თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ კამბალა

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 20:01

მოკლედ, მაქვს 1 ცალი კამბალა, გაყინული. ნაყიდიაო გუდვილში.

ვნახე მაცივარში, გამოვიღე იქიდან და ახლა დავდე მაგიდაზე რომ გადნეს.


მაინტერესებს, როგორ მოვამზადო? რამე სპეც რეცეფტი უნდა? თუ პირდაპირ ფქვილში ამოვავლო და ტაფაზე? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 20:15

Power_VANO
ჩემ რეცეპტს გეტყვი. მე ვაკეთებ შემდეგნაირად:

ვიღებ სიმინდის ფქვილს, შეიძლება პურისაც აიღო, მაგრამ სიმინდში ამოვლებული
კარგ "კორაჩკას" იკეთებს. აიღებ სვანურ მარილს, ცოტა ბლომად შავ წიწაკას და კარგად გადაურევ.
მერე იღებ კამბალას, ჭრი სასურველ ზომებად, კარგად ამოვავლებ ფქვილში, ოდნავ ჩამოფერთხავ
ზედმეტისაგან და ეგრევ ზეთიან+ერბოიან ტაფაზე კარგად შეფიცხინებამდე, ცხიმი ცოტა ბლომად უნდა.

გამზადებულს უკვე რაც გინდა ის უქენი, გარნირად ძალიან მომწონს კარტოფილის პიურე,
ან კიდევ მაიონეზის ბაჟეში ვდებ, ოღონდ ბაჟეში თუ ჩადებ ეცადე ცხელივე ჩააწყო და
ტაფაზე რა ცხიმიც დარჩება ისიც შიგნით ჩაასხა, თუ უბრალოდ რამე გარნირთან დააყოლებ
ბევრი ლიმონის მოსხმა არ დაგავიწყდეს თეფშზე გადმოღებისას.

თუ ბაჟე გადაწყვიტე რეცეპტს დაგიწერ თუ გნდა

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 20:23

ვიტო
გაიხარე, წავიმზარეულებ ახლა newsmile035.gif

ოღონდ სვანური მარილი არ მაქვს და ერბო არ მაქვს.

სვანური მარილის ალტერნატივად რა შეიძლება გაკეთდეს?

და ერბოს არქონის შემთხვევაში მეტი ზეთი რომ ვუქნა?


აი კაკრაზ პიურეც მაქვს სახლში და იმას მივაყოლებ გარნირად newsmile05.gif

ჰო, მართლა, გემრიელი თევზია? პირველად ვჭამ კამბალას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 20:54

Power_VANO
სვანური მარილი თუ არ გაქვს მაშინ სხვა სუნელიც რომ დაგისახელო
ისიც არ გეექნება, ამიტომ შეეშვი და მარტო შავი პილპილი ჩაიჩვი, ან თუ გინდა
შავი პილპილი პირდაპირ ტაფაზე რომ დადებ მერე დააყარე ზევიდან.

ერბო თუ არ გაქვს იქნება ცოტა კარაქი გქონდეს, ეგეც თუ არ გავქს მარტო ზეთი და მისი ჯანი newsmile05.gif

ციტატა(Power_VANO @ 24th October 2010 - 21:23) *
ჰო, მართლა, გემრიელი თევზია? პირველად ვჭამ კამბალა

გაყინული ახალამოყვანილის გემოზე ვერ იქნება მაგრამ უკმაყოფილო არ დარჩები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 20:56

კი, კი, სუნელები არის სახლში, სვანური მარილის კოლოფი აღმოჩნდა ცარიელი უბრალოდ newsmile05.gif
შეიძლება სხვა სუნელი, რომელსაც მეტყვი, იყოს newsmile05.gif


მოკლედ, დიდი მადლობა ვიტო რეცეპტისთვის, თავიღა დარჩა გაყინული ამას, ესეც გაუდნეს და ავკუწავ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 20:58

Power_VANO
დანდური არის ეგეთი სუნელი რომელიც შენ არ გექნება newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 20:59

ჰოო ეგ ნამდვილად არ მაქვს newsmile035.gif

მხოლოდ შაპი პილპილი მაშინ.

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 24 2010, 21:23

ვიტო PM ნახე რა newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)