მტრედის აღწერილობა
ქედანი http://pix.ge/
გვრიტი http://pix.ge/
გვიძინი ანუ გულიოhttp://pix.ge/
მტრედი http://pix.ge/
ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.
გადაფრენა და მიგრაცია
მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.
მტრედზე ნადირობა
მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.
მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები
ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:
1. http://pix.ge/ პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი
2. http://pix.ge/ მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს
3. http://pix.ge/ მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)
4. http://pix.ge/ ელექტრო ფიტული
სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.
სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა
სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ
ლეკი
ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი ამ თემას. ქება და დიდება შენ, ყმაწვილო.
მტრედისებრებზე ნადირობა ერთერთი უსაყვარლესი ნადირობაა ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში.ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში.
მტრედზე ნადირობა ევროპელი და რუსი მონარქების საყვარელი გართობა იყო,მათ კი დამიჯერეთ,არჩევანის საშუალება ქონდათ.
დღევანდელი სპორტული სროლა,მტრედებზე ნადირობიდან იღებს სათავეს,არსებობდა სპესპეციალური თოფები,ე.წ."სადოჩნოე რუჯიო" (მტრედს კალათიდან,"სადოკიდან" აფრენდნენ) ეს თოფები საკმაოდ მძიმე იყო და გრძელი ლულებით გამოირჩეოდა.
ქედანზე ნადირობა ძალიან აზარტულია,მაგრამ ძირითადად სხვა ნადირობების თანმდევათ ითვლება. ჩვენში სპეციალურად ქედანზე,იშვიათად თუ ნადირობენ,მე სულ რამოდენიმე კაცი ვიცი.
ეს ჩემი აზრით განპირობებული არის იმით ,რომ მტრედისებრი,ალბათ იმის გამო რომ ბევრია,ღირსეულ"ტროფეად" არ აღიქვება.
თან ძაღლით ნადირობის მოყვარულ მონადირეებს ქედანზე ნადირობა ,სადაც ძაღლი საჭირო არ არის, დროის დაკარგვად არ უღირთ.
სპეციალურად ქედანზე დავდივარ ხოლმე მარტო, მტრედებს კი სხვა ნადირობების დროს ვესვრი ხოლმა. სტრაფი და ლამაზი ფრენა აქვს მტრედს და ლამაზი ნასროლიც თუ გამოგივიდა ძალიან სახალისოა.
ღორქედანა თუ გაგიგიათ? ყველაზე დიდია ტარიბანაში და სირაქშია ბევრი და ჭაჭუნაზე მარა 4 ნომერი მაინც უნდა ამტანია ძალიან
მე კი ვიცი რომ ქედანს კახეთში "ღორქედანას" ეძახიან, რადგან მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია... 3-4 ნომერიც მას სჭირდება...
5 ნომრითაც კარგათა ვკლავ მაგ ქედნებს, უფრო ,,სუფთად,, იღებს ვიდრე მსხვილი საფანტი...
მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია
რა თქმა უნდა მანძილს გააჩნია, 40 მეტრამდეს კარგი ვაზნა 5 ნომერი დამჯდარსაც კლავს და გაფრენილსაც. დამჯდარს უნდა ეცადო რომ მკერდის მხრიდან ესროლო და ხის ტოტები არ ფარავდეს სილუეტს. არის შემთხვევები როდესაც გვერდიდან ნასროლი ქედანი ვარდება და მხოლოდ ფრთა აქვს ხოლმე მოტეხილი. ყველა ნასროლ ქედანს აუცილებლად გააყოლედ თვალი, სასიკვდილოდ დაჭრილი ქედანი ხან 100-200 მეტრის იქით მკვდრად ვარდება.
რომა მართალი ხარ, ბოლოს რომ ვინადირე ძირითადად მიწევდა სადღაც 60 მეტრამდე სროლა, ვესროდი 1 ნომერს (დამჯდარს). ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი, ერთმა კი კაი მანძილი იფრინა, მკერდში ქონდა გავლილი.
ძალიან ფრთხილია ახლოს არ გიშვებს მანქანიდან ჯობია სროლა მომენტს გააჩნია თორე ლაგატკიტაც მყავს მოკლული ბავშვობაში
ამიტომაა, რომ ქედანს "იღლიაში უნდა მოარტყა" თუ ჩემი არ გჯერათ ნოსოს კითხეთ
იკა კაპანაძე
ქევხო
არ შემიძლია არ დაგეთანხმო, #9 საფანტი, 35 მეტრშიც საკმაოდ ძლიერია... მწყერს - ქედანს და მტრედს ვერ შეადარებ, მაგრამ 9 ნომრით 55 მეტრში მყავს მოკლული მწყერი... გავზომე კიდეც
ტესტირებისას 35 მეტრში ბეტონის კედელს ისეთ რამეებს უშვებოდა...მტრისას
Davitus
მაგ დღისით იყო შემთხვევა 9 ნომრით 25-30 მეტრში დამჯდარი ქედანი მკვდრაც ჩამოვაგდე.
ქევხო
მაგ სურათებში ქედნები გყავს მოკლული? მე ქედანი სხვანაირი ვიცი...
რაც სურათზეა ქედანია ორი აზრი არაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში წყვილი მოვინადირე ოდნავ ამათზე დიდები და მუქი შეფერილობის იყვნენ.
ლეკი შენ რა სურათიც დადე ეგ არის ნაგდი ქედანი და იქ რომ სურათი უდევს ქევხოს ეგეც ქედანია ოგონდ ცოტა სხვა ჯიშის. ქედანს სხვანაირად ტყის მტრედი ქვია WOOD PIGEON.
აუ ამის ყურების შემდეგ ისეთი მადა მომივიდა რომ მემგონი სულ ქედანზე ვივლი სანადიროდ
http://www.youtube.com/watch?v=j-6YVuw-PcA
ბოლომდე უყურეთ ნანადირევს როგორ მოამზადებს. გაპუტვაც კი არ დაჭირდა ფრინველს
სალამი ბიჭებს ,
ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან,
ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული..
ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ?
წინასწარ დიდი მადლობა .
ჩვენ ,,სასტავს,, ლეიშმანიოზისაგან ძაღლები დაგვეხოცა და მტრედზე, ქედანზე და გვრიტზე გავედით სანადიროდ
http://pix.ge/
ესეც შედეგი...
http://pix.ge/
ქედანი მოსახლეობასჰი ჯდება?
ჯდება მაღალ შენობებზე..
მადლობა
ქევხო
გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ
დიდი მადლობა ძმაო , იმიტომ გკითხე უწერიათ სემიჭკებში ვინადირეთო და დამაინტერესა სად არის ამდენი ქედანი რო ამდენს კლავენ მეთქი რა თქმა უნდა ლიმიტირებულს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აუცილებლათ ჩამოვალ და ვინადიროთ
romeo 1
რომეო პირველ ფოტოში მარცხნივ როდგას ხიკსონდახიანი თოფით რუსთაველი ალიკა ხო არაა???
გილოცავთ ყველას ნადირობის სეზონის გახსნას, ბიჭებო მტრედი არის სადმე რო გირდეს წასვლა ტბილისთან ახლო მახლოს ან საერთოდ არის წელს ქედანი სადმე წინასწარ მადლობთ
გამარჯობათ ქედანი საით მოძრაობს უფრო ხო მეტყვით წინასწარ მადლობთ
ქესალოში მყავს ნანახი უზარმაზარი ღრუბლები ქედანის, დაიწყება გადაფრენები სექტემბრის ბოლოს.
ქესალოში ქედანი არაა თუ იმ ადგილს გულისხმობთ ხრამის მხარეს ვერხვებთან (5-6 წლის უკან სერიოზულად მოძრაობდა). ბოლო 2 წელიწადია იშვიათად თუ ნახავ. ვინ ამბობს მარნეულისკენ მოძრაობს სექტემბრის ბოლოს, რადგან წიფლის თესლებით იკვებებაო სადღაც ხეობაში, სექტეьბრის მერე ამბობენ აქეთ მოდის და ვერხვის კვირტებს ჭამსო, მაგრამ მე თუ დამიჯერებთ ბოლო 2 წელი ინტენსიურად ვიარე მაგ ადგილებში და ის რასაც 5 წლის უკან ვხედავდი (50-100 იანი გუნდები, აფრინდებოდა ვერხვებს) მაგ სიტუაცია ვერ ვნახე. ალბათ უამრავი ფაქტორი განაპირობებს ქედნების ასეთ ქცევას. აქ მწყერისგან განსხვავებით მანოკს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს. იქნებ უფრო გამოცდილმა ხალმა გაგვიზიაროს თავიანთი მოსაზრება, ქედანზე ნადირობის მოყვარულებმა რა გავითვალისწინოთ, რომელ ადგილებს მივეძალოთ და ა.შ Bonehill უზარმაზარ ღრუბლებს შორს კი ნახავ ბაზარი არაა, მაგრამ სროლის რა მოგახსენოთ და ხელს კი დაუქნევ კაცი
ისე მართლა კარგი იქნება თუ ვინმე გამოჩნდება ვინც დაგვაკვალიანებს ქედანზე მონადირეებს საით არის ამჯერათ ქედანი მადლობთ წინასწარ
Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში
Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში
ოჩოპინტრეს არაწევრი ხალხისთვის პასუხი იქნება
Assasin
იმედია იქნება
Assasin
ძმურად გთხოვ მასეთი ცინიზმი არ გვინდა რა ...
კაცურად
Assasin
გაიხარე
ზუსტი არ ვიცი სახლიდან გაუსვლელეად, სადაც შარშან და შარშანწინ ვნადირობდით იქ საერთოდ მერცხალიც არ დაფრინავსო გადმომცეს
ახალი ადგილების ძიებაში ვარ, მაგრამ არ ვიცი წლევანდელი მტრედი როგორ იქნება......
შავნავბადი ს მიდამოებშია ქედანი!ქარიან ამინდში კარგად მოძრაობს!მანდ რამდენად შეიძლება ნადირობა არ ვიცი
შავნავბადი ს მიდამოებშია ქედანი!ქარიან ამინდში კარგად მოძრაობს!მანდ რამდენად შეიძლება ნადირობა არ ვიცი
შავნაბადას მიდამოებში ნადირობა არ შაიძლება
ხო არ ვიცი დავწერე კიდეც ბოლოშI რო არ ვიცითქვა
შავნავბადის მიდამოებში ნადირობა არ შეიძლება და უეჭველი დაგიჭერენო ესე მიტხრეს, ლაგოდეხში ვიყავი კვირას და ვერც იქ ვნახე ეს ოხერი ფრინველი ვინმეს ხო არ შეხვედრია სადმე ქედანი ნორმალურათ რო ემოზრაოს
ქედანის რა მოგახსენოთ, მაგრამ გარეული მტრედი - გულიოს რომ ეძახიან მგონი, აი მაგაზე სერიოზულად ვიკაიფე გასულ კვირას, ადგილსაც არ დაგიმალავთ - სართიჭალაში. არ მეგონა ასე ადრე რომ დაიწყებოდა გადაფრენები, უბრალოდ ამ უმწყერობაზე გაბრაზებულმა წავიღე ნახევრადავტომატი ყველასთვის ნაცნობი, ახალი შეძენილი "მურკა" და მტრედებზე მოვნათლე. სამჯერ ვიყავი დაახლობით და 30 ცალამდე მე პირადად ავიღე. მოღრუბლულ ამინდში ძალიან დაბლა მოდიან, 30-50 იანი გუნდები, მერე იქსაქსებიან 3-5 პატარა ჯგუფებად, აი მაშინ იწყება "სპორტინგი", მაგრად ასწორებს. ამ მტრედის გასტრონომიული ღირებულების რა მოგახსენოთ ქედანთან შედარებით, მაგრამ რაც ამ სამი დღის ნადირობისას ვაზნები გავისროლე, ალბათ ამ მანოკობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში არ მისვრია. მოკლედ გირჩევთ 2-3 მწყრის ძიების ნაცვლად შეუვარდეთ მტრედს წელში
Assasin სართიჭალაში სად იქნებ პმ-ში მომცერო თუ გიაშია არ გინდა დაწერა ჭინასწარ მადლობ
Assasin
lasha-gs
კრასნაგორკაზეა ცნობილი საქედნე ტრასა. გზიდან ხელ მარცხნივ ყანები რომ მთავრდება წვერზე ვდგები ხოლმე. გუნდებათ გადმოდიან და თითქმის ყველა ერთი და იგივე ადგილას. თუ დილასვე ვერ მიაგენი პირველი გუნდი სადაც გადაივლის იქ დადექი და დანარჩენიც იქით წავა. 98% ქედანი მოძრაობს (არა მტრედი) და ცოტაც გვრიტი. დაახლოებით 10 წელიათითქმის ტრასა არ შეუცვლია მად. სამი ნადირობა ვაკვირდებოდი მწყერზე ნადირობისას მაგ ტრასებს. ერთხელაც 10 ნომრები გამითავდა და 4 ნომრებით მარტო ეგღა მქონდა პრასვეტი, ჰოდა ისე გავერთე მას მერე სპეციალურად დავდივარ ხოლმე მაგაზე
სართიჭალიდან რომ შეოხვევ ლიანდაგებ ქვეშ უნდა გაძვრე და მეორე შესახვევია მარცხნივ, პატარა ფერმასაც გაივლი გზაზე
რამდენმა კაცმა გაიგო ახლა ეს ადგილი
რა ვქნა აბა? გონიათ რომ მარტო კლუბელებისთვისაა ინფო. მზად ვარ წავიყვანო კიდევაც. მეტი რა ვქნა
კი ბატონო, მერე თუ დატოვებთ რამეს, მზად ვარ მეც წამიყვანო
ისე მართალი ხარ ჭალო, მაგრამ ამას ხედავს ისეთი თოფიანი კაცი ვინც, უბრალოდ შემოიხედება ამ თემაში, არც კლუბის წევრია და არც ფორუმის, შეიძლება მანოკისტიც კი არის
გემრიელი ჩათრევა იცის ისე... საინტერესო იქნება მაგხელა გუნდებს რომ გადაეყრები...
nik@a
შენც მართალი ხარ, ამიტომ აწი PM ში მივწერ ვისაც სურვილი ექნება
უბრალოდ არ მინდოდა რომ ვინმეს გონებოდა რაღაც დახურული წრე გვაქვს და მორჩა. პირიქით კარგ ხალხთან ინფორმაციასაც გავცვლი და დიდი სიამოვნებით გავიცნობ კიდევაც
ან ჯერ გავიცნობ და მერე გავცვლი
+100000000
ქედანი გამოჩენილა კუმისის მიდამოებში ვისაც გცალიათ ისიამოვნებთ ეგრე გადმომცეს იქაურებმა
ჭალიმგელა
გაიხარე ბ-ნო ბონე არა მგონია ეხლა მანდ 200 კაცი წავიდეს. იმ დღეს ვიყავი მანდ ფერმასთან, მწყერზე ვიყავით და ტოროლების მეტი არაფერი იყო, მაგრამ ვერც ქედნის მოძრაობა ვერ შევამჩნიე. შეიძლება განსაკუთრებით არ მიმიქცევია ყურადღება ისე ვიყავი ნაწყენი რო მწყერი არ იყო. ადგილობრივმა გვითხრა უკვე ივლისში ნადირობდნენ და რაღა იქნებაო. ქედანს მარნეულისკენ ამბობენ და მარნეული დიდია და ზუსტად რა ადგილას უნდა მიხვიდე ადამიანი ცოდნა უნდა.
iosebovich
ზუსტი ადგილი, ჩვენც არ ვიცით ხოლმე, გზაში უნდა დააკვირდე მოძრაობას და მიაგნებ ადგილს სადაც გადადიან. უნდა გახვიდეთ მზიან უღრუბლო ამინდში
შუადღეს ძებნის მერე მიაგნებტ ადგილს სადაც მოძრაობენ და საღამოხანს, მზის ჩასვლამდე, იმდენად გექნებათ შესწავლილ დამუღამებული ადგილი რომ, კარგი ჩასაფრებით, სპორტულ ნადირობასაც მოაწყობთ
აბა ქედანი ქესალოში თუ ამოძრავდა ვინ გაგვახარებს
Assasin
მგონი შენ მთხოვე საქედნე ადგილი ხო? ხოდა შენს ზემოთ პოსტი როა დავამატებდი იმას, რომ იმ ხის კოორდინატებს რომლის ქვეშაც ვიდექი ნადირობის დროს ნაღდად ვერ მოგცემ, და აქ საწყენიც არაფერია მე მგონი რაიონი ხო გითხარი დანარჩენი Google Планета Земля და მისი ჯანი, რაც მე მაგით ადგილები მიპოვია იმდენი ქედანი მე ყველა ნადირობაზე
კიდე რა, ხო ამ ბოლო ნადირობაზე დილის რვიდან თერთმედამდე კარგად იმოძრავა, მერე გაჩერდა და სამიდან რო დაიწყო ხუთამდე კარგად იტრიალა ( 5 წუთიანი პაუზებით), დღე იყო გალა ღრუბლიანი, ოდნავი ნიავით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ფრინველს ნაჭამი ქონდა ხორბალი, რკო და ბალახი. ვისროდით 10 ნომრებს, იმიტომ რომ კარგი კამუფლირება და ადგილმდებარეობა იძლეოდა საშუალებას სროლა გვეწარმოებინა 15-20 მ რადიუსით, უფრო შორს 6 N. სულ ესაა ...
მეზობელ თემაში დავწერე, მაგრამ აქ მინდა დავკონკრეტდე.
ესეიგი დღეს გავედით მტრედზე, ნადირობის გარდა ერთი მუღამიც მქონდა, გამომეცადა (ჩემის აზრით ) ჩემი პატარა გამოგონება.
რამოდენიმე წელია რაც ამ ფრთხილ და ძნელად მოსაპოვებელ ფრინველზე სისტემატიურად ვნადირობ, ხოდა დავაკვირდი ( ისედაც ცნობილი ფაქტია) რომ ფიტულებზე მშვენივრად რეაგირებენ და არიფულადაც ტყუვდებიან ხოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი არ შეგაწყინოთ , ავიღე გუდვილში ნაყიდი სიმულატორი (ღირს 7 ლარი)
http://www.radikal.ru
http://postimage.org/
http://postimage.org/
და დავსვი ხეზე.
http://www.radikal.ru
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
მართალი გითხრათ ეს უკანასკნელი არც თუ ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო და აი "ხერხიც"
ოღონდ არ დამცინოთ, იმიტო რო მუშაობს 100%
ხო რაც მთავარია, როგორ დავსვი ხეზე?
აი ასე:
http://postimage.org/
http://postimage.org/
აი შედეგიც
http://postimage.org/
http://postimage.org/
გისურვებთ წარმატებებს !!!
დალშე დალშე
დალშე წავედი შეიწვა უკვე
ლაგატკით ისროლე მტრედი?
LeoTaso
მოლოდინს გადააჭარბე
გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები
Fishman
ჯიგარი ხარ.
ქვა ვისროლე, რომელზეც ძუა იყო გამობმული, გადავატარე ტოტს, დალშე ჩავაბი ფიტული და "ვირა"
LeoTaso
აი ქვა რო ვერ დავინახე მანდ დავიბენი
Assasin
მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით!
ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები
LeoTaso
საღოლ ძმაო მაგარი რაღაც მოგიფიქრებია...
ლეკი
საღოლ შენ , როგორც თემის ავტორს
Assasin
არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.
წარმატებები
ეხლა თუ აქვს აზრი ქედანზე ნადირობას და როდისაა საუკეთესო დრო?
მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო, იქნებ ზუსტი ადგილები მომცეროთ პმ-ში, გმადლობთ
გუდვილის მაგნუმში აქვტ ქედანის ფიტულები, მე პირად ვიყიდე 7 ლარად.
კი 7 ლარი ღირს და მარტლაც ამართლებს თავის ფასს. წინა გვერდებს გადახედე და ნახავ მაგ ფიტულების მუშაობას. ერთხელ შევარდენმა ისე ახლოს ჩაუფრინა მეგონა წაირებსთქო ოღონდ მართლა
ზედა სურათებში ქედანს ჰგავს თუ მეჩვენება
ქედანია ქედანი...
http://postimage.org/
http://postimage.org/
ასეთი ქედანი თუ შეგხვედრიათ ვინმეს
ისე რაღაცა დეკორატიულ ექსპერიმენტალური ჯიშისაა....
ფარშევანგზე ნაჯვარია თუ რა არის, ფარშევანგის კურტუმო რომ კოკორახში აქვს ფაქტია
http://postimage.org/
http://postimage.org/
გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ
მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი.
გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ.
ქედანზე საერთოდ 3 ნომერია მიჩნეული, 5-ი მაშინ როდესაც ჩასაფრებული ხარ და ახლოს დაფრინავს კარგად გინადირია
დონე სურათია !
მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი?
გაიხარეთ, მადლობა
http://postimage.org/
http://postimage.org/
Assasin
ოქტომბერში. ქედანზე ვიყავი სპეციალურად
სექტემბრის კადრებია, ეხლა შევაკოწიწე
...ამით რისი თქმა მინდოდა, ესეიგი მწყერზე ვიყავი, ტრიალ მინდორში ეს ერთი ხე იდგა და აქ "აკლავდა" ფრინველი თავს.
ადრეც მინახია მსგავსი რამ, ამოჩემება იცის ქედანმა ერთი ადგილის და რაგაც პერიოდი მანდ ბალახობს.
აი მაგ პირველ გასროლაში შეცდი ჯანა!არ უნდა გესროლა.
ერთი რო მოდის უნდა აცადო და ბევრი მოვა მერე
ხო და ყველა სროლის მერე აუცილებელი არ არის ადგე და აიღო ნადავლი
ვიდეო მაგრობაა და საღოლები შენ!ნეტა ყველა ასე იღებდეს!!
LeoTaso
მომეწონა კარგი კლიპია!!! ნუ ქედანზე ნადირობაში ხომ ბადალი არ გყავს!!!
მაგრამ მეც ვმეცადინეობ
http://postimage.org/
http://postimage.org/
გუშინდელი ნაშრომი. 11 მოვსპეთ, ავიღეთ 7. სანამ ჩემი სამი თვის კურცჰაარი აპორტირებას ისწავლის, ჯერ-ჯერობით მომიწევს წვალება ეკალ-ბარდებში.
Assasin
დავგეგმოთ აბა რა
45 მეტრი 9 ნომრისთვის, მითუმეტეს ქედანზე ნამეტანია
chagaraa
levan81
პატივს ვცემ თქვენს აზრს, კაცურად მიპასუხეთ; თქვენი აზრით რამდენი მეტრი იქნება 8 სართულიანი კორპუსის სახურავი მიწიდან ?? ...
Assasin
ჯეკო
9 სართულიანებია მემგონი 36
levan81
(გ)ვიცნობ ერთ მასეთ მონადირეს
Bonehill
მეც მაგას არ ვამბობდი ნამეტანია თქო?
levan81
ნომერი 9 საფანტი გამორიცხულია კაცო
ჯეკო
შენ ჩუუ
ბაბუ აბა გაიხსენე შენს ბოსტანში მე რა ნომრებს ვესროდი და რამსიშორეზე
ქედანიც იყო იქ და გვრიტებიც
T A M P L I E R
კი კაი მანძილები იყო ! მაგრამ არცერთი არ აგიღია 45 მეტრზე, კაი რა.
(გამარკვიე რას მეკითხები ზუსტად)
საფანტის ზომას გეუბნები!მეტრობით კი ნამდვილად არ გამიზომია მაგრამ ახლოს რომ არ იყო და კი მახსოვს მაგი
T A M P L I E R
საფანტი 9 . ცოტა ივანუშკას დანატოვარი ვაზნბი გვქონდა, ძირიტადად 9 ნომერი
მაგრამ: 80 % გვრიტი მოვინადირეთ (მოინადირე) მაგ დღეს. მანძილი არცერთი ყოფილა 20 მეტრზე შორს დაახლოებით მაინც მახსოვს
ვერ დაგეთანხმები!აი თუ რატომ ეგ იცის იმან
ახლა უკვე აოფებ !
მოკლედ, ჩემმა განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია რა... ნეტა არ მესროლა იმ საწყალი ქედნებისთვის ხალხო, არც მე მეგონა რომ დავხოცავდი მარა კვდებოდნენ და რა ვქნა პროსტო ორი ფაქტია კიდევ გასათვალისწინებელი, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს და რაც შეეხება იარაღს, იყო იჟ 18-ით, რომელიც შედარებით შორს შლის საფანტს... მგონი ამ ორი გარემოების გამო გამიმართლა რომ 9 ნომრებით დავხოცე
2 მილიმეტრი დიამეტრის მქონე საფანტის კინეტიკური ენერგია, ნებისმიერი საწყისი სიჩქარის შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს 150 მ/წ 45 მეტრზე, ეს უეჭველად ვიცი...
ფორტუნას აქვს ადგილი...ან მანძილის შეცდომით მითითებას
არის შემთხვევები ბუნებაში რომელიც გამრთლებას ან ფორტუნას უფრო წააგავს
ბლექმაც ჩამოაგდო დაახლოებით მაგ მანძილზე( 40-45) 10 ნომრით ქედანი სართიჭალაში ერთხელ მე ვესროლე დახლოოებით 25-30 მეტრზე 5 ნომერი და გვერდები შეიბერტყა მერე ბლექმა მიაყოლა და ჩამოვარდა ოღონდ ცოცხალი იყო როგორც მახსოვს ... ოო დამავიწყდა მეთქვა ავგუსტ ფრანკოტით ესროლა ტრიბორით (სამაგი შევიწროვებით )
ზახარა
მე გვერდით ვედექი ბლექს , წითელ ხიდდთან ვნადირობდით მწყერზე ; წამოვიდა მტრედი, ვესროლე ცალკე მყოფს , მუდამ ჩემი 9 ნომრები, ვერაფერი საერთოდ, მრე ბლექმა თავისი ფრანკოტით 10 ნომერი , ეგრევე ჩამოაგდო ერთი სროლით.
ნუ აოფებთ მტრედის თემას !
, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს chagaraa 40-45 მეტრი სიმაღლის ხე ცოტა ბევრი ხომ არ არის?
Bonehill
ბოდიში ოფისთვის.
ფარეშა
ვისაც ჭაღარას ბეკასებზე ნადირობა უნახავს არც 40 მეტრიდან ქედნის ჩამოგდება გაუკვირდება.
ძმაკაცმა იცის ხოლმე თქმა, ესროლე რა იცი და თვალში ხვდებაო
რომელი უფრო მეტია თქვენი აზრით: თვალში ტყვიამორტყმული და მკვდარი თუ ურალოდ დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ... მეარ ვამბობ, რომ მე არ მისვრია, მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდეთ ალბათ ღირს თუ არა სროლა...
მეც მინახავს, მომირტყავს კიდეც, მაგრამ ეჰ რომ უფრო მეტი გამიცუდებია
ისე თბილისის შემოგარენში თუ არის სადმე ქედანი? თუ თბილისიდანაც ყველა კახეთისკენ მიეშურება?
არადა ფიტულის ხეზე დასმა ჩემი მოგონილი მეგონა
( იხილეთ მე-5-ე გვერდი )
სადაც წავიკითხე ეწერა , რომ საუკეთესო სიტუაციაა მტრედზე სანადიროდ .
მოგესალმებით ყველას მოგეხსენებათ რომ რამდენიმე ხნის წინ შევიზინე huglu 201A და მისი ფოტოებიც დავდე ფორუმზე და ისიც დავწერე რომ შედეგებს აუცილებლად დავდებდი ფორუმზე... გუშინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ სადმე გავსულიყავით და ჩვენი თოფები შეგვემოწმებინა: ჩემი თოფი ზემოთ აგნიშნული მოდელია და ჩემი მეგობრების თოფებიც ჰუგლუა ოგონდ 104A. დილით 6 საათი იყო რო დავიზარით თბილისიდან და გეზი ქესალოსკენ ავიგეთ. ჯერ კიდე გამე იყო ადგილზე რო ჩავედით დგის 12 საათამდე იქ ვიყავით და ვუყურებდით თუ როგორ ტრიალებდა იხვების და ჩეროკების დიდი გუნდები... სამწუხაროდ ჩვენ ნავი არგვქონდა რომ ტყის მხარეს გდავსულიყავით და ამიტომ აქეთა ნაპირში განვლაგდით ტუმცა ამაოდ ჩვენსკენ არაფერი მოდიოდა მხოლოდ ტყის მხარეს ნაპირებსჰი მოზრაობდა.... ვერაფერი მოვინადირეთ თუარ ჩავთვლით ჩემი მეგობრის მიერ მოხსნილ 3 ბაკლანს გაბრაზებულებმა გადავწყვიტეთ ჯანდარაზე წავსულიყავით და მტრედებზე გავრთობილიყავით და მინდა ხაზგასმით ავგნიშნო რომ ჩემმა თოფმა ზალიან მაგრად იმუშავა შორმანძილზეც და ახლომანძილზეც, რათქმაუნდა ჩოკების შეცვლასაც ვახდენდი... შედეგი კი ესეთი იყო სულ მოვხსენით 20 ცალი თუმცა ერთი ეზოში ჩავარდა და ერთიც სახურავზე ჩამოვარდა და ვერავიგეთ. დანარჩენი კი ესარის
http://postimg.cc/image/aogcg746b/
http://postimg.cc/image/6e1oklz37/
აქედან 7 მე მოვხსენი დანარჩენი კი ჩემმა მეგობრებმა ზვიადიმ და კახამ
ისე აი ამ მტრედის გემო ნიტოა. ქედანის და გვიტის კარგია ასევე გულიოსიც. მე ისიც მისწორდება ნანადირევის მომზადების პროცესი და ა.შ. ამიტომ მივატოვე მტრედზე სროლა.
smekosmeko
ეს ჩვეულებრივი მტრედი რაზეც შენ ამბობ, საშიშია ჯანმრთელობისთვის, ათასი დაავადების გადამტანია და უფრო მეტიც, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია რომ მტრედს შეუძლია ისეთ საწამლავებს გაუძლოს და მატარებელი იყოს, რომელიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია ანუ შეიძლება ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელი მტრედი შეჭამო და სინამდვილეში შხამებით ქონდეს ორგანიზმი გამოტენილი. ასე რომ მეორედ არ გირჩევ მასე გარისკვას.
ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, ნუ შეჭამთ ჩვეულებრივ მტრედს
მიღებულ მაგიტომავ არაა ეგ ჩვეულებრივი მტრედი შეტანილი სანადირო ობიექტებში.
მეც მომიწიახოლმე საქართველოში 2-3 გავლა მტრედისებრთა ოჯახზე. რაც შეეხება ხორცს დიდათ არ მომეწონა. ასე რომ მომავალში ტყვიასაც კი არ გავაფუჭებ მტრედებისთვის
ეზოში არა უბრალოდ წამოსვლისას თავზე გადმოგვიფრინა და სროლის შემდეგ ერთი ეზოში ჩავარდა და ერთი სახურავზე ისე არცმე მომეწონა მისი ხორცი ერთი გავსინჯე და არიყო კარგი... ამის შემდეგ აგარ წავალ მტრედებზე და თან თქვენს რჩევებსაც გავითვალისწინებ რო საზიანოა
მტრედის ნაერებიდან მხოლოდ ქედანი, გვრიტი და გულიო არის სანადირო ობიექტი. გემოთიც გამოირჩევა ეგ სამი.
ქედანი
გულიო
გვრიტი
smekosmeko
მტრედი არ არის სანადირო ობიექტი?
smekosmeko მეორე სურათზე ღორქედანა არარი კაცო?
assassin29
გულიოა ეგ, იგივე გვიძინი.. "ღორქედანა" იგივე ქედანია, აღმოსავლეთში ეძახიან მასე..
აა გასაგებია ქედნის კახელი ბიძაშვილები იყვნენ ჩვენთან წელს თან ბევრი მაგრამ სეზონი არიყო და ვერ ვკლავდით. გაიხსნა სეზონი და მერე ვიღას ახსოვდა,ისე მაგრად იტანს საფანტს ეგ ოხერი 3 10 ნომერი ვესროლე მაგრამ რათგინდა ბურტყ**ბი შეგვატოვა და წავიდა, აი გეკოთი კი ვამწარებ ხოლმე
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
feroni
ეს საიდანაა მაქ საკმაოდ ლიტერატურა ნადირობაზე მარა მსგავსი გვერდები არსადააა
assassin29
ბაზიერზე მოვნახე საკმაოდ კარგი წიგნია, თან ატვირთული აქვს ვიღაცას და ელექტრონულად შეგიძლია სურათებად გადმოტვირთო
ასეთ ინფორმაციას სხვა საიტიდან რო დადებთ პირველწყარო მიუთითეთ ხოლმე, საავტორო უფლებები რომ არ დავარღვიოთ.
გარეული მტრედი ანუ ქალაქებში რაც არის ეგ არაა სანადირო ობიექტი. მხოლოდ სამი სახეობაა ამ ოჯახიდან შესული სანადირო ობიექტი,ანუ ისენი რაც ზემოთ დავდე ფოტოები. გვრიტებში მხოლოდ კარიჩნი ფრთები რომ აქვს ეგაა შესული სანადირო ობიექტებში. (გვრიტის ფოტო რომ დავდე ეგ)
თავს არ დავდებ მაგრამ ახალ სიასი ეგ ჩვეულებრივი ქალაქის მტრედი არაა მგონი შესული. თუ ვინმეს გაქვთ სანადირო ობიექტების (ფრინველების) ახალი სია გთხოვთ დადეთ. როგორც ვიცი მოპოვების ლიმიტებიც შეცვლილია.
ლეკი
ვისი საავტორო უფლებები? ვიღაცამ, ოდესღაც გამოსცა წიგნი და სად ვიპოვო ეხლა ის კაცი? შეიძლება ცოცხალიც არ იყოს
feroni
წიგნის გამომცემზე არ ვამბობ, რომელი საიტიდანაც აკოპირებ იმ საიტის ლინკი მაინც უნდა მიუთითო მინიმუმ..
ლეკი
ოკაი
ეგ არის ნაკრესიდან, ანუ პირველწყაროა ნაკრესი.ორგ
დღეს დილიდან შუადღემდე, სიმინდსაც ჭამს და მკვახე სუროსაც ;
2 გულიოა
http://radikal.ru/fp/4075f9125239468f93b0a9d94643450f
http://radikal.ru/fp/e7121bbac18f4bbbb1e09381b29f83b2
LeoTaso
მშვენიერია ლევან..
ეს ის ადგილია ჩვენ რო ვიცით?
ქალაქის ანუ მოშინაურებული მტრედების რამოდენიმე სახეობა არსებობს.არის დეკორატიული,მეხორცული,სპორტუ
ლი და ფოსტის მტრედები.გარეული სახეობაა ზემოთჩამოთვლილი ქედანი,გულიო და გვრიტი რომლებზეც ნებადართულია ნადირობა.სანადირო გვრიტი გადამფრენია ქალაქში გავრცელებულია ''კოლჩატაია''გორლიცა და ცოტა უფრო დიდი ეგვიპტური რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ცხოვრობს ისევე როგორც ბეღურა.მინდვრებში რაც გვხვდება ზოგი ჭრელი და არეული ეგ ეკლესიის და სხვადასხვა ნაგებობების ბინადარია.მათზე ნადირობა არაა სასურველი ცოდვად რომ არ ჩაგვეთვალოს.
ქალაქის გვრიტები პენვმატურით მოვკალი ადრე რამოდენიმე, მე არ გამისინჯავს ხორცი, მამაჩემმა გასინჯა და არაუშავსო.
მერე დავანებე მათზე სროლას თავი ძალიან უინტერესო იყო, აივნიდან 25-30 მეტრში სროლა.
game 91 რეებს წერ კაცო გინდოდა გეთქვა საფარიდან სროლა დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის მოშორებით?
smekosmeko
მასეც შეიძლება ითქვას
ქედანი ბიჭებო კახეთში სულ არი თუ არ გეზარებათ იქ ჩასვლა ალაზანი სავსეა იქ დიდი სუროიანი ვერხვებია იქ ბუდობენ ზამთარ ზაფხულ, აქ ერთი წერდა 40 მეტრიანი ხე არ მინახიაო ჩადითიქ და ნახავთ ხის წვერში რო ქედანი ზის იმსიშორეთ ჩანს ხოლმე ეჭვი გეპარება ვესროლო თუ არაო. ჯერ დამჯდარს ვესვრით ხოლმე მარა უმეტესობა აფრენას ახერხებს ისე შორს არიან და ისეთი ამტანები არიან და აი წამოფრენილს რო მეორეს მიაყოლებ უკვე გნებდებიან ცოცხალ მკვდრები.
bashiachuki
ქედანი იყო აუარება კბილების კაწკაწით ველოდებოდი სეზონს მაგრამ რომ გაიხსნა მერე სადგაც გაქრრნენ :( ისე სპეციალურად მაგაზე არც ვყოფილვარ. მწყერს მოყვება ხოლმე ხურდაში. მაგრამ ამტანია ეგ ოხერი. რამდენჯერ 10 ნომრით ბუნდღა გავადინე მაგრამ არ ჩამოვარდნილა
კიდე რის თქმა მინდა მგონი მეორე გვერდზე წერდა ერთი ქედანი არ ჩანს თითქოს გაქრნენო და ამ ამბავს მანოკს ვერ დავაბრალებთო. მაგაზე უარესს აკეთებენ უნამუსო მეხორცეები და არა ადამიანები ღამით პროჟექტორით და დრუჟბით ნადირობენ მძინარე ქედანზე. შეილება გაგიკვირდეთ დრუჟბით როგორო როგორ და იმ ხესთან რო მივლენ სადაც ქედანი ზის დაქოქავენ დრუჟბას და აგაზავებენ მაღალ გაზზე ქედანი ამხმას ასეტუისე მიჩვეულია იცის რო მას პირადათ პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ეს ხმა იმ სიბნელეში აფრენა ეზარებათ და ინაბებიან. ტოფის ხმა კიდე ალბათ მიხვდებით თვითონაც რო დრუჟბის ხმაურში ისე მკვეტრათ არ ისმის და აღარც ეს აფრთხობს და ურახუნებენ შუქზე განაბულ ქედანს. ერთი მეტრაბახებოდა როგორ ჩამოაგდო 15 ცალი ერთი ხიდან ისე რო არცეთიარ აფრენია ამ მეთოდით.
აი ერთერთი მიზეზი ამ ფრინველის შეცოტავების.
bashiachuki
მანოკი ყოფილა იგივე
სალამით ქედანს 6 ნომერს ვსვრი ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. სადგაც 50 მეტრაზე არამაქ პრობლემა ალბათ თოფ გააჩნია და მის ჭრას.
რა მაინტერესებს კუკლას რო ეფექტიაქ ქედანზე ბაზარი არაა მარა საძახებელი რამდენათ ეფექტურია და თუა საერთოდ საჭირო?
საძახებელი ხო, მარა აი კუკლა მართლა მაგარი იყო.
სხვათაშორის მეც მაინტერესებს აღნიშნული
კუკლა კაი იყო
კაით რა
ბოდიშით ესეთი სახელის გამოყენებისთვის აი სად მეტყობა პრაქტიკის ნაკლებობა არც დავფიქრებულვარ ეს სიტყვა ისე დავწერე კიდე ბოდიშით მარა საძახებელზე გთხოვთ გამცეთ პასუხი.
bashiachuki
ანუ მოხმობის საშუალებებს გულისხმობ ალბათ .
მე არ გამიგია მათ ეფექტურობაზე
Bone
კი მოხმობის საშვალებებს ვგულისხმობ პირის მანოკს ასე როვთქვათ.
Bone
კი მოხმობის საშვალებებს ვგულისხმობ პირის მანოკს ასე როვთქვათ.
bashiachuki
ფიტულები ნორმალურად მუშაობს მანოკს რაც შეეხება მექანიკური მე ჯერ არ შემხვედრია შეიძლება არსებობს და მე არ ვიცი ელექტო კიდევ ბრაკანიერობაა და არ შეიძლება
არსებობს და გუდვილშიც ქონდათ მგონი ბოლოს რომ ვიყავი. მაგრამ მაგით ფილტვების დამხეთქი არავარ მე
კი მეც მაქ გუდვილში ნანახი და იმიტო ვიკითხე იქნებ ვინმეს პრაქთიკა გააქთქო
შევიძინე მოძრავი ფიტულები და ეხლა ქედანს ვეღარ ვხედავ, სადაც ვიცოდი(გარდაბანი) საერთოდ გაქრა, თუ ვინმემ იცით საით მოძრაობს იქნებ დამეხმაროთ და პმ-ში მომწეროთ. წინასწარ მადლობა
მთავარია 2 -3 ცალი მოინადირ და მერე ისეთ სათყუარას ვაკათებ ზედ აჯდებიან ორი წკეპლაა საჭირო ერთი გრძელი მეორე მოკლე და ეგეს შენი მოძრავი ქედნის სატყუარა
მაგ ქედნის სატყუარას ხეზე თუ მოახერხებ და შიშველი ხის წვერზე შემოსვავ ხო საერთოდ მაგარია რა
rezo197313 სად და როგორ შეიძინე მოძრავი ფიტული, რამდენი მიეცი და როგორია?
ამაზონიდა გამოვიწერე, ორი მოძრავია(ოღონდ ქარზე) და ოთხიც ისე, სულ გზიანად დაჯდა 100 ლარი
ვისაც მტრედზე ნადირობა გაინტერესებთ, ეწვიეთ მარნეულის მხარეს, მოზრდილი გუნდები მოძრაობს
სალამი ბიჭებს. ერთი კითხვა მაქ კი იქნება ცჰემ კითხვაზე პასუხი ამ თემაში მარა 15 გვერდს ნუ წამაკითხებთ რაა. ქედანზე ნადირობა ლიცენზიით დაშვებულია?
barbi
კი კაცო დაშვებულია, ოღონდ სეზონზე
და ოღონდ ლიმიტიც აქ ხო დღიური ეგრე არაა?
10 ცალი დღეში ეგრე ვიცი მე.
ხოო კაია. ქედანი ოხრათაა ხოლმე ზამტარში და აბა ქე შეუბერავთ ბიჭები.
აბა ვის აქ ინფო ქედანი საით მოძრაობს? ოკამის მხარეს ვიყავი და ერთიც არ დამინახია
ესეც ჩემი მოკრძალებული ბებრული ნანადირევი ქედან გვრიტ მწყრიანი ნატურმორტი
http://www.radikal.ru
როდინდელია ბაბუ?
მოკლედ მივიღეთ ინფო რომ გარდაბანში მტრედი მოძრაობსო და გავეშურეთ შეიარაღებულები. ნახევარ დღეზე მეტი ადგილებისა და მარშრუტების შერჩევაზე დაიკარგა. საბოლოოდ მიგნებულ იქნა ადგილი სადაც მტრედი მოძრაობდა კარგად, ადგილის შერჩევის შემდეგ გამხმარი ხის წვერზე დასმულ იქნა მტრედის ფიტული(ანკესის მეშვეობით), დანარჩენი ფიტულები(მოძრავი ფრთებით) ჩაწყობილ იქნა ნახნავში. გაოცებული დავრჩით ფიტულების მუშაობით(მტრედი ზედ აჯდებოდა), თუმცა უკვე გვიანი იყო მაგრამ მაინც გაასწორა, შემდგომში უკეთესი შედეგი იქნება ალბათ. ესეც ფოტო მასალა:
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
მოკლედ მივიღეთ ინფო რომ გარდაბანში მტრედი მოძრაობსო და გავეშურეთ შეიარაღებულები. ნახევარ დღეზე მეტი ადგილებისა და მარშრუტების შერჩევაზე დაიკარგა. საბოლოოდ მიგნებულ იქნა ადგილი სადაც მტრედი მოძრაობდა კარგად, ადგილის შერჩევის შემდეგ გამხმარი ხის წვერზე დასმულ იქნა მტრედის ფიტული(ანკესის მეშვეობით), დანარჩენი ფიტულები(მოძრავი ფრთებით) ჩაწყობილ იქნა ნახნავში. გაოცებული დავრჩით ფიტულების მუშაობით(მტრედი ზედ აჯდებოდა), თუმცა უკვე გვიანი იყო მაგრამ მაინც გაასწორა, შემდგომში უკეთესი შედეგი იქნება ალბათ. ესეც ფოტო მასალა:
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ესეც მოკრძალებული შედეგი, რაც მოვასწარით, მთავარია ადგილი მიგნებულია
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
პირველი გასვლა იყო წელს, საერთო ჯამში არაუშავდა.
სურო არაა მწიფე და ტყეზე არაა მასიურად, მაგრამ მაინც ჭამს პაწა-პაწას, კიდო ნაჭამი ქონდა რკო და ბალახი
ხო მართლა ვიდეოს ხარისხი მთლად ისეთი ვერ არის, გადაღებულია GoPro HERO 3 -ით მაგრამ როგორც ჩანს რედაქტორი (Camtasia Studio 8) და Yთუბი აბანძებს :( თუ ვინმეს გესმით და გეგულებათ უკეთესი პროგრამა პირადში მომწერეთ, მადლობა წინასწარ !
საღოლ, სად იყავით ესეთ ადგილას, ქედანი საუკუნეა არ მინახავს :(
LeoTaso
LeoTaso
კარგად გინადირია, გილოცავ. ეს Dასავლეთია თუ აღმოსავლეთი?
smekosmeko
feroni
აღმოსავლეთი, ლაგოდეხისკენ.
LeoTaso
საღოლ ლევან.. (Y)
LeoTaso მალადეც მაგრებიხართ რა მანძილზე გადმოდიოდა ქედანი? მე ვიყავი დგეს ზაან ბევრი გადმოდიოდა ათასობით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მარა 50 მეტრი და ზევით ვერხვებზე ათი ოცი მეტრით მაღლა დახშირად ვერ ვრისკავდი სროლას ორი მოვკალი ერთი ვერვნახე და მეორე ავიღე.
ხვალ დავდებ იმ ერთის სურათს დღეს ბოდიშით
bashiachuki
ჩვენ შემთხვევაშიც დაახლოებით ეგრე, 50 მეტრი იყო საშუალო სასროლი მანძილი. მოდიოდა უფრო მაღალზეც და დაბალზეც ( მანძილმზომით ვზომავდი ხის სიმაღლეს და პითაგორას თეორემის თანახმად ვადგენდი სასროლ მანძილს ) მე პირადად 55 მეტრის იქეთ ქედანს არ ვესვრი, ბევრი დაჭრილი მიდის და ბრალია. ვესროდით 3-6 ნომრებს 32 გრამიანებს და მემსუბუქება ეგეთ პირობებში (-7 გრადუსი იყო დილით), კარგად ჩანს ვიდეოში როგორ იპუტება და მაინც მიდის ფრინველი, თუ ფრთა არ მოტეხე ტურის ლუკმა ხდება :(
ამ უმწყერობასი გადავწყვიტე მტრედზე და ქედანზე გადავერთო. რამაც გადამაწყვეტინა მარტივად დამემზადებინა სატყუარა ფიტულები. ძალიან მარტივი დასამზადებელია ცოტა მასალა და მარჯვე ხელების დახმარებით! საკმაოდ ეფექტურია სესტირება წარმატებით გაიარა.
http://radikal.ru/big/85cb736662eb48ddab9f98891ca929f6
http://radikal.ru/big/12b40e73d0e846b4975a7015d5282867
მატორის სამაგრი
http://radikal.ru/big/3a65874a95b34d7da613033129159bc6
http://radikal.ru/big/9a1069f2af9c4d9c83f954233d113573
http://radikal.ru/big/a4122039a3374f61aee7aa79f11f5b01
http://radikal.ru/big/052129c5310a42cda45cee323425df7c
http://radikal.ru/big/4bd8bc7f4f8a42838b66e519804325a2
დატესტვის დრო კამერა დამრჩა და ვერ გადავიღე პროცესი. სამომავლოდ კარგი ვიდეოებით დაგიბრუნდებით
ჯეკო
ყოჩაღ კარგია
მე მაგდენი ნიჭი არ მაქ და ნავთლუხში ვიყიდე 10 ლარად თითო ფიტული
ჯეკო მაგარია. რისი მიტორია?
ვjorj არვიცი რაგაც რუსული დზრავია, მანქანის პადიომნიკიტ უკეტესი გამოდის
კარგია...
ელექტრო მანოკში ხომ არ გადის?
მანოკთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. როგორც ნადირობის ვიდეოებშია მაგარი ეფექტური რამეა. ყოჩაღ ჯეკო
თან ისარი უნდა ხო საფანტი კი არა
მე ქედანზე ხშირად დავდივარ და ნამდვილად არჩეული მარშრუტებით დაფრინავენ, ნამდვილად ფრთხილია და სატყუარად დაჭრილი არ გამოდგება ან მკვდარი უნდა დადო ან საერთოდ არა; ქედანი რომ გადაფრენისას 40 მეტრზე მოგიახლოვდეს ვერ უნდა გხედავდეს და თუ გხედავს 100 მეტრზე ახლოს არ მოდის არადა ისე გეჩვენება თითქოს ახლოსაა და მქონია შემთხვევა დაჭრილს 300 მეტრი უფრენია და მკვდარი ჩამოვარდნილა.
ნომრებს რაც შეეხება 16 კალიბრიანი ტულათი მარცხენა ლულით სრული ჩოკით ანუ 5 ნომრით მავთულზე მჯდარი 90 მეტრზეც მოგვიკლავს და იმავე იარაღით მიწაზე დამჯდარი 40 მეტრში ვერ მოგვიკლავს. 6 ნომერი იდეალურია 40 მეტრომდე სროლისას ნახევრად ავტომატურითაც კი, როგორც წესი საერთოდ ნახევრად ავტომატურით ერთი ნომრით მსხვილი უნდა ესროლო ვიდრე დაკეტილი სისტემის თოფით.. გადაფრენისას 8 ნომრითაც მომიკლავს და 1,2,3 ნომრებითაც მომხდარა დაჭრილს მართლა 100 მეტრი უფრენია მერე ჩამოვარდნილა.. ხან 30 ვაზნას ესვრი გადაფრენებზე და ერთს ჩამოაგდებ ხან ერთი ვაზნით სამს ჩამოაგდებ... ეს ყველაფერი რეალობაა და საერთოდ ქედანზე ნადირობა გამართლებაა და დიდ სისწრაფეს კარგ შენიღბვას და ადგილმდებარეობის და გუნდების მოძრაობის დიდ ცოდნას მოითხოვს.. აქ ვინც რამეს წერთ ყველას გეთანხმებით რადგან ყველა ეგ შემთხვევა მქონია და თუ ქედანს ან ფრთა არ მოტყდა ან გულის პირის ძვალი არ გაუტყდა ის შენი თვალთახედვის არეში ნამდვილად არ ჩამოვარდება...
ხალხო ვინმემ მაშოვნინეთ ან ქედანის ფიტული ან მასეთი მოძრავი მატორიანი სატრიალო თუ სადმე იაფად გეგულებათ რა 598108324 მესიჯად მომწერეთ და მე გადმოვრეკავ არაა პრობლემა )))
rati1982
მაიმარკეტზე არის გასაყიდი გადაათვალიერე.
http://www.mymarket.ge/ka/product/view/7520256/
მეგობრებო ქედნის ფიტულები რომელ მაღაზიაში იყიდება ხომ არ იცით ? მაიმარკეტზე ვერაფერი ვერ ვნახე...
ალექსანდრე
სამგორში იყო მეველეს ქუჩაზე
მადლობა ასასინ, დინამოსთან ვიყიდე....
ალექსანდრე
კარგია. მექანიკურებიც ხოარ ქონდათ?
ერთი ქედნის ფერებში(რაც მე ვიყიდე) და მეორე სულ თეთრ ფერში იყო, სხვანაირი არ გვაქვსო...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)