თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პნევმატური _ minchanin-ის სახელოსნოში

პოსტის ავტორი: minchanin Sep 30 2012, 12:32

ციტატა(minchanin @ Jun 23 2012, 11:40 AM) *
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია.
http://pix.ge/


http://pix.ge/

http://pix.ge/
სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი

http://pix.ge/
სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები

http://pix.ge/
შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი)

http://pix.ge/
ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი

http://pix.ge/
სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1)

http://pix.ge/
სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2)

http://pix.ge/
სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3)

http://pix.ge/
სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია)

http://pix.ge/
სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი

http://pix.ge/
სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში.

სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც.


პოსტის ავტორი: minchanin Sep 30 2012, 15:09


ნელნელა ვიწყებ ძველის გახსენებას და ახლის შქმნაზე ფიქრს.
სტეოგერ იქს 10-ზე იქნა დაყენებული , ჩემი კონსტრუკციის "ნადულნიკ-სტაბილიზატორი"
http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს მექანიზმი გამოიყენება ტურბულენტური აირების მოსაცილებლად, ტყვიის ლულიდან გამოვარდნის მომენტში. მსგავსი მექანიზმები გამოიყენება ცეცხლსასროლ სნაიპერის თოფებში. ხაზს ვუსვამ-მხოლოდ მსგავსი, რადგან ჩემი კონსტრუკციის გამოყენება ცეცხლსასროლ იარაღში კატეგორიულად აკრძალულია მოსალოდნელი გარანტირებული ტრამვის გამო. ეხლა ცოტა

თეორია. თუ ვიმსჯელებთ ტყვიის შიგა და გარე ბალისტიკით-ტყვია ლულაში მოძრაობისას მოქმქდებს როგორც დგუში და დიდი სიჩქარით გამოდევნის ლულაში არსებულ ჰაერს, რომელიც ერევა გარე ატმოსფეროში არა ისრის მსგავსად სწორად, არამედ იკლაკნება და იწვევს ლულის კვეთთან ჰაერის "ზავიხრენიეს" (ქართულად ვერ გადმოვთარგმნე), გარდა ამისა ტყვ-

იის ლულიდან გამოვარდნისას დაწნეხილი ჰაერი, რომელიც მას აწვებოდა (თუ დავუჯერებთ თეორიას) ასწრებს გვერდებიდან ტყვიის გადაადგილებას დაახლოებით 2,5-ჯერ (ცეცხლსასროლ იარაღში 4-ჯერ) რომელიც თავის მხრივ ასევე უმატებს "ზავიხრენიეს" ლულის კვეთთან არსებულ ჰაერს, და ტყვია შედის არაერთგვაროვან, სხვადასხვა მხარეს სწრაფად

გადაადგილებად ჰაერის მასაში, რაც თავის მხრივ უჯიკავებს ტყვიას რათა გადააადგილოს მიღებული ტრაექტორიიდან.
ზემოთნაჩვენები ხელსაწყო -"ნადულნიკ-სტაბილიზატორი"- გამოიყენება ასეთი ტყვიის ხელისშემშლელი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, რათა ტყვიას მოაცილოს ცუდი ტუბულენტური ჰაერის ნაკადი მისი ლულიდან გამოვარდნის შემდეგ.

ეს ხელსაწყო არის რეგულირებადი, რის გამოც მე მას ვუწოდე ჩემს მიერ გამოგონილი. რადგან მსგავსი მინახავს, ხოლო რეგულირებადი არ შემხვედრია. რეგულირება ხდება კონუსის ლულის კვეთიდან დაშორებისა, რაც გავლენას ახდენს ტყვიის ტრაექტორიაზე. კონუსის გადაადგილება შეიძლება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საგნით რომლის საშუალებითაც შეიძლება

კონუსის ამოხრახვნა ან ჩახრახვნა საჭირო მანძილზე, ხოლო შემდეგ კონუსზე არსებული ნახ**ეტის საშუალებით მისი დაფიქსირება და სპეციალური "კლუჩით" "კონტრგაიკის" მოჭერა, და კონსტრუკციის საბოლოო დაფიQსირება. "ნადულნიკ სტაბილიზატორის" ზუსტად დასარეგულირებლად შეიძლება დაჭირდეს 100-ზე მეტი გასროლა. რეგულირება ხდება შემ-

დეგნაირად- ყველა ეს ხელსაწყო დაახლოებით უკვე დარეგულირებულია. საჭიროა რამოდენიმე გასროლა და ჯგუფის გაკეთება. შემდეგ კონუსის გადაადგილება ზემოთნახსენები მეთოDით ორი ბრუნით, მისი კონტრგაიკით დროებით დაფიქსირება, და ისევ ჯგუფის გაკეთება. შემდეგ ისევ ორი ბრუნი იმავე მიმართულებით, ისევ სროლა. შემდეგ ისევ ორი

ბრუნით გადაადგილება და ისევ სროლა და ა.შ. შემდეგ კონუსის დაბრუნება ძველ ადგილზე და უკვე საწინააღმდეგო მხარეს მისი ორი ბრუნით გადაადგილება და სროლა. შემდეგ ამ ოპერაციის კიდევ გამეორება. და შემდეგ ისევ გამეორება. შემდეგ ჯგუფების ანალიზი, და საუკეთესო ჯგუფის გამოვლენის მერე ხდება კონუსის ამ ჯგუფის შესაფარდ ადგილზე დაბრუნება

და შემდეგ მისი გადაადგილება საწინააღმდეგო მხარეებში უკვე თითო ბრუნებით. და ა.ს. და ასეთი მარტივი მეთოდით კონუსის ყველაზე საუკეთესო მდებარეობის დადგენა და საბოლოო დაფიქსირება კონტრგაიკით.

ხელსაწყო გამოცდილია არა მარტო ჩემს მიერ, და მას მხოლოდ დადებითი შეფასება აქვს. ის ასევე ასრულებს ლულის დამამძიმებლის როლს. შეკვეთის მიხედვით შეიძლება დამზადდეს მსგავსი ხელსაწყო ღია სამიზნისთვის "მუშკით". მათი წონა მერყეობს 160 -დან 250 გრამამდე მისი ზომისა და კონსტრუკციის მიხედვით. თუ დავუჯერებთ თეორიას, ზოგიერთო პნევმოფანატი თავის თოფზე სამკილოგრამიან დამამზიმებელს აყენებს. რა თქმა უნდა ეს ეხება არა ლულის გადატეხვით ზდპ-ებს, რადგან ალბათ ყველა თოფის მექანიზმი ვერ გაუძლებს მას და ლულა თავისით გადაიხსნება.

ფასი საშუალოდ 50 ლარი. ერთი შეხედვით მექანიზმი ვინმეს მარტივად შეიძლება ეჩვენოს , მაგრამ ეს სწორი არ არის რადგან ის უნდა დამზადდეს საკმაოდ მაღალი სიზუსტით , თორემ დადებითის მაგივრად უადყოფით შედეგებს მივიღებთ. თუ ჩემი ბილეტრისტიკა ვინმესთვის ახალი არ იყოს ნუ მიწყენთ.
[/quote]

პოსტის ავტორი: minchanin Sep 30 2012, 15:17

კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია - ეს "ნადულნიკ-სტაბილიზატორი" рср სისტემებზე უფრო ეფექტურია ვიდრე ზდპ სისტემებზე.

ციტატა(minchanin @ Sep 25 2012, 08:20 PM) *
ეს steoger X50-ზე
http://pix.ge/

ეს mp-512-სთვის
http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ჩელე Sep 30 2012, 17:39

minchanin

კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა. იმედი მაქვს პნევმატიკოსები დაინტერესდებიან.

პოსტის ავტორი: minchanin Sep 30 2012, 17:52

ჩელე,
მეც ვიმედოვნებ.

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 30 2012, 18:50

მაყუჩებს (გლუშიტელებს) თუ ამზადებთ პნევმატურებისთვის?

ესეთი მაქვს

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: minchanin Oct 1 2012, 09:23

LeoTaso
არა, ჯერ-ჯერობით მაყუჩებს არ ვამზადებ.

პოსტის ავტორი: minchanin Jul 1 2013, 21:17

გამარჯობათ. მოვახდინე პნევმატური თოფისა და ტყვიის "შეჯვარება" ცეცხლსასროლ "ჟეველოს" კაფსულთან. როგორც ვიცი ბევრს აინტერესებს ეს თემა. ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ აქ
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10449&st=30&start=30
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 1 2013, 21:28

minchanin


"ზავიხრენიეს" ქართულად ჩაგრიგალება ქვია


და მეორე გლუვლულიანი მობილჩოკბით აღჭურვილი ლულებისთვის თუ გიცდია მსგავსი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის დამზადება

პოსტის ავტორი: minchanin Jul 2 2013, 21:56

ციტატა(irakli fofxadze @ 1st July 2013 - 22:28) *
"ზავიხრენიეს" ქართულად ჩაგრიგალება ქვია

მაგას ნამდვილად ვერ გადავთარგმნიდი. მადლობა.
ციტატა(irakli fofxadze @ 1st July 2013 - 22:28) *
და მეორე გლუვლულიანი მობილჩოკბით აღჭურვილი ლულებისთვის თუ გიცდია მსგავსი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის დამზადება


მართალი გითხრათ მიფიქრია. მაგრამ იდეა ფიქრს იქით არ წასულა. იქ, ჩემი აზრით სხვა კონსტრუკციაა საჭირო. ჩემს კონსტრუკციაში იმდენად დიდია ტურბულანტური იარების შემხვედრი ფართი, რომ ასეთი კონსტრუკციის ცეცხლსასროლში გამოყენება საშიშიც კია. მაქვს კონსტრუკციის პროექტი სადაც გარკვეულ ნაწილად შერწყმული იქნება კომპენსატორი და პოლიჩოკი. უბრალოდ დრო არ მყოფნის ყველა იდეის განსახორციელებლად.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 2 2013, 22:04

გასაგებია ისე კი კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: amirani123 Feb 4 2015, 13:39

გამარჯობათ მაქვს საფანტის იარაღი waltran 99 გადაკეთებული გაზის იარაღად მხოლოდ ტიხატრი აქვს ჩამატებული
გამიფუჩდა და ხომ ვერ მირჩევდით ვის მივაკიტხო? ვინ შეძლებს გაკეთებას?
სავარაუდოდ ჩახმახის პრობლემა აქვს


გამარჯობათ
გაზის იარაღის შეკეთებას შეძლებთ? ჩახმახის პრობლემა აქვს
თქვენი საკონტაქტო ნომერი რომ მომცეთ

პოსტის ავტორი: minchanin Feb 4 2015, 21:24

ციტატა(amirani123 @ 4th February 2015 - 14:39) *
გამარჯობათ
გაზის იარაღის შეკეთებას შეძლებთ? ჩახმახის პრობლემა აქვს
თქვენი საკონტაქტო ნომერი რომ მომცეთ

თუ მე მეკითხებით... დღეს უკვე გიპასუხეთ ტელეფონზე.

პოსტის ავტორი: amirani123 Feb 5 2015, 15:32

მადლობთ

პოსტის ავტორი: minchanin Apr 21 2015, 17:47

ორიოდე დღის წინ დავამთავრე მუშაობა გადამშვები ხ**ელის მოცულობის გავლენაზე ტყვიის სიჩქარესთან მიმართებაში. ანუ, გადავაკეთე ჩემი ჰატსან 105 (ძველი მოდელი) ახალი მოდელის მსგავს კონსრუკციად. ანუ, მოვაცილე კლიპი, და გავუკეთე "ზატვორი", რომლითაც ლულა მივუახლოვე

კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. ადრე იყო 45 მილიმეტრი. როგორც ადრე დავწერე, ჯერ კიდევ მინსკში ვცადე მიმეღწია 300 მეტრ წამში სიჩქარისთვის. რა არ ვცადე. რა ტიპის ზამბარები არ გამოვიყენე. მაგრამ... 11 ჯოულს ვერ ავაცილე მისი ენერგია. მიკვირდა, მისი კომპრესორის

მოცულობა ანალოგიური იყო სხვა გავრცელებული მოდელების მოცულობისა - 57 კუბ. სმ. მერე კი, გადამშვები ხ**ელის დიამეტრის შემცირების საშუალებით მიღწეულ ტყვიის სიჩქარის გადიდების მიზეზზე ფიქრმა მიმიყვანა იმ იდეემდე, რომ სრულიად შესაძლებელია ტყვიის სიჩქარის ზრდა

"მკვდარი მოცულობის" შემცირებამ გამოიწვიოს. რადგან, ცნობილია, რომ ტყვია ჯერ კიდევ ლულაშია, როცა დგუში ამთავრებს სვლას, და, ეტაკება კედელს. ე. ი. გამოდის, რომ კომპრესპრესორში არსებული ჰაერის მთელი მოცულობა გადადის ლულის იმ მოცულობაში, რომელიც ტყვიის ადგილ

მდებარეობით განისაზღვრება. რა თქმა უნდა დგუში უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ტყვია გადაადგილდება ლულაში. ახლა გავიხსენოთ, რომ რედუქტორიან პცპ სისტემაში (მხედველობაში მაქვს გავრცელებული მოდელები) რედუქტორის შემდეგ წნევა დაახლოებით 100 ატმოსფეროს შეადგენს. და ამ

დროს ტყვიის სიცქარე დაახლოებით 250 მეტრ. წამს შეადგენს (0,69 გრამიანი ტყვიებისთვის). გამოდის, რომ, თუ გვინდა ლულაში 100 ატმოსფეროს მიღება საჭიროა 57 კუბ. სანტიმეტრი მოთავსდეს ლულის იმ ნაწილში, რომელიც ტყვიის მდებარეობით განისაზრვრება. ანუ თუ

გადავიანგარიშებთ 57 კუბ. სანტიმეტრის 100-ჯერ შემცირებას, გამოვა, რომ ტყვია დაახლოებით 3,3 სანტიმეტრზე უნდა იყოს კომპრესორის ფსკერიდან მაშინ, როცა დგუშმა სვლა უკვე დაამთავრა (ვთვლით, რომ გადამშვები ხ**ელის დიამეტრიც 4,5 მმ-ია). და, თუ ამას გავითვალისწინებთ,

გამოდის, რომ ჩემს ჰატსან-105 -ში ტყვია, მაშინაც კი, თუ ის ადგილიდან არ დაიძვრება მანამ, სანამ დგუში არ დაეტაკება კედელს, მისი მდებარეობა უკვე 1,5 -ჯერ მეტია ზემოთ ხსენებულ, უკვე დაძრულ, და აჩქარება მიღებულ ტყვიასთან. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ნაკლები წნევის მიღებას

ლულაში, და რა ქმა უნდა ნაკლებ აჩქარებას. ამიტომ ჩავთვალე, რომ მკვდარი მოცულობის შემცირებამ უნდა გამოიწვიოს ტყვიის სიცქარის გადიდება. და, არ გამოვრიცხავ მსგავსი მოდელების კონსტრუკციის შეცვლა მწარმოებლის მიერ სწორედ ამიტომ მოხდა. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ

გარემოებას, რომ ჰატსანის მოდელები 70, 80, 85, 90 და სხვა, კომპრესორის მოცულობით 57 კუბ. სმ., და გადამშვები ხ**ელის სიგრძით 15 მმ. თავისუფლად ანვითარებს 300 მეტრ. წამ სიჩქარეს.
დავუბრუნდები ჩემს "ჰიპერბოლოიდს".

მე მივუახლოვე ლულა კომპრესორის ფსკერს 10 მილიმეტრამდე. და ჩემი ძველი ჰაერის ზამბარით, რომლიც ჯერ კიდევ მინსკში მეყენა მაგ თოფში, მივიღე 265 მეტრ. წამი სიჩქარე 0,69 გრამიანი ტყვიებით. ეს დაახლოებით 24 ჯოულია. მაშინ, როცა ძველი კონსტრუკციით 11 ჯოულს ვერ ავაცილე.
ვფიქრობ გასაგებად დავწერე ის ძირითადი, რისი თქმაც მინდოდა.

უპირველეს ყოვლისა ჩემს ნამუსევარს აქვს შემეცნებითი ხასიათი. თუმცა, მისი პრაქტიკაში გამოყენებაც შესაძლებელია.

გამეკეთებინა სხვა და სხვა ვარიანტები ლულის კომპრესორთან მიახლოებისა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამისათვის გაცილებით ბევრი დრო იქნებოდა საჭირო, ვიდრე 3 დღისა, რაც მე ამ ტესტს მოვახმარე. ამდენი დრო სამწუხაროდ არ გამაჩნდა. და ამიტომ გადავწყვიტე მაშინვე ბოლო ვარიანტისთვის მიმემართა.

სურათებს მოგვიანებით დავდებ.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 25 2015, 21:27

აი სურათებიც ჩემი მოდერნიზირებული ჰატსან-105 -სა.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: minchanin May 25 2015, 16:27

დღეს, როგორც იქნა ვაღირსე, 5 წლის მერე ჩემს ზემოთხსენებულ თოფს ახალი ჰაერის კრუჟუნა. ტყვიის (ბარაკუდა მატჩ, 0,69 გრამი) გაიზარდა 271 მ/წ -მდე (25,3 ჯ). ცოტა ზედმეტიც კია ზდპ -ესთვის. მაგრამ ტესტის მიზანი იყო თუ რამდენად ახდენს გავლენას "მკვდარი მოცულობა" ტყვიის სიჩქარეზე.

პოსტის ავტორი: minchanin May 25 2015, 16:35

ციტატა(minchanin @ May 25 2015, 17:27) *
დღეს, როგორც იქნა ვაღირსე, 5 წლის მერე ჩემს ზემოთხსენებულ თოფს ახალი ჰაერის კრუჟუნა. ტყვიის (ბარაკუდა მატჩ, 0,69 გრამი) გაიზარდა 271 მ/წ -მდე (25,3 ჯ). ცოტა ზედმეტიც კია ზდპ -ესთვის. მაგრამ ტესტის მიზანი იყო თუ რამდენად ახდენს გავლენას "მკვდარი მოცულობა" ტყვიის სიჩქარეზე.


სიტყვა "სიჩქარე" გამომრჩა ზედა პოსტში.

პოსტის ავტორი: minchanin Feb 20 2016, 19:47

გამარჯობათ.
თემის გამოცოცხლების მიზნით მინდა ერთი ინფო შემოგთავაზოთ.
ერთი კარგი ადამიანისგან მივიღე საჩუქრად ეს შაშხანა.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

არის გდრ-ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) წარმოების ZUHL 3.121, HAENEL.Kal. 4,5mm. გამოშვების წელი უცნობია. საერთოდ როგორც ვიცი ამ იარაღს აწარმოებდნენ სამოციანი წლებიდან სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე. შემდეგ ის იქნა მოდერნიზირებული. კერძოდ მოდერნიზაცია განიცადა

კომპრესორის კორპუსმა. და მას ექნა მინიჭებული მოდელი 312. სხვა განსხვავება მათ შორის მე ვერ შევამჩნიე. ამ მოდელს აწარმოებდნენ 80 -იანი წლების დასწყისამდე. კომპრესორის მოდერნიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოდელ. 3.121 -ში კომპრესორის კორპუსი მის ძირთან შეერთებულია ხრახნით (რომელიც შედარებით ნაკლებად მედეგია ხმარებაში), მოდელ 312 -ში კომპრესორის კორპუსი შემოტვიფრულია (2 ადგილას) კომპრესორის ფსკერზე. ეს კონსტრუკცია

გაცილებით მედეგია. და მე არ შემხვედრია, და, არც გამიგონია, რომ ამ შეერთებას ეღალატოს. დანარჩენში კი როგორც ვახსენე, ეს ორი მოდელი აბსოლუტურად იდენტურია.

შაშხანა იწარმოებოდა სპორტული შეჯიბრებების მიზნით. აღსანიშნავია, რომ გარკვეული კონსტრუკციული მსგავსება აქვს ANSHUTZ TARGET RIFLE-თან.
ეს იყო ჩემი პირველი სპორტული იარაღი, რითაც მე დავიწყე, მინსკის ДОСААФ-ში ვარჯიში ტყვიის სპორტულ სროლაში. შემდეგ იყო მცირეკალიბრიანი საშხანა ტოზ-12. შემდეგ კი 5,6 მმ. კალიბრის პისტოლეტი „მარგოლინი“. და სპორტული ტყვიის სროლა დავამთავრე სპორტის ოსტატის კანდიდატის წოდებით.

ჰო, და ნოსტალგია წარსულზე ყოველთვის მქონდა. და როდესაც ეს იარაღი მივიღე ძალიან გამეხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო არა მუშა მდგომარეობაში. ნაწილებიც აკლდა. მაგრამ რაც მთავარია იყო ძირითადი ნაწილები. დანარჩენი კი... ბოლოს და ბოლოს რისი მეიარაღე ვარ. ნელ ნელა დავიწყე მისი გაცოცხლება. ცოტა გამიჭირდა ზემოთ ხსენებული კომპრესორის აღდგენა. ის გატეხილი იყო სწორედ იმ ადგილზე, სადაც ხრახნით კომპესორის ძირს უერთდება. ვცადე აღდგენა.

მაგრამ არ გაამართლა. მომიწია ახალი კორპუსის გაკეთება. ვიტყვი, რომ არც თუ ისე იოლი საქმე გამოდგა. მაგრამ ბოლოს მაინც გავაკეთე. თუმცა დღენახევარი შევალიე. შევცვალე დგუშის მანჟეტი. ქარხნულზე ქეჩის (ტყავის) მანჟეტი აყენია. რაც ჰერმეტულობაში მოიკოჭლებს. გადავიყვანე სილიკონის მანჟეტზე. ჰერმეტულობა აბსოლუტურია. როდესაც დგუში შევკუმშე 20 წამი ველოდე, შემდეგ დგუშს ხელი ავუშვი. და ის შიგნით არსებული წნევისგან უკან დაბრუნდა. ჩავთვალე რომ მიზანი მიღწეულია.

სამწუხაროდ საშხანას არ გააჩნდა წინა და უკანა (დიოპტრული) სამიზნეები. მე მასზე მოვარგე ტოზ-12 -ის დიოპტრული სამიზნეები. ვფიქრობ ცუდად არ გამოვიდა. გავუკეთე ვარანენიე ჩემებურად. ავაწყვე. და გავტესტე.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ვფიქრობ რეზულტატი კარგია. მით უმეტეს რომ სათვალეებს ვხმარობ.

გავქრონე. 0,51 გრამიანი ტყვიებით აჩვენა 212 -დან - 214 მეტრ.წამამდე. ვფიქრობ რომ ეს მეტიცაა, ვიდრე მოველოდი. რადგან თუ დავუჯერებთ ინტერნეტ წყაროებს მისი ტყვიის საწყისი სიჩქარე 125 მეტრ.წამი უნდა იყოს. დიზელსაც ვერ დავაბრალებ, მიუხედავად იმისა რომ ცოტაოდენ კვამლს იძლევა. მაგრამ ტყვიის საწყისი სიჩქარის განმეორადობა მაკვირვებს. დიზელის დროს ეს ცვალებადობა პლიუს-მინუს 20-30 მეტრ.წამია. აქ კი პლიუს-მინუს 1 მეტრ.წამია. მით უმეტეს, რომ ას ტყვიამდე გავისროლე. ნუ... ცოტაოდენ ვიხმარ. მერე ისევ გავქრონავ.

რა თქმა უნდა ეს არა არის სანადირო პნევმატიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალა საკმარისია მცირე ზომის ფრინველის მოსაპოვებლად. ჩემთვის ეს არის , რომ იტყვიან „დლია დუში“.

პოსტის ავტორი: minchanin Apr 3 2016, 12:06

მოგესალმებით.
ნადირობის სეზონი დამთავრდა, და, საიტზე აქტიურობამ მოიკლო. განსაკუთრებით პნევმატიკის თემაში.
ამიტომ შემოგთავაზებთ ერთ პატარა სიახლეს პნევმატიკის მოყვარულთათვის.
დღეს დავამთავრე ჩემი კონსტრუკციის მულტიკომპრესორის (რომელსაც შევარქვი ჩემი სახელი, ანუ "მინჩანინის მულტიკომპრესორი") პირველი გამოცდა.
მულტიკომპრესორი არის მექანიკური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ზამბარ დგუშიან პნევმატიკაში ზამბარის მაგივრად. მისი მოქმედების პრინციპი მულტიკომპრესიული პნევმატიკის პრინციპის ანალოგიურია. ანუ, ზამბარ დგუშიან პნევმატურ შაშხანაში ხდება მისი (მულტიკომპრესორის) ჩაყენება არსებული ზამბარის მაგივრად. ლულის, ან ფალშ ლულის მოძრაობით მულტი კომპრესიული პნევმატიკის ანალოგიურად ხდება ჰაერის ჩატუმბვა მიკრო რეზერვუარში. და, შემდეგ სასხლეტის გამოკვრით მიღებული მაღალი წნევის ჰაერის სწრაფი გამოშვება ლულაში არსებული ჭურვის მიმართულებით. რაც თავის მხრივ იწვევს ჭურვის გატყორცნას.
ანუ ხსენებული მულტიკომპრესორის მეშვეობით ჩვეულებრივი ზამბარ დგუშიანი პნევმატური თოფი გადაიქცევა მულტიკომპრესიულ თოფად. სადაც თვითონ მსროლელი არეგულირებს ტყვიის საწყის სიჩქარეს. უფრო ღრმად გაშიფრვას, თუ რა არის მულტი კომპრესიული სისტემები ვფიქრობ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ჩემი მულტიკომპრესორის ყველა კვანძმა ნორმალურად იმუშავა.
ტყვიის საწყისი სიჩქარე 125 მეტრ/წამი იყო.
მართალია პნევმატიკის მოყვარულებისთვის ეს სიჩქარე ძალიან დაბალია, მაგრამ ეს კონსტრუკციის შემდგომი დახვეწის საგანია.
რაიმე დიდ მიღწევებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რადგან საჭიროა,როგორც ვახსენე კონსტრუკციის დახვეწა, მისი წარმოების ტექნოლოგიურობა, და, რა თქმა უნდა გამოცდა შრომისუნარიანობაზე.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ძირულა Apr 3 2016, 12:29

გამარჯობა.
თქვენთან 2 ლულიანი სანადირო თოფის გაშავება რა ჯდება ფასები სულ რომ გავაშავო?

პოსტის ავტორი: Davitus Apr 3 2016, 16:28

minchanin

საინატერესოა, მაგრამ ძალიან მშრალი ტექსტია, უფრო დეტალურად ვერა?

საწყისის სიჩქარე კარგია, მაგრამ მულტიკომპრესიული თუა, რამდენ კომპრესიაზე რა სიჩქარეა ისიც საინტერესოა, ასევე რამდენად რთულდება ყველი მომდევნო გადატენვა და ა.შ.

მოკლედ მოსაყოლი ბევრია, თუ საიდუმლოა ეს ყველაფერი, მაშინ გასაგებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: andria May 7 2016, 07:30

გამარჯობაათ კისტის თოფის სასხლეტი გამიფუჭდა ვერ ვიშოვე სად შეიდზლება ვიშოვო ყველგან ვნახე და ვერ ვიშოვე

პოსტის ავტორი: minchanin May 8 2016, 22:56

ბოდიშს ვიხდი, რომ ასე გვიან გამოგეხმაურეთ.

ციტატა(dzirula @ 3rd April 2016 - 13:29) *
გამარჯობა.
თქვენთან 2 ლულიანი სანადირო თოფის გაშავება რა ჯდება ფასები სულ რომ გავაშავო?

ძირითადად 150 ლარი.

ციტატა(Davitus @ 3rd April 2016 - 17:28) *
საინატერესოა, მაგრამ ძალიან მშრალი ტექსტია, უფრო დეტალურად ვერა?

საწყისის სიჩქარე კარგია, მაგრამ მულტიკომპრესიული თუა, რამდენ კომპრესიაზე რა სიჩქარეა ისიც საინტერესოა, ასევე რამდენად რთულდება ყველი მომდევნო გადატენვა და ა.შ.

მოკლედ მოსაყოლი ბევრია, თუ საიდუმლოა ეს ყველაფერი, მაშინ გასაგებია


კი, ნამდვილად ბევრია მოსაყოლი. მაგრამ ჯერ შექმნილი იყო მულტიკომპრესორის პრინციპიალური მოდელი. რათა გამერკვია თუ რამდენად შესაძლებელია ასეთ პრინციპზე შექმნილი კონსტრუირებული მოდელის მუშაობა. კონსტრუკციამ დაამტკიცა მისი შრომისუნარიანობა. მიუხედავად ამისა საჭიროა მისი დახვეწა. რასაც ალბათ კიდევ საკმაო დრო დაჭირდება. ლაპარაკი კონსტრუკციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ჯერ ჯერობით უაზრობაა. ვფიქრობ გადამუშავებული მოდელის გამოცდის მერე უფრო მიზანშეწონილი იქნება მასზე ლაპარაკი.

ციტატა(andria @ 7th May 2016 - 08:30) *
გამარჯობაათ კისტის თოფის სასხლეტი გამიფუჭდა ვერ ვიშოვე სად შეიდზლება ვიშოვო ყველგან ვნახე და ვერ ვიშოვე

რა თოფზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: minchanin Aug 7 2016, 19:49

გამარჯობათ. თემის გამოცოცხლების მიზნით გადავწყვიტე დამედო პატარა ინფო თურქული „ჰატსანი“-ს წარმოების ნოტრო პისტონზე (გაზის ზამბარაზე).
http://pix.ge/
რამოდენიმე დღის წინ მომიტანეს ჰატსანის პნევმატური შაშხანა მრავალ ჯერ დასატუმბ ნიტრო პისტონზე (გაზის ზამბარაზე). გაზის ზამბარა იყო დაშვებული. ვცადე მისი დატუმბვა, მაგრამ ჰერმეტულობა ჰქონდა დარღვეული. გადავწყვიტე მის მაგივრად ჩემი ჰაერის ზამბარა ჩამეყენებინა.
ამავე დროს ვცადე შემესწავლა არსებული ჰატსანის ზამბარა. და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა.
დავიწყე დგუშიდან
http://pix.ge/
დგუშის წონა 340 გრამია, რაც ჩემი აზრით ბევრია ჰაერის (გაზის) ზამბარისთვის 8 მილიმეტრიანი ღერძით.

ასევე ურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დგუში დახურულია სამი მხრიდან. მისი შიგა დიამეტრი 20 მილიმეტრია.
http://pix.ge/
ნიტრო პისტონი
http://pix.ge/
მისი გარე დიამეტრი 19,5 მილიმეტრია. ის ჩაყენებულია დგუშში ღერძით.
გამოდის, რომ დგუშის შიგა დიამეტრსა და ნიტრო პისტონის (გაზის ზამბარის) კორპუსს შორის ღრეჩო ორივე მხარეს 0,25-0,25 მილიმეტრია. ჩემი აზრით ეს ძალიან ცოტაა. რადგან ზამბარის სწრაფი გაშლის დროს (მისი გაშლის სიჩქარე სანადირო თოფში მუხტის აფეთქების სიჩქარის ტოლია - დაახლოებით 0,05 წმ) მოსალოდნელია დგუშის შიგნით ვაკუუმის შექმნა, რადგან შეკუმშულ მდგომარეობაში დგუშის შიგა სივრცე თითქმის შევსებულია ნიტრო პისტონის კორპუსით, და როცა ხდება ზამბარის გაშლა, ხდება მისი კოპუსის დგუშის შიგა სივრციდან სწრაფი გამოსვლა. ამ დროს კი ნახსენები სივრცე შეივსება გარე ჰაერით, რომელიც უნდა შეიჭრას ზემოთ ნახსენებ ღრეჩოში. და როცა ეს ღრეჩო მცირეა გარკვეულ წილად შეყოვნებულია საჭირო ოდენობის ჰაერის სწრაფი შესვლა დგუშის შიგა სივრცეში. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ სივრცეში ჰაერის უკმარისობას, ანუ ვაკუუმს. რაც თავის მხრიდან გამოიწვევს დგუშიდან ნიტრო პისტონის კორპუსის სწრაფად გამოსვლის დამუხრუჭებას. ანუ დგუშის გადაადგილების სიჩქარის დამუხრუჭებას, და ენერგიის დაკარგვას. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებასაც, რომ სწორედ ამ დროს ხდება კომპრესორში ჰაერის „ბალიშის“ წინააღმდეგობის გადალახვაც, ვფიქრობ, რომ ასეთი მდგომარეობა უარყოფითად იმოქმედებს ტყვიის საწყის სიჩქარეზე. მე არ მინდა ეჭვი შევიტანო ჰატსანის კონსტრუკტორების ინტელექტუალურობაში, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მთლიანად ვერ არის გათვლილი ნიტრო პისტონის ასეთნაირად გამოყენებაში.
გარდა ამისა, რადგან არსებული ნიტრო პისტონი უვარგისი იყო გადავწყვიტე მისი კონსტრუკციის შესწავლა.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მისი დასლა არც თუ ისე იოლია. ორივე მხარეზე გამოყენებულია ანაერობული ფიქსატორი. შენაერთის დასაშლელად საჭიროა მისი 330 გრადუსამდე გაცხელება, რაც თავის მხრივ იწვევს შიგა რეზინის სალნიკების მწყობრიდან გამოსვლას. სხვა გამოსავალი არ იყო, და მეც მომიწია მისი გაცხელება.
კლაპნის სისტემა საკმაოდ მარტივია
http://pix.ge/
http://pix.ge/
ხოლო სალნიკების სისტემა ნამდვილად არ მომეწონა
http://pix.ge/
ნიტროს „თავში“ უყენია წრიული კვეთის 2 სალნიკი. ერთმანეთიდან 10 მილიმეტრის დაშორებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიტრო პისტონის „თავში“ მისი ღერძი ღერძი მოთავსებულია მინიმალუღი ღრეჩოთი, მისი მოშორებული სალნიკის შეზეთვა გართულებულია. გარდა ამისა, როგორც ცნობილია წრიული კვეთის სალნიკების გამოყენება მიზანშეწონილია მასში ღერძის დაბალი სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში (მაგ. ნასოსებში), ხოლო, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ნიტრო პისტონში ღერზის გადაადგილება ხდება ძალიან დიდი სიჩქარით. და ეს ორი გარემოება ვფოქრობ უარყოფითად იმოქმედებს ნიტრო პისტონის ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე. და, ვფოქრობ ჩემს შემთხვევაშიაც სწორედ ამიტომ იყო ნიტრო პისტონი გაფუჭებული.
ასევე ყურადღება მივაქციე იმ გარემოებას, რომ ნიტრო პისტონის კორპუსის შიგა ზედაპირი არის გაპრიალებული. ვერ გამიგია რისთვის.
http://pix.ge/
კედლის სისქე თითქმის 2 მილიმეტრია. რაც თავის მხრივ დიდ მედეგობას განაპირობებს. ჩემი აზრით ის არა თუ სამუშაო 125 ატმოსფეროს, არამედ 400-500 ატმოსფეროსაც კარგად გაუძლებს. მაგრამ რისთვის? გარდა ამისა ნიტრო პისტონის შიგა დიამეტრი 15 მილიმეტრია, რაც ერთი მილიმეტრით ნაკლებია ჩემს მიერ წარმოებულ ჰაერის ზამბარებზე. რაც თავის მხრივ შიგ არსებული, შედარებით ნაკლებ ჰაერის (გაზის) მოცულობაზე მიგვითითებს, რაც თავის მხრივ მისი , ჩემს ჰაერის ზამბარასთან შედარებით, დაბალ რესურსზე მეტყველებს. ასევე ჩემს ჰაერის ზამბარებს არ აქვს დასატენი „პორტი“, და ამ დასატენი „პორტის“ მოცულობის დამატება ჩემს ჰაერის ზამარებში კიდევ ერთი პლიუსია.
ერთი სიტყვით გავაკეთე ჩემებურად - გადავჩარხე დგუშის გარე დიამეტრი 26,5 მილიმეტრიდან 23 მილიმეტრამდე და ამოვჭერი ბიძგარას გადაადგილების ადგილი
http://pix.ge/
რამაც მოგვცა 110 გრამით დგუშის წონის შემცირება 230 გრამამდე. ეს წონა კი ოპტიმალურია გაზის ზამბარის გამოყენების შემთხვევაში
http://pix.ge/








პოსტის ავტორი: minchanin Oct 16 2016, 19:32

https://www.youtube.com/watch?v=dz28VkSTsz8

პოსტის ავტორი: Davitus Oct 16 2016, 23:39

minchanin

მშვენიერია სოსო ბატონო, ტაკ დერჟაწ newsmile045.gif
(ვიდეო მასალების, გადაღების დაწყებას ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: koba1973 Oct 17 2016, 06:00

minchanin
შესანიშნავია.

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 17 2016, 13:39

ქართულად არ სჯობს? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: minchanin Oct 17 2016, 15:14

ციტატა(assassin29 @ Oct 17 2016, 14:39) *
ქართულად არ სჯობს? newsmile05.gif


მართალი გითხრათ ვიფიქრე მაგაზე და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.
საქმე იმაშია, რომ როლიკი განკუთვნილია იუთუბისთვის. და რადგან მისი მომხმარებელი პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსულენოვანია ვამჯობინე რუსულად.
ვფიქრობ ამ "დანაშაულს" ქართულ ენოვანი მომხმარებელი მაპატიებს.

პოსტის ავტორი: minchanin Nov 29 2018, 13:57

გამარჯობათ მეგობრებო. თემის გამოცოცხლების მიზნით მინდა შემოგთავაზოთ როლიკი ჩემი ჰაერის ზამბარის 6 წლის ექსპლუატაციის შესახებ https://www.facebook.com/522406631147536/videos/577224756065432/?__tn__=kC-R&eid=ARCrO5N-5fKNforfu6IGaN9iKZHX7oRT9An5K31Iely-WIOdwL0Xg-Yc69s4FXW1-f3INqwJZhH6BLtY&hc_ref=ARQwda5ouqk7xbpJkrHfJJw2gUHXndVfQG0Nt3Ky9FB_j4EOXXkaBewi2gHmXhuIN60&fref=nf&__xts__[0]=68.ARALu2IxPM3leVS6yva4GOiOXbWksXvZ446hqM8DV9gRLTJhYfXDpg5FE7_xTd7By0Z15Ryy9
1Y-y0PcqRPKcKXDCo93trPQebQOp9jLuGPCQYIGZom_HQ5L9qZyWCFZXLAt5I_NZSrtPyjNXZTCQa3rQw8B
sIrsEQDw0G5cnSSLR855kvAw3e6zH9Bj_v4Dnynkcx9gpPKREaO-wiwHBvNp7WngciDzoxNcCOY3nEss5ZqW7JaED6mnbtSSWxQ9lwNr2TwLyaWPMzUs6ZDFHctdt-F158oFHSzKrucoPnRpT5GwMVP_CTlwDDXFPaqpvlloUw7djUM5eLdHUBBlEr-_d4X2TUSIvDWaeg

პოსტის ავტორი: minchanin Jan 27 2019, 21:50

გამარჯობათ მეგობრებო. თქვენის ნებართვით მინდა პატარა "თავსატეხი" შემოგთავაზოთ.
https://www.facebook.com/522406631147536/videos/359383584885059/?__xts__[0]=68.ARBrEQdeTG2P_NTjap-EkxHo9IwLdSDojYncDV_6z_QrjY4M6yAPxU9NbaUnSlAwKEdfROqVMkBO7hVoeWR1FnVlqniCtaAp1KK
66tIaOYWEvRWJ6wTDLgAtU95Z1_K_dhL-KpQLuUgwI9mPVperHFk69ff0JlpKVjaNXhuh3bDTHAFWlswm1lmt1GSYn449Je-iNaGZ_QHqUeHUw3O_4hVDcPdEApayKNF3YlVIA4d2ATRt7otwdxsD7oEYEQBaKGNU1kJzhnYdPh4_AIR
Eon8o6xdbVKd5t9hw5mU8h7MqgYzhObvspNP5XshpP4PRt-tErXjXn5R67GimGejVW_WM1LsQtsh1i276Rw&__tn__=-R



https://www.facebook.com/522406631147536/videos/141131706820844/?__xts__[0]=68.ARDJ-Bln5bYBdJLaFV4we_0V1TWzwsKElbUc9G_0J234-nCftyRfjp8rInbQWHa5Ys6QOQzuboB2Q9dA00VKbGw2MM7XrhkLklJqDgGBQw3dL6HEeCUY195-dwS8_pNRWX7a8EI98FxJKUe8m4yYqCuGvh260I2hlE6mJgxQxYsYsCHp8YoeeRIhqk1F-VlXRb9Y8S1OLONbVZJKHkAid36Ot6TPx2tbn3iqSJSqapxarDA4n1JXN6Va0uad0ODbe3a6Ic8mBNzhP
ojL6osT31xkjwpu9Qi6ku1cUeI9bRWym4ffyFON-Q31ddBsWpl41cVAfdDXtNEN6Jj_cJu2cQOQzDQLcrzz30cpNw&__tn__=-R



აი კიდევ საყურადღებო ინფორმაცია

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2163887636999419&id=522406631147536&__xts__[0]=68.ARBoi1HSo0lCnxR_Ctc_5h7VcH96vR6vu5zq-OC-6uzoUVRvOQ-3fSFfg1F4MCz3jGauacD-99EKsksh1q4leYyHtAX9QFLDqc527zG3IOROzSf2GymUN9QLJEWAh-9lf7dO0Rbj-SJ50u_-e5DYcDdvUzBCZm1vLJ3M5m6VqxjxY6Ftczs4O-jl7sn5bfMUSwFFnHOFdLoXor6Zz-Af4YAQHvUVG9OWZBPde4HmJhC1fOENurZv-aKf9SHkRfizK2tk30v0dTLgAzi3fRF4NDFuLrxAG-x03bZu8aYBeZFMHfsa2l1OSFu7XAHEG5cQNQ0zlXgNGMuRiFbQml9mSziYPE2KhhpCAQWxmwROTBGl8l
yUBnUYfmdTaHp2kDLQAl7gX_nGpZOYWvWT5xYuYi3P6rqTvbYAq7H5j26fueWCE61ntL6pKZQhqENLhk7
qY1pryBKmqqNL0LzRso36&__tn__=-R

პოსტის ავტორი: minchanin May 11 2019, 20:53

გამარჯობათ მეგობრებო.
ერთი პატარა სიახლე იმათთვის ვისაც ასეთი სიახლეები აინტერესებს.
https://www.facebook.com/522406631147536/videos/1049714218555744/?__xts__[0]=68.ARClIxlp8Dm4TUlx79dR_fV2DqTip6FWJsVWXT_tJ4G32F476KvY5u8MsoBxwvGZw06rjMDHh
zlzAE0YMcgiU8soSCQjJsRFbOUqwb6khUJB1UyZY-twEQ83GQFyv8slV-ibnd3w61Jfs16Z0lDklW7bsTtvLVsrG0bfl4hRZVVUQ3ymnt7BVRYaYUhgiFV0_8VSIGc1mX-qonHkNXATlYrKuNYczpDyGJKGUwUZNDaFpMw3B_hnTy3_rAp81CDAZYfukbOwdJPgMzcQW5UPSS72Wbu
nTHuiOD-VCl6sl_2w_jt1kuPKiYxUN5aa2vUo9qy2cmeDAyoDfCWrVU0dRfdo63YjIl91qAc7FA&__tn__=-R

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 11 2019, 21:51

საინტერესოა

პოსტის ავტორი: minchanin Oct 22 2019, 13:18

გაზის ზამბარის (ნიტრო პისტონის) მოყვარულთათვის
https://www.facebook.com/522406631147536/videos/2456985671239284/?__xts__[0]=68.ARAbAC4MNCLkTT1g8597Zlr-WsAQ9U2355_lCFGJBJzod3y6oRA09EczwUQ_x-XsAvNgWzkK5Lp412SkLMddkGZwRlt_LxtvpxDx9Q7DxF0kWUghYJqvu0u7VAP40l3BcBQlUw031yjgGV
syDh6bIqKLDg6RSkjGsaAC49D8uSAS3sPfduRRGH7FmVP6dtvfltYPxOtw6OUWrSbJn0YPWc9KVyNDjV7
AL8xj4UkOFhsPATfssNR3s_XYpGarBzjm-lMz4IcSIx3EWKiehN_ZzzT3QKO9tJiHkic6dK4vP5798-cw5qCndKSrVV6lJVsx90pd8TsspnZdWambYmGW8VXB9x7jiRwdMw6VLQ&__tn__=-R

პოსტის ავტორი: minchanin Sep 21 2020, 21:23

ვისაც ჩხირკედელაობა უყვარს https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3415515375169966&id=522406631147536&__xts__[0]=68.ARBlo-Mug3fY2jXuopcdx2kdSi_enIqZ_0OMPFIOVtByzX7rLp2DH2t34zrOdvMcuFBNCwAONETf4cHqPxOIeH
I4hBHC_XdTjec2MFudatZbxVPYRKmyko0byKIi-lw6rQ7KPvodG__6FbrTwDy9jo8r1mL1I44PGBwefLjOf_EtSVfGeuH8CHbMh6Igx8Vs_3kDSubebbr3e
E-1TpYxhmzaKlNwMAv9rodd25d6dokeSAMCaLoRnz3Pr8mnYWxrIGeDWaKKU9giclgrKgKt9g0Mv20l2Ll
k2cp1bAp9OkLxuz0mZyf6Xk99LBSFiZeHmSvsp15x-nF52R38K6CJFq2D4Q&__tn__=-R

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)