თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ ღალღა

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 12 2009, 21:58

http://www.radikal.ru

ღალღა

ღალღა ლაინისებრთა ოჯახში შედის. იგი გადამფრენი ფრინველია, თვალით იშვიათად სანახავი ფრთოსანი, რომლის ხმა ხშირად ღამითაც ისმის, ძლიერ ცუდათ ფრინავს, ძალიან ჩქარა დარბის და კარგად გამოცდილი უნდა იყოს მონადირე ძაღლი რომ იგი ააფრინოს. გაზაფხულზე ჩვენში ღალღა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. ღალღა 12 კვერცხს დებს, საკვებია: ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები და ლოკოკინები, ხოლო ზაფხულის ბოლოს პურეულისა და ბალახების მარცვლები. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ღალრის ხორცი გემრიელია. ამ ფრინველის მოსაპოვებლად საჭიროა 10 -12 ნომერი საფანტი.

ინფორმაცია აღებულია წიგნიდან 'მონადირის ცნობარი' გამომცემლობა ;საბჭოთა საქართველო; თბილისი- 1969 .

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 1 2009, 10:51

რაკი ღალღაზე ზირითადათ მწყერზე ნადირობისას ვნადირობთ და იგივე თოფს და ტყვიას ვიყენებთ რასაც მწყერზე, ცალკე აღარ განვიხილავ ღალღაზე ნადირობას. ერთს კი დავამატებ, ღალღის ფრენის სიჩქარე გაცილებით დაბალია ვიდრე მწყერის და მონადირემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სროლისას არ აჩქარდეს და აცალოს სასროლ მანძილამდე დაშორება. ნაადრევი სროლა ხშირად იწვწვს აცილებას ან ფრინველის გაფუჭებას.

პოსტის ავტორი: hunter87 Jul 18 2010, 12:36

საერთოდ ღალღაზე სანადიროდ გამშლელ(დისპერსორი) დაბალმუხტიან ვაზნებს თუ იხმარებთ უფრო კარგია, ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი, არც ფუჭდება და ისეთ ახლოსაც შეიძლება სროლა. ისე ძალიან თავისებური და იდუმალი ფრინველია. ძაღლს ტანჯავს, ისე აწვალებს ძებნისას. მაგისი ამოფრენა ჭირს თორე მოკვლა ძალიან ადვილია.ამოდის ნელა, და ფარფატით, კარგი მორბენალია მარა ფრენაში მოიკოჭლებს.

პოსტის ავტორი: niksitine Nov 24 2012, 17:13

ღარღა ბევრნაირი არსებობს მე მაგალიტად სანადიროდ რო ვიყავი ძაგლმა დიდის ამბიტ ააფრინა და დზზან დიდი და წიტელი ფერის იყო მეზობელმა მოკლა და დააახლოებით 350 გრამამდე იქნებოდაა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: megreli Nov 19 2013, 01:00

ესეც ჩემი და სარას უკანასკნელი ნადირობიდან,2013 წლის 28 სექტემბერი newsmile05.gif

http://postimage.org/

ამ სეზონზე 15-მდე ღალღა მოვინადირეთ Shooting.gif

პოსტის ავტორი: Hunter mamuka Nov 4 2015, 13:20

ხუთი ცალი ავიყვანე წელს ბოლომ ისე გამაწვალა რო ძაღლს თავს ვანებებიებდი მარა მაინც არ მოეშვა კაი ხნის მერე ამოიყვანა და ტავიც დაკარგა მარა კი ღირდა წავალებად კაი მსუკანი იყო: newsmile090.gif




უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)