თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პნევმატური _ Weihrauch HW98

პოსტის ავტორი: geojorjika Sep 15 2009, 10:09

მოლკედ, როგორც დაგპირდით და დაჟე უფრო ადრე გთავაზობთ ამ შესანიშნავი ზ.დ.პ. შაშხანის Weihrauch HW98-ის მცირედ მიმოხილვას:
მწარმოებლის საიტი http://www.weihrauch-sport.de/
ადვილად აღსაქმელი ,რომ იყოს თუ რა შაშხანაზეა საუბარი ვიტყვი შემდეგს : ამ დონის იარაღისთვის არსებობს საფუძვლიანი მტკიცება იმისა რომ მაგ: ინგლისში მას აქვს პრეტენზია დომინირებდეს FT-ში ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში (გარდა გერმანიისა) იყოს საუკეთესო სანადირო შაშხანა პატარა ნადირ-ფრინველისთვის , მაგრამ ეს არ იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვიყიდე ეს შაშხანა, მე უბრალოდ მოხიბლული ვარ ამ შაშხანის დამუშავებით მისი მაღალი ხარისხის, ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარის და ერგონომიკის ჰარმონიული შერწყმით.

ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის)

კალიბრი: 4.5 მმ
წონა: 3.8 კგ
ლულის სიგრძე : 41 სმ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე : 295 მ/წმ






კონდახს აქვს ორი რეგულირება "სალოყის" რომლიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და უკანა რეზინის "ამორტიზაოტრის" რომლის რეგულირება ხდება როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში






ვენტილურებულ "ცევიოს" წინა მხარეს გვერდებზე აქვს ჩაღრმავებები და ასევე ქვედა მხარეს სასიამოვნოდ დამუშავებული ხაოიანი ზედაპირი , იგივე ნაირი ხაოიანი ზედაპირი აქვს ასევე კონდახის "პისტოლეტურ" ტარზეც , რაც შაშხანას საკმაოდ სოლიდურ შესახედაობას აძლევს და ასევე მოსახერხებელს ხდის, რომ ხელში დაფიქსირება მოხდეს კარგად




შაშხანა აღჭურვილია რეგილირებადი სასხლეტით და ავტომატური მცველით






შაშხანას ხელში როცა იღებ რაღაცნაირი პატივისცემის გრძნობა გიჩნება მის მიმართ , ერთი რაც შევამჩნიე სასხლეტის გამოკვრისას , თითქოს მას ყოველ გამოკვრაზე აქვს დამატებიტი სვლის რაღაც რეზერვი და სულ გგონია რომ აი ეხლა გაისვრის მაგრამ მცირედი გამოკვრა კიდევ მაინც სჭირდება დამატებით newsmile05.gif




პირველის გასროლისას გამოვიყენე 4 სხვა და სხვა სახის ტყვიები
1.H&N Silverpoint (ზევითა მარცხენა)
2.Rabbit Magnum (ზევით მარჯვნივ )
3.Kettner Spezial (ქვედა მარცხენა)
4.Gamo Match (ქვედა მარჯვენა)
ხელიდან ნასროლია ყველა, მანძილი სადღაც 10 მეტრი , ქონოგრაფი არ მქონდა რომ ტყვიის სიჩქარე გამეზომა




როგორც ვხედავთ როგორც ყველა შაშხანას მაინც და მაინც არც ამას მოსწონს ტყვიები " Rabbit Magnum" . სხვა დანარჩენს არაუშავს , სხვ ატყვიები არ მქონდა რომ ისინიც მესროლა , იმედია უკეთესი ხარისხის ტყვიებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებ .

მოკლედ საერთო ჯამში შაშხანა არის მაღალი კლასის, კარგად დამუშავებული, მასალების ხარისხიც მაღალია, აქვს კონდახის რეგულირების და მორგების საშუალება, ასევე ცევიო ვენტილირებულია , ლულის ხარისხი ძალიან მაღალია. ეს შაშხაა თავის თავს ყველაზე კარგად წარმოაჩენს ალბათ FT-ში , HFT-ში და პატარა ნადირ-ფრინველზე სანადიროდ ( თუმცა წონის გამო ციტა რთული იქნება მისი ტარება)


პირველწყარო: www.co2air.de 2002 წელი

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 15 2009, 10:20

საღოლ, რა მოგისწრია! small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 15 2009, 12:58

geojorjika
გაიხარე შესანიშნავი პოსტია newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)