თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პნევმატური _ airforce-ის შაშხანები

პოსტის ავტორი: 919 Sep 15 2009, 21:55

რადგან აქ წავიდა საუბარი პნევმატურ
პცპ-კლასის შაშხანებზე, მეც სიტყვას შევაშველი
ჩემ პნევმატოლოგ მეგობარს.

ამ ფორუმზე გიორგიმ უკვე იცის ჩემი შაშხანის შესახებ.
ეს არის ერ-ფორს ტალონი 4,5მმ ანუ .177 კალიბრში.

ერ-განერების წრეში საკმაოდ ავტორიტეტულია ეს ბრენდი.
ეს შაშხანა შეიარაღებულია ლოტარ ვალტერის ცვლადი ლულით
.177, .20 და 22 კალიბრში. ლულის გამოცვლა ხდება 3-5 წუთში.
ლოტარ ვალტერის ლულები ერ-ფორსის მონოლითურ დიურალის
კორპუსთან ერთად შესაშური სისზუსტის ტანდემს წარმოადგენენ.

ეფ-ს გააჩნია 3 ძირითადი სანადირო და ერთი სპორტული მოდელი.
პირველი სამეულში არიან: ტალონი, ტალონ სს და კონდორი.
სპორტული ვერისია კი ერთი მოდელით არის წარმოდგენილი - "ეიჯი"
(აღიარებულია აშშ-ს მსროლელთა ფედერაციის მიერ).

სანადირო ვერსიბში პირველი 2 განსხვავდება მხოლოდ მაყუჩის
არსებობითა და შესაბამისად ნაკლები ან მეტი სიჩქარის მაჩვენებლით
სხვა და სხვა კალიბრში.

კონდორი კი არის ამ შაშხანების მსხვილი არტილერია - 1200 ფუტი/წმ
და 1250 ფ/წმ-ში .22 კალიბრში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ამ კლასისთვის (შესაშური სიზუსტით).

ეფ გთავაზობთ დიდი რაოდენობით საკუთარი წარმოების აქსესუარებს:
ბი-პოდს, პეკატინის ფირფიტას, ოპტიკურ სამიზნეს, ლაზერულ სამიზნე-მაჩვენებელს,
ჰალოგენურ ფარანს, მაღალი წნევის (250 ბარის) ბალონს, რომელიც კვებავს მას ჰაერით ან აზოტით,
ადაპტერებს 1/4 და 1/8 დიუიმზე.

რაც პირად გამოცდილებას შეეხება, დამენანა დიდი ჯერადობის ოპტიკის
ყიდვა - 4X32 ამ შაშხანისათვის არაპერია, მინმუმ 9X40 ან 12X50 არ იქნება ურიგო!
დიდ პრობლემას შეადგენს ხმაური, დიახ ხმაური სროლისას...
ამ ხმამ, ივლისში სპეცრაზმი მოიყვანა მზად ყოფნაში თბილისის
ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე!!! newsmile035.gif მოკლედ მაყუჩი ან ტალონ სს-ი! newsmile020.gif

http://airforceairguns.com/condor
პირველწყარო - მე

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 15 2009, 22:03

მშვენიერია newsmile05.gif , მადლობა გიგა , ისე სურათების რომ დაგერთო თან ურიგო არ იქნებოდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Sep 15 2009, 22:30

geojorjika
ახლა მე როგორ გამოვიყურები აქ ბევრმა აქტიურმა
წევრმა იცის და რაც შაშხანას ეხება, სტუდიურზე
უკეთეს ფოტოს ჩემი ტ-20 ით ვერ გადავიღებ.
აი ბმული იახრეთ და იბედნიერეთ რა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 16 2009, 07:10

919
უბრალოდ იმ კონკრეტულად იმ იარაღის ფოტო რაზეს საუბრობ საოცრად ალამაზებს სტატიას თუნდაც უხარისხო ფოტო იყოს სტუდიურთან შედარებით newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)