თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სანადირო ცხოველები და მათზე ნადირობის წესები _ კურდღელი

პოსტის ავტორი: A.x.O.t.N.i.K.a Jul 18 2012, 22:21


საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი.
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის

შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული.

კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება - მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 - 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს . მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები.
საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა, იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება.

კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს, საქართვეეოში ძირითადად ნადირობენ მდევრებით (ძაღლებით) და კვალზე ნადირობა(უძაღლოდ).

მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე მოსახერხებელი ადრიანი დილაა. როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს.
კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი.
კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა.
კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს.
რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით!
კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე.


ჩემი აზრით ერთ-ერთი აზართული მოსანადირებელი ცხოველი არი განსაკუთრებით უფრო სასიამოვნა არი მდევრებით ნადირობა კურდღელზე

newsmile027.gif ... წყარო http://www.hunters.ge/

პოსტის ავტორი: A.x.O.t.N.i.K.a Jul 18 2012, 22:27



ლინკი ტეგებში ჩასვი.

პატივისცემით: ჩელე.....

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 18 2012, 22:40

იცავს წითელი წიგნი ასე რომ არანაირი ნადირობა კურდღელზე newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Jul 18 2012, 23:07

hunter777
წითელი წიგნი როდის მერე იცავს კურდგელს? newsmile058.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 18 2012, 23:15

ციტატა(LeoTaso @ Jul 19 2012, 00:07) *
hunter777
წითელი წიგნი როდის მერე იცავს კურდგელს? newsmile058.gif


რაც საქართველოს წითელი წიგნი არსებობს მას მერე

პოსტის ავტორი: Davitus Jul 19 2012, 00:26

A.x.O.t.N.i.K.a

წყაროს არ მითითების გამო, გართხილება გაქვს! თუ არ მიუთითებ საერთოდ ბანს დაგადებ!

უამრავ საიტებზე ნაკოპირები მასალით აქ ახალი თემის გახსნა, ამ ფორუმის შეურაცყოფაა დ მეტი არაფერი!


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 19 2012, 00:32

A.x.O.t.N.i.K.a
კარგად დაიწყე. ტემპი არ დააგდო. საჭირო ინფორმაციას დებ. წითელი წიგნი და შეზღუდვა სხვა საქმეა. მიკვირს აქამდე რომ არ იდო ეგ ინფორმაცია.
აბა შენ იცი

ხო კიდევ, ბიჭებმაც მოგვწერეს, წყარო მიუთითე, თორემ ინფორმაციის მოპარვაში დაგვადანაშაულებენ.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 19 2012, 00:32

ჭალიმგელა

ისე, აქამდე რატომ ევრ მოვიფიქრეთ, კურდღელზე ნადირობის თემის გახსნა, ვერ ვმუშაობთ რა სათანადოდ D.gif ვაი ვაიი


რას უშვება ხალხს, უსეზონობა და ნოსტალგიები D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 09:08

ეხლა დავაკვირდი კურდღელზე რომ არაფერი გვედო D.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jul 19 2012, 09:47

ერთ შესწორებას შევიტან, მდევრებით ნადირობისას, გამთენიისას წვიმა კი არ არის მისწრება, ეგ პირიქით ღამის კვალს რეცხავს და მდევარს ფაქტიურად პოვნის შანსს არ უტოვებს, ასეთ დროს პოვნა უმეტესად შემთხვევით ხასიათს ატარებს, მარა დევნა მართლაც საუცხოვოა ხოლმე ,მერე ახალ ნაწვიმარზე, მისწრებაა ისეთი ამინდი როდესაც, წინა დღეს საღამოს პორზე იწვიმებს და მერე ცა მოიწმინდება მთელი ღამე.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 19 2012, 09:50

aragveli

მაგ პოსტის ავტორი საერთოდ კაცმა არ იცის ვინ არის და რაზე დაყრდნობით დაწერა ეგ მიკრო სტატია კურდღელზე.

ეგ დაკოპირებული პოსტია საიდანღაც, იმდენ საიტზე დევს რომ პირველ წყაროს ვერ მივაგენი


ავტორს ეტყობა გუგლის გამოყენება მაგრად დაუმუღამებია D.gif

პოსტის ავტორი: A.x.O.t.N.i.K.a Jul 19 2012, 11:25

ბატონო {დავითუს} ამ საიტზე ახალი წევრი ვარ როგორც ხედავთ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,გულით და სულით ბუნების და ნადირობის მოყვარული.

d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ალეკ ზმა ეგ მართალია აბა რა, თუ კოკისპირული წვიმა არი კვალს საერთოდ ვერ ნახავს ძაღლები,, ცვარიანზე არი რაც არი.

პოსტის ავტორი: nika2121 Aug 8 2012, 22:38

გუშინ ვესაუბრე გარემოს დაცვის სააგენტოს საიდანაც მივიღე ინფორმაცია ,რომ დაშვებულია კურდღელზე ლიცენზირებული ნადირობა,რისტვისაც მათ უნდა მიმართო განცხადებით.

პოსტის ავტორი: sabo73 Aug 8 2012, 23:43

ციტატა(nika2121 @ Aug 8 2012, 23:38) *
დაშვებულია კურდღელზე ლიცენზირებული ნადირობა,რისტვისაც მათ უნდა მიმართო განცხადებით.



კაი რააა. მერე ისენი მოგვცემენ რკოს, მივუტანთ ღორს და მოვკლავთ კურდღელს.............არა???????????????

და როის იქნება ეგ ამბავი, ჩვენ რომ მივმართავათ და ისენი რომ პასუხს მოგვცემენ?.........გავა სეზონი და მერე გენებართვა შეუძლიათ ხელმოწერისთანავე შეიკეთონ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 9 2012, 00:24

sabo73

ციტატა(sabo73 @ 9th August 2012 - 00:43) *
კაი რააა. მერე ისენი მოგვცემენ რკოს, მივუტანთ ღორს და მოვკლავთ კურდღელს.............არა???????????????

newsmile05.gif მგლის ამბავი გამახსენდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Aug 9 2012, 08:05

A.x.O.t.N.i.K.a კაი კაცი ხარ ძმა და მშვენიერი თემა გააცოცხლე. newsmile027.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 14 2014, 16:57


პოსტის ავტორი: ilara Feb 14 2014, 18:37

ია ძმაო პოტო მესმის xoshian.gif ულამაზესია.ჩემი აზრით უნდა შეილებოდეს კურდღელზე ნადირობა რადგან მონადირისათვის ერთერთი უმაგრესი სანადირო ობიექტია.ოღონდ შეზღუდვა უნდა იყოს და გამრავლებაშიც ხელი უნდა შეუწყოთ.ეს ჩემი დილეტანტური აზრი და სურვილია.

პოსტის ავტორი: dzirula Feb 15 2014, 10:54

Salami megobrebo. vegar gavige kurdgelze nadiroba sheileba tu ara. chemis cnobit ar sheileba da aq ewera 1 oqtombridan 31 ianvramde sheilebao da ki tu ara? chem sopelshi aris kurdgeli kai magrbm gdic aris newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 15 2014, 10:57

dzirula
აკრძალულია ყველაფერზე ნადირობა რაც საქართველოში ბინადადრობს !!!
კერძო მეურნეობაში კი ბატონო ინადირე რასაც შემოგთავაზებენ

ქართული შრიფტით წერე

პოსტის ავტორი: dzirula Feb 15 2014, 11:19

Qartuli shripti aramaq megobaro teleponit varxolme da tu adminebi ar miwkenen davwerxolme latinuri asoebit.

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 26 2014, 18:49


პოსტის ავტორი: ilara Feb 26 2014, 20:55

ცეკვავენ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 26 2014, 21:04

dzirula
რომელ სოფლიდან ხარ
კურდღელზე ნადირობა არ შეიძლება

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 26 2014, 23:08

ციტატა(ჰერცოგი @ Feb 26 2014, 22:04) *
dzirula
რომელ სოფლიდან ხარ
კურდღელზე ნადირობა არ შეიძლება


ისე მეც მაინტერესებს რომელი სოფლიდან ხარ? მე შროშიდან ვარ.

პოსტის ავტორი: dzirula Feb 26 2014, 23:31

Dzirulashi deduleti maq megobaro shroshas dabla sopelia. mand visrole pirveli hilzi 11 wliswin da mito davirqvi eg saxeli.

პოსტის ავტორი: ilara Feb 27 2014, 00:01

მე კიდე ლეღვანში მაქ დედულეთი უამრავი ნადირ ფრინველია იქnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 27 2014, 00:11

ჰერცოგი
PREDATOR
dzirula
ilara
სიდან ამხელა გაოფების ამბიცია სიდან ?? : newsmile090.gif

ჰერცოგი
გაახსოვს ???
რაიიი ??? ლაფართქაააა newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 27 2014, 01:06

ზახარა
აუ..მაგარი ვიდეოა. საღოლ ჭალო. D.gif
ბოდიში ბარემ შემომეოფა და მეც დავწერ. ბებია მყავდა ვერტყვიჭალიდანი. D.gif

პოსტის ავტორი: dzirula Feb 27 2014, 18:27

Ui mapatie dama ki vipiqre kurdglis tfmashi ro vwerdi chem sopelze magram ro mkitxes ki gaveci pasuxi. wavshli komptan ro movxvdebi, chem nawers gamovasworeb.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 27 2014, 18:35

ბოდიში გაოფებისთვის ისე კურდღელი ისე ცუდ დღეშია რომა რომა როდის ეშველება კაცმა არ იცის

პოსტის ავტორი: Hubert Feb 27 2014, 19:07

ცუდ დღეში კია მაგრამ თუ გატარდება ღონისძებები,ძალიან სწრაფად გამრავლდება ,მთავარია მტაცებელი შემცირდეს მაქსიმალურად და კურდღელს ვერ გამოლევ საქართველოში.


ისე ჩემს სოფელში ადრე სავსე იყო ტყე კურდღლით,ბოლო რამოდენიმე წელია ტურა მომრავლდა და კვალს ვეღარ ნახავ :( არადა ნაკრძალია ის ტერიტორია,ცუდი ისაა იქ ტურას არავინ ეხება და გულაობენ newsmile040.gif გადაძოვეს ყველაფერი ბლინ

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 22 2014, 23:38


პოსტის ავტორი: camaro Jun 5 2014, 09:13





როგორ ანადგურებს კურდღელს მელა :(

პოსტის ავტორი: Rey - Jun 5 2014, 09:21

აუ რა პატარები არიან :( დაეცადა ამ ჩემისას,გაზრდილიყვნენ ჯერ

პოსტის ავტორი: Davitus Jun 18 2014, 17:12

გუშინწინ წამომომიხტა კურღელი, ვიდეორეგისტრატორმაც დააფიქსირა, მარცხნიც დააკვირდით კარგად და მაღალი ხარისხით გაუშვით ვიდეო



პოსტის ავტორი: Rey - Jun 19 2014, 10:30

ურაა, კურდღელიიიიი,არსებობს თურმე და სულ არ გადაშენებულა newsmile05.gif

ისე რა მოხია ?. D.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Jun 19 2014, 10:36

ორი დღეა ვაკვირდები სადარი ვერ დავინახე.

პოსტის ავტორი: ჭაღარა Jun 19 2014, 10:38

ყურცქვიტა ^_^

ძირულა
თავიდანვეა, კარგად დააკვირდი ბუჩქების იქით

პოსტის ავტორი: Rey - Jun 19 2014, 11:03

მარცხენა მხარეს დააკვირდი. ბუჩქებში გარბის.

დენის ხის ბოძი რომაა იმის ძირიდან წამოვარდება.

პოსტის ავტორი: kupra Jun 19 2014, 17:06

მეც ორი დღე უყურებდი ამ ვიდეოს და ეხა დავინახე D.gif

პოსტის ავტორი: ძირულა Jun 19 2014, 21:13

ე აგერ ყოფილა პლანშეტში არ ჩანდა კომპში ეგრევე დავინახე კაი დიდი ყოფილა

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 14 2014, 21:10


პოსტის ავტორი: berdalioni Dec 17 2016, 21:19


კაი რააა. მერე ისენი მოგვცემენ რკოს, მივუტანთ ღორს და მოვკლავთ კურდღელს.............არა??????????


newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)