თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ მელოტაზე ნადირობა

პოსტის ავტორი: shako871 Mar 31 2012, 14:07

ახალი ვარ და ზუსტად არ ვიცი, მგონი სწორად გავხსენი თემა. მაინტერესებს ვინმეს თუ გინადირიათ მელოტაზე.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 31 2012, 15:00

shako871

თითქმის ყველა დამწყები მონადირის პირველი სანადირო ობიეკტი, მწყრის შემდეგ მელოტაა, რათქმაუნდა ზამთარში, ბევრად ადვილი მოსაკლავია, ვიდრე ბეკასი, ტყის ქათამი, იხვი და ა.შ.

არაფერი განსაკუთრებული მაგ ფრინველში არ არის

პოსტის ავტორი: shako871 Mar 31 2012, 15:04

ერთი ლამაზი თემა რომ მიგვეძღვნა მგონი ურიგო არ იქნებოდა, თავისი სურათებით

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 31 2012, 17:35


პოსტის ავტორი: shako871 Mar 31 2012, 18:48

მინდა მელოტაზე ნადირობა, რათქმაუნდა სეზონზე. ოღონდ ზდპ-თი, იმედი მაქვს მიმიშვებს სასროლ მანძილზე

პოსტის ავტორი: ბესო Apr 18 2012, 06:58

ციტატა(shako871 @ Mar 31 2012, 19:48) *
მინდა მელოტაზე ნადირობა, რათქმაუნდა სეზონზე. ოღონდ ზდპ-თი, იმედი მაქვს მიმიშვებს სასროლ მანძილზე


მიგიშვებს - არ არის ძალიან მფრთხალი. ისე კი იხვზე უკეთესი ხორცი აქვსო ბოროტი ემები ამბობენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Assasin Sep 11 2012, 16:25

იხვზე უკეთესი ხორცი რომ ქონდეს მელოტას მონადირეები ზამთარში მტკვარს არ მიეყინებოდნენ იხვის მოლოდინში, არამედ ჭაობთან დაუსატკავებდნენ მელოტას. ყარაჯალარში, საპატრიარქროს ტბების გადმოღმა ჭაობები გაძეძგილი იყო მელოტებით და ეგრეთწოდებული "კამიშნიცებით". ისე ეგ მელოტება არ იპუტება, უნდა გატყავდეს, გამოდის რომ ფაქტიურად ჩვამას ეგრეთწოდებული "ნირიოკის" ბიძაშვილია და მისი გასტრონომიული ღირებულება ძალიან დაბალია. რაც შეეხება ნადირობას მელოტაზე იხვის გადაფრენებისას ბევრჯერ შემომაკვდა (ბნელში ფრენისას ძალიან ჰგავს იხვს),მერე შუქზე რომ გავჩითე ეგ მელოტა მაგარი გამიტყდა newsmile042.gif

პოსტის ავტორი: იეტი Sep 11 2012, 16:55

ციტატა(Assasin @ Sep 11 2012, 17:25) *
იხვზე უკეთესი ხორცი რომ ქონდეს მელოტას მონადირეები ზამთარში მტკვარს არ მიეყინებოდნენ იხვის მოლოდინში, არამედ ჭაობთან დაუსატკავებდნენ მელოტას. ყარაჯალარში, საპატრიარქროს ტბების გადმოღმა ჭაობები გაძეძგილი იყო მელოტებით და ეგრეთწოდებული "კამიშნიცებით". ისე ეგ მელოტება არ იპუტება, უნდა გატყავდეს, გამოდის რომ ფაქტიურად ჩვამას ეგრეთწოდებული "ნირიოკის" ბიძაშვილია და მისი გასტრონომიული ღირებულება ძალიან დაბალია. რაც შეეხება ნადირობას მელოტაზე იხვის გადაფრენებისას ბევრჯერ შემომაკვდა (ბნელში ფრენისას ძალიან ჰგავს იხვს),მერე შუქზე რომ გავჩითე ეგ მელოტა მაგარი გამიტყდა newsmile042.gif


მელოტას ხორცს არასასიამოვნო გემოს აძლევს ძვლები, და განსაკუთრებით ხერხემალი რომელიც კერძის მომზადების დროს სპეციფიურ გემოს აძლევს ხორცს.

თუ ხორცს ძველბიდან ამოანთავისუფლებთ, ანუ ამოიღებთ ფილეს, განსაკუთრებით კი მკერდს. მერწმუნეთ მელოტას ძალიან გემრიელი ხორცი აქვს. არანაკლები იხვზე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 12 2012, 01:57

განსაკუთრებით გემრიელია მელოტას კუჭი და ზომითაც საკმაოდ დიდია. მშვენიერ კერძებს ამზადებენ მაგ კუჭებით

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 12 2012, 08:27

ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 12 2012, 02:57) *
განსაკუთრებით გემრიელია მელოტას კუჭი და ზომითაც საკმაოდ დიდია. მშვენიერ კერძებს ამზადებენ მაგ კუჭებით


+1

მელოტას კუჭი მართლაც მშვენიერი საჭმელია თუნდაც ადგილზევე შამფურზე შემწვარი.

პოსტის ავტორი: rezo197313 Nov 22 2012, 14:52

მელოტაზე რა ნომერი საფანტი ჯობია?

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 22 2012, 15:04

არც არსად არ შემხვედრია ეგ რაღაცა D.gif სად ბინადრობს საერთოდ? ჭაობებშიო გავიგე, მაგრამ საქართველოს რომელ მხარეს ძირითადად? და წელიწადის რომელ დროში?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 22 2012, 15:10

KTX-100
ჯანდარაზეა სავსე!!!

პოსტის ავტორი: chagaraa Nov 22 2012, 15:31

ციტატა(შოთა.03 @ Nov 22 2012, 16:10) *
KTX-100
ჯანდარაზეა სავსე!!!



ღიირს მერე ჯანდარაზე მაგაზე ნადირობა? მიგიშვება ახლოს? წინა წელს საკმაოდ ბევრი იყო საპატრიარქოს ტბებზე მარა ახლოს არ გვიშვებდა საერთოდ :(

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 22 2012, 15:48

chagaraa
რავი მიგიშვებს, ან უნდა დაუყარაულდე, ან ნავით კამიშებში ჩაემალო, მე მაგაზე არ ვნადირობ როგორც ასეთი შეგნებულად და არ მაქვს დიდი გამოცდილებვა, თუ გამეჩითა ისეთ დროს, რო იხვს არ ველოდები შეილება ვესროლო, ეგაა და ეგ....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 22 2012, 16:28

ყველგანაა საქართველოში, უმჯობესია 7 ნომრის გამოყენება. კლავენ ძირითადათ წყალზე მიპარვით ან ჩასაფრებით. ხშირად მომიკლავს აფრენილიც, განსაკუთრებით ნავიდან ნადირობისას, როცა ღია ადგილში მიადგები გუნდს

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 22 2012, 16:41

ჭალიმგელა
ზომით რამხელა იზრდება?

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 22 2012, 16:54

KTX-100
საკმაოდ მოზრდილია 500 600 გრამამდე იქნება ალბათ. მაგრამ ნახევარი ბუმბული დ ატყავია D.gif თუმცა გემრიელია, უნდ აგაატყავო ოღონდ. ბინადრობის არეალი თითქმის ყველგან მოიპოვება სადაც კამიშიანი და ჭაობიანი ტბებია.

პოსტის ავტორი: chagaraa Nov 22 2012, 17:04

შოთა.03


კამიშებში თუ ჩავიმალე და ნავით ვიყავი მელოტა რად მინდა იხვს დაველოდები D.gif არც მე ვნადირობ ხოლმე მაგაზე... კვატია მირჩევნია D.gif

ციტატა(ჯეკო @ Nov 22 2012, 17:54) *
KTX-100
საკმაოდ მოზრდილია 500 600 გრამამდე იქნება ალბათ. მაგრამ ნახევარი ბუმბული დ ატყავია D.gif თუმცა გემრიელია, უნდ აგაატყავო ოღონდ. ბინადრობის არეალი თითქმის ყველგან მოიპოვება სადაც კამიშიანი და ჭაობიანი ტბებია.



რა მაინტერესებს იცი? რომ არ გავატყავო და ისე დავუშვათ 2ჯერ რომ მოვხარშო მაინც ექნება თავისებური გემო?

პოსტის ავტორი: grigola Nov 22 2012, 18:29

გასაპუტადაა ცუდი თორე გემოსთან არააქ კავშირი.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 22 2012, 18:33

რას არ გაიგებ არანაირი სურვილი არ მაქვს მელოტას გასინჯვის მითუმეტეს მისი კუჭის დაგემოვნების და მისგან სიამოვნების მიღების იმედია არასდროს გავსინჯავ newsmile01.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 22 2012, 18:48

ციტატა(chagaraa @ Nov 22 2012, 18:04) *
რა მაინტერესებს იცი? რომ არ გავატყავო და ისე დავუშვათ 2ჯერ რომ მოვხარშო მაინც ექნება თავისებური გემო?

შენ თუ მაგას გაპუტავ მე გაძლევ პირობას რო არაფრის გემო არექნება D.gif D.gif D.gif

ციტატა(ჰერცოგი997 @ Nov 22 2012, 19:33) *
რას არ გაიგებ არანაირი სურვილი არ მაქვს მელოტას გასინჯვის მითუმეტეს მისი კუჭის დაგემოვნების და მისგან სიამოვნების მიღების იმედია არასდროს გავსინჯავ newsmile01.gif newsmile042.gif

ხალხს ნუ აიზმენებ შენ

პოსტის ავტორი: N I K A Nov 30 2012, 21:09

chagaraa
არაფერი დიდი მომზადება არ უნდა მელოტას, გაატყავებ და შეწვავ. ნუ ტაფაში არაა რეკომენდირებული შამფურზე ასწორებს, სულ სხვა გემო აქვს. დაწუნებით კი ნაღდად ვერ დაიწუნებ.

ჯანდარაზე მართლაც მრავლადაა მელოტა, უბრალოდ მოშორებით ზიან და ნავის გარეშე გლუვით ძნელია ესროლო. უფრო პნევმატური იარაღი გამოგადგება ნაპირიდან სასროლად

პოსტის ავტორი: game 91 Nov 30 2012, 21:45

პნევმატურმა თუ მიაღწია გლუვსაც კი ვესვრი, 3 ნომერი ასე 70 მეტრში ვითომ ვერ მოკლავს?

პოსტის ავტორი: Davitus Nov 30 2012, 23:08

game 91

70 მეტრში თუ მოხვდა მოკლავს, მაგრამ მაგხელა მანძილზე ძალიან შლის, თან 3 ნომერში საფანტის რაოდენობაც ცოტაა, მაგნუმ ვაზნები უნდა ცადო, ან სუპერ მაგნუმი

თან დამჯდარზე ფრინველი ძნელი მოსაკლავია

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 1 2012, 08:54

ძალიან ხშირად მომიკლას 100-მეტრზე იქეთ მელოტა პნევმატიკით. 2-ი გავზომე 130 მეტრში. game 91 ასე რომ გლუვი ვერ მიაღწევს მაგდენს. ვაბშედა გლუვით 70 მეტრზე არ ისვრიან. მაქს 40-50 მეტრი.

პოსტის ავტორი: chagaraa Dec 5 2012, 08:09

ციტატა(smekosmeko @ Dec 1 2012, 09:54) *
ძალიან ხშირად მომიკლას 100-მეტრზე იქეთ მელოტა პნევმატიკით. 2-ი გავზომე 130 მეტრში. game 91 ასე რომ გლუვი ვერ მიაღწევს მაგდენს. ვაბშედა გლუვით 70 მეტრზე არ ისვრიან. მაქს 40-50 მეტრი.



ვინ გითხრა რომ არ ესვრიან? D.gif მე ვესვრი, თუმცა შედეგისა რა მოგახსენო D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 5 2012, 08:44

მე მომიკლავს ეგ პატივცემული მელოტები ბლომად პერელიოტზეც და ისე ნაჯდომიც ისე პერელიოტზე მაგარი კაიფია დაბალზე მოფრინავენ და თან ბევრი ერთად ნახევარ ავტომატით მაგარს იკაიფებ, საგემოვნო კულინარიულ თვისებებზე კი აი რამოგახსენოთ? განსაკუთრებული არაფერია თუმცა მაგრად სუქდება და შამფურზე შემწვარი ნორმალურია რავი. ისე კონკრეტულად მააგზე სანადიროდ არდავდივარ ხოლე შემთხვევიდან შემთხვევამდე რა


ეს კაი ხნის უკანდელი ფოტოა ჯანდარაზეა გადაღებული



http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 5 2012, 09:41

ახალი ნაყიდი მაქვს ATA NEO (დიდი მადლობა ჭალოს) და წავედით სანადიროდ.წალკაში იხვზე.ჩავედით გაყინული იყო ყველაფერი.რა ვქნათ რა ვქნათ წავედით ჯანდარაზე.დილით დავდექით პერელიოტზე არხთან ახლოს.ბურუსია არაფერი ჩანს და რაღაც გავლანდე წყალშიმოცურავს ნაპირთან ახლოს დაუმიზნე და გავხსენი ცეცხლი 5 მე ვესროლე და 5 ჩემა ძმაკაცმა.მოკვდა ეს მელოტა(დედა აღარ ყავდა).ვიღაცის ძაღლი გაიჩითა შევიდა გამოიტანა. არ გავიდა 2 წუთი და სასტავი მოდის არხიდან.ეგონათ არიქა იხვია ბევრიო. D.gif D.gif D.gif ჩვენ იქ ვიცინეთ და მერე ბაკლანებზე ვიკაიფეთ დავაცხელეთ ლულები. იხვი რომ არ არის მერე მელოტა იქნება.ძერა თუ ყვავი სულ ერთია.მოფრინავს ესროლე D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Rifle Dec 5 2012, 23:16

საღოლ თქვენ, ერთ მელოტას ათი ვაზნა გაისროლეთ newsmile041.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 6 2012, 09:15

ციტატა(Rifle @ Dec 6 2012, 00:16) *
საღოლ თქვენ, ერთ მელოტას ათი ვაზნა გაისროლეთ newsmile041.gif



ჰა ეს??


D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 6 2012, 09:21

ძალიან ცუდია ის ფაქტი რომ მონედირე არც ძერას ინდობს, არც ყანჩას და არც სხვა არასანადირო ობიექტს. მოკალი და იქვე მიაგდე, ამით რა? მხოლოდ საკუთარ ჭიაზე ფიქრი არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 6 2012, 11:04

Rifle
საღოლ თქვენ, ერთ მელოტას ათი ვაზნა გაისროლეთ



ვაზნებს არასდროს უყურებთ არც ხორცის გამო დავდივართ სანადიროდ .გულის ჭია გავახაროთ ცოტაც გავერთეოთ და ეგაა ყველაეფერი.მელოტა იქნება თუ მაჩვი გულის ჭიას ისეც ახარებ და ასეც D.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 6 2012, 18:29

ანუ ჩვენი ჭია და სხვა ყველაფერი კჩორტუ? ეგ არაა მეგობარო ნადირობა. მონადირებული ფრინველი რომელსაც ადამიანი არ გამოიყენებს (საკვებად) ითვლება ცოდვად. არც ბუნების გაFრთხილება, არც რელიგიული ნაბიჯი, რავიცი რავიცი. არცერთი მონადირე არ ნადირობს ხორცის გამო, ნადირობა ჰობია. გედი როგორ უნდა მოკლა, რომელ მონადირეზეა საუბარი... შარშან დასავლეთში ვნადირობდი, ვიღაც ქუთაისლები ჩამოვიდნენ იმ სოფელში სადაც ვნადირობდი. იყო დაახლოებით 20 გედისაგან შემდგარი გუნდი რომელსაც არავინ არ ესროლად (ადგილობრივი მოსახლე) ამ ჩამოსულებმა კი გადაადუღეს. ამით რა გააკეთეს? ბრავო დიდი ფრინველი მოკლა? ხორცის მთა? კარგი მონადირე ფრინველის ისტორიასაც უნდა იცნობდეს და არა ისე როგორც ეს ქუთაისლები უწოდებდნენ გედებს დიდ ბატებს... ბატი და გედი როგორ უნდა აგერიოს მითუმეტეს 20 მეტრში. kajuberi 10 სროლა და ვაზნების ეკონომიაზე არ მაქვს საუბარი, ხშირად უაზროდ მისვრია გაცილებით მეტი რაოდენობის ვაზნები, ეგ მხოლოდ ფინანსური საკითხია newsmile05.gif გახვალთ მეგობრები, მოინადირებთ, მერე საღამოს ჩაუჯდებით ბუხართან და მიირთმევთ ნანადირევს, აი ეგ ახარებს ჩემს შემთხვევაში ჭიას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 6 2012, 21:19

smekosmeko
f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: Rifle Dec 7 2012, 21:29

hunter777

ციტატა
ჰა ეს??

რატომ, რამე გამართული ქართულით არა ნათქვამი? შესაძლებელია. მარა ეს სხვა რამის ბრალია, ქართველი ვარ ქართველი =)

smekosmeko
small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Che Guevara Jan 23 2013, 12:34

ციტატა(shihan_74 @ 11th September 2012 - 17:25) *
ისე ეგ მელოტება არ იპუტება, უნდა გატყავდეს, გამოდის რომ ფაქტიურად ჩვამას ეგრეთწოდებული "ნირიოკის" ბიძაშვილია


მე როგორც ვიცი ჩვამა არის ბაკლანი და ნერიოკი მყავს მოკლული მაგრამ ქართულად რა ჰქვია არ ვიცი. ვინმეს შეუძლია სწორად რომ განმარტოს ეს ფრინველები?

მეც მოვკალი მელოტა მიპარვით, ვინ აცალა აფრენა newsmile05.gif მაგრამ მერე სხას ვაჩუქეთ. ისე კი მაინტერესებს მართლა როგორი გემო აქვს. ნერიოკი და ბაკლანი მაქვს გაკეთებული ნანახი, გემოც გავსინჯე მაგრამ არ მომეწონა ნაღდად

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 23 2013, 13:13

Che Guevara
მელოტა გემრიელია საკმაოდ. ოღონს უნდა გაატყავო თორემ ბუმბულს ვერგააცლი ისე რომ გული მიგივიდეს ზედ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)