თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ კაკაბი

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 2 2009, 22:16


კაკაბი

ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი ჟანგმიწისფერი-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლი ამშვენებს. ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს. სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაში-პირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ აზიას- ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე როგორც მობინადრე ფრინველი.
ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა.
კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი წიწილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ. კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები. უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთ მოლუსკით. საკვების შემადგენლობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია.
საქართველოში ამჟამად კაკაბზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია, მხოლოდ სპეციალური სანადირო მეურნეობებში, ადრე კი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი მეტად ძვირფასი ობიექტი იყო.


ინფორმაცია აღებულია ჟურნალ 'ნადირობა' მაისი 2008 წ.( ნომერი 5)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 26 2009, 14:24

პატივცემულო ფორუმელებო, თემა დროებით იხურებ, სანამ ნადირობის მეთოდები არ დაიწერება

პოსტის ავტორი: woodman Apr 1 2011, 14:06

http://www.youtube.com/watch?v=_V3Obvh1DYA


აი კაკაბზე ნადირობა. ხოხობიც იჩითება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 1 2011, 15:14

სერიოზულია. ლაბრადორის მუშაობას დააკვირდით. სამაგალითო ვიდეოა რა განსხვავებაა ლაბრადორს და სეტერს (მეძებარს) შორის

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 1 2011, 16:07

ამ ვიდეოში აშკარად ჩანს სეტერის და ლაბრადოს ხაზები მაგრამ ერთია კაკაბზე სეტერით ნადირობაზე უკეთესი არაფერია

პოსტის ავტორი: gogita.m Apr 1 2011, 16:13

ორივე მისდევს ფრინველს თუ დააკვირდით

პოსტის ავტორი: woodman Apr 1 2011, 22:55

ლაბრადორს დააკვირდით რა პრიჟოკს აკეთებს. მე როგორც მოცეკვავე ამ ძაღლს კაი მოცეკვავედ ვაფასებ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 1 2011, 23:13

კაკაბი კაკაბს არ გავს,სეტერი სეტერს არ გავს და ლაბრადორი ლაბრადორს. ლაბრადორი კარგი გაგებით. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 2 2011, 12:25

შადი შამოდი
მონადირეები გვანან? newsmile05.gif დააკვირდი ვიდეოს, 80 პროცენტი დაგლეჯილია ნანადირევი, მოსწქრებაზე არიან თუ რა ვერ გავიგე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 2 2011, 13:15

აბა 8 თუ მეტი კაცი რომ ორი ძაღლით ნადირობ, რომელთაგან ერთი რეტრივერია, და 30 მეტრიანი ფრონტით მოძრაობ, სხვა რა ნადირობა გამოვა. მე მგონი ფრინველი წინა დღესაა გაშვებული მაგ სტადიონზე, კაკბებს ერტმანეტის გაცნობაც ვერ მოუსწრიათ, სულ ცალცალკე დაბოდიალობენ.

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 2 2011, 22:39

ერთ–ერთ მომენტში ორი კაცი ერთად ესვრის კაკაბს თუ დააკვირდით.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 29 2012, 13:26


პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 9 2013, 16:56




პოსტის ავტორი: ჰერცოგი Jan 9 2013, 17:37

ერთი რა მაინტერესებს აი ზახარა დადებულ კაკბის სურათსადა ეხლა
PREDATOR დადებულ კაკბის სურათს შორის დიდი განსხვავება და ჩვენთან ეს ბოლო სურათზე რაც არის ის კაკაბი ბუნადრობს და მათშორის განსხვავება

პოსტის ავტორი: hunter777 Jan 9 2013, 18:06

ციტატა(შადი შამოდი @ Apr 2 2011, 00:13) *
კაკაბი კაკაბს არ გავს,სეტერი სეტერს არ გავს და ლაბრადორი ლაბრადორს. ლაბრადორი კარგი გაგებით. newsmile090.gif



სავარგული ხო ტიპიური საკაკბეა აი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 9 2013, 19:49

6.32 წამზე ზუსტან ზახარას ნასროლივითაა D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Jan 23 2014, 10:54


პოსტის ავტორი: ზახარა Jul 11 2014, 22:34

ako-gul
კაკაბზე ნადირობა აკრძალულია !!
სურათი წაიშალა !!
მიუთითეთ თუ კერძო მეურნებაშია მონადირები და დადეთ ლიცენზიის სურათი .

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 11 2014, 23:44

ციტატა(ზახარა @ Jul 11 2014, 23:34) *
ako-gul
კაკაბზე ნადირობა აკრძალულია !!
სურათი წაიშალა !!
მიუთითეთ თუ კერძო მეურნებაშია მონადირები და დადეთ ლიცენზიის სურათი .


'იორის ჭალებშია' მონადირებული, ლიცენზიის სურათი სამწუხაროდ არ მაქვს. newsmile05.gif

'იორის ჭალებში' 150 ლარი ღირს 3 ეგზემპლარი კაკაბი და 3 ეგზემპლარი ხოხობი ვისაც გაინტერესებთ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 12 2014, 09:39

ako-gul
ანუ სულ 6 ეგზემპლიარი თუ მხოლოდ 3?

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 12 2014, 10:09

ნუკრიMax
სულ 6


+ ჭამა

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 12 2014, 13:24

ხო, 3 ხოხობი და 3 კაკაბი შეგიძლია, ანუ სულ 6, ოღონდ ერთ დღეში ორივეს ვერ მოასწრებ შოღსაა სახოხბე და საკაკბე ერთმანეთისგან. ანუ ერთ-ერთზე უნდა ინადირო.

პოსტის ავტორი: ბაბუ Jul 12 2014, 13:48

ako-gul

ციტატა(ako-gul @ 12th July 2014 - 14:24) *
ხო, 3 ხოხობი და 3 კაკაბი შეგიძლია, ანუ სულ 6, ოღონდ ერთ დღეში ორივეს ვერ მოასწრებ შოღსაა სახოხბე და საკაკბე ერთმანეთისგან. ანუ ერთ-ერთზე უნდა ინადირო.

მეორედ ჩასვლაზე არ გადმოდის ის 3 ფრინველის მონადირება?
ანუ,ერთ ჩასვლაზე 3 ხოხობი რომ მოვინადირო,შემდგომ 150 ლარის გადახდის შემდეგ 6 კაკაბს ამაღებინებენ?

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 12 2014, 18:53

ერთ წასვლაზე 3 კაკაბზე მეტი არა, თუ 3 ცალს გადააცილებ, ყოველ კაკაბზე 40 ლარი უნდა დაამატო. ანუ 3 კაკბის მაგივრად 6 რო მოკლა 150 ლარის მაგივრად 270 ლარი უნდა გადაიხადო.

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 12 2014, 19:09

ako-gul
ვერ გავიგე ანუ წავედი სანადიროდ დავინახე სულ 6 კაკაბი 3 ჩამოვაგდე 3 ავიღე რამდენს ვიხდი?

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 12 2014, 19:31

150 ლარს. 3 კაკაბის და 3 ხოხბის მოკვლა ღირს 150 ლარი, პლიუს კვება. თუ მოკლავ 3 კაკაბზე ან 3 ხოხობზე მეტს , ყოველ გადაცილებულ კაკაბზე ან ხოხობზე ამატებ 40 ლარს.

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 1 2015, 23:34


პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 2 2015, 10:00

სარსარაკი "კაკაბი" D.gif

http://www.myvideo.ge/?video_id=1527284

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 2 2015, 14:11

ციტატა(უიარაღო @ Feb 2 2015, 11:00) *
სარსარაკი "კაკაბი" D.gif

http://www.myvideo.ge/?video_id=1527284


ჰაი დედა მოუა!!! მაგარი მონადირეები იქნებიანე სენი ხოიცი newsmile090.gif სად ერეკლე და სად დამფრთხალი ხვლიკის ჯოგებიო რა....


ციტატა(ako-gul @ Jul 12 2014, 14:24) *
ხო, 3 ხოხობი და 3 კაკაბი შეგიძლია, ანუ სულ 6, ოღონდ ერთ დღეში ორივეს ვერ მოასწრებ შოღსაა სახოხბე და საკაკბე ერთმანეთისგან. ანუ ერთ-ერთზე უნდა ინადირო.



არაა შორს ერთ დრესი მოსწრება სეიძლება კაკაბს ტუ მალე მიაგნებ იმ სემტხვევაში მთელი დრე ტუ კაკაბს სდიე მერე ვეღარ მოასწრებ რათქმაუნდ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)