კაკაბი
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი ჟანგმიწისფერი-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლი ამშვენებს. ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს. სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაში-პირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ აზიას- ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე როგორც მობინადრე ფრინველი.
ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა.
კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი წიწილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ. კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები. უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთ მოლუსკით. საკვების შემადგენლობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია.
საქართველოში ამჟამად კაკაბზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია, მხოლოდ სპეციალური სანადირო მეურნეობებში, ადრე კი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი მეტად ძვირფასი ობიექტი იყო.
ინფორმაცია აღებულია ჟურნალ 'ნადირობა' მაისი 2008 წ.( ნომერი 5)
პატივცემულო ფორუმელებო, თემა დროებით იხურებ, სანამ ნადირობის მეთოდები არ დაიწერება
http://www.youtube.com/watch?v=_V3Obvh1DYA
აი კაკაბზე ნადირობა. ხოხობიც იჩითება
სერიოზულია. ლაბრადორის მუშაობას დააკვირდით. სამაგალითო ვიდეოა რა განსხვავებაა ლაბრადორს და სეტერს (მეძებარს) შორის
ამ ვიდეოში აშკარად ჩანს სეტერის და ლაბრადოს ხაზები მაგრამ ერთია კაკაბზე სეტერით ნადირობაზე უკეთესი არაფერია
ორივე მისდევს ფრინველს თუ დააკვირდით
ლაბრადორს დააკვირდით რა პრიჟოკს აკეთებს. მე როგორც მოცეკვავე ამ ძაღლს კაი მოცეკვავედ ვაფასებ.
კაკაბი კაკაბს არ გავს,სეტერი სეტერს არ გავს და ლაბრადორი ლაბრადორს. ლაბრადორი კარგი გაგებით.
შადი შამოდი
მონადირეები გვანან? დააკვირდი ვიდეოს, 80 პროცენტი დაგლეჯილია ნანადირევი, მოსწქრებაზე არიან თუ რა ვერ გავიგე
აბა 8 თუ მეტი კაცი რომ ორი ძაღლით ნადირობ, რომელთაგან ერთი რეტრივერია, და 30 მეტრიანი ფრონტით მოძრაობ, სხვა რა ნადირობა გამოვა. მე მგონი ფრინველი წინა დღესაა გაშვებული მაგ სტადიონზე, კაკბებს ერტმანეტის გაცნობაც ვერ მოუსწრიათ, სულ ცალცალკე დაბოდიალობენ.
ერთ–ერთ მომენტში ორი კაცი ერთად ესვრის კაკაბს თუ დააკვირდით..
ერთი რა მაინტერესებს აი ზახარა დადებულ კაკბის სურათსადა ეხლა
PREDATOR დადებულ კაკბის სურათს შორის დიდი განსხვავება და ჩვენთან ეს ბოლო სურათზე რაც არის ის კაკაბი ბუნადრობს და მათშორის განსხვავება
6.32 წამზე ზუსტან ზახარას ნასროლივითაა
ako-gul
კაკაბზე ნადირობა აკრძალულია !!
სურათი წაიშალა !!
მიუთითეთ თუ კერძო მეურნებაშია მონადირები და დადეთ ლიცენზიის სურათი .
ako-gul
ანუ სულ 6 ეგზემპლიარი თუ მხოლოდ 3?
ნუკრიMax
სულ 6
+ ჭამა
ხო, 3 ხოხობი და 3 კაკაბი შეგიძლია, ანუ სულ 6, ოღონდ ერთ დღეში ორივეს ვერ მოასწრებ შოღსაა სახოხბე და საკაკბე ერთმანეთისგან. ანუ ერთ-ერთზე უნდა ინადირო.
ako-gul
ერთ წასვლაზე 3 კაკაბზე მეტი არა, თუ 3 ცალს გადააცილებ, ყოველ კაკაბზე 40 ლარი უნდა დაამატო. ანუ 3 კაკბის მაგივრად 6 რო მოკლა 150 ლარის მაგივრად 270 ლარი უნდა გადაიხადო.
ako-gul
ვერ გავიგე ანუ წავედი სანადიროდ დავინახე სულ 6 კაკაბი 3 ჩამოვაგდე 3 ავიღე რამდენს ვიხდი?
150 ლარს. 3 კაკაბის და 3 ხოხბის მოკვლა ღირს 150 ლარი, პლიუს კვება. თუ მოკლავ 3 კაკაბზე ან 3 ხოხობზე მეტს , ყოველ გადაცილებულ კაკაბზე ან ხოხობზე ამატებ 40 ლარს.
სარსარაკი "კაკაბი"
http://www.myvideo.ge/?video_id=1527284
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)