http://www.radikal.ru
ტყის ქათამი
ტყის ქათამი მოზდილი ზომის ფრინველია,წონით 270_340 გრამი. მამალი დედალზე დიდა. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმია არაა გამოხატული, იგი ინდივიდულაურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო_მურა, მოჟანგისფერო_ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ჩალისფერია;კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა შავი განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფერო-რუხი და მურა მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. გრძელი და ბოლოში ხორკლიანია, წვივი გალოსთანშესახსრებამდე შემოსილია. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთ ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენიეს ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთითიაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70_ე, ფინეთში 66_ე პარალელამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, შუა ტუნგუსკის შესართავთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალთაიზე, ჩრდილოეთმორგონელსა და ზღვისპირეთში. საქარტველოსი პაქტობრვივი მასალით ბუდობა დაფიქსირებული არაა.ზამთრობს ბრიტანეთში, პირენიის ნახევარკუნძულზე, საქარტველოში ბლომად მოიპივება მიმოფრენის დროს.ერტეულები გვხვდება ზამთარშიც.
ბინადრობს ხშირი უღრანი ტყის მასივებში, სადაც განვითარებული ქვეტყე და ტენიანი ნიადაგებია. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ტყის დაცჰაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში და ბუჩქნარებს.
პოლიგამური ფრინველია, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭAმს ნაირგვარ მწერთა მტაცებლებსაც, აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა............. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენტრით. ყოველ მხრივ სასარგებლო ფრივნელია, მაგრამ, განსაკუთრებული ღირებულება აქვს როგორც სპორტულინადირობის ობიექტს.
გამარჯობათ !
მინდა შმოგთავაზოთ მორიგი სტატია, ვალდშნეპზე ჩვენებურად ტყის ქათამზე
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ვალდშნეპი (Scolopax rusticola Linnacus) მიეკუთვნება ჩიბუხას ოჯახს, ნამდვილი კულიკების ჯგუფიდან. საქართველოში მას სხვადასხვა სახელით იცნობენ აღმოსავლეთში უბრალოდ ქათამს ეძახიან დასავლეთში კვათარს და ა.შ.
ვალდშნეპი საშუალო ზომის ფრინველია, რომლის სიგრძე ნისკარტიდან კუდის ბოლომდე შეადგენს 340–360 მმ. ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე (ეგრთწოდებული რაზმახი) 590–680 მმ. ზრდასრული ფრინველი იწონის დაახლოვებით 400 გრამს.
ვალდშნეპის შეფერილობა ატარებს ჟანგისფერ–რუხ ფერებს, თავის წინა ნაწილი რუხი ფერის აქვს. თავის ზედა ნაწილი უკანა მხარე და კეფა შეფერილი აქვს 4 სხვადასხვა მუქი–რუხი ჟანგისფერ–ყვითელი ზოლებით, დანარჩენი ტანის შეფერილობა ატარებს ჟანგისფერ, მოწითალო, რუხ და შავ ფერებს. კისერი და მკერდი უფრო ღია ფერის აქვს. ახალგაზრდა ფრინველი უფრო მუქი ფერის არის ზრდასრულთან შედარებით და ასევე ზამთრშიც ვალდშნეპის შეფერილობა უფრო მუქ ფერებშია წარმოდგენილი ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში.
ვალდშნეპი გადამფრენი ფრინველია და ის გვხვდება ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის მთელ ტერიტორიაძე კამჩატკის და სახალინის გარდა. გამოსაზამთრებლად ქათამი ჩრდილოეთიდან მოემართება სამხრეთისაკენ და მისი ნაწილი საქართველოშიც რჩება, უმრავლესობა კი მიერმართება უფრო სამხრეთით თურქეთის მიმართულებით. გადმოფრენა იწყება სექტემბრის ბოლოს, თუმცა ის დიდად არის დამოკიდებული ამინდზე, თუ ჩრდილოეთში ტემპერატურა მკვეთრად არ დაეცა, ფრინველი მხოლოდ მცირე ჯგუფებით იწყებს გადმოსვლას და ამ მიზეზით საქართველოში ვერ ვამჩნევთ მის მასიურ გადმოფრენას. სამხრეთიდან ჩრდილოეთში ეგრეთწოდებული საზაფხულო გადაფრენა ადრე გაზაფხულზე იწყება და სწორედ ამ დროს გვხვდება ის დიდი რაოდენობით თბილისის შემოგარენში(არამარტო). გამოცდილი მონადირეები ამ პერიოდ ირჩევენ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების დასაგეშად.
როგორც ვიცით ვალდშნეპი ტყის ფრინველია და ამიტომაც ის დამალული ცხოვრების სტილს ეწევა და მისი მონახვა საკმაო სირთულეს წარმოადგენს, სწორედ ამ მიზეზით მასზე ნადირობა ძალიან აზარტულია და ითვლება ერთ–ერთ ყველაზე რთულ ნადირობად ფრინველებში, ის ირჩევს გაუვალ ადგილებს და ბუჩქნარს (ე.წ. ჯაგებს) დაბურულ ტყის მასივებს, სადაც მთელი დღის მანძილზე იმალება, საღამო პერიოდისთვის აქტიურდება და იწყებს საკვების ძებნას, მოკლე გადარბენებით და გადაფრენებით ის ეძებს საკვებ ადგილებს, საღამოს ხშირად ტყიდან მინდვრისაკენ მოიწევს და დილით პირიქით ისევ ტყეში მიემართება, რასაც ჩვენ ღამის და დილის გადაფრენას ვეძახით (ე.წ. დილის და საღამოს პერელიოტი). ასევე აღსანიშნავია რომ შემოდგომის გადაფრენები(პერელიოტები) ისეთი მრავალრიცხოვანი არ არის როგორც გაზაფხულის.
ვალდშნეპი ძირითადად იკვებება ჭიაყელებით ლოკოკინებით და პატარა მწერებით, არც ახალგაზრდა მცენარეულობაზე ამბობს უარს და ამ მიზეზით ის ხშირად გვხვდება ახლად დათესილ მინდვრებშიც (რათქმაუნდა დილით ადრე და საღამოხანს). თავისი გრძელი ნისკარტით, რომლის ბოლოსაც მოთავსებული აქვს ნერვული დაბოლოებები ის მაქსიმალურად ღრმად ჩადის მიწის საფარველში სადაც პოულობს ჭიაყელებს და სხვადასხვა სახის მწერებს, ასევე ატრიალებს გამხმარ ფოთლებს და ტოტებს რომლის გქვევითაც ბინადრობს მისი ძირითადი კვების რაციონი.
ვალდშნეპზე ნადირობის მეთოდები
ესენია:
1. ძაღლით ნადირობა
2. საღამოს და დილის გადაფრენებზე ნადირობა
3. ე.წ. სარეკით ნადირობა
ძაღლით ნადირობა.
ვალდშნეპზე ძაღლით ნადირობა ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო და რთულ ნადირობას წარმოადგენს. როგორც წესი მასზე ნადირობა იწყება ძალიან ადრე დილით, კარგი იქნება თუ სანსადირო ადგილზე გათენებამდე რამოდენი წუთით ადრე მიხვალთ და საგულდაგულოდ მოემზადებით. ჩაიცვით რაც შეიძლება მჩატეთ რადგან მზად იყავით დიდი მანძილის დასაფარად, სწორედ ამ მიზეზით არ ღირს თბილი ტანსაცმლი ჩაცმა რადგან აუცილებლად გაოფლიანდებით და როგორც წესი გაცივება არ აგცდებათ
რაც შეეხება ძაღლების ჯიშებს
1. http://pix.ge/ ინგლისური პოინტერი
2. http://pix.ge/ http://pix.ge/ სეტერი და ლავერაკი
3. http://pix.ge/ კურცხაარი
4. http://pix.ge/ დრათხაარი
ადგილზე მისვლისთანავე ძაღლს უშვებენ და ისიც იწყებს ნადირობას, როგორც წესი ვალდშნეპზე გამოცდილი ძაღლები დაჰყავთ, რადგან ფრინველი რთული მოსანახია და ასევე მოსაპოვებლადაც მონადირისგან განსაკუთრებული სროლის უნარს მოითხოვს. როგორც წესი ვალდშნეპი ადრე გებულობს ხოლმე ძაღლის მოახლოებას და ნაბულს აკეთებს, ძაღლიც შესაბამისად ფრინველის სუნის აღების შემთხვევაში შეშდება, დგება ნაბულზე, რადგან ქათამი აფრენისთანავე ცდილობს მოეფაროს ხეს ან ბუჩქნარს, როგორც ზევით ავღნიშნე მისი მოპოვება არც თუ ისე იოლია, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება შემდგი მეთოდი:
როგორც კი ძაღლი ნაბულზე დადგება ნუ შეეცდებით მასთან მიახლოებას უკნიდან, პირიქით ასეთ დროს უკეთესია თუ ძაღლისგან რომელიმე მიმართულებით (განსაზრვრეთ ადგილისამებრ) გადგებით გვერდით რადგან ასეთი პოზიციონირებით თქვენ უფრო მეტი დრო გექნებაღ სასროლად. აქვე მინდა ავღნიშნო რომ მონადირეები თავიანთ ძაღლებს ხშირად გეშავენ ისე, რომ ძაღლმა იმუშაოს ეგრეთწოდებული შემოვლით, ანუ ის ნადირობს არა თქვენგან წინ არამედ თქვენსკენ და ფირნველსაც შესაბამისად თქვენი მიმართულებით აფრენს, რათქმაუნდა ეს არ არის იოლი მისაღწევი და ერთი და ორი წლის ძაღლისგან ესეთი ტიპისნ ნადირობას არც უნდა ველოდოთ თუმცა ყველაფერი მონადირის დაგეშვის უნარზეა დამოკიდებული.
საღამოს და დილის გადაფრენა
ამ ტიპის ნადირობა როგრც წესი ყველაზე იოლია და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადგილის შერჩევას ენიჭება. როგორც წესი საღამოს გადმოფრენაზე დგებიან მინდორში, ტყიდან მაქსიმუმ 50 მეტრის მოშორებით, ასევე ტყის ზოლებში, იგულისხმება ადგილები ორ ტყის ზოლს შორის, შუაში პატარა მინდორით.
დილის გადმოფრენა ხდება პირიქით, ფრინველი მინდვრიდან მიიწევს ტყისკენ, ჩვენც შესაბამისად პოზიციას ვიკავებთ ტყის პირზე ან თუ გაშლილი ტყეა ოდნავ შეიძლება შიგნითაც შევიწიოთ.
ე.წ. „სარეკით“ ნადირობა
ამ ტიპის ნადირობა კოლექტიურია და ის შემდეგნაირად ხდება
ადგილის შერჩევის შემეგ, როგორც წესი ეს ხდება მოკლე ტყის ზოლში არაუმეტეს 50–60 მეტრის სიგანისა ან დაჭაობებულ ადგილებში, შუა ზოლში დგება მარეკების(ზაგონშიკების) ჯგუფი, ისინი ჯაჭვის პრინციპით იკავებენ ზოლზე თავიან ადგილებს, მათ კიდეებში და ოდნავ წინ დაახლოებით 20 –30 მეტრით, განლაგებული არიან მონადირეები , ეს ჯგუფი იწყებს სინქრონულ მოძრაობას და ტერიტორიის გაწმენდას. ასეთი ტიპის ნადირობისთვის ყველაზე ეფექტურ ძაღლებად მიიჩნევიან სპანიელები, რადგან მოძრაობა შეჩერების გარეშე ხდება და ნაბულის მქონე ძაღლი აფერხებს მონადირეთა ჯგუფს.
ორივე ნომერი ქათამზე 8-9 საკმარისია!! მე მაგალითდ 10 ნომრით ვნადირობ..
და კიდე გააჩნია სად ნადირობ..
მე ყოველთვის 7 ნომერს ვხმარობ
10 ნომრები მწყერზე ნდირობის მერე რაც შემომრჩება ხოლმე
ყოვლთვის იმას ვხმარობ, კლავს რა.. იშვიათად პადრანკა...
6-4 ნომერითაც მომიკლავს , როცა სხვა რამეზე სანადიროთ წასულს მოულოდნელად ამფრენია
თენგო
უსუნო ვალდშნეპიარსებობს ერთი საინტერესო მოვლენა რომელზეც ძალიან ბევრს მსჯელობენ,გამოცდილ მონადირეებს მოჰყავთ მაგალითი როდესაც სუფთად ჩამოგდებულ ფრინველს ძაღლი ვერ პოულობს,მონადირე თავად პოულობს ნანადირევს ძაღლმა კი თითქოს ყნოსვა დაკარგაო,შესაძლოა ფეხიც კი დააბიჯოს მას...მეცნიერთა აზრით ზოგიერთ ფრინველს მათ შორის ვალდშნეპს, სტრესის მდგომარეობაში შეუძლია დაკარგოს ან რამდენადმე შეიცვალოს სუნი.ეს ორგანიზმის თავდაცვის უნარია.უნდა გვახსოვდეს ერთი რამ-ტყის ქათმის ცამოვარდნისას არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ძაღლის იმედზე.კარგად უნდა დავიმახსოვროთ ადგილი და ორიენტირები,გარდა ამისა ფრინველთან მისვლამდე ნასროლი მასრა დავიგდოთ ფეხებს შორის,მოვნიშნოთ სროლის პოზიცია.არ გადავჯეგოთ ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი,ძაღლს ვაცალოთ და თუ მან ნანადირევი ვერ ნახა მხოლოდ ამის შემდეგ მივეშველოთ მას.თუ ვალდშნეპი მაშინვე ვერ იპოვეთ,ნადირობა განაგრძეთ და იმ ადგილს 2-3 საათის შემდეგ დაუბრუნდით. სტრესის გავლის შემდეგ ფრინველს სუნი დაუბრუნდება და ძაღლი ადვილად იპოვის მას.
http://pix.ge/
buka
+100
ეგეთი რამე ხშირად ხდება. მწყერზეც ხშირად მომსვლია ეგეთი შემთხვევა
დიახ,არამარტო ვალდშნეპს სხვა ფრინველებსაც ახასიათებთ ოგონ იშვიათ ეგზემპლარებს
ესეც რაჭაში გადაღებული სურათი, საღმო იყო და ცოტა უხარისხო სურათია. 4-5 მეტრამდე მიგვიშვა. მანქანიდან ვიღებდით ჯერ. მერე გადავედით. ვიტოს აფრენაც აქვს ვიდეოთი გადაღებული
http://imageshack.us/photo/my-images/825/dsc06095p.jpg/
ეგაა უიშვიათესი ფოთო ! ! !
დღემდე არაა ვალდშნეპი სრულყოფილად შესწავლილი....
მაგარია ღმერთმანი
http://www.youtube.com/watch?v=eYoZf9wLouk
დღეს დილით გავედით მეგობრები ქათამზე მდინარე ლიახვის ჭალებში, მოკლედ ჩემთვის პირველი გასვლა იყო ქათამზე, ასევე ჩემი ლეკვისთვისაც პირველი იყო, პირველი ნაბული, პირველი დამიზნება და პირველი
http://pix.ge/
http://pix.ge/
მეტი სამწუხაროდ ვერ ვნახეთ
პ.ს. ცოტა ცუდი სურათია და მომიტევეთ
KTX-100
კარგია!
"პირველი" ყველაფერი კარგად გახსენდება... თითქმის ყველაფერი
Davitus
მართლა მაგარი გრძნობაა, დადიხარ ეკლებში, ბუჩქებში, ტყეში და შედეგი არის, მითუმეტეს პირველი როცაა, მე ლეკვის ნაბული უფრო გამეხარდა ვიდრე მოპოვებული ქათამი, რომ შესძლო და იპოვნა ეგ გამიხარდა
ძალიან მაგარი გრძნობააა.
გუშინ მეც ვიყავი მეგობრებთან ერთად,მთელი დღე დილის 5საათზე რომ გავედით სახლში ღამის 1 ზე მივედი,მარტო ერთი შეგვხვდა და ისიც გავანეიტრალეთ.არც გადმოფრენა გაუკეთებია.ჯერ არ არის ქათამი ტყეში,ძალიან ცოტაა
http://photohost.aisiforce.org/st135/00168_1352093401_lbb5z.jpg
იდოს აქაც
http://postimage.org/
Bonehill
ბაბუ ეცადე რო სისხლები და რაღაცეები მოაშორო ხოლმე (ნე ეწიჩნა)
და პრიდვარიტელნად ნადავლი ცენტრში მოაქციო ხოლმე
შენგან რჩევას სიამოვნებით მივიღებ.
უსისხლო სურათებიც მაქვს ის მეგონა ავტვირთე........
იცით რა მაინტერესებს? საღამოს პერელიოტზე ტყის ქათამზე ნადირობას აზრი ააქვს? ძალიან მინდა ვსინჯოო, მარა საქართველოში იხვი არ მოდის ხოლმე პერელიოტზე და ტყის ქათამი მოვა ვითომ? ცოტა ეჭვი მეპარებაა... იქნება მირჩიოთ რამეე
chagaraa
რა თქმა უნდა ღირს და საკმაოდაც საინტერესოა უბრალოდ ყველგან არ აკეთებს გადაფრენას ადგილები უნდა იცოდე, ისე ქათამი თუ არის მაშინ კარგად მოდის
ქათამზე ნადირობა საინტერესოა ძალიან მაგრამ ეგეც არის ტუმოვიდა ბლომადმოვა და თუარადა ძაან ცოტა თან ყველგან არფრინდება
მადლობა ბიჭებო, მგონი მაინც ვცდი სადმე ტყისკენ...
საერთოდ პერელიოტზე თუ გიდა დადგომა.იმ დღეს უნდა მოჩხრიკო სადაც აპირებ ტყის მინდორში დადგომას,თუ ერთიცალიც
აგიფრინდა მაშინ აუცილებლად გააკეთებს პერელიოტს.
დიდიებული ფრინველია და კაი სანადიროც და რთული მოსაკლავი.
ტყის ქათამი, ჩვენი ნადირობის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. ის ყოველმხრივ საინტერესოა მეძებრით მონადირისათვის. აქ, მინდვრისგან განსხვავებით, აშკარად სჩანს ძაღლისა და პატრონის ურთიერთგაგება, ურთიერთკავშირი, ძაღლის ჭკუა, მონადირის შესაძლებლობლები (სროლის სისწრაფე და სიზუსტე).
ჩვენ ვნადირობთ, როგორც გაზაფხულზე (გადაფრენისას), ასევე შემოდგომაზე.
გაზაფხულზე, დაწყვილების პერიოდია და ამ დროს ტყის ქათამი ადვილი მოსანადირებელია. მონადირეს თითქმის არაფერი პრობლემა არა აქვს, შესაბამისი ადგილის მონახვის გარდა. ასეთ ადგილებს მიეკუთვნება ნებისმიერი ზომის მინდვრები შიგ ტყეში, ტყის პირი, ტყეში გზები, ახალგაზრდა, დაბალი სიმაღლის ხეები და ა.შ. პატარა მდინარეების და ღელეების სიახლოვეს.
მზის ჩასვლიდან 15-25 წუთის შემდეგ დედალი ქათამები ასეთ ადგილებში ჯდებიან და ელოდებიან მამლის გამოფრენას. მამალი მოფრინავს ხეების სიმაღლეზე და ხშირად ეშვება უფრო დაბლა, როგორც კი ღია ადგილს ნახავს. ფრენის დროს გამოსცემს თავისებურ ხმას, რაც "ხორ-ხორს" და " წივ-წივს" მოგავს. დედალი ამ დროს (როცა მამალის ხმას გაიგებს) იწყებს ადგილიდან "წამოხტომას" (წამოფრენას). ტყის ქათამის საქორწილო ძახილი, შედარებით შორი მანძილიდან ისმის და ამიტომ მონადირეს აქვს გარკვეული დრო, რომ მოემზადოს გასროლისათვის. სროლა გაცილებით ადვილია, რადგანაც, პარტნიორის ძებნაში მამალი გაცილებით ნელა მოფრინავს. გასროლის ხმა ტყის ქათამს არ აფრთხობს. ის შეიძლება რამდენჯერმე დაბრუნდეს იმ ადგილას, საიდანაც ესროლეს. ინტენსიური გამოფრენა (ტიაგა) დაახლოებით 1 საათი გრძელდება. შემდეგ ნაკლები სიხშირით და დილით, მზის ამოსვლამდე ისევ ძლიერდება (ტიაგა გრძელდება მთელი ღამე), თუმცა, ღამისას სიხშირით ჩამოუვარდება.
შემოდგომაზე/ მადირობა ისევე ტარდება, როგორც ჩვენთან - ძაღლებით ტყეში ან გადმოფრენის დროს.
მერი ტიაგაზე
კარმენი ტიაგაზე
შემოდგომით
Коба
მშვენიერი მთხრობელი ხართ და შესანიშნავი ფოტოებია Коба
ბატონო კობა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გამოჩენა ამ ფორუმზე, ბევრი გვსმენია თქვენი ძაღლების შესახებ. ჩემთვისაც ტყის ქათამი არის №1 სანადირო ობიექტია. თქვენის ნებართვით დავდებ რამოდენიმე ფოტოს.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Коба
დიდი მადლობა, გიორგი!
სურვილი დიდი მაქვს საქართველოში ნადირობის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, არ გამომდის. იმედი მაქვს ყველაფერი დაეწყობა და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ერთად წავინადიროთ.
http://www.radikal.ru
ეს "ტიაგის" ვიდეოკადრები და პირველი 2 სურათი რიმოდენიმე დღის წინ გადავიღე (6 მაისს) . იქვე სხვა როლიკებიცაა ამ ნადირობიდან.
ყველაზე მსუქანი. უმრავლესობის წონა 300 გრამს არ აღემატეროდა (ამ გაზაFხულის მოკლე სეზონში 13 ცალი ავიყვანე)
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
Коба
მშვენიერი საგაზაფხულო ნადირობა მოგიწყვიათ კობა ბატონო
''ნაბეღლავი'' მართლა ყველას ჯობია
ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი, აქ ტიაგები რომ არ იცის
Коба
გაიხარე, ცოტა გაგვახალისე აბა აქ საგაზაფხულო ნადირობა ჩიხშია ჩვენი გარემოსდამცავი ჭკუისკოლოფების გამო
Коба
კარგი სურათებია, ძაან მომინდა ახლა ტყის ქათამზე ნადირობა :( ეჰჰ როდის მოვა სეზონი...
თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც ტყის ქათამზე ნადირობა გიყვართ.
ახლოვდება ნადირობის სეზონი. მალე შეიმუშავებენ 2013–2014 წლების სანადირო სეზონის ვადებს ამა თუ იმ ფრინველზე. ჩემი თხოვნა ტყის ქათამზე ნადირობასთან დაკავშირებულ შეზღუდულ ვადებს ეხება, რომელიც არ ასახავს არსებულ რეალობას, ძალიან მოკლეა, თითქოს ბლიც–სეზონიაო.
ჩვენთან, ტყის ქათამზე აქტიური ნადირობა ძაღლებით, იწყება დაახლოებით შუა ნოემბრიდან. გამოდის - კანონით მხოლოდ ერთი თვე შეგვიძლია ვინადიროთ ამ შეუდარებელ ფრინველზე. თუ რატომ არის ქათამზე ნადირობის ასეთი მოკლე ვადა, არ ვიცი. ეს ტრადიცია ალბათ ბოლშევიკების დროიდან მოდის, როგორც იყო სსრკ–ს დროს, ისე აგრძელებენ ახლაც. თავი არავის შეუწუხებია ამის შეცვლაზე ფიქრით, მიდის ინერციით. ტყის ქათამი გადამფრენი ფრინველია (ადგილობრივი რომ იყოს, კი ბატონო), დღეს არის, ხვალ არა. თუ მკაცრი ზამთარია მით უმეტეს ძნელი საპოვნია. მისი მოპოვება დიდი რაოდენობით შეუძლებელია (თუმცა ღამის 1 ბრაკონიერი 5 მონადირის ლიმიტს ასრულებს, რასაც იმედი არა მაქვს რომ ბოლო მოეღება, ისევე როგორც მანოკს. ამ კატეგორიისთვის ყოველთვის სეზონია), რომ თქვას ვინმემ პოპულაციას ზიანი მიადგებაო. თანაც უკან მიბრუნებულ ქათმებზე მთელი რუსეთი ნადირობს ორი კვირის განმავლობაში აპრილში, რომელთაც ჩვენზე მეტი მარტო მონადირეები ყავთ. გამოდის თავს ვისჯით დაწესებული უაზრო ვადების გამო, რატომ?– არ ვიცი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მწყერზე, ღალღაზე, გვრიტზე და სხვ. ნადირობის სეზონი გრძელდება 15 აგვისტოდან–15 თებერვლამდე 6 თვე! მაშინ როდესაც მათი ნასახი უკვე ჩვენთან აღარ არის. ტყის ქათამი მარტშიც გვხვდება, მასზე ნადირობა კი 15 დეკემბერს იხურება. რატომ ხდება ასე ქათამთან დაკავშირებით არ ვიცი, დანარჩენი ნორმალურადაა.
ფორუმიდან ვიცი რომ თბილისში ბევრია ამ ნადირობის ფანატიკოსი, რომელთაც არ შეიძლება ეს საკითხი არ აწუხებდეთ. ჩემთვისაც ტყის ქათამი არის ნომერ 1 სანადირო ობიექტი მხოლოდ ძაღლით და იმდენად მიყვარს, რომ ვისთვისაც ეს ასეა, მას ძალაუნებურად პატივს ვცემ.
თხოვნა კი ასეთია, ვისაც შეგიძლიათ ან ოფიციალურად, ან მეგობრულად, ან შინაურულად, ან პიროვნებამ, ან ქათამზე მოყვარულ მონადირეთა ჯგუფმა, ან თუკი ასეთი რამ შესაძლებელია კლუბმა, ხმა მიაწვდინოთ ვისაც ხელეწიფება ეს საქმე, ავუხსნათ რომ ვადის გაგრძელებით არაფერი შავდება, ამას არანაირად არ მოყვება ცუდი შედეგი. თუ თებერვალში მოკლული მწყერი არ არის ბრაკონიერობა ქათამი რატომ უნდა იყოს. თუ გაამკაცრეს ბრაკონიერებთან ბრძოლა, ჯერ უნდა დაწესდეს რეალური ვადები, ჩვენც ბრაკონიერებად რომ არ ვიქცეთ. ძაღლით, კლასიკური ნადირობის მოყვარული, კულტურული მონადირე არ უნდა დაიჩაგროს.
ქათამზე სეზონი თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს 1 მარტამდე, ანუ სეზონის ბოლომდე. ერთადერთი რაც გასაკეთებელია, ეს არის რომ თვე და რიცხვი შეიცვალოს, მიესადაგოს რეალურს. არა მგონია ეს დანაშაული იყოს ან რთული, ან ვინმესთვის თანამდებობრივად საშიში, თორემ ისევ გადმოიღებენ copy+paste-თ და ისევ ისე გაგრძელდება. ქათმის სეზონის 1 მარტამდე გაგრძელებით არავის არანაირი ზიანი არ მიადგება. როგორც ფორუმიდან ვგებულობ ნადირობის საკითხებში დათბობა შეინიშნება განსაკუთრებით მტაცებლელ და მავნებელ ცხოველებზე, რასაც მივესალმები. ყინული თუ დაიძრა, მადლობა ღმერთს. იქნებ ეს საკითხიც მოგვარდეს.
შეიძლება რომ დავუშვათ ასეთი ვარიანტი? გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყოს ჩვეულებრივ დადგენილ ვადებში და შემდეგ გაგრძელდეს სეზონის დახურვამდე ყველაფერზე, ანუ 1 მარტამდე. მაგალითად: მწყერზე სეზონი იხსნება # აგვისტოს, ტყის ქათამზე # ოქტომბერს, იხვზე # ნოემბერს, სანადირო სეზონი იხურება 1 მარტს. რა აზრი აქვს ცალკეულ სახეობაზე ბოლო ვადის დადგენას, თუ კი იგი გადამფრენია და იმ დროისათვის სანთლითაც ვერ იპოვი. მაგალითისთვის, მწყერზე სეზონი გრძელდება 15 თებერვლამდე, სეზონი კი იხურება 1 მარტს. რა მნიშვნელობა აქვს ამ 2 კვირას როცა მწყერი უკვე 3 თვეა არაა, ხოლო რაც შეეხება ქათამზე ნადირობას ის იხურება მაშინ, როდესაც შავი ზღვისპირეთში გაგანია სეზონია. ნორმალურია მასიური გადაფრენის დროს სეზონის დახურვა?
წარმოიდგინეთ, რომ მწყრის სეზონი გრძელდებოდეს 15 სექტემბრამდე!!! აბსურდია!!!
შეიძლება სხვაგანაც შეგხვდეს ტყის ქათამი ბევრი მაგრამ შაორის ტყეების სილამაზეში აფრენილი ძან ლამაზი და სამახსოვროა.
სულგანაბული ველოედები ჭალიმგელას სიუჟეტს მისი საკუთარი ,, ბოსტანიდან"!!! რაღაც დაუგვიანდა,რაშია საქმე ნეტავ?... არადა რა კარგი და საინტერესო რაპორტებით გვანებივრებს ხოლმე?!
http://radikal.ru/fp/306fe94fc3094a39af48d69682ad31b4
შაორზე ნადირობა 17.10.2013
ჭალიმგელა
არა და მაგარი რეპორტები გქონდა ქათამზე წინა წლებში. ფაქტიურად მწყერივით
ჭალიმგელა
იმედს ვიტოვებ რომ ერთი ,, ბოსტანის'' ამარა არ ხართ!!!
dima71
არა ძებნა ძებნაში რაღაცეებს მივაგენი. გუშინ მომწერა ერთმა ფორუმელმა, შენ ბოსტანთან ყოველ ღამით მიწევს გავლაო და მთელი ღამე პროჟექტორებით დადოდნენ 4-5 კაციო. თან ყოველ დღე თითქმისო.
აქეთ მანოკი არ გვასვენებს იქით ეს პროჟექტორი.
რა ჯანდაბაა ეს დამჯდარი ფრინველის ჟლეტვა. ტფუი ბლიაძ
დღეს ვიყავი მაგ მიდამოებში!
დედა აღარ ყავს იქაურობას! სულ ახალგაზრდა მუხებია გაჩეხილი,მთელი დღე "დრუჟბა" არ გაჩერებულა.
მანგლისის მიდამოები. კარგი ნადირობა გამოოგვივიდა
http://pix.ge/
ეს ამ დილით მდევრებით ნადირობისას დავაფიქსირე
gonchatniki
ვაა რა მაგარი ფოტოა.
და როგორ დამთავრდა ეს ამბავი?
gonchatniki
საღოლ ნუკრიი მაგარი ფოტოა მარტლაც
გაფრინდა მდვრები კვალზე იყვნენ და თოფს ვერ ვისროდი თან ჩემი მთავარი ტროფეი მოვიპოვე ამ ფოტოს სახით და სიამოვნებით გავაყოლე თვალი
რამდენჯერ მყავს ასე გამონაჭერი ტყის ქატამი და ვერასდროს ვერ მოვახერხე ფოტოს გადაღება გუშინ როგორც იქნა ოცნება ავიხდინე
ჭალიმგელა, მეც ტელეფონით გადავუღე ვლაპარაკობდი და უცებ მომხვდა თვალში ეგრევე ნაბული გავუკეთე
ძმაკავი იყო წასული ზღვისპირთში, ქათამზე. 12 ცალი მოუკლიათ ტყეში 3 კაცს.
მაგრამ გაგიჯებულები ჩამოვიდნენ. ფარზე მონადირე უნახით და დაახლოებით 300 ქათამი ეყოლებოდაო. დედის გინება არ დაგვიკლიაო მაგის დედა მართლა რა :@
300 ჯერ გაისროლა გამე ვითაცამ ან პოლიცია არ არსებობს ან რამე, რა უბედურებაა ეს
BIGმიშა
ბლენა ამ ქვეყანაში და რას იზამ, არავის უნდა ტყეში შესვლა და კონტროლი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გამოსულსაც არავინ აქცევს ყურადღებას. დარწმუნებული ვარ ეგ ტიპი სოფელში და რაიონში განთქმული მონადირე იქნება და ალბათ ამაყობს კიდეც თავისი საქციელით და შემთხვევას არ გაუშვებს, რომ არ დაიტრაბახოს.
აი ამაში გვიჭირს ზუსტად ქართველებს, რომ ბრაკონიერობას ნადირობისგან ვეღარ ვარჩევთ
feroni
300 ქათამს რო კლაც რათ გინდა, 300 ქათამს როგორ უნდა ესროლო ვერ წარმომიდგენია. ხორცის ვაჭრები იყვნენ მემგონი მაგატი დედაც
ჩემები კი მივაკაჩავე მაგრა რათო არ დაურეკე პოლიციასთქო, მე 100% ვერ მოვითბენდი და რაღაცას გადამჯიდებნენ ეგ დედა....სდვცდსვსვსდ
BIGმიშა
ეეეჰ მეგობარო ეგ რა არის, იხვით და ქათმით სავსე ტომრები არ გინახავს ეტყობა შენ თორე ეგრევე ტყვიას დაახლიდი.
მეხორცეები არიან ეგენი და ბუნების მტრები, არაქართველები და პატრიოტობაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, ერთი სახელი აქვთ მაგათ, ნაძირლები არიან აი რუსები რომ პადონოკს უძახიან, ზუსტად ეგ არის.
ამაზე მეტი არ გვინდა ამ თემაში თორე გაოფდება და ადმინები გაგვინაწყენდებიან
აქაც ჩავაგდებ, ჩემი ბოსტნიდანაა
http://postimage.org/
http://postimage.org/
გამარჯობათ! რამოდენიმე დღის წინ „ბაზიერის“ საიტზე ვნახე პალიტრა თვ, გადაცემა ნადირობაზე, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ კლუბ „ოჩოპინტრეს“ პრეზიდენტი ბატონი გიორგი მეტრეველი და ამავე კლუბის გამგეობის წევრი ბატონი კახა ჩავლეიშვილი. გადაცემაში ითქვა, რომ ქათამზე წლევანდელი სანადირო სეზონი გაგრძელდა 1 მარტამდე, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია პრესაში ვერ ვიპოვე. მაინტერესებს ეს სასიამოვნო სიახლე წელს ვერ ხერხდება, განხილვის სტადიაშია და მომავალი წლიდან შევა ძალაში თუ უკვე ამ სეზონს ეხება და ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. მადლობთ
არჩილი
როგორც ცნობილია ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. და ველოდებით გამოქვეყნებას. წესით წელსვე უნდა იყოს.
არჩილი
ხელმოწერილია უკვე. ველოდებით გამოქვეყნებას.
მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ, აგაშენათ ღმერთმა. ასეთი სასიამოვნო ინფორმაცია ამ სფეროში პირველია. გადავლახეთ რუბიკონი და იქნებ გვეშველოს.
http://info9.ge/?l=G&m=108&id=28023 როგორ მოგწონთ კარგი მიღწევაა 3 ვალდშნეპი არა დღეში რასაც ქვია გვეგადავება გარემოს მინისტრი რა
xonski
არაა ხო ცოტა შენ 100 კილომერი გაიარე 3 ვალშნეპის გულისთვის და თუარიქნება ცოტა ნახავ მაგარი უსამართლობა სუფევს რა
არ ვიცი ფრინველის მოპოვების ლიმიტი რატომ შეამცირეს, იმედია ეს მხოლოდ ამ პერიოდს ეხება, ასე ვთქვათ გარდამავალ პერიოდს. ქათამზე სანადიროდ წასული მონადირე ბრაკონიერად რომ არ ჩაითვლება ეს უკვე მიღწევაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში საქმით, სიტყვით და ფიქრითაც კი თავისი წვლილი შეიტანა.
xonski
5 კაცი რომ მიდის სანადიროდ კაცზე სამი 15 ია და მეტი არცაა საჭირო მე თუ მკითხავთ
თემატურად პოსტეთ !
კანონზე ამ თემაში გააგრძელეთ საუბარი
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11470&pid=291402&st=90&#entry291402
განა ერთ ნადირობაზე რამდენ ქათამს ხოცავთ 3 რომ გეცოტავებათ?
გადახედე ზემოთ დონ ვანო ფოსტებს და ჩანს ყველაპერი 3 მაინც ცოტაა რა
თან მარტო ხომ არ დადიხარ ორი კაცი 6 ს რომ აიღებთ და 10, 12 ქათამს ნახავთ მეტი რაღა უნდა გინდოდეს, თან ეს იმ პერიოდში როცა საერთოდ უფლება არ გქონდა ნადირობის. საოცარი ხალხი ვართ რა.
Don. vano
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ზახარა
გაფიცებ ამ სურათში მოხაზე სად ზის ეგ ოხერი, ვერ მივაგენი...
არსად არ ზის ინტრიგობს ეს კაცი
ტოტთან რაღაც სხვაგვარად ჩანს მაგრამ ტყის ქათამს ვერ მივამსაგვსე ბოლომდე :(
ზახარა
მწვანე ფოთლების ზემოთ, ტოტების გაყოფაზე რომ ორი თვალი და შუბლის ზოლებივით ჩანს, ეგაა?
თუ არ ვცდები რაც მოვხაზე მაგის შუაში ზის, სურატს შევხედე თუ არა მანდ ეგ ადგილი ეგრევე თვალში მომხვდა აშკარად სხვაფერია მანდ თან თვალებიც ჩანს მგონი
მწვანე ფოთლების მაღლა შუბლი და თვალები უჩანს )
კურცხარისტები ვერ იპოვიან რათქმაუნდა
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
წამო ეხლა ავაფრინოთ ეგ ქათამი და ვნახოთ ვინაა მართალი მანდ მე ვერაფერს ვხედავ
http://www.radikal.ru
ams
რა სხარტი მზერა გქონია
არაა აუცილებელი, ყველამ ინადიროს სეტერით
ზახარა
არა მე სეტერიც მევასება განა არ მევასება მარაიცი როგორი თემაა აგიხსნი რა, ევო ჯობია თუ იმპრეზა როგორც ამაზეა მუდმივი დავა ესეც ეგრეა რა ევოს ხიდები და მატორი აქ მაგარი და განმავლობა აქვს უფრო მეტი ევოს მატორს ვიდრე იმპრეზასი , იმპრეზას კიდე კარობკა აქვს მარტო მაგარი და ამ შემტხვევაში უკვე კარობკა მეორე ხარისხოვანია როცა მატორია კარგი და იმიტომ ევოს ამჯობინებენ უფრო . აესეთი ტემა ეგაც ზუსტად. მე რა სფეროც მესმის ისე აგიხსენი რა მემგონი შენც გაიგებ
ams
და შენი გადმოსახედიდან კარობკაა სეტერი თუ მატორი?
კარგით ეხლა ტყის ქათმის თემაა
ზუსტად შემიმჩნევია, ყოჩაღ მე...
მე ეხლა გავხდი სეტერისტი და იმედია მომავალი წლიდან გამოვიცნობ ვალდშნეპის კომუფლიაჟს.
მანამდე კი მსგავს კადრებს დავჯერდები
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ჩემი უსაყვარლესი სანადირო ობიექტია!
ესეც ნაგროვები რამდენიმე ფოტო!
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ეს თქვენ სეტერისტებო!
http://postimage.org/
ანომალია!
http://postimage.org/
მაქსიმუსა
ბერა
რა სიამოვნებას იღებენ პროჟექტორიანი მეთოფეები ამ ფრინველის ამოხოცვაში ჩემამდე არ დადის .....
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ვა..რა მაგარი სურათებია. მაგარი ვისიამოვნე.
ეს თქვენ სეტერისტებო!
http://postimage.org/
[/quote]
ეს უფრო ეპანიოლ ბრეტონ გავს ვიდრე სეტერს
მაგარი სურათებია ძაან
სამწუხაროდ წელს 1 ცალი მოვინადირე მხოლოდ და ისიც ბუჩქებში დავკარგე :(
http://pix.ge/
მაგრად ვისიამოვნა . კარგი სურათებია. ვალდშნეპის სურათი წიწილებთან პირველად ვნახე. მაგრად მომეწონა.
marco-polo
არაქვს ეპანიოლს ასეთი ცხვირი და ყურები
და სეტერი ასეთი შეფერილობით არსებობს?
marco-polo
უიარაღო
კი არსებობს ირლანდიური.მარტო წითელი კი არ ყავთ თეთრი წითელშიც ყავთ და ძალიან ლამაზია თან.
ზახარა
მაგარი ვიდეო და სიმღერა გლეჯავოია
ilara
უიარაღო
ტყის ქათმის თემაა !! ირალნდიურებს აქვს შესაბამისი თემა
ეძღვნებათ ღამით ფარზე მაძიებლებს და მსროლელებს !!!!
ზახარა
მინდოდა ფოტო მენახებინა რო ესეთიც არსებობს ეგა და ეგ...ეგ ვეღარ მომაფიქრდა რო მეთქვა შედი ირლანდიულების თემაში თქო.
http://pix.ge/
მგონი ყველაზე ლამაზი ტროფეი მე მერგო წილად ამ კადრის სახით ამ სეზონზე
gonchatniki
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ზახარა
მანდ ტყის ქათამია სადმე?..
დამეთხარა თვალები და ვერ ვიპოვნე...
უცებ მოვავლე მონადირის თვალი და აჰა.
კარგი სავარჯიშოა. საიდან პოულობ ზახარ ასეთ სურათებს.
რამაგრად ინიღბება ეს ოხერი თითქოს პრედატორის კამუფლაჟი ეცვას. შარშან სოკოს ძებნისას ერთი სამჯერ კინაღამ ფეხი დავადგი
უიარაღო
მაგას მეც ვუყურებდი, მაგრამ რაღაც ვერ მივამგვანე
http://postimg.cc/image/tx2dxod09/
http://postimg.cc/image/tx2dxod09/
http://postimg.cc/image/tx2dxod09/
ულამაზესია. ცოტა დიდი სურათი დადე.
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ზახარა ფოტო 1. მარჯვნივ 2. მარჯვნივ ოდნავ ქვემოთ 3.ზემოთ ოდნავ მარცხნივ ბალახების ძირას 4 შუაში ტოტების ქვეშ 5. ესეც ცენტრში ფოთლებ ქვეშ.
მეორე სურათზე ვერ ვიპოვნე..დანარჩენზე კი. მესამე სურათზე მგონი 2 ცალია დაჟე.
კი მესამე სურათზე ორი ცალია ზურგით ერთმანეთთან
თვალებს თუ მოძებნით ადვილი მოსაძბენია ყველა.
დავიწყებ ბოლოდან
ვაღიარებ მე-4 სურათზე ჯერ ვერ ვიპოვე.
რა უნდა მაგის პოვნას, სად არის მეოთხე სურათი აბა?
* * *
არადა ეგ ყველაზე ადვილად ვიპოვე, ეგრევე
ძლივს შევნიშნე
პოსტების დროს შეხედეთ. უკვე ნაპოვნი მქონდა და ვპოსტავდი. ეგ 2 წუთი სხვაობა ზუსტად ეგაა. ასე რომ მეოთხეც დამოუკიდებლად ვიპოვე.
მე ფოტოების ატვირთვა დამეზარა არადა ყველა ვნახე ზახარ სად პოულობ ასე მაგარ ფოტოებს?
უიარაღო
Hubert
ტყის ქათმებსაც აქვთ თავისი გვერდი
https://www.facebook.com/pages/Beccaccia-Woodcock-%C3%87ulluk-Hunting/421623321208361
შარშან (უფრო სწორედ შარშანწინ)ვინადირე პირველად ტყის ქათამზე. პირველ გასვლაზე ერთი .მეორეზე ორი. სულ ეგ იყო. მაგრად მომეწონა. მაგარი აზარტულია. ისვრი ისვრი , მერე მოისვავ პატრონტაშზე ხელს და აღმოაჩენ რომ ტყვიები გაგთავებია. წელს მქონდა ასეთი ნადირობები (ამ სეზონზე). ყველაზე მეტი 4 ავიღე ერთ დღეში. სულმოუთქმელად ველი მომავალ სეზონს რომ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო და უკეთესად ვინადირო.
თავიდან უფრო ბევრს ვაცდენდი. ყოფილა შემთხვევა რომ 5 სროლა მომისწვრია და მე-5 გასროლით ჩამომიგდია. ბოლოსკენ 2 ან უფრო ხშირად 1 გასროლითაც ვაღწევდი შედეგს.
ყოფილა შემთხვევა რომ 5 სროლა მომისწვრია და მე-5 გასროლით ჩამომიგდია.
ტყის ქათამს 2 გასროლა უფრო უხდება და ჰორიზონტალი .
ისე რა ნომრებს ესვრი?
8-9 ნომრებს ვესვრი. ჩემი ქვისლი აპირებდა თოფის ყიდვას და რჩევა მკითხა. ნახევარავტომატი ვურჩიე. ის მაინც 2 ლულიანისკენ იხრებოდა უფრო ლამაზიაო. ამ დროს ქათამი ამოგვიფრინდა. პირველი გასროლა და მეორე ვესროლე ავაცდინე . მე-3 ვესროლე ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა სხვებმა თოფის შემართვაც ვერ მოასწრეს. თოფზე კამათიც მაშინ შეწყდა და ჩემი რჩევით სტოგერი 2000 იყიდა. ძალიან კმაყოფილია.
http://postimage.org/
ქათამ ჩვენ კი არა ოთხფეხამ უნდა იპოვოს ფუნქცია ხომ არ ეკარგება ოთხვეხა მაჯლაჯუნებს
მესამე სურათზე კიდე 1 ცალი ზის მწვანე წიწვებივით რომ არის იმის ქვეშ. მაგ სურათზე 2 ქათამია.
უიარაღო
ესეიგი გამოგდის რომ იმ 4 ვაზნას არუმიზნებ იმდენად ჩქარა ესვრი, თუ მეხუთე ვაზნას სასროლზე ასწრებ და კლავ ესეგამოდის.! გქონდეს ისევ დალოცვილი 2 ლულიანი და აუჩქარებლად ესროლო ჯობია.
ამაზეა საუბარი
არა..ოდნავ გვერდზე. ერი მარჯვნი და მეორე მარცხნივ.
http://postimg.cc/image/ys44sl6ul/
უიარაღო
ეგ მგომი მესამეა.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
უხ მეე!!!! მაგიჟებს ეს ფრინველი!
ძალიან მაგარი ნაბულია, ძლივს ვიპოვე, თვალმა გაყიდა
ეგ ევოლუციურად თვალის დახუჭვასაც ისწავლის და მერე ეძებეთ
http://postimage.org/
http://postimage.org/
https://www.facebook.com/photo.php?v=569945409790737&set=vb.318278441624103&type=2&theater
უძაანმაგრესი ფრინველია. დააკვირდით თავი და ნისკარტი ოდნავაც კი არ მოძრაობს დედამიწასთან მიმართებაში.
ყელში გადასცდა რამე უეჭველი
მაგარი ვიდეოა. რას ცეკვავს ჯიგარი?!..
ქათამია რო? კუდი რა უყო?
დედალია ეტყობა
თან წააპუტეს.. იმიტომ დადის ეხლა ცეკვა-ცეკვით..ფრენის მაგივრად.
რამხელაა ტო?.
ესა ჩემი ნახატია
http://postimage.org/
megreli
შენ არ ხუმრობ ხო იცი
კაი კაცი ხარ მეგრელ..მაგარი ნახატია.
დასასრულებელია ხო?.თუ შავ-თეთრია?.
ამ ეტაპზე დასრულებულია,შეიძლება ჩრდილების ჩამატება და კორექტირება უნდოდეს,მაგრამ ასე დატოვება გადავწვიტე,არ მინდა გამიფუჭდეს
ისე კი შავ-თეთრია (გრაფიკაში),ამის მერე კიდე ვეცდები ფერადი ფანქრებით დავხატო,მუღამზე თუ მოვედი
ვგიჟდები ისე მიყვარს ტყის ქათამზე ნადირობა!
http://postimg.cc/image/r685usuv1/
აქ უკეთ ცანს, არ ვიცოდი სურათი როგორ დამედო.
პოსტები წაშლილია !!!
სეზონი იხსნება 15 ოქტომბერს !!!
2 დღე მოითმინეთ როგორმე !!
ზახარა
მართალია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაპატიეთ! მე ასე გავიგე ,,აქოურობა" , რომ .... კარგი,.. გულისხმიერებით სავსე ,... მართალი და გულწრფელი ხალხისთვისაა ეს ყველაფერი!!!!!!!!.. და თუ ვინმე ამას შეეფეთა, ესე იგი ბოლომდე უნდა მისდიოს წესსაც და კანონსაც !!!! ... იცით არც მე არ ვყოფილვარ უცოდველი, არც მე არ ვიცოდი ბევრი რამ, მაგრამ ... გადავეყარე ერთ
ერთ წესიერ კაცს და .... წესიც თავის რიგზეც დადგა და.. რიგიც !!!!!!!!! ამას ,, აქოურობაც " დაემატა და .. იმედი გაჩნდა!!!!! არვინ განმისჯია და არავისთვის მიმითითებია ,მაგრამ ხანდახან უნდა დავფიქრდეთ რას მოვიმოქმედებთ,.. თორემ გაკეთებულს რომ ვაღიარებთ ,.. გამოტეხვა არ ჭირდება!!!!! პ.ს. წეღან ბევრი ვწერე და წამეშალა... კიდე კაი!....
http://pix.ge/
სენაკი
ფოთისკენ ქათამზე ნადირობა სად შEიძლება? ან არის საერთოდ კიდე თუ აღარ არის
ან ქათამზე სად ინადირებს ეხლა კაცი
ქათამზე 15 დეკემბრამდე არ არის?
1 მარტამდე ყოფილა .დამავიწყდა
სანამ ტყის ქათამზე ვინადირებ,ამით მოვიკლავ ჟინს
http://postimage.org/
მომენატრა ქათმობა....გასულ სეზონზე მხოლოდ ეს ერთი მოვინადირე
ერთი ტკბილად მოსაგონარი დღე.
მოუთმენლად ველი სეზონის გახსნას.
3 თვე
ქათმის სეზონის გახსნაზე არასოდეს მინადირია მასზე. დაახლოებით თვენახევრის ან 2 თვის შემდეგ გავდივარ ამ ობიექტზე სანადიროდ, იმიტომ რომ დეკემბრის შუა რიცხვებამდე კახეთში ქათამს თითქმის ვერ ნახავ.
გადავედით ახალი ობიექტის დალოდების რეჟიმში. ბოლოს კვირას ვიყავი მწყერზე და ვერც ერთი ვეღარ ვნახე.
ეს სეზონის გახსნამდე რომ არ მოიწყინოთ
http://postimage.org/
http://postimage.org/
ერთი ცალი რომ მომანადირებინა წელს კმაყოფილი დავრჩები, 2 წელია ვიდეოში და სურათებში ვნახულობ!!!
როდის იხსნება?
15 ოქტომბერს იხსნება ოფიციალურად , მაგრამ რეალურად უფრო გვიან შემოდის. ყოველ შემთხვევაში კახეთში ასეა.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
kardinal84
როგორ დავალაიქო?
რა ლამაზები არიან ეს ვირიშვილის მამიდაშვილები
http://postimg.cc/image/5kjoaf9ld/
ჭალიმგელა
დალაიქება სელფის გადაღება და ამფერები ერთ კვირაში შეიძლება
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ცოტაც დარჩა და დაიწყება ზღაპრული ნადირობა )))))))
ზახარა
ბოლო სურათი გლიჯავს ოჩოს "მთავრობა"
ზახარა
ვისიამოვნე
ნეტა წელს რას იზამს ქათამი..
ნეტავ როდის შემოვა კახეთში ?
უიარაღო
ჯერ შემოვიდეს საერთოდ და კახეთშიც შემოვა მა სად გაუპარცავში წავა
რა ჩათლახია
:(
http://postimg.cc/image/elywmwe25/
გუშინ ვნახე გლდანში
ტრასაზე გადაიფრინა .... ლამის ავაარია გავაკეთე მაგის ყურებით
წელს ნაადრევად შემოვიდა. ალბათ ადრეული აცივების ბრალია. 3 დღეც და დაიწყება სეზონი. ტყეს ფოთოლი ჯერ არ გასცვივნია. ძაღლით ნადირობა ჯერ არ გამოვა მაგრამ საღამოს გადაფრენაზე მაინც შეიძლება ნადირობა.
დასავლეთში როდის შემოდის?
დასავლეთშიც მალე გამოჩნდება, მე ოქტომბრის ბოლოს მინახავს და მინადირია კიდეც.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ძალიან კარგი
დამპლები მაგენი )))
გილოცავთ სეზონის დაწყებას ქათამზე. დღეს უკვე შეგიძლიათ ინადიროთ. აბა წარმატებულ საქათმე სეზონს გისუ რვებთ.
ჩემი დაკვირვებით საღამოს გადაფრენა უფრო შედეგიანია ხოლმე, თქვენ რას იტყვით ამაზე აქვს რაიმე განსხვავება დილით დადგები თუ საღამოთი?
დილით არასოდეს არ ვმდგარვარ და დაზუსტებით ვერ ვიტყვი , მაგრამ რაც საღამოს გადაფრინდა მინდორში დილით ისევ იმდენი არ უნდა გადმოფრინდეს უკან ტყეში? თუ რა თქმა უნდა მონადირემ ან ტურამ არ იმსხვერპლა. ახლა ტყე ისეა გაფოთლილი რომ ძაღლით ნადირობას (ფართოფოთლოვან ტყეში) აზრი არ აქვს. ისევ გადაფრენაზე თუ ინადირებს კაცი.
შედეგიანად გავხსენი სეზონი http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ინებეთ ბატონო
ხო არაფერს იტყვით მონადირეებო ახალს აღმოსავლეთში გამოჩნდა ქათამი თუ შარშანდელივით ჩუმად იპარება???
ზემო პოსტები ნახე მოსული კი არა წავა ცოტა ხანში!!!
ქათამი ახლა ყველგანაა. მე ლაგოდეხში ვნადირობ საღამოს გადაფრენებზე და შეცოტავდა საგრძნობლად.
ერთი ჩემი ახლობელი ბიჭია ,მწყემსია და ნათქვამი ქონდა ყოველ წელს შემოდგომაზე ივრის ხეობის ერთ ტოჩკაში ორი -სამი დღის განმავლობაში ყოველ ნაბიჯში მიფრინდებაო ქათამიო , წელს ყოველ დღე ურეკავ და ჯერ არ ამფრენია არცერთიო.
გამარჯობათ
ქათამზე ნადირობის სეზონი როდის იხურება შეგიძლიათ მითხრათ? შარშან კანონში ცვლილება შეიტანეს როგორც წავიკითხე და 1 მარტამდე შეიძლებოდა ნადირობა, წელს ბევრ საიტზე ვადები ისევ 15 დეკემბრამდე წერია.
Levancho777
1 მარტამდეა
მაგაზე სისხლი მოვფსით რომ შეეცვალათ
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimg.cc/image/q5prnun4d/ა
აქ არი ხომ დამალული თუ ღვინის ბრალია და მომეჩვენა?
ძირულა
მართალი ხართ მანდ არის))
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ადრეა ეს სურათები. ქათამი ჯერ კიდევ იშოვება ბუნებაში. 31 იანვარს ვიყავი იხვზე გასული. იხვი ერთიც არ მინახავს მაგრამ ქათამი ვნახე 7 ცალი. ერთს ვესროლე და ავიღე.
შეკვეთილში იყო კარგად
შეცოტავდა მწყერი და გამიტაცა უკვე ქათამზე ფიქრებმა
17 დღე დარჩა სეზონის გახსნამდე. ვისურვებდი რომ მაგ დროს ქათამიც მოსული იყოს.
ეგრედწოდებულ ქათმის პერელიოტზე რა ნომერი და რამდენ გრამიანი ვაზნაა საუკეთესო სახმარი? გასაგებია ყველა სხვადასხვას ხმარობს მაგრამ მაინც.
მე 9 ნომერს ვესვრი. 30-32 გრამიანებს. სასურველია უკონტეინერო.
მე 7 ნომერს ვესვრი არ აქ მნიშვნელობა პერელიოტია თუ ძაღლით ვარ, მომწონს 7 ნომერი კონტეინერის გარეშე.
9 ნომრით დავიწყე ამ ბოლო დროს და ნამეტანი ვისიამოვნე.....
ვინაიდან არ ვიცი რა მანძილძე ჩამოიფრენს მეც 7 ნომერს ვხმარობ, ცოტა მოშორებითაც ესვრი თუ რამეა, მაგრამ უფრო ხშირად მართლა 8-9 ნომერი მისწრება იქნებოდა.
ეს კიდე ირლანდიურები.
30 გრამიანი უკონტეინერო 9 ნომრები.
30 გრამიანი 9 ნომერი კონტეინერის გარეშე
გურიაში მითხრეს საღამოს დავინახეთ ქათამი გადადიოდაო
არის შემოსული დასავლეთში?
დღეს დილით ვნახე საირმის ტყეში
გუშინ მოუკლავთ მტკვრის ჭალაში რუისში.
,ქათამზე უბადლო მონადირეებათ ბრეტონული ეპანიოლები ითვლებიან.
ძმაკაცი იყო სოკოზე და აუფრინდა ქათამი. შემოსულია უკვე აღმოსავლეთში. დიდი რაოდენობით შეიძლება არა მაგრამ მახარობლები გამოჩნდენ უკვე. 2 დღეში იხსნება სეზონი. მოვითმენ რამენაირად ეს 2 დღეც.
ცუდია რომ 7-10 დღე არ შეუძლია ადამიანს მოთმენა.
berua
ვინ დაასკვნა რა საინტერესოა უბადლო მეძებარი არ არსებობს, არსებობს მეძებარი რომელიც ამა თუ იმ ფრინველს ანიჭებს უპირატესობას, ასევე მეძებარი რომელიც იმის მიხედვით ნადირობს ამა თუ იმ ფრინველზე, თუ რაზე ნადირობა უყვარს პატრონს
ხვალ გაიხსნება ქათამზე ნადირობის სეზონი
იმედია გურიაში დამხვდება ცოტა მაინც?
ისე სად მირჩევთ უფრო ქათამზე ნადირობას?
გილოცავთ სეზონის გახსნას
გურიაში ვარ და 10 გრადუსია, სავარაუდოდ მთები ჩამოთოვილი აქვს
სად მირჩევთ ნადირობას?
გილოცავთ სეზონის გახსნას ქათამზე.
https://postimg.cc/image/ykgxroqct/https://postimage.org/
https://postimg.cc/image/knv77w0or/https://postimage.org/
და.კარ
კარია!
სად მოინადირე?
და.კარ
დათუნა გილოცავ სეზონზე პირველ ქათმებს. პირველი ხარ ამ ფორმუზე
სხვა მრავალს გისურვებ.
ეს ქათმის სეზონი გადამიყოლებს მე. დღეს ორი ჩამოგდებულიდან ვერცერთი ავიღე, გაუვალ ჯაგებში ვეძებე. ხვალ დილით ვცდი კიდე თორემ მეცოდება.
ხვალ სად გავიდე თბილისთან ახლოს? ისე რომ 1-2 საათისკენ თბილისში ვიყო? )
გამოცდილი დრათჰაარი და ახალბედა სეტერით
დასავლეთშიც მაგრად აცივდა
იმედია შემოვიდოდა ქათმის ახალი პარტია
ზუგდიდელი არის ვინმე ფორუმზე??გასვა მინდა და იქნებ გავსულიყავით და გაგვეხსნა ქათმის სეზონი ერთად
http://postimg.cc/image/xrixvufbn/http://postimage.org/index.php?lang=russian
პერელიოტზე
samsoni777
რა სევდიანი სახე აქვს შენ ძაღლს. არ გყავდა სანადიროდ?
samsoni777
ვეღარ ვიცლი. სამსახურიდანაც გვიან მიწევს წამოსვლა, მაგრამ ხვალ მეშველება მგონი. ძაღლებით ვაპირებთ დღისით ნადირობას.
სეზონის პირველი ქათამი გურიაში
https://postimg.cc/image/jwru1omtr/https://postimage.org/index.php?lang=russian
მშვენიერი
საკალმახესთვის კალმახი უნდა გადამეყვანა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ჰოდა ამ უქათმობაში უზაღლოდ მივდიოდი საკალმახისკენ. თოფი კი მქონდა მანქანაში
ჰოდა ზედგზაზე, ვიღაცის ჭიშკართან ამიფრინდა 2 ქათამი. თან მაგარ პახმელიაზე ვიყავი. ჯერ ვიფიქრე მელანდებათქო. ჰოდა ერთი დავინახე ვიღაცის ღობესთან დაჯდა.
გავაჩერე მანქანა, ავაწყე თოფი, ჩავტენე ვაზნები და 1 ქათამიც მივითვალე
https://postimg.cc/image/spz86di8f/
https://postimg.cc/image/i4fcudbwv/
გაასწორებდა პახმელიაზე ცივ-ცივი , წვნიანი კეხურა
ნადირობა ორღობეში
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)