თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ თევზის მომზადება ტბის ან მდინარის პირას

პოსტის ავტორი: შალვა May 27 2009, 15:55

მე გამიკეთებია ბევრჯერ уха სახლის პირობებში მაგრამ არის ერთი რეცეპტი როდესაც მომზადების ბოლოს ნაკვერცხლიანი ჯოხით ამოურევ და ერთ ჭიქა არაყსაც ჩაუმატებ გამზადებულს, თუ გიცდიათ ეს მეთოდი და როგორია?

პოსტის ავტორი: ჩელე May 27 2009, 17:23

შალვა
...... უხა მაგრად მიყვარს, მაგრამ რეცეპტი არ ვიცი, იქნებ დამიწერო რაა, თან ყველა მეთევზეს გამოადგება ეგ რეცეპტი......

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 27 2009, 20:37

ციტატა(ჩელე @ May 27 2009, 05:23 PM) *
შალვა
...... უხა მაგრად მიყვარს, მაგრამ რეცეპტი არ ვიცი, იქნებ დამიწერო რაა, თან ყველა მეთევზეს გამოადგება ეგ რეცეპტი......

მეც მაგრად მევასება არადა გაკეთება არ ვიცი.. ბებიაჩემი კი მიკეთებს მაგრამ ეგ უფრო თევზის სუპია newsmile035.gif თუ ვინმე დაგვიწერს რეცეპტს მაგარი იკნება newsmile05.gif http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 28 2009, 09:20

ამ თემაში დაწერეთ მხოლოდ თევზის მომზადების რეცეპტები, მაგ: უხა, შეწვა, მოხარშვა და ა.შ აბა თქვენ იცით,
ვინც რა იცით დაწერეთ. უფრო შეიკვრება თემაც და თან გვეცოდინება რომ აქ მხოლოდ თევზის რეცეპტებია

პ.ს. ოფებს მოვერიდოთ


http://www.radikal.ru
ესეც უხა. არის სვეტსკი უხა და რიბატსკი. ინგრედიენტები:

1. თევზი (შეიძლება თავებიც)
2. კარტოფილი
3. ხახვი
4. კამა
5. შავი პილპილი, მარცვალიც და ისეც
6. დაფნა
7. მარილი
8. ლიმონი

სვეტსკი ვარიანტში კამას და ხახვს ჭრიან და ისე ყრიან. რიბატსკიში მთლიანად აგდებენ.
კარტოფილი იჭრება კუბიკებად და ვყრით წყალში მარცვალ პილპილთან, მთლიან ხახვთან, კამასთან და დაფნასთან ერთად. კარტოფილი რომ სანახევროდ მოიხარშება ვყრით დაჭრილ თევზს, ან თევზის თავებს. (თუ თავებისგან აკეთებთ მეტი ხარშვა უნდა და ცოტა ადრე ჩაყარეთ) ბოლოს მარილი, ლიმონის წვენი და ცოტა დაჭრილი კამა.
მიირთვით გაამოთ. დააყოლეთ არაყი. ოჩოპინტრე არ დაგავიწყდეთ
პატივისცემით ჭალიმგელა

პოსტის ავტორი: შალვა May 28 2009, 11:26

ციტატა(ჩელე @ May 27 2009, 05:23 PM) *
შალვა
...... უხა მაგრად მიყვარს, მაგრამ რეცეპტი არ ვიცი, იქნებ დამიწერო რაა, თან ყველა მეთევზეს გამოადგება ეგ რეცეპტი......

ამბობენ რამდენი მეთევზეც არის იმდენი უხის რეცეპტიც არსებობსო, აი ჩემი რეცეპტი: 1. ადუღებულ წყალში ჩავყრით თევზის თავებს და კუდებს და ვაცლით სანამ არ ჩაიშლება, დარჩენილ ძვლებს ქაფქირით ამოვიღებთ და გადავყრით, ჩავყრით: ხახვს, კართოფილს , ბულგარულს , სტაფილოს,ნიორს, შავი პილპ. მარცვლ., სურნელოვანი პილპ. მარც, მწვანილი ცოტ-ცოტა ყველანაირი, მარილი, ამ ყველაფრის მოხარშვის შემდეგ გავსინჯავთ მარილიანობას, თუ კარგად აქვს ცოტას კიდევ დავუმატებთ და თევზს ჩავყრით, როგორც კი თევზი მოიხარშება 50-70 გრამ არაყს ჩავასხამთ და ეგ არის. გახსოვდეთ უხა ახალ დაჭერილი მდინარის ან ტბის თევზით მზადდება!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 28 2009, 11:47

ხო ბევრნაირად აკეთებენ, ზოგი ტარხუნასაც უკეთებს. მე ხანდახან მთლიან სტაფილოს ვაგდებ ხოლმე
http://www.radikal.ru
ეს ტარხუნითაა. მარა გოიმობაა. უხა უნდა იყოს უბრალო

პოსტის ავტორი: შალვა May 28 2009, 12:17

ციტატა(ჭალიმგელა @ May 28 2009, 11:47 AM) *
ხო ბევრნაირად აკეთებენ, ზოგი ტარხუნასაც უკეთებს. მე ხანდახან მთლიან სტაფილოს ვაგდებ ხოლმე
http://www.radikal.ru
ეს ტარხუნითაა. მარა გოიმობაა. უხა უნდა იყოს უბრალო

ტარხუნაზე 100% გეთანხმები, ძალიან ძლიერი არომატი აქვს და გემოს აკარგვინებს, უბრალოც მართალია, უხა ჩრდილოელების კერძია მაიცდამაინც რუსები ნუ იბრალებენ ანალოგიურ კერძს ამზადებენ ფინელები, ნორვეგიელები, გერმანელები ბალტიის პირელები და ........... იქაური კულინარია მაიცდამაინც არ გამოირჩევა შედევრებით, მაგრამ ენერგეტიკას მაგრად აქცევენ ყურადღებას, შეიძლება ითქვას რომ უხა ერთად ერთი კერძია (ნახარში) რომელიც ყველა ასაკის ადამიანისათვის სასარგებლოა ,განსხვავებით სხვადასხვა სახის ბულიონებისა(ქათამი, ხორცეული).p.s. მე სოკოც ვცადე (გამმხმარი) არაუშავდა.

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 2 2009, 00:15

ამ თემაში დავწეროთ მხოლოდ თევზის მომზადების რეცეპტები, მაგ: უხა, შეწვა, მოხარშვა და ა.შ აბა თქვენ იცით, ვინც რა იცით დაწერეთ.
ვიტოს ვთხოვ თუ რამე მსგავსია თევზზე, აქეთ გადმოაგდე, უფრო შეიკვრება თემაც და თან გვეცოდინება რომ აქ მხოლოდ თევზის რეცეპტებია

პ.ს. ოფებს მოვერიდოთ newsmile05.gif

ჩემმა დამ იცის თევზის შეწვა ლიმონში და უნდა დავაზუსტო ეს რეცეპტი და მერე დაწერ, მანამდე თქვენ გაახურეთ.......... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 2 2009, 12:41

აი ჩემი თევზის შეწვის რეცეპტსაც გთავაზობთ:

ინგრედიენტები:

1. თევზი (სასურველია ფილე)
2. კარტოფილი
3. პომიდორი(უნდა იყოს მაგარი, ნაკლებ წვნიანი)
4. ყველი
5. მაიონეზი
6. მცენარეული ცხიმი, მარილი, ღვინო, შავი პილპილი, ოხრახუში.



ვიღებთ მაღალ ცხიმმოსმულ და გაცხელებულ ჟარონას, ვალაგებთ თევზის ფილეს(თევზზე მანამდე ვასხამთ ცოტაოდენ მშრალ თეთრ ღვინოს და ვაყრით მარილს), შემდეგ თხლად და მრგვალად დაჭრილ კარტოფილს, ასევე დაჭრილ პომიდორს, მოვაყრით გემოვნებით მარილს და შავ პილპილს, შემდეგ ზემოდან მოვასხამთ მაიონეზს და დავიყვანთ თხელ ფენად, და ბოლოში მოვაყრით დახეხილ ყველს(სულგუნით ჯობია) და შევდგამთ გაცხელებულ ღუმელში, როდესაც კერძი მომზადდება მოვაყრით წვრილად დაჭრილ ოხრახუშს!

newsmile027.gif newsmile027.gif მე ძალიან მომწონს და მაგარი გემრიელია!

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 2 2009, 20:18

გრიზლი
დორბლი მომადგა............ წესით მაგარი რამე უნდა იყოს, რა სასმელი უხდება ყველაზე მეტად?........

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 2 2009, 22:16

ჩელე

ეტიკეტით თეთრი მშრალი ღვინო newsmile020.gif მე პირადად კაი მაგრად ჩაცივებული ლუდით (აი ისეთით მაღალ ბაკალში რომ ჩამოასხამ და გარედან ჭიქას ორთქლი რომ მოადგება) მშვენივრად გეახელით newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 3 2009, 17:06

ბარაბულკა(ხონთქარი) ზეით. ზეთში შეწვით, შემდედ იმავე ზეთში მოთუშეთ წვრ. დაჭრილი პომიდორი.ხახვი.ნიორი, კამა,+ ცოტ-ცოტა სუნელები. თეფშზე დააწყვეთ თევზი მოასხით პომიდორი თავისი ძმაკაცებით და ასე ფენა ფენა სანამ არ დაგიმთავრდებათ ან ერთი ან მეორე. მარილი და წ newsmile027.gif იწაკა გემოვნებით

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 3 2009, 17:37

როგორ გავაკეთოტ კარასი ისე რომ ფხამ ნაკლებად შეგაწუხოთ, პრინციპში ნებისმიერ წვრილფხიან თევზზე ივარგებს ალბათ

რაღაც გადაცემაში ვნახე ამას წინათ: თევზი დასუფთავების შემდეგ უნდა დაისეროს და რამოდენი მეხაზით სუგანეზე
და შეიწვას ბევღ ზეტში სანამ კარგ კორკას არ გაიკეთებს, თურმე ცხელი ზეთი ხრუკავს ფხას და პირში კნატინებ ისე რომ აღარ გეჩხირება,

კიდევ ის გამიგია რომ 1 გამით უნდა დაამარილოო კარგადო და მაგ შემთხვევაშიც ფხას რაღაც ემარტებაო


დაზუსტებულად არც ერთი არ ვიცი, ხომ არ გიცდიათ ვინმეს?


პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 3 2009, 17:50

კი მე მასეთ თევზებს(ხშირათ კარასებს) ეგრე ვწვავ და კმაყოფილი ვარ,ვერ ვიტან ძაან ძვლიან თევზებს, დამარილებით სილიოტკას ვაკეთებ და ეგეც კარგად გამოდის

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 3 2009, 21:15

ხო კარასზე მეც გამიგია ეგრე სერავენ და წვავენო, ისე გამიგია კატლეტსაც კი აკეთებენო, შემთხვევით ხომ არ იცით როგორ კეთდება ან ხომ არ დაგიგემოვნებიათ ვინმეს როგორია?

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 4 2009, 08:54

კი მე ქაფშიას(ხამსას) კატლეტი მაქ ნაჭამი, ჩვეულებრივად,მის ძვლიანად გაატარებთ,შემდეგ საკატლეტე იგრედიენტებს შეურევთ, და როგორც კატლეტის მასას ისეთს მიიღებთ, შემდეგ შეწვავთ და ვერც კი იგრძნობთ რომ თევზის კატლეტს წვავთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 4 2009, 09:11

ისე ბიჭებო მე მაქ ნაჭამი პატარა ღორჯოს კატლეტი,აი როგორც ამოიღებ სადოკიდან გადაავლებ წყალს და გაატარებ კატლეტის მანკანაში(გამოუშიგნავად)
ასეთი გმრიელი კატლეტი არმიჭამია კარგი ხანია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 14 2009, 12:38

გუშინ საპატრიარქოს TV-ზე ლაზებზე იყო გადაცემა, იქ ქაფშია (ხამსა) შეწვეს მწვანილთან და ფქვილთან ერთად ზეთში, კარგად ვერ მივუსწარი (ხუმრობით ლაზური პიცააო ამბობდნენ) რეცეპტს , ხომ არ გიყურებიათ ან რეცეპტი ხომ არიცით სრულად?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 14 2009, 12:41

შალვა
მე უყურე მაგ დადაცემას, რეცეპტი არ უთქვიათ, ის ქალი ამბობდა რომ დასუნელებული და მწანილ ნარევი იყო, მგრა კი გამოიყურებოდა,
კარტოფილივით შეწვა, პირდაპირ დაყარა ტაფაზე

პოსტის ავტორი: შალვა Jun 14 2009, 13:07

ვიტო
აი სუნელიც დაემატა, მემგონი რეცეპტი სრული უნდა იყოს, ფქვილი ხორბლისაც და სიმინდისაც შეიძლებაო. რეცეპტი: გასუფთავებულ ქაფშიას ბლომად მწვანილს დავაჭრით, სუნელებს და ფქვილს დავაყრით, მარილს დავუმატებთ, კარგად ავურევთ და გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვავთ.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 16 2009, 01:53

შალვა
მე რაც უყურე ეგრე ორივე მხრიდან არ შეუწვია, იმენნა კარტოფილივით დაყარა ტაფაზე, მაგდენ თევზს სათითაოდ რა ამოაბრუნებს, შეიძლება პიცას რატო ეძახიან იცი, რომ დაყრიან და თანაბრად გაასწორებენ ტაფაზე შეწვის დროს ეკრობა ერთმანეთს და რომ დაიბრაწება ჭადივით ტრიალდემა მთელი მასა


მომშივდა

პოსტის ავტორი: ბესო Jun 17 2009, 13:02

ციტატა(შალვა @ Jun 14 2009, 01:07 PM) *
ვიტო
აი სუნელიც დაემატა, მემგონი რეცეპტი სრული უნდა იყოს, ფქვილი ხორბლისაც და სიმინდისაც შეიძლებაო. რეცეპტი: გასუფთავებულ ქაფშიას ბლომად მწვანილს დავაჭრით, სუნელებს და ფქვილს დავაყრით, მარილს დავუმატებთ, კარგად ავურევთ და გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვავთ.


შალვა ხორბლის ფქვილი არ იხმარო. მხოლოდ სიმინდი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 20 2009, 00:52

გრიზლი
ქაფშია არ იყო არ არი მაგის სეზონი, სამაგიეროდ შავთვალა კეფალი(ლაბანი) ავითვისეთ კარგად იხ. ლოთობებში.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 20 2009, 01:16

შალვააა...შენ კიდე ფხიზელი ხარ კაცოოოოო....დიდი თევზი რეცეპტები მე არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში ერთადერთხელ ისე მომეწონა თევზი გადავირიე ლამის....სიონზე, შამაია დავიჭირეთ საკმაოდ(რამდენიმე წლის წიინ) გამოვასუფთავეთ....კარგად გავრეცხეეთ... გულ-მუცელში ჩაულაგეთ მწვანილები..(ქინძი.პეტრუშკა) დაჭრილი ხახვი,.. მარილი თვალზომით....და გავახვიეთ ფოლგაში..ჩავდეთ ნაკვერჩხალში...არ ვიცი რა მოხდა..ეტყობა ბოლის სუნი აიკიდა, მაგრამ ეგეთი გემრიელი დიდი ხანია არაფერი გამისინჯავს...ბუნება და იქვე მომზადებული ნადავლი...განსაკუთრებით მაგარიააააა.....

პოსტის ავტორი: გიორგი Jul 10 2009, 13:42

ერთხელ ალგეთზე ვიყავით და ჩემმა მეგობარმა ასე შეწვა თევზი:

ბელუგის ნაჭერი გვქონდა (ალბათ სხვა თევზის შეწვაც შეიძლება მასე), აიღო ეს ბელუგის ნაჭერი და დასერა დანით (ხორცის მხრიდან), მოაყარა მარილი და დადო დიდ დაცერილ ქვაზე კანით ქვისკენ, დანთებული ცეცხლიდან სადღაც 15-20 სანტიმეტრის დაშორებით. მეტი არაფერი არ უქნია. ხოდა, ეს ბელუგა ისეთნაირად შეიწვა, რომ მთელი წვენი დარჩა შიგნით. გემრიელი იყო ძალიან.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 10 2009, 15:30

მოკლედ საქმე ლაპარაკის სანაცვლოდ. ბოლო ბოლო მოვამზადეთ უხა ერთობლივათ.
თან გამოუცდელებისთვის რიგით მივყვები:
1. მოამზადეთ ქვაბის (ჩოინის) დასადგამი ორკაპები, აუცილებლად 3 ცალი. მესამე იმისტვის რომ ცეცხლიდან გადადგა საჭიროების შემთხვევაში. ორკაპი და საყრდენი სარი აუცილებლად ნედლი უნდა იყოს.
http://www.radikal.ru
2. აუცილებლად იქონიეთ დასაჭრელი დაფა. საჭიროების შემთხვევაში დაჭრით, იხმართ როგორც ლანგარი, ან პატარა მაგიდა. მანქანაში დიდ ადგილს არ იკვებს და ძალიან პრაქტიკულია
http://www.radikal.ru
3. აგრეთვე გამოსაყენებელია ესეთი კონტეინერი ბატონ ნოსოს რომ უჭირავს. ბოსტნეულის შენახვის გარდა გამოიყენება სალათის მოსამზადებლად და თევზის დასამარილებლად (მაგალითად შამაიასი)
http://www.radikal.ru
4. ინგრედიენტებზე არაფერს ვამბობ, უკვე ვისაუბრეთ. მზა უხას გადაუღეთ სურათი newsmile045.gif
http://www.radikal.ru
5. თუ უხას გადაუღეთ სურათი, გადაუღეთ უხა მეგობრებს
http://www.radikal.ru
ესეც ასე. შედევრის ავტორები: ნოსო, ვიტო, დაჩი, ჰერცოგი და ჭალიმგელა.

პოსტის ავტორი: შალვა Jul 31 2009, 14:06

საპახმელიო! სელდი დიდ ქილებში რომ არის(სელიოდკა) გავასუფთავებთ ძვლებისგან და კანისგან, და დავჭრით (საჩანგლეთ) მოვათავსებთ თასში დავუმატებთ იგივე რაოდენობით(წონა) დაჭრილ მჟავე კიტრს, 2 თავ ხახვს, ზეითუნის ზეთს, დავაწურავთ 1 ლიმონს, დაფქ. შავი წიწაკა, კურკა გამოცლილი და დაჭრილი ზეთის ხილი(შავი), მწვანილი(დაჭრილი) და ყველაფერი ეს აურიოთ ერთმანეთში, შემდეგ კართოფილი კანიანად მოვხარშოთ, გაუფცქვნელად დავჭრათ მრგვალად და შევწვათ ზეთში (კართოფილი გარნირის პონტშია) შავი პური, ცივი ლუდი და ორაყი, დამიჯერეთ ისეთია მკვდარს გააცოცხლებს!

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 8 2009, 14:09

მე დიდი კულინარი არ ვარ მაგრამ რაგაცეების გაკეტება შემილია,შეილება ყველამ იცით,თევზს ვწვავ კაკლის ფოთოლში და მაგარი გამოდისnewsmile05.gif გირჩევთ ვისაც არ გიცდიათ ცადოთ !!!
და კიდევ 1 შეწვას რაც შეეხება თუ როგორ უნდა მივხვდეთ იდიალურ შესაწვავ ტემპერეტურას და რა სიმაგლეზე უნდა შევწვათ ცეცხლი იქნება თუ ნაკვერჩხალი: იდიალური დაშორება არის ის სადაც ხელს გავაჩერებთ 5 წამის განმალობაში ცეცხლზე ან ნაკვერჩხალზე! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Sep 26 2009, 09:37

კატლეტს აჭარაში ხამსიისგან აკეთებენ მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ხამსიის ბევრი სხვა უფრო გემრიელად მომზადების წესი არსებობს, თუნდაც იგივე დამარილება

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 26 2009, 23:01

მეც გაგიზიარებთ თევზის მომზადების ერთ ერთ ვარიანტს, რომელსაც ,,თევზი ფოლგაში" ჰქვია, მაშ ასე:
ე.ი. ვიღებთ თევზის ფილეს, კარგად გასუფთავებულს და ფხებგაცლილს და გემოვნებით ვამუშავებთ მარილში და პილპილში, რამოდენიმე კბილ ნიორს ვჭრით შუაზე და ფილეში კარაქის ნაჭერთან ერთად ვახვევთ, კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ზეითუნის ზეთიც, თუ არის საშუალება ფილეს ასევე ვამატებთ გატარებულ ნიგოზს გემოვნებით, ვამატებთ ცოტაოდენ ქინძს და ოხრახუშს (ბევრი არ უნდა) შეიGძლიათ იხმაროთ ცოტა ღვინოც, მთელ ამ მასალას ვახვევთ ფოლგაში, ვუკრავთ მხარეებს და ვამზადებთ შესაწვავად.
ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა კარგი (ძლიერი) ნაკვერჩხალი. მოკლედ უნდა ამოითხაროს ორმო და ამ ორმოსი ინთება ცეცხლი, როდესაც შეშა დანაკვერჩხლდება, ორმო განთავისუფლედება ნაკვერჩხალისგან და ორმოში თავსდება ფოლგა ფილეთი, ორმოში მოტავსების შემდეგ ფოლგა მთლიანად უნდა დაიმალოს ნაკვერჩხალში, ანუ ორმო ნაკვერჩხალით უნდა შეივსოს. გადის 10 წუთი (მეტი არ არის საჭირო), ვათავისუფლებთ ორმოს ნაკვერჩხალისაგან, ვიღებთ ფოლგას თევზის ფილეთი და ნელ ნელა ვხსნით ფოლგას.
ვღებულობთ ფოლგაში ჩათუთქულ თევზის ფილეს, რომელსაც აი რომ გასინჯავთ, კომენტარები მერე გააკეთეთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 25 2009, 23:29

მე ვჭამე რვაფეხა საბერძნეთშიnewsmile05.gifnewsmile05.gifძალიან გემრიელია დამიჯერეთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 27 2009, 07:20

ციტატა(იკო1981 @ Sep 8 2009, 03:09 PM) *
და კიდევ 1 შეწვას რაც შეეხება თუ როგორ უნდა მივხვდეთ იდიალურ შესაწვავ ტემპერეტურას და რა სიმაგლეზე უნდა შევწვათ ცეცხლი იქნება თუ ნაკვერჩხალი: იდიალური დაშორება არის ის სადაც ხელს გავაჩერებთ 5 წამის განმალობაში ცეცხლზე ან ნაკვერჩხალზე! newsmile05.gif


ეს არ არის ზუსტი მეთოდი, იმის გამო რომ, ადმიანის ორგანიზმს, ამ შემთხვევაში ხელს, აქვს სითბოს კუთრიტევადობა, ანუ თუ კიდურები ცივი გაქვს, ცეცხლისგან სანამ "სითბოს აიღებს" (გათბება) უფრო დიდი დრო ჭირდება, ვიდრე ხელს რომელიც შედარებით თბილია, (ვთქვათ ჯიბეში ედო ხელი), შესაბამისად "სითბოგამოცლილი" ხელის მტევანი 5 წამზე მეტ ხანს შეიძლება გააჩერო ნაკვერჩხალთან, ვიდრე თბილი ხელი. იგივე პრინციპია რომ შეადარო ალუმინი და წყალი, ალუმინი -მალე ცხელდება და მალევე ცივდება, წყალს- დიდი ხანი უნდა რომ გაცხელდეს და შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში არ ცივდება...

ყველაზე მარტივია: რაც უფრო ახლოს იქნება ნაკვერჩხალთან მით უფრო მალე შეიწვება, შესაბამისად უფრო მისაქცევია ყურადღება და უფრო მალე ჭირდება ამოტრიალება, მაგრამ მაინც ჯობია, ყურადღების ქვეშ იყოს რომ არ დაიწვას newsmile05.gif

ორაგულის უხა

ინგრედიენტები

ორაგულის ხორციანი ნაწილი- ფილე
დაფნის ფოთოლი
წვრილად დაჭრილი პომიდორის კანი (წვრილ კუბიკებად)
ტობასკო (დაფქვილი წითელი წიწაკაც შეცვლის)
შავი პილპილის კაკლები
3-4კბილი ნიორი
ოხრახუში
ლიმონი


მომზადება

ვადგამთ წყალს, ვყრით დაფნის ფოთოლს (3-4ცალი) და შავი პილპილის კაკლებს (7-8ცალი) ოდნავ წამოდუღებისას ვყრით ორაგულის ფილეს (კანიანადაც შეიძლება) ვიღებთ 3 კბილ ნიორს და ვსრისავთ სანამ არ მივიყვანთ ფაფისებურ კონდიციამდე, გადავუძახებთ ქვაბში, 5-6 წვეთი ტობასკო, 15 წუთის სემდეგ, ოხრახუში, პომიდვრის კანის კუბიკები, 20 წუთის შემდეგ ჩავაწუროთ ცოტაოდენი ლიმონი... მარილი გემოვნებით

და რათმქაუნდა მივაყოლოთ ორაყი
გაამოთ


პახმელიასაც მაგრა უხდება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 30 2009, 22:14

ნიკაP&A
მე რამდენადაც ვიცი, ნაღდი უხა, მინიმუმ 2 სახეობა თევზისგან მაინც უნდა გაკეთდეს, საზანი შეიძლება, მაგრამ გააჩნია მეორე თევზი რა იქნება, ხორცის ცხიმიანობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ორაგულის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია, და სპეციფიურ გემოსაც აძლევს... ალბათ ორაგულთან ერთად კაი იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 30 2009, 22:30

ციტატა(Davitus @ Oct 30 2009, 11:14 PM) *
ნიკაP&A
მე რამდენადაც ვიცი, ნაღდი უხა, მინიმუმ 2 სახეობა თევზისგან მაინც უნდა გაკეთდეს, საზანი შეიძლება, მაგრამ გააჩნია მეორე თევზი რა იქნება, ხორცის ცხიმიანობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ორაგულის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია, და სპეციფიურ გემოსაც აძლევს... ალბათ ორაგულთან ერთად კაი იქნება newsmile05.gif




დიდი საზანი საკმაოდ ცხიმიანია, ისე საინტერესოა საზნის და ამურის დუეტი როგორი იქნება უხაში? newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 30 2009, 22:54

ნიკაP&A
ძალიან მაგარი გამოვიდა შაორზე (ჩემს მიერ) გაკეთებული უხა,რომელიც საზნისა და კარჩხანის კომბინაციით იყო,ასევე ქარიყლაპიის უხააა რაღას ზღაპარი.

და ზოგი როგორ აკეთებს ზოგი როგორ?
მე მაინც უფრო მიზიდავს ზღვის თევზი რომაა შიგ გაშვებული და რუსებს, იქიდან გამომდინარე რომ ზღვის პროდუქტი უჭირდათ,მდინარის თევზისგან გააკეთეს უხაnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 30 2009, 23:09

ციტატა(ნოსო @ Oct 30 2009, 11:54 PM) *
ნიკაP&A
ძალიან მაგარი გამოვიდა შაორზე (ჩემს მიერ) გაკეთებული უხა,რომელიც საზნისა და კარჩხანის კომბინაციით იყო,ასევე ქარიყლაპიის უხააა რაღას ზღაპარი.

და ზოგი როგორ აკეთებს ზოგი როგორ?
მე მაინც უფრო მიზიდავს ზღვის თევზი რომაა შიგ გაშვებული და რუსებს, იქიდან გამომდინარე რომ ზღვის პროდუქტი უჭირდათ,მდინარის თევზისგან გააკეთეს უხაnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif



და ზღვის თევზს მაინც სპეციფიკური სუნი რომ ააქვს, თუ ხარშვის დროს გადის ეგ სუნი, ქარიყლაპიას უხას რუსები ხშირად აკეთებენ

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 30 2009, 23:19

არაფერი სუნი მე არ მიგრძვნიაnewsmile05.gifnewsmile05.gif და ვერ გეტყვი მაგაზე ვერაფერსnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 30 2009, 23:42

ციტატა(ნოსო @ Oct 31 2009, 12:19 AM) *
არაფერი სუნი მე არ მიგრძვნიაnewsmile05.gifnewsmile05.gif და ვერ გეტყვი მაგაზე ვერაფერსnewsmile05.gifnewsmile05.gif



აბა დადე ერთი შენი რეცეპტი (საზანი+კარჩხანა)

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 31 2009, 21:13

ნიკაP&A
რავიცი ნიკა,არაფერი სერიოზული რეცფტი არ მქონდა,თევზი გარეცხილი დაჭრილი,ხახვი,ნიორი,დუშისტი პერეცი,მცვანილი და წავიდა კარგი უხაnewsmile05.gifnewsmile05.gifშეიხედეთ შაორის თემაში ფოტო მასალა არისnewsmile05.gifnewsmile05.gifხოდა გადაცემა დაიდება ამღეებში და იქ ნახავთ შუკით გაკეთებულ უხას.(ჩემს მიერ)

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 1 2009, 13:59

ციტატა(ნოსო @ Oct 31 2009, 10:13 PM) *
ნიკაP&A
რავიცი ნიკა,არაფერი სერიოზული რეცფტი არ მქონდა,თევზი გარეცხილი დაჭრილი,ხახვი,ნიორი,დუშისტი პერეცი,მცვანილი და წავიდა კარგი უხაnewsmile05.gifnewsmile05.gifშეიხედეთ შაორის თემაში ფოტო მასალა არისnewsmile05.gifnewsmile05.gifხოდა გადაცემა დაიდება ამღეებში და იქ ნახავთ შუკით გაკეთებულ უხას.(ჩემს მიერ)



ყოჩაღ შენ აღარ ხუმრობ ხო იცი, შუკის უხა კარგი გამოდის თეორიულად ვიცი ყოველშემთხვევაში გადაცემებით რაც მინახია. ისე ქარიყლაპიას ცხიმიანი ხორცი აქვს?

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 1 2009, 21:40

ნიკაP&A
არა ,პირიქით, საერთოდ არააქ ცხიმი.ყოვეშმეთხვევაში 4 კილომდე,უფრო დიდი არ მინახავს!!!

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 2 2009, 13:50

ციტატა(ნოსო @ Nov 1 2009, 10:40 PM) *
ნიკაP&A
არა ,პირიქით, საერთოდ არააქ ცხიმი.ყოვეშმეთხვევაში 4 კილომდე,უფრო დიდი არ მინახავს!!!



უხაში გამიგია რო ბოლო აკორდი, არყის ჩასხმაა, ანუ ბოლოში ყველაფერი რომ დამთავრდება 200-300 გრამ არაყს ასხამენ შიგნით და რა მუღამი აქვს იცით? გემოს უცვლის თუ შამანური ტრადიციაა?

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 2 2009, 23:00

ნიკაP&A
ტრადიციაცაა და მოქმედებს რაღაც უსიამოვნო სუნის ამბავზე,მაგრამ დიდი არსებითი მნიშვნელობაქ არააქ.

ნიკა კარგი იქნება ერთი 2 დღიანი მოვართლაღ ჩვენ რაnewsmile05.gifnewsmile05.gif1 კარ ფიშინგი და მერე 1 შუკა და მისი უხაც რაnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Nov 3 2009, 08:59

ისა და კარასი როგორია სა-უხედ? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 3 2009, 11:02

ციტატა(Power_VANO @ Nov 3 2009, 09:59) *
ისა და კარასი როგორია სა-უხედ? newsmile035.gif




მარტო კარასის უხა რა უნდა იყოს, არ ივარგებს, თუმცა საზანთან, ორგაულთან და სხვა უფრო ძვირფასს თევზთან დუეტში კარგი გამოდისო,

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 3 2009, 11:11

Power_VANO
შემდგენლობაში კარგია,მაგრამ მარტო უხა არ გაკეთდება,იქნება კარასის სუპიnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2009, 11:12

მერე ნიკა ორაგული რო გექნება იქ კარას უზავ?? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile055.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 3 2009, 11:12

T A M P L I E R
რაც უფრო მეტ თევზს ჩახარშავ,მით უკეთესი!!!ოღონდ არ უნდა ჩაშალო!!!

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 3 2009, 11:35

ლოქოს უხა როგორია ნეტავ?

პოსტის ავტორი: შალვა Nov 3 2009, 12:03

ლოქოს , ორაგულს, ზუთხს დასხვა ამ დონის თევზს უხაზე არ აცდენენ (ცუდი ნაღდად არ იქნება) რაც შეეხება ბოლოს 200-300 გრამი არაყის ჩამატებას არ გირჩევთ, 50გრ სავსებით საკმარისია, რეცეპტები ამ თემის დასაწყისშია ჩემი და ჭალიმგელას რეცეპტიც მახსოვს იყო , ისე განმეორება ცოდნის დედაა newsmile090.gif კარასი შეიძლება სხვა რომელიმე ცოტა ცხიმიან (ან ცხიმიან) თევზთან ერთად, ოღონდ კარასი პირველად უნდა ჩახარშოთ მთლიანად, ძვლები ამოიღო და ამის შემდეგ ჩავუშბათ ნახარშში სხვა თევზი.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 3 2009, 14:36

ციტატა(შალვა @ Nov 3 2009, 13:03) *
ლოქოს , ორაგულს, ზუთხს დასხვა ამ დონის თევზს უხაზე არ აცდენენ (ცუდი ნაღდად არ იქნება) რაც შეეხება ბოლოს 200-300 გრამი არაყის ჩამატებას არ გირჩევთ, 50გრ სავსებით საკმარისია, რეცეპტები ამ თემის დასაწყისშია ჩემი და ჭალიმგელას რეცეპტიც მახსოვს იყო , ისე განმეორება ცოდნის დედაა newsmile090.gif კარასი შეიძლება სხვა რომელიმე ცოტა ცხიმიან (ან ცხიმიან) თევზთან ერთად, ოღონდ კარასი პირველად უნდა ჩახარშოთ მთლიანად, ძვლები ამოიღო და ამის შემდეგ ჩავუშბათ ნახარშში სხვა თევზი.



ისე მართალი ხარ, ორაგული გქონდეს და უხაში მოხარშო? და არყის ჩასხმის მუღამი რა არის, გემოს აძლევს რამეს (50 გრამმა რა გემო კი უნდა მისცეს?)

პოსტის ავტორი: შალვა Nov 4 2009, 12:36

ციტატა(nikaP&A @ 3rd November 2009 - 15:36) *
50 გრამმა რა გემო კი უნდა მისცეს?)

ნიკაP&A
გემოს კიარ აძლევს პირიქით თევზის სუნს ანეიტრალებს, კიდევ დანახშირებული ჯოხით ამორევასასც აკეთებენ ბოლოს რაც საკაიფო გემოს ტოვებს.

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Nov 4 2009, 17:05

შალვა
შალვა საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებ ვიცი რომ გაინტერესებს
.Подготовка рыбы к копчению
Коснусь нескольких вариантов подготовки рыбы к копчению. Обычно я делаю так:
Приехав с рыбалки, вечером, я откладываю рыбу, которую собираюсь закоптить, промываю ее. В емкость (обычно у меня это нижний поддон холодильника) засыпаю на дно крупной соли, выкладываю рыбу, и засыпаю ее сверху так же крупной солью. Если рыбу выкладываем несколькими слоями, то каждый слой так же пересыпаем солью. Сверху необходимо положить гнет, что бы выдавить воздух из брюшек рыбы. Емкость кладу в холодильник до утра. Утром перед работой, вытаскиваю рыбу, промываю проточной водой и подвешиваю подсохнуть. Придя с работы, снимаю рыбу и иду в гараж коптить.

Быстрый способ природе можно использовать быстрый способ.
Так я делал только лещей. В любой емкости развожу крепкий рассол, но что бы соль полностью растворилась. Беру шприц на 20 куб. набираю его и в каждую рыбу ввожу по два шприца, один в брюшко, другой по спинке небольшими порциями. И сразу в коптилку. Если коптилки нет, то можно завернуть в фольгу и положить на угли, в результате получается очень вкусная закуска newsmile05.gif.
Рецепт: Налить воды в емкость, в которой будет мариноваться рыба. Воду посолить. Концентрация соли в воде определяется следующим образом: бросить в рассол сырую нечищеную, но предварительно помытую картофелину. Если картофелина всплывет, значит концентрация соли в воде нормальная, если картофелина не всплывает, следует добавить соли до всплытия картофелины.
Рыбу отчистить от жабр и потрохов. Чешую чистить не надо. Приготовленную рыбу замочить в рассоле. Для рыбы весом в 1кг она должна пролежать в рассоле 3 часа. Можно просто натереть рыбу солью.
Через 3 часа достать рыбу из рассола. Дать стечь рассолу. Для этого подвесить рыбу на 1,5 - 2 часа.
Разложить рыбу равномерно на сетке коптильни. Коптить около 40-60 мин.



პოსტის ავტორი: ბესო Dec 16 2009, 10:28

ციტატა(ნოსო @ Nov 3 2009, 12:11) *
Power_VANO
შემდგენლობაში კარგია,მაგრამ მარტო უხა არ გაკეთდება,იქნება კარასის სუპიnewsmile05.gifnewsmile05.gif


კარასი არა ქინძი - კარასს რომ უხაში გაურევ იმ უხას მერე ხრეშის გემო აქვს - სად ისწავლეთ რომ კარასი და გამბუზია არის საუხე თევზები? newsmile042.gif newsmile042.gif

არც კარტოფილი უნდა უხას და არც ყვავილოვანი კომბოსტო და ჭარხალი - სუპი არ უნდა გამოვიდეს!!!

პოსტის ავტორი: daduka Mar 29 2015, 15:36

ჭალიმგელა

გამარჯობა მეგობარო,თქვენი სტატია ვნახე შემთხვევით :თევზის მომზადება ტბის ან მდინარის პირას: მანდ რომ გაქვს ერთ-ერთ სურათში თევზები და დანა დევს მაგ სურათში,ზალიან გავს ცხონებული ბაბუაჩემის ნაქონ დანას,თუ შეიძლება მიტხრა მაგ დანის კოდი ხუტიანები უნდა ერიოს 1 ან 2 ცალი და ტყავის ჩასადები ქონდა,ტუ ეგ დანაა მიტხარი ტანხა და გადაგიხდი მეგობარო ეგ დანა წლებია დაკარგულია ოჯახიდან,ან გაგიცვლი დანაში . skype: ambako.ambako

ძალიან გამიხარდება თუ შემეხმიანები,მადლობა წინასწარ.კონსტანტინე

პოსტის ავტორი: daduka Mar 29 2015, 18:20

შავ ტარიანი დანაა, ამ თემაში მე 2 გვერძე დაჭრილ თვზთან ერთად არის დაფაზე, ძლიან გთხოვ გამირკვიო.მადლობა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 31 2015, 13:13

http://www.radikal.ru

ალბათ ამ დანაზეა საუბარი. ეს გავრცელებული მოდელია. საბჭოთა კავშირის დროს ბევრი შემოდიოდა

ჩემი არ არის სამწუხაროდ თორემ ნომერს ვნახავდი. იქნებ პატრონი გამოგვეხმაუროს და ნომერსაც ნახავდა

პოსტის ავტორი: daduka Mar 31 2015, 13:46

კი ეგ დანა არის,კაი ძმა დიდი მადლობა ყურადღებისთვის.იქნებ მართლა შემომეხმიანოს ამ დანის პატრონი:skype ambako.ambako
ან თუ ვინმეს გაქვთ ზუსტად ესეთი დანა თქვენც შემეხმიანეთ.მადლობა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)