მე გამიკეთებია ბევრჯერ уха სახლის პირობებში მაგრამ არის ერთი რეცეპტი როდესაც მომზადების ბოლოს ნაკვერცხლიანი ჯოხით ამოურევ და ერთ ჭიქა არაყსაც ჩაუმატებ გამზადებულს, თუ გიცდიათ ეს მეთოდი და როგორია?
შალვა
...... უხა მაგრად მიყვარს, მაგრამ რეცეპტი არ ვიცი, იქნებ დამიწერო რაა, თან ყველა მეთევზეს გამოადგება ეგ რეცეპტი......
ამ თემაში დაწერეთ მხოლოდ თევზის მომზადების რეცეპტები, მაგ: უხა, შეწვა, მოხარშვა და ა.შ აბა თქვენ იცით,
ვინც რა იცით დაწერეთ. უფრო შეიკვრება თემაც და თან გვეცოდინება რომ აქ მხოლოდ თევზის რეცეპტებია
პ.ს. ოფებს მოვერიდოთ
http://www.radikal.ru
ესეც უხა. არის სვეტსკი უხა და რიბატსკი. ინგრედიენტები:
1. თევზი (შეიძლება თავებიც)
2. კარტოფილი
3. ხახვი
4. კამა
5. შავი პილპილი, მარცვალიც და ისეც
6. დაფნა
7. მარილი
8. ლიმონი
სვეტსკი ვარიანტში კამას და ხახვს ჭრიან და ისე ყრიან. რიბატსკიში მთლიანად აგდებენ.
კარტოფილი იჭრება კუბიკებად და ვყრით წყალში მარცვალ პილპილთან, მთლიან ხახვთან, კამასთან და დაფნასთან ერთად. კარტოფილი რომ სანახევროდ მოიხარშება ვყრით დაჭრილ თევზს, ან თევზის თავებს. (თუ თავებისგან აკეთებთ მეტი ხარშვა უნდა და ცოტა ადრე ჩაყარეთ) ბოლოს მარილი, ლიმონის წვენი და ცოტა დაჭრილი კამა.
მიირთვით გაამოთ. დააყოლეთ არაყი. ოჩოპინტრე არ დაგავიწყდეთ
პატივისცემით ჭალიმგელა
ხო ბევრნაირად აკეთებენ, ზოგი ტარხუნასაც უკეთებს. მე ხანდახან მთლიან სტაფილოს ვაგდებ ხოლმე
http://www.radikal.ru
ეს ტარხუნითაა. მარა გოიმობაა. უხა უნდა იყოს უბრალო
ამ თემაში დავწეროთ მხოლოდ თევზის მომზადების რეცეპტები, მაგ: უხა, შეწვა, მოხარშვა და ა.შ აბა თქვენ იცით, ვინც რა იცით დაწერეთ.
ვიტოს ვთხოვ თუ რამე მსგავსია თევზზე, აქეთ გადმოაგდე, უფრო შეიკვრება თემაც და თან გვეცოდინება რომ აქ მხოლოდ თევზის რეცეპტებია
პ.ს. ოფებს მოვერიდოთ
ჩემმა დამ იცის თევზის შეწვა ლიმონში და უნდა დავაზუსტო ეს რეცეპტი და მერე დაწერ, მანამდე თქვენ გაახურეთ..........
აი ჩემი თევზის შეწვის რეცეპტსაც გთავაზობთ:
ინგრედიენტები:
1. თევზი (სასურველია ფილე)
2. კარტოფილი
3. პომიდორი(უნდა იყოს მაგარი, ნაკლებ წვნიანი)
4. ყველი
5. მაიონეზი
6. მცენარეული ცხიმი, მარილი, ღვინო, შავი პილპილი, ოხრახუში.
ვიღებთ მაღალ ცხიმმოსმულ და გაცხელებულ ჟარონას, ვალაგებთ თევზის ფილეს(თევზზე მანამდე ვასხამთ ცოტაოდენ მშრალ თეთრ ღვინოს და ვაყრით მარილს), შემდეგ თხლად და მრგვალად დაჭრილ კარტოფილს, ასევე დაჭრილ პომიდორს, მოვაყრით გემოვნებით მარილს და შავ პილპილს, შემდეგ ზემოდან მოვასხამთ მაიონეზს და დავიყვანთ თხელ ფენად, და ბოლოში მოვაყრით დახეხილ ყველს(სულგუნით ჯობია) და შევდგამთ გაცხელებულ ღუმელში, როდესაც კერძი მომზადდება მოვაყრით წვრილად დაჭრილ ოხრახუშს!
მე ძალიან მომწონს და მაგარი გემრიელია!
გრიზლი
დორბლი მომადგა............ წესით მაგარი რამე უნდა იყოს, რა სასმელი უხდება ყველაზე მეტად?........
ჩელე
ეტიკეტით თეთრი მშრალი ღვინო მე პირადად კაი მაგრად ჩაცივებული ლუდით (აი ისეთით მაღალ ბაკალში რომ ჩამოასხამ და გარედან ჭიქას ორთქლი რომ მოადგება) მშვენივრად გეახელით
ბარაბულკა(ხონთქარი) ზეით. ზეთში შეწვით, შემდედ იმავე ზეთში მოთუშეთ წვრ. დაჭრილი პომიდორი.ხახვი.ნიორი, კამა,+ ცოტ-ცოტა სუნელები. თეფშზე დააწყვეთ თევზი მოასხით პომიდორი თავისი ძმაკაცებით და ასე ფენა ფენა სანამ არ დაგიმთავრდებათ ან ერთი ან მეორე. მარილი და წ იწაკა გემოვნებით
როგორ გავაკეთოტ კარასი ისე რომ ფხამ ნაკლებად შეგაწუხოთ, პრინციპში ნებისმიერ წვრილფხიან თევზზე ივარგებს ალბათ
რაღაც გადაცემაში ვნახე ამას წინათ: თევზი დასუფთავების შემდეგ უნდა დაისეროს და რამოდენი მეხაზით სუგანეზე
და შეიწვას ბევღ ზეტში სანამ კარგ კორკას არ გაიკეთებს, თურმე ცხელი ზეთი ხრუკავს ფხას და პირში კნატინებ ისე რომ აღარ გეჩხირება,
კიდევ ის გამიგია რომ 1 გამით უნდა დაამარილოო კარგადო და მაგ შემთხვევაშიც ფხას რაღაც ემარტებაო
დაზუსტებულად არც ერთი არ ვიცი, ხომ არ გიცდიათ ვინმეს?
კი მე მასეთ თევზებს(ხშირათ კარასებს) ეგრე ვწვავ და კმაყოფილი ვარ,ვერ ვიტან ძაან ძვლიან თევზებს, დამარილებით სილიოტკას ვაკეთებ და ეგეც კარგად გამოდის
ხო კარასზე მეც გამიგია ეგრე სერავენ და წვავენო, ისე გამიგია კატლეტსაც კი აკეთებენო, შემთხვევით ხომ არ იცით როგორ კეთდება ან ხომ არ დაგიგემოვნებიათ ვინმეს როგორია?
კი მე ქაფშიას(ხამსას) კატლეტი მაქ ნაჭამი, ჩვეულებრივად,მის ძვლიანად გაატარებთ,შემდეგ საკატლეტე იგრედიენტებს შეურევთ, და როგორც კატლეტის მასას ისეთს მიიღებთ, შემდეგ შეწვავთ და ვერც კი იგრძნობთ რომ თევზის კატლეტს წვავთ
ისე ბიჭებო მე მაქ ნაჭამი პატარა ღორჯოს კატლეტი,აი როგორც ამოიღებ სადოკიდან გადაავლებ წყალს და გაატარებ კატლეტის მანკანაში(გამოუშიგნავად)
ასეთი გმრიელი კატლეტი არმიჭამია კარგი ხანია
გუშინ საპატრიარქოს TV-ზე ლაზებზე იყო გადაცემა, იქ ქაფშია (ხამსა) შეწვეს მწვანილთან და ფქვილთან ერთად ზეთში, კარგად ვერ მივუსწარი (ხუმრობით ლაზური პიცააო ამბობდნენ) რეცეპტს , ხომ არ გიყურებიათ ან რეცეპტი ხომ არიცით სრულად?
შალვა
მე უყურე მაგ დადაცემას, რეცეპტი არ უთქვიათ, ის ქალი ამბობდა რომ დასუნელებული და მწანილ ნარევი იყო, მგრა კი გამოიყურებოდა,
კარტოფილივით შეწვა, პირდაპირ დაყარა ტაფაზე
ვიტო
აი სუნელიც დაემატა, მემგონი რეცეპტი სრული უნდა იყოს, ფქვილი ხორბლისაც და სიმინდისაც შეიძლებაო. რეცეპტი: გასუფთავებულ ქაფშიას ბლომად მწვანილს დავაჭრით, სუნელებს და ფქვილს დავაყრით, მარილს დავუმატებთ, კარგად ავურევთ და გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვავთ.
შალვა
მე რაც უყურე ეგრე ორივე მხრიდან არ შეუწვია, იმენნა კარტოფილივით დაყარა ტაფაზე, მაგდენ თევზს სათითაოდ რა ამოაბრუნებს, შეიძლება პიცას რატო ეძახიან იცი, რომ დაყრიან და თანაბრად გაასწორებენ ტაფაზე შეწვის დროს ეკრობა ერთმანეთს და რომ დაიბრაწება ჭადივით ტრიალდემა მთელი მასა
მომშივდა
გრიზლი
ქაფშია არ იყო არ არი მაგის სეზონი, სამაგიეროდ შავთვალა კეფალი(ლაბანი) ავითვისეთ კარგად იხ. ლოთობებში.
შალვააა...შენ კიდე ფხიზელი ხარ კაცოოოოო....დიდი თევზი რეცეპტები მე არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში ერთადერთხელ ისე მომეწონა თევზი გადავირიე ლამის....სიონზე, შამაია დავიჭირეთ საკმაოდ(რამდენიმე წლის წიინ) გამოვასუფთავეთ....კარგად გავრეცხეეთ... გულ-მუცელში ჩაულაგეთ მწვანილები..(ქინძი.პეტრუშკა) დაჭრილი ხახვი,.. მარილი თვალზომით....და გავახვიეთ ფოლგაში..ჩავდეთ ნაკვერჩხალში...არ ვიცი რა მოხდა..ეტყობა ბოლის სუნი აიკიდა, მაგრამ ეგეთი გემრიელი დიდი ხანია არაფერი გამისინჯავს...ბუნება და იქვე მომზადებული ნადავლი...განსაკუთრებით მაგარიააააა.....
ერთხელ ალგეთზე ვიყავით და ჩემმა მეგობარმა ასე შეწვა თევზი:
ბელუგის ნაჭერი გვქონდა (ალბათ სხვა თევზის შეწვაც შეიძლება მასე), აიღო ეს ბელუგის ნაჭერი და დასერა დანით (ხორცის მხრიდან), მოაყარა მარილი და დადო დიდ დაცერილ ქვაზე კანით ქვისკენ, დანთებული ცეცხლიდან სადღაც 15-20 სანტიმეტრის დაშორებით. მეტი არაფერი არ უქნია. ხოდა, ეს ბელუგა ისეთნაირად შეიწვა, რომ მთელი წვენი დარჩა შიგნით. გემრიელი იყო ძალიან.
მოკლედ საქმე ლაპარაკის სანაცვლოდ. ბოლო ბოლო მოვამზადეთ უხა ერთობლივათ.
თან გამოუცდელებისთვის რიგით მივყვები:
1. მოამზადეთ ქვაბის (ჩოინის) დასადგამი ორკაპები, აუცილებლად 3 ცალი. მესამე იმისტვის რომ ცეცხლიდან გადადგა საჭიროების შემთხვევაში. ორკაპი და საყრდენი სარი აუცილებლად ნედლი უნდა იყოს.
http://www.radikal.ru
2. აუცილებლად იქონიეთ დასაჭრელი დაფა. საჭიროების შემთხვევაში დაჭრით, იხმართ როგორც ლანგარი, ან პატარა მაგიდა. მანქანაში დიდ ადგილს არ იკვებს და ძალიან პრაქტიკულია
http://www.radikal.ru
3. აგრეთვე გამოსაყენებელია ესეთი კონტეინერი ბატონ ნოსოს რომ უჭირავს. ბოსტნეულის შენახვის გარდა გამოიყენება სალათის მოსამზადებლად და თევზის დასამარილებლად (მაგალითად შამაიასი)
http://www.radikal.ru
4. ინგრედიენტებზე არაფერს ვამბობ, უკვე ვისაუბრეთ. მზა უხას გადაუღეთ სურათი
http://www.radikal.ru
5. თუ უხას გადაუღეთ სურათი, გადაუღეთ უხა მეგობრებს
http://www.radikal.ru
ესეც ასე. შედევრის ავტორები: ნოსო, ვიტო, დაჩი, ჰერცოგი და ჭალიმგელა.
საპახმელიო! სელდი დიდ ქილებში რომ არის(სელიოდკა) გავასუფთავებთ ძვლებისგან და კანისგან, და დავჭრით (საჩანგლეთ) მოვათავსებთ თასში დავუმატებთ იგივე რაოდენობით(წონა) დაჭრილ მჟავე კიტრს, 2 თავ ხახვს, ზეითუნის ზეთს, დავაწურავთ 1 ლიმონს, დაფქ. შავი წიწაკა, კურკა გამოცლილი და დაჭრილი ზეთის ხილი(შავი), მწვანილი(დაჭრილი) და ყველაფერი ეს აურიოთ ერთმანეთში, შემდეგ კართოფილი კანიანად მოვხარშოთ, გაუფცქვნელად დავჭრათ მრგვალად და შევწვათ ზეთში (კართოფილი გარნირის პონტშია) შავი პური, ცივი ლუდი და ორაყი, დამიჯერეთ ისეთია მკვდარს გააცოცხლებს!
მე დიდი კულინარი არ ვარ მაგრამ რაგაცეების გაკეტება შემილია,შეილება ყველამ იცით,თევზს ვწვავ კაკლის ფოთოლში და მაგარი გამოდის გირჩევთ ვისაც არ გიცდიათ ცადოთ !!!
და კიდევ 1 შეწვას რაც შეეხება თუ როგორ უნდა მივხვდეთ იდიალურ შესაწვავ ტემპერეტურას და რა სიმაგლეზე უნდა შევწვათ ცეცხლი იქნება თუ ნაკვერჩხალი: იდიალური დაშორება არის ის სადაც ხელს გავაჩერებთ 5 წამის განმალობაში ცეცხლზე ან ნაკვერჩხალზე!
კატლეტს აჭარაში ხამსიისგან აკეთებენ მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ხამსიის ბევრი სხვა უფრო გემრიელად მომზადების წესი არსებობს, თუნდაც იგივე დამარილება
მეც გაგიზიარებთ თევზის მომზადების ერთ ერთ ვარიანტს, რომელსაც ,,თევზი ფოლგაში" ჰქვია, მაშ ასე:
ე.ი. ვიღებთ თევზის ფილეს, კარგად გასუფთავებულს და ფხებგაცლილს და გემოვნებით ვამუშავებთ მარილში და პილპილში, რამოდენიმე კბილ ნიორს ვჭრით შუაზე და ფილეში კარაქის ნაჭერთან ერთად ვახვევთ, კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ზეითუნის ზეთიც, თუ არის საშუალება ფილეს ასევე ვამატებთ გატარებულ ნიგოზს გემოვნებით, ვამატებთ ცოტაოდენ ქინძს და ოხრახუშს (ბევრი არ უნდა) შეიGძლიათ იხმაროთ ცოტა ღვინოც, მთელ ამ მასალას ვახვევთ ფოლგაში, ვუკრავთ მხარეებს და ვამზადებთ შესაწვავად.
ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა კარგი (ძლიერი) ნაკვერჩხალი. მოკლედ უნდა ამოითხაროს ორმო და ამ ორმოსი ინთება ცეცხლი, როდესაც შეშა დანაკვერჩხლდება, ორმო განთავისუფლედება ნაკვერჩხალისგან და ორმოში თავსდება ფოლგა ფილეთი, ორმოში მოტავსების შემდეგ ფოლგა მთლიანად უნდა დაიმალოს ნაკვერჩხალში, ანუ ორმო ნაკვერჩხალით უნდა შეივსოს. გადის 10 წუთი (მეტი არ არის საჭირო), ვათავისუფლებთ ორმოს ნაკვერჩხალისაგან, ვიღებთ ფოლგას თევზის ფილეთი და ნელ ნელა ვხსნით ფოლგას.
ვღებულობთ ფოლგაში ჩათუთქულ თევზის ფილეს, რომელსაც აი რომ გასინჯავთ, კომენტარები მერე გააკეთეთ
მე ვჭამე რვაფეხა საბერძნეთშიძალიან გემრიელია დამიჯერეთ
ნიკაP&A
მე რამდენადაც ვიცი, ნაღდი უხა, მინიმუმ 2 სახეობა თევზისგან მაინც უნდა გაკეთდეს, საზანი შეიძლება, მაგრამ გააჩნია მეორე თევზი რა იქნება, ხორცის ცხიმიანობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ორაგულის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია, და სპეციფიურ გემოსაც აძლევს... ალბათ ორაგულთან ერთად კაი იქნება
ნიკაP&A
ძალიან მაგარი გამოვიდა შაორზე (ჩემს მიერ) გაკეთებული უხა,რომელიც საზნისა და კარჩხანის კომბინაციით იყო,ასევე ქარიყლაპიის უხააა რაღას ზღაპარი.
და ზოგი როგორ აკეთებს ზოგი როგორ?
მე მაინც უფრო მიზიდავს ზღვის თევზი რომაა შიგ გაშვებული და რუსებს, იქიდან გამომდინარე რომ ზღვის პროდუქტი უჭირდათ,მდინარის თევზისგან გააკეთეს უხა
არაფერი სუნი მე არ მიგრძვნია და ვერ გეტყვი მაგაზე ვერაფერს
ნიკაP&A
რავიცი ნიკა,არაფერი სერიოზული რეცფტი არ მქონდა,თევზი გარეცხილი დაჭრილი,ხახვი,ნიორი,დუშისტი პერეცი,მცვანილი და წავიდა კარგი უხაშეიხედეთ შაორის თემაში ფოტო მასალა არისხოდა გადაცემა დაიდება ამღეებში და იქ ნახავთ შუკით გაკეთებულ უხას.(ჩემს მიერ)
ნიკაP&A
არა ,პირიქით, საერთოდ არააქ ცხიმი.ყოვეშმეთხვევაში 4 კილომდე,უფრო დიდი არ მინახავს!!!
ნიკაP&A
ტრადიციაცაა და მოქმედებს რაღაც უსიამოვნო სუნის ამბავზე,მაგრამ დიდი არსებითი მნიშვნელობაქ არააქ.
ნიკა კარგი იქნება ერთი 2 დღიანი მოვართლაღ ჩვენ რა1 კარ ფიშინგი და მერე 1 შუკა და მისი უხაც რა
ისა და კარასი როგორია სა-უხედ?
Power_VANO
შემდგენლობაში კარგია,მაგრამ მარტო უხა არ გაკეთდება,იქნება კარასის სუპი
მერე ნიკა ორაგული რო გექნება იქ კარას უზავ??
T A M P L I E R
რაც უფრო მეტ თევზს ჩახარშავ,მით უკეთესი!!!ოღონდ არ უნდა ჩაშალო!!!
ლოქოს უხა როგორია ნეტავ?
ლოქოს , ორაგულს, ზუთხს დასხვა ამ დონის თევზს უხაზე არ აცდენენ (ცუდი ნაღდად არ იქნება) რაც შეეხება ბოლოს 200-300 გრამი არაყის ჩამატებას არ გირჩევთ, 50გრ სავსებით საკმარისია, რეცეპტები ამ თემის დასაწყისშია ჩემი და ჭალიმგელას რეცეპტიც მახსოვს იყო , ისე განმეორება ცოდნის დედაა კარასი შეიძლება სხვა რომელიმე ცოტა ცხიმიან (ან ცხიმიან) თევზთან ერთად, ოღონდ კარასი პირველად უნდა ჩახარშოთ მთლიანად, ძვლები ამოიღო და ამის შემდეგ ჩავუშბათ ნახარშში სხვა თევზი.
შალვა
შალვა საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებ ვიცი რომ გაინტერესებს
.Подготовка рыбы к копчению
Коснусь нескольких вариантов подготовки рыбы к копчению. Обычно я делаю так:
Приехав с рыбалки, вечером, я откладываю рыбу, которую собираюсь закоптить, промываю ее. В емкость (обычно у меня это нижний поддон холодильника) засыпаю на дно крупной соли, выкладываю рыбу, и засыпаю ее сверху так же крупной солью. Если рыбу выкладываем несколькими слоями, то каждый слой так же пересыпаем солью. Сверху необходимо положить гнет, что бы выдавить воздух из брюшек рыбы. Емкость кладу в холодильник до утра. Утром перед работой, вытаскиваю рыбу, промываю проточной водой и подвешиваю подсохнуть. Придя с работы, снимаю рыбу и иду в гараж коптить.
Быстрый способ природе можно использовать быстрый способ.
Так я делал только лещей. В любой емкости развожу крепкий рассол, но что бы соль полностью растворилась. Беру шприц на 20 куб. набираю его и в каждую рыбу ввожу по два шприца, один в брюшко, другой по спинке небольшими порциями. И сразу в коптилку. Если коптилки нет, то можно завернуть в фольгу и положить на угли, в результате получается очень вкусная закуска .
Рецепт: Налить воды в емкость, в которой будет мариноваться рыба. Воду посолить. Концентрация соли в воде определяется следующим образом: бросить в рассол сырую нечищеную, но предварительно помытую картофелину. Если картофелина всплывет, значит концентрация соли в воде нормальная, если картофелина не всплывает, следует добавить соли до всплытия картофелины.
Рыбу отчистить от жабр и потрохов. Чешую чистить не надо. Приготовленную рыбу замочить в рассоле. Для рыбы весом в 1кг она должна пролежать в рассоле 3 часа. Можно просто натереть рыбу солью.
Через 3 часа достать рыбу из рассола. Дать стечь рассолу. Для этого подвесить рыбу на 1,5 - 2 часа.
Разложить рыбу равномерно на сетке коптильни. Коптить около 40-60 мин.
ჭალიმგელა
გამარჯობა მეგობარო,თქვენი სტატია ვნახე შემთხვევით :თევზის მომზადება ტბის ან მდინარის პირას: მანდ რომ გაქვს ერთ-ერთ სურათში თევზები და დანა დევს მაგ სურათში,ზალიან გავს ცხონებული ბაბუაჩემის ნაქონ დანას,თუ შეიძლება მიტხრა მაგ დანის კოდი ხუტიანები უნდა ერიოს 1 ან 2 ცალი და ტყავის ჩასადები ქონდა,ტუ ეგ დანაა მიტხარი ტანხა და გადაგიხდი მეგობარო ეგ დანა წლებია დაკარგულია ოჯახიდან,ან გაგიცვლი დანაში . skype: ambako.ambako
ძალიან გამიხარდება თუ შემეხმიანები,მადლობა წინასწარ.კონსტანტინე
შავ ტარიანი დანაა, ამ თემაში მე 2 გვერძე დაჭრილ თვზთან ერთად არის დაფაზე, ძლიან გთხოვ გამირკვიო.მადლობა
http://www.radikal.ru
ალბათ ამ დანაზეა საუბარი. ეს გავრცელებული მოდელია. საბჭოთა კავშირის დროს ბევრი შემოდიოდა
ჩემი არ არის სამწუხაროდ თორემ ნომერს ვნახავდი. იქნებ პატრონი გამოგვეხმაუროს და ნომერსაც ნახავდა
კი ეგ დანა არის,კაი ძმა დიდი მადლობა ყურადღებისთვის.იქნებ მართლა შემომეხმიანოს ამ დანის პატრონი:skype ambako.ambako
ან თუ ვინმეს გაქვთ ზუსტად ესეთი დანა თქვენც შემეხმიანეთ.მადლობა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)