თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ფრინველები და მათზე ნადირობის წესები _ იხვის კომუნიკაციები

პოსტის ავტორი: woodman Oct 1 2014, 23:34

მოგესალმებით სუყველას!!! ბევრი ფიქრის და ბევრი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ჩემი ნამუშევარი. გამეზიარებინა ყველა პატიოსანი მონადირესათვის და რა თქმა უნდა მათთვის ვისაც ელ მანოკით უყვარს ნადირობა. აქ მოყვანილია გარეული იხვის ყველა ხმა რომელსაც იგი გამოსცემს თავის არსებობის მანძილზე. რათქმა უნდა არსებოს ისეთი ხმები, რომელსაც იხვი არ გამოსცემს, მაგრამ მონადირეები ამ ხმებს მათ მოსაზიდად მაინც აქტიურად იყენებენ( hail call ანუ შორიდან დაძახების ხმა ) არვიცი ეს როგორ აიხსნება, მაგრამ რეალურად ასეა. რაც შეეხება ელ მანოკს ის არც მონადირულია და არც აზარტული და სპორტული. იმის თქმა მინდა რომ ელ მანოკით ნადირობისას ჩვენ იხვის მონადირების მაგიერ მას მონადირების გარეშე ვიყვანთ. მინდა რომ ყველამ გაიგოს იხვზე ნადირობა არ არის მარტო თოფის სროლა ეს დიდი მეცნიერებაა და დიდი აზარტი თოფის სროლა ბოლოხარისხოვანია.... პატივისცემით ირაკლი ჯორჯაძე.

ახალგაზრდა იხვის კვაკი



შორიდან დაძახება და დაბრუნება



ზრდასრული იხვის მისალმება



ზრდასრული იხვის კვაკი



მოთამაშე იხვის მისალმებ



მოთამაშე იხვის კვაკი



მისალმების ხმა



კვების ხმები



დაბრუნების ხმა



გამძღარი იხვის მისალმება



გამძღარი იხვის კვება



გამძღარი იხვის კვაკი

პოსტის ავტორი: jola Oct 1 2014, 23:41

ციტატა(mocekvave @ 2nd October 2014 - 00:34) *
ვისაც ელ მანოკით უყვარს ნადირობა

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: woodman Oct 1 2014, 23:43

ვისაც ელ მანოკით უყვარს ნადირობა მოუწოდებ რომ გადავიდეს სასულე მანოკზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gonchatniki Oct 2 2014, 11:01

მინდა დაგარწმუნოთ რომ ელექტრო მანოკი ახლოსაც ვერ მივა სასულე მანოკთან სცადეთ და თვითონ დარწმუნდებით მტავარია მოინდომოთ ხშირი ვარჯიში და შედეგიც სახეზე გექნებათ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 2 2014, 23:07

პირველი პოსტი ჩასწორებულია, ხმები განკუთვნილია სასულე მანოკით ვარჯიშისთვის და არ ატარებს ელ.მანოკით ნადირობისთვის გადმოსაწერი აუდიო ლინკების პროპაგანდას.

პოსტის ავტორი: კალვერა Oct 3 2014, 00:54

მართალი ხარ დავითუს! ელ-მანოკები ისჯება კაკონით!!!

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 3 2014, 08:59

იხვის დაბრუნების რა გითხრათ, მაგრამ სამსახურში ჩავრთე ახლა და თანამშრომლები კი შემოცვივდნენ დამფრთხალები newsmile015.gif
საშინელი მანოკით უკრავს ვინც არის. მაგ მანოკით შანსი არაა იხვი მოიკარო ახლოს.

პოსტის ავტორი: Fishman Oct 3 2014, 12:07

Davitus

დავით, გაიხარე! ეხლა უნდა ჩამესვა ეგენი...

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 3 2014, 15:29

კი საშინელი მანოკია 140 დოლარი გადავიხადე. რა გითხრა აბა მეგობარო თუ შენ რამე უკეთესს შემოგვთავაზებ მზად ვართ მოვისმინოთ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 3 2014, 15:44

140 დოლარი რაში გადაიხადე. ჩასაბერ მანოკში? ერთ ენიანია თუ 2 . მეც ვიყიდე ამაზონზე ჩასაბერი მანოკი 15- 25 დოლარის ფარგლებშია კარგი მანოკები. 140 დოლარიანი კი ნამდვილად არ მინახავს.
და თუ ეგ ელექტროა მაშინ მანოკი კი არაა უხარისხო. მასში ჩაწერილი ხმებია არაადეკვატური.
იუთუბში ბევრი ვიდეოგაკვეთილია თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ ჩასაბერი მანოკი. ნახე და შეადარე ხმები.
1

2

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 3 2014, 16:10

უიარაღო

არ არის ელექტრომანოკის ხმები-ო უწერია ზემოთ. მე თვითონ ჩავწერე-ო, ისიც უწერია.

პ.ს. თხოვნა მექნება, იუთუბის ლინკი ჩასვით ტეგებში და ისე გამოაქვეყნეთ....

პოსტის ავტორი: baxi Oct 3 2014, 16:36

დაწერეთ რომელი პირის მანოკია კარგი რა ფირმისს..

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 3 2014, 21:48

ჩემი მანოკია HOBO PRIME MEAT ერთერთი ყველაზე საუკეთესო 15-25 დოლარიანი მანოკები განკუთვნილია დამწყებთათვის ძირითადად ორ ენიანებია . ჩემი მანოკი ერთ ენიანია. რავიცი მეგობარო თუ არ მოგწონს ჩემი დაკრული არა პრობლემა არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ვინც ერკვევა მართლა მიხვდება სწორ ხმებს გამოვცემ თუ არა და მალე დაპოსტავს.

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 3 2014, 22:26

DUCK CALLER
ისე კარგს იზავდით ერთ სასწავლო ვიდეოს თუ გააკეთებდით თუ როგორ დავუძახოთ
ახალბედებს გამოგვადგებოდა

პოსტის ავტორი: პაატა. Oct 3 2014, 22:42

DUCK CALLER
პირადში მოგწერე და იქნებ ნახო.

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 4 2014, 09:51

პოსტი არ წამიკითხავს . პირდაპირ ხმებს მოვუსმინე. ნამდვილად არ მიფიქრია DUCK CALLER თქვენი წყენინება. ერთ ენიან მანოკს უფრო დიდი ხმა აქვს მაგრამ მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. 2 ენიანი კი უფრო ადვილი მოსახმარია.

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 4 2014, 10:17



ესეც კიდევ ერთი სახალისო ვიდეოგაკვეთილი


პოსტის ავტორი: beqa10 Oct 4 2014, 10:45

სეზონი მოდის და უკვე უნდა დავიწყო მომზადება :3 პირველ რიგში "მანოკი" მაქვს შესაცვლელი (ძველი მქონდა რაღაც ხელნაკეთს გავდა ,მეტალის ფირფიტა ქონდა და ის ხმა არქონდა რაც უნდა ყოფილიყო) 2 ენიანი ჯობია ანუ ჰო ? 20 - 30 ლარის ფარგლებში ჩავეტევი როგორც მახსოვს ფასები. ))

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 4 2014, 11:36

http://www.amazon.com/gp/product/B000VQW1KK/ref=s9_simh_se_p200_d0_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=search-desktop-advertising-no-results-center-1&pf_rd_r=0YQDGH72M9S8J3K0SQZS&pf_rd_t=301&pf_rd_p=1912906182&pf_rd_i=marald%20calls
ნორმალური საყვირია.

პოსტის ავტორი: beqa10 Oct 4 2014, 14:53

კაია როგორც ჩანს .. მარა გამოწერას აქ ვიყიდო ჯობს მემგონი. გავივლი მაგნუმში დღეს

პოსტის ავტორი: Davitus Oct 4 2014, 18:37

ახლა მოვუსმინე ხმებს, ნუ ეს არის დამწყების დონე, მართალია ორ ენოვანი საყვირი უფრო "მუსიკალურია" მაგრამ ზამთარში, გასაგები მიზეზების გამო, ხშირად სველდება და ერთმანეთს ეკრობა ენები. ასეთი ხმიანობით ყველა იხვს რათქმაუნდა ვერ დასვამ, მაგრამ დაფრთხობით ნამდვილად არ დააფრთხობს, გარემოში უფრო ბუნებრივი იქნება ეს ხმა. თუმცა ავტორს ბევრი აქვს სამუშაო აშკარად.

პრინციპში, ძირითადი ხმების არსის გასაგებად გამოდგება.

პოსტის ავტორი: baroni Oct 4 2014, 18:50

ციტატა(უიარაღო @ Oct 4 2014, 12:36) *
http://www.amazon.com/gp/product/B000VQW1KK/ref=s9_simh_se_p200_d0_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=search-desktop-advertising-no-results-center-1&pf_rd_r=0YQDGH72M9S8J3K0SQZS&pf_rd_t=301&pf_rd_p=1912906182&pf_rd_i=marald%20calls
ნორმალური საყვირია.

ეგეთი მაქ ზუსტად, მაგრამ ამაზე კარგად ერთენიანი მუშაობს რაც მე გამომიცდია

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 4 2014, 21:24

მეც ერთ ენიანი მაქვს . თავიდან უნდა ტონალობის დაჭერა და მერე მიდის კარგად. მქონია ისეთი შემთხვევა როცა შორს დაგიჯდება. მთელი დღეა ელოდები , აღელვებისგან გაკანკალებს , მაგ დროს ჩაბერავ და გაგექცევა ხმა. ახლოს მოყვანის ნაცვლად დააფრთხობ ფრინველს. 2 ენიანზე ეგ იაღლიში არ მოგივა. მაგრამ ერთ ენიანს უფრო დიდი ხმა ახვს და ამასთანავე მეტი ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს. როგორც ინტერნეტში არის აზრი ჩამოყალიბებული ერთ ენიანი უფრო პროფესიონალურია. მისი გამოყენება მეტ ცოდნას მოითხოვს.

პოსტის ავტორი: baroni Oct 5 2014, 09:12

ორ მეტრში დამისვავს იხვი ბევრჯელ, ერთენიანით...

პოსტის ავტორი: feroni Oct 5 2014, 09:36

DUCK CALLER
კარგია, რომ იხვის საძახს ეუფლები და ცდილობ მის პოპულარიზაციას. ჩანაწერებიდან თუ ვიმსჯელებთა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი, მაგრამ ენთუზიზმი ნამდვილად მისასალმებელია. ზრდასრული იხვის დაძახებაში პირდაპირ გეტყვი, რომ უხეშ შეცდომას უშვებთ და თუ გაითვალისწინებთ კარგი იქნება, ზედიზედ იხვის ხმის მიყოლება 3-ჯერ განგაშს ნიშნავს და არა მოხმობას და არც ერთ შემოთავაზებულ ვარიანტში არ უნდა ფიგურირებდეს ასეთი კომბინაცია. კვების ხმაზეც სამუშაოა. შორიდან დაძახებას რაც შეეხება ძალიან ადრე გადადიხარ მოკლე მოკლე დაზახებებზე, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გაწელო გრძელი ტონები და როცა ჰაერი გამოგელევა შემდეგ შეიზლება გადახვიდე მოკლე მოკლეებზე.
მე პირადად რასაც ვხედავ, ხმების გამოცემა კარგათ გაქვთ ათვისებული უბრალოდ, ძალიან მაგრად უბერავთ საყვირში, რაც რეალურ ხმას აფუჭებს, ამიტომაც ეგონათ ზოგიერთებს ცუდი საძახი, ზედმეტი ჩაბერვა ისეთივე მავნეა როგორიც ჰაერის დაკლება, ასე რომ იპოვე ოქროს შუალედი და ბადალი არ გეყოლება მაგ საქმეში newsmile045.gif
აბა წარმატებები და ველით პრაქტიკულ მეცადინეობებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 5 2014, 20:15

უიარაღო

ხოდა, მაგ მიზეზით არის ხოლმე ახუნძლული რომ კიდიათ კარგ მეიხვეებს, ბევრი პროფი მინიმუმ 4 საყვირით დადის რომ ყველა შესაფერის მომენტს მიუსადაგოს

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 6 2014, 17:32

ავთო დიდი მადლობა გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს.....





ვერ მივხდი სამი ზედიზედ განგაშს როგორ ნიშნავს??? სდასრული იხვის ხმა უფრო დაბალი ტონალობის არ არის????

გეთანხმები დავითუს გარემოში ბევრად რეალისტური ხმა აქვს ვიდრე დახურულში. ეს ხმები მანქანაშია ჩაწერილი

მალე ვიდეო მასალაც იქნება

პოსტის ავტორი: feroni Oct 6 2014, 22:05

DUCK CALLER
თუ დაკვირვებიხარ იხვი, რომ ფრინდება ან ძაღლს რომ ამოყავს ნაბულიდან, ზედიზედ სამჯერ დაიძახებს ხოლმე მიყოლებით, აი როგორც ზევით ჩანაწერშია ისე. ჩემი მოგონილი არ გეგონოს არნიტოლოგებიც იგივეს დაადასტურებენ, უბრალოდ მე საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი და გამიგია კიდევაც. თუ მაინც და მაინც გინდა რომ სამიჯერ ზედიზედ დაუძახო, პაუზები გააკეთე დაძახებებს შორის და პრობლემა არ არის, წარმოიდგინე ზედიზედ უბერავ უბრალოდ ერთის გამოტოვებით, ამ შემთხვევაში ერთეული დაძახება გამოდის და არა განგაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 10 2014, 11:08

https://www.youtube.com/watch?v=HqeyT0Ig370

https://www.youtube.com/watch?v=HqeyT0Ig370

დანარჩენი ვიდეო მასალა მუშავდება და მალე იქნება

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 10 2014, 11:40

DUCK CALLER
კარგია small3d018.gif მადლობა ბევრი რამე გავიგე

ისე ორივე ერთი ლინკია

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 10 2014, 14:36

http://www.youtube.com/watch?v=9bBqnGbilNk

http://www.youtube.com/watch?v=HqeyT0Ig370

აბა ეხლა ნახე გადავაკეთე


მალე დავდებ მისალმების და დაბრუნების ვიდეო მასალას

პოსტის ავტორი: kondoli Oct 10 2014, 17:02

DUCK CALLER
ჩვენს მაღაზიებზი თუ იყიდება შესაბამისი ხარისხის საყვირები და ფასები რამდენად შეესაბამება ხარისხს.

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 10 2014, 18:57

კი იყიდება რამოდენიმე საყვირი მაგრამ ეს მხოლოდ ორ ენიანი საყვირებია მასალა პოლიკარბონატი. დიდი არაფერია დასაწყისისთვის არაუშავს. მე მაინც გირჩევდი ხის გეყიდა ან აკრილის. ძაან დიდი სხვაობააა პოლიკარბონატს და აკრილს შორის. ხე ძაან რეალისტურია მარა დიდ მოვლას საჭიროებს.

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 13 2014, 10:31

ვისაც გაინტერესებთ საყვირის შესახებ ინფორმაცია აგერ არის

https://www.youtube.com/watch?v=9bBqnGbilNk საყვირის აგებულება და სახეობები

https://www.youtube.com/watch?v=HqeyT0Ig370 იხვის კვაკის შესწავლა

https://www.youtube.com/watch?v=eFJOW5UN9SU მისალმების ხმის მრავალსახეობა



დანარჩენი მუშავდება. თუ რამე კითხვები დაგებადებათ მზად ვარ გიპასუხოთ, ასევე გავიზიარებ ჩემთვის ახალ ინფორმაციას.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 13 2014, 20:50

DUCK CALLER
მადლობა მეგობარო ამ ვიდეოებისთვის, ძალიან გამოსადეგარია პირადად ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც. newsmile027.gif

აი მაგალითად საფარში ვართ მაქსიმალურად შენიღბული, დავინახეთ იხვის გუნდი შორიახლოს, ჯერ ვესალმებით, პირდაპირ უძაXით თუ..., ანუ თანმიმდევრობა მაინტერესებს რადროს როგორ უნდა მოვიქცეთ. გაიგონეს ვთქვათ ჩვენი მისალმების ხმა ხო, კრუგი გააკეთეს, მერე კვების ხმას ვრთავთ, ახალგაზრდა იხისას... ალბათ მიმიხვდი რისი გაგებაც მინდა. ბოლო ვიდეოში რო განიხილახვ იხვის ოთხნაირ მდგომარეობას, თითოეული რადროს უნდა გამოვიყენოთ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 14 2014, 12:10

რისი მადლობა ყოველთვის მზად ვარ დახმარებისთვის. newsmile05.gif

ახალგაზრდა იხვის ხმა უნდა გამოიყენო ნადირობის ადრეულ სეზონზე ეს არის ზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდი ამ დროს მამალი იხვის შეფერილობა უფრო ღიააა მოთეთროა და ბუმბულიც არააქვს მსხვილი და ხშირი. ამ დროს შეგიძლია 7 ნომრითაც ინადირო სამწუხაროდ ჩვენთან ამ პერიოდში იხვზე ნადირობა აკრძალულია კანონით. რუსეთში და ამერიკაში ნადირობენ. newsmile05.gif

რაც შეეხება ხმებს რა დროს რა კომბინაცია უნდა ჩართო ამ ვიდეოსაც დავდებ.

ესეიგი ზიხარ სამალავში და შორი ახლოს დაინახე გუნდი და არ გაქვს უნივერსალური საყვირი გაქვს ტყის ან ღია წყლის საყვირი ერთ ენიანი ან ორ ენიანი. აკეთებ ესეთ რაღაცას იწყებ საშუალო ტონალობაში მისალმების სულ ორი ან სამ კომბინაციას, თუ დაინახე, რომ გუნდი წამოვიდა შენსკენ მაშინ ამ დროს ყველაზე კარგი იქნება თუ გაუნძრევლად იჯდები და საერთოდ საყვირს გააჩერებ, თუ იხვები მოგიახლოვდნენ სასროლზე ხო კაი, თუ არადა დაიწყებენ შენი მარცხენა მხრიდან წრის დარტყმას, როგორც კი გაუსწორდებიან მარცხენა მხარს უნდა მისცე ერთი მოკლე მისალმება ხუთი კვაკისგან იყოს სრდასრული იხვის რადგან უკვე ახლოში არიან და ამ დროს დაბალი ტონი ყველაზე კარგი იქნება მაგრამ ეს უნდა იყოს დახვეწილი ხმა. აგრძელებენ გზას გაუსწორდნენ ჩვენს მარჯვენა მხარს ავაჟღეროდ ისევ მისალმება ერთჯერ საკმარისი იქნება. ამ დროს ვაცადოდ ოდნავ მოგვშორდნენ 50-70 მეტრზე და უნდა დავიწყოთ მკვეთრი უკან დაბრუნების კომბინაცია რომელიც მე -4 ვიდეოში იქნება. ამ დროს თუ ყველაფერი ხუთიანზე გვაქვს იხვები მობრუნდებიან და დაიწყებენ ხელმეორედ წრის დარტყმას უკვე ნაკლებ სიმაღლეზე გაუსწორდნენ რა მარცხენა მხარს ისევ მივცეთ მისალმება და როგორც კი მოექცევიან მარჯვენა მხართან ამ დროს უნდა გავაკეთოდ ერთჯერადი კვავები თითქოს ვეუბნებით რომ ყველაფერი კარგად არის ქვი ქვი ქვი შიგადაშიგ კვების ხმები დიგდიგ დიგდიგ დიგდიგდიგდიგქვიიიიი დიგდიგ დიგდიგ დიგდიგდიგდიგქვიიი
ქვიი ქვიი ქვიი წესით ამ დროს იხვი ფიტულებში უნდა იჯდეს თუ არ წამოვხტებით და არ ვესვრით newsmile05.gif

შედეგის გაუმჯობესებისთვის კარგი იქნება უნივერსალური საყვირი რომელსაც აქვს დამახასიათებელი გამძღარი იხვის კვაკი ჩვეულებრივ საყვირზეც შევძლებთ ამას უბრალოდ უნივერსალურზე უფრო მარტივად კეთდება ეს ხმა. ეს საყვირებია
ECHO PURE MEAT, ECHO XLT, HOBO PRIME MEAT .............

მოთამაშე იხვის ხმა ამცნობს სხვა იხვებს რომ ირგვლივ მშვიდობაა და კარგი აურა სუფევს რაც მონადირებას გაგვიადვილებს.
კარგი იქნება თუ ამ ხმას ჩავრთავთ. მაგალითად მისალმებისას ჩვენ შეგვიძლია ორი ან სამი ერთნაირი მისალმების მაგივრად გავაკეთოდ შემდეგი; მოთამაშე იხვის მისალმება, ჩვეულებრივი მისალმება და სრდასრული იხვის მისალმება ( bouncing hen,soft greeting call, coarse hen greeting call ) რაც არწმუნებს იხვებს იმაში რომ ფიტულები რეალურია რადგან ყველა იხვს სხვადასხვა ტონალობის ხმააქვს როგორც ადამიანებს.

არის შემთხვევები როცა იხვს საერთოდ ვერ ვხედავთ შეიძლება ისინი ახლოში ზიან კამიშში ან კიდე ძაან შორს არიან ჩვენგან. ამ დროს ეფექტური იქნება მარტოხელა იხვის ხმა ან კიდევ შორიდან მისალმება ამ კომბინაციებს ავხსნი მე 4 ვიდეოში .





პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 14 2014, 12:26

http://www.youtube.com/watch?v=pLNwEu31hd4 ეს არის უნივერსალური საყვირი

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 14 2014, 16:23

DUCK CALLER
Gაიხარე მეგობარო.
Mაინტერესებს შენ რა შედეგები გაქ, რამე ისეთ ფაქტს ხომ არ გაიხსენებდი? რაც შენ და შენ საყვირს უკავშირდება.

http://&quot;http://%20<a%20href="http://www.google.ge/search?q=duck+call&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=kCI9VNHiI-fe7AaejoDwBg&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=320&bih=508#facrc=_&imgrc=mtjxuzQ0D-RRsM%253A%3BtP2EF50JferRCM%3Bhttp%253A%252F%252Fstatic.liveclicker.net%252Fthumb%252F1062%252F43546_1_Flv_640x480_thumb_3.jpg%252Fbuck-gardner-double-nasty-ii-duck-call-camo-green-3.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fvideo.sportsmansguide.com%252Fv%252F23651%252Fbuck-gardner-double-nasty-ii-duck-call-camo-green-calls%252F%3B640%3B480&quot;"%20target="_blank">http://www.google.ge/search?q=duck+call&am...640%3B480&quot;</a>

Aი ეს საყვირი მაქ ზუსტათ და რა ჯიშია გამარკვიე და სად უფრო ეფექტურია მისი გამოყენება, მასალა აკრილია.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 14 2014, 16:29

http://www.google.ge/search?q=duck+call&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=kCI9VNHiI-fe7AaejoDwBg&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=320&bih=508#facrc=_&imgrc=mtjxuzQ0D-RRsM%253A%3BtP2EF50JferRCM%3Bhttp%253A%252F%252Fstatic.liveclicker.net%252Fthumb%252F1062%252F43546_1_Flv_640x480_thumb_3.jpg%252Fbuck-gardner-double-nasty-ii-duck-call-camo-green-3.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fvideo.sportsmansguide.com%252Fv%252F23651%252Fbuck-gardner-double-nasty-ii-duck-call-camo-green-calls%252F%3B640%3B480

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 14 2014, 19:46

ეს საყვირი არის საკმაოდ პოპულარული მთელს ამერიკაში და ასევე რუსეთშიც. სანადიროდ ძალიან კარგი საყვირია ორ ენიანია ხმამაღალი არ არის მაგრამ თუ სწორად დაეუფლები კარგად განადირებს. ისეთ ხმებს როგორიცააა cajun squeal , whine feed. ვერ აკეთებს. მაგრამ ვიძახი რომ ძალიან კარგი საყვირია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი საყვირი 20 დოლარად აი ნახე http://www.youtube.com/watch?v=i4WjXkcE4yc აკრილი არ არის პოლიკარბონატია. და კიდე 100$ made in USA. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 14 2014, 19:55

DUCK CALLER
მეც მინდა ყვლაზე მაგარი საყვირი 20 დოლარად ლინკი არ გაქვს ამაზონის? ვიყიდდი

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 14 2014, 19:56

თუ ორ ენიანზე აპირებ გაგრძელებას მომავალში ამ საყვირს გირჩევდი HOBO ICU2 ან ECHO DRT და ECHO MEAT HANGER

და თუ ერთ ენიანზე დაოსტატებას მაშინ HOBO PRIME MEAT ან ECHO PURE MEAT, ECHO XLT, ECHO BREAKER ესენი ყველა უნივერსალური საყვირებია

ღია წყლის საყვირი თუ გინდა ECHO OPEN WATER CALL

ტყის საყვირი ECHO TIMBER CALL ასევე HOBO PRIME MEAT TIMBER CALL ეს ბოლო ორი საყვირი ძალიან პროფებისთვისააა რადგან აქვს ძალიან რბილი და ჩუმი ხმა და ასეთი საყვირით ტყეში ნადირობისას თუ სერიოზული CALLER ი ხარ ჩათვალე რომ კამაზით წაიღებ იხვს. newsmile05.gif რაც კანონით ისჯება newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 14 2014, 20:05

აი ძმა ეს არის http://www.amazon.com/Buck-Gardner-Double-Nasty-Green/dp/B000VQW1KK/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1413307257&sr=8-1&keywords=buck+gardner+double+nasty

კაკრას ფასდაკლებაა აქვს ეხლა newsmile05.gif

17 დოლარი ღირს

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 15 2014, 03:03

Vაა ძაან კარგი, მაშინ აღარ მახსოვს ვინ მირჩია მაგ საყვირის გამოწერა ოთხი წელია რაც მაქვს, ფიტულებთან ერთად გამოვიწერე, 120$-იანს ვყიდულობდი და მირჩიეს ეგ გირჩევნია თუ დამწყები ხარო, მეც დაუჯერე მცოდნე ხალხს და არ წამიგია მაგრამ მე მაგით იხვი ვერ მოვატყუე და D.gif
Dიდი ფილოსოფია ყოფილა ძმაო მაი იხვის მოტყუება, ჩაბერვას რო ვამუღამებდი კომპთან ვიჯექი და უბერავდი და უბერავდი, კინაღამ სახლიდან გამომაგდეს. ნუ რაღაცეები დავამუღამე ალბათ, მერე გადამიარა და შევეშვი, ალბათ მასწავლებელი რომ არ მყავდა იმიტო, ეხლა ისევ უნდა ვცადო დამუღამება, რაღა ინტერესი გააღვიძა ჩემში შენმა გამოჩენამ ქართველი მასწავლებელი კი ხარ აქ და შიგადაშიგ კითხვებს დავსვავ ხოლმე, იხვის სეზონი წინაა ჯერ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 15 2014, 03:09

DUCK CALLER
Eს რა ხმებია აბა ქართულად, რომელიც მაგ საყვირს არ შეუძლია რომ გამოსცეს
cajun squeal , whine feed.

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Oct 15 2014, 10:29

cajun squeal არის გამძღარი იხვის მისალმება და whine feed არის გამძღარი იხვი რომ იკვებება კვების ხმებია უბრალოდ წაკივლება ემატება


გაიხარე ძმაო ყოველთვის მზად ვარ დახმარებისთვის და შენც თუ რამე ახალს გაიგებ მზად ვარ გავიზიარო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gumbera Oct 27 2014, 09:14

სალამი მეგობრებო.იხვზე ფიტულებით ნადირობა დაშვებულია ჩვენთან??

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 27 2014, 09:14

კი დაშვებულიაა

პოსტის ავტორი: Rey - Nov 1 2014, 22:57

მოგესალმებით მეგობრებო..

ვერაინაირად ვერ გავაკეთე იხვის ხმა კვების დროს.იქნებ ამიტვირთოთ ბგერების კომბინაცია ვიდეოთი ან აქ დამიწეროთ..

და სეზონი როდის იხსნება წელს?.

მადლობა წინასწარ. ixvi.gif

პოსტის ავტორი: Rey - Nov 2 2014, 12:40

ხალხი არა ხართ..

მასწავლეთ ვინმემ იხვი ჭამის დროს რომ ხმებს გამოცემს როგორ გავაკეთო? newsmile039.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: beqa10 Nov 2 2014, 22:28

http://www.amazon.com/Primos-Hunting-Calls-829-Mallard/dp/B000PW7970/ref=sr_1_13?ie=UTF8&qid=1414957176&sr=8-13&keywords=duck+call ეს თუ ვინმემ გამოიყენა ,მირჩეთ ეს უფრო ეფექტურია თუ ჩვეულებრივი სტილის ? . ამასწინათ ვნახე მაღაზიაში და კაი ხმა კი ქონდა მარა ეფექტურიაა ?

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Nov 5 2014, 10:30


პირველ რიგში ენა უნდა მიაბჯინო ქვედა კბილებს და საყვირში უნდა ჩასძახო სიტყვები როგორიცააა:
ტიკა ტიკა დიგა დიგა დაგა დაგა და კიდევ ბევრნაირი ბგერები არსებობს. ამასთან ერთად უნდა შეძლო წნევის შექმნა საყვირზე სიტყვიერად როგორ აგიხსნა არ ვიცი ვიდეოს დავდებ მალე კვებაზე. მანამდე კი ამეებს გადახედე.





https://www.youtube.com/watch?v=9bBqnGbilNk საყვირის აგებულება და სახეობები

https://www.youtube.com/watch?v=HqeyT0Ig370 იხვის კვაკის შესწავლა

https://www.youtube.com/watch?v=eFJOW5UN9SU მისალმების ხმის მრავალსახეობა

პოსტის ავტორი: Rey - Nov 12 2014, 12:19

DUCK CALLER


მადლობა დიდი .

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Nov 18 2014, 18:27

არაფრის

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 12 2015, 20:57

DUCK CALLER
სად დაგვეკარგე შე კაი კაცო newsmile05.gif
იხვის სეზონი როგორაა შენსკენ ნადირობ თუ არა?
მეოთხე ვიდეოს რომ შეგვპირდი არც ის არ დაგვვიწყებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 13 2015, 14:29

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 12th January 2015 - 21:57) *
მეოთხე ვიდეოს რომ შეგვპირდი არც ის არ დაგვვიწყებია


+ 1

მე ჯერ კვაკიც ვერ დავამუღამე (უფრო ყროყინს ვაკეთებ D.gif ) მაგრამ მაინტერესებს

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 15 2016, 04:38

DUCK CALLER
ეხლა გადავხედე წინა გვერძე შენს მიერ დადებულ ვიდეოებს და ყველა წაშლილია newsmile039.gif

პოსტის ავტორი: giokupra Oct 18 2016, 22:04

აღარ გვყავს მასწავლებელი ? :(

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 18 2016, 22:12

giokupra
Eგრე გამოდის, არადა სიამოვნებით ვუსმენდი newsmile039.gif

პოსტის ავტორი: giokupra Oct 19 2016, 13:38


მაქსიმუსა
სად წავიდა მოვითხოვოთ დაბრუნება გვცჰირდება :( :( newsmile039.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 19 2016, 15:48

მეც ძალიან მაინტერესებს ეს თემა
კარგი იქნება თუ ისევ დაიდება ვიდეოები

პოსტის ავტორი: giokupra Oct 21 2016, 17:56

მოგესალმებით მეგობრებო იხვის საყვირს 100 ლარის ფარგლებში რომელს მირჩევთ ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 21 2016, 21:20

giokupra
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12179
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1530
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9831
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9606
გადახედე ამ თემებს ჯერ, ნუ იჩქარებ რამის შეძენას, როცა რომელიმე ამა თუ იმ სანადირო ობიექტზე აპირებ ნადირობას, ის ჯერ უნდა შეისწავლო,შეისწავლო მისი ყოფაცხოვრების წესი, რაშიც დაგეხმარება ეს ფორუმი, მასში არსებული ინფორმაცია სრულიად საკმარისია ამისთვის, ამიტომ ნუ დაიზარებ კითხვას, იკითხე რაც შეიძლება ბევრი, ღამეებს ვათენებდი ხოლმე რამე რომ მაინტერესებდა ათეულობით გვერდების კითხვაში და ყოველთვის ვპოულობდი პასუხს, სანამ კითხვას დასვამ მანამდე გადახედე შესაბამის თემებს, დამერწმუნე იმაზე უკეთ ვერავინ გაგცემს პასუხს შენს კითხვაზე, როგორც ფორუმი.

მართალია ამ თემების ერთდროულად წაკითვის შემდეგ შენს გონებაში მოხდება დომხალი, მაგრამ გავა დრო გადახარშავს ტვინი და საჭირო მომენტში ამოგიტივტივდება თავში newsmile05.gif


პოსტის ავტორი: assassin29 Oct 22 2016, 20:30

https://www.amazon.com/gp/product/B000VQW1KK/ref=s9_simh_se_p200_d0_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=search-desktop-advertising-no-results-center-1&pf_rd_r=0YQDGH72M9S8J3K0SQZS&pf_rd_t=301&pf_rd_p=1912906182&pf_rd_i=marald%20calls

ეს გამოვიწერე მე თუმცა არც დამიტესტავს გდია ისე ვერ მოცახერხე ჯერ ათვისება

პოსტის ავტორი: giokupra Oct 23 2016, 16:14

[quote name='მაქსიმუსა' date='Oct 21 2016, 22:20' post='348349']
giokupra
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12179
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1530
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9831
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9606
გადახედე ამ თემებს ჯერ, ნუ იჩქარებ რამის შეძენას, როცა რომელიმე ამა თუ იმ სანადირო ობიექტზე აპირებ ნადირობას, ის ჯერ უნდა შეისწავლო,შეისწავლო მისი ყოფაცხოვრების წესი, რაშიც დაგეხმარება ეს ფორუმი, მასში არსებული ინფორმაცია სრულიად საკმარისია ამისთვის, ამიტომ ნუ დაიზარებ კითხვას, იკითხე რაც შეიძლება ბევრი, ღამეებს ვათენებდი ხოლმე რამე რომ მაინტერესებდა ათეულობით გვერდების კითხვაში და ყოველთვის ვპოულობდი პასუხს, სანამ კითხვას დასვამ მანამდე გადახედე შესაბამის თემებს, დამერწმუნე იმაზე უკეთ ვერავინ გაგცემს პასუხს შენს კითხვაზე, როგორც ფორუმი.

მართალია ამ თემების ერთდროულად წაკითვის შემდეგ შენს გონებაში მოხდება დომხალი, მაგრამ გავა დრო გადახარშავს ტვინი და საჭირო მომენტში ამოგიტივტივდება თავში newsmile05.gif
გადავხედე და სწორედ მაგიტომ გამიჩნდა სურვილი იხვის საყვირის იდვის და მაინტერესებს თქვენ რასმირჩევდით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Oct 23 2016, 20:12

giokupra
ზევით რო ლინკი დადეს მეც ეგ მაქვს და მუშაობს მშვენივრად, ორ ენიანია, მაგ ფასად მაგაზე უკეთესს ვერ იყიდი, მაგას გირჩევ.

პოსტის ავტორი: giokupra Oct 23 2016, 23:37

გაიხარე მადლობა მაქსიმუს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Jan 3 2019, 00:30

პირველ რიგრში ყველას მოგილოცავთ შობაახალ წელს დაესწარით მრავალს. ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. და მზად ვარ დავეხმარო ყველა პატიოსან მონადირეს.
ახალ ჩანაწერებს დავდებდი მაგრამ რაც დავდე ყველა წაშალეს და რატო ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: alex77 Jan 3 2019, 18:17

DUCK CALLER

თუ რამე შეგიძლიათ იქნებ იხვი მოიყვანოთ საქართველოში ნორმალურად newsmile05.gif)) უკვე იანვარია (((

პოსტის ავტორი: assassin29 Jan 3 2019, 23:00

ციტატა(alex77 @ Jan 3 2019, 19:17) *
DUCK CALLER

თუ რამე შეგიძლიათ იქნებ იხვი მოიყვანოთ საქართველოში ნორმალურად newsmile05.gif)) უკვე იანვარია (((


ეგ სხვა ინსტანციაში უნდა ჩააწყოთ D.gif D.gif

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Jan 7 2019, 16:45

შესაძლებლობა რომ მქონდეს. ბევრ მონადირეს გავახარებდი. დიდ ტერიტორიაზე ხელოვნურად დაჭაობებულ ტყეს გავაშენებდი ყველანაირ პირობას შევქმნიდი იხვის მოსაშენებლად და მოსაზიდად. საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია სამაგისოდ. მაგრამ თავს არავინ იწუხებს ამისთვის ინვესტიციას არ დებენ. ვისაც ნაკრძალი აქვს ის მარტო ფულს იღებს და იხვის მოსაზიდად არაფერს აკეთებს. წელს ძალიან თბილი ზამთარია ყუბანის ოლქში. კრასნოდარში და როსტოვში თბილი ამინდებია გამოცხადებული მთელი იანვარი თებერვლის განმავლობაში რაც ხელს შეუშლის ჩრდილოეთის იხვის მიგრირებას კავკასიონის გავლით. ასე რომ წელს ჩაგვივარდა სეზონი. ზოგადად ამ ბლო დროს გაუარესდა სიტუაცია გლობალური კატაკლიზმების გამო. ყველაფერი ადამიანის ბრალია.

პოსტის ავტორი: alex77 Jan 7 2019, 20:03

გორში,მტკვრის ჭალაში ხიდისთავი-უფლისციხის მონაკვეთზე,სადაც ვნადირობ მთელი ცხოვრება და სადაც 'გავიზარდე',ისეთი რამეების შემსწრე ვხდები და ისეთ სავალალო მდგომარეობაშია აქაურობა რომ ტირილს დაიწყებ ადამიანი. არადა უმაგრესი ჭაობები და ტბორებია, წყალმცურავებითვის არის ოაზისი,პატარა ყულევია ფაქტიურად...გორშიც კი ბევრმა არ იცის ეგ ადგილები მარტო ადგილობრივებმა.... დღისით უკვე დრუჟბებით ჩეხავენ ყველაფერს,ნუ უფლისციხელი ნავტიკები ხომ მგონი მთელმა საქართველომ იცის,პაკრიშკები უკვე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის, ჯარისკაცებივით არის ჩამწკრივებული მტკვრის ნაპირებზე ამოთრეული პაკრიშკები...

ბევრი ვიფიქრე და ახლაც ვფიქრობ მაგ ადგილს მივხედო და მეურნეობა გავაკეთო ,მაგრამ დღეს ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული,რაც არ უნდა მოინდომო,რა ენთუზიაზმითაც არ უნდა იყო სავსე,ვინც არ უნდა შეაწუხო,- უფულოდ არაფერი არ გამოდის

პოსტის ავტორი: DUCK CALLER Jan 8 2019, 08:17

მარტო ფული არ შველის მაგ საქმეს. პატიოსანი ხალხი გინდა გვერდში ვინც არ მოგატყუებს და ჩუმად არავის შეუშვებს სანადიროდ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)