თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ შურთხი

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 6 2009, 22:37

[http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

შურთხი (Tetraogallus) Улар

ეკუთვნის ქათმისნაირთა ოჯახს. დედამიწის ზურგზე მობინადრე შურთხების, ანუ მთის ინდაურთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა ჩვენი, კავკასიური შურთხი. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. კავკასიონზე მობუდარ შურთხს ჯიხვების დარაჯს უწოდებენ, ვინაიდან იგი ხშირად თან სდევს ჯიხვების ფარას, ქექავს მათ განავალს, ეძებს შიგ საკენკს და რაიმე საშიშროების გამოჩენის დროს სტვენით განგაშს ტეხს, რითაც როგორც შურთხებს, ისე იქ მყოფ ჯიხვებსაც აფრთხილებს. შურთხის მუდმივი საყვარელი საბუდარი ადგილი მიუდგომელი, უდაბური, კლდოვანი მთებია. ზამთარში დიდი თოვლის დროს იგი უფრო ქვევით ჩამოდის. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. შურთხი აპრილში იწყებს კვერცხის დებას, დებს 15-20 ცალს, გამოჩეკას 28 დღე უნდება. ბარტყები ივნისში იჩეკებიან. შურთხზე ნადირობის შენთხვევები მეტისმეტად იშვიათია მისი საბინადრო, ძნელად მისადგომი და მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო. შურთხზე ნადირობა აკრძალულია.

ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია,
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ ვუთითებ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 4 2009, 18:23

სამწუხაროდ შურთხზე ნადირობის ფაქტები ძალიან მწირია და ძირითადათ ატარებს შემთხვევით ხასიათს, როცა მონადირეები კლდის ჩლიქოსნებზე ნადირობისას შემთხვევით წააწყდებიან
შეგახსენებთ ამჟამად შურთხზე ნადირობა აკრძალულია

პოსტის ავტორი: 919 Dec 24 2009, 00:55

შურთხი (Tetraogallus)
რუსულად კი Улар

პოსტის ავტორი: ij18e Jun 5 2010, 14:13

ეს ულამაზესი ფრინველი ბუნების ნამდვილი კლდის რაინდია

პოსტის ავტორი: woodman Apr 1 2011, 23:22

ნევადაში ნადირობენ ( ruby mountain) ამ მთებში შურთხზე-http://www.youtube.com/watch?v=jxMTnaK26UE

მისი მეორე სახელწოდება არის თოვლის ქათამი newsmile05.gif

წარმოშობით ჰიმალაებიდან არის newsmile05.gif

ეს ფრინველი რომ მოვამრავლოთ რამე დაშავდება???

როჭოსთან ერთად

მეც მაქვს ერთი თხოვნა ნუგარ დავწერთ რომ ინდაურია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Apr 2 2011, 00:22

woodman
ეს ფრინველი ბინადრობს ჩვენს მთებში, მაგრამ საკმაოდ მიუვალ ადგილებში ბუდობს და ნადირობა ფაქტიურად შეუძლებელიც არის. მოსამრავლებლად არა მგონია იოლი იყოს კიდე. რა ვიცი მე ესე ვფიქრობ

პოსტის ავტორი: berdalioni Dec 18 2016, 21:09

1600 რო წერია ეგ მინიმალური სიმაღლეა, დათვის ჯვრის უღელტეხილი 2000ზე მეტია და იმაზე მაღლა ჩვეულებრივად არის.... სტვენა სცოდნია რაღაცნაირი, ჭიუხებს რო უხდება. მისი ნახვა ძნელია, არ მგონია ვინმე ან რამე მიეპაროს თუ კლდიდან კლდეზე გადაფრენის დროს შემთხვევით არწივმა ან შევარდენმა არ გამოიჭირა. მთაში კარგად იციად ეგ ფრინველი და ესე ამბობენ dastur.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)