თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ იხვი

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 3 2009, 22:06

დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით...

დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?)

მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ
ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი
და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად.

ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ
მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული,
იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს
და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. newsmile05.gif

ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე,
მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები
ინტენსივობით.

ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის
ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში
იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე.
სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა
თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან....

http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/

ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ
დამოუკიდებელ ჯგუფებად.

გაგრძელება მეზარება, მერე იყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 18 2010, 04:50

მოგესალმებით !
ამ თემაში წარმოვადგინოთ იხვზე ნადირობის მეთოდები და თავისებურებები
ალბათ უპრიანი იქნება სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდეთ, ცოტაოდენი რამ გავარკვიოთ ჩვენს სანადირო ობიექტზე.
იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატისიანები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატისინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები გადამფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.
ამ იხვთაგან ნადირობის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება გარეული იხვს (Anas platyrtynchos).
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
რადგან წონის და ხორცის ხარისხის თვალსაზრისით ის საუკეთესო სანადირო ობიექტია. როგორც ზევით ავღნიშნე იხვები გადამფრენი ფრინველებია და საქართველოში მათი გამოჩენა ემთხვევა მწყერის სეზონის დამთავრებას(ოქტომბრის შუა რიცხვები). იხვის გადაფრენა პირდაპირ კავშირშია მეტეოროლოგიურ პირობებთან და გლობალური დათბობის პირობებიდან გამომდინარე წლიდან წლამდე იხვების გადმოფრენა სულ უფრო გვიან ხდება ხოლმე ადრინდელ წლებთან შედარებით, საქართველოში გადმოფრენის ძირითადი მარშრუტი გადის დასავლეთ საქართველოზე კერძოდ კოლხეთის დაბლობზე, იხვების მასობრივი თავშეყრის ადგილად თამამად შეიძლება ჩაითვალოს პალიასტომის ტბა და მის გარშემო მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული ჭაობიანი დაბლობები.
იხვიზე ნადირობა გადაფრენებისას
შემოდგომის დასვენების შემდეგ იხვი იცვლის ბუმბულს ეგრეთწოდებულ შეწყვილების შეფერილობაზე. გაზაფხულზე გამოჩეკილი იხვებიც ამ დროისთვის უკვე კარგად დაფრინავენ, ასე რომ იწყება ყოველდღიური გადაფრენები დასვენების ადგილებიდან საკვებ ადგილებამდე და უკან. როგორც წესი გადაფრენა იწყება დაბნელებისას დიდი წყალსატევებიდან მდინარეების ან მინდვრების მიმართულებით და დილით გარიჟრაჟზე, იქედან უკან. აღსანიშნავია ასევე, რომ იხვები დილითაც და საღამოთიც დაფრინავენ ერთი და იგივე მარშრუტით, გამომდინარე აქედან უშუალო ნადირობამდე საჭიროა მათი მარშრუტის შესწავლა და კარგი ადგილის შერჩევა ჩასაფრების მიზნით. ასეთ ადგილებში სასარგებლოა წინასწარ მოეწყოს ნაგებობა კამუფლირებული მასალების გამოყენებით, ასევე კარგი იქნება თუ კამუფლირებულ მატერიას მივამაგრებთ ადგილობრივ მცენარეებს (მაგ. გამხმარ ბალახს, ტოტებს ან თუნდაც კამიშს).
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
თუ ასეთი ნაგებობის აგების საშუალებას არ იზლევა ბუნებრივი პირობები, ასეთ შემთხვევაში მონახეთ რაიმე ბუნებრივი საფარი ან ჩაიცვით კამუფლირებული ტანსაცმელი და შეეცადედ რაც შეიძლება გაუნძრევლად ჩაჯდეთ გასროლის მომენტამდე.
ასეთი ტიპის ნადირობისას ძალიან ეფექტურია დამხმარე საშუალებების გამოყენება, იგულისხმება იხვის საყვირი და ჩვენი საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი, იხვის საყვირი ძალიან ეფექტური საშუალებაა იხვის მოსაზიდად დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ არაფერი ვთქვათ გადაფრენაზე. იგივე შეიძლება ითქვას ძაღლზეც, ჩვენი პატარა მეგობარი განსაკუთრებით ეფექტურია საღმოს გადმოფრენის დროს რადგან ჩვენ არ ვკარგავთ არც ერთ წამს ნანადირევის შეგროვებაზე, ასევე არ იკარგება დაჭრილი ფრინველი, და თუ მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეშე საღამოს გადაფრენაზე ნადირობას, ფრინველის ჩამოგდების შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა მისი მონახვა რადგან ამ ოპერაციის გადადების შემთხვევაში 10 დან 9 შემთხვევაში თქვენი ნანადირევი დაიკარგება, მიუხედავად არაჩვეულებრივი ორიენტაციისა.
ერთი ორი სიტყვით ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ
საერთოდ ცნობილი ფაქტია და პირადად მეც ასე ვფიქრობ რომ იხვზე სანადიროდ საჭიროა ძაღლის კონკრეტული ჯიშების ყოლა:
1. http://pix.ge/დრათხაარი
2. http://pix.ge/კურცხაარი
3. http://pix.ge/სპანიელი
4. http://pix.ge/ლაბრადორი
5. http://pix.ge/ლაიკა (ეს უკანასკნელი საქართველოში ნადირობის მიზნით ნაკლებად გამოიყენება და რაოდენობითაც ძალიან შეზღუდულია)
ზემოთ მოყვანილი ძაღლებიდან მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ სპანიელს და დრათხაარს, მათი სიცივის ამტანობისა და წყლის სიყვარულის გამო და არა ყნოსვის თვისებებიდან გამომდინარე, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებიდან ყველაზე კარგი ყნოსვა და ალღო მაინც სპანიელს გააჩნია. დრათხარი გამოირჩევა როგორც ყნოსვით ასევე სიძლიერით, რაც შეეხება ლაბრადორს ამ ჯიშის ძაღლები ცნობილები არიან ნანადირევის მოტანის არაჩვეულებრი უნარით, ლაბრადორებს ასევე უძახიან რეტრივერებს რაც თარგმანში დაკარგულის პოვნას,მოტანას, მოპოვებას ნიშნავს. კურცხაარიც ძალიან ძლიერი ძაღლია რომელსაც გააჩნია არაჩვეულებრივი ყნოსვა.
საღამოს/დილის გადაფრენაზე ნადირობისათვის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხფეხა მეგობრებიდან მე პირადად ლაბრადორს მივანიჭებდი უპირატესობას.

იხვზე სროლის თავისებურებები
ამ თემაზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება ამიტომაც აქ არ მოვყვები სროლის ყველა ტექნიკის ჩამოთვლას უბრალოდ დავაფიქსირებ ძირითად მომენტს, თუკი ვინმეს უნახავს იხვის გადაფრენა მიხვდება, რომ ეს ფრინველი განსაკუთრებით სწრაფად დაფრინავს და ერთ ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელია ფრინველებს შორის თუ არ ჩავთლით ჩიბუხას, იხვის გადაფრენისას ჩვენ გვესმის სპეციფიური ხმა რომელიც სტვენას მოგვაგონებს, ამიტომაც მასზე ხშირად ამბობენ რეაქტიულივით ჩაიფრინაო. მოკლედ მონადირეებს ახალბედასაც და გამოცდილსაც შემიძლია მივცე ერთად ერთი რჩევა, სანამ წახვალთ იხვზე სანადიროდ აუცილებლად გამოსცადეთ ვაზნა. გადავიდეთ უშუალოდ სროლის მომენტზე უმრავლესობას მოკლული ყავს მწყერიც, ქათამიც და ა.შ. საერთოდ ნებისმიერ ფრინველზე ნადირობისას ოქროს წესია რომ სროლის დროს ფრინველს ცოტათი წინ უნდა დაუჭირო ანუ უნდა გამოვთვალოთ ფრინველისა და საფანტის შეხვედრის მომენტი, ხვდებით ალბათ, რომ რაც უფრო სწრაფია ფრინველი მით უფრო იზრდება „წინ დაჭერის“ მანძილიც. მაგალითისათვის შემიძლია მოგიყვანოთ შემთხვევა, როდესაც გადმოფრენის დროს იხვზე 2 მეტრით წინ დაჭერა მომიწია რო ამეყვანა, რათქმაუნდა ასეთ დროს ფასდება არამხოლოდ ფრინველის სისწრაფე არამედ ფრინველსა და თქვენს შორის მანძილიც. კიდევ ერთი რჩევა ახალბედა მონადირეებს ან მათ ვინ ახალი თოფი შეიძინა, ისროლეთ რაც შეიძლება მეტი, შეიგრძენით საკუთარი თოფის შესაძლებლობები!!! (ამისათვის არსებობს სასტენდო კლუბი სადაც შეგიძლიათ სეზონის დაწყებამდე ვარჯიში).

ეხლა იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ! ცოტა არ იყოს დავიღალე ამდენი წერით, თანაც ამასობაში 5:50 წუთი შესრულდა, შემდეგში შვეცდები სტატიები დავწერო იხვზე ფიტულებით, ძაღლით და ნავით ნადირობის შესახებ, ასვე იხვის საყვირზე და მისი გამოყენების ტექნიკაზეც. რათქმაუნდა თუ საინტერესო იქნება ფორუმელებისთვის.

პოსტის ავტორი: feroni Nov 18 2010, 20:48

იხვზე ფიტულებით ნადირობა
ეს თემა ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება რადგან ესეთი ტიპის ნადირობა ითვლება ყველაზე აზარტულ და გასართობ მეთოდად, რადგან ის დაკავშირებულია როგორც იხვების ქცევის შესწავლასთანს ასევე პირადი ტალანტის გამომჟღავნება/გამოყენებასთან. ასეთი ტიპის ნადირობაში განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს სროლაში და იხვის მოზიდვაში შეჯიბის მხარეც, რაც განსაკუთრებით სახალისოს ხდის ნადირობის ამ მეთოდს.
მონადირისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა ფიტულებით ნადირობისას
1. ფიტულები
2. საყვირი
3. ძაღლი ან ნავი
4. სამალავი

დავიწყოთ ფიტულებით
დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არსებობს უამრავი ტიპის ფიტულები, არსებობს პლასმასის, კომპოზიტური მატერიის, რეზინის, ხის, გასაბერი ფიტულები რომლებზეც ოფსეტური ფოტო სურათია დატანებული. ყვალას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს, ამ თემის განხილვა ცოტა შორს წაგვიყვანს ამიტომაც გადავიდეთ უშუალოდ მათ სახეობებზე და გამოყენების მეთოდებზე
იხვებზე დაკვირვებიდან მონადირეებმა და მეცნიერებმაც დაადგინეს იხვის წყალზე მოქცევის ძირითადი პოზიციები. ესენია
1 http://pix.ge/
http://pix.ge/ დასვენება და ძილი

2http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/ აქტიური და ნახევრად აქტიური მოძრაობა საჭმლის ძიების პროცესში

3 http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/ კვების პროცესი

4http://pix.ge/ ჰიგიენური ქცევები

5http://pix.ge/
http://pix.ge/ თანამოძმეების მოხმობის ქცევები

არსებობს ასევე მოტორიზებული ფიტულები რომლებიც ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ იხვების მოზიდვაში ესენია:
http://pix.ge/
http://pix.ge/ წყალზე განლაგებულ გუნდთან მოფრენის იმიტაცია
http://pix.ge/ წრეზე მოცურავე იხვები აქტიური კვების პროცესში (რამოდენიმე წუთში ერთხელ იხვები ყვინთაობენ და თან წრეზე ცურავენ)

ასევე არსებობს მინდორში სანადირო ფიტულები:
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
როგორც ხედავთ აქაც გამოიყენება თითქმის ყველა ის პოზიციარ რომელიც გვხვდება წყალზე.
მაშ ასე, იმის მერე რაც შევიძინეთ იხვის ფითულები გადავიდივართ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, მათ განლაგაბაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფიტულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მათი ხარისხი, მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა მათ განლაგებასთან ანუ ჩვენ შეიძლება დაბალი ხარისხის ფიტულები გვქონდეს მაგრამ იმდენად კარგად განვალაგოდ გუნდი რომ ბევრ, ძვირად ღირებულ და ხარისხიან ფიტულებზე უკეთესი შედეგი მივიღოთ.

სად და როგორ უნდა განვალაგოტ ფითულები?
აქ ძალიან დიდი მნიშვენლობა ენიჭება ქარის მიმართულება. მთვარი პრინციპი ფიტულებით ნადირობისას არი ის რომ ქარი ყოველთვის უნდა გვიბერავდეს ზურგში, რადგან ნებისმიერი ფრინველისთვის როგორც ავიაციაში დაჯდომა გაცილებით რთული პროცესია ვიდრე აფრენა, როდესაც იხვს ქარი ხვდება მკერდში და შესაბამისად ჩვენ ზურგში მას გაცილებით უადვილდება დაჯდომა რადგან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დაჯდომის დროს და სიზუსტეც მეტია. თუმცა ლანდშაფტიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება სამალავის ისე განთავსება რომ ქარი აუცილებლად ზურგში გვიბერავდეს, ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს თვისი რეცეპტი, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკა თვალსაჩინოს ხდის როგორუ უნდა ვიმოქმედოთ განსვავებულ პირობებში.
http://pix.ge/
ყურადღება მიაქციეთ რომ როდესაც ქარი უბერავს მარცხნიდან ან მარჯვნიდან და იხვებიც შესაბამისად მოფრინავენ ქარის მიმართულებით საჭიროა ჩვენი სამალავი ფიტულებიდან 30 მეტრით გადავწიოთ ქარის მიმთულებით, რადგან იხვებს ქარი ზურგში ხვდებათ ისინი პირდაპირ ჩვენს წინ დაეშვებიან და შემდეგ ცურვით მიუახლოვდებიან ჩვენს ფიტულებს, გაცილებით მარტივად არის საქმე როდესაც ქარი ზურგში გვიბერავს, ასეთ დროს ფიტულები უნდა განთავსდეს ჩვენს პირდაპირ20–25 მეტრის მანძილზე რათა არ მოგვიწიოს ახლო მანძილიდანს სროლა და ამგვარად ნანადირევი არ გავაფუჭოთ.
http://pix.ge/
უმთავრესი პრინციპი ფიტულების განლაგების დროს, აუცილებლად დატოვეთ ფითულებს შორის ცარიელი ადგილი, ეს ადგილი ემსახურება იხვებს როგორც დასაფრენი ზოლი, ამ ადგილის გარეშე იხვის წყალზე დასმა თითქმის შეუზლებელი გახდება.
რაც შეეხება მოტორიზებულ ფიტულებს ისინი უნდა განლაგდეს ან უშუალოდ სამალავთან ან გუნდის წინ 10 მეტრით ოღონდ ცოტატი გვედზე გაწეული, რომ ნამდვილ იხვის დაჯდომაში ხელი არ შეუშალოს
ფიტულების რაოდენობა
რამდენი ფიტული არის საჭირო იხვზე წარმატებულად ნადირობისთვის?
ამ კითხვას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, უცხოურ ფორუმებზეც კი ვერ გიპასუხებენ ზუსტად, ყველაზე სწორი პასუხი ალბათ არის
"გააჩნია სიტუაცია"
თუ ვნადირობთ პატარა ტბორზე, ან ტყეში სადაც პატარა ხვრელია ამ შემთხვევაში ალბათ 7-10 ცალიც საკმარისი იქნება (მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო 31 ქარხნის ტბები)
თუ ვნადირობთ საშუალო ზომის ტბაზე (მაგ. კუს ან ლისის ტბა) 12-15 ცალი საკმარისი იქნება
რაც შეეხება მდინარეზე ნადირობას აქაც უნდა ვიმოქმედოთ ტოპოგრაფიიდან გამომდინარე
თუ ვნადირობთ დიდ ტბებზე როგორიც არის პალიასტომი, წალკა, ფარავანი, საღამო და ა.შ. აქ მოქმედებს შემდეგი პრინციპი რაც მეტია უკეთესია
თუმცა ყველაზე კარგი რჩევა მაინც იქნება, დაკვირვება იხვებზე, უნდა დავაკვირდეთ რა რაოდენობის გუნდები მოძრაობენ, ამასთანავე უნდა გვახსოვდეს რომ იხვი ნაკლებათ დაჯდება მასზე ნაკლები გუნდის დაძახილზე ანუ თუ ჩვენს სანადირო არეალში მოძრაობენ იხვის გუნდები შემდგარი მაქსიმუმ 5-12 ერთეულამდე, საჭიროა მინიმ 5-8 ფიტულით მეტის განთავსება

საყვირი (ე.წ. მანოკი)
საყვირები ძირითადად ორი ტიპის არის ერთ ენიანი
http://pix.ge/
და ორ ენიანი
http://pix.ge/
საყვირი შედგება ორი ნაწილისაგან ეგრეთწოდებული inserti-საგან
http://pix.ge/
და barreli-საგან
http://pix.ge/
აწყობილი ვარიანტი
http://pix.ge/
ინსერთი არის ნაწილი რომელზეც დამონტაჟებულია ენა და ბარელი არის ნაწილი რომელშიც უბერავთ. ბარელს იმდენად დიდი მინიშვნელობა არააქვს როგორც ინსერთს, რადგან ხმას გამოსცემს ინსერთი და არა ბარესლი, რათქმაუნდა ბარელიც მნიშვნელოვანია ჰაერის კონტროლის თვალსაზრისით, რაც უფრო დიდია მეტ ჩაბერვასაც მოითხოვს მაგრამ ხმაც ხვანაირი გამოდის, მოკლედ დიდ და პატარა ბარელებს თავიანთი დანიშნულება აქვთ, რომელზეც მერე მოგიყვებით, რაც შეეხება ინსერთებს ძირითადად ორი ტიპის არის ეგრეთწოდებული არკანზასის სტილის და ლუიზიანის სტილის. ეს განსხვავებები გამოიხატება როგორც ინსერტის დაბოლოების მოყვანილობით ასევე ენის ფორმითაც. ერთ ენიან საყვირზე გაცილებით რთულია ხმის იმიტირება ვიდრე ორიანზე, როგორც წესი პროფესიონალი მონადირეები იყენებენ ერთ ენიან საყვირებს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას უნივერსალურია, რა იგულისხმება უნივერსალურობაში?
1 შეუძლიათ ნებისმიერ ტონალობაში ხმის გამოცემა
2 ერთენიანი საყვირს შეუძლია იყოს როგორც ხმამაღალი(მნიშვნელოვანია ღია დიდ წყალსაცავებზე ნადირობისას) ასევე ძალიან ხმადაბალი(რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეში ნადირობისას)
3. ერთენიანი საყვირით შეგიძლია რამოდენიმე იხვის იმიტაცია მოახდინო ერთდროულად
4 ხმის ხარისხიც გაცილებით უკეთესია
5. ერთენიანი საყვირები თითქმის არასდროს არ იჭედება(ცივ ამინდში ნერწყვის გამო ორიანები ხშირად ეწებება ერთმანეთს და ხმას ვეგარ გამოსცემ ან თუ გამოსცემს ძალიან უხეშს)
6 და ბოლოს ერთიანის მოვლა(მომსახურება) გაცილებით ადვილია. ყოველი ნადირობის მერე უბრალოდ უნდა გახსნათ და გააშროთ

რაც შეეხება ხმის გამოცემას
პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ის არის რომ საყვირში არ შეიძლება პრიდაპირი მნიშვნელობით ჩაბერცა, ანუ ჩაბერცის დროს ლოყები არ უნდა გებერებოდეს რაც ნიშნავ იმას რომ ჰაერი უნდა ამოდიოდეს დიაფრაგმიდან. მაგალითად ზამთარში ფანჯარის გაორთქვლა ყველას გვიცდია მემგონი. ზუსტად ეგეთი პრინციპი მოქმედებს. კიდევ კარგი მაგალითია მარცვალი ჰა! მემგონი მიხვდით რაზეც ვსაუბრობ
მეორე და ერთერთი უმთავრესი არის ენის პოზიციონირება პირის ღრუში, წარმოიდგინეთ ეზოს მოწყვის დროს ან მანქანის გარეცხვის დროს რეზინის მილს ეგრეთწოდებულ "შლანგს" ვაფარებთ თითს რათა შევქმნათ წნევა, რომ წყალი რაც შეიძლება შორს გაისროლოს, იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოყვანილობა ანუ რამდენად მაღალი სასა აქვს ადამიანს.
მოკლედ ვაკეთებთ შემდეგ რამეს, ენის წვერი უნდა მივაბჯინოთ ქვედა კბილების უკანა მხარს და ენის შუა ნაწილი წავწიოთ წინ, ამ შემთხვევაში ენა აიწევს სასიკენ და ჰაერს დარჩება ნაკლები ადგილი გამოსასვლელად, რა დროსაც იქმნება წნევა, ასევე მნისვნელოვანია ამოსუნთქვის დროს მუშაობდეს მუცლის კუნთები რომელიც აწვება დიაფრაგმას აადვილებს ამოსუნთქვას. ასე რომ შეიძლება ითქვას ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ ვაბითურებთ იხვებს და ვიყენებთ მუცლის პრესს
ასევე გავრცელებულია აზრი რომ საყვირში ჩაბერვის დროს უნდა თქვა რაიმე სიტყვა რაც გაგიადვილებს ხმის იმიტირებას, ასეთი სიტყვებია quit, whit, quid და ასე შემდეგ, ამ სიტყვების გამოთქმის ტექნიკას თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ სითყვის დაბოლოების დროს ჩვენი ენის შუა ნაწილი ედება სასას რაც არის ზალიან მნიშვნელობანი მომენტი ხმის იმიტაციის დროს, ყოველი"კვაკი" ვიტ-ვიტი მოკლედ იხვის ხმა უნდა სრულდებოდეს მკვეთრად ანუ დიაფრაგმიდან გამოდევნილი ჰაერი მკვეთრად უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში გამოცემული ხმა დაემსგავსება ყროყინს რაც ყვავების მეტს არაფერს მოიზიდავს.
და ყველაზე მთავარი მომენტი სანამ კარგად არ ისწავლით ერთჯერადი კვაკის გამოცემას ნუ დაიწყებთ კომბინაციების კეთებას.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ნახოტ აი ეს
http://www.youtube.com/watch?v=Suu9M9g9xok...feature=related

რაც შეეხება თვითონ საყვირებს და მათ ბრენდებს,
მე ჩემთვის ვიყიდე echo XLT, რაც ნიშნავ Extra Loud Timbers,
ასევე კაგი საყვირები აქვს Rich-in-tones შემოკლებით RNT
ასევე HOBO calls
მოკლედ ბევრი კარგი ფირმაა
თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ როგორი საყვირი გინდათ, იმის გარდა რომ საყვირები ერთ ენიანი და ორ ენიანებია ასევე არის
შეჯიბრებების საყვირები რომლებიც ძალიან ხმამაღალ ხმას გამოსცემენ, ასევე გაშლილი ღია წყალსაცავების საყვირები ესენიც თავის მხრივ ძალია ხმამახლები არიან
არსებობს ტყის და პატარა ტბების საყვირები, მოკლედ ბევრნაირია, მე ჩემი ავირჩიე იმიტომ რომ თითქმის ისეთივე ხმამაღალია როგროც ღია წყალსაცავის საყვირი და ამავდროულად რბლი და დაბალი ხმების გამოცემაც შეუძლია, მოკლედ უნივერსალურია რა
ხო კიდევ ერთი რავ უნდა იცოდეთ დღესდღეობით საყვირებს აკეთებენ აკრილიკისგან არ ვიცი კართულად რა ქვია მაგ მასალას, და ასევე ხისგან, აკრილიკი უვფრო ძვირი ღირს ვიდერე ხის მაგრამ ხის საყვირს უფრო რელისტური ხმაა აქვს ვიდრე აკრილიკს, მოკლედ მე კი მინდოდა აკრილიკის ყიდვა მაგრამ 150 დოლარს ნამდვილად ვერ გავქაჩავდი. რაც შეეხება ხისას, თუ გადაწყვიტავთ ყიდვას შეეცადეთ რომ იყოს cocobola-ს ხისგან დამზადებული, ყველაზე კარგი საყვირები ამ ხისგან კეთდება
როგორც ადამიანებს იხვებსაც თავიანთი ენა აქვთ, არის 4 ძირითადი კომუნიკაცია
ესენია:
1 შორიდად დაძახება
2 მისალმების ხმები
3 დაბრუნების ხმები
4 კვების ხმები
ამ ხმების გამოყენება ხდება კონკრეტულ მომენტებში რასაც ელმანოკით ვერ შეზლებ
კიდევ არსებობს კომუნიკაცია რომელსაც bouncing hens უზახიან და თუ არ ვცდები qajun hen (დარწმუნებული არა ვარ სწორად დავწერე ინგლისურად) მოკლედ პირველი ესე რო ვთქვად აგზნებული და მოთამაშე დედალი იხვის ხმაა არის, მეორე კიდევ გამძღარი იხვის, აი ქე რომ ჩიჩაყვი აქვს ამოვსებული და ბოლომდე ვერ ასრულებს კვატუნს და წაკივლებას გავს უფრო ვიდრე კრიაკვას.
იხვზე დაძახების პრინციპები
რა იგულისხმება ამ პრინციპებში?

როგორც წესი როდესაც იხვს ვიზიდავთ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო ჭყვიტინი, როდესაც იხვებს ვერ ვხედავთ საჭიროა მხოლოდ მისალმების ან შორიდან დაძახების ხმები და ერთჯერადი კვაკი, სხვა საქმეა როდესაც ვხედავტ იხვს, პროცესი იწყება შემდეგ ნაირად
შევამჩნიეთ იხვი შორ მანძილზე, ვიწყებთ შორიდან დაძახების ხმების იმიტირებას, როგორც კი ვნახავთ რომ იხვებმა გაიგეს ჩვენი დაძახება და მიმართულება შეიცვალეს(მოფრინავენ ჩვენსკენ) ასეთ დროს უმბჯობესი იქნება გაჩუმება, იმ შემთხვევაში თუ იხვებმა შეცვალეს მიმართულება, მხოლოდ ასეთ დროს გამოვცემთ მისალმების ხმებს 2–3 ვარიაცია საკმარისია, ანუ როგორც თვითმფრინავს ჭირდება დისპეჩერი და რადარი ასევე იხვებსაც ჭირდებათ სწორი მიმართულების შეხსენება. გადავედით შემდეგ ეტაპზე იხვები გვიახლოვდებიან, ასეთ დროს როგორც წესი გამოსცემენ კვების ხმებს და ერთჯერად კვაკებს, ასევე გდაბმულ ძალიან სწრაფ ჭყვიტინს რომელსაც აქ ვერ აგიხნით უნდა მოისმინოთ.
როგორც წესი იხვი პირველივე ჯერზე არ დაჯდება, ის დაიწყებს ფიტულების ირგვლივ ტრიალს, ასეთ შემთხვევაში იხვს უძახით კონკრეტულ ადგულებში, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, იხვი მოფრინავს ისე რომ ჩვენა გვიყურებს პირდაპირ სახეში და დაიწყო მოტრიალება ჩვენ მას ვუძახით მხოლოდ იმ დროს როდესაც ის გაუსწორდება ჩვენს მარცხენა მხარს, ისევ მოტრიალდება და გვიტყამს წრეს უკვე უკნიდან როგორც კი გაუსწორდება მარჯვენა მხარს ისევ ავაჟღერებთ საყვირს, იხვი აგრძელებს გზას და ჩვენც ვაცლით ცოთა შორს გასვლას ანუ მიდის იქეთ საიდანაც მოვიდა , ვაცლით დაახლოებით 50–70 მეტრით მოშორებას და ვიწყებთ აგრესიულ დაბრუნების ხმების გამოცემას, 10 დან 9 შემთხვევაში იხვი მობრუნდება, ამ დროს ისევ კვების ხმები და თუ თქვენი ფიტულები სწორედ არის განლაგებული ჩათვალეთ, რომ თითქმის 100%–იანი შედეგით იხვი ფიტულებში დაჯდება
თუკი რაიმე გამომრჩა ან კითხვები გეკნებათ მზად ვარ გიპასუხოთ

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

რაც შეეხება ჩვენ ოთხფეხა მეგობარს და სამალავს ყველაფერი იგივეა რაც პირველ სტატიაში

პოსტის ავტორი: riko Dec 12 2010, 11:44

ასე დაწვრილებით და გასაგებად ახსნილი ეს პროცესი არცერთ ქართულ საიტზე არ მოიპოვება. დიდი მადლობა საინტერესო და ფრიად საჭირო ინფორმაციისათვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: woodman Apr 1 2011, 23:09

http://www.youtube.com/watch?v=luEaR3Tj1yk

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 2 2011, 14:06

საინტერესო ფოსტია დიდი მადლობა ავტორს

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 20 2012, 23:44

პოსტის ავტორი: mda Nov 18 2012, 16:06

იხვზე ან ბატზე მცირეკალიბრიანებით, მაგალითად ე.წ. გეკოთი რომ ვინადიროთ ხო შეიძლება, კანონთან ან მორალთან ხომ არ მოვდივართ წინააღმდეგობაში?

იხვზე ნანადირევი არა ვარ და გამოცდილების აზრი მაინტერესებს... რამდენადაც ვიცი ბატზე ნადირობისას მთავარი სირთულე სასროლ მანძილზე მიახლოებაა და გეკო გადაჭრიდა მაგ პრობლემას ჩემი აზრით...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 18 2012, 16:48

mda
კანონით არ არის აკრძალული. ცოტა საშიშია უბრალოდ და დიდი ყურადღება გინდა. გაითვალისწინე რომ წყალი 90% რეკოშეტს აძლევს 22 იანს

პოსტის ავტორი: mda Nov 18 2012, 19:03

კი რეკოშეტს რომ აძლევს ეგ მაქვს კიდეც ნანახი წყალზე, ერთხელ წყლის დონიდან 20-25 მეტრით მაღლიდან (ანუ საკმაოდ დიდი დახრის კუთხე ქონდა) ვისროლე წყლის მიმართულებით და მაშინ გააკეთა რეკოშეტი და წყლის დონიდან რომ ისვრი მაშინ რას იზამს წარმომიდგენია. რა მანძილზე მიფრინავს 22-იანი ხომ არ იცით? ან მომაკვდინებელი ძალა რა მანძილზე აქვს, ნუ რა თქმა უნდა გააჩნია იარაღს, მაგრამ საშუალო მონაცემი მაინტერესებს მაინც.

პოსტის ავტორი: Zhorika Nov 19 2012, 12:10

0.22 1.5კმ ზე ინარჩუნებს სოცოცხლის და/ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ენერგიას. ესე ეწერა ძველი რუსული ვაზნები რომ

გამოდიოდა იმ ყუთს. პრაქტიკაში არ ვიცი შესაძლოა ცოტა ნაკლებზე

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 19 2012, 20:35

mda

მორალურად მართალი იქნები თუ ეგრევე თავში რეხვებ და ბევრს არ აწვალებ newsmile05.gif ეს ხუმრობით.

ჩემთვის პირადად მაგარი აზარტულია მაგ ტიპის ნადირობა, ტოზ-8 მაქვს და ოპტიკური სამიზნით აღჭურვის პროცეში ვარ, იხვზე და , უფრო ბატზე მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ, მაგრამ მართლაც საშიში იარაღია, წყალზეც და ტოტებზეც "ისხლიტავს" ტყვიას, ასე რომ ყურადღებით!

წარმატებები...

პოსტის ავტორი: იეტი Nov 20 2012, 08:03

ციტატა(LeoTaso @ Nov 19 2012, 21:35) *
mda
იხვზე და , უფრო ბატზე მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ

კი თუ მანძილმზომი გაქვს, სხვა შემთხვევაში 90 % აცილებაა 100 მეტრს იქეთ.

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 20 2012, 08:31

ციტატა
მისწრებაა 100-150 მეტრზე სანადიროდ

ხალხო რას ამბობთ კაცო, გამაგიჟებთ თქვენ მე, 100-150 მეტრი თითქმის სნაიპერების სამუშაო მანძილია 7.62 ტყვიით D.gif ნუ ცოტა მეტია, მაგრამ გეკოს ტყვიის 150 მეტრზე გარტყმის შანსი 0-ს ტოლია, მაშინ სროლისათვის იდეალური პირობები უნდა გქოდეს, ქარი, ტემპერატურა, ტენიანობა, და ასე შემდეგ, ამას + ის იხვი იქნება თუ ბატი წყალზე დაცურავს, ხომ არ გაგიჩერდება მოდი მესროლეო? მისი ცურვის სიჩქარეც გასათვალისწინებელია, ასე რომ ამდენი რამეა გასათვალისწინებელი ოპტიკით სროლისას, გეკოს ტყვია ძალიან მსუბუქია და წარმოიდგინეთ ოდნავმა ნიავმა რომ დაუბეროს სად წავა ტყვია 150 მ-ზე რომ ისვრი? მაქს 50-60 მეტრზე იყოს გეკოს ეფექტური სამუშაო მანძილი ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: იეტი Nov 20 2012, 08:58

ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012, 09:31) *
ხალხო რას ამბობთ კაცო, გამაგიჟებთ თქვენ მე, 100-150 მეტრი თითქმის სნაიპერების სამუშაო მანძილია 7.62 ტყვიით D.gif ნუ ცოტა მეტია, მაგრამ გეკოს ტყვიის 150 მეტრზე გარტყმის შანსი 0-ს ტოლია, მაშინ სროლისათვის იდეალური პირობები უნდა გქოდეს, ქარი, ტემპერატურა, ტენიანობა, და ასე შემდეგ, ამას + ის იხვი იქნება თუ ბატი წყალზე დაცურავს, ხომ არ გაგიჩერდება მოდი მესროლეო? მისი ცურვის სიჩქარეც გასათვალისწინებელია, ასე რომ ამდენი რამეა გასათვალისწინებელი ოპტიკით სროლისას, გეკოს ტყვია ძალიან მსუბუქია და წარმოიდგინეთ ოდნავმა ნიავმა რომ დაუბეროს სად წავა ტყვია 150 მ-ზე რომ ისვრი? მაქს 50-60 მეტრზე იყოს გეკოს ეფექტური სამუშაო მანძილი ჩემი აზრით

182 მეტრში კაჭკაჭი მოვკალი პირველივე სროლით.
ნიავის პირობებში. იარაღი marlin 980 ვარმინტი, 22 lr ოპტიკა shirstone 4X32, ტყვია ვინჩესტერი ტ 22, სტანდარტულ სიჩაქრიანი. მანძილმზომი 250 დოლარიანი ბაშნელი.
ვერ ვიტყვი რომ სუფთადგამიმართლა, ვერც იმას რომ 10-დან თუნდაც 8 გავაკეთებ ნებისმიერ დროს newsmile05.gif
წყნარ ამინდში, 150 მეტრამდე , მანძილმზომით და ოპტიკით შესაძლებელია ნადირობა, თუ ოპტიკასთნ მუშაობა გეკერკება და შენ იარაღშ კარგად იცნობ newsmile05.gif
რაც შეეხება სნაიპერების სამუშაო მანძილს 100-150 მეტრს ერთი 3-ჯერ მაინც ცდება.
პ.ს ბოდიშით ოფიზა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 20 2012, 09:08

იეტი

ციტატა
182 მეტრში კაჭკაჭი მოვკალი პირველივე სროლით.
ხო, მაგრამ ამას ყოველთვის ხომ ვერ გააკეთებ?

ციტატა
რაც შეეხება სნაიპერების სამუშაო მანძილს 100-150 მეტრს ერთი 3-ჯერ მაინც ცდება.

ნუ ეს პირობითად ვთქვი, თორემ მანძილი კარგად ვიცი newsmile045.gif გააჩნია სნაიპერსაც და იარაღსაც, მაგალითად СВД-ს სამუშაო მანძილი 400-700 მეტრია მაქსიმუმ, ეგეც მოძრავ ფიგურაში, და 100-150 მეტრი ამ იარაღს აქვს სამუშაო მანძილი თავში, ხოლო ბარეტის სამუშაო მანძილი 1.5-2 კმ-ია D.gif
ბოდიშით ოფისთვის

რაც შეეხება იხვზე გეკოთი ნადირობას, მე არ ვეთანხმები კატეგორიულად, რადგან ძალიან საშიშია

პოსტის ავტორი: იეტი Nov 20 2012, 09:14

ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012, 10:08) *
იეტი
ხო, მაგრამ ამას ყოველთვის ხომ ვერ გააკეთებ?

ნუ ეს პირობითად ვთქვი, თორემ მანძილი კარგად ვიცი newsmile045.gif გააჩნია სნაიპერსაც და იარაღსაც, მაგალითად СВД-ს სამუშაო მანძილი 400-700 მეტრია მაქსიმუმ, ეგეც მოძრავ ფიგურაში, და 100-150 მეტრი ამ იარაღს აქვს სამუშაო მანძილი თავში, ხოლო ბარეტის სამუშაო მანძილი 1.5-2 კმ-ია D.gif
ბოდიშით ოფისთვის

რაც შეეხება იხვზე გეკოთი ნადირობას, მე არ ვეთანხმები კატეგორიულად, რადგან ძალიან საშიშია

ყოველთვის ვერა რათქმაუნდა, მაგრამ შეუძლებელელი ნამდვილად არაა.
იხვზე და ბატზე 22 ლრ-ით არც მე მიმაჩნია სწორად, მიწის ზედაპირზე ისვრი, გაშილილ ადგილას და უსაფრთხოების კუთხით გაუმართლებელია, მითუმეტეს თუ იარაღის უკან ჰარიფი დგას.
აი ქედანზე კარგი პონტია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 20 2012, 09:34

იეტი
ორივე პოსტში 100% გეთანხმები

პოსტის ავტორი: doni Nov 20 2012, 11:53

ეს ყველაფერი კარგი, მარა რა მუღამი აქვს გეკოთი იხვზე და ბატზე ნადირობას? ეგ იგივეა, მწყერზე მანოკით რო ინადირო, თან დამჯდარზე სროლის დედა ვატირე მე. newsmile019.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Nov 20 2012, 16:56

ციტატა(doni @ Nov 20 2012, 12:53) *
ეს ყველაფერი კარგი, მარა რა მუღამი აქვს გეკოთი იხვზე და ბატზე ნადირობას? ეგ იგივეა, მწყერზე მანოკით რო ინადირო, თან დამჯდარზე სროლის დედა ვატირე მე. newsmile019.gif

გეთანხმები ნამდვილაად, მუღამი ნამდვილად გაფრენილის ჩამოკვინწიალებას აქვს newsmile045.gif)

პოსტის ავტორი: Assasin Nov 20 2012, 18:49

ციტატა(chagaraa @ Nov 20 2012, 17:56) *
გეთანხმები ნამდვილაად, მუღამი ნამდვილად გაფრენილის ჩამოკვინწიალებას აქვს newsmile045.gif)

გეთანხმებით 100%. სად პნევმატიკა და გეკოთი ამ ფრინველების მონადირება და
სად ჰაერში მოხსნილი იხვი შენს წინ ბრაგვანს რომ მოადენს. უხხხხხხხხხხ.......... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 26 2012, 09:55

გამარჯობათ.მოკლედ ასეთ შემთხვევა მქონდა რამოდენიმე დღის წინ ,იხვს ვესროლე და სამწუხაროთ ვერ მოვკალი და დაიჭრა,მოკლედ მთლიანი ისტორია რომ არ დავწერო მაინტერესებს როდესაც დაჭრილი იხვი წყალში ჩაყვინთავს რა დროის პერიოდი შეუძლია გაატაროს ჩაყვინთულ მდგომარეობაში და რა მანძილზე ამოყვინთავს?

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 26 2012, 10:01

ციტატა(levani_200 @ 26th December 2012 - 10:55) *
ამარჯობათ.მოკლედ ასეთ შემთხვევა მქონდა რამოდენიმე დღის წინ ,იხვს ვესროლე და სამწუხაროთ ვერ მოვკალი და დაიჭრა,მოკლედ მთლიანი ისტორია რომ არ დავწერო მაინტერესებს როდესაც დაჭრილი იხვი წყალში ჩაყვინთავს რა დროის პერიოდი შეუძლია გაატაროს ჩაყვინთულ მდგომარეობაში და რა მანძილზე ამოყვინთავს?

შეიძლება აღარც ამოყვინთოს და წყლის ქვეშ მოკვდეს

პოსტის ავტორი: Assasin Dec 26 2012, 10:06

ეგეთ სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი ერთხელ. არც ისე დიდ გუბეში დამეთესა კარგა მოზრდილი მამალი იხვი. რაც ჩემმა კოკერმა მაგ წყალში ერთ საათიანი პერუეტები ატარა, მაგრამ ჩემი ფეხები, ვერ ამოვიყვანეთ - "ისპარენიე" დაემართა იხვს :-) მეც მსმენია, რომ მაგ დროს თუ ჩაყვინთა წვდება ნისკარტით წყალქვეშ კამიშების ძირებს და თავს იბრიდავსო vot-tak.gif

პოსტის ავტორი: levani_200 Dec 26 2012, 10:24

თავს რამდენად იკლავს არვიცი მაგრამ იმ ადგილას სადაც ჩაყვინთა საბედნიეროთ კამიშები და ბალახეულობა არარის 100 200 მეტრი ვეძებე მაგრამ ვერც მკვდარი ვნახე და ვერც ცოცხალი D.gif ,უბრალოდ მაინტერესებს რამდენზე გადის წყალქვეშ და რა დროის დაყოფა შეუძლია წყალქვეშ

პოსტის ავტორი: Davitus Dec 26 2012, 22:57

levani_200

მაქსიმუმ გაცუროს 15-20 მეტრი, ეგეც მეეჭვება, ჩვამა (ბაკლანი) იხვზე ბევრად უკეთესი მყვინთავია , ყველაზე დიდი დისტანცია რაც კი ოდესმე მინახავს, დინების მიმართულებით იყო დაახლოებით 50 მეტრი

თუ გაშლილი ტერიტორიაა და ადვილად დასაზვერი, თვალთახედვის არედან არ უნდა გამოგპარვოდა ამოყვინთვა, ასეულობით მეტრს "პრირაჟდიონნი ნირიოკები" ვერ ყვინთავენ

რომ მომკვდარიყო წესით კი უნდა მოტვტივებულიყო, თუ დინება იყო შეიძლება მაინც გამოგეპარა, სხვა არ ვიცი, აკვალანგი თუ ქონდა მოკიდებული მაშინ გაძლებდა 1-2 საათი D.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 26 2012, 23:02

აქ რო დაიწერა კამიშებში იკლავენ იხვებიო თავს ჩაყვინთულიო,ვიმნმეს გქონიათ ეგეთი შემთხვევა?

პოსტის ავტორი: alika77 Dec 26 2012, 23:06

ციტატა(levani_200 @ Dec 26 2012, 11:24) *
თავს რამდენად იკლავს არვიცი მაგრამ იმ ადგილას სადაც ჩაყვინთა საბედნიეროთ კამიშები და ბალახეულობა არარის 100 200 მეტრი ვეძებე მაგრამ ვერც მკვდარი ვნახე და ვერც ცოცხალი D.gif ,უბრალოდ მაინტერესებს რამდენზე გადის წყალქვეშ და რა დროის დაყოფა შეუძლია წყალქვეშ

ხდება ასეთი რამ თუ წყალი დაბალია დაჭრილი იხვი ყვინთავს და ბალახებს ნისკარტით ეჭიდება შანსი არაა რო ამოტივტივდეს სადამ არ გაიხწნება. ფოთელებისაგან გამიგია ასეთი რამ

პოსტის ავტორი: Davitus Dec 26 2012, 23:14

megreli
alika77

მე ეგ ბაიკების სერიიდან მგონია, ახსნაც შემიძლია რატომ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: alika77 Dec 26 2012, 23:16

Davitus
რავიცი ნაცნობი მონადირეა ზღვისპირეთიდან და იმან მითხრა ასეთი რამ იცის იხვმაო

პოსტის ავტორი: Davitus Dec 26 2012, 23:19

alika77

ხო ნუ რავიცი, ახლა მეცნიერულ ნაშრომს ვერ დავდებ, ყველას აქვს ტავისი მოსაზრება

პოსტის ავტორი: alika77 Dec 26 2012, 23:23

ნუ ეხლა თუ იმდენს ესვრის კაცი რომ იხვი ჯართში ან ფერად ლითონში ჩასაბარებელი გახდეს ალბათ ჩაიძირება D.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 27 2012, 00:07

მეც გამიკვირდა თუ ეგრე იკლავს თავს რამდენი ხანი მოეჭიდება იმ ბალახებს D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 27 2012, 08:55

KTX-100

ციტატა(KTX-100 @ 27th December 2012 - 09:49) *
თავს იკლავს არა კვატი, პიტბული ხომ არ არის ჩაეჭიდოს და აღარ გაუშვას

ეკეტება და კრიჭა ეკვრება D.gif D.gif D.gif .ბევრისგან გამიგია ეს რომ Eწიდება და იბრიდებაო მარა მე არ მინახავს ეგეთი რამე

პოსტის ავტორი: ilariona Dec 27 2012, 09:06

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეჭიდება წყალმცენარეს დაჭრილი იხვი, ნავით დავედევნეთ ჩამოგდებულს და ცხირწინ დაგვიყვინთა, საკმაოდ გამჭვირვალე წყალი იყო და ყველაფერი კარგად ჩანდა. ხოდააა ვისაც გვჯერა გაგვატარეთ newsmile05.gif

ისტორიის ბოლო ისაა, რომ ციოდა და ძალზედ დიდხანს ველოდეთ მის ამოყვინთვას, ბოლოს მივატოვეთ და არ ვიცი ამოყვინთა თუ არა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Dec 27 2012, 09:19

ilariona
შენი ავატარიც ეგ პონტია ხო? D.gif D.gif ელოდა ელოდა ელოდა ამოყვინთვას და კი სდრუზა გაბრაზებულმა ჩაქუჩი D.gif

შეიძლება ეჭიდება, მაგრამ არამგონია სიკვდილამდე ეჭიდებოდეს, თვითგადარჩენის ინსტინქტი უბედური რამეა, და რომც იხრჩობოდეს იქ, სიკვდილის შემდეგ აუცილებლად ამოტივტივდება მაღლა

პოსტის ავტორი: ilariona Dec 27 2012, 09:31

KTX-100
ერთი რაც ვიცი სასწაულად ბრთხილი ფრინველია, ერთხელ ყულევის არხებს მივუყვებოდით ნავით და ჩიროკი აგვიფრინდა, ვტკუცეთ და წყალში ჩამოვარდა, აშკარად დაჭრილი იყო.

მივუახლოვდით ნავით და ჩაყვინთა, სადღაც 10 წუთი ლოდინის მერე მოვუსვი ნიჩბები და თურმე ნავის ქვეშ გვემალებოდა newsmile05.gif 10 წუთი გაყუჩული ნავის ქვეშ იჯდა და არ ინძრეოდა newsmile05.gif

მამაძაღლი ფრინველია და შესაძლოა ჯინაზე თავიც მოიკლას, ლიჟბი შენს ხელში არ ჩავარდეს.

ისე ბევრ ფრინველსა და ცხოველს ახასიათებს თვითმკველობა გაჭირვების ჟამს, ასე რომ მე არაფერი არ მიკვირს.

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 27 2012, 22:45

ilariona

ციტატა(ilariona @ 27th December 2012 - 10:06) *
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეჭიდება წყალმცენარეს დაჭრილი იხვი

მეც მინახავს, უფრო სწორად ჩემი ძმის ძაღლმა ჩაყვინთა და ამოიყვანა დაჭრილი კვატა მუხლამდე წყლიდან, ვიცი ზოგს არარეალურად მოეჩვენება, მაგრამ ეგრე იყო რა...

აი თავის მოკვლა მეც "ზღაპარი" მგონია newsmile05.gif

კსტატე დასავლეთში კარგადაა შემოსული, 30-ში მივდივარ ორი კვირით, დიდ იმედებს ვამყარებ კაი ნადირობაზე ...

აი ასე უნდა მოვატყუო კვატიები D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 28 2012, 00:37

LeoTaso
საღოლ ლიმინა მაგრა დაგიმუღამებია !ცოტა ტემპი მაგას და მაგარი იქნება

პოსტის ავტორი: Davitus Dec 28 2012, 00:47

ციტატა(LeoTaso @ 27th December 2012 - 23:45) *
აი ასე უნდა მოვატყუო კვატიები

კაია, ცოტა ტემპი უნდა დაიჭირო: ალეგროსა და ანდანტეს შორის newsmile05.gif მგონი : ალეგრეტო newsmile05.gif

ისე კაი გაძლებას ვუსურვებ შენს ფილტვებს ის 2 კვირა

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 28 2012, 00:55

Davitus

ციტატა(Davitus @ 28th December 2012 - 01:47) *
ისე კაი გაძლებას ვუსურვებ შენს ფილტვებს ის 2 კვირა

პაპიროსს არ ვეწევი, ასე რომ არ მიჭირს D.gif

პოსტის ავტორი: woodman Dec 29 2012, 23:32

სანამ გუნდს არ დაინახავ მანამდე მარტოხელა იხვის ხმა უნდა გამოსცე თითო თითო კვაკით. მისალმების ხმა სულაც არ არის საჭირო აი გუნდი რომ გამოჩდება მერე მისალმების ხმები უნდა. და თუ მოგიახლოვდა მაშინ კვების ხმები უნდა შეიყვანო.

პოსტის ავტორი: feroni Sep 14 2013, 08:20

ვიცი ცოტა ადრეა იხვი მაგრამ მაინც იყოს, ზამთრის ნადირობაა
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ესეც სატყუარა
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 22 2013, 17:40

feroni
იქნებ ისეთი ვიდეო(ები) დადო სადაც სროლის ზოგიერთ თავისებურებაზე ამახვილებენ ყურადღებას დიდათ დამავალებ! თუ მოგეპოვება იხვზე რაღა თქმა უნდა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 22 2013, 17:58

მაქსიმუსა
აგერ ეს ნახე ცოტა ძველია მაგრამ ძალიან სასარგებლო ვიდიუა, თანაც სპორტინგზეა რომელიც ყველაზე მიახლოებულია ნადირობასთან

პოსტის ავტორი: feroni Nov 22 2013, 18:09

აგერ ეს კიდევ ცალ-ცალკეა სხვა და სხვა ტრაექტორიები როგორ უნდა დაამუშაო, ლინკებს დავდებ თორე ვიდეოები რო ჩავსვა მთელ გვერდს წაიღებს
http://www.youtube.com/watch?v=P8e_mFxWgnw
http://www.youtube.com/watch?v=iUctqKRqsu0
http://www.youtube.com/watch?v=qbx-s0PMjh0
http://www.youtube.com/watch?v=YiRhLT04b0c
http://www.youtube.com/watch?v=EprA2ZefjWM
http://www.youtube.com/watch?v=Dwlcp4PDao8
http://www.youtube.com/watch?v=EPL2B8caHFk
http://www.youtube.com/watch?v=k30ycLCfmU0
http://www.youtube.com/watch?v=euUJxTgODKY
http://www.youtube.com/watch?v=vSwx4sXSr8o
http://www.youtube.com/watch?v=SgQcCmV6sxU
http://www.youtube.com/watch?v=4iudkOLUnDI
http://www.youtube.com/watch?v=KEDQqIPFW8o
http://www.youtube.com/watch?v=KOtSfE5ut4I
http://www.youtube.com/watch?v=YQlxSnPhPQg
http://www.youtube.com/watch?v=v2VJSQ3zl0Q
http://www.youtube.com/watch?v=4sdzvd5_Y_0

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 22 2013, 18:52

feroni
მადლობა

blashe.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 22 2013, 18:52

ეს კიდევ ვისაც მათემატიკური გამოთვლები აინტერესებს იმათთვის

პოსტის ავტორი: feroni Nov 22 2013, 19:06

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 22 2013, 19:28

ჯიგარი ხარ რააა! აი ესენი და ყველა მაგარია მადლობაა!

პოსტის ავტორი: feroni Nov 22 2013, 19:50

მაქსიმუსა
არაფერს, აბა შენ იცი, არ გამაზო იცოდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 22 2013, 22:35

ეხლა გადავაწყდი საინტერესო ფოლდერს დაკარგული მეგონა და ვიპოვე მაგრამ ყველა ვიდეო არ არის :((
მოკლედ 2008 წელია, თუ გახსოვთ პალიასტომი, რომ გაყინა, ჰოდა სანამ გაყინავდა წინა დღით წავედით ფიჩორში სანადიროთ და ჩავრჩით კიდევაც, ანუ ჩვენ გვეგონა, რომ უბრალოდ ცივათქო და კარვიდან რომ გამოვედით კანალი დაგხვდა შემდეგ მდგომარეობაში და მერე პალიასტომიც!

როგორც იქნა გამოვაღწიეთ ამ წყეული პატარა არხიდან და შევედით კუკანში, ვინც არ იცის რა არის კუკანი, აგერ ნახეთ ბატონო, პატარა ამაზონკაა ოღონდ ზამთარში.

მერე ისევ დავბრუნდით კარავში სადაც პატარა ტუნტულიკა გველოდებოდა newsmile05.gif
სხვათაშორის კარგი მდევარი გამოვიდა ეს პატარა, მერე დაიკარგა, დიდი ხანი ვეძებეთ მაგრამ უშედეგოთ :(
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ესეც ერთი საათის სეირნობის შედეგი
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

მოკლედ ამ უიხვობამ რეპორტიორად მაქცია რაა newsmile040.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 25 2013, 04:59

ბარემ მეც მივამატებ ცოტცოტას!

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Nov 25 2013, 05:10

ეს დიდი

http://postimage.org/

და ეს მცირე ბატასანი

http://postimage.org/

14 ესეთი ყავდა გადაყლაპული!

პოსტის ავტორი: aragveli Dec 13 2013, 18:25

ჯერ ისედაც არ მომწონდა არასდროს იხვზე ნადირობა (ნაბულის იხვს თუ არ ჩავთვლით) კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ ხომ საერთოდ, რა სიამოვნებააა დგეხარ იყინები მოფრინდა ესროლე მოკალიი, სროლით სტენდზეც გაერთობა გაცილებით უკეთესად კაცი. ძალიან დამწყდა გული 18 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო , 1 სკინტლიანი იხვის გულისთვის.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 13 2013, 18:52

იხვზე ნადირობა რა სიამოვნებაა?მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ არ გაიყინო არსებობს სპეციალური ეკიპირება. იხვზე სანადიროდ დადიან და არა სასროლად. ან რა შუაშია ნადირობა და სტენდი... ჩემთვის ნადირობა უბრალო გართობაზე გაცილებით მეტია, სხვისთვის როგორ არის არვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სახლში ხელცარიელი დაბრუნებული არასოდეს ვწუწუნებ რომ გავიყინე და არც მეორე დილას მეზარება წასვლა ამ შედეგის მერე. მგონი არსებობს მონადირე და არსებობს მონადირე. რაღაც ცუდად მოხვდა ყურს შენი დაწერილი newsmile05.gif გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ გემოვნებაა ვითომ ნადირობა? გემოვნებაზე უფრო უკურნებელი სენია newsmile045.gif მონადირედ იზრდებიან და მიმაჩნია რომ გაზრდილი ადამიანი დიდი ვერაფერი მონადირე გამოვა.

პოსტის ავტორი: aragveli Dec 13 2013, 19:09

ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2013, 19:52) *
იხვზე ნადირობა რა სიამოვნებაა?მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ არ გაიყინო არსებობს სპეციალური ეკიპირება. იხვზე სანადიროდ დადიან და არა სასროლად. ან რა შუაშია ნადირობა და სტენდი... ჩემთვის ნადირობა უბრალო გართობაზე გაცილებით მეტია, სხვისთვის როგორ არის არვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სახლში ხელცარიელი დაბრუნებული არასოდეს ვწუწუნებ რომ გავიყინე და არც მეორე დილას მეზარება წასვლა ამ შედეგის მერე. მგონი არსებობს მონადირე და არსებობს მონადირე. რაღაც ცუდად მოხვდა ყურს შენი დაწერილი newsmile05.gif გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ გემოვნებაა ვითომ ნადირობა? გემოვნებაზე უფრო უკურნებელი სენია newsmile045.gif მონადირედ იზრდებიან და მიმაჩნია რომ გაზრდილი ადამიანი დიდი ვერაფერი მონადირე გამოვა.

შენ არ ვიცი ნადირობას რას ეძახი და როგორ გესმის საერთოდ ეგ სიტყვა მარა მე რაც დავწერე გასაგებად დავწერე და პირველად არ დამიწერია, რაც ნადირობას ეხება შენგან ნამდვილად არ მესწავლება, რას ნიშნავს სიცივე და სირთულეების გადალახვა . იხვი ჩემთვის სანადირო ობიექტებს შორის ყოველთვის უკან იდგა იმიტომ რომ ნებისმიერი ფრინველი რომელზეც მეძებრით გასვლა და ნადირობა არ გამოდის უინტერესოა ჩემთვის. მონადირე მე ძაღლით მესმის, შენ სხვანაირად. ნუღარ გამიგრძელებ ახლა ამ თემაზე კამათს.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 13 2013, 19:26

ვწუხვარ მაგრამ არ გეთანხმები. ძაღლი არავის გამოურიცხავს და სულ სხვა კონტექსტში გადახვედი. მწყერზე უძაღლოდ და ფრი ფრიის ძალხილით არავინ დადის. საკამათო რა მაქვს, მე ჩემი აზრი დავწერე. თუ მოდერატორთან დებატები ჯარიმდება ვორნით? კარგი წარმატებები ნადირობაში.

პოსტის ავტორი: kupra Dec 13 2013, 19:27

ციტატა(aragveli @ Dec 13 2013, 19:25) *
ჯერ ისედაც არ მომწონდა არასდროს იხვზე ნადირობა (ნაბულის იხვს თუ არ ჩავთვლით) კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ ხომ საერთოდ, რა სიამოვნებააა დგეხარ იყინები მოფრინდა ესროლე მოკალიი, სროლით სტენდზეც გაერთობა გაცილებით უკეთესად კაცი. ძალიან დამწყდა გული 18 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო , 1 სკინტლიანი იხვის გულისთვის.

vetanxmebi.gif 1000%

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 13 2013, 19:36

aragveli
smekosmeko
kupra
მაგ მიზეზის გამო ვერ ჩათვლი იხვზე ნადირობას უინტერესოს. მეც შემეცოდა ეს ახალგაზრდა მაგრამ ეგრე შეიზლება მწყერზეც და ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო ობიექტზე ნადირობას შეეწიროს ადამიანი

პოსტის ავტორი: aragveli Dec 13 2013, 19:44

ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2013, 20:26) *
ვწუხვარ მაგრამ არ გეთანხმები. ძაღლი არავის გამოურიცხავს და სულ სხვა კონტექსტში გადახვედი. მწყერზე უძაღლოდ და ფრი ფრიის ძალხილით არავინ დადის. საკამათო რა მაქვს, მე ჩემი აზრი დავწერე. თუ მოდერატორთან დებატები ჯარიმდება ვორნით? კარგი წარმატებები ნადირობაში.

არაფერი არ ჯარიმდება ჩემო ძმაო, მე ჩემი შეხედულება მაქვს შენ შენი, წლების განმავლობაში მეც ვნადირობდი და მეც ვმდგარვარ ბევრჯერ დილის და საღამოს გადაფრენაზე, მაგრამ მერე მივხვდი რომ ამ ნადირობაში ჩემთვის საინტერესო არაფერი იყო და შევეშვი. გაფრენილი ფრინველი და თოფის სროლა ეგ არის ჩემთვის თქვენი იხვზე ნადირობა და მანდ მე ესთეტიურ სილამაზეს და სიამოვნებას ვერ ვხედავ და თქვენ თუ ხედავთ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 13 2013, 20:52

ვისაც არ მოგწონთ გაგვატარეთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Dec 13 2013, 21:28

იხვზე უფაროდ თითქმის აღარავინ "ნადირობს". სამწუხაროდ.

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 13 2013, 21:34

შადი შამოდი
მე ვარ ეგეთი გამონაკლისი ბატონო შადიმან newsmile05.gif იშვიათად ვნადირობ იხვზე მაგრამ რაც მინადირია ფანარი არასოდეს გამომიყენებია(ალბათ რომ არ მაქვს მაგიტომ newsmile090.gif ) უფრო არხებზე ვნადირობდი ბავშობაში აწეულ იხვზე , "პერელიოტზე" ეხლაც არ მხიბლავს ნადირობა სიცივის გამო xexe.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 13 2013, 22:17

მეც ვარ ეგეთი გამონაკლისი კიდევ. არ მხიბლავს აი ყველაზე ბოლო თემააა იხვზე ნადირობა რა, მაგრამ ბევრჯერ მარტო გამითენებია ღამე მტკვარზეც და წყალშიდაც ჩავარდნილვარ, ფოთშიც ბევრჯერ ვყოფილვარ და სხვადასხვა მდინარეებში მაგრამ სიმართლე, რომ გითხრა ვერ დავუმუღამე რა. რა ფრინველია და რა უნდა ვაფშე რა, ყოველი ნადირობის მერე ჩემს თავს ვეუბნები, რამ რა გინდა რას იყინები რას დაეძებ იხვის დედაც კაროჩე რა სტრანი როჟაა რა მაგარი არ მევასებია დაყიყინებენ

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 13 2013, 22:26

ჰერცოგი
ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს ნადირობისას newsmile045.gif მე რამდენჯერაც ვყოფილვარ კმაყოფილება მიმიღია newsmile05.gif ეგ არის ცოტა პერელიოტი არ მხიბლავს xexe.gif
ეხლაც რომ მახსენდება ბავშობაში გატარებული ნადირობები იხვზე არხებზე ჩავლით და კამიშებიდან ამოწეული იხვებზე სროლები ნოსტალგია მაწვება newsmile05.gif

თუმცა პერელიოტსაც თავის ხიბლი აქვს შებნელებულზე ფრთების სივსივის ხმები და სილიუტის დანახვისას თოფიდან გავარდნილი ცეცხლი newsmile05.gif დაცემის ხმის მოსმენა წყალში ჩავარდება თუ მიწაზე იმის დამახსოვრება და მერე მათი ძებნაც მთელი აზარტია newsmile05.gif
ასე რომ ყველა ნადირობას უნდა მიუდგე ესთეტიკურად და სიამოვნებს ყოველთვის მიიღებთ !!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sergi88 Dec 13 2013, 22:53

ციტატა(zaxara @ 13th December 2013 - 22:34) *
მე ვარ ეგეთი გამონაკლისი ბატონო შადიმან იშვიათად ვნადირობ იხვზე მაგრამ რაც მინადირია ფანარი არასოდეს გამომიყენებია

მინდა გითხრათ,რომ არც ნე გამომიყენებია ფარ არასოდეს იხვზე ნადირობისას(შეიძლება იგივე მიზეზის გამოც)

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 13 2013, 22:56

ზახარა
კი გეთანხმები რომ აზარტულიც არის მაგრამ სხვა სტილია რა საერთოდ ძაღლთან თითქმის შეხება არ გაქვს, დგახარ და ელოდები ის ყიყინა კვერცხი როდის გადმოგიფრენს სასტავები შემხვედრია იხვს და ბაკლანს ვერ ცნობდენ და ვაფშე რაც მოძრაობს ყანჩა მანჩა ყველაფერს ესროდენ ღამეში.
და ისეთი მონადირეებისაც მესმის რომელთაც მაგრად სიამოვნებთ ტყეში სიმფონიის მოსმენა და სიარული და მაგათვის ამდაგვარი ნადირობა ცოტა არასაინტერესოა

პოსტის ავტორი: darcho Dec 13 2013, 22:59

ასე უფერულად რატომ უყურებთ იხვზე ნადირობას ვერ ვხვდები ალბათ ამიტომაცაა რომ არ გხიბლავთ, ჩემთვის მაგალითად ერთ ერთი ყველაზე საინტერესოა. კამუფლირება, ფიტულები, საყვირი... უამრავი წვრილმანი გასათვალისწინებელი .... ამ დროს სროლა უკვე უკანა პლანზე გადადის და ეს.

გახვიდე მდნარის ტბის პირას დადგე ხის ქვეშ და ცაში იყურო ნეტა რამემ გამოიფრინოს ვესროლოვო ეს მართლა არ არის საინტერესო.

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 13 2013, 23:06

ციტატა(hercogi997 @ 13th December 2013 - 23:56) *
ისეთი მონადირეებისაც მესმის რომელთაც მაგრად სიამოვნებთ ტყეში სიმფონიის მოსმენა და სიარული და მაგათვის ამდაგვარი ნადირობა ცოტა არასაინტერესოა

იმიტომ ვამბობ ყველაფერს თავისი მუღამი და ხიბლი აქვს newsmile05.gif
გონჩატნიკებისთვის მდევრების დევნა ყეფით აუღწერელი სიამოვნებაა
მეძებრების მიმდევრებისთსვის თავიანთი ძაღლების მუშაობა და ნაბულები
მეიხვეობა საერთოდ ცალკე მცნებაა და არა ის რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ...
იხვზე ნადირობა ფიტულებით და ხელოვნური საყვირებით , კამუფლირების შერჩევა და "შალაშების" მოწყობა ... ქვეყანა პროცედურაა რაც მე არ გამიგია კიდევ , ეს ყველაფერი ხელოვნებაა მეიხვეებისთვის და მესმის მეც ამ ხალხის როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მიმდევრეობების newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Dec 13 2013, 23:24

ნერვები მომეშალა ახლა. ჯობია არაფერი ვთქვა, მაგრამ ვიტყვი რომ იხვზე ნადირობისასაც იყენებენ მეძებრებს. ჩემ მეზობელს ყავს ძაღლი, სეტერი. გავალთ მტკვარზე, ძაღლი მოძებნის ადგილს, ზის და მაღლა იყურება. არ გაინძრევა იქამდე სანამ არ ჩამოაგდებ, ან სახლში არ წამოიყვან ძალით. განა ამაში არაა სილამაზე? ცალსახად ნუ შეხედავთ.

ზახარიუს როგორც ყოველთვის ამჯერადაც მართალი ხარ. ყველაფერს აქვს თავის ხიბლი. მე მაგალითად ნომერში ჯდომა არ მხიბლავს, ზიხარ შენთვის, თოვლში და ელოდები როდის მოვა ნადირი, თუ მოვიდა ესვრი, თუ არ მოვიდა არ ესვრი. მიუხედავად იმისა რომ გონჩატნიკებთან უფრო ხშირად დავდივარ, მაინც არ მომწონს , ამიტომ დავდივარ ხოლმე სულ სარეკში. მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვთქვა ნომერში ჯდომა უინტერესოა მეთქი. არაფერს ვიტყვი მეთქი მაგრამ მაინც შემომეწერა...

პოსტის ავტორი: megreli Dec 14 2013, 00:28

ზახარა

ციტატა(zaxara @ 13th December 2013 - 23:26) *
ეხლაც რომ მახსენდება ბავშობაში გატარებული ნადირობები იხვზე არხებზე ჩავლით და კამიშებიდან ამოწეული იხვებზე სროლები ნოსტალგია მაწვება

თუმცა პერელიოტსაც თავის ხიბლი აქვს შებნელებულზე ფრთების სივსივის ხმები და სილიუტის დანახვისას თოფიდან გავარდნილი ცეცხლი დაცემის ხმის მოსმენა წყალში ჩავარდება თუ მიწაზე იმის დამახსოვრება და მერე მათი ძებნაც მთელი აზარტია

აი არც კი ვიცი რა დავამატო,მაგარი მომენტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 14 2013, 09:58

მთელი ღამე ფარით დადიან პატარა ტბებში (ან ნახევრად დამშრალ ტბებში) და დილის პერლიოტზე იხვი არ აკეტებს გადაფრენას (რადგან ღამით არ გააჩერეს ტბებში) თან ძაან ცნობილ სანადირო ადგილებში, რა უნდა ამ ფაქტის აღკვეთას. დარწმუნებული ვარ უბრალოდ გზის გასანათებლად რომ იყენებს ფანარს ეგ უფრო დაჯარიმდება ვიდრე ნადირობისათვის ვინც იყენებს. ამათი შიშით 2 ლარიანი ძააან პატარა ფანარით უნდა გაინათო გზა რადგან მოზრდილ ფანარს ბრაკონიერობაში მიგაწერენ.

პოსტის ავტორი: Davitus Dec 14 2013, 10:18

აი მაგიტომაც არის ნადირობა მრავალფეროვანი და მომხიბვლელი, რომ ყველაფერი ერთბაშად იშვიათად არის, და არ გაქვს არჩევანი მწყერზე წახვიდე, ტყის ქატამზე, იხვზე, და ა.შ. პერიოდების მიხედვით რომ არის, მაგაშია მუღამი.

დეკემბერში, იანვარში და თებერვალში ისეთი გარემოა, მწყერი საერთოდ არც მახსენდება D.gif მანდ იხვი და ბატი მინდა, ასევე აგვისტოში სულ არ გამისწორდება იხვზე წასვლა, როცა ცხელა და მწყერია მინდორში

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 14 2013, 19:36

aragveli
შადი შამოდი
მთალდ მასეც არარის საქმეnewsmile05.gif

მთვარეზე ნადირობა იხვზე ერთერთი უმაგრესია.

რაც შეეხება ფარს,ტყეში შესულ კაცს ფარით ნადირობა ეპატიება დამიჯერეთ,ეგ ეერთადერთი შემთხვევააა სადაც ფარი წმინდა მონადირული გაგებით ბრაკობა არააა. რომ არ შემეკამათოს ვინმე ვიტყვი რომ არასოდეს მინადირია ფარით ქათამზე და აქიდან დასკვნა რომ მე არა ვარ ბრაკონიერიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 14 2013, 19:43

გზის გასანათებლად თუ გამოიყენებს იმ ფარს ხომ კარგი, მაგრამ იხვების და სხვა რამე რუმეების დასახოცად არავის არაფერი არ ეპატიება

პოსტის ავტორი: feroni Dec 14 2013, 19:45

ნოსო მიუხედავათ შენი არგუმენტებისა მე მაინც ვფიქრობ, რომ ფარით ნადირობა კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს და ეხლავე გეტყვი რატომ.
ვის თუ არა შენ კარგად გეცოდინება იმ ბრიგადების შესახებ ქობულეთიდან და წყალწმინდიდან, რომ ჩამოდიან და იხვს ასობით და არ შემეშინდება ამ სიტყვის ათასობით ხოცავენ ფარზე, შემდეგ ის იხვი იმ ტყეში აღარ ბრუნდება და ასე დასდევენ ყველგან.
როგორც ზევით გიწერია, არის ღამით ნადირობის საშუალება და ამას ბუნება გვაძლევს სავსე მთვარის სახით, თვეში რამოდენიმე დღე საკმარისი უნდა იყოს ღამე ნადირობისთვის.

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 14 2013, 19:54

ორ სიტყვას ვიტყვი იხვზე ნადირობის შესახებ;

ჩემი აზრით ამ ფრინველზე ნადირობის ნამდვილი სიამოვნება თუ გინდა შეიგრძნო კოლხეთის ჭაობებს უნდა ესტუმრო, იქაა ნამდვილი საიხვე ადგილები თავისი ისლიან-ტორფიან-ლაქაშიანი ნოყოებით.
ვისაც არ უნადირია შებინდებისას სასირზე (პერელიოტზე), შუაგულ ტყეში წელამდე წყალში მდგარს... არ უნახავს "მომჯდომო" იხვის კისერწაგრძელებული, მუქი სილუეტი მოვარდისფრო ცაზე...
... ან მეძებრით არ უძებნია ნოყო-ნოყო, ჭილოფ-ტალახ განაბული ფრინველი, დიდი ვერაფერი გამოცდილება და შესბამისად კომპეტენცია ქონია ამ ფრინველზე ნადირობისა.

კუმისი, მტკვარი...
გადაფრენაზე ფარით...

ეს არც მე მომწონს , მგრამ სანამ აქეთ ვარ(აღმოსავლეთში), მტკვარი და ხრამია ჩემთვის ფიჩორიც, ტანისწყალიც, აშანათიც და იმტათიც .

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 14 2013, 20:12

მე პროპაგანდას კი არ ვეწევი ხალხნო სწორად გამიგეთ.მაგრამ იხვს აქვს ისეთი დრო როდესაც ვერსად მოკლავ არც,გადაფრენაზეა ,არც წყალზე გხვდება და არც არხებში,მხოლოდ ერთ რომელიღაც ტყის მასივს ამოარჩევს და იმას მოაჯდება ხოლმე. ანუ ხოცვა ჟლეტა აქ უარესი ხდება გონკით რომ მოზდევდნენ მერაბისვილები პაგრანიჩნი კატერებით.
ასე რომ შევთანხმდეთ ყველანნი იმაზე რომ უმთვარეო ღამეში ფიჭორის ტყეში წასული კაცისათვის კარგი სანათი საშუალება აუფილებელი ატრიბუტია თუმცა კანონგარეშე რომ უნდა იყოს ფარითნადირობა ეგ უდაოა. მე პირადად მაინც ყველაზე მეტად მიყვარს მთვარეზე მოსული იხვზე ნადირობა.

პ.ს. თუმცა ყველგან არის რაღაც გამონაკლისი და ამაზე ვსაუბრობ ახლა მე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Dec 14 2013, 20:18

ფარით ნადირობა კანონგარეშეა კომუნისტების დროიდან.. ახლა იმდენი იხვი აღარ არის.. 90-იანებში , მახსოვს ფარით და კომბლით იხვზე მონადირე მრეწავთა ბრიგადები, სწორედაც მაგ ადგილებში - კოლხეთის ჭაობებში. საქმე იხვის მოკვლა კი არა, ტყიდან გამოტანა იყო. 25 იხვი გამოაქვს ერთგზობაზეო - ე.ი. მაგარი მონადირეაო. მაშინ დამკვიდრდა წესად (პატრონი აღარავინ იყო) ეგ უბედურება და ჩაითვალა ჩვეულებრივ ამბად. მის მერეა, მეგრელ და გურულ მონადირეს ლამპა-ფარი თოფზე არანაკლებ მნიშვნელოვან ატრიბუტად რომ მიაჩნია. სასირზე დგომა მოთელვად ითვლება.. ნადირობა მერე იწყება: იხვის დაჯდომის ხმა, გადანათება, აფრენა, გასროლა.. .. დღეს აღმოსავლეთსაქართველოც ამ ჭკუაზეა. . ნოსოსგან კი გამიკვირდა.

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 14 2013, 20:31

შადი შამოდი
მე პროპაგანდას არ ვეწევი ბატონო შადიმან,არც მომწონს ეს საქმე საერთოდ უბრალოდ საუბარს მოყვა და ვთქვი ის რაც ხდება ნამდვილად,მე არასოდეს წავსულვარ ქათამზე ფარით და არც წავალ იმიტომ რომ არანაერი აზარტი ამაში არარის.თუმცა იხვზე ნადირობა არის აზარტული ნამდვილად და ძალიან მძიმე შესასრულებელია ამ ტიპის ნადირობა.აქამდე იმას მიყავხარ რომ იხვზე მეტი ქუთაისელი(კონკრეტულად ნუ მიწყენს ვინმე)შეგხვდება ხოლმე პულიმიოტით და 150 კუბატურიანი მატორით და ჩვეულებრივი წესით იხვის მონადირება ძალიან რთული ხდება დრო და რდო.
მოკლედ რომ ვთქვათ პალიასტომე თუ იგონკავა ვინმემ ჩათვალე რომ იხვი გადარნეაზე აღარ მოვა.ამიტომ რჩება სხვა გზაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 14 2013, 20:31

საერთოდ აღმოსავლეთის მონადირეებსა და კოლხი მონადირეებს შორის ტრაფეის აღქმა სხვანაერად ხდებაnewsmile05.gif თუ ჩემთვის იხვი მონადირება გამოისახება 2 ციფრიანი შედეგით,მაქეთ ასე არარიnewsmile05.gifმაქ 2 ცალი იხვი ტრაფეინად ითვლება. პირადად მე კმაყოფილი ვბრუნდები სახლში თუ 10 ცალი იხვი მყავს აღვანილი.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 14 2013, 21:02

ნოსო
10 იხვი გყავს შენდა წილან მოკლული 1 ნადირობაზე ?
ისეთ რაღაცას იძახი ნოსო რომ თითქოს ამართლებ იმ ხალხს ვინც ნადირობს ფარით რა უნდა ქნანო? იხვი ირჩევს 1 ადგილს და იქ იკრიბება მთელი იხვი და ეს ფარით მონადირეები ხოცავენ და ხოცავენ იმ ადგილებში ჯოხებით დაბრმავებულ იხვებს
ჩემის აზრით უნდა გაკონტროლდეს და გამკაცრდეს იხვზე ნადირობა ამ ეტაპზე, რომ არ იბრაკონიერონ იხვი ისეთი ფრინველია უყვარს ერთი და იგივე ადგილებში თავმოყრა და იქ იკრიბებია დიდი რაოდენობით, შემდეგ რამდენიმე ხნის მერე ის ადგილი წყინდება და ახალ ახალ ადგილებს ეძებენ და იმ ადგილის მოძებნას არავინ აცლის ეგრევე ხოცავენ უზომოდ

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 15 2013, 00:28

ამ თემაზე საუბარი და კამათი უსასრულობამდე შეიძლება,არ ღირს,ყველამ უნდა აკონდროლოს მისი სიტუაცია.მე არავის ვამართლებ.

ხოდა შეიძლება ყველა ნადირობაზე ვერ მოვკალი 10 ცალი იმიტომ რომ აქ ძალიან აურზაურია და ყველა ვისაც კი თოფი აქვს მონადირე გონია თავი ამიტომ ვერ ვკლავ ხშირად ამ რაოდენობას და ვარ უკმაყოფილო.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 15 2013, 10:11

კაცო რომ ვერ ვკლავთ ეს იმას ნიშნავს ბრაკონიერულად მოვიპოვოთ? ეს მიზეზია? ძალიან ბევრს ვკითხულობ აქ და ვხედავ რომ 40% მონადირეების არის ბრაკონიერი. ახლა წარმოიდგინეთ მინდვრებში რა ხდება..... ღამით ფარით გაწყვიტავთ იხვებს, მე ვდგები დილით ძალიან ადრე და ვუცდი აუზირს პირას პერელიოტზე მაგრამ რატომღაც იხვი არ გადმოდის.. რატომ? იმი ტომ ვირაცამ ვერ გაძღა ღამით? ზოაგადად ფანარი ძალიან მიყვარს მაგრამ თავის დანიშნულებით! ღამით თუ პერელიოტზე ჩამოვაგდე იხვი, ფანრით ვეძებ სად დავარდა და სახლში დაბრუნებისას გზას ვინათებ (ფეხით მივდივართ სახლში). შთაბეჭდილება მრჩება რომ მეხორცეები უფრო მომრავლდნენ ვიდრე მონადირეები. ნადირობა ეგეთი ადამიანებისათვის სახლში ხორცის დაყრა და ქეიფია. და სუფრასტან რას ყვებით? ვააახ მე ღამით კომბლით ვხოცე იხვიო? სასაცილოა, მაგრამ ვშიშობ სატირალისაა ამავდროულად. ჩვენს შვილებს იხვი სურათზეც არ დარჩება მგონი...

პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 19 2014, 07:13

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 11 2014, 20:47

იხვზე ნადირობა მომენატრაა !
http://postimg.cc/image/gl8ta1avf/

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 12 2014, 19:33

ბოდიშით პატარა სურათისთვის

პოსტის ავტორი: par514 Nov 5 2014, 21:22

ციტატა(ვიტო @ Dec 3 2009, 23:06) *
დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით...

დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?)

მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ
ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი
და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად.

ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ
მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული,
იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს
და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. newsmile05.gif

ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე,
მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყ**ბი ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები
ინტენსივობით.

ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის
ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში
იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე.
სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა
თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან....

http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/

ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ
დამოუკიდებელ ჯგუფებად.

გაგრძელება მეზარება, მერე იყოს newsmile05.gif

მადლობა ძალიან საინტერესო სტატიისთვის, ერთი კითხვა მაქვს, ატასჯერ მომისმენია უცხოელი ექსპერტებისგან, რომ რაც მეტია და სხვადასხვა ჯიშის კველა უკეთესი არისო და რა ვქნა ეხლა რომელს უნდა დაუჯერო?)))

პოსტის ავტორი: Davitus Nov 5 2014, 21:33

par514

ციტატა(par514 @ 5th November 2014 - 22:22) *
რაც მეტია და სხვადასხვა ჯიშის კველა უკეთესი არისო და რა ვქნა ეხლა რომელს უნდა დაუჯერო?)))

იქნებ უკეთ ჩამოაყალიბოთ წინადადება, თორემ მართლა ვერაფერი ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: feroni Nov 6 2014, 16:38

par514
სხვადასხვა სახეობის იხვის ფიტულები რათქმაუნდა კარგია მაგრამ ერთმანეთში ნუ შეურევ ცალ ცალკე გუნდებად დასვი ერტმანეთისგან მინიმუმ 20 მეტრის მოშორებით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 30 2014, 00:52

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 24 2014, 22:37

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 9 2015, 13:53

ახალი თემა გავხსენი და აქ გააგრძელეთ ამ სეზონის იხვებზე ლაპარაკი და განხილვები newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12345

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 1 2015, 23:32

პოსტის ავტორი: par514 Feb 9 2015, 11:03

ციტატა(feroni @ Nov 18 2010, 21:48) *
იხვზე ფიტულებით ნადირობა
ეს თემა ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება რადგან ესეთი ტიპის ნადირობა ითვლება ყველაზე აზარტულ და გასართობ მეთოდად, რადგან ის დაკავშირებულია როგორც იხვების ქცევის შესწავლასთანს ასევე პირადი ტალანტის გამომჟღავნება/გამოყენებასთან. ასეთი ტიპის ნადირობაში განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს სროლაში და იხვის მოზიდვაში შეჯიბის მხარეც, რაც განსაკუთრებით სახალისოს ხდის ნადირობის ამ მეთოდს.
მონადირისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა ფიტულებით ნადირობისას
1. ფიტულები
2. საყვირი
3. ძაღლი ან ნავი
4. სამალავი

დავიწყოთ ფიტულებით
დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არსებობს უამრავი ტიპის ფიტულები, არსებობს პლასმასის, კომპოზიტური მატერიის, რეზინის, ხის, გასაბერი ფიტულები რომლებზეც ოფსეტური ფოტო სურათია დატანებული. ყვალას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს, ამ თემის განხილვა ცოტა შორს წაგვიყვანს ამიტომაც გადავიდეთ უშუალოდ მათ სახეობებზე და გამოყენების მეთოდებზე
იხვებზე დაკვირვებიდან მონადირეებმა და მეცნიერებმაც დაადგინეს იხვის წყალზე მოქცევის ძირითადი პოზიციები. ესენია
1 http://pix.ge/
http://pix.ge/ დასვენება და ძილი

2http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/ აქტიური და ნახევრად აქტიური მოძრაობა საჭმლის ძიების პროცესში

3 http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/ კვების პროცესი

4http://pix.ge/ ჰიგიენური ქცევები

5http://pix.ge/
http://pix.ge/ თანამოძმეების მოხმობის ქცევები

არსებობს ასევე მოტორიზებული ფიტულები რომლებიც ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ იხვების მოზიდვაში ესენია:
http://pix.ge/
http://pix.ge/ წყალზე განლაგებულ გუნდთან მოფრენის იმიტაცია
http://pix.ge/ წრეზე მოცურავე იხვები აქტიური კვების პროცესში (რამოდენიმე წუთში ერთხელ იხვები ყვინთაობენ და თან წრეზე ცურავენ)

ასევე არსებობს მინდორში სანადირო ფიტულები:
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
როგორც ხედავთ აქაც გამოიყენება თითქმის ყველა ის პოზიციარ რომელიც გვხვდება წყალზე.
მაშ ასე, იმის მერე რაც შევიძინეთ იხვის ფითულები გადავიდივართ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, მათ განლაგაბაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფიტულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მათი ხარისხი, მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა მათ განლაგებასთან ანუ ჩვენ შეიძლება დაბალი ხარისხის ფიტულები გვქონდეს მაგრამ იმდენად კარგად განვალაგოდ გუნდი რომ ბევრ, ძვირად ღირებულ და ხარისხიან ფიტულებზე უკეთესი შედეგი მივიღოთ.

სად და როგორ უნდა განვალაგოტ ფითულები?
აქ ძალიან დიდი მნიშვენლობა ენიჭება ქარის მიმართულება. მთვარი პრინციპი ფიტულებით ნადირობისას არი ის რომ ქარი ყოველთვის უნდა გვიბერავდეს ზურგში, რადგან ნებისმიერი ფრინველისთვის როგორც ავიაციაში დაჯდომა გაცილებით რთული პროცესია ვიდრე აფრენა, როდესაც იხვს ქარი ხვდება მკერდში და შესაბამისად ჩვენ ზურგში მას გაცილებით უადვილდება დაჯდომა რადგან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დაჯდომის დროს და სიზუსტეც მეტია. თუმცა ლანდშაფტიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება სამალავის ისე განთავსება რომ ქარი აუცილებლად ზურგში გვიბერავდეს, ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს თვისი რეცეპტი, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკა თვალსაჩინოს ხდის როგორუ უნდა ვიმოქმედოთ განსვავებულ პირობებში.
http://pix.ge/
ყურადღება მიაქციეთ რომ როდესაც ქარი უბერავს მარცხნიდან ან მარჯვნიდან და იხვებიც შესაბამისად მოფრინავენ ქარის მიმართულებით საჭიროა ჩვენი სამალავი ფიტულებიდან 30 მეტრით გადავწიოთ ქარის მიმთულებით, რადგან იხვებს ქარი ზურგში ხვდებათ ისინი პირდაპირ ჩვენს წინ დაეშვებიან და შემდეგ ცურვით მიუახლოვდებიან ჩვენს ფიტულებს, გაცილებით მარტივად არის საქმე როდესაც ქარი ზურგში გვიბერავს, ასეთ დროს ფიტულები უნდა განთავსდეს ჩვენს პირდაპირ20–25 მეტრის მანძილზე რათა არ მოგვიწიოს ახლო მანძილიდანს სროლა და ამგვარად ნანადირევი არ გავაფუჭოთ.
http://pix.ge/
უმთავრესი პრინციპი ფიტულების განლაგების დროს, აუცილებლად დატოვეთ ფითულებს შორის ცარიელი ადგილი, ეს ადგილი ემსახურება იხვებს როგორც დასაფრენი ზოლი, ამ ადგილის გარეშე იხვის წყალზე დასმა თითქმის შეუზლებელი გახდება.
რაც შეეხება მოტორიზებულ ფიტულებს ისინი უნდა განლაგდეს ან უშუალოდ სამალავთან ან გუნდის წინ 10 მეტრით ოღონდ ცოტატი გვედზე გაწეული, რომ ნამდვილ იხვის დაჯდომაში ხელი არ შეუშალოს
ფიტულების რაოდენობა
რამდენი ფიტული არის საჭირო იხვზე წარმატებულად ნადირობისთვის?
ამ კითხვას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, უცხოურ ფორუმებზეც კი ვერ გიპასუხებენ ზუსტად, ყველაზე სწორი პასუხი ალბათ არის
"გააჩნია სიტუაცია"
თუ ვნადირობთ პატარა ტბორზე, ან ტყეში სადაც პატარა ხ**ელია ამ შემთხვევაში ალბათ 7-10 ცალიც საკმარისი იქნება (მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო 31 ქარხნის ტბები)
თუ ვნადირობთ საშუალო ზომის ტბაზე (მაგ. კუს ან ლისის ტბა) 12-15 ცალი საკმარისი იქნება
რაც შეეხება მდინარეზე ნადირობას აქაც უნდა ვიმოქმედოთ ტოპოგრაფიიდან გამომდინარე
თუ ვნადირობთ დიდ ტბებზე როგორიც არის პალიასტომი, წალკა, ფარავანი, საღამო და ა.შ. აქ მოქმედებს შემდეგი პრინციპი რაც მეტია უკეთესია
თუმცა ყველაზე კარგი რჩევა მაინც იქნება, დაკვირვება იხვებზე, უნდა დავაკვირდეთ რა რაოდენობის გუნდები მოძრაობენ, ამასთანავე უნდა გვახსოვდეს რომ იხვი ნაკლებათ დაჯდება მასზე ნაკლები გუნდის დაძახილზე ანუ თუ ჩვენს სანადირო არეალში მოძრაობენ იხვის გუნდები შემდგარი მაქსიმუმ 5-12 ერთეულამდე, საჭიროა მინიმ 5-8 ფიტულით მეტის განთავსება

საყვირი (ე.წ. მანოკი)
საყვირები ძირითადად ორი ტიპის არის ერთ ენიანი
http://pix.ge/
და ორ ენიანი
http://pix.ge/
საყვირი შედგება ორი ნაწილისაგან ეგრეთწოდებული inserti-საგან
http://pix.ge/
და barreli-საგან
http://pix.ge/
აწყობილი ვარიანტი
http://pix.ge/
ინსერთი არის ნაწილი რომელზეც დამონტაჟებულია ენა და ბარელი არის ნაწილი რომელშიც უბერავთ. ბარელს იმდენად დიდი მინიშვნელობა არააქვს როგორც ინსერთს, რადგან ხმას გამოსცემს ინსერთი და არა ბარესლი, რათქმაუნდა ბარელიც მნიშვნელოვანია ჰაერის კონტროლის თვალსაზრისით, რაც უფრო დიდია მეტ ჩაბერვასაც მოითხოვს მაგრამ ხმაც ხვანაირი გამოდის, მოკლედ დიდ და პატარა ბარელებს თავიანთი დანიშნულება აქვთ, რომელზეც მერე მოგიყვებით, რაც შეეხება ინსერთებს ძირითადად ორი ტიპის არის ეგრეთწოდებული არკანზასის სტილის და ლუიზიანის სტილის. ეს განსხვავებები გამოიხატება როგორც ინსერტის დაბოლოების მოყვანილობით ასევე ენის ფორმითაც. ერთ ენიან საყვირზე გაცილებით რთულია ხმის იმიტირება ვიდრე ორიანზე, როგორც წესი პროფესიონალი მონადირეები იყენებენ ერთ ენიან საყვირებს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას უნივერსალურია, რა იგულისხმება უნივერსალურობაში?
1 შეუძლიათ ნებისმიერ ტონალობაში ხმის გამოცემა
2 ერთენიანი საყვირს შეუძლია იყოს როგორც ხმამაღალი(მნიშვნელოვანია ღია დიდ წყალსაცავებზე ნადირობისას) ასევე ძალიან ხმადაბალი(რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეში ნადირობისას)
3. ერთენიანი საყვირით შეგიძლია რამოდენიმე იხვის იმიტაცია მოახდინო ერთდროულად
4 ხმის ხარისხიც გაცილებით უკეთესია
5. ერთენიანი საყვირები თითქმის არასდროს არ იჭედება(ცივ ამინდში ნერწყვის გამო ორიანები ხშირად ეწებება ერთმანეთს და ხმას ვეგარ გამოსცემ ან თუ გამოსცემს ძალიან უხეშს)
6 და ბოლოს ერთიანის მოვლა(მომსახურება) გაცილებით ადვილია. ყოველი ნადირობის მერე უბრალოდ უნდა გახსნათ და გააშროთ

რაც შეეხება ხმის გამოცემას
პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ის არის რომ საყვირში არ შეიძლება პრიდაპირი მნიშვნელობით ჩაბერცა, ანუ ჩაბერცის დროს ლოყები არ უნდა გებერებოდეს რაც ნიშნავ იმას რომ ჰაერი უნდა ამოდიოდეს დიაფრაგმიდან. მაგალითად ზამთარში ფანჯარის გაორთქვლა ყველას გვიცდია მემგონი. ზუსტად ეგეთი პრინციპი მოქმედებს. კიდევ კარგი მაგალითია მარცვალი ჰა! მემგონი მიხვდით რაზეც ვსაუბრობ
მეორე და ერთერთი უმთავრესი არის ენის პოზიციონირება პირის ღრუში, წარმოიდგინეთ ეზოს მოწყვის დროს ან მანქანის გარეცხვის დროს რეზინის მილს ეგრეთწოდებულ "შლანგს" ვაფარებთ თითს რათა შევქმნათ წნევა, რომ წყალი რაც შეიძლება შორს გაისროლოს, იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოყვანილობა ანუ რამდენად მაღალი სასა აქვს ადამიანს.
მოკლედ ვაკეთებთ შემდეგ რამეს, ენის წვერი უნდა მივაბჯინოთ ქვედა კბილების უკანა მხარს და ენის შუა ნაწილი წავწიოთ წინ, ამ შემთხვევაში ენა აიწევს სასიკენ და ჰაერს დარჩება ნაკლები ადგილი გამოსასვლელად, რა დროსაც იქმნება წნევა, ასევე მნისვნელოვანია ამოსუნთქვის დროს მუშაობდეს მუცლის კუნთები რომელიც აწვება დიაფრაგმას აადვილებს ამოსუნთქვას. ასე რომ შეიძლება ითქვას ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ ვაბითურებთ იხვებს და ვიყენებთ მუცლის პრესს
ასევე გავრცელებულია აზრი რომ საყვირში ჩაბერვის დროს უნდა თქვა რაიმე სიტყვა რაც გაგიადვილებს ხმის იმიტირებას, ასეთი სიტყვებია quit, whit, quid და ასე შემდეგ, ამ სიტყვების გამოთქმის ტექნიკას თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ სითყვის დაბოლოების დროს ჩვენი ენის შუა ნაწილი ედება სასას რაც არის ზალიან მნიშვნელობანი მომენტი ხმის იმიტაციის დროს, ყოველი"კვაკი" ვიტ-ვიტი მოკლედ იხვის ხმა უნდა სრულდებოდეს მკვეთრად ანუ დიაფრაგმიდან გამოდევნილი ჰაერი მკვეთრად უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში გამოცემული ხმა დაემსგავსება ყროყინს რაც ყვავების მეტს არაფერს მოიზიდავს.
და ყველაზე მთავარი მომენტი სანამ კარგად არ ისწავლით ერთჯერადი კვაკის გამოცემას ნუ დაიწყებთ კომბინაციების კეთებას.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ნახოტ აი ეს
http://www.youtube.com/watch?v=Suu9M9g9xok...feature=related

რაც შეეხება თვითონ საყვირებს და მათ ბრენდებს,
მე ჩემთვის ვიყიდე echo XLT, რაც ნიშნავ Extra Loud Timbers,
ასევე კაგი საყვირები აქვს Rich-in-tones შემოკლებით RNT
ასევე HOBO calls
მოკლედ ბევრი კარგი ფირმაა
თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ როგორი საყვირი გინდათ, იმის გარდა რომ საყვირები ერთ ენიანი და ორ ენიანებია ასევე არის
შეჯიბრებების საყვირები რომლებიც ძალიან ხმამაღალ ხმას გამოსცემენ, ასევე გაშლილი ღია წყალსაცავების საყვირები ესენიც თავის მხრივ ძალია ხმამახლები არიან
არსებობს ტყის და პატარა ტბების საყვირები, მოკლედ ბევრნაირია, მე ჩემი ავირჩიე იმიტომ რომ თითქმის ისეთივე ხმამაღალია როგროც ღია წყალსაცავის საყვირი და ამავდროულად რბლი და დაბალი ხმების გამოცემაც შეუძლია, მოკლედ უნივერსალურია რა
ხო კიდევ ერთი რავ უნდა იცოდეთ დღესდღეობით საყვირებს აკეთებენ აკრილიკისგან არ ვიცი კართულად რა ქვია მაგ მასალას, და ასევე ხისგან, აკრილიკი უვფრო ძვირი ღირს ვიდერე ხის მაგრამ ხის საყვირს უფრო რელისტური ხმაა აქვს ვიდრე აკრილიკს, მოკლედ მე კი მინდოდა აკრილიკის ყიდვა მაგრამ 150 დოლარს ნამდვილად ვერ გავქაჩავდი. რაც შეეხება ხისას, თუ გადაწყვიტავთ ყიდვას შეეცადეთ რომ იყოს cocobola-ს ხისგან დამზადებული, ყველაზე კარგი საყვირები ამ ხისგან კეთდება
როგორც ადამიანებს იხვებსაც თავიანთი ენა აქვთ, არის 4 ძირითადი კომუნიკაცია
ესენია:
1 შორიდად დაძახება
2 მისალმების ხმები
3 დაბრუნების ხმები
4 კვების ხმები
ამ ხმების გამოყენება ხდება კონკრეტულ მომენტებში რასაც ელმანოკით ვერ შეზლებ
კიდევ არსებობს კომუნიკაცია რომელსაც bouncing hens უზახიან და თუ არ ვცდები qajun hen (დარწმუნებული არა ვარ სწორად დავწერე ინგლისურად) მოკლედ პირველი ესე რო ვთქვად აგზნებული და მოთამაშე დედალი იხვის ხმაა არის, მეორე კიდევ გამძღარი იხვის, აი ქე რომ ჩიჩაყვი აქვს ამოვსებული და ბოლომდე ვერ ასრულებს კვატუნს და წაკივლებას გავს უფრო ვიდრე კრიაკვას.
იხვზე დაძახების პრინციპები
რა იგულისხმება ამ პრინციპებში?

როგორც წესი როდესაც იხვს ვიზიდავთ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო ჭყვიტინი, როდესაც იხვებს ვერ ვხედავთ საჭიროა მხოლოდ მისალმების ან შორიდან დაძახების ხმები და ერთჯერადი კვაკი, სხვა საქმეა როდესაც ვხედავტ იხვს, პროცესი იწყება შემდეგ ნაირად
შევამჩნიეთ იხვი შორ მანძილზე, ვიწყებთ შორიდან დაძახების ხმების იმიტირებას, როგორც კი ვნახავთ რომ იხვებმა გაიგეს ჩვენი დაძახება და მიმართულება შეიცვალეს(მოფრინავენ ჩვენსკენ) ასეთ დროს უმბჯობესი იქნება გაჩუმება, იმ შემთხვევაში თუ იხვებმა შეცვალეს მიმართულება, მხოლოდ ასეთ დროს გამოვცემთ მისალმების ხმებს 2–3 ვარიაცია საკმარისია, ანუ როგორც თვითმფრინავს ჭირდება დისპეჩერი და რადარი ასევე იხვებსაც ჭირდებათ სწორი მიმართულების შეხსენება. გადავედით შემდეგ ეტაპზე იხვები გვიახლოვდებიან, ასეთ დროს როგორც წესი გამოსცემენ კვების ხმებს და ერთჯერად კვაკებს, ასევე გდაბმულ ძალიან სწრაფ ჭყვიტინს რომელსაც აქ ვერ აგიხნით უნდა მოისმინოთ.
როგორც წესი იხვი პირველივე ჯერზე არ დაჯდება, ის დაიწყებს ფიტულების ირგვლივ ტრიალს, ასეთ შემთხვევაში იხვს უძახით კონკრეტულ ადგულებში, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, იხვი მოფრინავს ისე რომ ჩვენა გვიყურებს პირდაპირ სახეში და დაიწყო მოტრიალება ჩვენ მას ვუძახით მხოლოდ იმ დროს როდესაც ის გაუსწორდება ჩვენს მარცხენა მხარს, ისევ მოტრიალდება და გვიტყამს წრეს უკვე უკნიდან როგორც კი გაუსწორდება მარჯვენა მხარს ისევ ავაჟღერებთ საყვირს, იხვი აგრძელებს გზას და ჩვენც ვაცლით ცოთა შორს გასვლას ანუ მიდის იქეთ საიდანაც მოვიდა , ვაცლით დაახლოებით 50–70 მეტრით მოშორებას და ვიწყებთ აგრესიულ დაბრუნების ხმების გამოცემას, 10 დან 9 შემთხვევაში იხვი მობრუნდება, ამ დროს ისევ კვების ხმები და თუ თქვენი ფიტულები სწორედ არის განლაგებული ჩათვალეთ, რომ თითქმის 100%–იანი შედეგით იხვი ფიტულებში დაჯდება
თუკი რაიმე გამომრჩა ან კითხვები გეკნებათ მზად ვარ გიპასუხოთ

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

რაც შეეხება ჩვენ ოთხფეხა მეგობარს და სამალავს ყველაფერი იგივეა რაც პირველ სტატიაში

კარგია და ინფორმატიული. . .

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 21 2015, 14:41

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 21 2015, 18:18

მომადგა ნერწყვი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 22 2015, 12:32

2 სექტემბერს მწყერზე ვიყავი სანადიროდ. წვიმიანი ამინდი იყო და ალაზანზე იხვი მაგრად მოძრაობდა. შარშანაც ამ დროს შევნიშნე პირვეად იხვი კახეთში.

პოსტის ავტორი: utruxune Sep 22 2015, 18:44

ციტატა(უიარაღო @ Sep 22 2015, 13:32) *
2 სექტემბერს მწყერზე ვიყავი სანადიროდ. წვიმიანი ამინდი იყო და ალაზანზე იხვი მაგრად მოძრაობდა. შარშანაც ამ დროს შევნიშნე პირვეად იხვი კახეთში.

ვახ დალოცვილი ალაზანი გამოჩნდა უკვე..? თელავისკენ თუ ქვევით უფრო. ორი კვირის წინ მეც გადამიარეს თავზე კარგმა გუნდმა ალაზნის პირებზე ჩეროკები იყვენ

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 23 2015, 15:15

ქვევით უფრო. ბევრად ქვევით.

პოსტის ავტორი: utruxune Sep 24 2015, 11:33

ხო მეც მასოს ტბებისკენ შევამჩნიე

პოსტის ავტორი: Gianni Nov 3 2015, 18:39

აბა რა ხდება წელს იხვის სიყვარულში?

ლეგენდა არსებობს რომ საქართველოში იხვი შემოვაო D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 29 2016, 23:42

პოსტის ავტორი: PREDATOR May 2 2016, 17:39

პოსტის ავტორი: Ika Exs May 6 2016, 20:24

PREDATOR

ყველაზე მაგარი და სახალისო ვიდეოა რაც კი ნადირობის ვიდეოები მინახავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 May 6 2016, 21:47

PREDATOR
ძაან მაგარი ვიდეოა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR May 6 2016, 22:19

Ika Exs
assassin29

კი მეც ძალიან მომწონს. D.gif კერსტენის ჩაკეტვის სისტემაც რომ ჩანს კადრში მაგარია. კარგი სიუჟეტია.

დიდი მადლობა ბატონ ლევანს რომ ამიხსნა რაარის კერსტენის სისტემა. არადა ჩემზე ეფექტი მოახდინა რაღაც დიდმა და დამაინტრიგებელმა ჩაკეტვის სისტემამ თან ჩემთვის ნაცნობ არცერთი თოფის ჩაკეტვის მექანიზმს არგავდა. ძაან დამაინტერესა რაიყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 May 6 2016, 23:18

ციტატა(PREDATOR @ 6th May 2016 - 23:19) *
კერსტენის ჩაკეტვის სისტემაც რომ ჩანს კადრში მაგარია.

ეგ რა უბედურებაა? D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR May 7 2016, 03:09

ციტატა(assassin29 @ May 7 2016, 00:18) *
ეგ რა უბედურებაა? D.gif

აი ეს http://s017.radikal.ru/i411/1605/a6/08ff2cc6116a.jpg

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 2 2017, 13:30

დადგა ნოემბერი და გაიხსნა იხვის სეზონიც

დავდებ მაინც იმფოს გარემოს დაცვის სამინისტროს გვერდიდან რა და როგორ ხდება ემანდ ვინმემ იქნებ არ იცის newsmile05.gif

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით:
რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 5 ცალი.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით - ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

https://postimages.org/

წარმატებულ სეზონს გისურვებთ.

https://postimages.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 2 2017, 16:04

დაიწყო იხვის სეზონიც . კარგ სეზონს გისურვებთ.

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 19 2017, 09:57

არ გამოჩნდა ხო კიდევ მასიურად ?

დასავლეთში რახდება არავინ იცის ?

პოსტის ავტორი: bubusicha Dec 19 2017, 10:47

არც დასავლეთში გამოჩნდა ადგილობრი დაფრინავს ძაან ცოტა

პოსტის ავტორი: bubusicha Dec 19 2017, 11:34

წელს პირველად ვიყავი იხვზე სანადიროთ, 2 დღის წინ.

დღენახევრიანი ნადირობის შედეგი.

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

ესეც ფიტულებმა და საყვირმა მოიყვანა, პირდაპირ ფიტულებთან ჯდებოდნენ, ამათ გარეშე წასვლასაც აზრი არ აქვს. კანტაკუნტად დაფრინავდა კოსმოსში დაფეთებული იხვი.

https://postimages.org/

მინუს თხუთმეტი უნდა რუსეთში და წამოვა იხვი ჩვენსკენ.

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 19 2017, 13:45

იხვი რომელია ბუნდოვნად მახსენდება newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 20 2017, 09:53

მოვა სხვა გზა არ აქ.

პოსტის ავტორი: და.კარ Dec 22 2017, 22:51

წინა შაბათ-კვირას ვიყავი , ქედანია აუარება აი სანახაობით დატკბები მარტო , აუიარებაა ალაზნის ჭალებში . იხვი მარტო პერელიოტზე გადმოდის და ძალიან ცოტა . საერთოდ არ მოძრაობს . დილით უთენია გუბეებში ისხდნენ სასროლზე არ მიმიშვეს გაფრინდნენ . მთელი დღის განმავლობაში ქედანზე ვინადირეთ . და საღამოს პერელიოტზე დავდექით ალაზანზე მაგრამ გვიან გადმოვიდა იხვი 1 გუნდი და თან მაღალზე იყო . ბაკლანს მიაქ ტბები , აუარებააა და დღის განმავლობაშიც დიდი გუნდები მოძრაობს.

პოსტის ავტორი: bubusicha Dec 23 2017, 09:50

და.კარ

გაიხარე კარგი ინფოა

პოსტის ავტორი: berua Dec 23 2017, 14:44

ძალიან კარგია!

პოსტის ავტორი: DUCKMAN Nov 23 2018, 11:02

ამ ადგილების გარდა არის სადმე იხვი საქართველოში? ფოთი, გარდაბანი, ჯანდარა, ალაზანი, კუმისი....
დაწერეთ სად დადიხართ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 24 2018, 09:20

DUCKMAN
ან მოგვესალმე ან გაგვეცანი.... პირველი პოსტი დადე და ეგრევე სანადირო ადგილებს კითხულობ. როგორ გგონია ვიმე გაგანდობს თავის სანადირო ადგილს?

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 24 2018, 14:12

DUCKMAN
არის სხვა ადგილებშიც.

პოსტის ავტორი: ოთო. Dec 6 2018, 15:40

გამოჩნდაო დასავლეთშიო იძახიან, თქვენ რა იმფორმაციები გაქვთ ?

პოსტის ავტორი: kondoli Dec 7 2018, 12:42

კაი გამარჯობა მოგობრებო,

გუშინ ჩამოვედი დასავლეთიდან, მივლინებაში ვიყავი. წყალწმინდაზე თევზებს რომ ყიდიან იქ ქონდათ გამოტანილი "მონადირებული" ორშაბათსაც ქონდათ და ოთხშაბათს, მაგრამ ჯერე ცოტაა, თბილა...
გუშინ საღამოს რამოდენიმე მონადირეც კი დავინახე მდინარისკენ მიმავალი საღამოს პერელიოტზე...

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Dec 28 2018, 17:02

გარდაბნის ნაკრძალში თუ აპირებს ვინმე შესვლას. დაგეხმარებით ფიტულებით, საყვირით და ლაბრადორით.
მაქვს 40 ცალი AVIAN X DUCK DECOYS ფიტულები, HOBO PRIME MEAT საყვირი და სამი ელექტრო ფიტული. ვინც ერკევევა იცის რომ ეს ფიტულები არის ძაან რეალისტური და საუკეთესო ფიტული მსოფლიოში. პირადში მომწერეთ

პოსტის ავტორი: ოთო. Jan 12 2019, 09:12

https://postimages.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 12 2019, 10:10

ოთო.
მშვენიერი ნადავლია. და უფრო მაგარი ნატურმორტი small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 12 2019, 19:43

xoshian.gif ixvi.gif

პოსტის ავტორი: ჩავლე Jan 13 2019, 18:25

ოთო.
მშვენიერუს

პოსტის ავტორი: გოგიტა Jan 18 2019, 16:01

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ოთო. Jan 18 2019, 21:11

გოგიტა
ნამეტანი სასიამოვნო ფოტოა, მშვენიერი შედეგია !.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 21 2019, 09:45

კარგია, მიუხედავად ამინდებისა მაინცაა ეტყობა იხვი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)