თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პნევმატური _ Weihrauch HW100 SK

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 8 2009, 19:32

თუ თემა არასწორადაა გახსნილი დიდ ბოდიშ ვიხდი და გთხოვთ გადაითანოტ შესაბამის განყოფილებაში უბრალოდ საქმე ის არის რომ ამ ფოუმზე პნევმატიკას არა აქვს განყოფილება და ამიტომ იძულებული ვიყავი აქ გამეხსნა ეს თემა ნუ მაინც ხრახნლულიანია და ვიტო რათ მჩაგრავ ჰააააა newsmile05.gif

შემოგთავაზებთ ერთ-ერთი უცხოური ფორუმიდან ამ შესანისნავი შაშხანის განხილვას მოკლედ მოვკალათდეთ კარგად ჩვენს სავარძლებში და დავიწყეთ newsmile05.gif . აბა მემგონი მოვიდა დრო რომ კარგად გავიცნოთ ამ ცნობილი შაშხანის ხარისხი და შესაძლებლობები. ადრე მე შეგნებულად არ ვიყიდე აღნიშნული შასხანა რიგირ მიზეზების გამო : დიდი გაბარიტები , დასატუმბი პორტის არ არსებობა, კონდახის ალტერნეტივის არ არსებობა, მოდერატორისთვის განკუთვნილი რეზბის არ არსებობა, დიდი მასა და სხვა. ყოველთვის როცა ამ შაშხანის ყიდვას ვაპირებდი ხელს მიშლიდა და მაკავებდა ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი რის გამოც ამდენი ხანი არ ვიყიდე ეს აგრეგატი. სხვა მწარმოებლების პროდუქციიდან მიღებული გამოცდილებით შემიძია დავასკვნა რომ ეს შაშხანა მე მთლად 100%-ი თუ არა 90%-ით მაინც მერგება. თუ რატომ 90%-ით ამას ქვევით მოგითხრობთ .

Weihrauch HW100 SK
მწარმოებელი ქვეყანა : გერმანია
კალიბრი: 4,5 მმ
ლულის სიგრძე (რეალური) : 410 მმ
მთლიანი სიგრძე (პასპორტით) : 975 მმ
მთლიანი სიგძე მოდერატორის გარეშე(რეალ): 875 მმ
მთლიანი სიგძე მოდერატორით ; (რეალ) 1050 მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (პასპორტით) : 275მ/წმ ( 25 ჯოული)
ტყვის საწყისი სიჩქარე JSB 0.67გ (რეალური) : 275 მ/წმ (25,3 ჯოული)
მჭიდი 14 ტყვიიანი ( 2 ცალი კომპლექტში)
სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 28 (პასპორტით)
სრულყოფილი გასროლების რაოდენობა რეალური 36-37 ( ეს ის რაოდენობაა როცა ქრონოგრაფი ისევ 274- 275 მ/წმ დიაპაზონში აჩვენებს ტყვიის სიჩქარეს და რეზერვუარის მანომეტრის ისარი ისევ მწვანე შკალაზე დგას )
მასა : 3,2 კგ ( პასპორტით)
მანომეტრი: არის
მაქსიმალური სამუშაო წნევა : 200 ატმოსფერო
დასატუმბი პორტი : არის
მოდერატორი: არის

მწარმოებლის საიტი : http://www.weihrauch-sport.de





მე ტყულად არ დამიწერია დაწყრილებით ამ კარაბინის მონაცემები (როგორც მწარმოებლის მიერ მითითებული ასევე რეალური) , საქმე იმაშია რომ ჩემი კარაბინის ( და ვფიქრობ არამარტო ჩემი) გაბარიტები არანაირად არ ჯდება მწარმოებლის საიტზე მითითებულ გაბარიტებში , მე წესით უნდა მქონდეს 16 ჯოულიანი ვარიანტი რომლის ლულაც 310მმ-ია მაგრამ როგორც ვხედავთ ჩემს კარაბის აქვს ”FAC ”ვერსიის გაბარიტები თუმცა ენერგია და შესაბამისად ტყვიის საწყისი ისჩქარე არის 16 ჯოულიანის
უნდა ავღნიშნო რომ ამ ”კარაბინის” სიგძე არცთუისე პატარაა რადგან თუ შევადარებთ მას АА410-თან ვნახავთ რომ არცთუისე ჩამორჩება ”კარაბინი” მეორე მწარმოებლის შაშხანას გაბარიტებში , შედარებისთვის აი ფოტოებიც , АА410-თან და BSA-ის კარაბინთან შედარება. ამ სურათის მიხედვით HW100 SK შეიძება შაშხანად ჩავთვალოთ BSA-ის კარაბინთან შედარებით .





რატომ ავირჩიე S ვერსია და არა T ? უბრალოდ მე ბევრ ვკითხულობდი ფორუმებზე და დავასკვენი რომ კონდახის T ვერსია მოსახერხებელია უფრო საყრდენიდან სროლისას ,მაგრამ ტყეში ხეტიალისთვის და ნადირობისათვის S ვერსია შკარად ჯაბნის პისტოლეტურ კონდახს. რაშიც კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარმა გასვლებმა ბუნებაში , ამ ვერსიის კონდახის არჩევანში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლესაც , მე შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ვანახე მას ამ ორი ვერსიის სურათი და იგი არც დაფიქრებულა ისე აირჩია S ვერსია , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას რომ არჩევანში დამეხმარა.





შიდა დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალია , ვტენით მჭიდა, თვითინ მჭიდი არის ალუმინის შენადნობისაგანმართალია ხარისხი ძალიან მაღალი არ არის კონკრეტულად ამ დეტალის , აგერ-ეგერ ეტყობა ფრეზის კვალი , თუმცა ეს უმნიშვნელო ნაჩხაპნები არანაირ გავლენას არ ახდენს მექნიზმის იდეალურად და შეუცდომლად მუშაობაზე მთლიანობაში.







ვტენით კარაბინს, ამისათვის საჭიროა ზატვორი მოვწიოთ უკან ბოლომდე და აი ამ დროს ხდება ბარაბნის ( მჭიდის) შემობრუნება იმისათვის რომ ტყვია გაუმზადოს მიმწოდებელ რათან მოხდეს მისი ლულაში მიწოდება



შემდეგ ჩვენსკენ (უკან) ვწევთ მჭიდის ფისქსორტს და ვიღებთ მჭიდს



ამ ფოტოზე ფიქსატორი უკან დავაბრუნე რომ მეჩვენებინა მჭიდის მამოძრავებელი ღერძი



სავსე მჭიდს ვაბრუნებთ უკან , თუთქმის არ არსებვობს რისკი იმისა რომ მოვახდინოთ ფუჭი გასროლა, რადგან თუ გავითვალისწინებთ ბარაბნის და ლულის კოლოფიშ კონსტრუქციას ეს შეუძლებელია, რადგან როგორც კი გამოჩნდება ტყვიისთვის განკუთვნილი ცარიელი კამერა ბარაბანში ესეიგი დარჩა 3 გასროლა newsmile05.gif. ესეიგი დავაბრუნეთ ბარაბანი ადგილზე , დავაფიქსირეთ ფიქსატორით (უბრალოდ წინ წავწიეთ გიგი) და დავკეტეთ ზატვორი, ამ მომენტში ხდება საბრძოლო დამრტყმელი ზამბარის მოჭიმვა და ტყვიის მიწოდება ლულის კამერაში , ანუ ბარაბნის მოტრიალება და საბრძოლო ზამბარის მოჭიმვა განცალკევებული მოქმედებებია ეს ცოტა უნცაურია ბარაბნიან სისტემებში მაგრამ კარგია ამ შემთხვევაში ვაირაუხი აშკარად ჯობნის AirArms -ს







კარგი კონსტრუქციაა არა? newsmile05.gif მოიცადეტ ჯერ არ დამიმთავრებია , ვაირაუხს აქვს ერთი საუკეთესო თვისება იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგავიწყდათ რომ დატენილი შაშხანა გიჭირავთ ხელში და ისევ მოინდომეთ დატენას ან შემთხვევბით მეორედ (მესამედ, მეათედ არა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ) გადმოწევთ ზატვორს უკან ამ დროს ბარაბანი არ დატრიალდება და არ მიეწოდება მეორე (მესამე, მეათე) ტყვია ლულაში და შესაბამისად გამორიცხულია ორი და მეტი ტყვიის შემთხვევითი გასროლა რასაც შეიძება საკმაოდ მძიმე შედებები მოყვეს , მაგ: საუნდ მოერატორის დაზიანება რა შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის, ნერვების და ფინანსების ფასი დაგიკდებათ რომ აღადგინოთ იგი . დავტენოთ კარაბინი და დავაკვირდეთ დამცველს , მისი ჩართვა შესაძებელია მხოლოდ მაშინ როცა იარაღი დატენილია ან უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ესე : როცა საბრძოლო ზამბარა მოჭიმულია და მზად არის იარაღი სასროლად. ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ ტყვია არ მიგიწოდებით ლულაში მის დამცველზე დაყენებას ვერ შეძლებთ , მშვენიერი გადაწყვეტილებაა იმისათვის რომ სროლის წინ უცებ მივხდეთ რა მდგომარეობაშია კარაბინი ( არის თუ არა დატენილი და სასროლად მზად )





აუცილებელია აღინიშნოს რომ ორივეს ვაირაუხსაც და AirArms -საც დამამკვრივებელი რეზინი აქვს ლულის კამერაში ჩამონტაჟებული როგორც ძვირიან მოდელებს და არა მიმწოდებელზე როგორც ეს აქვს ბიუჯეტურ მოდელებს. ამის გამო იგი ადვილად გადაიტანს 5000-6000 გასროლას ყიველგვარი დამამკვრივებელი რეზინის რგოლის შეცვლის გარეშე.



დასატუმბი პორტი და მანომეტრი ნუ რა შეიძება ითქვას ამაზე? არც არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ არის და თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად , ჰო მანომეტრი შკალა მშვენიერი კითხვადია , ჰო ერთად-ერთი მანომეტრია რომლის შკალაც ზუსტად ემთხევა Hill-ის ნასოლის შკალას .





ლულის ფასკა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს , უბრალოდ ხარისხიანია და მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს





აი საუნდ მოდერატორზე კი ღირს ყურადღების შეჩევერა და უფრო დაწვრილებით დათვალიერება , მას არ აქვს <F> წარწერა
ანუ იგი არ არის შესუსტებული ვერსიებისთვის განკუთვნილი და შესუსტებული ვერსიების საუნდ მოდერატორებისგან განსხვავდება სიგრძით , ის უფრო მოკლეა! დიახ უფრო მოკლეა , მართალია სულ 5 მმ-ით არის მოკლე მაგრამ გაუგებარია რატომ?! ნუშეიძება უბრალოდ შემთვხევითობაა და მეტი არაფერი newsmile05.gif .
ნუ რაც შეეხება საუნდმოდერატორის მუშაობას, ნუ ეს არის ყვეალზე ჩუმი შაშხანა რომელიც მე მქონია ოდესმე , იგი გაცილებით უფრო ჩუმია ვიდრე АА კიზეზი კი ალბათ იმალება რედუქტორში, რომელიც კარაბინშია ჩამონტაჟებულია და ერთი გასროლისთვის საჭირო ჰაერის რაოდენობას პორციებად ყოფს განსხვავებით პირდაპირსადენიანებისაგან. აი ეს დადასტურდა მაშინ როცა მოვხსენი მაყუჩი და იმისათვის რომ გამებო როგორ ”ბრახუნებდა” კარაბინი მოდერატორის გარეშე newsmile05.gif , მიდა გითრათ რომ საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ქონდა newsmile05.gif თუმცა არა ისეთი როგორც АА-ს ან ВСА-ის ამათი სროლისას მოდერატორის გარეშე ყურები მტკივდება newsmile05.gif . საერთოდ რედუქტორი ერთ ერთი აუცილებლეი ფაქტორია ”ჩუმი” სროლისთვის.





სასხლეტი- ნუ განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ საუკეთესოა newsmile05.gif , არ საჭიროებს არანაირ დამატებით რეგულირებას ( ნუ ჩემთვის ყოველშემთვევაში) მუხედავად იმისა რომ ამის საშუალება არის newsmile05.gif . თვითონ სასხლეტი არის პლასტიკის , ნუ მართალია ეს საუკეთესო არჩევანი არ არის მაგრამ როგორც ერთი საკმაოდ ცნობილი მწარმოებლიდან ვიცი : ეს უბრალოდ მოსახერხებელია, ხარისხიანი და გამძლეა მომხმარებლისთვის და იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი მწარმოებლისთვის.





სახლში ოპტიკური სამიზნეები ოხრად მიყრია , მაგრმ აი საშუალო რინგები დიუმიანი დიამეტრით არ აღმომაჩნდა თვისუფალი newsmile05.gif , მაგრამ სროლა ხომ გინდა კაცს , ამიტომ ბუშნელ 3.5-10х40-მა ტავის რინგებიტ გადმოინაცვლა АА-დან ამ კარაბინზე newsmile05.gif . საინტერესო კი ის არის რომ მოვხსენი მხოლოდ ჭანჭიკები რომლიტაც რინგები მაგრდება მერცხლის კუდზე ხოლო ოპტიკურ სამიზნეებზე დასამაგრებელი ჭანჭიკებისთვის არ მიხლია ხელი და ეს ყველაფერი თუ მიდიოდა კარგად АА-ზე ასევე იდეალურად დაჯდა ვაირაუხზეც , რაზე მეტყველებს ეს? newsmile05.gif იმაზე რომ ”ყველაფერი უკვე ჩვენამდე მოიფიქრეს” newsmile05.gif და ნორმალური მწარმოებლები სარგებლობენ ამით, ანუ სწორი გათვლები და ერგონოიული გაბარიტები სხვა და სხვა ნორმალური მწარმოებლების ერთმანეთს ემთხვევა newsmile05.gif



ნუ მოვიდა სროლის დროც , მე მხოლოდ 22 მეტრიანი დისტანციაზე სროლის საშუალება მქონდა და გამოყიყენე სტანდარტული გამოს სამიზნეები , ცოტა ხანი სროლის შემდეგ მივხვდი რომ რამდენიმე სამიზნეც საკმარისია იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნნას ამ კარაბინზე, თითოეულ სამიზნეზეა ნასროლი ორ- ორი მჭიდი ანუ თითოში 28 – 28 ტყვია newsmile05.gif , მდააა… უინტერესოა newsmile05.gif





შემდეგ ვნახე ალუმინის ქვაბი და დავიეყე მაგაზე სროლა , კედლების სისქე 1,1 – 1,2 მმ , ნუ ესეც მალე მომბეზრდა , სადაც დაუმიზნებ იქ ხვდება , მართლაც მოსაბეზრებელია newsmile05.gif უნდა გავიგო როგორ მუშაობს ცოტა შორ დისტანციებზე ვესროლე დაახლოვებით 35 მეტრზე ფოთლებს ….. მომეწონა newsmile05.gif







გავემზადე და წავედი ტყეში მეუღლესთან და შვილთან ერთად , დავდეთ ბოთლები 35 მეტრზე , ვესროლე …… კვლავ უინტერესოა newsmile05.gif , ცოტა ხანი ხეტიალის შემდეგ მივხვდი რომ ვაირაუხი საკმაოდ მძიმეა თუმცა ბალანსი კარგია newsmile05.gif . შემდეგ ვეცადე მესროლა 70 მეტრზე ლუდის ბოთლისთვის , ვისროლე …… კვლავ უინტერესოა , შემდეგ ვნახე შმაპანური ბოთლი და ვესროლე პირველად 52 მეტრიდან … გავიგონე მოხვედრის თუმცა ბოთლი ისევ დგას ….წავედი და გავავირე სურათი , ტყვია თუთქოს შეედუღა ბოთლს newsmile05.gif , დავბრუნდი გავისროლე მეორედ და ნახევარი ბოთლი ჩამოიფშვნა newsmile05.gif.



ნუ დასკვნის მაგიერ :
რა შეიძება ვთქვათ Weihrauch HW100 SK-ზე , ხარისხიანი კარაბინია , არ საჭიროებს ჩარევას და დამუშავებას , ვფიქრობ დიდხან გამიჩერდება ხელში, სიზუსტე შეუდარებელია, იმაზე მეტია ვიდრე მე სროლა შემიძლია newsmile05.gif . გასროლების რაოდენობა საკმარისია , ისვრი , ისვრი, ისვრი და კიდევ ისვრი ტყვიები კი არ თავდება newsmile05.gif 14-ანი მჭიდი შესანიშნავია newsmile05.gif, ნუ საერთოდ კონკრეტული მინუსი ვერ ვნახე , მაგრამ შეიძება მინუსად ჩაითვალოს ის რომ არის საკმაოდ მძიმე და კარაბისნისთვის შეუფერებელი გაბარიტები აქვს newsmile05.gif
დიდი მადლობა რომ ამდენი წაიკითხეთ და არ მაგინეთ newsmile05.gif
პირველწყარო : http://talks.guns.ru/forummessage/96/511808.html

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 8 2009, 23:43

რა დაჯდა ეს საოცრება????

პოსტის ავტორი: ბესო Sep 8 2009, 23:45

პნევმატიკის განყოფილებას რედაირექტინგი მოეხსნება და ჩვენი საკუთარი თემები გვექნება, მით უმეტეს, რომ ბევრი ფორუმელი ფლობს პნევმატურ იარაღს და საკმაოდ სერიოზულსაც!!! ეს თემაც შესაბამისად იქ გადაინაცვლებს!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 07:14

hunter777
მდაა მოკლედ არის ესე გერმანიაში ღირს 820 ევრო ჩამოტანა სადღაც 130-150 ევრო , თუ განბაჟებას გადარჩი ხომ კარგი თუ არადა მიუმატე კიდევ 18% და მოსაკრებელი და ბროკერის მომსახურება newsmile05.gif
იგივე ფასად Steyr-საც იყიდი მაგრამ ის სუფთა სპორტული შაშხანაა ეს კი სანადიროა newsmile05.gif , მე მონადირე ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 11:45

ამ შაშხანის რეზერვუარის დატუმბვა როგორ ხდება??? 820 ევრო ძვირია მაგის დედაც მაგ ფასად გაწანწკლულ გლუვლულიანს იყიდი კაცი ან კაგ შაშხანას, ბენელლი არგოს მაგალითად.

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 11:55

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 12:45 PM) *
მაგ ფასაც გაწანწკლულ გლუვლულიანს იყიდი კაცი ოტ? ან კატგ შაშხანას ბენელლი არგოს მაგალითად.

100% გეთანხმები, მაგრამ ეტყობა გემოვნებაზე და გატაცებაზე დავა მართლაც არ შეიძლება, ზოგს რა მოსწონს ზოგს რა! უბრალოდ ერთი კითხვა გამიჩნდა ამით საქართველოში რაზე უნდა ინადირო ოფიციალურად?

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 12:33

ციტატა(შალვა @ Sep 9 2009, 12:55 PM) *
hunter777
100% გეთანხმები, მაგრამ ეტყობა გემოვნებაზე და გატაცებაზე დავა მართლაც არ შეიძლება, ზოგს რა მოსწონს ზოგს რა! უბრალოდ ერთი კითხვა გამიჩნდა ამით საქართველოში რაზე უნდა ინადირო ოფიციალურად?


თუნდაც წყალშI შორს მჯდომ იხვზე... რომელსაც გლუვლულიანით ვერ მიწვდები!

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 9 2009, 12:38

შალვა
კანონით გადამფრენ ფრინველებზე დაშვებულია newsmile05.gif დაშვებულ იარაღებში სანადირო პნევმატიკა წერია.

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 12:57

ციტატა(Beso @ 9th September 2009 - 01:33 PM) *
თუნდაც წყალშI შორს მჯდომ იხვზე... რომელსაც გლუვლულიანით ვერ მიწვდები

ციტატა(Power_VANO @ 9th September 2009 - 01:38 PM) *
კანონით გადამფრენ ფრინველებზე დაშვებულია

1)კი მაგრამ თუ 70 მეტრზე ისვრის ამით წყალზე მჯდარ იხვს ან მითუმეტეს ბატს რა უნდა უქნა? 2)გადამფრენზე ამით როგორ უნდა ინადირო? საფანტს ისვრი და მაზავ ხოლმე და ამით ჰაერში იხვი, ბატი, ან მწეყერი როგორ უნდა ჩამოიღო? მე მგონი ამით ტყეში ციყვებს თუ გაამწარებ(რას ერჩი). და მიზანში სროლით თუ გაერთობი, ამ იარაღის მუღამი ვერ გავიგე, ნავაროჩენი კისტის თოფია რა! თუ მეშლება შემისწორეთ , სწვლა სიკვდილამდეო.

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 9 2009, 13:04

ციტატა
hunter777
ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 12:45 PM)
მაგ ფასაც გაწანწკლულ გლუვლულიანს იყიდი კაცი ოტ? ან კატგ შაშხანას ბენელლი არგოს მაგალითად.
100% გეთანხმები, მაგრამ ეტყობა გემოვნებაზე და გატაცებაზე დავა მართლაც არ შეიძლება, ზოგს რა მოსწონს ზოგს რა! უბრალოდ ერთი კითხვა გამიჩნდა ამით საქართველოში რაზე უნდა ინადირო ოფიციალურად?


არ დაიწყოთ ახლა მ ფასად კარგ გლუვლულიანს იყიდის კაციო. მიზეზები თუ რატომ მომწონს პნევმატიკა და რატომაც ვიყიდიდი (თუნდაც სეთ ძვირიან მოდელს) არის შემდეგი:
1.კანონით პნევმატიკა შეგიძლია სადმე ეზოში ჩაიტანო და ისროლო(ამას გლუვლულიანი საფანტის თოფით მოახერხებ?)
2. გასროლა პნევმატიკის გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ცე4ცხლსასროლის (პნევმატიკის საუკეთესო ტყვია 5 თეთრია, გლოვლულიანის ტყვია 80?)
3. პნევმატიკა ჩურჩულივით ჩუმია, რომელი ცეცხლსასროლია ჩუმი( მითუმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მაყუჩები აკრძალულია, მელკაშკებზეც კი)
4. პნევმატიკის შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში წარმოუდგენიათ-ამ კონკრეტული მოდელით 100 მეტრზე ნადირობა ფრინველზე და წვრილ ცხოველზე მოსული პონტია, ხოლო არსებობს მოდელები, რომელთაც შეგიძლია 150-200 მეტრზედაც ინადირო(და ეს მხოლოდ 5.5 კალიბრში, უფრო მსხვილი კალიბრი სხვა საქმეა)
5. მხოლოდ იმიტომ რომ პნევმატიკა, ხარისხით არცერთ ცაცხლსასროლს არ ჩამოუვარდება.



კისტი არაა განკუთვნილი იმისათვის, რომ გადამფრენ ფრინველზე ინადირო, მისი დანიშნულებაა: ნადირობა წვრილ ცხოველზე, ვარმინტი, მიზანში სროლა. გამოდის, რომ ნადირობის მხრივ კისტი არის მელკაშკის ალტერნეტივა-უფრო ჩუმი და იაფი სასროლი.
აი მისი შესაძლებლობები:




და ა.შ.

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 9 2009, 13:06

nihontoman
და მაიცნ ვერ აჯობებს ვერასოდეს თოფის ეფექტს ,თორემ გეთანხმები იმაში რაც დაწერე!!!
შეილება გლუვლულიანს ისეთი მიტანა არ ქონდეს როგორ ამ იარაღს,მაგრამ კარგი დატენილი პატრონით რომ ესვრი იხვს რომლის სიჩკარე ჰაერში70კმ/სთ დაის ფრთებ მოკეცილი ჩამოვარდება ქვევითnewsmile045.gifnewsmile05.gifშეუდარებელია და ახლა ტანში დამიარა!!!ამის გარდა ძაღლიც აზართში შედის თოფის სროლის დროს.
ანუ დასკვნა:უძაღლო მონადირე მონადირე არაა ,ძაღლი პლევმატიკაზე არ იგეშება .ე.ი.პლევმატიკა არაა სანადირო იარაღიnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 13:07

geojorjika
ეეეეეეეეეეეეეეეეე ეს ის არის რისი შეძენაც მინდა და ფეხს ვითრევ ჯერჯერობით newsmile038.gif
შალვა

ციტატა(shalva @ 9th September 2009 - 01:57 PM) *
კი მაგრამ თუ 70 მეტრზე ისვრის ამით წყალზე მჯდარ იხვს ან მითუმეტეს ბატს რა უნდა უქნა?

100 მერტზეც ქაჩავს და არა მარტო ბატს ეყოფა............
ბესო
ბანერის გაცვლას ველოდები და მერე ჩვენთანაც გავაკეთოთ განყოფილება

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 13:21

და ჩვენთან იყიდება ?? მაღაზიებში ???

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 13:33

მაგ პნევმატიკას მინაფრენ ფრინველზე ვერ გამოიყენებ და ნაჯდომ იხვსა და ბატს როცა ფრთა დახურული აქვს არა მგონია რამე უქნა თუ რათქმაუნდა თავში არ მოარტყამ. მიზანში სასრილად და საკაიფოდ კი იციცხლე მაგარი რამეა იაფი გასართობია! მაგრამ 820 ევრო როგორი გადასახდელია??? მაგის შეძენაზე არც ვიფიქრებ მაგრამ რომ მქონდეს ურიგო არ იქნებოდა! გეერთობი სიბერეში კაცი,

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 13:36

ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 02:33 PM) *
820 ევრო როგორი გადასახდელია


820 ევრო ????? ეგ გამომრჩა ეტყობა კითხვის დროს...... არაა... მე პირადად არ მიღირს... მართლა ჩვეულებრივი შაშხანა მირჩევნია...

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 13:40

შალვა
მოკლდ მემგონი პასუხი გაგცე მაგრამ მე ჩემსას დავამატევ , პნევმატიკა არის დაწყნარებული , გათვლილი ზუსტი სროლისთვის და არა ჰაერში იხვების და ყვავების მოსაკლავად newsmile035.gif , მეორეც მე დამჯდარ ნებისმიერ ფრინველის მოკვლის უფრო დიდი შანსი მაქს 50 და მეტ მანძილებზე 100 მეტრამდ ვიდრე ნებისმიერ გლუვლულიანით შეიარაღებულ მონადირეს , მაგალითს გეტყვით 4.5მმ კალიბრის პნევმატურით 83 მეტრზე ვესროლე ყვავს 0.68გრამიანი ტყვია და მოცელილი დაეცა , (ტყვია თავშI არ მოხვედრია მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვბელოვანი ორგანოები დააზიანა) ეხლა მითხარით რომელი გლულულიანით მოკლავ ამხელა მაძილზე და რა ნომერი საფანტი უნდა ესროლო? newsmile05.gif მე იგივეს გამეორება 10-სროლიდან 7-8 ჯერ შემიძლია და გლუვლულიანით თქვენ? newsmile05.gif თან ეს 4.5მმთი და ეხლ წარმოიდგინეთ 1.3 გრამიანი .22 კალიბრის ტყვია რომელიც 290 მ/წმ-თ მიფრინავს ეს არის 55 ჯოული ნებისმიერ ფრინველ დააძინებს სამუდამოდ newsmile05.gif

რაც შეეხება იმას რომ გლუვლულიან იყიდი მაგარას ამ ფასად და ასე შემდეგ, ძლიან კარგი გლუვლულიანი მაქვს მე და დიდადაც კმაყოფილი ვარ , ეგრე ამ ფასად 5-6 ცალ მოსინს ვიყიდი და ამიტომ ეგენი ვიყიდო? newsmile05.gif დაჯე ჩზ 550 ვარმინტს ჩამოვიტან newsmile05.gif , მე ამის მუღამი მაქვს და ცეცკლსასროლი შაშხანა თუ დამჭირდება და მომინდება მაშინ მაგასაც ვიყიდი , რა ჯანდაბად მინდა შაშხანა აქ მაგას ვერსად ვერ გაისვრი სადღაც ჯანდაბაში უნდა წახვიდე სასროლად და ერთი გასროლა 4-5 ლარი , კარგი ფასია newsmile05.gif

ნოსო
ნოსო "პლევმატიკა" არა პნევმატიკა newsmile029.gif

გიორგი
ჩვენთან არასდ უნდა გამოიწერო . მაგრამ არსებობს ალტერნატივაც , ნუ მართალია ამ დონის იარაღი არ არის მაგრამ მე მაგალითად საკმაო წარმატებით ვნადირობ ნებისმიერ ფრინველზე 50-60 მეტრის ფარგლებში 4.5 მმ-თი ( ჩვენთან მეტი კალიბრი არც არის დაშვებული) მე მაქვს Benjamin Discovery საკმაოდ საბიუჯეტო ვარიანტია თოფი თავის ნასოსიანად 530$ ღირს აქ ჩამოტანიანად დასაწყისისთვის მშვენიერი იარაღია newsmile05.gif , ვისაც გინდათ პნევმატიკის მუღამის გაგება წამოდით ჩვენს შეკრებაზე ერთხელ და გასროლინებთ და ნახავთ თუ არ შეიძლება ამითი ნადირობა

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 13:45

ციტატა(გიორგი @ Sep 9 2009, 02:36 PM) *
820 ევრო ????? ეგ გამომრჩა ეტყობა კითხვის დროს...... არაა... მე პირადად არ მიღირს... მართლა ჩვეულებრივი შაშხანა მირჩევნია...

820 გერმანიაში ღირს კაცო!! აქამდე რომ ჩამოიტანოს სადღაც 1000 ევრომდე დაჯდება! იობანი გარდაბანი! არა ბრაატ მე პას! არადა არაა ცუდი რამე ფასს ტუარ გავიტვალისწინებთ.

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 13:55

hunter777
აბა ამას გადახედე , ერთ კაცს ჩამოაქვს ოპტიკსი გარეშე თოფი და ნასოსი 530$-ად newsmile05.gif
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=30

შედეგები აგერ ნახე newsmile05.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=44

ჰო ნუ მიწყენთ მეზობელი ფორუმის ლინკების გამო newsmile05.gif

ჰო აგერ შეგიძლია ნახო ტყვიების განხილვები , ეს ყველაფერი დისკოვერიდან არის ნასრილი ყველაზე საბიუჯეტო ვარიანტია newsmile05.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=36

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 13:57

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 9th September 2009 - 02:55 PM) *
ჰო ნუ მიწყენთ მეზობელი ფორუმის ლინკების გამო

არ გრცხვენია? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 13:58

geojorjika

რაღაც მუღამში მოვედი... და იქნებ ერთ დღეს მანახო რა და როგორაა.... და თუ მომეწონა - კი ვიყიდი... ბოლო ფასი ისე ძალიან არ იკბინება...
ხო მართლა მაგას გაფორმება არ უნდა არა ?

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 13:58

ვიტო
რავიცი დავირცხვინო? newsmile035.gif

აი კიდევ ერთი ნახეთ რისი მონადირება შეიძლება პნებმატიკით ( ნუ კალიბრზე არ მაქვს ლაპარაკი დიდი კალიბრია newsmile05.gif ) ეს იმათთვის ვინც ამბობს რომ პნევმატიკით ვერ ინადირებო newsmile05.gif აგერ ბატონო , იწამეთ იეღოვა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

http://talks.guns.ru/forummessage/135/300833.html

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 14:00

hunter777
იკა ბრატ, დამიჯერე, საერთოდ სხვა რაღაცაა და სხვა კინოა პნევმატიკა, ძალიან დელიკატური რამეა, კონკრეტულად Weihrauch HW100 SK ეს
იარაღი ზუსტად სანადირო კლასია, ეგრე მარტივად ნუ შეხედავ, ჩასაფრებით ნადირობაზე მაგარი კაიფია, მე მინდოდა მაგის ყიდვა
უბრალოდ ვერ კარი მქაჩავს, თორემ აუცილებლად შევიძენდი,geojorjika-ს რაც აქვს ეგეც კარგი რამეა, პირადად მისვრია და ვიცი,
ისე პნევმატიკის რარაცეებზე გვიკამათია და შეგიძლია ერთხელ ერთობლივზე გავიდეთ და დაელაპარაკე მამებს და გაერკვევი რომ
არც სათამაშო არ არის პნევმატიკა newsmile05.gif

მაგრა მოგეწონება...........


პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 14:04

გიორგი
არა გაფორმება არ უნდა იცი როგორ ჯობია , მე კი განახებ არ არის პორობლემა როცა გაგიხარდება მაშIნ , მაგრამ ჯობია ერთ შეხვედრაზე წამოხვიდე იქ რამოდენიმენაირი თოფი იქნება და რომელიც მოგეწონება იმას იყიდი , შეიძLება ერთი გარეგნულად არ მოგეწონოს , მეორე წონაშI იყოს მეტ და ასე შემდეგ newsmile05.gif
მე ესეთი მაქვს http://gunshop.com.ua/index.php?productID=441
და კმაყოფილი ვარ თუმცა მალე ვიყიდი ამ ფიშტროსნრომელზეც დავწერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 9 2009, 14:04

ციტატა(geojorjika @ 9th September 2009 - 02:58 PM) *
http://talks.guns.ru/forummessage/135/300833.html

უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები ნავაროჩენ კისტიათქვა რომ ვამბობ, ხო ეს სულ სხვა რაღაცაა რაც მე არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, ხომ ვამბობდი: ,,სწავლა სიკვდილამდეო"

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 14:07

ციტატა(geojorjika @ Sep 9 2009, 02:58 PM) *
ვიტო
რავიცი დავირცხვინო? newsmile035.gif

აი კიდევ ერთი ნახეთ რისი მონადირება შეიძლება პნებმატიკით ( ნუ კალიბრზე არ მაქვს ლაპარაკი დიდი კალიბრია newsmile05.gif ) ეს იმათთვის ვინც ამბობს რომ პნევმატიკით ვერ ინადირებო newsmile05.gif აგერ ბატონო , იწამეთ იეღოვა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

http://talks.guns.ru/forummessage/135/300833.html

ეგ არ ვიცი და შენ რომ მოინადირებ მაგ პნევმატიკით ის ფოტოები მოგვაშველე მერე ფორუმზე!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 14:12

hunter777
მე ეხლა აქ ვერც ბიზონს დავიჭერ და ვერ კურღელს ვნახავ ეგრე წამოჭიმულლს რომ ვესროლო , ფრინველები კი ბატონო აქ არ მაქვს სურათები სამსახურში ვარ ეხლა ისე კი ყვავი, კაჭკაჭი , შაშვი, ჩხიკვი, კვირონი, უამრავი ჩიტები , ამ ზამთარში გამოვცი ჩხართვზე და იხვზე , კულიკებზე ვერ წავედი თორემ მაგენზეც კარგი იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 14:14

ციტატა(ვიტო @ Sep 9 2009, 03:00 PM) *
hunter777
იკა ბრატ, დამიჯერე, საერთოდ სხვა რაღაცაა და სხვა კინოა პნევმატიკა, ძალიან დელიკატური რამეა, კონკრეტულად Weihrauch HW100 SK ეს
იარაღი ზუსტად სანადირო კლასია, ეგრე მარტივად ნუ შეხედავ, ჩასაფრებით ნადირობაზე მაგარი კაიფია, მე მინდოდა მაგის ყიდვა
უბრალოდ ვერ კარი მქაჩავს, თორემ აუცილებლად შევიძენდი,geojorjika-ს რაც აქვს ეგეც კარგი რამეა, პირადად მისვრია და ვიცი,
ისე პნევმატიკის რარაცეებზე გვიკამათია და შეგიძლია ერთხელ ერთობლივზე გავიდეთ და დაელაპარაკე მამებს და გაერკვევი რომ
არც სათამაშო არ არის პნევმატიკა newsmile05.gif

მაგრა მოგეწონება...........

და არ ვამბობ რომ არ მომწონს კაცო მაგრად მევასა!! მაგრამ მე მაგას 100 ჯერ მირჩევნია თუნდაც მცირეკალიბრიანი შაშხანა! 530$ და 820 ევრო ეს არის ჩემთვის კოლოსალური და მიუღებელი თანხა ნებისმიერი ყველაზე მაგარი უმაგრესი პნევმატიკისათვისაც! კი! მაგრამ კაცია და გუნება, მე მაგით სანადიროთ ვერ ვივლი ბრატ და მიზანში სასროლ პნევმატიკაში მასეთი თანხის გადახდა მიუღებელია ჩემთვის! ერთი ვინმე კარგი პნევმატიკის მფლობელმა თავისი პნევმატიკით მონადირებულის ფოტო დადეთ ძმურად და რაზე და სად ნადირობთ იცის მითხარით, ბეღურეები და მტრედები არ ითვლება მაგათ ბავშვობაში 100 მანათიან იჟ-38 ითაც კარგად ვხოცავდი!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 14:18

ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 03:14 PM) *
მაგათ ბავშვობაში 100 მანათიან იჟ-38 ითაც კარგად ვხოცავდი


და რა მანძილიდან? newsmile035.gif 50-60 მეტრიდან? newsmile035.gif აბა რაზე გინდა პნევმატიკით რომ ინადირო? აი მცირეყალიბიანით რაზე ინადირებ? ჯერ ერთი რომ აკრძალულია მაგით ნადირობა და მეორე აი თქვი შენ რაზე ნადირობ გეკოთი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 14:25

ჯერ ერთი სანადირო პნევმატური იარაღით ნადირობა დაშვებულია, ფოტოები მანახე ბიზონები ტახები და შვლები ყავთ დახოცილი პნევმატიკიდან და ეხლა მეკითხები აბა რაზე უნდა ინადირო პნევმატიკითო?. 50-60 მეტრი და ზოგჯერ ცოტა მეტი მანძილიდანაც იდეალურად აიყვან კარგი ტირის თოფით ბეღურასაც და მტრედსაც! ეს პირადი გამოცდილებიდან! და მცირე კალიბრიანი შაშხანით მინადირია კურდღელზეც, იხვზეც, ქედანზეც,(ბევრჯერ) და შინაურ დასაკლავ დიდი ზომის ღრუტუნებსაც ჩაარსობდა ხოლმე თქვენი მონა მორჩილი შუბლში ტყვიას და მოდი ეხლა და უტკაცუნე ეგ პნევმატია შინაურ ღორს და როცა მოკლავ შემატყობინეთ!!!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 16:39

hunter777
შინაურ ღორებზე შენი არ ვიცი და მე დანბითაც კარგად ვნადირობ newsmile035.gif , მეორეც ტაკებზე და ბიზონებზე მე პნევმატიკით არ წავალ სანადიროდ და არც არ ის ჩვენთან დაშვებული 4.5მმ-ზე მეტი კალიბრის პნევმატიკა სამწუხაროდ შესაბამისად მაგენსზე ნადირობა იდეაშივე მკვდარია, მესამე 50-60 მეტრზე დავენიძლავები ვისაც უნდა რომ ბეღურების "აყვანის" შანსი თან "ტირის" თოფით გაქვს 4-5% ჰა ჰა მაქსიმუმ 10% და მე მაქვს PCP-თ 90% newsmile05.gif
მეოთხე გეკოს სროლა საშიშIა , ძალიან დიდ მანძIლზე ინარჩუნებს ენერგიას და ადგილის შერჩევა უნდა , მაგას ეზოს ბოლოს შაშვებს ვერ ესვრი და ვერც ტტბაზე კამიშებიან ადგილას ისვრი ვინმე რომ არ დაბრიდო newsmile035.gif

ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 03:25 PM) *
ჯერ ერთი სანადირო პნევმატური იარაღით ნადირობა დაშვებულია


ერთი მითხარი რომელია "სანადირო პნევმატური იარაღI" ? კონკრეტული მოდელი დამისახელე newsmile035.gif

და მეორეც მე გითხარი გეკოთი ნადირობა არის აკრძალული მეთქი და მემგონი არ ვცდები არა? newsmile035.gif მე კანონმორჩილი მონადირე ვარ და არა ბრაკონიერი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: jagermeister Sep 9 2009, 20:48

ციტატა(hunter777 @ Sep 9 2009, 09:28 PM) *
ჩემი უშუალო მოვალეობაა კანონის დაცვა ნადირობის წესების დაცვადა კიდერაღაც რაღაცეები, კანონმდებლობა რომლითაც ვხელძმღვანელობ არის უახლესი სადაც კარგად გარკვევით წერია რასაც ვამბობ, შენ როდინდელი კანონმდებლობა გაქვს ნახე აბა! შეიცვალა რაღაც რაღაცეები ბრატ, 5,5 კალიბრიანი პნევმატიკა ჩემი თვალით მაქვს ნანახი ქარავანში როგორ იყიდებოდა და ფორმდებოდა უპრობლემოდ! და ის ხალხიც ვიცი ვისაც აქვს ეს იარაღი სახლში გაფორმებით და უპრობლემოდ ხმარობენ! არ შეიძლება იმ იარაღით ნადირობა რომელიც დაშვებულ სანადირო იარაღის ჩამონათვალში არაა მოხსენიებული! ძალიან მარტივია! ნებისმიერი ავტომატური კუთხვილლულიანი იარაღით სნაიპერული შაშხანით ღამის ხედვის მოწყობილების გამოყენებით, თოფზე დაყენებული რეფლექტორით არ შეიძლება

სანადირო პნევმატურ იარაღსში არ შედის პნევმატური პისტოლეტი და რევორვერი ეს ასეა 100% დანარჩენით ნადირობა შეიძლება, ისვე რიგორჩ 5,6 კალიბრიანი ცეცხლსასროლი შაშხანით, ე.წ გეკო! არა ავტომატურით.

გეკოს ამბავი კაია : ] ბატზე შეიძლება ოპტიკით, მიპარვით..
პნევმატური ნორმალური თოფი ჯერ არ მქონია, მითუმეტეს სანადიროდ გამოსადეგი, მარა ძაან კაი თუ ეგრეა და ტყვიები იყიდება ამ 5.5 კალიბრის ?

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 20:58

jagermeister
ტყვიები იყიდება ოღონდ ჯობია არ იყიდებოდეს ისეთი ხარისხია newsmile035.gif , კარგი ტყვიები უნდა შეუკვეთო და ჩამოიტანო აქ ვერ იშოვი აი საუკეთესო ტყვიების მწარმოებლები ეს ეხება როგორც 4.5-ს ასევე 5.5-საც და საერთოდ ყველა კალიბრს

JSB




Crosman



Beeman


დანარჩენი ნაგავია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2009, 21:11

ჰოდა იმიტომ მირჩევნია შაშხანა მცირე კალიბრზე! წონა დაბალი ძალა მეტი! სროლის სიზუსტე იდეალური სროლა თუ იცი! მეტი რა გინდათ? ცეცხლსასროლია ბოლო ბოლო!

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 21:14

თქვენ გაიხარეთ newsmile05.gif newsmile05.gif ამ თქვენს კამათში, მეც ჩამოვყალიბდი newsmile05.gif newsmile05.gif

ციტატა(irakli fofxadze @ 9th September 2009 - 10:11 PM) *
ჰოდა იმიტომ მირჩევნია შაშხანა მცირე კალიბრზე! წონა დაბალი ძალა მეტი! სროლის სიზუსტე იდეალური სროლა თუ იცი! მეტი რა გინდათ? ცეცხლსასროლია ბოლო ბოლო!


+100

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 21:23

მოკლედ ალი ცხრება და ამ თემიდან კანონებს რაც ეხება ყველა პოსტს გადავიტან კანონმდებლობაში, თუ რამეა იქ გააგრძელეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 21:27

ვაახ კაცო რა შუაშია ეხლა ცეცხლსასროლის და პნევმატიკსი შედარება? ეს ხომ სისულელეა, ეგ იგივე ელექტრო ავტომობილი რომ შესადარო შეგაწვის ძრავიან ავტომობისლ , ხომ იქნება სისულელე? მე მაქვს ცეცხლსასროლიც , მაგრამ პნევმატიკით სროლისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ , ხომ შეიძლება დამინას სახლში გეყენოს ბოლო მოდელის მერსედესი და სიამოვნებას ველოსიპედის ტარებით იღებდე? newsmile05.gif ჰო ეგრეა ზუსტად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 21:32

geojorjika

არასწორად გამიგე ძამი newsmile05.gif

მე არ ვადარებ ზოგადად ცეცხლასასროლს და პნევმატიკას ერთმანეთს.... მე ჩემთვის მინდა შაშხანის ყიდვა ოპტიკით და ამბებით.... ხოდა ვყოყმანობდი რომელი მეყიდა.... ხოდა პნევმატიკამ ძალიან მომხიბლა, მაგრამ სანამ იურიდიული საკითხები არ დარეგულირდება საქართველოში - მირჩევნია ვიყიდო ცეცხლასროლი, ხოლო მერე - პნევმატიკაზეც ვიფიქრებ... ანუ ჩემთვის ჩამოვყალიბდი რა მინდა

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 21:36

გიორგი
მაინც უნდა მაყვირო არა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
კაცო კანონებს თავი დაანებე, თუ ეგრე ძალიან მოგხიბლა 4.5 ყალიბის იყიდე, არავითარი გაფორმება არ ჭირდება,
გიორგა შეგარჩევინებს თანხის მიხევით საუკეთესოს და ჩამოტანაშიც დაგეხმარება ვააააააააააააააააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 21:43

ვიტო

მე ჩემთვის უკვე ჩამოვყალიბდი და შენ იყვირე თუ გინდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ჯერ ვიყიდი ვალტერს გეკოს ტყვიებზე, მერე სკს-ს, მერე მრ-ს და მერე პნევმატიკას.... ამასობაში შეიძლება კანონიც შეიცვალოს და მეტი არჩევანი გქონდეს კაცს.... 5.5 მინდა იქნება ვა !!!! newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 21:49

გიორგი
ხო, თუ ეგრე მაშინ კი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 9 2009, 22:48

გიორგი

ცუდი რამე არ უნდა იყოს ეგ პნევმატიკა,მაგრამ შენთვის მგონია ამ ეტაპზე მართლაც რამე უფრო მონადირული აჯობებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 22:52

ციტატა(gogagoga @ 9th September 2009 - 11:48 PM) *
რამე უფრო მონადირული აჯობებს


ვაი ვაიიიი გიორგევიჩ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეხლა ნახე მაგ სიტყვაზე აქ რა ამბავი ატყდებააააა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 22:54

მე კი ვიცი რომ ბენის სამარცხვინო დაფაზე გამოვკიდებ მაგის გასაკეთებელს მე რომ მაკეთებინებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 9 2009, 22:58

ეხლა ამ სიტყვების გულისთვის ნუ მეჩხუბებით newsmile090.gif მე ესე ვთვლი რო უფრო მონადირულია ცეცხლსასროლი იარაღი
ეს ჩემი სუბიექტური აზრია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 9 2009, 23:15

რავიცი მე პნევმატიკას მომადირულ იარაღად ვთვლი და თქვენი არ ვიცი newsmile05.gif

გიორგი
რავიცი წარმატებები , მე გამიხარდება პნევმატიკას თუ იყიდი კიდევ ერთი პნევმატიკის მოყვარული შემოგვემატება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 9 2009, 23:19

geojorjika

ვიყიდი, ჯერ მანამდე თქვენს ფორუმს შევისწავლი კარგად..... ისე რაც დავიწყე კითხვა ერთი გავიგე რომ პნევმატური მექანიზმი ბევრნაირია... მაგრამ რომელი რა პონტში ჯობია - ეგ ვერ გავიგე... იდეაში მე ის მომეწონა - ჰაერით რომ არის დატენილი (წინ მანომეტრი რომ უყენია), მაგრამ ეგენი როგორც გავიგე მძიმეებია... თუ მაგით არ განისაზღვრება ????

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 9 2009, 23:52

geojorjika
არადა ყველაფერი საიდან დაიწყო გახსომს, ბიჭებმაც იციან ეგ ეზო newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

http://www.radikal.ru

პნევმატიკა მონადირულია



პოსტის ავტორი: geojorjika Sep 10 2009, 00:05

ვიტო
ჰოო აი ჩვენი საწყისებიც newsmile05.gif სულ ერთი PCP-ი იყო , ერთი ზ.დ.პ. და 3 CO2 პისტოლეტი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 10 2009, 07:51

ციტატა(geojorjika @ Sep 9 2009, 10:27 PM) *
ვაახ კაცო რა შუაშია ეხლა ცეცხლსასროლის და პნევმატიკსი შედარება? ეს ხომ სისულელეა, ეგ იგივე ელექტრო ავტომობილი რომ შესადარო შეგაწვის ძრავიან ავტომობისლ , ხომ იქნება სისულელე? მე მაქვს ცეცხლსასროლიც , მაგრამ პნევმატიკით სროლისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ , ხომ შეიძლება დამინას სახლში გეყენოს ბოლო მოდელის მერსედესი და სიამოვნებას ველოსიპედის ტარებით იღებდე? newsmile05.gif ჰო ეგრეა ზუსტად newsmile05.gif

და ვინ ადარებს?? მე მირჩევნია თქო კაცო? შედარება რომ მდომოდა პნევმატიკის პლიუს მინუსსაც დავწერდი და ვაღიარებ რო ბევრი პლიუსი აქვს პნავმატიკას მაგრამ მე უბრალოდ ვთქვი რო მირჩევნია მცირეკალიბრიანი თქო ვაა! ყიდვა რაომ იყოს კიდე 5,6 კალიბრრზე ვიყიდიდი ბოლტს ვარმინტს აი ქარავანში რომ დევს მაგარი მეკაიფება ეგ იარაღი. თან მაგნუუუმ!

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 10 2009, 07:56

ციტატა(hunter777 @ Sep 10 2009, 08:51 AM) *
და ვინ ადარებს?? მე მირჩევნია თქო კაცო? შედარება რომ მდომოდა პნევმატიკის პლიუს მინუსსაც დავწერდი და ვაღიარებ რო ბევრი პლიუსი აქვს პნავმატიკას მაგრამ მე უბრალოდ ვთქვი რო მირჩევნია მცირეკალიბრიანი თქო ვაა! ყიდვა რაომ იყოს კიდე 5,6 კალიბრრზე ვიყიდიდი ბოლტს ვარმინტს აი ქარავანში რომ დევს მაგარი მეკაიფება ეგ იარაღი. თან მაგნუუუმ!


რომელი დევს ქარავანში? მანდ G22-ის (ვერ ვიტან ამ ფიშტოს ფორმას) და ტოზების მეტი ვერაფერი ვნახე, შენ რომელზე ამბობ?

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 10 2009, 09:10

ტოზ-78-05 ზე. G-22 არც მე მომწონს!

პოსტის ავტორი: Maverick Sep 10 2009, 09:26

ტოზ 99-1 მაქვს მე ძალიან მაგარია, ოპტიკით 100 მეტრი ურაკუნე რამდენიც გინდა

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 11:53

ამ თემაში ზოგადად პნევმატიკას განვიხილავთ, თუ ამ კონკრეტულ მოდელს ??? რაღაცეების კითხვა მინდა და აღარ ვიცი რა ვქნა newsmile05.gif აქ დავპოსტო, თუ ახალი გავხსნა, თუ რა ვქნა....

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 12:22

გავხსნით ეხლა ახალს და იქ იგულვეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 10 2009, 14:29

გიორგი
რავიცი გახსენი თუ გინდა თუ გინდა აქვე დასვი კითხვა თუ შევძLებ გიპასუხებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 18 2009, 00:57

ციტატა(geojorjika @ Sep 10 2009, 01:05 AM) *
ვიტო
ჰოო აი ჩვენი საწყისებიც newsmile05.gif სულ ერთი PCP-ი იყო , ერთი ზ.დ.პ. და 3 CO2 პისტოლეტი newsmile05.gif

ჰაჰ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Feb 6 2010, 01:18

geojorjika
რა სხვაობაა hw100 s და hw 100 sk შორის?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 13:06

BEK_M
სხაობა არის ის რომ K-არის კარაბინი ანუ უფრო მოკლე ლულით 410 მმ ხოლო ჩვეულებრივი (ორივე FAC ანუ სრულსიმძლავრიან ვერსიებზეა ლაპარაკი) არის 600 მმ ლულით ასევე ცოტა მძიმეა სადღაც 700 გრამით . სიმძლავრე K-ვერსიის არის 25 ჯოული 4.5მმ-შI ხოლო ჩვეულბერივი 600 მმ-იანი ლულით არის 30 ჯოული . http://www.weihrauch-sport.de/englisch/e_startseite/e_index.htm

გამოვიდა ასევე ეს ახალი ვერსიაც ძალიან მაგარია HW 100 S - F.S.B ამას ცოტა შემოკლებული ლულა აქვს 4 სმ-თი მაგრამ სიმძლავრე იგივე და ინგერირებული მოდერი აქვს newsmile05.gif სანადიროდ იდეალურია newsmile05.gif


პოსტის ავტორი: hunter777 Feb 6 2010, 13:17

აი ეს მოდელი 600 მმ ლულით რა ჯდება და თუა შესაძლებელი გამოწერა?? ჩამოვა აქამდე???

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 13:34

hunter777
ჯდება 820 ევრო ადგილზე + გამოგზავნა+ განბაჟება + ნასოსი+ ოპტიკა newsmile05.gif თუ ვინმე ჩამოგიტანს მაშIნ განბაჟებას აცდები რაც არსთუისე ცოტა გამოდის სადღაც 600 ლარზეა ლაპარაკი newsmile05.gif

აი აქედან ჩამოვა უპრობლემოდ newsmile05.gif

http://www.sportwaffen-schneider.de/product_info.php/cPath/40_41_790_1006_1007/products_id/12208

პოსტის ავტორი: hunter777 Feb 6 2010, 13:36

ვერ გავიგე 600 ლარი მარტო ცჰამოტანა ხო და პლუს 850 ევრო საყიდელი ფასიი?

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2010, 13:48

geojorjika
სანადიროდ მოკლე ლულით კაია, მარა მაინტერესებს მაგასა და ამას შორის ტა განსხვავებაა:


მეტი ძალა? მეტი სიზუსტე? ვიდით კი ეს უფრო მომწონს, მარა მარტო მაგისთვის არ იქნება....

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 13:50

hunter777
600 ლარი ან უფრო მეტი მარტო განბაჟება ჩამოტანა და ფიშტო სხვა სიმღერაა newsmile05.gif მოკლედ სადღაც განბაჟების გარეშე მარტო ფიშტოს ჩამოტანა 1000 ევრო დაგიჯდება + ნასოსი 250$ + ოპტიკა ნომრალური 250$ newsmile05.gif თU განბაჟEბა მოგიწია მაშIნ ფასს პლიუსს 18% + ბროკერის მომსახურების ხარჯები + საბაჟო მოსაკრებელი და ათასი ბუასილი newsmile05.gif

nihontoman
რომელ მაგასა და ამას შOრის? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2010, 14:12

აი ამასა:

და ამას შორის:


თუ პირველს იგივე ძალა აქ მეორეს ამ სიგრძე რა ჯანდაბათ უნდა?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 14:18

მაგათ შორის არანარი სხვაობა არ არის კონდახის გარდა უბრალოდ ზევით S ვერსიის კარაბინის სურათი დევს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2010, 14:21

geojorjika
ლულის სიგრძე? დავიჯერო სულ ტყუილად არის ლულა უფრო გრძელი? რა აზრი დევს ამაAში ეგ მაინტერესებს, თორე კონდახი სულ არ მაინტერესებს....

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 14:22

nihontoman
რა ლულის სიგძე არ გითხარი მაგ ორივე ვერსის ერთნაირი 560 მმ ლულები აქ მეთქი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2010, 14:24

geojorjika
ეგ არ მახსოვდა, მარა რო ვუყურებ რა გამოდის, რომ ერთსაც და მეორესაც ერთი და იგივე სიგრძის ლულები აქ, უბრალოდ შრაუდერი მეორესი უფრო დიდია?

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 14:53

nihontoman
არა უბრალოდ S ვერსის სურათი არის კარაბინი და T ვერსიის სურათი არის FAC ვააახ

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2010, 15:21

geojorjika
კაი კაი არ გაბრაზდე, მარა ეგ მაინტერესებს ზუსტად:
რა განსხვავებაა მაგ ორს შორის თუ სიმძლავრე ერთი და იგივეა? სიგრძე და მეტი არაფერი? ეს დამატებითი სიგრძე სხვას არაფერს ნიშნავს?
სულ ეგაა რისი გაგებაც მინდა...

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 6 2010, 15:51

nihontoman
არა SK ვერსია არის 25 ჯოულიანი და სრული ვერსია 30 ჯოულიანი

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 6 2010, 17:31

geojorjika
ვსიო გასაგებია. მადლობთ.

პოსტის ავტორი: BEK_M Feb 7 2010, 13:00

geojorjika
ანუ s ვერსია არის 30 ჯოულიანი?

პოსტის ავტორი: BEK_M Feb 8 2010, 19:42

geojorjika
პირდაპირ მწარმოებლისგან ვერ ვიყიდი ?

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 9 2010, 10:04

BEK_M
არ ვიცი, მგონი ვერა.... მარა დარწმუნებული არ ვარ.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 30 2010, 10:35

ციტატა(BEK_M @ Feb 8 2010, 20:42) *
geojorjika
პირდაპირ მწარმოებლისგან ვერ ვიყიდი ?


არ ვიცი, გასარკვევია , თუ მაგას მოახერხებ დაწერე ჩვენც გვაინტერესებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 26 2010, 21:52

შეგიძLიათ მომილოცოთ newsmile05.gif







ვიყიდე აქ http://www.magnum.ge

გადავიხადე ბევრი

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Nov 26 2010, 21:54

Geoჟორჟიკა
რავიცი რავიცი.კი გილოცავ,მაგრამ გვითხარი მაინც რა უნდა newsmile05.gif
რისი მაქნისია და შენსას რითი ჯობია

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 26 2010, 21:56

გოგა
მოკლედ პნევმატიკიაში არის ეს ისე როგორც მანქანებშI G Class და ცეცხლსასროლშI Purdey newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 26 2010, 21:58

Geoჟორჟიკა გილოცავ და ყველა შენი იმედი გაემართლებინოს ! ეს ერთი და სხვა კიდევ იმდენი რამდენიც გენდომება

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 26 2010, 21:59

Geoჟორჟიკა
გილოცავ, კაი ნადირობებში მოგეხმაროს!!

პოსტის ავტორი: feroni Nov 26 2010, 22:02

Geoჟორჟიკა
გილოცავ, კარგი შენაძენია, ლულა არ გააციო აბა შენი იცი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: კახაბერ Nov 26 2010, 22:05

Geoჟორჟიკა
გილოცავ და სიამოვნებაში დაგეღალოს ეს იარაღი

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 26 2010, 22:08

დიდი მადლობა ვისაც გაინტერესებთ ამ იარაღზე თემა თავიდან წაიკითხეთ და ნახავთ რომ ეს ღირს თავის ფასი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: GIO-85 Nov 26 2010, 22:17

Geoჟორჟიკა
გილოცავ. მშვიდობაში. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 26 2010, 22:17

კარგი ჟორჟიკ კარგი, მშვიდობაში და კარგ ნადირობა-გართობაში.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 26 2010, 22:18

Geoჟორჟიკა
გილოცავ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: cz80 Nov 26 2010, 22:35

Geoჟორჟიკა
აქაც გილოცავ ჯორჯიკ...
სულ ათიანების მოხსნაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: donmixo Nov 27 2010, 09:03

მეც გილოცავ.... კარგი შენაძენია...... დღეს ალბათ მეც ვიყიდი ან ჰასტანს ან მარაუდერს......

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 27 2010, 11:05

donmixo
მარადიორი იყიდე , newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 27 2010, 11:09

გილოცავ ჟორჟიკ , ყოველთვის სასურველი შედეგისთვის მიგეღწიოს, ვიცი რას ნიშნავს შენთვის პნევმატიკა (კიდო ერთი ვაჟბატონი გვყავს მაგფერი და ისიც newsmile045.gif )
მოკლედ მშვიდობაში და მშვიდობაში !

პოსტის ავტორი: cz80 Nov 27 2010, 14:37

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Nov 27 2010, 12:05) *
donmixo
მარადიორი იყიდე , newsmile05.gif

+1000

პოსტის ავტორი: ბესო Nov 27 2010, 18:56

გილოცავ ჟორჟიკ და მალადეც შენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 27 2010, 22:18

ბესო
Bonehill
მადლიობა

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 27 2010, 23:06

თოფი: Weihrauch HW 100S FAC
კალიბრი: 4.5 მმ
მანძილი: 50 მ
ოპტიკა: საშინელი Leapers 3-9-32
ტყიები : JSB Exact Heavy 10.2 grein
ქარი: 2-3 მ/წმ
პირობები: ღია ცის ქვეშ , დღის არცთუისე ნათელი მონაკვეთი
ჯგუფში არის 7 ტყვია


კმაყოფილი ვარ ძალიან

პოსტის ავტორი: შუკა Nov 27 2010, 23:20

გილოცავ..კაი შენაძენია და ჯგუფიც კარგია newsmile027.gif
ბევრი მოგენადირებინოს.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 3 2010, 20:27

ამაზე ვრცელ რეპორტს ვერავინ დადებს და არც მინდახია მთელს ინტერნეტ სივრცეში newsmile05.gif

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1446

თუკი ავტორი ნებას დამრთვას აქაც გამოვაქვეყნებდი ან თვითონ გამოაქვეყნოს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 3 2010, 21:40

Geoჟორჟიკა
მსგავსი არც მინახია და არც გამიგია არსად, სუპერრესპექტი ჩემგან ამ სტატიის ავტორს !

უბრალოდ სასიმოვნოა რომ ხალხი ასეთ დონეზე წერს !

პოსტის ავტორი: Infrared Dec 3 2010, 21:44

ბორხესი გვვაყვს პნევმატოკოსებს ბორხესი ჯაჯას შამოვევლე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Dec 3 2010, 22:23

ეხლა ხომ ხვდებით რატომ მინდა ეს კაცი ცეცხლლსასროლით დაინტერესედეს , იცით რა რეპორტებს დაწერდაა??? უუუუუუუუუუუუჰჰჰჰჰ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 4 2011, 17:36

აუ ახლა შემოვიხედე ამ თემაში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif რაამბავი ყოფილა

რაიო ჟორჯიკ რით გინდა ჩემი მოწამვლა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ასე მიმეტებ რომ საწამლავს მასმევ?

მოკლედ მე მაგ მხრივ მოწამვლა არც კი მინდა, ისედაც ვარ მოწამლული, პროსტა წარმოიდგინე რაიმე შაშხანა რომ დაითრიო და რაც ამ თოფებს ტყვიები შევალიე რეპორტის დაწერის წინ იგივე რომ გავაკეთო ცეცხლსასროლზე... ავოიეეეე სოროსო დამჭირდება ტყვია-წამლის მოსამარაგებლად newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მაგიტომაა მწარედ რომ ვარ პნევმოზე გადასული, აგერ გუშინ შტირიკიდან იმდენი ვისროლებოლოს ხელები მტკიოდა ნასოსის ბუქნაობის გამო, მარა 1 მთლიანი 500 ტყვიანი კოლოფი მივაცალე, ცეცხლსასროლზემაგას ვერ იზამ თოფზე ძვირი დაგიჯდება 1 კვირის გართობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Jul 4 2011, 23:13

ja_ja
newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: xishnika Apr 20 2012, 20:53

პნევმატიკასთან იჯ 38ის მერე სეხება არ მქონია და არც ვყოფილვარ დიდად დაინტერესებული მაგრამ ამ თოფის შესაძლებლობებს რო გავეცანი ამ თემიდან ძაან Aღფრთოვანებული ვარ,ყველაფერი იდეალური აქვს ფასის გარდა newsmile090.gif ჩემი ტოზ 17 ჩაბარდა პატრონს და მე მგონი გეკოს დათრევას ჯობია კარგი პნევმო ვიყიდო,ეი რა მაინტერესებს,გერმანიიდან პერეგონჩიკებს ხოდით რო მოყავთ მანქანები იმათ რო ჩამოვატანიო პნევმო რამე პრობლემა ხომ არ შეექმნებათ საზღვარზე?? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ბესო Apr 20 2012, 23:05

xishnika

პრობლემები წესით არ უნდა შეექმნათ, კანონის შეზღუდვებს და ფარგლებს თუ არ გაცდებიან!

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Apr 20 2012, 23:17

ბესო
ვერ შემოიტანენ, საზღვარზე დაატოვებინებენ

პოსტის ავტორი: ბესო Apr 20 2012, 23:21

ციტატა(Geoჟორჟიკა @ Apr 21 2012, 00:17) *
ბესო
ვერ შემოიტანენ, საზღვარზე დაატოვებინებენ


ცეცხლსასროლი თუ შემოდის პნევმატიკამ რა დააშავა? D.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Apr 20 2012, 23:44

ბესო
რავიცი აბა კითხე იმათ

პოსტის ავტორი: ilariona Apr 21 2012, 00:57

ბესო

მაგისგან პასუხები არის მოკლე და კონკრეტული (ჟორჟიკაზე მაქვს საუბარი)

2011 წლის 1 იანვრიდან პნევმატური იარაღები საქართველოს საზღვარს ვერ კვეთავს, პირადი განკარგულებაა მთლად უფროსისგან აი შშს-ში რომ ზის D.gif

რეალურად კი ეს ყველაფერი დაიწყო როდესაც სკოლის დირექტორის შვილმა თანაკლასელს თავში ესროლა პნევმატური პისტოლეტიდან და მაგაზე ატყდა მთელი ამბები! ამ შემთხვევამ თვალი გაუხილე მთელს სამართალდამცავებს, რომ პნევმატური იარაღი არ არის ხელწამოსაკრავი და თავისუფლად შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს.

ვინაიდან კანონში ნათლად გაწერილი იყო, რომ პნევმატური იარაღი არა უმეტესი 4.5მმ კალიბრისა არ ექვემდებარება გაფორმებას (ხო 4.5მმ ზევით ყველა კანონგარეშე იყო) და თავისუფლად შეეძლო ეტარებინა ნებისმიერ ლაწირაკს და ესროლა ვიზეც უნდოდა, უნდა შეეტანათ ცვლილება!

ცვლილება, რომ შეეტანათ სჭირდებოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა შეეტანათ და მერე დაემტკიცებინათ პარლამენტში.

შსს-მ დაავალა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახურს შეემუშავებინა პნევმატურ იარაღზე სტანდარტი რასაც მერე თვითონ დაამტკიცებდნენ პარლამენტში! სტანდარტებმა იბოდიალეს და რაღაცა კუკუობა მოუმზადეს (ნახევარი წელი რაღაცას წვალობდნენ)

მიხვდნენ, რომ ამ სტანდარტებს კანონში ვერ ჩაწერდნენ და მიიღეს უარესი გადაწყვეტილება! ადგენენ და მიიღეს ისეთი კანონი, რითაც თვითონ არეგულირებენ სტანდარტებს D.gif ოღონდ რომელ სტანდარტებს ჯერ არავინ არ იცის!

ხოდა ეს ყველაფერი რაც მე ახლა 4 წუთში დავწერე გრძელდება უკვე თითქმის წელიწადნახეავრი!

სხდომაზე უკვე გატანილია და ფაქტიურად დამტკიცებულია, რომ გაფორმება იქნება პნევმატიკაშიც, ოღონდ ჯერ არაა ცნობილი, თუ რომელი პნევმატიკა იქნება გაფორმებით და რომელი საერთოდ ამოვარდება მოხმარებიდან.

ხოდა ეს წელიწადნახევარია საბაჟო თან კანონიერად და თან უკანონოდ საბაჟოზე შემოსულ ნებისმიერ პნევმატიკას აჩერებს იქამდე, სანამ ახალი კანონი არ გამოცხვება.

მგონი ყველაფერი მოგიყევით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Apr 21 2012, 01:04

ციტატა
მაგისგან პასუხები არის მოკლე და კონკრეტული (ჟორჟიკაზე მაქვს საუბარი)

გველსა ხ**ელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბნარი D.gif D.gif

უკაცრავად ოფიზა მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო D.gif

პოსტის ავტორი: xishnika Apr 21 2012, 10:43

ციტატა(ilariona @ Apr 21 2012, 01:57) *
ბესო

2011 წლის 1 იანვრიდან პნევმატური იარაღები საქართველოს საზღვარს ვერ კვეთავს, პირადი განკარგულებაა მთლად უფროსისგან აი შშს-ში რომ ზის D.gif

რეალურად კი ეს ყველაფერი დაიწყო როდესაც სკოლის დირექტორის შვილმა თანაკლასელს თავში ესროლა პნევმატური პისტოლეტიდან და მაგაზე ატყდა მთელი ამბები! ამ შემთხვევამ თვალი გაუხილე მთელს სამართალდამცავებს, რომ პნევმატური იარაღი არ არის ხელწამოსაკრავი და თავისუფლად შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანს.

ვინაიდან კანონში ნათლად გაწერილი იყო, რომ პნევმატური იარაღი არა უმეტესი 4.5მმ კალიბრისა არ ექვემდებარება გაფორმებას (ხო 4.5მმ ზევით ყველა კანონგარეშე იყო) და თავისუფლად შეეძლო ეტარებინა ნებისმიერ ლაწირაკს და ესროლა ვიზეც უნდოდა, უნდა შეეტანათ ცვლილება!

ცვლილება, რომ შეეტანათ სჭირდებოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა შეეტანათ და მერე დაემტკიცებინათ პარლამენტში.

შსს-მ დაავალა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახურს შეემუშავებინა პნევმატურ იარაღზე სტანდარტი რასაც მერე თვითონ დაამტკიცებდნენ პარლამენტში! სტანდარტებმა იბოდიალეს და რაღაცა კუკუობა მოუმზადეს (ნახევარი წელი რაღაცას წვალობდნენ)

მიხვდნენ, რომ ამ სტანდარტებს კანონში ვერ ჩაწერდნენ და მიიღეს უარესი გადაწყვეტილება! ადგენენ და მიიღეს ისეთი კანონი, რითაც თვითონ არეგულირებენ სტანდარტებს D.gif ოღონდ რომელ სტანდარტებს ჯერ არავინ არ იცის!

ხოდა ეს ყველაფერი რაც მე ახლა 4 წუთში დავწერე გრძელდება უკვე თითქმის წელიწადნახეავრი!

ეგ ყველაფერი მაღაზიების დაკრიშვის ამბავია და მეტი არაფერი,რა მNიშვნელობა აქვს გერმანიიდან ჩამოტანილ ფიშტოს ატარებს ბავშვები თუ აქაურ მაღაზიებში ნაყიდს?? newsmile019.gif დავიჯერო აქ ნაყიდი რეზინის ტყვიებს ისვრის newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 21 2012, 16:34

xishnika

არაა მასე დამიჯერე, ვერც მაღაზიებს ვერ შემოაქვთ პნევმატიკები! მაგნუმს გაუმართლა, რომ ძალზედ დიდი სტოკი ჰქონდა და დღემდე კიდევ შემორჩათ რაღაც მოდელები, თორე ისე ახალი არაფერი არ შემოსულა.

იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც უვიც მებაჟეს გაეპარა და განაბაჟებინა პნევმატიკა, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელია ეგ შემთხვევები.

ამ თემაში არ ღირს გაგრძელება, ძალიან დიდი გადახვევა გამოგვდის თემიდან და არაა ეს სწორი.


პოსტის ავტორი: ბესო Apr 21 2012, 18:44

ეს არის სრული იდიოტიზმი, მაგის მაგივრად უბრალოდ რომ აეკრძალათ არასრულწლოვნებისთვის იარაღის მიცემა და პნევმოს შესყიდვისას უბრალოდ ჯანმრთელობის ცნობა ან პრავა მოეთხოვათ საკმარისი იქნებოდა და სკოლაში ბავშვები სისულელეებს აღარ გააკეთებდნენ! ან რომ გაფორმდება მერე ვერ ესვრიან ერთმანეთს თუ რა?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)