე ავტომატური მცველი , ნერვების მომშლელია და მეტი არაფერი თუმცა თურქებს რას გაუგებს კაცი newsmile05.gif . უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერი მუშაობს კარგად , მაგრამ მექანიზმის მუშაობისას დამრჩა რაღაც უცნაური შეგრძება თითქოს ყველაფერი არ არის ისე გამოკვეთილი როგორც უნდა იყოს ანუ არ იგრძნობა ის რომ მექანიზმი მუშაობს მკვეთრად და საიმედოდ ამის გამო ხანდახან ძნელია გაიგო მართლა გადაიტენა შეშხანა თუ არა . გადატენა არ იწვევს ისეთ სასიამოვნო შეგრძნებას როგორც ეს AA S410–ის და Weihrauch HW 100–ის გადატენისას გეუფლება თუმცა ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. ალბათ საჭირო იქნება დაშლა , ნაგციგან გაწმენდა , ნაწილების გაპრიალება და მერე ეშველება ან შეიძება მუშაობის პროცესში თავისით გაიწმინდოს და დარეგულირდეს newsmile05.gif . კიდევ ერთი რაც რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის რომ გადასატენი რიჩაქი დამზადებულია ძალიან უხარისხო სილიუმინის შენადნობისაგან და მალევე ტყდება ექსპლუატაციის დროს, ამიტომ საჭიროა მისი დურალისგან ან ალუმინისგან დამზადება. საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია.







გადამშვების დამამკვრივებელი რეზინა არის რესივერში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან ხარისხიან მოდელებში და არა მიმწოდებელზე როგორც ეს ბიუჯეტური წარმოების მოდელებზე ხდება. რეზერვუარის თავში არის შკალა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენი ჰაერის რაოდენობაა დარჩენილი რეზერუარში და შესაბამისად გასროლების რაოდენობაც. შკალა შავ–თეთრია და ნორმალურად კითხვადი. აქ სურათი გამოვიდა საკმაოდ უხარისხო და არ ჩანს , ეხლა მანდ დაახლოვებით 150 ატმოსფეროა. მაქსიმარული სამუშაო წნევა არის 200 ატმოსფერო ანუ შაშხანა რომ სურლად დატენო საჭიროა 200 ატმოსფერო ჰაერით დატუმბო იგი.




შაშხანა აღჭურვილია ხმის მოდერატორით , მოდერატორის შიგნით ჩახედვისას გავარჩიე სამი ტიხარი ჰაერის კამერებისთვის, ხმის მოდერატორის წინა საცობი ამოიხრახნება ისე როგორც ეს ხდება AA S410–ზე. გასროლის ხმა საკმაოდ ჩუმია , ანუ ოთხაში სროლისას არ ბრახუნებს შემაწუხებლად თუმცა არცთუისე ჩუმი ვერ გავიგოთ გასროლის ხმა. მაგრამ ეს ხმა გაცილებით ჩუმია ვიდრე ნაბისმიერი ზამბარდგუშიანი მაგნუმ კლასის პნევმატიკის გასრილის ხმა newsmile05.gif





ვაგრძლებ
შაშხანას გააჩნია პლასტიკისგან დამზადებული „რვიანი“ (ის დეტალი რომელიც აფიქირებს ლულას რეზერვუართან) თუმცა მას წმინდა დეკორატიული დანიშნულება უფრო აქვს ამ შემთხვევაში ვიდრე ლულის მაფიქსირებელის, რადგან იგი საერთოდ არ არის დაფიქსირებული არც ლულაზე და არც რეზერვუარზე უბრალოდ წამოცმულია და მეტი არაფერი. ასეთ შემთხვევაშ ლულა უნდა იყოს რესივერში მყარად დამაგრებული რომ სტაბილურად მოვარტყათ მიზანს თმცა ისიც თავისუფლად ქანაობს რესივერში. ამ შემთხვევაშ ხელის შევლება აუცილებელია , როგორმე უნდა დავაფიქსიროთ რვიანი ლულაზე და რეზერვუარზე, თორემ ოპტიკის დაყენებას და შორ დისტანციებზე სროლას აზრი არ ექნება.







კონდახის უკანა საბჯენი რეზინი რეგულირებადია, საკმაოდ მარტივი და საიმედო კონტრუქციაა. კონდახი საკმაოდ აკურატულად არის გაკეთებული , აქვს გლუვი ზედაპირი , ოდნავ ხაოიანი , თუმცა ერთი შეხედვით გამოიყურება საკმაოდ „იაფფასიანად“



დასატენი პორტი ჩვეულებრივია , აქვს მტვრისგან დამცავი საცობი , რომელიც დატენის დროს უნდა ამოვაგდოტ სატუმბშ შტუცერის მიწოლით , მაგრამ ამის გაკეთება არის შეუძებელი , რადგან რეზერვუარი ისე დგას რომ ამ საცობის ამოგდებას ლულა უშლის ხელს... ცუდია newsmile038.gif , დიდი ხანი წვალების შემდეგ როგორც იქნე კბილის საჩიჩქნით ამოვაგდე ეს საცობი საპირისპირო მხარეს ( აღარ დავაბრუნებ თავის ადგილას ამის ნერვები არ მაქვს newsmile05.gif ) ამის გასწორება შესაძლებელია რეზერვუარი ოდნავი დატრიალებით .... მაგრამ დატრიალდება რო? newsmile038.gif







აქ უკვე ჩვენ ვხედავთ ოპტიკისთვის განკუთვნილ რელსებს მერცხლის კუდის და ვივერის სიმბიოზს, ეს რაღაც ახალია და სავარაუდოდ ჰატსანის დაპატენტებული უნდა იყოს, პრიციპშ მშვენიერი რამეა ამაზე წავა ორივე ტიპის რგოლები , მეცხლის კუდისთვის განკუთვნილიც და ვივერისთვისაც newsmile05.gif ჰო რელსები 11 მმ–ია.



„რკინეულობა“ შიგნიდანაც ასევე ნორმალურად გამოიყურება როგორც გარედან , დამუშავებულია საკმაოდ აკურატულად , ასევე მთელი ეს „რკიეულობა“ კონდახზე მაგრდება 3 ვინტით , თუმცა როგორც მაღლა ავღნიშნე ვინტი რომელიც ამაგრებს ლულას და რეზერვუარს „რვიანთან“ უბრალოდ ფიქტიურია.



კიდე კომპლექტში მოდის აი ეს: რეზერვუარის უკანა საცობი , შტუცერი და მისი 4 ცალი სათადარიგო დამამკვრივებელი რეზინა , სათადარიგო მჭიდი.




ეს საუნდ მოდერატორის შიგთავსია , მთლად ის არ არის რაც უნდა იყოს მაგრამ ეტყობა რაღაცას აკეთებს რადგან ხმას ახშობს newsmile05.gif



ლულა არის შეცდომიდ გაჩარხული, მაგრამ "ფასკა" გადასარევად გაუკეთებიათ.



საშინლად გაკეთებულია სატუმბი შტუცერი, მთლიანად ქლიბის და სხვა მჭრელი ხელსაწყოების კვალებშია, საკვირველია მაგრამ მუშაობს კარგად.
ყველა ხრახნი ზალიან უხარისხოა. როგორ ახერხებენ თურქები რომ ყველა საქმეში ჩაა..ვან ვერ ვხვდები.
კონდახის ფორმა ძალიან არასწორია, ხელი მეტკინა... ხვალვე ავიღებ და ყველა კუთხეს მოვაცილებ!!! თურქი დიზაინერები როგორც ჩანს ეცადნენ ეცადნენ „ჰაი-ტეკი“ გაეკეთებინათ და გამოუვიდათ საშინლად არასწორი გეომეტრიის მქონე კონდახი. ქრონოგრაფში სროლისას აღმოჩნდა 2 "პლატო", თვალებს ვერ უჯერებდი მაგრამ ფაქტია...


ტყვიები - CrosmanPremier CP10.5

200 ატმ.

221 268 258 221 257 ( მ/წმ)

190 ატმ.

301 306 308 305 306 (მ/წმ)

180 ატმ.

310 307 310 306 308 (მ/წმ)

170 ატმ.

ეს 5 გასროლა არ გამიზომია

160 ატმ.

304 302 299 298 297 (მ/წმ)

150 ატმ.

296 294 290 293 288 (მ/წმ)

135 ატმ.

285 277 278 278 281 ??? (მ/წმ)

125 ატმ.

280 278 277 276 275 (მ/წმ)

110 ატმ.

269 267 266 266 262 (მ/წმ)

100 ატმ.

259 254 252 248 247 (მ/წმ)

90 ატმ.

სროლის დასასრული.

სროლის შედეგები 30 მეტრზე , პატარა ნიავი იყო , ტყვიები იგივე თუმცა ფასკა უფრო კარგად დამუშავებული , ზედა სამიზნეში 5 ტყვიააა ნასროლი , ქვედაში 10





დასკვნის მაგიერ - შაშხანას გააჩნია მაქსიმალური სამომხმარებლო ნაკრების მახასიათებლები: ხმის მოდერატორი, სატუმბი პორტი, მანომეტრი, 10 ტყვიანიმჭიდი, "საბიატლონო გადასატენი", ავტომატური მცველი, ოპტიკის უნივერსალური სამაგრი "რელსები", რეგულირებადი უკანა საბჯენი რეზინი, გადამშვების დამკვრივება რესივერში. საშუალო ხარისხის, იაფი შაშხანაა , სროლა კოლოფიდან როგორც დავინახეთ ზოგიერთ მოდელზე შესაძლებელია ზოგს დამუშავება სჭირდება( კოლოფიდან ნიშნავს როდესაც იარაღს ისვრი ყიდვისთანავე ყოველგვარი აპგრეიდის და დამუშავების გარეშეა ანუ იმ მახასიათებლებით როგორიც პირდაპირ ქარხნიდან მოდის ), მაგრამ ხელის შევლებისშემდეგ, შაშხანა არაერთხელ გაახარებს თავის მფლობელს. ერთი სითყვიტ ბიუჯეტური სანადირო შაშხანაა ფართო მასებისთვის გათვლილი. თურქეთშ ეს ფიშტო თავის ოპტიკით ( მართალია საშნელი ოპტიკაა მაგრამ ცოტა ხნით გაერთობა კაცი სანამ ნორმალურ რამეს შეიძენს) 560 ლარი ღირს.

პირველწყარო WWW.TOPGUNS.RU


პოსტის ავტორი: nihontoman Sep 27 2009, 13:34

ბრავო ჯორჯიკ, კარგი რეპორტია. იმედია ამ ფორუმელებს ეს ეგზემპლარი მაინც დააინტერესებს თავისი ფასით- 600 ლარი სადღაც. http://yatagun.com.tr/ აი თურქული საიტი, მთავარია ჩამოტანა შეძლოთ.

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 30 2009, 10:11

აი დავამატებ ცინცხალ ვიდეოს ამერიკიდან, საინტერესოა უყურეთ:

ესეც იგი ვე ჰატსანია, პროსტო ამერიკაში სხვა სხელით შეაქვთ.
აი ეს კი არის იგივე ჰატსანი, ოღონდ ერთდამტენიანი (შესაბამისად იაფი). ამასაც სხვა სახელი ქვია ამერიკაში:

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 1 2009, 15:04

ციტატა
მოკლედ ამ შაშხანაზე მცირე ინფოს დადება იმიტომ გადავწყვიტე, რომ როგორც გავიგე ამ შაშხანის შემოტანას აპირებენ ერთ–ერთ იარაღების მაღაზიში დინამოსთან, რადგან ჩვენი ბაზარი არ გვანებივრებს PCP–ი შაშხანების მრავალფეროვნებით და საერთოდ უპრიანი იქნება თუ ვიტყვით რომ პირველი PCP–ი შაშხანაა რომელიც შემოვა ჩვენს ბაზარზე ფართო გაყიდვაში


უი, უ საიდუმლო არა, რომელ მაღაზიაში ზუსტად და ფასიც ხო არ უთქვიათ? როდისთვის შემოაქვთ?

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 1 2009, 15:07

nihontoman
ზუსტად არ ვიცი , გავიგებმალე და დავდებ ინფოს , ფასი ჯერ უცნობია , იმედია 1000$-ს არ დაადებენ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 1 2009, 15:26

geojorjika
ნუ თუ ნორმალურად გაყიდიან, მაშინ მგონი უპრობლემოდ შეუძლიათ გაყიდონ მრავალდამტენიანი ვარიანტები სადღაც 650-700 ლარად (საკმაოდ მისაღები ფასია). მაგარამ მე რომ მაგათი ამბავი ვიცი, 1000 ლარს თუ არ გადააცილეს მაშინ არაუშავს. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: dawiti Oct 1 2009, 20:56

ცაბაძის ქუჩაძე კუთხეში რომ არის მონადირის მაღაზია მაგათ უნდა ჩამოეტანათ წესით როგორც მითხრეს გუშინ უკვე მაღაზიაში უნდა ქონოდათ, hatsan-ის PCP კონკრეტულად რომელი მოდელი აქვთ ჩამოტანილი არ ვიცი ამ დრეებში ვაპირებ გასვლას და გარკვევას და საინტერესოა რა ფასს დაადებენ.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 1 2009, 21:01

dawiti
დღეს ვიყავი და ჩვეულებრივი ჰაცანის ზ.დ.პ-ების და გრიგოლას Crosman 1077-ის არდა არაფერი არ იყო თუ არ ჩავთვლით ერთ სვტ-ს ერთ მოსინს და ერთ ნორინკოს გეკოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dawiti Oct 1 2009, 21:17

რავი აბა მე ეგრე მითხრეს დიდი ამბით პსპ ჩამოგვაქვსო რაც მე მაგათ პსპ-ზე ველაპარაკე ბოლოს გავრისკავთ და ჩამოვიტანთო და კვირას ვიყავი მისული და მითხრეს რომ სამშაბათს განვაბაჟებთ და უკვე მაღაზიაში გვექნებაო.

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 2 2009, 10:48

ციტატა
რავი აბა მე ეგრე მითხრეს დიდი ამბით პსპ ჩამოგვაქვსო რაც მე მაგათ პსპ-ზე ველაპარაკე ბოლოს გავრისკავთ და ჩამოვიტანთო და კვირას ვიყავი მისული და მითხრეს რომ სამშაბათს განვაბაჟებთ და უკვე მაღაზიაში გვექნებაო

ეგ კი კარგი ქენი, მარა ისიც თუ უთხარი, რომ თუ კატასტროფულ ფასს დაადებენ, არავინ იყიდისო? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 5 2009, 14:35

გუშინ ვიყავი კაკრას ამ მონადირის მაღაზიაში, აფასებენ 615 ლარს (მშვენიერი ფასია, მე არ ველოდი), ნასოსი 170 დოლარიო, ანუ 280 ლარი. შეიძლება გარისკვა ვისაც აინტერესებს....

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 15 2009, 15:13

დღს ვნახე დინამოსთან შემოუტანიათ აღნიშნული ფიშტო 650 ლარად, ამ ფასად მშვენიერი ფიშტოა ნასოსი ცალკე 350 ლარი ღIრს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 22 2010, 14:33

გაუმარჯოს ბიჭებს..........

მინდა აღნიშნული მოდელის შეძენა, ჰასტანის ფირმის პსპ-სი...... მაინტერესებს დიდი სხვაობაა ამ მოდელსა და Marauder-ს შორის სიძლიერისა და სიზუსტის მხრივ?

პოსტის ავტორი: donmixo Nov 22 2010, 14:53

და კიდე მაინტერესებს ამ თოფებს დატენვის დროს (პსპ მაქვს მხედველობაში) ნასოსით ბევრი ჩელიჩი უნდა?

ანუ როგორც ვნახე აქ დაწერილებში, ნასოსმა თოფში დიდი ატმოსფერო უნდა შექმნას....... და არც ის მინდა რომ ნასოსით დატენვის დროს დიდი ენერგია წაიღოს.......

დაახლოებით რამდენი ჩაბერვა სჭირდება?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 22 2010, 15:46

donmixo

ციტატა
აინტერესებს დიდი სხვაობაა ამ მოდელსა და Marauder-ს შორის სიძლიერისა და სიზუსტის მხრივ?


არცთუისე დიდი , სიმძლავრით კი ჰაცანი გაცილებით ჯაბნის

ციტატა
და კიდე მაინტერესებს ამ თოფებს დატენვის დროს (პსპ მაქვს მხედველობაში) ნასოსით ბევრი ჩელიჩი უნდა?


რას ქვია ბევრი ჩალიჩი?
ციტატა
ანუ როგორც ვნახე აქ დაწერილებში, ნასოსმა თოფში დიდი ატმოსფერო უნდა შექმნას....... და არც ის მინდა რომ ნასოსით დატენვის დროს დიდი ენერგია წაიღოს...


კი ეგრეა, ერთი 90-100 ჩაბერვა დასჭირდება ალბათ, და მაგას ჩვეულებრივი მანქანის ნასოსით ვერ დატენი სპეციალური მაღალი წნევის ნასოსია საჭირო.


პოსტის ავტორი: donmixo Nov 22 2010, 16:32

ესე იგი ჰატსანი სიმძლავრით ჯობია? ვააა საღოლ თურქებს..... და მიზანში მიტანაზე რას მეტყვი?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 22 2010, 18:07

donmixo
თავის ფასის კვალობაზე იდეალურად ისვრის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 22 2010, 18:22

ყველაზე იაფად სად ვიყიდი ხომ არ იცით ჰასტანის AT44 10s -ს? მაგნუმში თოფი 625 ლარი ღირს + ნასოსი + ოპტიკა და სადღაც 1000 ლარი გამოდის.......

ოპტიკა მინდა ისეთი რომელიც დაახლოებით 4-6 ჯერ მაინც მოიტანს ახლოს.....

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 22 2010, 18:25

donmixo
მაგნუმში.

ოპტიკა მოყვება რამე? არ ვიცი ზუსტად ისე კი მე ამას გირჩევდი

http://www.amazon.com/UTG-3-9X32-Range-Estimating-Mil-Dot/dp/B001BR6PT6/ref=sr_1_12?ie=UTF8&qid=1290439420&sr=8-12

ეს უფრო უნივერსალურია

http://www.amazon.com/Centerpoint-Optics-Adventure-4-16x40-Shooting/dp/B001PO5QOK/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1290439460&sr=8-1

+ ბიპოდიც მოყვება, კარგია სროლისას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 22 2010, 18:30

არა ოპტიკა არ მოყვება............... და ამაზონიდან რომ გამოვიწერო რამდენ ხანში ჩამოვა? გამოგიწერია რამე მანდედან? და ის მეორე 16X რომ უწერია ახლოს მოტანა, - აი მაგას თბილისში რამდენად ჩამომიტანენ?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 22 2010, 18:46

donmixo
შენ თუ არ ჩამოიტან არავინ არ ჩამოგიტანს, და თუ ჩამოგიტატენ ერთი იმდენს დააადებენ ზედ. ის მეორე პრაქტიკაშI ძალიან კარგი რამე newsmile045.gif

აგერ წაიკითხე

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=476

გა საერთოდ აჰა ეს წაიკითხე მაგ თოფზე ყველაფერი წერია თითქმის newsmile05.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1294

პოსტის ავტორი: donmixo Nov 22 2010, 18:58

დიდი მადლობა გაიხარე.................... ესე იგი მაგნიუმში ვყიდულობ......... და მაგნიუმს ნორმალური ოპტიკები აქვთ რამე, ღირს მანდ ყიდვა?

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 22 2010, 19:02

donmixo
აქვთ იაპონურები მაგრამ ძვირია, სენ მაგდენს არ გადაიხდი და საერთოდ ნომრალური ოპტიკა იარაღზე გაცილებით ძვირი ღირს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 23 2010, 08:51

Geoჟორჟიკა

ციტატა(geojorjika @ 22nd November 2010 - 20:02) *
აქვთ იაპონურები მაგრამ ძვირია

ესე დაახლოებით 200-230 ლარის ფარგლებში რომ იყოს......................... ვნახავ რამე ნორმალურს?

და კიდე რომ შევიძინო ჰატსანი, მერე როგორც წავიკითხე უნდა დავშალო და ხელით გავწმინდო ხომ? ანუ ძირეულად უნდა გაიწმინდოს?

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 23 2010, 10:26

ციტატა(donmixo @ Nov 23 2010, 09:51) *
Geoჟორჟიკა

ესე დაახლოებით 200-230 ლარის ფარგლებში რომ იყოს......................... ვნახავ რამე ნორმალურს?

და კიდე რომ შევიძინო ჰატსანი, მერე როგორც წავიკითხე უნდა დავშალო და ხელით გავწმინდო ხომ? ანუ ძირეულად უნდა გაიწმინდოს?

ცუდი არ იქნებოდა დაშლა და გაწმენდა, მარა ნასოსიანებს ეგ არ სჭირდებათ. ეგ მნიშვნელოვანია ზ.დ.პ.-ებში (ზამბატ დგუშიანი)....

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 23 2010, 12:35

donmixo
აი ნორმალურს რას ეძახი ოღOნდ გამაგებინე და გირჩევ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 23 2010, 13:22

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Nov 23 2010, 13:35) *
donmixo
აი ნორმალურს რას ეძახი ოღOნდ გამაგებინე და გირჩევ newsmile05.gif



კაი ეხლა..... ხო იცი რო,მ მაინც ცენტრპოინტი უნდა ურჩიო, ან ლიპერსი.... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 24 2010, 16:35

nihontoman

ესე იგი ჰასტანი თუ შევიძინე დაშლა და გაწმენდა არ უნდა? კარგია.......

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 24 2010, 16:39

ციტატა(donmixo @ Nov 24 2010, 17:35) *
nihontoman

ესე იგი ჰასტანი თუ შევიძინე დაშლა და გაწმენდა არ უნდა? კარგია.......

არა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 25 2010, 13:33

Geoჟორჟიკა

ციტატა(geojorjika @ 23rd November 2010 - 13:35) *
აი ნორმალურს რას ეძახი ოღOნდ გამაგებინე და გირჩევ


ნორმალურს ვეძახი იმას რომ დაახლოებით 9X მოქონდეს ზუმი, კარგად სწორდებოდეს მიზანში და ცოტა სიბნელეშიც შეიძლებოდეს დამიზნება, იყოს ასევე ისეთი ხარისხის რომ 200 გასროლის მერე ლინზებმა არ აურიოს..... და კიდე რა ვიცი..... ისე ახლოს 16X ზუმშიც თუ მოიტანს უკეთესი იქნება.....


რავი ცუდია?......:-)))))

პოსტის ავტორი: cz80 Nov 25 2010, 16:19

ციტატა(donmixo @ 25th November 2010 - 14:33) *
ნორმალურს ვეძახი იმას რომ დაახლოებით 9X მოქონდეს ზუმი, კარგად სწორდებოდეს მიზანში და ცოტა სიბნელეშიც შეიძლებოდეს დამიზნება, იყოს ასევე ისეთი ხარისხის რომ 200 გასროლის მერე ლინზებმა არ აურიოს..... და კიდე რა ვიცი..... ისე ახლოს 16X ზუმშიც თუ მოიტანს უკეთესი იქნება.....


რავი ცუდია?......:-)))))

ჯორჯიკამ რაც გირჩია.თავის ფასში მშვენიერი ოპტიკებია newsmile045.gif

http://www.amazon.com/Centerpoint-Optics-Adventure-4-16x40-Shooting/dp/B001PO5QOK/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1290691240&sr=8-2პირადად მე მაქვს,ერთი წელია უკვე ..
მუშაობს ვირივით.. მარადიორზე მიყენია..

აი ზამბარდგუშიანზე რამდენად მართებულია ვერ გეტყვი..
მგონი ვერ გაუძლებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 28 2010, 10:26

ვიყიდე გუშინ როგორც იქნა ჰასტანა................. ხის კონდახიანი, 10-იანი მჭიდით..... მაყუჩით, და ბარსკას 8-32X42 -იანი ოპტიკით.....


ეხლა ტირი მაინტერესებს სად არი თბილისის ტერიტორიაზე, რომ მივიდე და 50 მეტრში შევძლო ოპტიკის გასწორება, არი ეგეთი სადმე თუ ბუნებაში მომიწევს გასვლა?

გუშინვე ვსინჯე დამაინტერესა როგორ ისროდა, ჩვეულებრივი სამიზნით საკაიფოდ შეუბერე... ხოლო ოპტიკას დაახლოებით 25 მეტრში 10 სმ-ით მარჯვნივ მიქონდა..... ნუ მერე ცოტა მოსაღამოვდა და ვეღარ გავაგრძელე......

ამიტომ ტირი მაინტერესებს სად არი და ეგებ მითხრათ მისამართი.............

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 28 2010, 13:09

donmixo
პირველ რიგშI გილოცავ. ოპტიკის გასწორება პრობლემა არ არის ,

ტირი არის სპორტკომპლექ ქარიშხალასთან , სკა-ს ტირი იკითხე მანდ.

სურათები დადე , და მცირე რეპორტი (შტაბეჭდილებები, ემოციები, როგორ ისვრის და აშე შემდეგ ) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Nov 28 2010, 13:57

donmixo
გილოცავ, მშვიდობაში....


Geoჟორჟიკა
+1

პოსტის ავტორი: donmixo Nov 28 2010, 18:19

Geoჟორჟიკა
nihontoman


გაიხარეთ ბიჭებო..................

სროლით კარგად ისვრის მგონია................. რავი აბა ჯერ სიჩქარე არ გამიზომია........ მაგრამ დღეს ვნახე და ეტყობა რომ ძლიერი დარტყმა უნდა ქონდეს, მაგრამ ქრონოგრაფის გარეშე რა გითხრათ..... და თუ ვისმე სურვილი გექნებათ ქრონოგრაფში რომ გავზომოთ სიჩქარე და თან ქრონოგრაფიც თუ გაიჩითა გავიდეთ ქალაქგარეთ და ვნახოთ,,,,,,,,,

ნატახტრისკენ დაჩაზე ავიდეთ და გავზომოთ, გავასწოროთ..............

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)