თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ პნევმატური _ benjamin marauder

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 30 2009, 10:23

ეს შაშხანა ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით წარმოადგენს ფასისი და ხარისხის საუკეთესო შეფარდებას.
წარმოგიდგენთ ამერიკელების ვიდეო მიმოხილვებს.
\
მის მეორე ნაწილი ლინკზე: http://www.pyramydair.com/video/
აი კიდევ


დანარჩენს მერე დავამატებ.

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 00:10

ვინმემ ხო არ იცით მწარმოებელი რატო ყიდის იმაზე ძვირად ვიდრე ღირს აქ http
://www.pyramydair.com/p/Benjamin-Marauder-air-rifle.shtml



ეს მწარმოებლის საიტი
http://www.crosman.com/airguns/rifles/pcp?p=1&per=8

პოსტის ავტორი: Infrared Mar 14 2010, 00:53

BEK_M
თუ აპირებ შეძენას ჯობია მაგის აქაურ წარმომადგენელს დაუკავშირდე მაგაზე იაფად აქ ვერ შემოიტან ქონდათ გამოცდილება ბიჭებს და მაგიტომ ვამბობ, თუ დააპირებ მეც შესაძლოა შემოგიერთდე რადგანაც გარკვეული თანხის (5000 მწვანე ტუგრიკი) შეკვეთა უნდა აგროვდეს შემოტანისათვის. მე დისკო ჩამოვატანინე და ახლა მარადიორზე მინდა გადავიდე. სამწუხაროდ ჯერ ჯერობით .22 კალიბრი ჩვენთან არაა დაშვებული ამიტომ .177 კალიბრი.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2010, 09:50

BEK_M
კი ვიცი რატომ ყიდის პირამიდი უფრო იაფად, იმიტომ რომ უდიდესი რესელერია ამერიკაში, გამოსვლისას მხოლოდ მაგ თოფის 10 000 ეგზემპლარი დაუკვეთეს რომელიც სულ რაღაც 2 თვეში გაყიდეს (უცნობ კორეულ თოფებზე რისკავენ და უკვეთავენ 2 3 ათასს ეგზემპლარს, ანუ უცებ იღებენ დიდ პარტიას და...). შედეგად იღებენ დიდ სკიდკებს, ეგენიც დიდ ფასნამატს არ ადებენ და ისე ყიდიან. ეყიდებათ კიდევაც, გათვლილი ვაჭრობაა რაოდენობაზე და მეტ შემოსავალზე, ვიდრე ქართული ვაჭრობა როდესაც 1 ცალი უდევთ და ელოდებიან მის ხარჯზე როდის იშოვიან მანქანის, სახლის და მოგზაურობის ფულს newsmile05.gif

მწარმოებელი კი ყიდის იმ საშუალო ფასში რაც სხვა მაღაზიებშია, იმიტომ რომ თავდაპირველად მაგ თოფის ფასი იყო და უნდა დარჩენილიყო 500$-ის ზღვარზე. სხვა მაღაზიები მაგდენს ვერ უკვეთავენ, ან საერთოდ პაწუა მაღაზიები არიან, ან უფრო ცეცხლსასროლზე გადართული, ამიტომაც პირამიდს სხვებთან შედარებით ბევრ საქონელზე დაბალი ფასი აქვს.

მაგრამ ყიდვა თუ გინდა უნდა დაუკვეთო Crosman-ის აქაურ წარმოადგენელს, ერთადერთი მაღაზიაა რომელიც პირამიდის პოლიტიკას მიმართავს საქართველოში, ანუ ფასნამატს მინიმალურს ადებს და იაფად ყიდის (საქართველოს პირობებიდან გამომდინარე). ანუ აქ ადგილზე ეგ თოფი Crosman-ის დილირთან ჯდება 650$ (ზუსტად არ ვიცი რამდენია, პირველი თოფი მე ჩამოვატანინე და ერთმა რომელიც ფოთშია, დაგვიჯდა 600-600 დოლარი, მეორე პარტიაში კიდევ ჩამოვიდა 2 თოფი, ამგრამ ფასი მგონი 650$-თან იყო ჩვენმა საბაჟომ ივაჟკაცა ფასწარმოქმნაში). პირდაპირ შენ რომ ჩამოიტანო მეტი გამოგდის და აი რატომ. გაქვს ჩამოტანის 2 გზა, ერთი რეალური მეორე თეორიული:

1) დაუკვეთე იგივე პირამიდს რომ პირდაპირ გამოგიგზავნოს საქართველოში, EMS-ით გამოცზავნა სადღაც 170$ ან 230$ ზუსატდ არ მახსოვს, პლიუს საზღვარზე გაჩერდება რადგან 300 ლარზე მეტის ღირებულებისაა და დაემატება ((469$+170$)+18%) + მოსაკრებელი + ბროკერის თანხა + 4-5 საათი სირბილი და ნერვების გლეჯა.

2) პირამიდიდან გაუშვა რომელიმე ჩვენს გადამზიდავთან (ონექსი, ბარამი, უსა2გორგია) იმათ ჩამოაქვთ სადღაც 50-60$-ის ფასში, ემრე ჩერდება საზღვარზე და იგივე დაგასახადი მიდის. პრობლემა ისაა რომ პირამიდი არ აგზავნის არცერთ იმ შტატში სადაც ჩვენი გადამზიდავები ზიან, შიდა შტატების კანონების გამო აკრძალულია თოფის, ან მასთან მიახლოებული ფორმის საგნის საფოსტო გაადგზავნა. პლიუს ქართული გადამზიდავები დაშინებული არიან და სიტყვა იარაღზე ეგრევე ზადნის აძლევენ. ერთადერთი სადაც შეიძლება ჩავიდეს კანონების მიხედვით არის Usa2Georgia მაგრამ ეგენი თათებს ასავსავებენ ჩამოტანაზე, გადასატრეხ ლულიანზე თანახმანი არიან, მაგრამ PCP და CO2-ზე მომუსავე პნევმოზე უარს იძახიან. უპრობლემოდ ჩამოიტანსბარამი, მაგრამ მაგათთან პირამიდი და მაღაზიების უმეტესობა გადასატეხლულიანის გარდა არაფერს აგზავნიან.

ნებისმიერ ვარიანტში გამოდის რომ ფასი 650$-ზე მეტი გიჯდება, ასე რომ ჯობია აქაურ წარმოამდგენელს მიაკითხო.
კონკრეტული მაღაზია არ აქვს, იმიტომ რომ ჩამოაქვს საქონელი და აქაურ მაღაზიებში აბარებს ან მაი მარკეტზე დებს განცხადებებს, PCP დაკვეთით ჩამოაქვს, რადგან სურველი როგორც წესი ცოტაა და ძვირი ჯდება. პიროვნებას ჰქვია გრიშა, ნახავ თავისhttp://iaragi.ge/riflies/benjaminmarauder.htmlდა პნევმატიკის ფორუმზე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=636 (იმედია აქაური მესვეურები და ადმინ მოდერები მაპატიებენ რომ სხვა საიტების ლინკებს ვყრი). საკონტაქტო ინფოს ნახავ მის საიტზე (ელ ფოსტა და ტელეფონი) ასევე მითითებულ ფორუმზე შეგიძლია დაეკონტაქტო ან ღია თემაში სასურველი დაკვეთა დადო და გაარკვიო ყველაფერი.

ასევე თუ გაინტერესებთ გთავაზობთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=605 (სამწუხაროდ ისევ სხვა საიტზე, აქ მის კოპირებას ვერ მოვახდენ), რომელიც იმედია ყველა თქვენს კითხვას პასუხს გასცემს.

გაითვალისწინე, თოფს ასევე უნდა დასატენი საშუალება, ან ბალონი ან ნასოსი (მანქანის არ გამოდგება, მაგ თოფს 200 ატმოსფერო უნდა, მანქანის ნასოსი კი 8 ატმოსფეროზე ემტს ვერ ჩალიჩობს), ბალონს თუ დაიადებ მერე მისი დასატენი ადგილი უნდა ნახო და იქ ტენო ხოლმე (ისე თხოვნა იქნება ნახმარი და გაუბედურებული ბალონი არ იყიდო აქვე ელიავაზე, 200 ატმოსფერო სახუმარო საქმე არაა, სითხე რომ იყოს ჯანდაბას, გამოპარვის ან გახევის შემთხვევაში, გაასხავს, გაგწუწავს, გაგამწარებს და ეგაა, ჰაერი კი შეკუმშულ მდგომარეობაში.... ჩათვალე ბომბია, ამიტომ სიფრთხილე გმართებს და მხულოდ ძვირიანი და შემოწმებული ბალონები). რაც შეეხება ნასოს, სპეციალური მაღალი წნევის ნასოსი იაფი არ ღირს, ამერიკაშივე ჯდება იგივე პირამიდზე 179$ აქ კროსმინის წარმოამდგენელი ჩამოგიტანს 250270$-ად, მესმის ძვირია, მარა....

პლიუს გაითვალისწინე მარადიორს არ აქვს ღია სამიზნეები, პირდაპირ ოპტიკაზეა გათვლილი, ასე რომ ოპტიკა ნებისნმიერ შემთხვევაში დაგჭირდება.

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 17:25

ja_ja
შენი მიმოხილვა კაი ხნით ადრე წავიკითხე და პრინციპში შენი დამსახურებაა ამ მოდელის ყიდვა რო გადავწყვიტე

ja_ja
კარგ ოპტიკას რა ფასად ვიყიდი აქ

ნასოს რაც შეეხება ჰაცსანის ნასოსი რო ვიყიდო არ გამოდგება?

ხო კიდე ერთი რაც მაინტერესებს 25.22 თუ 177 რომელი ვიყიდო

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2010, 17:33

BEK_M

ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 18:19) *
შენი მიმოხილვა კაი ხნით ადრე წავიკითხე და პრინციპში შენი დამსახურებაა ამ მოდელის ყიდვა რო გადავწყვიტე

ოკ იასნია newsmile05.gif

ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 18:19) *
კარგ ოპტიკას რა ფასად ვიყიდი აქ

ააქ? არ ვიცი, აქაური მაღაზიების მე არ მჯერავს აგერ ერთმა იყიდა ვითომ ბუშნელის ოპტიკა და დაეშალა 1 კვირაში, და ეს მოხდა PCP-ზე, ცეცხლსასროლი და ზამბარიანი პნევმატიკა ალბათ პირველივე გასროლაზე დედას უტირებდა.

მემგონი ჯობია ინტერით რაიმე შეარჩიო და დაიადო, ვთქვათ იგივე ამაზონზე. არ თქვა ახლა სენც რომ აკრძალულია ოპტიკის ჩამოტანა, სანადიტო ოპტიკა უპრობლემოდ ჩამოდის, აკრძალული არის ტაქტიკური, და ჩვენს მებაჟეებს ტაქტიკურში გაყავთ შემდეგი ოპტიკები ღამის ხედვით, სითბოს ხედვით, ინტექრირებული მანძილმზომით და ქარის სიჩქარის მზომით და ასე შემდეგ. დანარცენი სპორტული და სანადირო ოპტიკა პრობლემას არ წარმოადგენს, ბოლო ჩამოტანა მოხდა სულ რაღაც 1 კვირის წინ, უპრობლემოდ ჩამოვიდა, აქაური 919-ის ელოდება მგონი ამ კვირაში ოპტიკას. ასე რომ მაი ლეგენდა არ დამანახოთ newsmile035.gif

ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 18:19) *
ნასოს რაც შეეხება ჰაცსანის ნასოსი რო ვიყიდო არ გამოდგება?

კი გამოდგება, უბრალოდ ფოსტერის კონექტორი დაგჭირდება, ანუ აი ეს



ჩახრახნი მაგ ნასოსში და მიაერთებ მარადიორზე, ი ვსიო. http://www.amazon.com/Female-quick-disconnect-adapter-male-thread/dp/B0018LEZQK/ref=sr_1_fkmr0_3?ie=UTF8&qid=1268577057&sr=8-3-fkmr0 16$ პლიუს გამოგზავნა 6.73 პლიუს ჩამოტანა დამრგვალებული წონით 5$. თუ მართლა გადაწყვიტავ შეიძლება ერთ ორ კვირაში მე დაუკვეთო რაღაცეები პირამიდს და გამოვაყოლებ, აქ ჩამოტანის 5$-ს მაინც გადარჩები (ოღონდ ჯერ წინასწარ ვერ გეტყვი როდის დავუკვეტავ და ჩავეტევი ტუ არა 150-160$-ში რომ განბაჟებაში არ მოვხვდე).

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 17:46

Infrared
გუშIნ მივწერე გრიშას და მითხრა რო 2 კვირაშI გააკეთებს შეკვეთას მე ალბად ამ კVირაში მივცემ ფულს

პოსტის ავტორი: Infrared Mar 14 2010, 18:37

ოოო ძალიან კარგი ინფორმაციაა! ოპტიკის საკითხი გაითვალისწინე მაგას ღია სამიზნე არა აქვს.


პოსტის ავტორი: Davitus Mar 14 2010, 18:51

ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 18:25) *
ხო კიდე ერთი რაც მაინტერესებს 25.22 თუ 177 რომელი ვიყიდო


ბექა, ყველა ვარიანტში .177 კალიბრი უნდა იყიდო შემდეგი მიზეზით: ჯერ ერთი ვთქვათ ტავი დავანებოთ იმას რომ აკრძალულია... 1) ვისაც ჩამოაქვს ის არანაირად არ ჩამოგიტანს სხვა კალიბრს, რადგან დაუშვებელია ეს კალიბრი

2) შენ თვითონ რომ გამოიწერო დაუშვებელი კალიბრი, საბაჟოზე გააჩერებენ და სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან, შესაბამისად ფულიც დაგეკარგება, საქონელიც და შარში გაყოფ თავს

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2010, 19:05

BEK_M

ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 18:25) *
ხო კიდე ერთი რაც მაინტერესებს 25.22 თუ 177 რომელი ვიყიდო

ეს მერე მიამატე newsmile035.gif

ჩვენი კანონმდებლობით 0.177-იანზე მეტი პნევმატიკის ქონა აკრძალულია, შენ თუ კიდევ რაღაცას იხლაფორთებ ეგ შენი საქმეა (საუბარი მაქვს ძველი გადასატეხ ლულიანები არსებობს თბილისში .22 კალიბრში და ასევე საფინანსოს მაღაზიაში იყიდება ტორუმ მაგნუმები 140 ლარად .22 კალიბრში), საზღვარზე გადმოკვეთისას კი გრიშას (და გინს სხვას, იგივე შენს პირად დაკვეთასაც) საქონელს თავიდან ფეხებამდე ამოწმებენ და არალეგალური კალიბრი რომ აღმოჩნდეს, მთელს პარტიას ჩამოართმევენ პლისუ ჯარიმას ლეწავენ. ამიტომაც გრიშა არაფრის დიდებით არ წამოიღებს .22 კალიბრიანს.

გინდა თუ არ გინდა რჩები .177-ზე ანუ 4.5 მილიმეტრზე. ყველანი ეგეთ დღეში ვართ. არადა .22 ნუ შედარება არაა....

ვროდე ამ თებერვალში იგეგმებოდა კანონში იარაღის შესახებ ცვლილებები, მაგრამ არაფერიც არ შეიცვალა newsmile038.gif

P.S. ნუ მარადიორი მხოლოდ .177 და .22 კალიბრშია ჯერჯერობით, 0.25 კროსმანს ჯერ არ გამუშვია, აპრილის ბოლოს იგეგმება გამოშვება. მაგრამ ეგ კალიბრიც როგორც ხვდები ჩვენთან აკრძალულია newsmile038.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 19:14

ja_ja
25 რომელია 177-ს რო ჯობია გასაგებია მარა 22-საც ჯობია?

მოკლე ვყიდულობ და კომპლექტს ვამატებ 2 მჭიდს
ოპტიკაზე ველოდები თქვენს რჩევებს რომელი დავაყენო არ ვიცი

პოსტის ავტორი: ბაზუკა Mar 14 2010, 20:55

BEK_M

ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 20:14) *
25 რომელია

6.35მმ

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 20:56

ბაზუკა
ანუ ყველაზე მაგარი ყოფილა

პოსტის ავტორი: Davitus Mar 14 2010, 23:12

BEK_M

მაგაზე დიდი კალიბრებიც არსებობს... კალიბრის სიდიდთ ვერ განსაზღვრავ "სიმაგრეს" ყველაფერს თავის პლიუს მინუსი აქვს,

საპლინკაოდ, სანადიროდ, მცირე ვარმინტინგისთვის, და უბრალოდ გასართობას .22 იც გეყოფა, თან ტყვიებიც იაფია, შედარებით უფრო უსაფრთხოა შორ მანძილებზე, მოკლედ ეგ .22 ყველაზე იდეალური ვარიანტია, მაგრამ აბსურდული და მარაზმული კანონის წყალობით ძნელია შემოტანა...

პოსტის ავტორი: ბაზუკა Mar 14 2010, 23:36

ციტატა(BEK_M @ Mar 14 2010, 21:56) *
ბაზუკა
ანუ ყველაზე მაგარი ყოფილა

არსებობს 9მმ და 12მმ, და მგონი უფრო დიდებიც
მარა რადგვინდა მაგხელა ყალიბრი? რაზე უნდა ვინადიროთ საქართველოში??
და კიდე სახარჯი მასალა, რაც უფრო დიდია ყალიბრი მითმეტი ენერგია ესაჭიროება მის აჩქარებას
მეტი ენერგია+მეტი ჰაერის პორციის, ანუ მეტი ბუქნები ყოველ გასროლაზე.
ასევე მნიშვნელოვანია თავად ტყვიის ფასი, ყველაზე იაფი რათქმაუნდა 4.5მმ-ის და ფასი მიდის ზრდადობის მიხედვით

კიდევ ერთი და არანაკლებმნიშვნელოვანი, 4.5-ს აქვს ყველაზე სწორი ტრაექტორიის რკალი. ანუ სხვადასხვა მანძილებზე, ოპტიკურ თუ ღია სამიზნეებზე უფრო ნაკლები შესწორებების შეტანაა საჭირო.

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 23:44

მე მაინც 22 მგონია ყველაზე კარგი ვარიანტი ყველა კუთხით

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2010, 23:45

Davitus

ციტატა(Davitus @ 15th March 2010 - 00:12) *
მაგრამ აბსურდული და მარაზმული კანონის წყალობით ძნელია შემოტანა

ძნელი კი არა შეუძლებელია. არა და რამდენ საოცნებო იარაღს გვაკარგინებს ეგ კანონი ეჰ, ეჰ....


BEK_M
ციტატა(BEK_M @ 14th March 2010 - 20:14) *
25 რომელია 177-ს რო ჯობია გასაგებია მარა 22-საც ჯობია?

მოკლე ვყიდულობ და კომპლექტს ვამატებ 2 მჭიდს
ოპტიკაზე ველოდები თქვენს რჩევებს რომელი დავაყენო არ ვიცი

ნუ .25 არის როგორც უკვე თქვეს 6.35, ანუ არის კალიბრები
4.5
5.5
6.35
9.0
.45 (ეს უკვე დუიმებში)
.50 (ესეც უკვე დუიმებში)

მაგალიტად ამერიკაში მსხვილ ცხოველზე ნადირობა .45-ზე ნაკლებით აკრძალულია.

რაც შეხება მაგრობა არ მაგრობას, ძალიან მცდარი იდეაა რომ რაც დიდია მით უკეთესია. ჯერესერთი ერთი დატუმბვა ნაკლებზე გყოფნის, მეორესერსერთი ამუნიცია ძვირი ჯდება, მესამე კიდო ხმა, და ბოლოს უკვე პაწა უკუცემაც არსებობს, პატარა მასის ტყვიას აღარ ისვრი. ხმა იმოდენაა რომ შეიძლება .308 უკან ჩამოიტოვოს.

საქართველოს რეალობიდან ეგეთი დიდი კალიბრები გამოუდეგარია ყველა კუთხით, იდეალური ჩვენთვის არის 0.22 (მასიური გამოყენების მხრივ) და ნუ ერთეულებს შეიძლება მუღამის პონტში მოუნდეთ 0.25 მაგრამ ორივე კანონ გარეშეა.

სხვათაშორის ბოლო პუნქტსაც ვიყტვი და მოვკალით მაგაზე საუბარი, მე არ მიხსენებია 0.20 ანუ 5 მილიმეტრიანი კალიბრი, ეგეც არსებობს, უბრალოდ ძალიან პატარა გავრცელება აქვს, თავიდან გამოშვებული იყო როგორც შუალებული 0.177-სა და .22-ს შორის, უნდა მიეღო ამ კალიბრს ორივე ვარიანტიდან მხოლოდ პლიუსები, იდეაში აიღო კიდევაც მაგრამ გავრცელება ვერ ნახა და პირიქით მცირდება მისი გამოყენების არეალი, .22-მა პრაქტიკულად ჩაანაცვლა, ოლიმპიურ და სპორტულ ვარიანტში კი 0.177 იყო, არისდა იქნება.

რაც შეეხება ოპტიკას. შეიძLება უკვე ზალიან ტრივიალური ტექსტი მოვიყვანო მაგრამ მეგირჩევდი 2 ვარიანტს:

1) http://www.amazon.com/Centerpoint-Optics-Adventure-4-16x40-Shooting/dp/B001PO5QOK/ref=sr_1_2?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1268599151&sr=8-2 - ჯერჯერობით ძვირია ამაზონზე, მალე იმედია დაუბრუნდება სტაბილურ ფასს 83$ სამ კაცს გვაქვს ეს ოპტიკა და ყელამდე კმაყოფილები ვართ, სანადიროდ, საპლინკაოდ და სახეტიალოდ ამაზე კაი ... ნუ კი მოიძებნება, მაგრამ რავიცი მე მოვერგე საკაიფოდ. პლიუს ბონისად მოყვება დასაკეცი ბიპოდი (მარადიორზე ვერ გამოიყენებ, ეგ ბიპოდი იდეალურად მიდის, დისკოზე) და ვივერის საშუალო რინგები, მაგრამ არ გამოგადგება, რადგან მარადიორზე მაღალი და Dovetail-ის რინგები დაგჭირდება

2) http://www.amazon.com/Leapers-4-16x50AO-Illuminated-Mil-Dot-Reticle/dp/B001BR6QDG/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1268599332&sr=1-1 - ნუ ეს სტაბილური ფასი ღირს 81.75$ იდეაში წინას უნდა ჯობნიდეს, რადგან წინა ლინზა აქვს 50 მილიმეტრიანი და არა 40 მილიმეტრიანი, ანუ უფრო ნათელი უნდა იყოს.

და რა თქმა უნდა ორივესთვის საჭირო იქნება მაღალი პროფილის Dovetail-ის რინგები, http://www.amazon.com/AccuShot-Premium-Hi-Profile-Airgun-1-Inch/dp/B001WJ4UT0/ref=pd_sim_p_8 ღირს 9.50$

პოსტის ავტორი: BEK_M Mar 14 2010, 23:52

ja_ja
მარადიორზე რო ოპტიკა გიყენია ის რა ღირს?

პოსტის ავტორი: Davitus Mar 15 2010, 05:04

BEK_M
თუ 30 მმ-იან Vector Optics 6-25x56 გულისხმობ სადღაც 250$ მდე ჯდება

აგერ ნახე

http://airgunshop.ge/index.php?productID=716%5C"

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 15 2010, 09:04

BEK_M

ციტატა(BEK_M @ 15th March 2010 - 00:52) *
მარადიორზე რო ოპტიკა გიყენია ის რა ღირს?

მე ოპტიკა 2 მაქვს და ორივეც მორეგეობით ვაყენებ თოფზე იმის და მიხედვით თუ რას ვაპირებ.

ტირში და ქაღალდზე მიზანში სროლისას 6-25x56-ს ვაყენებმ პლინკაობა და ტყეში ბოდიალისას 4-16x40-ს. კაკრაზ ზემოთ რომ დავწერე ლინკი ამაზონზე რომ იყიდება თავისი ბიპოდიანად ეგ. პროსტა მე ხელზე ვიყიდე 70$-ად (ახლობლის მეგობარი ყიდიდა ამერიკაში და იმისგან ყიყიდე, მერე აღმოვაჩინე რომ ამაზონზეც არის იგივე და ახალი ღირს 83$ newsmile05.gif). მე პირადად კმაყოფილი ვარ ორივეთი.

პოსტის ავტორი: benjamin Sep 15 2012, 23:32

გაუმარგაგიმარჯოტ მაინტერესებს ბენჯამინ მარაუდერის 22.CAL და 25.ცალ 177.ცალ რა განსხვავება რომლის სჰემოტანა სჰეილება და როგორ ვიკიდო ხომ სჰეილება 177 კალიბრს ლულა მოეხსნას და 25 კალიბროს გაუკეტო?


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)