თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები

პოსტის ავტორი: arkip Sep 17 2013, 20:03

ადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია
20:18 17-09-2013
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებებია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინებით და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ცვლილებებია ტერიტორიების, ვადების, მოსაპოვებელი ინდივიდების სახეობების რიცხვის გაზრდის და თითოეული სახეობისთვის მოპოვების დღიური ლიმიტების განსაზღვრის კუთხით.
კერძოდ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე მრავალი მცირე თუ დიდი წყალსატევის უმეტესობა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს და ზამთრისთვის იყინება, რის გამოც ფრინველები ამ ადგილებს ტოვებენ, ხოლო შემოდგომის დასაწყისში ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მობუდარი და მიმომფრენი ფრინველების კონცენტრაცია ხდება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ამ ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობის დაწყებისა და დასრულების ვადის ცვლილება და ამ ვადის დადგენილთან შედარებით ადრე გადმოწევა.
შესაბამისად, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნადირობის დადგენილი ვადა არ იცვლება და განსაზღვრულია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე.
ცვლილების თანახმად, სანადირო ობიექტებად დამატებით განისაზღვრა შემდეგი სახეობის გადამფრენი წყალმცურავი ფრინველები: კუდსადგისა იხვი, თეთრშუბლა იხვი, დიდი თეთრშუბლა ბატი, წითელთავა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია.
ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გადამფრენ წყალმცურავ ფრინველთა დღიური მოპოვების განსხვავებული ოდენობების დადგენა, სახეობებისა და ნადირობის ტერიტორიების მიხედვით, ნაცვლად ფიქსირებული დღიური მოპოვების ოდენობისა (ყველა სახეობის წყალმცურავი ფრინველის საერთო რაოდენობა 8 ცალი).
სხვა (არა წყალმცურავ) ფრინველებთან დაკავშირებით, ნადირობის წესები არ შეცვლილა.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს საიტზე.

პოსტის ავტორი: rezident Sep 17 2013, 20:07

სხვა პრობლემა ვერაფერი ნახეს? მინდვრები საკონცერტო დარბაზად იქცა და მდინარეები ძველებურად დენს ირტყმევინებიან.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 17 2013, 20:36

მდააააა ესეც კაარგია დროდადრო დაიხვეწება და ცჰამოყალიბდება ეს წესები იმედია სასიკეთოდ და შესაბამიოსი კვლევის საფუძვლებზე დაყრდნობით მიღებენ კანონებს

პოსტის ავტორი: general Sep 18 2013, 10:13

გადასარევია. თანდათან დახვეწავენ ალბათ ყველაფერს, ესეც კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა

პოსტის ავტორი: kupra Sep 18 2013, 12:26

მტაცებელზე არ დაუშვებენ ნადირობას ხო არ მოგიკრავთ ყური?

პოსტის ავტორი: ilariona Sep 18 2013, 13:50

kupra
ჯერ არაფერი არ ისმის მტაცებლებთან დაკავშირებით.

იმედია მალე მაქეთა მხარესაც მიხედავენ.

პოსტის ავტორი: ჭაღარა Sep 18 2013, 16:07

მშვენიერი ცვლილებებია... მეც იმედს ვიქონიებ, რომ უფრო მეტად დაიხვეწება

პოსტის ავტორი: თაზო Sep 18 2013, 23:44

ვააა, მაგარი ინფოა, რაცხას მიხვდნენ მემგონი! small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Sep 19 2013, 03:54

ციტატა(arkip @ 17th September 2013 - 22:03) *
დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე სანადირო სეზონი 10 სექტემბერიდან 10 ნოემბრამდე განისაზღვრა,

კიმარა მაგ ტერიტორიაზე 10 სექტემბერს სად არის გადამფრენი იხვი?.. ეგენი ადგილობრივია და არსად გაფრენას არ აპირებენ.

პოსტის ავტორი: Bone Sep 19 2013, 06:21

ციტატა(levani @ 19th September 2013 - 04:54) *
ეგენი ადგილობრივია


D.gif


მანოკიც აკრძალულია და მგელიც არაა მთლად ისეთი მავნებელი რომ სიცოცხლეს გამოსალმო

პოსტის ავტორი: PINKY Dec 20 2015, 20:48

მაინტერესებს თუა საქართველოში შესაძლებელი წეროების გადაფრენის ნახვა, და თუ კი რომლები იქნებიან აქ ვინც ცხოვრობენ თუ უბრალოდ საქართველოს თავზე ვისაც მოუწია გადაფრენა ?

პოსტის ავტორი: ნოსო Dec 20 2015, 23:29

ფოთში შესაძლებელია ეგ newsmile05.gif გურიაშიც რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: megreli Dec 21 2015, 00:06

ციტატა(PINKY @ 20th December 2015 - 21:48) *
და თუ კი რომლები იქნებიან აქ ვინც ცხოვრობენ თუ უბრალოდ საქართველოს თავზე ვისაც მოუწია გადაფრენა ?


ეს ვერ გავიგე...

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 21 2015, 02:02

ციტატა(megreli @ Dec 21 2015, 01:06) *
ეს ვერ გავიგე...

ადგილობრივი წერო იქნებაო თუ გადამფრენიო

პოსტის ავტორი: Abeli Dec 24 2015, 17:16

ციტატა(PINKY @ Dec 20 2015, 21:48) *
მაინტერესებს თუა საქართველოში შესაძლებელი წეროების გადაფრენის ნახვა, და თუ კი რომლები იქნებიან აქ ვინც ცხოვრობენ თუ უბრალოდ საქართველოს თავზე ვისაც მოუწია გადაფრენა ?

არაერთხელ მინახავს თბილისის ცაშიც, მაგრამ 80-ან წლებში. ადგილობრივი ნამდვილად არ იქნებოდა, ძაან დიდი გუნდები იყო. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიფრინავდნენ, შემოდგომით.

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 24 2015, 18:13

ეს თემა რომ "ამოტივტივდება" გული მისკდება ცუდი ხომ არაფერია სიახლე. ისევ ხომ არ გააუქმეს 1 მარტამდე ქათამზე ნადირობა ან სხვა უბედურება. რა ვიცი ცუდს ვფიქრობ პირველ რიგში. მაშ იმას ხომ არ ვიფიქრებ რომ იხვზე დააგრძელეს მარტის ბოლომდე სეზონი.

პოსტის ავტორი: Davitus Dec 25 2015, 11:08

უიარაღო

ახლა მაგისთვის ვის ცხელა თუ ძმა ხარ, არეულობაა საქათმეში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Nov 9 2016, 14:58

კითხვა მაქვს გარემოს დაცვა გეუბნება რომ ნადირობა წალკის ნინოწმინდის დ. დმანისის ტერიტორიებზე 11.10 დან იკრძალება და საიდან დავადგინო მაგალითად წალკის ტერიტორიაზე ვარ თუ მანგლისის??? მადლობთ და თუ არასწორ თემაში ვწერ მაპატიეთ.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 9 2016, 18:15

gocha311
ლინკი დადე სად წერია ? როგორც ვიცი მაგ დროს მხოლოდ წყალმცურავეებზე იკრძალება ნადირობა მაგ რეგიონებში . დადგენას რაც შეეხება გზებზე ყველგან არის აღნიშნული თუ რომელ მუნიციპალიტეტის ტეიტორაზე შედიხარ .

პოსტის ავტორი: gocha311 Nov 11 2016, 12:39

ზახარ პრინციპში მე ერთი რამე მაიტერესებს,ბარეთის ტბა და გოხნარის ტბა თუ ითვლება წალკის მუნიციპალიტეტში???

პოსტის ავტორი: berua Nov 11 2016, 13:54

ბარეთი წალკის რიონია,გოხნარი-თეთრიწყაროს (რუქის მიხედვით)

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 11 2016, 16:48

gocha311
ბარეთი ვიცი წალკას ეკუთვნის , მაგრამ თვითონ ტბას გეგმარებითი აღკვეთილის სტატუსი აქვს newsmile05.gif ნადირობა მანდ შეიძლება თუ არა ვერ გეტყვი

პოსტის ავტორი: gocha311 Nov 11 2016, 22:55

მადლობათ..ცოტა თEმას ავცდით აქ , მოკლედ მეცოდინება რომ გოხნარზე მაინც არანსირი პრობლემა არ მექნება ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)