თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ სანამ კუდრღელსს მოვამზადებთ...

პოსტის ავტორი: 919 Jul 29 2009, 21:40

კულინარიაც მიყვარს... newsmile091.gif
რაც კურდღელს შეეხება. პირველ რიგში, როგორც კი მოვინადირებთ
ყურცქვიტას ცერა თითი დავაჭიროთ მუცლის ქვედა ნაწილში და გამოვწუროთ
შარდი უკანასკნელ წვეთამდე.
იქვე გირჩევთ გაატყავოთ, დაცალოთ სისხლისგან მსხვილი სისხლძარღვების გადაკვეთით
(მაგ.: საძილე არტერიები და ქვედა კიდურების ვენები/არტერიები) შემდეგ გამოშიგნოთ
და თუ წინდახედული მზარეულიც ხართ, არ დაიშუროთ სვანური მარილი მუცლისა და გულმკერდის ღრუებში
ამოსათითხნად. იქვე თუ ჭინჭარიც მოიკრიფება ხომ მთლა უკეთესი! ისიც მუცელში ჩაუტენეთ.
რაც შიგნეულობას შეეხება - გულ/ღვიძლია მაგ ცხოველის დელიკატესი.

შემდეგ, გინდ არაჟანს მიეცი გინდ მაწონს და გინდ თეთრ ღვინოს ბურთი და მოედანი,
უკაცრავად - ძვალი და რბილი.

თოხლაობის სმაილიკი ვერ ვნახე ტო...

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 2 2009, 22:09

ეუფ მაი კაი რამე დაწერე ახლა შენ ყურცქვიტა მომინა ეხლა ორ შამფურზე წამოგებული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Nov 18 2009, 12:37

ინტერნეტში გადავიკითხე ლიტერატურა კურდღლის მომზადებასთან დაკავშირებით, იქ წერენ რომ კურდღელს მონადირების შემდეგ დრუნჩი უნდა გაუჭრა და ისე დაკიდო სისხლისაგან დასაცლელად, შემდეგ 1-2 დღე გაუტყავებლად შეინახო გრილ ადგილას (ამ დროში ხდება თურმე რაღაც ნივთიერებების დაშლა, რაც ნანადირევს უფრო გემრიელს ხდის)
მაგრამ მე მაინტერესებს თუ ერთი საფანტი მაინც აქვს შესული მუცლის ღრუში ვითომ არ აყროლდება?

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 10 2010, 09:53

თუ ნანადირევი ყურცქვიტა, სახლამდე მიგყვათ და ნადირობის დამთავრებისთანავე, არ აღმოჩნდა თქვენს მუცელში. მაშინ გირჩევთ, გატყავების ნაცვლად გაპუტოთ( ისევე როგორც ქათამი, მდუღარე ქყალში). ადვილი გასაპუტია და არ ჭირდება დიდი ძალისხმევა.

შემდეგ შეაპიწკინოთ, გინდათ შამფურზე და გინდათ ღუმელში. როგორც შემწვარი გოჭი, ისე კნაწუნობს კურდღლის კანიც.


ეხლა დორბლი მოიწმინდეთ და შეძლებისდაგვარად მშვიდად დაელოდეთ, სეზონის გახსნას. vot-tak.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 10 2010, 11:04

მართალინ ხარ საბო!! ეგრე ვაკეთებ მეც მაგრამ ეს არავისგან არ მისწავლია უბრალოდ მომიხდა რო გასცვივდა ბალანი ხელით მშრალზე ძალიან ადვილად! თან გატყავების დროს გინდა არ გინდა ეკრობა ბალნი მაინც ხორცს და არ მომწონს ხოლმე ეგ ამბავი!
თან თუ შეეცდებით რომ არ გარეცხოთ ხორცი და ისე მოამზაოთ ბევრად გამრიელი გამოდის!
მოგეხსენებათ რომ ნანადირევის ხორცი უხეშია მაგრია მაინც დ ამის მოსაგვარებლად შესანისნავია დაბსტურმება, მაიონეზში ან მაწონში ან სმეტანაში და მერე შეწვა! დაბასტურმების პროცესი რამდნეიმე საათია მაცივარში ემალის ჭურჭელში უნდა ჩაალაგოთ ხორცი და მერე მაწონი ან მაიონეზი ან სმეტანა მოასხათ. ძალიან მაგარი რამე გამოდის. რაც დიდზანსაა დასაბასტუმრებლად დატოვებული ხორცი მეთ რბილი და გემრიელი გამოდის! რძის ნაწარმში არსებული ორგანული მჟავები დადებითად მოქმედებენ ხორცის საგემოვნო თვისებებზე და არბილებენ კიდევაც მას!

პოსტის ავტორი: დიტო Jun 10 2010, 15:00

ერთსაც დავამატებ კურდღელი კარგად იპუტებ ცხელ სოდიან წყალში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 19 2016, 06:20

ამ დილაადრიან კინაღამ დამახრჩო ნერწყვმა და ერთი კარგი რეცეპტიც გამახსენდა: მოხარშულ კურდღელს წყალი გადაუწურეთ(არ გადაღვაროთ) ცოტა ცხიმი დაამატეთ და დაბრაწეთ ქვაბშივე. კარგად რომ დაიბრაწება, ხახვი ჩაამატეთ და მოშუშეთ ხორცთან ერთად. შემდეგ ისევ დაასხით გადაწურული წვენის ნაწილი და შეანელეთ მარილით და წიწაკით გემოვნებით. თითებს ჩაიკვნეტთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)