თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ მტრედი

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 28 2010, 13:16

მტრედის აღწერილობა

ქედანი http://pix.ge/
გვრიტი http://pix.ge/
გვიძინი ანუ გულიოhttp://pix.ge/
მტრედი http://pix.ge/



ცნობილია მტრედისნაირთა ოჯახის ოთხი სახეობა:ქედანი, გვრიტი, გვიძინი ანუ გულიო და მტრედი. ჩვენთან ოთხივე სახეობა გავრცელებულია. მტრედისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია გვრიტი, თუმცა მას ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს. ყველაზე დიდი წარმომადგენელია ქედანი, მისი წონა დაახლოებით 450-620 გრამამდე მერყეობს.
მტრედი ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არც თუ ისე ადვილი საქმეა. მხოლოდ გამრავლების პერიოდში შესაძლებლია მისი ადგილსამყოფელის მიგნება თავისებური ხმოვანი ბგერებით, რომელსაც გამოსცემს მამალი, როცა დედალს უხმობს. ბუდის გაკეთებაში მონაწილეობას ღებულობს, როგორც დედალი ასევე მამალი. დედალ დებს ორ იშვიათად სამ კვერცხს. ბუდეზე ძირითადად დედალი ზის, მაგრამ არის შემთხვევა როცა ენაცვლება მამალიც. ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღე. ბარტყების გამოკვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი.

გადაფრენა და მიგრაცია

მტრედები გუნდური ცხოვრების მოყვარულები არიან, ისინი საკვებად და დასასვენებლად ყველგან ერთად დაფრინავენ. მტრედების მიგრაციას განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს, ირჩევენ ერთ მარშუტს და და ყოველთვის იმ მარშუტით დაფრინავენ. მტრედები თავიანთი ფრთხილი ბუნების გამო ღამის გასათევად ირჩევენ ისე ადგილებს სადაც საშიშროებას ნაკლებად ელიან. მაგალითად: მაღალი ხეები, დანგრეული შენობები, მიტოვებული სახლების სახურავები, ელექტრო ანძები და სხვა. კარგად ცნობილია და ჩემი დაკვირვების შედეგადაც ნათელი გახდა, რომ მათ მიგრაციის განსაკუთრებული გრაფიკი გააჩნიათ. ყოველ დილით ადრე და საღამოს შებინდებისას, ისინი საკვებად გაშლილი მინდვრებისკენ ან ნათესებისაკენ გადაფრინდებიან და ისევ უკან ბრუნდებიან ერთსა და იმავე დროის შუალედში.

მტრედზე ნადირობა

მტრედზე ნადირობა ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მიუხედავად იმისა რომ რესურსი ამოუწურავია. ის სხვა ნადირობებისაგან მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა. იშვიათად მეგულება კაცი, რომელიც სპეციალურად მტრედზე წავა სანადიროდ, შემთხვევით თუ წააწყდება სადმე და მცირე წანადირებით იკლავს მონადირულ ჟინს. მტრედზე ნადირობა გარკვეულწილად მცირე გამოცდილებასაც საჭიროებს, მონადირე რომელსაც სპორტული ნადირობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მისთვის მტრედი უცხო ხილი იქნება.
მრავალი მონადირის აზრი მომისმენია და პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ მტრედი ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ფრინველია სხვა სანადირო ფრინველებს შორის. მას ძალიან მახვილი თვალი და განსაკუთრებული ალღო გააჩნია, რომელიც ეხმარება მას საფრთხის თავიდან აცილებაში. მტრედზე ნადირობისას ყველა მონადირეს განსაკუთრებული მოთმინება მართებს. ხანდახან საათობით გვიწევს ერთ ადგილაც, გაუნძრევლად ჯდომა მტრედის გამოჩენის ლოდინში და ერთმა ნაჩქარევად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს.

მტრედზე ნადირობის ხერხები და მეთოდები


ძირითადად მტრედზე ნადირობის ორი მეთოდი არსებობს: მიპარვით და მალვით. მიპარვით - ამ მეთოდით ნადირობის დროს მთავარია მინდორში საკვებად დამსხდარ გუნდს განსაკუთრებული სიფრთხილით მიეპარო სასროლ მანძილზე. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხერხი ნაკლებად შედეგიანია. მალვით - მტრედზე ნადირობის ეს ხერხი ჩემი აზრით მეტი აზარტულობითა და ემოციით გამოირჩევა, მაგრამ ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი მოთმინება და ლოდინია საჭირო. ამ მეთოდით ნადირობის მთავარი პრინციპი საფარის განსაკუთრებულად მოწყობაში მდგომარეობს, ადგილი სადაც გადაწყვეტთ სამალავის მოწყობას უნდა ეცადოთ რომ ზუსტად შეახამოთ გარემოსთან რათა ფრინველის მახვილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს საფრთხე.
როგორც სხვა ფრინველებზე, ასევე მტრედებზე ნადირობის დროსაც ფიტულების ჩაწყობა დიდ ეფექტს იძლევა. სრულიად საკმარისია 3-4 ფიტული და მტრედების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. თუმცა რაც მეტი ფიტული იქნება მით უკეთესი, მტრედების მოტყუების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არსებობს ფიტულების სხვადასხვანაირი სახეობა:

1. http://pix.ge/ პენოპლასტის ფირფიტაზე დახატული მტრედი

2. http://pix.ge/ მოკლული ფრინველი სატყუარად გამოყენების კიდევ ერთი ნიმუში( მიწაში ჩარჭობილ ლითონზე დამაგრებული) რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს დაჯდომას აპირებს

3. http://pix.ge/ მექანიკრი ფიტული, რომელიც მხოლოდ ქარის დროს რეაგირებს(თუმცა ზუსად ასეთი ელექტროებიც არებობს)

4. http://pix.ge/ ელექტრო ფიტული

სატყუარად მკვდარი ფრინველის გამოყენებაც ეფექტიანია მისი სწორად დადგმის შემთხვევაში. თავი აუცილებლად უნდა იყოს აწეული მდგომარეობაში რათა ცოცხლის ეფექტი მეტად შეიქმნას. ამაში გამოგვადგება ორკაპა ჯოხი. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც მოკლული მტრედის სატყუარად გამოყენებას გადაწყვეტთ ყურადღება უნდა მიექცეს მისი ფრთების განლაგებას. მტრედს ფრთის ბოლოს, ქვემოდან აქვს თეთრი ფერის ბუმბული, რომლის გამოჩენაც მათთვის საშიშროების ნიშანია და 60-70 მეტრიდან ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ნადირობა უშედეგო იქნება.

სამტრედე თოფის და ვაზნების შერჩევა

სამტრედე თოფის შერჩევაში იგულისხმება არა რომელიმე ფირმის იარაღი ან მოდელი, არამედ მისი ტექნიკური მონაცემები. ანუ იქიდან გამომდინარე რომ მტრედებზე ნადირობა სპორტულ ხასიათს ატარებს იარაღი უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს რაც სპორტული ნადირობისთვისაა აუცილებელი. მაგალითად უმეტესობა ყოფილხართ მტრედზე სანადიროდ და გეცოდინებათ რა სისწრაფით გვჭირდება სროლა იმ მომენტში როცა მტრედების გუნდი გადაგიფრენს. სამტრედე თოფი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი და მოხერხებული და რა თქმა უნდა სწრაფი დატენვის მექანიზმით. ჩახმახიანი თოფით მტრედზე ნადირობა ცოტა არ იყოს და მოუხერხებლად მეჩვენება. ამას ვამბობ მალვით ნადირობის დროს როდესაც ჩამალული ხარ და არ იცი როდის გადმოგიფრენს გუნდი, ანუ ისევ სპორტული თვალსაზრისით. ჩემი აზრით მტრედზე საუკეთესოა ნახევრადავტომატური ტიპის იარაღი რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული სოლის საშუალებას იძლევა. თუმცა ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, ინგლისელები რომელთაც მტრედებზე ნადირობა სპორტად აქვთ ქცეული ნახევრადავტომატს აღიარებენ.
რაც შეეხება ვაზნებს პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეფექტურ სროლას ყოველთვის განაპირობებს ვაზნების ხარისხი.
რაც უფრო კარგი ხარისხის ვაზნას ისვრი მით მეტია ეფექტი და შედეგიც. მტრედისთვის სტანდარტულად მიჩნეულია 6-7 და ზოგ შემთხვევაში 8 ნომერი საფანტი 35-50 მეტრზე სასიკვდილო სროლისათვის. მტრედის მკვრივი კანისა და ბუმბულის ხშირი საფარის გამო ძნელია სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ადვილად იტანს ჭრილობას. ამისათვის საჭიროა ვაზნების სწორი შერჩევა და განსაზღვრა.
პ.ს ეს ჩემი პირველი სტატიაა და თუ ცოტა გაურკვევლად მიწერია რამე ჩავასწორებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 28 2010, 17:20

ლეკი


ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი ამ თემას. ქება და დიდება შენ, ყმაწვილო.

ციტატა(კახაბერ @ Nov 28 2010, 16:19) *
საკვებად, მე მაგალითად, მტრედი, როგორც ფრინველი ვერ წარმომიდგენია,



მტრედისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს, მოშავო, ოდნავ მაგარი ხორცი აქვთ, სწორედ ამის გამო შემწვარი, ნაკლებად გემრიელია. მე პირადად მტრედის, ქედნის და ა.შ. ხორცს, უფრო ვშუშავ ხოლმე, ხახვში და პომიდორში. იფ,იფ,იფ........ http://www.SmileS.ge აი ასეთია.

პოსტის ავტორი: თენგო Nov 28 2010, 17:45

მტრედისებრებზე ნადირობა ერთერთი უსაყვარლესი ნადირობაა ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში.ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში.

მტრედზე ნადირობა ევროპელი და რუსი მონარქების საყვარელი გართობა იყო,მათ კი დამიჯერეთ,არჩევანის საშუალება ქონდათ.
დღევანდელი სპორტული სროლა,მტრედებზე ნადირობიდან იღებს სათავეს,არსებობდა სპესპეციალური თოფები,ე.წ."სადოჩნოე რუჯიო" (მტრედს კალათიდან,"სადოკიდან" აფრენდნენ) ეს თოფები საკმაოდ მძიმე იყო და გრძელი ლულებით გამოირჩეოდა.

ქედანზე ნადირობა ძალიან აზარტულია,მაგრამ ძირითადად სხვა ნადირობების თანმდევათ ითვლება. ჩვენში სპეციალურად ქედანზე,იშვიათად თუ ნადირობენ,მე სულ რამოდენიმე კაცი ვიცი.
ეს ჩემი აზრით განპირობებული არის იმით ,რომ მტრედისებრი,ალბათ იმის გამო რომ ბევრია,ღირსეულ"ტროფეად" არ აღიქვება.
თან ძაღლით ნადირობის მოყვარულ მონადირეებს ქედანზე ნადირობა ,სადაც ძაღლი საჭირო არ არის, დროის დაკარგვად არ უღირთ.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 16 2011, 19:33

სპეციალურად ქედანზე დავდივარ ხოლმე მარტო, მტრედებს კი სხვა ნადირობების დროს ვესვრი ხოლმა. სტრაფი და ლამაზი ფრენა აქვს მტრედს და ლამაზი ნასროლიც თუ გამოგივიდა ძალიან სახალისოა.

პოსტის ავტორი: alika77 Feb 17 2011, 14:00

ღორქედანა თუ გაგიგიათ? ყველაზე დიდია ტარიბანაში და სირაქშია ბევრი და ჭაჭუნაზე მარა 4 ნომერი მაინც უნდა ამტანია ძალიან

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 17 2011, 15:12

ციტატა(alika77 @ Feb 17 2011, 15:00) *
ღორქედანა თუ გაგიგიათ?

ერთი და იგივეა, კახეთში ეძახის ზოგი ღორქედანას

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 17 2011, 18:16

ციტატა(alika77 @ 17th February 2011 - 16:00) *
ღორქედანა თუ გაგიგიათ?

კი გაგვგიგია..მაგრამ მაგას სინამდვილეში გულიო ქვია..მეორენაირად გვიძინსაც უწოდებენ. კახეთისკენ ეძახიან ორქედანას..ასევე ღორქედანას. ეგ კი მართალია..წვირი საფანტი ვერ ერევა..მე "დაჟე" 3 ნომერს ვესროდი ხოლმე.

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 17 2011, 20:52

მე კი ვიცი რომ ქედანს კახეთში "ღორქედანას" ეძახიან, რადგან მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია... 3-4 ნომერიც მას სჭირდება...

პოსტის ავტორი: romeo 1 Feb 17 2011, 22:19

5 ნომრითაც კარგათა ვკლავ მაგ ქედნებს, უფრო ,,სუფთად,, იღებს ვიდრე მსხვილი საფანტი...

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 17 2011, 22:58

ციტატა(romeo 1 @ 18th February 2011 - 00:19) *
5 ნომრითაც კარგათა ვკლავ მაგ ქედნებს

ფრენის მომენტში კი ერევა 5 ნომერიც. გული უფრო დაუცველი აქვს. აი დამჯდარ მდგომარეობაში უჭირს წვრილ საფანტს. დაკეცილ ფრთებში ძალიან რთულად ატანს.

პოსტის ავტორი: ქევხო Feb 18 2011, 09:44

მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია

პოსტის ავტორი: romeo 1 Feb 18 2011, 10:05

რა თქმა უნდა მანძილს გააჩნია, 40 მეტრამდეს კარგი ვაზნა 5 ნომერი დამჯდარსაც კლავს და გაფრენილსაც. დამჯდარს უნდა ეცადო რომ მკერდის მხრიდან ესროლო და ხის ტოტები არ ფარავდეს სილუეტს. არის შემთხვევები როდესაც გვერდიდან ნასროლი ქედანი ვარდება და მხოლოდ ფრთა აქვს ხოლმე მოტეხილი. ყველა ნასროლ ქედანს აუცილებლად გააყოლედ თვალი, სასიკვდილოდ დაჭრილი ქედანი ხან 100-200 მეტრის იქით მკვდრად ვარდება.

პოსტის ავტორი: ქევხო Feb 18 2011, 10:26

რომა მართალი ხარ, ბოლოს რომ ვინადირე ძირითადად მიწევდა სადღაც 60 მეტრამდე სროლა, ვესროდი 1 ნომერს (დამჯდარს). ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი, ერთმა კი კაი მანძილი იფრინა, მკერდში ქონდა გავლილი.

პოსტის ავტორი: alika77 Feb 18 2011, 15:00

ძალიან ფრთხილია ახლოს არ გიშვებს მანქანიდან ჯობია სროლა მომენტს გააჩნია თორე ლაგატკიტაც მყავს მოკლული ბავშვობაში

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Feb 18 2011, 17:50

ამიტომაა, რომ ქედანს "იღლიაში უნდა მოარტყა" თუ ჩემი არ გჯერათ ნოსოს კითხეთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Feb 18 2011, 19:13

იკა კაპანაძე

ციტატა(korakap @ 18th February 2011 - 18:50) *
"იღლიაში უნდა მოარტყა" თუ ჩემი არ გჯერათ ნოსოს კითხეთ

იკა მიდი ძმურად შენ დაწერე ნოსოს მონაყოლი მაგას სად ცალია აქ შემოსასვლელად! newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 18 2011, 21:59

ციტატა(ქევხო @ Feb 18 2011, 10:44) *
მანძილს გააჩნია, მე 9 ნომრითაც მყავს ნახოცი და 1-ც ხშირად მისვრია

9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც.. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა წვრილი(# 9-10) საფანტი სასიკვდილო ზიანს აყენებს შორ მანძილზე, მაგრამ ეს მაინც ერთეულ მოვლენად რჩება..

ციტატა(ქევხო @ Feb 18 2011, 11:26) *
ადგილზე ჩამოგდებულს ყველას მხოლოდ ფრთები ქონდა დალეწილი,

ამაში გეთანხმები, ძალიან კარგად იტანს ჭრილობას(გულ-მკერდის არეშიც კი) თავისი ხშირი ბუმბულის და მკრივი ხორცის წყალობით....

პოსტის ავტორი: ქევხო Feb 19 2011, 10:01

ციტატა(ლეკი @ Feb 18 2011, 22:59) *
9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც.. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა წვრილი(# 9-10) საფანტი სასიკვდილო ზიანს აყენებს შორ მანძილზე, მაგრამ ეს მაინც ერთეულ მოვლენად რჩება..


ამიტომაც დავწერე მანძილს გააჩნია მეთქი. ყვითელი ფერის უკონტეინრო თურქული ვაზნები ვიყიდე 9 ნომერი, ძლიერები გამოდგა. მწყერზე ვნადირობდით შირაქში და ქარსაცავ ზოლებში სემიჩკის პირას ბლომად ქედანს წავაწყდით. ხოდა, ამ ვაზნებით 20-25 მერზე ვესროდით, ხან უფრო ახლოსაც. დახოცილები დავალაგეთ მინდორში, მოდიოდნენ და რომ დაეჭვდებოდნენ ხოლმე უკვე გვიანი იყო. გვქონდა მხოლოდ 9 ნომრები, რამდენიმე 7-ც. ასე რომ შეუძლებელი კი არა ფაქტია

ეს ვაზნები იყო
http://pix.ge/

ასე ვალაგებდით მკვდრებს, რაც უფრო მეტს, უფრო მეტი მოდიოდა
http://pix.ge/

ზოგი ამანაც დააგოიმა, ნაჩქარევად და უხარისხოდ აგავაკეთეთ თორემ იმუშავებდა
http://pix.ge/

ესეც შედეგი, რამდენიმე მტრედიც იყო, 3 კაცი ვესროდით
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Feb 19 2011, 11:04

ციტატა(shalva @ 18th February 2011 - 20:13) *
იკა მიდი ძმურად შენ დაწერე ნოსოს მონაყოლი მაგას სად ცალია აქ შემოსასვლელად!

ზუსტად არ მახსოვს შალვას შემოვევლე მაგრამ ნოსოს ნაამბობის ძირითადი დედააზრი ის იყო, რომ ნოსო გაფრენილ ქედანს იღლიაში უმიზნებს და არტყამს, აბა მკერდში რო მოვარტყაო ძლიერი აქვსო და ვერ იღებსო და ამიტომაც იღლიაშიოnewsmile05.gifnewsmile05.gif
ციტატა(leki_gio @ 18th February 2011 - 22:59) *
9 ნომრით ქედნის (არა მტრედის) მოკვლა ძალიან ძნელია თითქმის შეუძლებელიც

9 ნომერ საფანტს თუ შესაბამისი დიამეტრი, წონა და სიმკვრივე აქვს სულაც არ არის სახუმარო

პოსტის ავტორი: Davitus Feb 19 2011, 13:58

ქევხო

არ შემიძლია არ დაგეთანხმო, #9 საფანტი, 35 მეტრშიც საკმაოდ ძლიერია... მწყერს - ქედანს და მტრედს ვერ შეადარებ, მაგრამ 9 ნომრით 55 მეტრში მყავს მოკლული მწყერი... გავზომე კიდეც

ტესტირებისას 35 მეტრში ბეტონის კედელს ისეთ რამეებს უშვებოდა...მტრისას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ქევხო Feb 20 2011, 11:47

Davitus

მაგ დღისით იყო შემთხვევა 9 ნომრით 25-30 მეტრში დამჯდარი ქედანი მკვდრაც ჩამოვაგდე.

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 20 2011, 23:12

ქევხო
მაგ სურათებში ქედნები გყავს მოკლული? მე ქედანი სხვანაირი ვიცი... wtfg.gif

პოსტის ავტორი: ქევხო Feb 21 2011, 09:17

ციტატა(ლეკი @ Feb 21 2011, 00:12) *
ქევხო
მაგ სურათებში ქედნები გყავს მოკლული? მე ქედანი სხვანაირი ვიცი... wtfg.gif


მე სხვანაირი ქედანი არ მინახავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Feb 21 2011, 12:12

რაც სურათზეა ქედანია ორი აზრი არაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში წყვილი მოვინადირე ოდნავ ამათზე დიდები და მუქი შეფერილობის იყვნენ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 21 2011, 13:07

ციტატა(იკა კაპანაძე @ Feb 21 2011, 13:12) *
მუქი შეფერილობის იყვნენ.

ეგენი შავი გაგების იქნებოდნენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 21 2011, 20:12

ციტატა(იკა კაპანაძე @ Feb 21 2011, 13:12) *
ოდნავ ამათზე დიდები და მუქი შეფერილობის იყვნენ.

აი მეც მასეთ ქედანზე ვამბობ.. newsmile045.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: woodman Mar 7 2011, 20:07

ლეკი შენ რა სურათიც დადე ეგ არის ნაგდი ქედანი და იქ რომ სურათი უდევს ქევხოს ეგეც ქედანია ოგონდ ცოტა სხვა ჯიშის. ქედანს სხვანაირად ტყის მტრედი ქვია WOOD PIGEON.

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 8 2011, 20:17

ციტატა(woodman @ Mar 7 2011, 21:07) *
ლეკი შენ რა სურათიც დადე ეგ არის ნაგდი ქედანი და იქ რომ სურათი უდევს ქევხოს ეგეც ქედანია ოგონდ ცოტა სხვა ჯიშის. ქედანს სხვანაირად ტყის მტრედი ქვია WOOD PIGEON.

ვიცი ჯიგარო რაც არის და როგორც არის უბრალოდ მე დიდ ქედანს ვგულისხმობდი და მაგიტომ გამიკვირდა..

პოსტის ავტორი: woodman Mar 8 2011, 21:36

აუ ამის ყურების შემდეგ ისეთი მადა მომივიდა რომ მემგონი სულ ქედანზე ვივლი სანადიროდ
http://www.youtube.com/watch?v=j-6YVuw-PcA

ბოლომდე უყურეთ ნანადირევს როგორ მოამზადებს. გაპუტვაც კი არ დაჭირდა ფრინველს

პოსტის ავტორი: bero Aug 10 2011, 10:46

სალამი ბიჭებს ,

ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან,

ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული..
ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ?

წინასწარ დიდი მადლობა . newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Aug 11 2011, 10:32

ციტატა(bero @ Aug 10 2011, 11:46) *
სალამი ბიჭებს ,

ერთი კითხვა მაქვს მცოდნეებთან,

ქედანზე ნადირობისას ფიტულების გამოყენება რამდენად ეფექტურია ? ( საუბარი მაქვს ლეკის ატვირთულ სურათებზე ) რკინის კონსტრუქცია რომ არის გამოყენებული..
ან ხომ არ იცით რამე სხვა საშუალება ?

წინასწარ დიდი მადლობა . newsmile05.gif

ეფექტური ნამდვილად არის, განსაკუთრებით კი ელექტრო (ანუ მოძრავი) ფიტულები...

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 29 2011, 09:29

ჩვენ ,,სასტავს,, ლეიშმანიოზისაგან ძაღლები დაგვეხოცა და მტრედზე, ქედანზე და გვრიტზე გავედით სანადიროდ
http://pix.ge/
ესეც შედეგი...
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: coolboy Dec 18 2011, 22:23

ქედანი მოსახლეობასჰი ჯდება?

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 19 2011, 10:14

ჯდება მაღალ შენობებზე..

პოსტის ავტორი: coolboy Dec 20 2011, 18:47

მადლობა

პოსტის ავტორი: lasha-gs Aug 9 2012, 18:05

ქევხო
გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ

პოსტის ავტორი: DAVITA Aug 10 2012, 17:08

ციტატა(lasha-gs @ Aug 9 2012, 19:05) *
ქევხო
გაუმარჯოს ძმა, ქედანზე საით ნადირობთ ხოლმე, მასწავლე ან ერთად წავიდეთ სადმე რათქმა უნდა რო გაიხსნება სეზონი და თუ სურვილი გექნება წინასწარ მადლობ


გაუმარჯოს,

ქედანზე სპეციალურად მე ალაზნის ჭალებში ვნადირობ, ძირითადად თებერვალში. შირაქში კი სადაც შეგვხვდება ის ვუწყობთ ჩასაფრებას. მილარში ააუარება მაგრამ მესაზღვრეები ატრაკებენ ხოლმე. კახეთში თუ მოხვდები თებერვალში, ვინადიროთ.


გუშინ სახლიდან დავპოსტე და ყურადღება არ მიმიქცევია რო ჩემი ძმის (DAVITA) სახლით ვიყავი ფორუმზე, დამახსოვრებული ქონდა.

ქევხო ვარ და ეს პოსტი მე დავწერე

პოსტის ავტორი: lasha-gs Aug 11 2012, 14:07

დიდი მადლობა ძმაო , იმიტომ გკითხე უწერიათ სემიჭკებში ვინადირეთო და დამაინტერესა სად არის ამდენი ქედანი რო ამდენს კლავენ მეთქი რა თქმა უნდა ლიმიტირებულს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აუცილებლათ ჩამოვალ და ვინადიროთ gunshot.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 11 2012, 14:29

romeo 1

რომეო პირველ ფოტოში მარცხნივ როდგას ხიკსონდახიანი თოფით რუსთაველი ალიკა ხო არაა???

პოსტის ავტორი: lasha-gs Aug 24 2012, 19:40

გილოცავთ ყველას ნადირობის სეზონის გახსნას, ბიჭებო მტრედი არის სადმე რო გირდეს წასვლა ტბილისთან ახლო მახლოს ან საერთოდ არის წელს ქედანი სადმე წინასწარ მადლობთ Shooting.gif cooldog.gif

პოსტის ავტორი: lasha-gs Aug 30 2012, 12:26

გამარჯობათ ქედანი საით მოძრაობს უფრო ხო მეტყვით წინასწარ მადლობთ

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 30 2012, 12:53

ქესალოში მყავს ნანახი უზარმაზარი ღრუბლები ქედანის, დაიწყება გადაფრენები სექტემბრის ბოლოს.

პოსტის ავტორი: Assasin Sep 3 2012, 17:43

ქესალოში ქედანი არაა თუ იმ ადგილს გულისხმობთ ხრამის მხარეს ვერხვებთან (5-6 წლის უკან სერიოზულად მოძრაობდა). ბოლო 2 წელიწადია იშვიათად თუ ნახავ. ვინ ამბობს მარნეულისკენ მოძრაობს სექტემბრის ბოლოს, რადგან წიფლის თესლებით იკვებებაო სადღაც ხეობაში, სექტეьბრის მერე ამბობენ აქეთ მოდის და ვერხვის კვირტებს ჭამსო, მაგრამ მე თუ დამიჯერებთ ბოლო 2 წელი ინტენსიურად ვიარე მაგ ადგილებში და ის რასაც 5 წლის უკან ვხედავდი (50-100 იანი გუნდები, აფრინდებოდა ვერხვებს) მაგ სიტუაცია ვერ ვნახე. ალბათ უამრავი ფაქტორი განაპირობებს ქედნების ასეთ ქცევას. აქ მწყერისგან განსხვავებით მანოკს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს. იქნებ უფრო გამოცდილმა ხალმა გაგვიზიაროს თავიანთი მოსაზრება, ქედანზე ნადირობის მოყვარულებმა რა გავითვალისწინოთ, რომელ ადგილებს მივეძალოთ და ა.შ Bonehill უზარმაზარ ღრუბლებს შორს კი ნახავ ბაზარი არაა, მაგრამ სროლის რა მოგახსენოთ და ხელს კი დაუქნევ კაცი newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 3 2012, 19:48

ციტატა(shihan_74 @ 3rd September 2012 - 18:43) *
უაზრმაზარ ღრუბლებს შორს კი ნახავ ბაზარი არაა, მაგრამ სროლის რა მოგახსენოთ და ხელს კი დაუქნევ კაცი

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: lasha-gs Sep 3 2012, 22:15

ისე მართლა კარგი იქნება თუ ვინმე გამოჩნდება ვინც დაგვაკვალიანებს ქედანზე მონადირეებს საით არის ამჯერათ ქედანი მადლობთ წინასწარ tema-wamoweulia.gif

Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში

პოსტის ავტორი: Assasin Sep 4 2012, 20:14

Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში

ოჩოპინტრეს არაწევრი ხალხისთვის პასუხი იქნება aba-me-ravi.gif

პოსტის ავტორი: lasha-gs Sep 4 2012, 23:54

Assasin
იმედია იქნება thinking.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 5 2012, 08:36

Assasin
ძმურად გთხოვ მასეთი ცინიზმი არ გვინდა რა ...
კაცურად

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 5 2012, 08:40

ციტატა(lasha-gs @ 3rd September 2012 - 23:15) *
Bonehill იქნებ გაგვიმხილო თქვენი საიდუმლო ქედანთან მიმართებაში


ბენზინი D.gif D.gif ესაა საიდუმლო D.gif

ეს ხუმრობასავით.
ბევრი უნდა ეძიო მონადირემ მიახლოებით სამტრედე ადგილები და მიაკვლევ ერთხელაც იქნება. მაგრამ მტრედმა იცის აუხსნელი რაღაცეები, წელს რო მაგრად ინადირებ, მომავალ წელს მანდ შეიძლება აღარც წახვიდე სანადიროდ.
დანარჩენი პმ-ში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Assasin Sep 5 2012, 10:57

ციტატა(Bonehill @ Sep 5 2012, 09:36) *
Assasin
ძმურად გთხოვ მასეთი ცინიზმი არ გვინდა რა ...
კაცურად


ვხუმრობ Bonehill, ცინიკოსების დაუძინებელი მტერი ვარ newsmile055.gif და ძმურად რომ გთხოვოთ მაინც არ გაგვიმხელ ქედანის ადგილებს?

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 5 2012, 11:15

Assasin
გაიხარე
ზუსტი არ ვიცი სახლიდან გაუსვლელეად, სადაც შარშან და შარშანწინ ვნადირობდით იქ საერთოდ მერცხალიც არ დაფრინავსო გადმომცეს
ახალი ადგილების ძიებაში ვარ, მაგრამ არ ვიცი წლევანდელი მტრედი როგორ იქნება......newsmile039.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 5 2012, 15:16

შავნავბადი ს მიდამოებშია ქედანი!ქარიან ამინდში კარგად მოძრაობს!მანდ რამდენად შეიძლება ნადირობა არ ვიცი

შავნავბადი ს მიდამოებშია ქედანი!ქარიან ამინდში კარგად მოძრაობს!მანდ რამდენად შეიძლება ნადირობა არ ვიცი

პოსტის ავტორი: Davitus Sep 5 2012, 15:22

შავნაბადას მიდამოებში ნადირობა არ შაიძლება

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 5 2012, 15:24

ხო არ ვიცი დავწერე კიდეც ბოლოშI რო არ ვიცითქვა

პოსტის ავტორი: lasha-gs Sep 11 2012, 14:57

შავნავბადის მიდამოებში ნადირობა არ შეიძლება და უეჭველი დაგიჭერენო ესე მიტხრეს, ლაგოდეხში ვიყავი კვირას და ვერც იქ ვნახე ეს ოხერი ფრინველი ვინმეს ხო არ შეხვედრია სადმე ქედანი ნორმალურათ რო ემოზრაოს

ar-gavidet-sadme.gif

პოსტის ავტორი: Assasin Sep 11 2012, 15:26

ქედანის რა მოგახსენოთ, მაგრამ გარეული მტრედი - გულიოს რომ ეძახიან მგონი, აი მაგაზე სერიოზულად ვიკაიფე გასულ კვირას, ადგილსაც არ დაგიმალავთ - სართიჭალაში. არ მეგონა ასე ადრე რომ დაიწყებოდა გადაფრენები, უბრალოდ ამ უმწყერობაზე გაბრაზებულმა წავიღე ნახევრადავტომატი ყველასთვის ნაცნობი, ახალი შეძენილი "მურკა" და მტრედებზე მოვნათლე. სამჯერ ვიყავი დაახლობით და 30 ცალამდე მე პირადად ავიღე. მოღრუბლულ ამინდში ძალიან დაბლა მოდიან, 30-50 იანი გუნდები, მერე იქსაქსებიან 3-5 პატარა ჯგუფებად, აი მაშინ იწყება "სპორტინგი", მაგრად ასწორებს. ამ მტრედის გასტრონომიული ღირებულების რა მოგახსენოთ ქედანთან შედარებით, მაგრამ რაც ამ სამი დღის ნადირობისას ვაზნები გავისროლე, ალბათ ამ მანოკობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში არ მისვრია. მოკლედ გირჩევთ 2-3 მწყრის ძიების ნაცვლად შეუვარდეთ მტრედს წელში Shooting.gif

პოსტის ავტორი: lasha-gs Sep 12 2012, 10:16

Assasin სართიჭალაში სად იქნებ პმ-ში მომცერო თუ გიაშია არ გინდა დაწერა ჭინასწარ მადლობ d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 12 2012, 10:39

Assasin
lasha-gs
კრასნაგორკაზეა ცნობილი საქედნე ტრასა. გზიდან ხელ მარცხნივ ყანები რომ მთავრდება წვერზე ვდგები ხოლმე. გუნდებათ გადმოდიან და თითქმის ყველა ერთი და იგივე ადგილას. თუ დილასვე ვერ მიაგენი პირველი გუნდი სადაც გადაივლის იქ დადექი და დანარჩენიც იქით წავა. 98% ქედანი მოძრაობს (არა მტრედი) და ცოტაც გვრიტი. დაახლოებით 10 წელიათითქმის ტრასა არ შეუცვლია მად. სამი ნადირობა ვაკვირდებოდი მწყერზე ნადირობისას მაგ ტრასებს. ერთხელაც 10 ნომრები გამითავდა და 4 ნომრებით მარტო ეგღა მქონდა პრასვეტი, ჰოდა ისე გავერთე მას მერე სპეციალურად დავდივარ ხოლმე მაგაზე

სართიჭალიდან რომ შეოხვევ ლიანდაგებ ქვეშ უნდა გაძვრე და მეორე შესახვევია მარცხნივ, პატარა ფერმასაც გაივლი გზაზე

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 12 2012, 10:50

რამდენმა კაცმა გაიგო ახლა ეს ადგილი D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 12 2012, 11:00

რა ვქნა აბა? გონიათ რომ მარტო კლუბელებისთვისაა ინფო. მზად ვარ წავიყვანო კიდევაც. მეტი რა ვქნა

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 12 2012, 11:03

კი ბატონო, მერე თუ დატოვებთ რამეს, მზად ვარ მეც წამიყვანო D.gif

ისე მართალი ხარ ჭალო, მაგრამ ამას ხედავს ისეთი თოფიანი კაცი ვინც, უბრალოდ შემოიხედება ამ თემაში, არც კლუბის წევრია და არც ფორუმის, შეიძლება მანოკისტიც კი არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Sep 12 2012, 12:39

გემრიელი ჩათრევა იცის ისე... newsmile05.gif საინტერესო იქნება მაგხელა გუნდებს რომ გადაეყრები...

პოსტის ავტორი: Assasin Sep 12 2012, 16:10

ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 12 2012, 12:00) *
რა ვქნა აბა? გონიათ რომ მარტო კლუბელებისთვისაა ინფო. მზად ვარ წავიყვანო კიდევაც. მეტი რა ვქნა


საღოლ, მაგარი კაცი ხარ!!!, გეფიცები მეც ეგეთი მიდგომა მაქვს. კაკბის ადგილი ვიცოდი ძალიან სერიოზული, წავიყვანე სასტავი ერთხელ, მეორე კვირას მიკროავტობუსით დამხვდა ხალხი, მაგრად გამიტყდა იქაურობა დაწიოკებული რომ დამხვდა. მიუხედავად ამისა თუ ვიცი რაიმე სახეირო ადგილი ნამდვილ მონადირეს არ დავუმალავ. ჭალიმგელა ეგ ადგილი ვიცი შენ რომელზეც მოიწერე, მე კიდევ გომბორის ტეკს როგორც კი გაცდები პირველივე ჩასახვევში უხვევ, გადავდივარ ლიანდაგს და იქვე გასწვრივ ვხვდები ხოლმე მტერედების სასტავს.

პოსტის ავტორი: nik@a Sep 12 2012, 16:20

ციტატა
ადგილი ნამდვილ მონადირეს არ დავუმალავ

მერე აქ, მილიონი კაცი შემოდის და როგორ უნდა გავიგოთ ვინაა ნამდვილი მონადირე და ვინ არა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 12 2012, 16:26

nik@a
შენც მართალი ხარ, ამიტომ აწი PM ში მივწერ ვისაც სურვილი ექნება newsmile05.gif

უბრალოდ არ მინდოდა რომ ვინმეს გონებოდა რაღაც დახურული წრე გვაქვს და მორჩა. პირიქით კარგ ხალხთან ინფორმაციასაც გავცვლი და დიდი სიამოვნებით გავიცნობ კიდევაც

ან ჯერ გავიცნობ და მერე გავცვლი D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 12 2012, 16:47

+100000000

პოსტის ავტორი: lasha-gs Sep 13 2012, 10:07

ქედანი გამოჩენილა კუმისის მიდამოებში ვისაც გცალიათ ისიამოვნებთ ეგრე გადმომცეს იქაურებმა

პოსტის ავტორი: iosebovich Sep 13 2012, 21:57

ჭალიმგელა

გაიხარე newsmile05.gif ბ-ნო ბონე არა მგონია ეხლა მანდ 200 კაცი წავიდეს. იმ დღეს ვიყავი მანდ ფერმასთან, მწყერზე ვიყავით და ტოროლების მეტი არაფერი იყო, მაგრამ ვერც ქედნის მოძრაობა ვერ შევამჩნიე. შეიძლება განსაკუთრებით არ მიმიქცევია ყურადღება ისე ვიყავი ნაწყენი რო მწყერი არ იყო. ადგილობრივმა გვითხრა უკვე ივლისში ნადირობდნენ და რაღა იქნებაო. ქედანს მარნეულისკენ ამბობენ და მარნეული დიდია და ზუსტად რა ადგილას უნდა მიხვიდე ადამიანი ცოდნა უნდა.

პოსტის ავტორი: Davitus Sep 13 2012, 23:33

iosebovich

ზუსტი ადგილი, ჩვენც არ ვიცით ხოლმე, გზაში უნდა დააკვირდე მოძრაობას და მიაგნებ ადგილს სადაც გადადიან. უნდა გახვიდეთ მზიან უღრუბლო ამინდში

შუადღეს ძებნის მერე მიაგნებტ ადგილს სადაც მოძრაობენ და საღამოხანს, მზის ჩასვლამდე, იმდენად გექნებათ შესწავლილ დამუღამებული ადგილი რომ, კარგი ჩასაფრებით, სპორტულ ნადირობასაც მოაწყობთ

პოსტის ავტორი: Assasin Sep 14 2012, 16:33

აბა ქედანი ქესალოში თუ ამოძრავდა ვინ გაგვახარებს newsmile093.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 14 2012, 17:45

Assasin

მგონი შენ მთხოვე საქედნე ადგილი ხო? ხოდა შენს ზემოთ პოსტი როა დავამატებდი იმას, რომ იმ ხის კოორდინატებს რომლის ქვეშაც ვიდექი ნადირობის დროს ნაღდად ვერ მოგცემ, და აქ საწყენიც არაფერია მე მგონი newsmile05.gif რაიონი ხო გითხარი დანარჩენი Google Планета Земля და მისი ჯანი, რაც მე მაგით ადგილები მიპოვია იმდენი ქედანი მე ყველა ნადირობაზე newsmile090.gif

კიდე რა, ხო ამ ბოლო ნადირობაზე დილის რვიდან თერთმედამდე კარგად იმოძრავა, მერე გაჩერდა და სამიდან რო დაიწყო ხუთამდე კარგად იტრიალა ( 5 წუთიანი პაუზებით), დღე იყო გალა ღრუბლიანი, ოდნავი ნიავით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ფრინველს ნაჭამი ქონდა ხორბალი, რკო და ბალახი. ვისროდით 10 ნომრებს, იმიტომ რომ კარგი კამუფლირება და ადგილმდებარეობა იძლეოდა საშუალებას სროლა გვეწარმოებინა 15-20 მ რადიუსით, უფრო შორს 6 N. სულ ესაა ...

პოსტის ავტორი: Assasin Sep 15 2012, 16:01

ციტატა(LeoTaso @ Sep 14 2012, 18:45) *
Assasin

მგონი შენ მთხოვე საქედნე ადგილი ხო? ხოდა შენს ზემოთ პოსტი როა დავამატებდი იმას, რომ იმ ხის კოორდინატებს რომლის ქვეშაც ვიდექი ნადირობის დროს ნაღდად ვერ მოგცემ, და აქ საწყენიც არაფერია მე მგონი newsmile05.gif რაიონი ხო გითხარი დანარჩენი Google Планета Земля და მისი ჯანი, რაც მე მაგით ადგილები მიპოვია იმდენი ქედანი მე ყველა ნადირობაზე newsmile090.gif

კიდე რა, ხო ამ ბოლო ნადირობაზე დილის რვიდან თერთმედამდე კარგად იმოძრავა, მერე გაჩერდა და სამიდან რო დაიწყო ხუთამდე კარგად იტრიალა ( 5 წუთიანი პაუზებით), დღე იყო გალა ღრუბლიანი, ოდნავი ნიავით. როგორც მოგვიანებით გაირკვა ფრინველს ნაჭამი ქონდა ხორბალი, რკო და ბალახი. ვისროდით 10 ნომრებს, იმიტომ რომ კარგი კამუფლირება და ადგილმდებარეობა იძლეოდა საშუალებას სროლა გვეწარმოებინა 15-20 მ რადიუსით, უფრო შორს 6 N. სულ ესაა ...

მენი THANKS. GOOGLE EARTH კარგი ქედან ისკატელია elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 11 2012, 20:42

მეზობელ თემაში დავწერე, მაგრამ აქ მინდა დავკონკრეტდე.

ესეიგი დღეს გავედით მტრედზე, ნადირობის გარდა ერთი მუღამიც მქონდა, გამომეცადა (ჩემის აზრით newsmile05.gif ) ჩემი პატარა გამოგონება.

რამოდენიმე წელია რაც ამ ფრთხილ და ძნელად მოსაპოვებელ ფრინველზე სისტემატიურად ვნადირობ, ხოდა დავაკვირდი ( ისედაც ცნობილი ფაქტია) რომ ფიტულებზე მშვენივრად რეაგირებენ და არიფულადაც ტყუვდებიან newsmile05.gif ხოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი არ შეგაწყინოთ , ავიღე გუდვილში ნაყიდი სიმულატორი (ღირს 7 ლარი)

http://www.radikal.ru

http://postimage.org/
http://postimage.org/

და დავსვი ხეზე.

http://www.radikal.ru

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

მართალი გითხრათ ეს უკანასკნელი არც თუ ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო და აი "ხერხიც" D.gif

ოღონდ არ დამცინოთ, იმიტო რო მუშაობს 100% newsmile045.gif

ხო რაც მთავარია, როგორ დავსვი ხეზე? D.gif

აი ასე:
http://postimage.org/
http://postimage.org/

აი შედეგიც

http://postimage.org/
http://postimage.org/

გისურვებთ წარმატებებს !!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 11 2012, 20:45

დალშე დალშე

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 11 2012, 20:47

დალშე წავედი შეიწვა უკვე D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 11 2012, 20:49

ლაგატკით ისროლე მტრედი? D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 11 2012, 20:49

LeoTaso
მოლოდინს გადააჭარბე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 11 2012, 20:52

გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 11 2012, 20:56

Fishman
D.gif D.gif ჯიგარი ხარ.
ქვა ვისროლე, რომელზეც ძუა იყო გამობმული, გადავატარე ტოტს, დალშე ჩავაბი ფიტული და "ვირა" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 12 2012, 00:01

LeoTaso

აი ქვა რო ვერ დავინახე მანდ დავიბენი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Assasin Oct 12 2012, 10:32

ციტატა(ჰერცოგი997 @ Oct 11 2012, 21:52) *
გომბორზე გადადის ქედანი ესტუმრეთ მოყვარულები


გახლდით ამ დილით, წვიმდა და მხოლოდ ერთმა ასე 15 ცალამდე გუნდმა გადმოიარა. ერთი ცალი ჩამოვაშორე გუნდს, მაგრამ ქედანის რა მოგახსენოთ და რაღაც გულიოს და შინაური მტრედის გიბრიდი აღმოჩნდა. მოკლედ სართიჭალა და გომბორთან აზრი დაკარგა უკვე მტრედზე ნადირობამ. ქესალოში თუ მოძრაობს ქედანი გააქვთ ვინმეს მაგ ადგილებში პროგრესი?

პოსტის ავტორი: Assasin Oct 12 2012, 10:37

ციტატა(LeoTaso @ Oct 11 2012, 21:42) *
მეზობელ თემაში დავწერე, მაგრამ აქ მინდა დავკონკრეტდე.

ესეიგი დღეს გავედით მტრედზე, ნადირობის გარდა ერთი მუღამიც მქონდა, გამომეცადა (ჩემის აზრით newsmile05.gif ) ჩემი პატარა გამოგონება.

რამოდენიმე წელია რაც ამ ფრთხილ და ძნელად მოსაპოვებელ ფრინველზე სისტემატიურად ვნადირობ, ხოდა დავაკვირდი ( ისედაც ცნობილი ფაქტია) რომ ფიტულებზე მშვენივრად რეაგირებენ და არიფულადაც ტყუვდებიან newsmile05.gif ხოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი არ შეგაწყინოთ , ავიღე გუდვილში ნაყიდი სიმულატორი (ღირს 7 ლარი)

http://www.radikal.ru

http://postimage.org/
http://postimage.org/

და დავსვი ხეზე.

http://www.radikal.ru

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

მართალი გითხრათ ეს უკანასკნელი არც თუ ისე ადვილი ყოფილა, მაგრამ ხერხი ჯობია ღონესაო და აი "ხერხიც" D.gif

ოღონდ არ დამცინოთ, იმიტო რო მუშაობს 100% newsmile045.gif

ხო რაც მთავარია, როგორ დავსვი ხეზე? D.gif

აი ასე:
http://postimage.org/
http://postimage.org/

აი შედეგიც

http://postimage.org/
http://postimage.org/

გისურვებთ წარმატებებს !!!

ბრავო ძმაო ამ საქმის ექსპერტი ხარ, არა ერთჯერ დაგვარწმუნე ამაში. მაგრამ ჩემი თხოვნა მაინც მიაყურადე შენ რა, ტექნიკურად გუგლ მეპისკენ გადამიმასართე newsmile01.gif კონკრეტულად მინდორი და იმ ხის მისამართი არ მინდა სადაც შენ ნადირობ, მარნეულში დაახლოებით სად დადიხარ ის მაინც მომწერე PM-ში მაინც ძმურად!!! newsmile040.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 12 2012, 12:01

Assasin
მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით!
ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 12 2012, 12:35

LeoTaso

საღოლ ძმაო მაგარი რაღაც მოგიფიქრებია... newsmile05.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 12 2012, 12:44

ლეკი

საღოლ შენ , როგორც თემის ავტორს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 12 2012, 13:08

Assasin

არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.

პოსტის ავტორი: Assasin Oct 12 2012, 15:15

ციტატა(LeoTaso @ Oct 12 2012, 14:08) *
Assasin

არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.

გაიხარე!!!

ციტატა( T A M P L I E R @ Oct 12 2012, 13:01) *
Assasin
მარნეულში სოფელ თამარისთან არის გაგარინის ტბები(თუ ტბა)მანდ დიდი ხეები დგას და მანდ ჩითავს ნამდვილი ქედანი!დიიიიდი რაოდენობით!
ისე კი მარნეულშI ყველაგან არის მტრედისებრები

დავზვერავ T A M P L I E R შენის ნებართვით მაგ ადგილებს, გაიხარე!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 12 2012, 15:26

წარმატებები

პოსტის ავტორი: rezo197313 Nov 23 2012, 23:46

ეხლა თუ აქვს აზრი ქედანზე ნადირობას და როდისაა საუკეთესო დრო?

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 24 2012, 11:26

ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, 00:46) *
ეხლა თუ აქვს აზრი ქედანზე ნადირობას და როდისაა საუკეთესო დრო?

რატო არა აქვს აზრი? newsmile05.gif ქედანზე სანადიროდ ყოველთვისაა დრო მთავარია ადგილები და მარშუტები შეისწავლო.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: rezo197313 Nov 24 2012, 19:20

მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო, იქნებ ზუსტი ადგილები მომცეროთ პმ-ში, გმადლობთ

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 24 2012, 19:33

ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, 20:20) *
მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო,

ჩვენთან არ იშოვება მგონი ქედნის ფიტულები.. მტრედის და გვრიტის ნანახი მაქვს..

პოსტის ავტორი: Assasin Nov 24 2012, 20:32

ციტატა(rezo197313 @ Nov 24 2012, 20:20) *
მაგრად დამაინტერესა ქედანზე ნადირობამ ფიტულებით, ამდგეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო, იქნებ ზუსტი ადგილები მომცეროთ პმ-ში, გმადლობთ

გუდვილის მაგნუმში აქვტ ქედანის ფიტულები, მე პირად ვიყიდე 7 ლარად.

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 24 2012, 22:48

გუდვილის მაგნუმში აქვტ ქედანის ფიტულები, მე პირად ვიყიდე 7 ლარად.

კი 7 ლარი ღირს და მარტლაც ამართლებს თავის ფასს. წინა გვერდებს გადახედე და ნახავ მაგ ფიტულების მუშაობას. ერთხელ შევარდენმა ისე ახლოს ჩაუფრინა მეგონა წაირებსთქო newsmile05.gif ოღონდ მართლა

პოსტის ავტორი: rezo197313 Nov 25 2012, 09:28

ციტატა(LeoTaso @ Oct 12 2012, 14:08) *
Assasin

არაა პრობლემა, მარნეულში 10 დღის წინ კაი გუნდები შემხვდა. ესეიგი სოფ. კოდას რო გაცდები და დაღმართს ჩახვალ იქეთ აქეთ სიმინდის ყანებია, მე მარცხნივ დავდივარ,იქვე ფერმებიცაა და მიხვდები რა. რაც შეეხება გარდაბანს, პირველივე სოფელში მარჯვნივ გადაუხვევ, იქაც ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები. აი მაგხეების ძირში უსაფრდები და ელოდები. სხვა ადგილები ახლომახლო მე არ მეგულება.


გუშინ ჯანდარაზე ვიყავი სათევზაოდ და გარდაბნის ტერიტორიებს შევავლე თვალი, სოფელ თაზაქენდში არის გზის პირას ეგეთი ადგილები( ნათესებია და დიდრონი მუხა-ვერხვები), ეხლა თუ ღირს მანდ ჩასაფრება? დღის რომელ მონაკვეთში ჯობია(დილით ადრე, შუადღით თუ საღამოს?) გმადლობთ

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 27 2012, 20:46







newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 27 2012, 23:31

ზედა სურათებში ქედანს ჰგავს თუ მეჩვენება

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 27 2012, 23:41

ქედანია ქედანი... newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 28 2012, 08:11

ციტატა( T A M P L I E R @ Nov 28 2012, 00:31) *
ზედა სურათებში ქედანს ჰგავს თუ მეჩვენება



ზედა ორ ფოტოზე ქედანია.

პოსტის ავტორი: Assasin Dec 12 2012, 18:01

http://postimage.org/
http://postimage.org/

ასეთი ქედანი თუ შეგხვედრიათ ვინმეს newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 12 2012, 18:45

D.gif

ისე რაღაცა დეკორატიულ ექსპერიმენტალური ჯიშისაა....

პოსტის ავტორი: chagaraa Dec 22 2012, 16:56

ციტატა(Assasin @ Dec 12 2012, 19:01) *
http://postimage.org/
http://postimage.org/

ასეთი ქედანი თუ შეგხვედრიათ ვინმეს newsmile01.gif



ეს ქედანია თუ ქედანვანგი? D.gif

პოსტის ავტორი: game 91 Dec 22 2012, 21:23

ფარშევანგზე ნაჯვარია თუ რა არის, ფარშევანგის კურტუმო რომ კოკორახში აქვს ფაქტია newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Assasin Jan 2 2013, 15:23

http://postimage.org/
http://postimage.org/
გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ newsmile01.gif

მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი.

გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 2 2013, 15:58

ქედანზე საერთოდ 3 ნომერია მიჩნეული, 5-ი მაშინ როდესაც ჩასაფრებული ხარ და ახლოს დაფრინავს newsmile05.gif კარგად გინადირია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ficxela Jan 7 2013, 23:36

ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16:23) *
http://postimage.org/
http://postimage.org/
გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ newsmile01.gif

მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი.

გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. newsmile056 (1).gif

მეგობარო, ქესალოში სად იყავი ვერ მეტყვი, როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა, პირველი და მეორე ქესალო და თან აზერბაიჯანთან საზღვარი გადის მგონი, შეიძლება მანდ ნადირობა?

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 8 2013, 05:15

ციტატა(ficxela @ 8th January 2013 - 00:36) *
როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა

ორი ქესალო არარის.
1)ქეშალო არის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარდაბნის გავლით.
2) არის ქეშალო რომელიც მარჯვენა სანაპიროზეა წითელი ხიდის გზატკეცილზე არის გადასახვევი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 8 2013, 08:06


პოსტის ავტორი: Assasin Jan 8 2013, 09:03

ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 00:36) *
მეგობარო, ქესალოში სად იყავი ვერ მეტყვი, როგორც ვიცი მანდ ორი ქესალოა, პირველი და მეორე ქესალო და თან აზერბაიჯანთან საზღვარი გადის მგონი, შეიძლება მანდ ნადირობა?

ქესალოში გარდაბნის გავლით. ნაკრძალამდე ბუფერული ზონაა, მაგ ზონის გასწვრივ მინდვრებია და ქარსაცავი ზოლები.

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 8 2013, 11:23

დონე სურათია !




newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ficxela Jan 8 2013, 14:54

მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი?

პოსტის ავტორი: Assasin Jan 8 2013, 15:37

ციტატა(ficxela @ Jan 8 2013, 15:54) *
მადლობა! ესე იგი მანდ შეიძლება ნადირობა. გარდაბნისკენ რაღაც 2-3 პატარა ტბაცაა მგონი აზოტის ტბებს ეძახიან როგორც ვიცი, მანდ იხვი არის? თუ მარტო ქედანი?

არის პატარა ტბები, მაგრამ მანდ იხვზე მეტი მონადირეა ჩამჯდარი newsmile01.gif ზოგიერთებს ურჩევნია მთელი დღე მაგ ტბებთან იჯდნენ და მთელი დღე ერთ ჩეროკს ელოდონ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ქედანი ერთ-ერთი რთულად მოსაპოვებელი ფრინველია და ამავე დროს მასზე ნადირობა ძალზედ აზარტული და სპორტულია (მიუხედავად იმისა, რომ იხვთან შედარებით გასტრონომიული ღირებულება დაბალი აქვს).
მოკლედ მეგობარო ბუფერულ ზონაში არ შეხვიდე და მიმდებარედ სადაც გინდა ინადირე. მე თავზე დამადგა კიდევაც მაგ გარდაბნის ნაკრძალის ეგერი, მაგრამ უბრალოდ გავისაუბრეთ, მივესალმეთ ერთმანეთს, რადგან "წითელი ხაზების" გარეთ ვიყავი newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 8 2013, 18:01

ციტატა(shihan_74 @ 8th January 2013 - 16:37) *
მე პირადად მიმაჩნია, რომ ქედანი ერთ-ერთი რთულად მოსაპოვებელი ფრინველია და ამავე დროს მასზე ნადირობა ძალზედ აზარტული და სპორტულია (მიუხედავად იმისა, რომ იხვთან შედარებით გასტრონომიული ღირებულება დაბალი აქვს).

როდის გავიცნოთ ერთურთი ? D.gif



newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ficxela Jan 9 2013, 00:52

გაიხარეთ, მადლობა

პოსტის ავტორი: levan81 Jan 9 2013, 11:21

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: Assasin Jan 9 2013, 13:09

ციტატა(Bonehill @ Jan 8 2013, 19:01) *
როდის გავიცნოთ ერთურთი ? D.gif



newsmile045.gif


გავიცნოთ Bonehill აუცილებლად და გასვლაც დავგეგმოთ!!!

ციტატა(levan81 @ Jan 9 2013, 12:21) *
http://postimage.org/
http://postimage.org/

ბრავო, კარგად გინადირია. ეს ალბათ მწყერის სეზონზე არა?

პოსტის ავტორი: levan81 Jan 9 2013, 13:13

Assasin
ოქტომბერში. ქედანზე ვიყავი სპეციალურად

პოსტის ავტორი: LeoTaso Jan 17 2013, 15:14

სექტემბრის კადრებია, ეხლა შევაკოწიწე newsmile05.gif



...ამით რისი თქმა მინდოდა, ესეიგი მწყერზე ვიყავი, ტრიალ მინდორში ეს ერთი ხე იდგა და აქ "აკლავდა" ფრინველი თავს.
ადრეც მინახია მსგავსი რამ, ამოჩემება იცის ქედანმა ერთი ადგილის და რაგაც პერიოდი მანდ ბალახობს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 17 2013, 21:59

აი მაგ პირველ გასროლაში შეცდი ჯანა!არ უნდა გესროლა.
ერთი რო მოდის უნდა აცადო და ბევრი მოვა მერე
ხო და ყველა სროლის მერე აუცილებელი არ არის ადგე და აიღო ნადავლი

ვიდეო მაგრობაა და საღოლები შენ!ნეტა ყველა ასე იღებდეს!!

პოსტის ავტორი: Assasin Jan 18 2013, 00:12

LeoTaso

მომეწონა კარგი კლიპია!!! ნუ ქედანზე ნადირობაში ხომ ბადალი არ გყავს!!! dastur.gif
მაგრამ მეც ვმეცადინეობ newsmile01.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/
გუშინდელი ნაშრომი. 11 მოვსპეთ, ავიღეთ 7. სანამ ჩემი სამი თვის კურცჰაარი აპორტირებას ისწავლის, ჯერ-ჯერობით მომიწევს წვალება ეკალ-ბარდებში.

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 18 2013, 09:36

Assasin
small3d018.gif
დავგეგმოთ აბა რა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 19 2013, 18:58

ციტატა(smekosmeko @ Jan 2 2013, 16:58) *
ქედანზე საერთოდ 3 ნომერია მიჩნეული, 5-ი მაშინ როდესაც ჩასაფრებული ხარ და ახლოს დაფრინავს newsmile05.gif კარგად გინადირია newsmile045.gif



3 და 5 რა ამბავია D.gif შარშან სეზონზე დასაფრებული ვიყავი და 9 ნომრებით ვხოცავდი, თან ისე რომ შანსს არ ვუტოვებდი... ეგეც რაღაც თურქული ვაზნები იყო newsmile05.gif) თან საკმაოდ შორს, დაახლოებით 40-45 მეტრზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 Jan 19 2013, 19:03

45 მეტრი 9 ნომრისთვის, მითუმეტეს ქედანზე ნამეტანია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 19 2013, 19:06

ციტატა(levan81 @ Jan 19 2013, 20:03) *
45 მეტრი 9 ნომრისთვის, მითუმეტეს ქედანზე ნამეტანია newsmile05.gif



არა ძმაო, ნაღდად იქნებოდა მაგხელა მანძილი, 5 ცალი მოვკალი მაგ მანძილზე და არც ერთი არ ჩამოვარდნილა დაჭრილი. მე რო არ მესროლა არც დავიჯერებდი newsmile05.gif უბრალოდ სხვა ვაზნები არ მქონდა და მაგიტომ ვესროლე 9 ნომერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 19 2013, 20:46

chagaraa
levan81
პატივს ვცემ თქვენს აზრს, კაცურად მიპასუხეთ; თქვენი აზრით რამდენი მეტრი იქნება 8 სართულიანი კორპუსის სახურავი მიწიდან ?? ...

პოსტის ავტორი: LeoTaso Jan 19 2013, 20:57

Assasin

ციტატა(shihan_74 @ 18th January 2013 - 01:12) *
11 მოვსპეთ, ავიღეთ 7.


საღოლ შენ small3d018.gif

რაღაც კაი ადგილი გაგიჩითავს როგორც ჩანს newsmile05.gif
ჩემსკენ პასიურ რეჟიმში არიან :(

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 19 2013, 21:56

ციტატა(niko @ 19th January 2013 - 21:46) *
ამდენი მეტრი იქნება 8 სართულიანი კორპუსის სახურავი მიწიდან ?? ...

36

პოსტის ავტორი: levan81 Jan 19 2013, 22:04

ჯეკო
dastur.gif
9 სართულიანებია მემგონი 36

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 19 2013, 22:05

levan81
newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 20 2013, 09:45

ციტატა(levan81 @ 19th January 2013 - 23:04) *
მემგონი 36

წავიდაა.... D.gif
მერე ლომებო აბა წარმოიდგინეთ 9 სართულიანის სახურავის დონეზე წამოსული მტრედი ან ქედანი -'''''''''''- ესვრით ვინმე ?! არამგონია ბევრმა ესროლოთ, თუ კი უზარმაზარი შანსია დაცილების .
ახლა წარმოიდგინეთ ამ სიმაღლეს დამატებული 9 მეტრი ! მტრედი ფაქტიურად კოსმოსშია newsmile045.gif ამას საერთოდ არც შეხედავს უმეტესობა მონადირე რეალურ სამიზნედ !
უფრო მეტიც : თუ მაინც ესვრით, როგორ წინსწრებას გაუკეთებთ ამ სიმაღლეზე მოძრავ ობიექტს ? რამდენჯერ გისვრიათ იმ 45 მეტრზე და რამდენჯერ წარმატეულად(მოპოვებას არ ვგულისხმობ,ვიზუალურად ოდნავ გამოცდილიც შეამჩნევს საფანტის დაჯახებას)
თუ ზემოთ ხსენებული 45 მეტრი დამჯდარ, უძრავ სამიზნეს შეეხებოდა, ჩუმად ვარ.
მეგობრებო არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ხშირად გვეჩვენება ნადირობისას მანძილი ზედმეტად შორს, განსაკუთრებით ფრინველზე ნადირობის დროს , როდესაც სროლა ობიქტის ცის ფონზე ხდება.

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 20 2013, 09:54

ravari-misca.gif elementarno-vatson.gif

ციტატა(Bonehill @ Jan 20 2013, 10:45) *
წავიდაა.... D.gif
მერე ლომებო აბა წარმოიდგინეთ 9 სართულიანის სახურავის დონეზე წამოსული მტრედი ან ქედანი -'''''''''''- ესვრით ვინმე ?! არამგონია ბევრმა ესროლოთ, თუ კი უზარმაზარი შანსია დაცილების .
ახლა წარმოიდგინეთ ამ სიმაღლეს დამატებული 9 მეტრი ! მტრედი ფაქტიურად კოსმოსშია newsmile045.gif ამას საერთოდ არც შეხედავს უმეტესობა მონადირე რეალურ სამიზნედ !
უფრო მეტიც : თუ მაინც ესვრით, როგორ წინსწრებას გაუკეთებთ ამ სიმაღლეზე მოძრავ ობიექტს ? რამდენჯერ გისვრიათ იმ 45 მეტრზე და რამდენჯერ წარმატეულად(მოპოვებას არ ვგულისხმობ,ვიზუალურად ოდნავ გამოცდილიც შეამჩნევს საფანტის დაჯახებას)
თუ ზემოთ ხსენებული 45 მეტრი დამჯდარ, უძრავ სამიზნეს შეეხებოდა, ჩუმად ვარ.
მეგობრებო არავის არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ხშირად გვეჩვენება ნადირობისას მანძილი ზედმეტად შორს, განსაკუთრებით ფრინველზე ნადირობის დროს , როდესაც სროლა ობიქტის ცის ფონზე ხდება.

ადრეც გითქვამს შენ ეგ და კიდევ გეთანხმები ყველაფერში. მაგრამ მონადირე რისი მონადირეა ცოტა ტუარ წაუმატა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 20 2013, 09:56

D.gif (გ)ვიცნობ ერთ მასეთ მონადირეს

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 20 2013, 10:06

ციტატა(niko @ 20th January 2013 - 10:56) *
(გ)

აააააააააააააააათთთაააააას ცალ მწმწმწმწყერს რომ ნანანანანახულოოოობს! ხოომ? newsmile015.gif newsmile015.gif
ochom-dagchipos.gif








პოსტის ავტორი: levan81 Jan 20 2013, 10:17

Bonehill
მეც მაგას არ ვამბობდი ნამეტანია თქო? newsmile05.gif

ციტატა(niko @ 20th January 2013 - 10:45) *
თუ ზემოთ ხსენებული 45 მეტრი დამჯდარ, უძრავ სამიზნეს შეეხებოდა, ჩუმად ვარ.

9 ნომრისთვის ქედანზე ესეც არარეალურად მიმაჩნია.

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 20 2013, 10:34

levan81
ნომერი 9 საფანტი გამორიცხულია კაცო newsmile045.gif

ჯეკო
შენ ჩუუ D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 20 2013, 13:33

ციტატა(levan81 @ Jan 20 2013, 11:17) *
9 ნომრისთვის ქედანზე ესეც არარეალურად მიმაჩნია.


+10000 dastur.gif


ჯეკო

შენ კიდე ყველა თემაში როგორ უნდა აოფებდე ჰა...? newsmile055.gif newsmile087.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 20 2013, 18:41

ბაბუ აბა გაიხსენე შენს ბოსტანში მე რა ნომრებს ვესროდი და რამსიშორეზე
ქედანიც იყო იქ და გვრიტებიც

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 20 2013, 18:49

T A M P L I E R
კი კაი მანძილები იყო ! მაგრამ არცერთი არ აგიღია 45 მეტრზე, კაი რა.
(გამარკვიე რას მეკითხები ზუსტად)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 20 2013, 18:51

საფანტის ზომას გეუბნები!მეტრობით კი ნამდვილად არ გამიზომია მაგრამ ახლოს რომ არ იყო და კი მახსოვს მაგი

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 20 2013, 18:56

T A M P L I E R
საფანტი 9 . ცოტა ივანუშკას დანატოვარი ვაზნბი გვქონდა, ძირიტადად 9 ნომერი
მაგრამ: 80 % გვრიტი მოვინადირეთ (მოინადირე) მაგ დღეს. მანძილი არცერთი ყოფილა 20 მეტრზე შორს დაახლოებით მაინც მახსოვს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 20 2013, 19:10

ვერ დაგეთანხმები!აი თუ რატომ ეგ იცის იმან

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 20 2013, 19:21

ახლა უკვე აოფებ ! newsmile029.gif

პოსტის ავტორი: diletanti Jan 20 2013, 21:17

ციტატა(Assasin @ Jan 2 2013, 16:23) *
http://postimage.org/
http://postimage.org/
გილოცავთ ჰანტერებო ახალ წელს და ბედობას, ამ წელს განსაკუთრებით გვიმრავლოს ნადირ-ფრინველი ოჩოპინტრემ newsmile01.gif

მოკლედ ამ ბედობა დილას, ახალი წლის ლოთობის გარგრძელებას მონადირის ჭიის გახარება ვარჩიე. გავემგზავრე ქესალოში. იხვებს რა თქმა უნდა შორიდან ხელის დაქნევით გამთენიას მივესალმე და უკვე გათენებულს, სადღაც 09.30-ზე ქედნების გადაფრენის ეპიცენტრში მოვხვდი. მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მე პირადად 5 ავიღე, 2 ჯაგებიდან უძაღლობის გამო ტურებს დავუტოვე და წამოვედი.

გამოვიყენე baschieri pelagri - MB long range - 3 ნომერი ვაზნები. ვინაიდან დაბალზე ეგ ფრინველი ვინც იცის ამ დროს იშვიათად დაგანახებთ თავს, ხოლო ამ ვაზნების ჭრა აშკარად ვიგრძენი ამ ნადირობისას, რადგან ადრე რაღაც ჭღრ ტიპის თურქული ვაზნების 5-7 ნომერის გამოყენებისას ქედანს გულმკერდზე ბუმბული ოდნავ აეპუტებოდა ხომლე და ისიც ბოდიშის მოხდით წარმატებით ბრუნდებოდა სახლისაკენ. newsmile056 (1).gif

მაგარი ნანადირევია და სერიზული მოწინააღმდეგეა ქედანი ნამდვილად

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 21 2013, 09:12

მოკლედ, ჩემმა განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია რა... newsmile05.gif ნეტა არ მესროლა იმ საწყალი ქედნებისთვის D.gif ხალხო, არც მე მეგონა რომ დავხოცავდი მარა კვდებოდნენ და რა ვქნა D.gif პროსტო ორი ფაქტია კიდევ გასათვალისწინებელი, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს და რაც შეეხება იარაღს, იყო იჟ 18-ით, რომელიც შედარებით შორს შლის საფანტს... მგონი ამ ორი გარემოების გამო გამიმართლა რომ 9 ნომრებით დავხოცე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 21 2013, 09:32

2 მილიმეტრი დიამეტრის მქონე საფანტის კინეტიკური ენერგია, ნებისმიერი საწყისი სიჩქარის შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს 150 მ/წ 45 მეტრზე, ეს უეჭველად ვიცი...
ფორტუნას აქვს ადგილი...ან მანძილის შეცდომით მითითებას

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 21 2013, 09:50

ციტატა(IZH58 @ 19th January 2013 - 19:58) *
დაახლოებით 40-45 მეტრზე

გაზომეეეე?
იქნებ დაახლოებით 20 25 იყო?!

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 21 2013, 11:16

არის შემთხვევები ბუნებაში რომელიც გამრთლებას ან ფორტუნას უფრო წააგავს newsmile05.gif

ბლექმაც ჩამოაგდო დაახლოებით მაგ მანძილზე( 40-45) 10 ნომრით ქედანი სართიჭალაში ერთხელ newsmile05.gif მე ვესროლე დახლოოებით 25-30 მეტრზე 5 ნომერი და გვერდები შეიბერტყა newsmile05.gif მერე ბლექმა მიაყოლა და ჩამოვარდა ოღონდ ცოცხალი იყო როგორც მახსოვს ... ოო დამავიწყდა მეთქვა ავგუსტ ფრანკოტით ესროლა ტრიბორით (სამაგი შევიწროვებით ) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 22 2013, 09:16

ციტატა(ჯეკო @ Jan 21 2013, 10:50) *
გაზომეეეე?
იქნებ დაახლოებით 20 25 იყო?!



არაა, არ გამიზომია, მარა მაგ ადგილას ხშირად მინადირია და ვიცი დაახლოებითი მანძილი, აი სულ მინიმუმ 40 მეტრი ნამდვილად იქნება რაა. რავიი შეიძლება ფორტუნაც იყოო, რავიი... მაგრად კი ვუბრაგუნე და D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 22 2013, 09:31

ზახარა
მე გვერდით ვედექი ბლექს , წითელ ხიდდთან ვნადირობდით მწყერზე ; წამოვიდა მტრედი, ვესროლე ცალკე მყოფს , მუდამ ჩემი 9 ნომრები, ვერაფერი საერთოდ, მრე ბლექმა თავისი ფრანკოტით 10 ნომერი , ეგრევე ჩამოაგდო ერთი სროლით.


ნუ აოფებთ მტრედის თემას !

პოსტის ავტორი: ფარეშა Jan 22 2013, 09:44

, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს chagaraa 40-45 მეტრი სიმაღლის ხე ცოტა ბევრი ხომ არ არის?
Bonehill
ბოდიში ოფისთვის.

პოსტის ავტორი: Che Guevara Jan 22 2013, 10:58

ფარეშა
ვისაც ჭაღარას ბეკასებზე ნადირობა უნახავს არც 40 მეტრიდან ქედნის ჩამოგდება გაუკვირდება.

ძმაკაცმა იცის ხოლმე თქმა, ესროლე რა იცი და თვალში ხვდებაო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 22 2013, 12:18

ციტატა(ფარეშა @ Jan 22 2013, 10:44) *
, ქედნებს ვესროდი უკვე ხეზე დამსხდრებს chagaraa 40-45 მეტრი სიმაღლის ხე ცოტა ბევრი ხომ არ არის?
Bonehill
ბოდიში ოფისთვის.



არაა, მაგხელა ხე არც მინახავს მგონი D.gif ანუ მე ვიყავი სხვა ხის ქვეშ newsmile045.gif კახეთში ბევრია მასეთი ადგილი newsmile045.gif

ციტატა(Che Guevara @ Jan 22 2013, 11:58) *
ფარეშა
ვისაც ჭაღარას ბეკასებზე ნადირობა უნახავს არც 40 მეტრიდან ქედნის ჩამოგდება გაუკვირდება.

ძმაკაცმა იცის ხოლმე თქმა, ესროლე რა იცი და თვალში ხვდებაო newsmile05.gif



ესეც მე ვარ? D.gif

პოსტის ავტორი: diletanti Jan 22 2013, 20:30

რომელი უფრო მეტია თქვენი აზრით: თვალში ტყვიამორტყმული და მკვდარი თუ ურალოდ დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ... მეარ ვამბობ, რომ მე არ მისვრია, მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდეთ ალბათ ღირს თუ არა სროლა...

პოსტის ავტორი: levan81 Jan 22 2013, 21:14


ციტატა(diletanti @ 22nd January 2013 - 21:30) *
დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ...

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 23 2013, 08:46

ციტატა(diletanti @ Jan 22 2013, 21:30) *
რომელი უფრო მეტია თქვენი აზრით: თვალში ტყვიამორტყმული და მკვდარი თუ ურალოდ დაჭრილი სანადირო ობიექტი, რომელიც სადღაც კვდება და ვერ ვპოლობთ, იმის გამო, რომ უბრალოდ არასასროლ დისტანციაზე ვესროლეთ... მეარ ვამბობ, რომ მე არ მისვრია, მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდეთ ალბათ ღირს თუ არა სროლა...



თვალში ტყვიამორტყმულიც ბევრი მინახავს D.gif vot-tak.gif

პოსტის ავტორი: diletanti Jan 23 2013, 23:14

მეც მინახავს, მომირტყავს კიდეც, მაგრამ ეჰ რომ უფრო მეტი გამიცუდებია D.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Jan 24 2013, 08:41

ისე თბილისის შემოგარენში თუ არის სადმე ქედანი? თუ თბილისიდანაც ყველა კახეთისკენ მიეშურება? D.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 20 2013, 16:39

არადა ფიტულის ხეზე დასმა ჩემი მოგონილი მეგონა D.gif D.gif



( იხილეთ მე-5-ე გვერდი newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 24 2013, 23:36



სადაც წავიკითხე ეწერა , რომ საუკეთესო სიტუაციაა მტრედზე სანადიროდ .

პოსტის ავტორი: levanimers Nov 26 2013, 01:31

მოგესალმებით ყველას newsmile041.gif მოგეხსენებათ რომ რამდენიმე ხნის წინ შევიზინე huglu 201A და მისი ფოტოებიც დავდე ფორუმზე და ისიც დავწერე რომ შედეგებს აუცილებლად დავდებდი ფორუმზე... გუშინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ სადმე გავსულიყავით და ჩვენი თოფები შეგვემოწმებინა: ჩემი თოფი ზემოთ აგნიშნული მოდელია და ჩემი მეგობრების თოფებიც ჰუგლუა ოგონდ 104A. დილით 6 საათი იყო რო დავიზარით თბილისიდან და გეზი ქესალოსკენ ავიგეთ. ჯერ კიდე გამე იყო ადგილზე რო ჩავედით დგის 12 საათამდე იქ ვიყავით და ვუყურებდით თუ როგორ ტრიალებდა იხვების და ჩეროკების დიდი გუნდები... სამწუხაროდ ჩვენ ნავი არგვქონდა რომ ტყის მხარეს გდავსულიყავით და ამიტომ აქეთა ნაპირში განვლაგდით ტუმცა ამაოდ ჩვენსკენ არაფერი მოდიოდა მხოლოდ ტყის მხარეს ნაპირებსჰი მოზრაობდა.... ვერაფერი მოვინადირეთ თუარ ჩავთვლით ჩემი მეგობრის მიერ მოხსნილ 3 ბაკლანს newsmile01.gif გაბრაზებულებმა გადავწყვიტეთ ჯანდარაზე წავსულიყავით და მტრედებზე გავრთობილიყავით და მინდა ხაზგასმით ავგნიშნო რომ ჩემმა თოფმა ზალიან მაგრად იმუშავა შორმანძილზეც და ახლომანძილზეც, რათქმაუნდა ჩოკების შეცვლასაც ვახდენდი... შედეგი კი ესეთი იყო სულ მოვხსენით 20 ცალი თუმცა ერთი ეზოში ჩავარდა და ერთიც სახურავზე ჩამოვარდა და ვერავიგეთ. დანარჩენი კი ესარის Shooting.gif
http://postimg.cc/image/aogcg746b/

http://postimg.cc/image/6e1oklz37/

აქედან 7 მე მოვხსენი დანარჩენი კი ჩემმა მეგობრებმა ზვიადიმ და კახამ gunshot.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 26 2013, 01:39

ციტატა(levanimers @ 26th November 2013 - 02:31) *
თუმცა ერთი ეზოში ჩავარდა და ერთიც სახურავზე ჩამოვარდა



ყველაფერი კარგი მაგრამ, ეზოში ნადირობდით შეკაცო? D.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 26 2013, 08:14

ისე აი ამ მტრედის გემო ნიტოა. ქედანის და გვიტის კარგია ასევე გულიოსიც. მე ისიც მისწორდება ნანადირევის მომზადების პროცესი და ა.შ. ამიტომ მივატოვე მტრედზე სროლა.

პოსტის ავტორი: feroni Nov 26 2013, 11:26

smekosmeko
ეს ჩვეულებრივი მტრედი რაზეც შენ ამბობ, საშიშია ჯანმრთელობისთვის, ათასი დაავადების გადამტანია და უფრო მეტიც, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია რომ მტრედს შეუძლია ისეთ საწამლავებს გაუძლოს და მატარებელი იყოს, რომელიც ადამიანისთვის მომაკვდინებელია ანუ შეიძლება ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელი მტრედი შეჭამო და სინამდვილეში შხამებით ქონდეს ორგანიზმი გამოტენილი. ასე რომ მეორედ არ გირჩევ მასე გარისკვას.
ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, ნუ შეჭამთ ჩვეულებრივ მტრედს D.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 26 2013, 20:08

მიღებულ D.gif მაგიტომავ არაა ეგ ჩვეულებრივი მტრედი შეტანილი სანადირო ობიექტებში.

პოსტის ავტორი: gelka72 Nov 26 2013, 22:42

მეც მომიწიახოლმე საქართველოში 2-3 გავლა მტრედისებრთა ოჯახზე. რაც შეეხება ხორცს დიდათ არ მომეწონა. ასე რომ მომავალში ტყვიასაც კი არ გავაფუჭებ მტრედებისთვის

პოსტის ავტორი: levanimers Nov 27 2013, 19:35

ეზოში არა უბრალოდ წამოსვლისას თავზე გადმოგვიფრინა და სროლის შემდეგ ერთი ეზოში ჩავარდა და ერთი სახურავზე D.gif ისე არცმე მომეწონა მისი ხორცი ერთი გავსინჯე და არიყო კარგი... ამის შემდეგ აგარ წავალ მტრედებზე და თან თქვენს რჩევებსაც გავითვალისწინებ რო საზიანოა what.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 28 2013, 10:31

მტრედის ნაერებიდან მხოლოდ ქედანი, გვრიტი და გულიო არის სანადირო ობიექტი. გემოთიც გამოირჩევა ეგ სამი.

ქედანი



გულიო



გვრიტი


პოსტის ავტორი: ლეკი Nov 28 2013, 11:27

smekosmeko

მტრედი არ არის სანადირო ობიექტი?

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 28 2013, 15:21

smekosmeko მეორე სურათზე ღორქედანა არარი კაცო? wtfg.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 28 2013, 15:30

assassin29

გულიოა ეგ, იგივე გვიძინი.. "ღორქედანა" იგივე ქედანია, აღმოსავლეთში ეძახიან მასე.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 28 2013, 15:35

აა გასაგებია ქედნის კახელი ბიძაშვილები newsmile027.gif იყვნენ ჩვენთან წელს თან ბევრი მაგრამ სეზონი არიყო და ვერ ვკლავდით. გაიხსნა სეზონი და მერე ვიღას ახსოვდა,ისე მაგრად იტანს საფანტს ეგ ოხერი 3 10 ნომერი ვესროლე მაგრამ რათგინდა ბურტყ**ბი შეგვატოვა და წავიდა, აი გეკოთი კი ვამწარებ ხოლმე

პოსტის ავტორი: feroni Nov 28 2013, 16:57

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 28 2013, 17:06

feroni
ეს საიდანაა მაქ საკმაოდ ლიტერატურა ნადირობაზე მარა მსგავსი გვერდები არსადააა

პოსტის ავტორი: feroni Nov 28 2013, 17:08

assassin29
ბაზიერზე მოვნახე საკმაოდ კარგი წიგნია, თან ატვირთული აქვს ვიღაცას და ელექტრონულად შეგიძლია სურათებად გადმოტვირთო

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 28 2013, 23:41

ასეთ ინფორმაციას სხვა საიტიდან რო დადებთ პირველწყარო მიუთითეთ ხოლმე, საავტორო უფლებები რომ არ დავარღვიოთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 29 2013, 11:19

გარეული მტრედი ანუ ქალაქებში რაც არის ეგ არაა სანადირო ობიექტი. მხოლოდ სამი სახეობაა ამ ოჯახიდან შესული სანადირო ობიექტი,ანუ ისენი რაც ზემოთ დავდე ფოტოები. გვრიტებში მხოლოდ კარიჩნი ფრთები რომ აქვს ეგაა შესული სანადირო ობიექტებში. (გვრიტის ფოტო რომ დავდე ეგ)

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 29 2013, 11:32

თავს არ დავდებ მაგრამ ახალ სიასი ეგ ჩვეულებრივი ქალაქის მტრედი არაა მგონი შესული. თუ ვინმეს გაქვთ სანადირო ობიექტების (ფრინველების) ახალი სია გთხოვთ დადეთ. როგორც ვიცი მოპოვების ლიმიტებიც შეცვლილია.

პოსტის ავტორი: feroni Nov 29 2013, 13:39

ლეკი
ვისი საავტორო უფლებები? ვიღაცამ, ოდესღაც გამოსცა წიგნი და სად ვიპოვო ეხლა ის კაცი? შეიძლება ცოცხალიც არ იყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 29 2013, 21:39

feroni

წიგნის გამომცემზე არ ვამბობ, რომელი საიტიდანაც აკოპირებ იმ საიტის ლინკი მაინც უნდა მიუთითო მინიმუმ.. newsmile05.gif

ციტატა(smekosmeko @ Nov 29 2013, 12:19) *
გარეული მტრედი ანუ ქალაქებში რაც არის ეგ არაა სანადირო ობიექტი. მხოლოდ სამი სახეობაა ამ ოჯახიდან შესული სანადირო ობიექტი,ანუ ისენი რაც ზემოთ დავდე ფოტოები. გვრიტებში მხოლოდ კარიჩნი ფრთები რომ აქვს ეგაა შესული სანადირო ობიექტებში. (გვრიტის ფოტო რომ დავდე ეგ)

არასწორი ინფორმაცია გაქვს მეგობარო.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 29 2013, 21:39

ლეკი
ოკაი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 29 2013, 23:43

ეგ არის ნაკრესიდან, ანუ პირველწყაროა ნაკრესი.ორგ

პოსტის ავტორი: smekosmeko Nov 30 2013, 10:33

ციტატა(ლეკი @ Nov 29 2013, 22:39) *
არასწორი ინფორმაცია გაქვს მეგობარო.. newsmile05.gif


ანუ ამ ქალაქის მტრედზეც ნებადართულია ნადირობა? და რატო მაგას არც გემო უვარგა და დავადებებს ატარებსო თან უსაშინლეს : D მაგარი უინტერესო ფრინველია სანადიროდ ჩემი გადმოსახედიდან. რა მუღამი აქვს მიხვალ და ლულას დაადებ თუ გინდა თავზე. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს რომ აზარტი მოგცეს. როგორც ქალაქში ასევე სადმე სოფლის მინდვრებშიც შინაურებივით არიან.

პოსტის ავტორი: game 91 Nov 30 2013, 16:33

ციტატა(smekosmeko @ Nov 30 2013, 11:33) *
ანუ ამ ქალაქის მტრედზეც ნებადართულია ნადირობა? და რატო მაგას არც გემო უვარგა და დავადებებს ატარებსო თან უსაშინლეს : D მაგარი უინტერესო ფრინველია სანადიროდ ჩემი გადმოსახედიდან. რა მუღამი აქვს მიხვალ და ლულას დაადებ თუ გინდა თავზე. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს რომ აზარტი მოგცეს. როგორც ქალაქში ასევე სადმე სოფლის მინდვრებშიც შინაურებივით არიან.

ეგ, ახლოში ქალაქის ქუჩებში რომ დაგოგმანებენ მაშინ გიშვებენ.

კუმისისი მიმდებარე ტერიტორიებზე ფერმა რომაა, თუ ვინმე ხართ ნამყოფი მანდაა ძალიან ბევრი. ამ 3 წლის უკან ერთმა მიმასწავლა ეგ ადგილე ქედნებს ვკლავ ხოლმეო, მიც მივედი აუარება ფუნა ეყარა (სასოფლო სავარგული იყო) და ზედ ესივნენ. ცოტა რო მივუახლოვდი აიშალნენ, მე დავდექი იქვე ხის ქვეშ და პატარ-პატარა გუნდებს დავუწყე სროლა, სამწუხაროდ პირველი რამდენიმე სროლა, წვრილი საფანტისა და მანძილის გამო წარუმატებელი იყო თან გულზე ვსკდებოდი. ბოლოს პატარა გუნდმა გამოიარა ასე 30 მეტრში და მეც მივუშვი 6 ნომრები, ორი ჩამოვაგდე, მივარდი გახარებული და რას ხედავ ჩემი თვალები, უბრალო მტრედები არაა?? მაშინ ქედანი ნანახიც არ მყავდა და მტრედი ქედნად აღვიქვი.
რათქმაუნდა დავტოვე იქვე და გულდაწყვეტილი წამოვედი.


პოსტის ავტორი: ლეკი Dec 1 2013, 11:13

ციტატა(smekosmeko @ Nov 30 2013, 11:33) *
ანუ ამ ქალაქის მტრედზეც ნებადართულია ნადირობა? და რატო მაგას არც გემო უვარგა და დავადებებს ატარებსო თან უსაშინლეს : D მაგარი უინტერესო ფრინველია სანადიროდ ჩემი გადმოსახედიდან. რა მუღამი აქვს მიხვალ და ლულას დაადებ თუ გინდა თავზე. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს რომ აზარტი მოგცეს. როგორც ქალაქში ასევე სადმე სოფლის მინდვრებშიც შინაურებივით არიან.

"ქალაქის მტრედი" იგივე გარეული მტრედია უბრალოდ გარყვნილები არიან და ხალხს არ ერიდებიან, მიჩვეულები არიან. newsmile05.gif
მინდორში მიდი აბა მასე ახლოს.. newsmile05.gif ძალიან აზარტული და სპორტულია მტრედზე ნადირობა.. newsmile027.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 1 2013, 16:42

დღეს დილიდან შუადღემდე, სიმინდსაც ჭამს და მკვახე სუროსაც ;

2 გულიოა

http://radikal.ru/fp/4075f9125239468f93b0a9d94643450f

http://radikal.ru/fp/e7121bbac18f4bbbb1e09381b29f83b2


პოსტის ავტორი: ლეკი Dec 1 2013, 18:37

LeoTaso

newsmile027.gif მშვენიერია ლევან.. xoshian.gif

ეს ის ადგილია ჩვენ რო ვიცით? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 2 2013, 05:49


პოსტის ავტორი: giuli Dec 2 2013, 09:35

ქალაქის ანუ მოშინაურებული მტრედების რამოდენიმე სახეობა არსებობს.არის დეკორატიული,მეხორცული,სპორტუ
ლი და ფოსტის მტრედები.გარეული სახეობაა ზემოთჩამოთვლილი ქედანი,გულიო და გვრიტი რომლებზეც ნებადართულია ნადირობა.სანადირო გვრიტი გადამფრენია ქალაქში გავრცელებულია ''კოლჩატაია''გორლიცა და ცოტა უფრო დიდი ეგვიპტური რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ცხოვრობს ისევე როგორც ბეღურა.მინდვრებში რაც გვხვდება ზოგი ჭრელი და არეული ეგ ეკლესიის და სხვადასხვა ნაგებობების ბინადარია.მათზე ნადირობა არაა სასურველი ცოდვად რომ არ ჩაგვეთვალოს.

პოსტის ავტორი: game 91 Dec 2 2013, 11:25

ქალაქის გვრიტები პენვმატურით მოვკალი ადრე რამოდენიმე, მე არ გამისინჯავს ხორცი, მამაჩემმა გასინჯა და არაუშავსო.

მერე დავანებე მათზე სროლას თავი ძალიან უინტერესო იყო, აივნიდან 25-30 მეტრში სროლა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Dec 2 2013, 11:54

game 91 რეებს წერ კაცო D.gif გინდოდა გეთქვა საფარიდან სროლა დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის მოშორებით? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: game 91 Dec 2 2013, 15:47

smekosmeko
მასეც შეიძლება ითქვას newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 7 2014, 18:53

ქედანი ბიჭებო კახეთში სულ არი თუ არ გეზარებათ იქ ჩასვლა ალაზანი სავსეა იქ დიდი სუროიანი ვერხვებია იქ ბუდობენ ზამთარ ზაფხულ, აქ ერთი წერდა 40 მეტრიანი ხე არ მინახიაო ჩადითიქ და ნახავთ ხის წვერში რო ქედანი ზის იმსიშორეთ ჩანს ხოლმე ეჭვი გეპარება ვესროლო თუ არაო. ჯერ დამჯდარს ვესვრით ხოლმე მარა უმეტესობა აფრენას ახერხებს ისე შორს არიან და ისეთი ამტანები არიან და აი წამოფრენილს რო მეორეს მიაყოლებ უკვე გნებდებიან ცოცხალ მკვდრები.

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 7 2014, 19:04

bashiachuki

ქედანი იყო აუარება კბილების კაწკაწით ველოდებოდი სეზონს მაგრამ რომ გაიხსნა მერე სადგაც გაქრრნენ :( ისე სპეციალურად მაგაზე არც ვყოფილვარ. მწყერს მოყვება ხოლმე ხურდაში. მაგრამ ამტანია ეგ ოხერი. რამდენჯერ 10 ნომრით ბუნდღა გავადინე მაგრამ არ ჩამოვარდნილა

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 7 2014, 19:13

კიდე რის თქმა მინდა მგონი მეორე გვერდზე წერდა ერთი ქედანი არ ჩანს თითქოს გაქრნენო და ამ ამბავს მანოკს ვერ დავაბრალებთო. მაგაზე უარესს აკეთებენ უნამუსო მეხორცეები და არა ადამიანები ღამით პროჟექტორით და დრუჟბით ნადირობენ მძინარე ქედანზე. შეილება გაგიკვირდეთ დრუჟბით როგორო როგორ და იმ ხესთან რო მივლენ სადაც ქედანი ზის დაქოქავენ დრუჟბას და აგაზავებენ მაღალ გაზზე ქედანი ამხმას ასეტუისე მიჩვეულია იცის რო მას პირადათ პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ეს ხმა იმ სიბნელეში აფრენა ეზარებათ და ინაბებიან. ტოფის ხმა კიდე ალბათ მიხვდებით თვითონაც რო დრუჟბის ხმაურში ისე მკვეტრათ არ ისმის და აღარც ეს აფრთხობს და ურახუნებენ შუქზე განაბულ ქედანს. ერთი მეტრაბახებოდა როგორ ჩამოაგდო 15 ცალი ერთი ხიდან ისე რო არცეთიარ აფრენია ამ მეთოდით.
აი ერთერთი მიზეზი ამ ფრინველის შეცოტავების.

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 7 2014, 19:32

bashiachuki
მანოკი ყოფილა იგივე what.gif

პოსტის ავტორი: dzirula Jan 7 2014, 20:29

სალამით ქედანს 6 ნომერს ვსვრი ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. სადგაც 50 მეტრაზე არამაქ პრობლემა ალბათ თოფ გააჩნია და მის ჭრას.

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 9 2014, 07:46

რა მაინტერესებს კუკლას რო ეფექტიაქ ქედანზე ბაზარი არაა მარა საძახებელი რამდენათ ეფექტურია და თუა საერთოდ საჭირო?

პოსტის ავტორი: levan81 Jan 9 2014, 11:11

ციტატა(bashiachuki @ 9th January 2014 - 08:46) *
კუკლა

xPMWh.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 9 2014, 12:24

ციტატა(bashiachuki @ 9th January 2014 - 08:46) *
კუკლას
საძახებელი


პოსტის ავტორი: game 91 Jan 9 2014, 14:46

საძახებელი ხო, მარა აი კუკლა მართლა მაგარი იყო.

სხვათაშორის მეც მაინტერესებს აღნიშნული

პოსტის ავტორი: kardinal84 Jan 9 2014, 20:57

კუკლა კაი იყო

პოსტის ავტორი: Bone Jan 9 2014, 21:33

კაით რა D.gif


პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 9 2014, 22:04

ბოდიშით ესეთი სახელის გამოყენებისთვის აი სად მეტყობა პრაქტიკის ნაკლებობა არც დავფიქრებულვარ ეს სიტყვა ისე დავწერე კიდე ბოდიშით მარა საძახებელზე გთხოვთ გამცეთ პასუხი.

პოსტის ავტორი: Bone Jan 9 2014, 22:14

bashiachuki
ანუ მოხმობის საშუალებებს გულისხმობ ალბათ .

მე არ გამიგია მათ ეფექტურობაზე

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 9 2014, 22:21

Bone
კი მოხმობის საშვალებებს ვგულისხმობ პირის მანოკს ასე როვთქვათ.

Bone
კი მოხმობის საშვალებებს ვგულისხმობ პირის მანოკს ასე როვთქვათ.

პოსტის ავტორი: kardinal84 Jan 10 2014, 19:37

bashiachuki
ფიტულები ნორმალურად მუშაობს მანოკს რაც შეეხება მექანიკური მე ჯერ არ შემხვედრია შეიძლება არსებობს და მე არ ვიცი ელექტო კიდევ ბრაკანიერობაა და არ შეიძლება

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 10 2014, 19:39

არსებობს და გუდვილშიც ქონდათ მგონი ბოლოს რომ ვიყავი. მაგრამ მაგით ფილტვების დამხეთქი არავარ მე neaa.gif

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 10 2014, 20:34

კი მეც მაქ გუდვილში ნანახი და იმიტო ვიკითხე იქნებ ვინმეს პრაქთიკა გააქთქო

პოსტის ავტორი: rezo197313 Jan 17 2014, 16:33

შევიძინე მოძრავი ფიტულები და ეხლა ქედანს ვეღარ ვხედავ, სადაც ვიცოდი(გარდაბანი) საერთოდ გაქრა, თუ ვინმემ იცით საით მოძრაობს იქნებ დამეხმაროთ და პმ-ში მომწეროთ. წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: xonski Jan 17 2014, 19:14

მთავარია 2 -3 ცალი მოინადირ და მერე ისეთ სათყუარას ვაკათებ ზედ აჯდებიან newsmile090.gif ორი წკეპლაა საჭირო ერთი გრძელი მეორე მოკლე და ეგეს შენი მოძრავი ქედნის სატყუარა

მაგ ქედნის სატყუარას ხეზე თუ მოახერხებ და შიშველი ხის წვერზე შემოსვავ ხო საერთოდ მაგარია რა

პოსტის ავტორი: game 91 Jan 17 2014, 22:58

ციტატა(xonski @ Jan 17 2014, 20:14) *
მთავარია 2 -3 ცალი მოინადირ და მერე ისეთ სათყუარას ვაკათებ ზედ აჯდებიან newsmile090.gif ორი წკეპლაა საჭირო ერთი გრძელი მეორე მოკლე და ეგეს შენი მოძრავი ქედნის სატყუარა

მაგ ქედნის სატყუარას ხეზე თუ მოახერხებ და შიშველი ხის წვერზე შემოსვავ ხო საერთოდ მაგარია რა

ეგ მართალია, ბევრი აკეთებს მასე საზღვარგარეთ, იუთუბზეც ნახავთ.
საძახებელს მეც ვუყურებ მაგნუმზე კაი ხანია და თუ ვინმე დაწერს რომ პრაქტიკაში დადებითი შედეგი აჩვენა არ გავმაზავ.

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 19 2014, 07:54

rezo197313 სად და როგორ შეიძინე მოძრავი ფიტული, რამდენი მიეცი და როგორია?

პოსტის ავტორი: rezo197313 Jan 20 2014, 14:52

ამაზონიდა გამოვიწერე, ორი მოძრავია(ოღონდ ქარზე) და ოთხიც ისე, სულ გზიანად დაჯდა 100 ლარი

პოსტის ავტორი: rezo197313 Jan 23 2014, 18:10

ვისაც მტრედზე ნადირობა გაინტერესებთ, ეწვიეთ მარნეულის მხარეს, მოზრდილი გუნდები მოძრაობს

პოსტის ავტორი: barbi May 1 2014, 09:34

სალამი ბიჭებს. ერთი კითხვა მაქ კი იქნება ცჰემ კითხვაზე პასუხი ამ თემაში მარა 15 გვერდს ნუ წამაკითხებთ რაა. ქედანზე ნადირობა ლიცენზიით დაშვებულია?

პოსტის ავტორი: assassin29 May 1 2014, 09:42

barbi
კი კაცო დაშვებულია, ოღონდ სეზონზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: dzirula May 1 2014, 09:45

და ოღონდ ლიმიტიც აქ ხო დღიური ეგრე არაა?


10 ცალი დღეში ეგრე ვიცი მე.

პოსტის ავტორი: kajuberi May 1 2014, 09:49

ციტატა(barbaqadzenikolozi @ 1st May 2014 - 10:34) *
ქედანზე ნადირობა ლიცენზიით დაშვებულია?

კი

პოსტის ავტორი: barbi May 1 2014, 10:32

ხოო კაია. ქედანი ოხრათაა ხოლმე ზამტარში და აბა ქე შეუბერავთ ბიჭები.

პოსტის ავტორი: rezo197313 Sep 22 2014, 14:20

აბა ვის აქ ინფო ქედანი საით მოძრაობს? ოკამის მხარეს ვიყავი და ერთიც არ დამინახია

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 22 2014, 14:21

ციტატა(rezo197313 @ 22nd September 2014 - 15:20) *
ოკამის მხარეს ვიყავი და ერთიც არ დამინახია

ოკმის მახრეს 1 კვირის წინ დავინახე ავტობანიდან გუნდიი

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Sep 22 2014, 15:02

ესეც ჩემი მოკრძალებული ბებრული ნანადირევი ქედან გვრიტ მწყრიანი ნატურმორტი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: baroni Sep 22 2014, 15:44

როდინდელია ბაბუ?

პოსტის ავტორი: rezo197313 Oct 26 2014, 19:36

მოკლედ მივიღეთ ინფო რომ გარდაბანში მტრედი მოძრაობსო და გავეშურეთ შეიარაღებულები. ნახევარ დღეზე მეტი ადგილებისა და მარშრუტების შერჩევაზე დაიკარგა. საბოლოოდ მიგნებულ იქნა ადგილი სადაც მტრედი მოძრაობდა კარგად, ადგილის შერჩევის შემდეგ გამხმარი ხის წვერზე დასმულ იქნა მტრედის ფიტული(ანკესის მეშვეობით), დანარჩენი ფიტულები(მოძრავი ფრთებით) ჩაწყობილ იქნა ნახნავში. გაოცებული დავრჩით ფიტულების მუშაობით(მტრედი ზედ აჯდებოდა), თუმცა უკვე გვიანი იყო მაგრამ მაინც გაასწორა, შემდგომში უკეთესი შედეგი იქნება ალბათ. ესეც ფოტო მასალა:
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: rezo197313 Oct 26 2014, 19:45

მოკლედ მივიღეთ ინფო რომ გარდაბანში მტრედი მოძრაობსო და გავეშურეთ შეიარაღებულები. ნახევარ დღეზე მეტი ადგილებისა და მარშრუტების შერჩევაზე დაიკარგა. საბოლოოდ მიგნებულ იქნა ადგილი სადაც მტრედი მოძრაობდა კარგად, ადგილის შერჩევის შემდეგ გამხმარი ხის წვერზე დასმულ იქნა მტრედის ფიტული(ანკესის მეშვეობით), დანარჩენი ფიტულები(მოძრავი ფრთებით) ჩაწყობილ იქნა ნახნავში. გაოცებული დავრჩით ფიტულების მუშაობით(მტრედი ზედ აჯდებოდა), თუმცა უკვე გვიანი იყო მაგრამ მაინც გაასწორა, შემდგომში უკეთესი შედეგი იქნება ალბათ. ესეც ფოტო მასალა:
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ესეც მოკრძალებული შედეგი, რაც მოვასწარით, მთავარია ადგილი მიგნებულია

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 27 2014, 09:19

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Jan 11 2015, 23:21


პირველი გასვლა იყო წელს, საერთო ჯამში არაუშავდა.
სურო არაა მწიფე და ტყეზე არაა მასიურად, მაგრამ მაინც ჭამს პაწა-პაწას, კიდო ნაჭამი ქონდა რკო და ბალახი newsmile05.gif



ხო მართლა ვიდეოს ხარისხი მთლად ისეთი ვერ არის, გადაღებულია GoPro HERO 3 -ით მაგრამ როგორც ჩანს რედაქტორი (Camtasia Studio 8) და Yთუბი აბანძებს :( თუ ვინმეს გესმით და გეგულებათ უკეთესი პროგრამა პირადში მომწერეთ, მადლობა წინასწარ !

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 11 2015, 23:58

საღოლ, სად იყავით ესეთ ადგილას, ქედანი საუკუნეა არ მინახავს :(

პოსტის ავტორი: დაქსი Jan 12 2015, 04:16

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 12th January 2015 - 00:21) *
პირველი გასვლა იყო წელს, საერთო ჯამში არაუშავდა.
სურო არაა მწიფე და ტყეზე არაა მასიურად, მაგრამ მაინც ჭამს პაწა-პაწას, კიდო ნაჭამი ქონდა რკო და ბალახი


არაუშავდა კიარა მაგარია , ბრავოოოო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: feroni Jan 12 2015, 12:48

LeoTaso
კარგად გინადირია, გილოცავ. ეს Dასავლეთია თუ აღმოსავლეთი?

პოსტის ავტორი: LeoTaso Jan 12 2015, 13:09

smekosmeko
feroni

აღმოსავლეთი, ლაგოდეხისკენ.

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 12 2015, 14:08

LeoTaso

საღოლ ლევან.. (Y)

პოსტის ავტორი: bashiachuki Jan 13 2015, 17:38

LeoTaso მალადეც მაგრებიხართ რა მანძილზე გადმოდიოდა ქედანი? მე ვიყავი დგეს ზაან ბევრი გადმოდიოდა ათასობით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მარა 50 მეტრი და ზევით ვერხვებზე ათი ოცი მეტრით მაღლა დახშირად ვერ ვრისკავდი სროლას ორი მოვკალი ერთი ვერვნახე და მეორე ავიღე.


ხვალ დავდებ იმ ერთის სურათს დღეს ბოდიშით

პოსტის ავტორი: LeoTaso Jan 13 2015, 18:22

bashiachuki

ჩვენ შემთხვევაშიც დაახლოებით ეგრე, 50 მეტრი იყო საშუალო სასროლი მანძილი. მოდიოდა უფრო მაღალზეც და დაბალზეც ( მანძილმზომით ვზომავდი ხის სიმაღლეს და პითაგორას თეორემის თანახმად ვადგენდი სასროლ მანძილს ) მე პირადად 55 მეტრის იქეთ ქედანს არ ვესვრი, ბევრი დაჭრილი მიდის და ბრალია. ვესროდით 3-6 ნომრებს 32 გრამიანებს და მემსუბუქება ეგეთ პირობებში (-7 გრადუსი იყო დილით), კარგად ჩანს ვიდეოში როგორ იპუტება და მაინც მიდის ფრინველი, თუ ფრთა არ მოტეხე ტურის ლუკმა ხდება :(

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 11 2015, 20:27

ამ უმწყერობასი გადავწყვიტე მტრედზე და ქედანზე გადავერთო. რამაც გადამაწყვეტინა მარტივად დამემზადებინა სატყუარა ფიტულები. ძალიან მარტივი დასამზადებელია ცოტა მასალა და მარჯვე ხელების დახმარებით! საკმაოდ ეფექტურია სესტირება წარმატებით გაიარა.
http://radikal.ru/big/85cb736662eb48ddab9f98891ca929f6
http://radikal.ru/big/12b40e73d0e846b4975a7015d5282867
მატორის სამაგრი
http://radikal.ru/big/3a65874a95b34d7da613033129159bc6
http://radikal.ru/big/9a1069f2af9c4d9c83f954233d113573
http://radikal.ru/big/a4122039a3374f61aee7aa79f11f5b01
http://radikal.ru/big/052129c5310a42cda45cee323425df7c
http://radikal.ru/big/4bd8bc7f4f8a42838b66e519804325a2
დატესტვის დრო კამერა დამრჩა და ვერ გადავიღე პროცესი. სამომავლოდ კარგი ვიდეოებით დაგიბრუნდებით

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 11 2015, 21:11

ჯეკო
ყოჩაღ კარგია
მე მაგდენი ნიჭი არ მაქ და ნავთლუხში ვიყიდე 10 ლარად თითო ფიტული

პოსტის ავტორი: jorj Sep 12 2015, 04:22

ჯეკო მაგარია. რისი მიტორია?

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 12 2015, 05:55

jorj არვიცი რაგაც რუსული დზრავია, მანქანის პადიომნიკიტ უკეტესი გამოდის

პოსტის ავტორი: camaro Sep 12 2015, 07:15

კარგია...
ელექტრო მანოკში ხომ არ გადის?

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 12 2015, 08:15

მანოკთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. როგორც ნადირობის ვიდეოებშია მაგარი ეფექტური რამეა. ყოჩაღ ჯეკო

პოსტის ავტორი: rati1982 Dec 1 2015, 23:19

თან ისარი უნდა ხო საფანტი კი არა newsmile027.gif

მე ქედანზე ხშირად დავდივარ და ნამდვილად არჩეული მარშრუტებით დაფრინავენ, ნამდვილად ფრთხილია და სატყუარად დაჭრილი არ გამოდგება ან მკვდარი უნდა დადო ან საერთოდ არა; ქედანი რომ გადაფრენისას 40 მეტრზე მოგიახლოვდეს ვერ უნდა გხედავდეს და თუ გხედავს 100 მეტრზე ახლოს არ მოდის არადა ისე გეჩვენება თითქოს ახლოსაა და მქონია შემთხვევა დაჭრილს 300 მეტრი უფრენია და მკვდარი ჩამოვარდნილა.
ნომრებს რაც შეეხება 16 კალიბრიანი ტულათი მარცხენა ლულით სრული ჩოკით ანუ 5 ნომრით მავთულზე მჯდარი 90 მეტრზეც მოგვიკლავს და იმავე იარაღით მიწაზე დამჯდარი 40 მეტრში ვერ მოგვიკლავს. 6 ნომერი იდეალურია 40 მეტრომდე სროლისას ნახევრად ავტომატურითაც კი, როგორც წესი საერთოდ ნახევრად ავტომატურით ერთი ნომრით მსხვილი უნდა ესროლო ვიდრე დაკეტილი სისტემის თოფით.. გადაფრენისას 8 ნომრითაც მომიკლავს და 1,2,3 ნომრებითაც მომხდარა დაჭრილს მართლა 100 მეტრი უფრენია მერე ჩამოვარდნილა.. ხან 30 ვაზნას ესვრი გადაფრენებზე და ერთს ჩამოაგდებ ხან ერთი ვაზნით სამს ჩამოაგდებ... ეს ყველაფერი რეალობაა და საერთოდ ქედანზე ნადირობა გამართლებაა და დიდ სისწრაფეს კარგ შენიღბვას და ადგილმდებარეობის და გუნდების მოძრაობის დიდ ცოდნას მოითხოვს.. აქ ვინც რამეს წერთ ყველას გეთანხმებით რადგან ყველა ეგ შემთხვევა მქონია და თუ ქედანს ან ფრთა არ მოტყდა ან გულის პირის ძვალი არ გაუტყდა ის შენი თვალთახედვის არეში ნამდვილად არ ჩამოვარდება...

პოსტის ავტორი: rati1982 Dec 2 2015, 22:19

ხალხო ვინმემ მაშოვნინეთ ან ქედანის ფიტული ან მასეთი მოძრავი მატორიანი სატრიალო თუ სადმე იაფად გეგულებათ რა 598108324 მესიჯად მომწერეთ და მე გადმოვრეკავ არაა პრობლემა )))

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 3 2015, 12:06

rati1982
მაიმარკეტზე არის გასაყიდი გადაათვალიერე.

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 3 2015, 13:52

http://www.mymarket.ge/ka/product/view/7520256/

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 5 2016, 22:41

მეგობრებო ქედნის ფიტულები რომელ მაღაზიაში იყიდება ხომ არ იცით ? მაიმარკეტზე ვერაფერი ვერ ვნახე...

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 6 2016, 07:11

ალექსანდრე
სამგორში იყო მეველეს ქუჩაზე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 7 2016, 12:11

მადლობა ასასინ, დინამოსთან ვიყიდე....

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 7 2016, 16:40

ალექსანდრე
კარგია. მექანიკურებიც ხოარ ქონდათ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Sep 7 2016, 20:48

ერთი ქედნის ფერებში(რაც მე ვიყიდე) და მეორე სულ თეთრ ფერში იყო, სხვანაირი არ გვაქვსო...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)