თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ კულინარია სუფთა ჰაერზე

პოსტის ავტორი: shalva May 15 2009, 19:21

აქ მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, არ არის საჭირო ინტერნეტიდან გადმოწერილი რეცეპტები და სურათები! მხოლოდ საკუთარი შემოქმედება, და რჩევები მათთვის ვისაც რაიმე შეკითხვა დაებადება ამ თემის გარშემო, მონადირება კარგია, ნანადირევის კარგად მომზადება არა ნაკლებ საინტერესო .

პოსტის ავტორი: zaza May 15 2009, 21:33

ციტატა(shalva @ May 15 2009, 07:21 PM) *
აქ მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, არ არის საჭირო ინტერნეტიდან გადმოწერილი რეცეპტები და სურათები! მხოლოდ საკუთარი შემოქმედება, და რჩევები მათთვის ვისაც რაიმე შეკითხვა დაებადება ამ თემის გარშემო, მონადირება კარგია, ნანადირევის კარგად მომზადება არა ნაკლებ საინტერესო .


მერე ერთი კარგი რეცეპტი მასწავლეთ,კარტოფილსაც ვერ ვწვავ,მოკლედ კულინარიაში ოროსანი ვარ,უფრო ზარმაცი,მწვადებს რო ვწვავ ბუნებაში მაგას ოჯახში არ მითვლიან

პოსტის ავტორი: Kudigoreli May 15 2009, 21:38

http://www.radikal.ru

ჩემი შემწვარი მწვადი

http://www.radikal.ru

ესეც კალმახიი... შემწვარ კალმახს არაფერი ჯობს

პოსტის ავტორი: levani May 16 2009, 00:46

მაგარი სურათებია... ღვინოსი არ იყოს გემოვნებაც მაგარი გქონია... ისე ჩვენ ფოლგაში ვახვევთ ხოლმე შამაიას(სიონზე) შიგნით ვამატებთ მწვანილებს, მარილს, ცოტა წიწაკას, დაჭრილ ხახვს და წავიდა ნაკვერჩხალში...... თუ ფოლგაში კარგათ არის შეფუთული, თავის წვენს იკეთებს.... ხინკალს არ ჩამოუვარდება.......

პოსტის ავტორი: dersuzala May 16 2009, 00:49

ციტატა(Bonehill @ May 15 2009, 11:26 PM) *
ოოოო ეს თემა მომწონსს, :Dმჯერა მალამოსაც მოეწონება :D


კალმახი დონეა უფ უფ უფ ბარულას კალმახს რა ჯობია

პოსტის ავტორი: levani May 16 2009, 01:00

მწყერის მომზადება თუ გიცდიათ ვინმეს ბუნებაში??? რა მაგარი იქნება 2 დღიანში მწყერზე... პირველი დღის ნანადირევით იმ საღამოსვე მოლხენა.. მეორე დილით უთენია ნადირობა....

პოსტის ავტორი: ვიტო May 16 2009, 01:13

levani
აი ეგ ასწორებს ფალგაში, ან კიდევ ჩემებს ევასებატ კეცზეცხიმის გარეშე
შეწვა, ცხიმს საერთოდ აშრობენ

პოსტის ავტორი: levani May 16 2009, 02:26

ეგრე კეცებზე ჩემმა დაქალმა შეგვიწვა ერთხელ(ჩვენი ნანადირევი) ცხიმში ტივტივებდა რომ ახადა... biggrin.gif კარტოფილი ფრი-სავით იყო თავის ცხიმში ჩახარშული.. სიმართლე ითქვას უმაგრესი გამოვიდა... ალბათ ბუნებაშიც კეცებზე უნდა შევწვათ(ნაკვერჩხალში) მერე იქვე დანარჩენი "ზაკუსიც" და ზედ კაი 2 ნახადი wacko.gif wacko.gif wacko.gif ჯერ კი ცოტა ადრეა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დრო რომ მოვა იქნებ გვეფიქრა 2 დღიანზე.......

პოსტის ავტორი: Chalimgela May 16 2009, 09:41

ეგეთი თემა ძველში მე დავდე. მონადირული სუფრა და დასვენება ერქვა.მონადირული ქეიის და დასვენების სურატები და რეცეპტები დავყაროთ. ისე ცნობისათვის მაისია და მშვენიერ ჩაქაფულს ვაკეთებ. ბუნებაში ხომ არ შეგვებერა?????????

პოსტის ავტორი: ვიტო May 16 2009, 09:59

Chalimgela
ტარიბანაზე ხომ ვაპირებდით თითქოს გასვლას თვის ბოლოს, და იქ ხო არ ჩაგვექაფა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 16 2009, 15:14



სლაბი გული მაქვს კნიაზჯან ეგეთებს ნუ მეუბნევით თორე ნერწყვები წამომივიდა უკვე აი თან რო წარმოვიდგინე ჩაქაფული რო ქაფქაფებს მაგიდაც იწყობა თეფშები ჭიქები ახალახალი მწვანილი ბოლოკი კიტრი პამიდორი ყველი სამნაირი იმერული ,სულგუნი და გუდა ცივცივ ღვინოც მოვიდა და გაეშვა ქეფიიიიიიი

პოსტის ავტორი: hercogi997 May 16 2009, 15:17

კარგი იქნება ბუნებაში კარგი ბატკნის ჩაქაფული კარ ცივ ღვინოსთან ერთად

პოსტის ავტორი: FreeX May 16 2009, 15:54

ციტატა(T A M P L I E R @ May 16 2009, 03:14 PM) *
სლაბი გული მაქვს კნიაზჯან ეგეთებს ნუ მეუბნევით თორე ნერწყვები წამომივიდა უკვე აი თან რო წარმოვიდგინე ჩაქაფული რო ქაფქაფებს მაგიდაც იწყობა თეფშები ჭიქები ახალახალი მწვანილი ბოლოკი კიტრი პამიდორი ყველი სამნაირი იმერული ,სულგუნი და გუდა ცივცივ ღვინოც მოვიდა და გაეშვა ქეფიიიიიიი

ცუდად ვარ!!! 03!!! :sad:

პოსტის ავტორი: Maverick May 16 2009, 16:25

ციტატა(ვიტო @ May 16 2009, 09:59 AM) *
Chalimgela
ტარიბანაზე ხომ ვაპირებდით თითქოს გასვლას თვის ბოლოს, და იქ ხო არ ჩაგვექაფა?

იქვე სეგვიძლია დედოფლისწყაროში კაი ბატკანი, უფ, უფ, უფ
გავიდეთ რააა, საგამოს ჩაქაფული, ტარიბანას ჭანარი და შამაიას მწვადები. აუუფ, თან რა ღვინო მააქვს :rolleyes:

პოსტის ავტორი: Kudigoreli May 16 2009, 16:28

ციტატა(Maverick @ May 16 2009, 04:25 PM) *
იქვე სეგვიძლია დედოფლისწყაროში კაი ბატკანი, უფ, უფ, უფ
გავიდეთ რააა, საგამოს ჩაქაფული, ტარიბანას ჭანარი და შამაიას მწვადები. აუუფ, თან რა ღვინო მააქვს :rolleyes:



ღვინო მეც მაგარი მაქვს :D :D . თუ არ მოგეწონა იმდღეს ჰა? :D

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 16 2009, 16:31

ციტატა(Kudigoreli @ May 16 2009, 04:28 PM) *
ღვინო მეც მაგარი მაქვს :D :D . თუ არ მოგეწონა იმდღეს ჰა? :D



მე არ მომეწონა რაგაც ჩადის გემო გონდა :tongue:

პოსტის ავტორი: levani May 16 2009, 16:41

უმაგრესი აზრია... ღვინო ორივემ წამოიღეთ(ვნახოთ რომელი ჯობია) მაგრამ ძალიან აუცილებელია??? ეგ ყველაფერი ტარიბანაზე მოხდეს..(ემანდ გიურზებიც არ შემოგვიერთდნენ ქეიფში) biggrin.gif ცოტა უკეთესი ბუნება თან ნაკლებ გიურზიანი ხომ არ შეგვერჩია????.. თევზი სხვაგანაც მოდის.. წალკა.. ალგეთი.. და რავიცი კარგი სათევზაოების მეტი რა გვაქვს......

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 16 2009, 18:02

ეხლა დაიცადეეეე. თუ ჩაქაფულს და ღვინოს ვაპირებთ წალკა რაღა შუაშია. თევზაობის დროს კალბასის დაჭრა მეზარება. აქვე ლამაზ ადგილას წავიდეთ მარტო საქეიფოდ. ორივე ერთად არ გამოვა. უფრო სწორედ ეგ მონადირული სუფრა აღარაა. მაშინ ნაჩოვკით უნდა წავიდეთ. მაგას ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. cool.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 16 2009, 18:21

ციტატა(ჭალიმგელა @ May 16 2009, 06:02 PM) *
ეხლა დაიცადეეეე. თუ ჩაქაფულს და ღვინოს ვაპირებთ წალკა რაღა შუაშია. თევზაობის დროს კალბასის დაჭრა მეზარება. აქვე ლამაზ ადგილას წავიდეთ მარტო საქეიფოდ. ორივე ერთად არ გამოვა. უფრო სწორედ ეგ მონადირული სუფრა აღარაა. მაშინ ნაჩოვკით უნდა წავიდეთ. მაგას ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. :cool:



არა გიოჯან მარტო საქეიფოდ არ გამოვა ორივე ერტად მაგარი იქნება რათქმა უნდა ნაჩოვკით აბა მაგი ასწორებს თან თუ ტბა და ტყე გადაბმული იქნება ვაფშე ზღაპარია

პოსტის ავტორი: levani May 16 2009, 19:15

ეგეთი ადგილი სიონია...(ტყის მხრიდან) წყაროც არის, ტყეც და ტბაც, დასახლებული პუნქტიც(რამის ყიდვა რომ დაგვჭირდეს) თევზიც ნაკლებად მოდის.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ასე რომ ჩაქაფულისთვის ბევრი დრო დაგვრჩება... შამაიას კი დავიჭერთ იმდენს შამფურზე რომ წამოვაგოთ... თან ახლოსაც არის.

პოსტის ავტორი: ვიტო May 16 2009, 19:25

მაიცათ რა, ჩემი ღვინო?????????????????????????????

levani
ჩაქაფულის ამბავია თორე თევზი ქე ვიცით რომ ჯერ ადრეა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვიტო May 20 2009, 01:41

ეს ვიდეო იყო უკვე მანამ სანამ, და თავიდან დავდებ


პოსტის ავტორი: Maverick May 20 2009, 09:42

ბატონო ვიტო, ეხლა ვწერ ისევ რეცეპტს, რომელიც ადრე დავწერე და წაიშალა, მაშინ წერისას ნერწყვით :P კინაღამ დავიხჩვი, იმედი მაქვს ეხლაც გადავრჩები, მაგრამ მესამედ ვერ შევძლებ

ჩათუშული კურდღელი ჩემებურად

კერძის მომზადებისათვის საჭირო ინგრედიენტები:
ნანადირები კურდღელი
300 გრ. ხახვი
1კგ. პომიდორი
3 კონა ქინძი
1 კონა ოხრახუში
მაიონეზი
მდოგვი
ღვინო 1ლ
ძმარი 2 -3 სუფრის კოვზი (ლიმონის არ არსებობსის შემთხვევაში)
სურვილის მიხედვით დაფნის ფოთოლი

კურდღელი ავქნათ ასო-ასო, მოვამზადოთ მაიონეზის, შავი პილპილის, 1ცალი ლიმინის წვენის და მდოგვისაგან ერთგვაროვანი მასა, ასო-ასოდ აქნილი ხორცი ამოვსვაროდ ამ მასაში და ცოტაოდენ ხახვთან ერთად მოვათავსოდ ემალირებულ ქვაბში, და შევდგათ მაცივარში 8-10 საათის განმავლობაში, დაბასთურმების შემდეგ გამოვიღოთ და გავრეცხოთ 800 გრ ღვინისა და წყლის ნაზავით, ისე რომ ის მასა მოზშორდეს რაშიც დავაბასთურმეთ, და ჩავალაგოთ ღრმა ტაფაში და დავადგათ დაბალ ცეცხლზე, ამასობაში დავჭრათ 250 გრ ხახვი ალყა-ალყად და ხორცთან ერთად ჩავშუშოთ, თუ შევაყეთ რომ თავისი წვენი მალევე ამოშრა დავამატოთ 15 გრ ღვინო და გავაგრძელოთ ჩაშუშვა, როგორც კი ხორცი დარბილდება დავასხათ 1 კგ დაჭყლეტილი პომიდორი და 10 წუთი ვამყოფოთ ცეცხლზე, ამასობაში დავჭრათ 2 კონა ქინძი და 1/5 კონა ოხრახუში და 5-7 კბილ ნიორთან ერთად დავნაყოთ, აღნიშნული მასა შევურიოთ მოთუხთუხე კერძს და შევდგათ 150 გრადუსით გახურებულ
აერღუმელში 20 წუთის განმავლობაში. დანარჩენი 1 კონა ქინძი და 1/2 კონა ოხრახუში დავჭრათ ცოტაოდენ ხავხვთან ერთად და აერღუმელიდან გამოღებულ კერძს თავზე ცოცხლად მოვაყაროთ

რაც ყველაზე მთავარია ეცადეთ კერძის სუფრაზე მიტანისთანავე დაჯდეთ, თორემ აღარ შეგხვდებათ :)

აღნიშნული რეცეპტი ''ნადირობა და მეთევზეობა'' რუსული არხი რიმ არის იქ ვნახე და პრაქტიკაში შარშანდელი წლის ოქტომბრიდან 6-ჯერ გამოვიყენე, 6-ვე ცდა შედეგიანი იყო, თანამეინახეები აღფრთოვანებულნი :newsmile090: :newsmile090:

პოსტის ავტორი: shalva May 20 2009, 17:00

ღორის ,,ვიჩინა,, რამდერნაირი იცით? 1.რაჭულად.2 კახურად. 3მარინადში.4 ესპანური ,,ხამონი,,...... დადეთ თქვენი რეცეპტები .

პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2009, 18:39

რავიცი რამდენნაირი არსებობს, მაგრამ მე ერთს ვაღიარებ ძირითადად.... რაჭულს. მაგის რაცაპტი ირაკლის ეცოდინება...კაკრას მაგან ჩამოიტანა ის "ვიჩინა" დანარჩენებზე უარი რომ მათქმევინა... newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2009, 18:57

შალვა

ციტატა(shalva @ 20th May 2009 - 06:00 PM) *
1.რაჭულად.2 კახურად. 3მარინადში.4 ესპანური ,,ხამონი


.....მე ლიჩნად რაჭვული მირჩევნია ჩამოთვლილიდან, ყველა გემრიელია, მაგრამ, რაჭვულს მაინც სხვა გემო აქვს......... მიყვარს რაჭა და რაჭველები...........

პოსტის ავტორი: ვიტო May 21 2009, 00:31

ჩელე
მერედა ვისი არ უნდა დააკონკრეტო???????????


მე ჩაგახუტებთ რაჭვულს ხალხო, ერთობლივზე როგორც გავალთ კანკრეტნად წამოვიღებ

პოსტის ავტორი: ჩელე May 21 2009, 00:37

.............ვიტოსი რა თქმა უნდა..................

პოსტის ავტორი: ბექარი19 May 21 2009, 01:27

ტყეში გაკეთებულ საჭმელს არაფერი არ ჯობია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 21 2009, 11:51

რადგან რაჭული ყველამ იცით+ აქ დაგიწერთ ვიჩინ. ესპან. ხამონი ქვია მე გავაკეთე 2 წლის წინ ძალიან მაგარია, შარშან ვერ გავაკეთე ბევრი ჩალიჩი უნდა, მოკლედ ვიწყებ; ღორი გარეული ჯობია ან შინაური შავი ჯიშის, რკოხე და წაბლზე გასუქებული, ასე 100-125 კილოიანი ,უკანა ფეხებს დაკვლის ან მოკვლის შემდეგ დავკიდებთ გრილ ადგილზე 12 საათით სანამ სისხლი მთლიანად არ ჩამოჟონავს, გავატყავებთ და ქონს ავაჭრით, დავტოვებთ 2-3 მმ სისქით ცხიმს,1 კვირით გრილ ადგილას ჩავდებთ მარილში(მსხვილი, არა იოდიზ) ჩაჭრები ან ცხელი მარილი არ უნდა, მარილი ბლომად, 1 კვირის შემდეგ ხორცს შევატრიალებთ, დაგროვილ სითხეს გადავღვრით, ცოტა მარილს დავუმატებთ და ისევ1 კვირით მოვასვენებთ, შემდეგ გამდინარე ცივი წყლით მარილს ბარკლებიდან მთლიანად ჩამოვრეცხავთ, ნიავიან ადგილზე გავკიდებთ და გავაშრობთ კარგათ. ეხლა იწყება ჩალიჩი ანუ ნერვებზე თამაში, ბარკლები პერიოდულად უნდა გადავკიდოთ სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სათავსოში ტემპ სხვაობა დაახლ უნდა აღწევდეს (ზამთარში ვაკეთებთ) ოთახის და გარე ტემპერატურას შორის, როგორც კი ხორცზე ცვარივით გამოჩნდება ცხიმის წვეთები გადავიტანთ 15-20 დღით სიცივეში, და კვლავ ვიმეორებთამ პროცედურას, ხამონი 6 თვის! შემდეგ შეიძლება ჩამოთალოთ თხლად და გასინჯოთ, 10 თვის ძალიან გემრიელია 12 თვის საუკეთესოა მაცივარიც არ ჭირდება, დაბალ ქოლესტერინს შეიცავს,შავ ღვინოსთან ჭყინტ ყველთან სიფრიფანად დაჭრილი ვიჩინა მაგარია, პროსტა მაგარი ნერვები უნდა და ოჯახში შაყირიც უნდა აიტანო, სამაგიეროდ რომ გაკეთდება გრძელი რიგის მოწყობა მოგიწევთ გასინჯვის მსურველებისათვის.

პოსტის ავტორი: ლევანი May 23 2009, 00:24

კაცო... მაგას ბებია აკეთებდა ხოლმე.. მთელი ბავშვობა მახსოვს როგორ ეკიდა ხოლმე კუხნაში(პატარა ფორთოჩკასთან) მარილიანი ღორის ბარკლები.. და კიდე დერგიში ჩაწყობილი კომბოსტოს მწნილი... newsmile01.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 23 2009, 13:17

ციტატა(ლევანი @ May 23 2009, 12:24 AM) *
კაცო... მაგას ბებია აკეთებდა ხოლმე.. მთელი ბავშვობა მახსოვს როგორ ეკიდა ხოლმე კუხნაში(პატარა ფორთოჩკასთან) მარილიანი ღორის ბარკლები.. და კიდე დერგიში ჩაწყობილი კომბოსტოს მწნილი... newsmile01.gif

მართალიხარ ოღონდ სხვა იმერული ტექნოლოგია იყო გამოყენებული (რეზოსი)

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 14:09

უბრალო ზაკუკის დამზადება პივისთვის.. თუ ვართ ზგვაზე ზღვაში ვაგროვებთ მიდიებს ვრეცხავთ და პირდაპირ ვყრით რაიმე ჟარონაზე ვდებთ ცეცხლზე და ველოდებით 5 ან 10 წუთი გამოუვა დიდი რაოდენობით სითხე რის გაშრობის შემდეგ ვაცდით 2 წუთს და მზადარი მაგარი ზაკუსკაც newsmile05.gif

2 კვირაში ჩავალ ფოთში და ვიდეოსაც გადავიღებ .. ისე დზაან გემრიელია

პოსტის ავტორი: შალვა May 25 2009, 14:25

ციტატა(ლევანა90 @ May 25 2009, 02:09 PM) *
უბრალო ზაკუკის დამზადება პივისთვის.. თუ ვართ ზგვაზე ზღვაში ვაგროვებთ მიდიებს ვრეცხავთ და პირდაპირ ვყრით რაიმე ჟარონაზე ვდებთ ცეცხლზე და ველოდებით 5 ან 10 წუთი გამოუვა დიდი რაოდენობით სითხე რის გაშრობის შემდეგ ვაცდით 2 წუთს და მზადარი მაგარი ზაკუსკაც newsmile05.gif

2 კვირაში ჩავალ ფოთში და ვიდეოსაც გადავიღებ .. ისე დზაან გემრიელია

ალბათ ამარილებთ და ლიმონსაც აწურავთ ზემოდან

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 14:38

შალვა
არა მარილი აქ ზღვიდან newsmile045.gif და ლიმონიც რავი აბა ეგ არ მიცდია ისე კარგი აზრია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 25 2009, 14:47

ციტატა(ლევანა90 @ May 25 2009, 02:38 PM) *
შალვა
არა მარილი აქ ზღვიდან newsmile045.gif და ლიმონიც რავი აბა ეგ არ მიცდია ისე კარგი აზრია newsmile05.gif

ცადე ლიმონი მოგეწონება.

პოსტის ავტორი: შალვა May 25 2009, 15:27

ახალციხეში ლოკოკინებს რომ უბერავენ ხომ არიცით რა სახეობაა მომზადება და ა. შ.

პოსტის ავტორი: grizli May 25 2009, 15:44

ეს თემა მშიერმა არ უნდა წაიკიტხოთ newsmile029.gif თორემ ცუდად გახდება კაცი

მე გეტყვით ჩემებური ლორის დამზადების წესს, უგემრიელესია მაგრამ ამასაც დიდი ჩალიჩი უნდა

მოკლედ ვიღებთ ღორის ბარკლებს, კარგად გასუფთავებულს, ჩავჭრით ისე რომ ამოვიღოთ მთლიანად ძვალი, შემდეგ ვიღებთ მსხვილ მარილს(არა იოდიზირებულს) და ვაყრით ბებრს ჩაჭრილშიც და გარედანაც, ისე რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს, ზედმეტ მარილს ხორცი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს, გავაჩერებთ 15 დღე, შემდეგ ამოვიღებთ, მშრალი ნაჭრით გავამშრალებთ და გავკიდებთ გრილ ადგილზე 1-2 დღით, პარალელურად მზადდება წათხი რომელშიც ხორცი უნდა ჩაიდოს : ვიღებთ ნიორს, ხახვს, დაფნის ფოთოლს, წითელ წიწაკას, შავი პილპილის კეკლებს, ნიახურს, მარილს უმატებთ და რა თქმა უნდა წყალს, და ვადუღებთ საათნავევარს რომ სითხემ ინგრედიენტების გემო მიიღოს, შემდეგ გავაცივებთ და ცივ მასაში მოვათავსებთ უკვე გამშრალ ხორცს და გავაჩერებთ ორი კვირა მერე ისევლე ამოვიღებთ წაუსვამთ აჯიკას რომელიც არის მხოლოდ მარილით და წიწაკით დამზადებული, გავაშრობთ(სასურველია მზეზე) ისე რომ კარგად გახმეს, და შემდეგ შევბოლავთ, მე პირადად ვბოლავ კასრში, ანუ რკინის კასრში დავანთებთ ცეცხლს და კარგად რომ გაჩაღდება დავაყრით ნახეხრს, სასურველია წიფლის ან რცხილის, ჩავკიდებთ ლორს და გადავაფარებთ სველ ტომარას 2 დღეში მზადაა. newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif ეგეთი მაგარი რამეააააააააა! თუ ვინმეს არ შეეზარება და იჩალიჩებს დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგარია!!!!!!!!1

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 15:53

შალვა
მე როგორც ვიცი ჩვეულებრივი ლოკოკინაა რომელიც მხოლოდ გვიან შემოდგომაზე იჭმევა მიწაში ჩადიან და იქედან ტხრიან ... თუ არ ვცდები მაგის ჭამა ევროპელმა ბერებმა თუ მამაოებმა ასჭავლეს იქაურებს

პოსტის ავტორი: grizli May 25 2009, 15:55

ციტატა(ლევანა90 @ May 25 2009, 03:53 PM) *
შალვა
მე როგორც ვიცი ჩვეულებრივი ლოკოკინაა რომელიც მხოლოდ გვიან შემოდგომაზე იჭმევა მიწაში ჩადიან და იქედან ტხრიან ... თუ არ ვცდები მაგის ჭამა ევროპელმა ბერებმა თუ მამაოებმა ასჭავლეს იქაურებს


და მაგას უმად ჭამენ?


აი შენ რომ თქვი მედიებზე ეგეთი გააკეთეს ბიჭებმა ერთხელ ოღონდ ჟარონაზე არა პირდაპირ მზეზე გახურებულ ჟეშტის ნაჭერზე დაყარეს და 15-20 წუთის მერე გემრიელად მიირთვეს მე რატომღაც უარი ვთქვი ჭამაზე, ისე გემრიელი ყოფილა ძალიან წელს ურეკში გავსინჯავ აუცილებლად

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 16:07

დავადგინე ზუსტად რომელია ესარი Caucasotachea Atrolabiata http://www.radikal.ru საფლავებზე ხშირად გვხვდება newsmile042.gif

grizli
ეგ ლოკოკინა უნდა გაირეცხოს და მოიხარშოს

პოსტის ავტორი: ვიტო May 25 2009, 16:48

grizli
რაღაც საინტერესოა, თონეში რომ ჩავკიდო და ისე შევბოლო?

პოსტის ავტორი: hercogi997 May 25 2009, 19:19

კარგი რეცეპტია მეც დიდიხანია მაგ რეცეპტს ვიყენებ და არამარტო კურდღელზე ასევე მწყერსაც ძალიან გემრიელი გამოდის

პოსტის ავტორი: grizli May 25 2009, 20:17

ციტატა(ვიტო @ May 25 2009, 04:48 PM) *
grizli
რაღაც საინტერესოა, თონეში რომ ჩავკიდო და ისე შევბოლო?



თუ გაქვს თონის საშუალება არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს, საერთოდ წესით ეგ შუაცეცხლზე უნდა შეიბოლოს ნელ-ნელა, მაგრამ ეგეც კარგია და რაც მთავარია 2 დღეში მზად არის იმას კიდევ 1 თვე მაინც უნდა

ციტატა(ლევანა90 @ May 25 2009, 04:07 PM) *
დავადგინე ზუსტად რომელია ესარი Caucasotachea Atrolabiata http://www.radikal.ru საფლავებზე ხშირად გვხვდება newsmile042.gif

grizli
ეგ ლოკოკინა უნდა გაირეცხოს და მოიხარშოს



მანდამაინც მადიანად ვერ შევხედე newsmile01.gif

პოსტის ავტორი: grizli May 25 2009, 21:25

ნერწყვი მომადგა, ნადირობის სეზონამდე შინაურ კურდღელზე არ გამოდგება ეგრეცეპტი? newsmile029.gif

პოსტის ავტორი: hercogi997 May 25 2009, 21:30

მაგ რეცეპტი იმდენ რამეს შეიცავს ყველანაირ ხორცს მოუხდება შინაურსაც და გარეულსაც

პოსტის ავტორი: გრიზლი May 25 2009, 22:28

newsmile027.gif newsmile027.gif ქათმით დავიწყებ

პოსტის ავტორი: შალვა May 25 2009, 22:40

ციტატა(ლევანა90 @ May 25 2009, 04:07 PM) *
დავადგინე ზუსტად რომელია ესარი Caucasotachea Atrolabiata http://www.radikal.ru საფლავებზე ხშირად გვხვდება newsmile042.gif

grizli
ეგ ლოკოკინა უნდა გაირეცხოს და მოიხარშოს

ეს ვაზის ლოკოკინას ჰგავს ამაზე ფრანგები ზრდილობიანად რომ ვთქვატ ჭკუას კარგავენ! ხომ არ მეშლება. ეს არის?

პოსტის ავტორი: ლევანი May 26 2009, 00:00

ნამეტანი უნდა გამიჭირდეს ალბათ მაგისკენ რომ თვალი გამეპაროს... ნაღდ იმერულ ხაჭაპურზე, კახურ მწვადზე, რაჭულ ლორზე და ლობიანზე, ხინკალზე და მანანას კუპატზე გაზრდილმა კაცმა(მეტს აღარ ჩამოვთვლი თორემ მოვკვდი კაცი) მაგაი როგორ უნდა წარმოვიდგინო მენიუში... ისე ადრე ვნახე რაღაც გადაცემაში ეგ ამბავი.. კაკრას ახალციხისკენ ჭამენ ლოკოკინას.. მომზადებაც აჩვენეს.. ქვაბში ჩაყარეს და მოხარშეს, მერე სუფრას მიუჯდნენ და მოულხინეს... მე ყველაზე მაგრად პირველ სადღეგრძელოზე ვიკაიფე..."ვისაც ლოკოკინა უყვარდა და აღარ არის.. იმის ხსოვნა იყოს"-ო newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: შალვა May 26 2009, 00:36

ციტატა(ლევანი @ May 26 2009, 12:00 AM) *
ნამეტანი უნდა გამიჭირდეს ალბათ მაგისკენ რომ თვალი გამეპაროს... ნაღდ იმერულ ხაჭაპურზე, კახურ მწვადზე, რაჭულ ლორზე და ლობიანზე, ხინკალზე და მანანას კუპატზე გაზრდილმა კაცმა(მეტს აღარ ჩამოვთვლი თორემ მოვკვდი კაცი) მაგაი როგორ უნდა წარმოვიდგინო მენიუში... ისე ადრე ვნახე რაღაც გადაცემაში ეგ ამბავი.. კაკრას ახალციხისკენ ჭამენ ლოკოკინას.. მომზადებაც აჩვენეს.. ქვაბში ჩაყარეს და მოხარშეს, მერე სუფრას მიუჯდნენ და მოულხინეს... მე ყველაზე მაგრად პირველ სადღეგრძელოზე ვიკაიფე..."ვისაც ლოკოკინა უყვარდა და აღარ არის.. იმის ხსოვნა იყოს"-ო newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

ეეეეეეეეე აბა ტიბილა რაღა!

პოსტის ავტორი: ლევანი May 26 2009, 02:13

ეგ კი არა და მიდიებიც ვერ გავსინჯე ვერაფრით... ქობულეთში მოამზადეს შარშანწინ, ერთადერთი რაც გავბედე და საკმაოდ მომეწონა კიბორჩხალები იყო 3 წლის წინ გავსინჯე პირველად.. მანამდე ვერც მაგას ვჭამდი... ისე რავიცი იქნებ ლოკოკინაც მომეწონოს ოდესმე..

პოსტის ავტორი: ჩელე May 26 2009, 02:25

ლევანი
.... მიდიები ძალიან მაგარი რამეა, კიბორჩხალაზე აღარაფერს ვამბობ, აი ლოკოკინაზე რა მოგახსენოთ?...... ..... აი ასეთი ლოკოკინა გავჩითე სიონში რომ ვიყავით.......

http://www.radikal.ru

......წავა ასეთები?.......

პოსტის ავტორი: ჩელე May 26 2009, 02:34

Maverick
........... კარგი რააა, შეგვიცოდე ხალხი........... ..... დაახლოვებით რამდენ ხანში მზადდება?...........

პოსტის ავტორი: Maverick May 26 2009, 09:48

დაბასტუმრების შემდეგ 40 წუთი, ბასტურმა აუცილებელია ნანადირევისთვის, შნიაურისთვის არ არის საჭირო

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 26 2009, 22:13

კი ეგ არი მგონი მაგრამ ამას რაგაც დამზადების წესი აქვს და წელიწადის რაგაც დროს იჭმევა .. თუ არ ვცდები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახოტნიკ May 26 2009, 23:37

[quote name='ლევანა90' date='May 25 2009, 04:07 PM' post='2514']
დავადგინე ზუსტად რომელია ესარი Caucasotachea Atrolabiata http://www.radikal.ru საფლავებზე ხშირად გვხვდება newsmile042.gif

ეს ლოკოკინა პირადად მე მაქვს ნაჭამი ოღონდ შემწვარი ნაკვერჩხალზე და არა მოხარშული ........ძაან მაგარი რამეა ჩვეულებრივი ხორციაქ რა, newsmile027.gif რამე განსხვავებული არაა მაგრამ მართლა მაგარია

პოსტის ავტორი: ლევანი May 27 2009, 00:21

დანახვაზეც კი გული მეყრება... იმასაც ვერ ვხვდები.. რატომ უნდა ჭამოს ადამიანმა ეგ... იმ ქვეყანაში... სადაც თონის პური და სულგუნი არსებობს.... აი მიდიაზე კიდევ შეიძლება დავფიქრდე, მაგრამ მაგას ვერა რაააააა.....(მაგის ჭამა მგონი რაღაც ექსტრემის პონტშია ალბათ)

პოსტის ავტორი: ჩელე May 27 2009, 00:36

ლევანი

ციტატა(levani @ 27th May 2009 - 01:21 AM) *
რატომ უნდა ჭამოს ადამიანმა ეგ... იმ ქვეყანაში... სადაც თონის პური და სულგუნი არსებობს....



. რატომ და სულგუნი და პური რომ გამოგელევა ტყეში და არანაირი შანსი აღარ გაქვს დანაყრების, მერე შეჭამ და ძალიან გემრიელიც მოგეჩვენება......

პოსტის ავტორი: შალვა May 27 2009, 10:52

ციტატა(ჩელე @ May 27 2009, 12:36 AM) *
ლევანი



. რატომ და სულგუნი და პური რომ გამოგელევა ტყეში და არანაირი შანსი აღარ გაქვს დანაყრების, მერე შეჭამ და ძალიან გემრიელიც მოგეჩვენება......

100% newsmile040.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 27 2009, 20:44

აუ სუპები მაგრად არ მევასება. ერთი ყაურმა და ხაში მიყვარს რა. ისე კაი ყაურმა გამომდის ხოლმე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 28 2009, 12:56

შენთან ერთად ნამდვილად ღირს ნაჩოვკით წასვლა

პოსტის ავტორი: შალვა May 28 2009, 13:42

ციტატა(ჭალიმგელა @ May 28 2009, 12:56 PM) *
შენთან ერთად ნამდვილად ღირს ნაჩოვკით წასვლა

ეგ დროც მოვა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 28 2009, 15:25

მეც წამიყვანეთ რააა... უხას ვერა მაგრამ მწვადს ვწვავ ჩემპიონის დონეზე..(ჩემმა უფროსმა ძმამ დამამუღამებინა)
მწვადის შეწვა ხორცის სწორად დაჭრით იწყება, ხორცი უნდა დაიჭრას გრძელ და თხელ ნაჭრებად, ეგეთი დაჭრილი ხორცი არც გამოშრება და არც სისხილანი რჩება შიგნიდან...იწვება თანაბრად და არის ცვრიანი, მე ძირითადად ბასტურმის გარეშე მირჩევნია, თუმცა ხანდახან ვაბასტურმებ ხოლმე(მოთხოვნის მიხედვით) დაჭრილ ხორცს ვრეცხავ, ვალაგებ ჯამში(ან ქვაბში) ვაყრი მარილს(თვალზომით) ვამატებ შავ პილპილს, დაჭრილ ხახვს,ვასხავ ძმარს(1-2 სუფრის კოვზს) ვდგავ მაცივარში რამდენიმე საათით.... შეწვის მერე ვასხავ ლიმონის ან ბროწეულის წვენს და ვაჭრი ხახვს.....

პოსტის ავტორი: შალვა May 29 2009, 12:30

ციტატა(ლევანი @ May 28 2009, 03:25 PM) *
მეც წამიყვანეთ რააა... უხას ვერა მაგრამ მწვადს ვწვავ ჩემპიონის დონეზე..(ჩემმა უფროსმა ძმამ დამამუღამებინა)
მწვადის შეწვა ხორცის სწორად დაჭრით იწყება, ხორცი უნდა დაიჭრას გრძელ და თხელ ნაჭრებად, ეგეთი დაჭრილი ხორცი არც გამოშრება და არც სისხილანი რჩება შიგნიდან...იწვება თანაბრად და არის ცვრიანი, მე ძირითადად ბასტურმის გარეშე მირჩევნია, თუმცა ხანდახან ვაბასტურმებ ხოლმე(მოთხოვნის მიხედვით) დაჭრილ ხორცს ვრეცხავ, ვალაგებ ჯამში(ან ქვაბში) ვაყრი მარილს(თვალზომით) ვამატებ შავ პილპილს, დაჭრილ ხახვს,ვასხავ ძმარს(1-2 სუფრის კოვზს) ვდგავ მაცივარში რამდენიმე საათით.... შეწვის მერე ვასხავ ლიმონის ან ბროწეულის წვენს და ვაჭრი ხახვს.....

ხის გობში რომ უნდა ჩათალო და ზემოდან ცოტახნით ლავაში დაადო დაგავიწყდა? მაგას ვეტყვი შენ უფროს ძმას newsmile055.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი May 29 2009, 15:50

http://www.radikal.ru

ფიტარეთი

პოსტის ავტორი: ლევანი May 29 2009, 16:48

შალვა
პირობებს გააჩნია სად იმყოფები..ბუნებაში როცა ვარ საერთოდ ლავაშზე ვდებ.. გადავკეცავ ლავაშს და შამფურს ვაცლი....მაგის მერე სწორედ იმ პურზეა უდიდესი მოთხოვნა...

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 20:02

რადგან მწვადზე გადავედით დავდოთ ჩვენი რეცეპტები, ღორი, ხბო. ცხვარი, ბატკანი, ციკანი,(ნანადირევი ) პირდაპირ წვავთ? აბასთურმებთ(როგორ? რამდენხანს?) რაზე გირჩევნიათ შეწვა, (ნახშირი, წალამი, წიფელა..........?)რეცხავთ თუ არა ხორცს, მარილს როდის აყრით და ა. შ. ფინალისტებიც გამოვავლინოთ და გასვლითი ფინალიც ჩავატაროთ ჩემპიონის გამოსავლენად, მსაჯებიც ჩვენ ვიქნებით და დეგუსტატორებიც. ამასობაში ნადირობის სეზონიც გაიხსნება!

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 1 2009, 20:08

მე არ ვაბასტურმებ ხორცს. სუფთა ხორცი მირჩევნია, ხორცს არ ვრეცხავ თუ ძაან ჭუჭყიანი არ არი, შამფურზე ასხმისთანავე ვაყრი მარილს და ვწვავ მხოლოდ წალამზე. თუ წალამი არ მაქ ისე შეშითაც შემიწვია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი წალამზე შემწვარი გამოდის.

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 20:09

მე პირადად მწვადს ვწვავ ღორის სუკებს მხოლოდ, ვრეცხავ ხორცს (ერთხელ გადავავლებ წყალს)მარილით იქვე ამოვსვრი როცა შამფურზეა და წალამს ხომ არაფერი ჯობია newsmile05.gif ამის შემდეგ ცეცხს ხან ძმრით ვაქრობ ხან ღვინით და ხანაც კიდევ ლიმნის წვენით,ეს არომატსაც აძლევს შიგადაშიგ.


პ.ს. შალვა შენ გეტყობა ბევრი მწვადი გაქ შემწვარი და იქნებ მიპასუხო, მე მინახავს რომ დააწყობელ შამფორებს მერე ზევიდან აფარებენ გაზეთს ,გაზეთი არიცვის შავდება და ის მწვადი ძალიან გემრილი გამოვიდა ,იქნება და ამიხსნა რახდება?

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 20:17

ციტატა(კუდიგორელი @ Jun 1 2009, 08:08 PM) *
მე არ ვაბასტურმებ ხორცს. სუფთა ხორცი მირჩევნია, ხორცს არ ვრეცხავ თუ ძაან ჭუჭყიანი არ არი, შამფურზე ასხმისთანავე ვაყრი მარილს და ვწვავ მხოლოდ წალამზე. თუ წალამი არ მაქ ისე შეშითაც შემიწვია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი წალამზე შემწვარი გამოდის.

newsmile090.gif კახელები წინ გაიჭრნენ! რაც სავსებით გასაგებია!

ციტატა(ნოსო @ Jun 1 2009, 08:09 PM) *
მე პირადად მწვადს ვწვავ ღორის სუკებს მხოლოდ, ვრეცხავ ხორცს (ერთხელ გადავავლებ წყალს)მარილით იქვე ამოვსვრი როცა შამფურზეა და წალამს ხომ არაფერი ჯობია newsmile05.gif ამის შემდეგ ცეცხს ხან ძმრით ვაქრობ ხან ღვინით და ხანაც კიდევ ლიმნის წვენით,ეს არომატსაც აძლევს შიგადაშიგ.


პ.ს. შალვა შენ გეტყობა ბევრი მწვადი გაქ შემწვარი და იქნებ მიპასუხო, მე მინახავს რომ დააწყობელ შამფორებს მერე ზევიდან აფარებენ გაზეთს ,გაზეთი არიცვის შავდება და ის მწვადი ძალიან გემრილი გამოვიდა ,იქნება და ამიხსნა რახდება?

სიმართლე გითხრა გაზეთის გადაფარება არ მინახია(არც გირჩევ გაზეთი შეიცავს პოლიგრაფიულ საღებავს) მაგრამ მინახია მწვადს ლითონის ფირფიტას რომ აფარებენ, ეს მაშინ ხდება როდესაც ნაკვერცხლის ტემპერატურა დაბალია

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 1 2009, 20:23

ხო რავი აბა შალვა(მეც ვიცი რომ მომწამლავია)იმენა ყვითელი გაზედი გააძრო საქართველოს რესპუბლიკა ტიპმა newsmile035.gif დააფარა და ისეთი არაფერი მიჭამია მართლა ,უგემრიელესი მწვადი იყო და გასაკვირი ის იყო რომ გაზეთი არდაიწვა იმენა მაგრად გაშავდა ,მაგრამ არდაიწვა.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 20:47

ციტატა(ნოსო @ Jun 1 2009, 08:23 PM) *
ხო რავი აბა შალვა(მეც ვიცი რომ მომწამლავია)იმენა ყვითელი გაზედი გააძრო საქართველოს რესპუბლიკა ტიპმა newsmile035.gif დააფარა და ისეთი არაფერი მიჭამია მართლა ,უგემრიელესი მწვადი იყო და გასაკვირი ის იყო რომ გაზეთი არდაიწვა იმენა მაგრად გაშავდა ,მაგრამ არდაიწვა.

ხოოო! საქართველოს რესპუბლიკა თუ იყო თავიდანვე უნდა გეთქვა newsmile011.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 23:14

სამწვადე ხორცი თუ ძალიან არ მოითხოვს არ ირეცხება, არც ახალ და ახალგაზრდა (ღორი) ხორცს უხდება ბასთურმა, კარგია ბასთურმა ცხვარზე, (ნანადირევზე, ტახის გარდა) ხბო, ირემი, შველი, თუ არა ბრაკონიერული მეთოდით არის მოპოვებული newsmile055.gif აგრეთვე ჯიხვი და დათვი შეიძლება ჩაბასტურმდეს.

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 1 2009, 23:19

ნოსო
....... მე ეგრე ვიცი, რომ გაზეთს მხოლოდ მახინჯ ქალებს აფარებენ ხოლმე ... ეს თემის გარეშე იყო............ რაც შეეხება ბასტურმას, მეც ყოველთვის ვაბსტურმებ დ ძალიან გემრიელადაც, რატომღაც კარგი გამომდის..........:0

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 23:20

ციტატა(ჩელე @ Jun 1 2009, 11:19 PM) *
ნოსო
....... მე ეგრე ვიცი, რომ გაზეთს მხოლოდ მახინჯ ქალებს აფარებენ ხოლმე ... ეს თემის გარეშე იყო............ რაც შეეხება ბასტურმას, მეც ყოველთვის ვაბსტურმებ დ ძალიან გემრიელადაც, რატომღაც კარგი გამომდის..........:0

რეცეპტი?

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 1 2009, 23:33

შალვა
ხოო რაც შეეხება რეცეპტს...........

ვჭრი საშუალო ზომის ნაჭრებს, მერე ვიმარაგებ: ხახვს, პილპილს, ბროწეულის წვენს ან ბროწეულებს (თუ სეზონია), ლიმონს, თუ ლიმონი არ მაქვს ძმარს რომელსაც ვურევ ცოტა წყალს დაახლოვებით ნათალ ჭიქაზე 1 ყავის ჭიქა წყალი, მარილი, რიგანი (რეჰანის მსგავსია, დაფხვნილ მდფომარეობაში), დაფნის ფოთოლი

ვიღებ ემალირებულ ქვაბს, ძირზე ვაწყობ დაფნას, მიმოვაფანტავ მარილს, პილპილს, რიგანს, ვაწურავ ლიმონს (ძმარს) ბროწეულს და მერე ვდებ დაჭრილ ხახვს, მერე ვალაგებ უკვე ნაჭრებს და თავიდან ვაკეთებ ა ყველაფერს, ანუ ფენა-ფენა უნდა ჩაალაგო ხორცი და ფენა-ფენა უნდა მოაყარო და დააწურო ეს ყველა ინგრედიენტი, მერე ვაფარებ საფარებელს ქვაბს და ვაჩერებ მინიმუმ 3 საათი (ისე რაც უფრო დიდი ხანია ამ მდგომარეობაში, მით უკეთესი) მაცივარში არ ვდგამ, თბილ ადგილას უფრო. მერე დროდადრო ვანჯღრევ ამ ქვაბს რომ ქვევით რაც წვენია მოქცეული, კველა ნაჭერზე გადავიდეს და კარგად ჩალბეს ამ წვენში. მერე შამფური და ეგ არის, გემრიელ მწვადაობას ვუსურვებ ხოლმე იქ მყოფებს.........

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 1 2009, 23:36

მართალია დიდად არ მიყვარს მწვადი მარა კულინარიაზე ვგიჟდები

ჩემსასაც დავდებ ბარემ:

მიყვარს რაც შეიძლება ბევრი ინგრედიენტის არევა
ვარიანტი #1
მწვადი უნდა დაიჭრას დიიიიიიიდ ნაჭრებათ და არა ერთ ლუკმიანებათ,
ფენა ფენა ვაყრით დაფნაც, ლიმონის ნაჭრებს, ხახვს, შავ წიწაკას
და ჩავაჭყიტავთ 2 საშუალო ბროწეულს, ბლომად წვენი რომ გაიკეთოს,
შეიძლება ოდანავ ტკბილი შავი ღვინო მოასხათ ან სოიოს წვენი,
გავაჩერებთ 2-3 საათი, ნუ თუ მთელი ღამე უკეთესი

მერე მიგვაქვს ეს ბასტურმა სატევზაოდ ან სანადიროთ და საღამო ხანს
წამოვაცვავთ თხილის შამფურებზე, ნაკვერჩხლიდან დისტანცია 10 სმ,
ხშირად ატრიალეთ, რომ თანაბრად შეიწვას, ამ რეცეპტს სისხლიანი შეწვა უხდება

ცეცხლი თუ გაუჩნდა ღვინით ჩააქრეთ

ვარიანტი #2
ვაკეთებტ ყველაფერს იგივენაირად, ოღონდ ჯამიდან ბასტურმა რაშიც არის
ხახვები, დანარჩენი ინგრედიენტები და წვენი არ მოიშოროთ და ჩააწურეთ 1 საშუალო
ბროწეული

ხოდა უკვე თითქმის შემწვარი მწვადი
ჩაათხლიშინეთ ამ ბასტურმის აჯაფსანდალში და მოშუშეთ ნაკვერჩხალზე

გამოდის სკაზკა, თან წვენის სასტიკი გემრიელია

ჩელე შენ გემახსოვრება, ეს რეცეპტი ილიკოს ასწავლეს ოსებმა ბაკურიანში და გაბისიანის დაჩაზე აკეთებდა ხოლმე,
მე მაგრა მომწონს

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 1 2009, 23:42

ვიტო
კეეეეე კაცოოო, ეგ მახსოვს ილიკომ შეწვა და მართლა კარგი გამოვიდა, მაგრამ არ მახსოვდა.........

პოსტის ავტორი: შალვა Jun 1 2009, 23:43

ვიტო! ვარიანტი-2 ჩემთვის ახალია აუცილებლად გავსინჯავ.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 1 2009, 23:46

შალვა
შენ წარმოიდგინე როგორია უკვე შემწვარ მწვადს რომ გაიმეტებ რაღაც აჯაფსანდალში მოსაშუშად მარა დამიჯერე ძალიან მაგარია

ისე თევზის რეცეპტებზეც გაგეხსნათ ახალი თემა, თან სეზონია და აქტუალური იქნება

პოსტის ავტორი: შალვა Jun 4 2009, 12:24

მწყერის კოტლეტი? ძვლიანად გაატარებთ (გულის წინა ძვალი მოაშორეთ) დანარჩენი იგივე რაც ჩვეულებრივი კატლეტის დროს(ცოტა სალას თუ დაუმატებთ გატარებულს არ აწყენს)

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 9 2009, 20:27

ხოოო... ესეიგი ეხლა გიჩვენებთ ჩემ შემწვარ მწვადს. პირველ რიგში საჭიროა ღორის სუკები, მერე წალამი და ა. შ.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru






ჭამის პროცესი აღარ გადამიღია newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif


პ.ს. ძაან მშივრები ნუ უყურებთ newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 9 2009, 22:23

ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

კაცოოოო ამდენი ვწერე დაგამიქრო რასჰია საქმე? ადმინ რამე გვციირს?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 9 2009, 22:43

გრიზლი
არაფერი არ გვჭირს, შენ შეგეშლებოდა რამე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2009, 08:46

კუდიგორელი
გაიხარე ადამიანო. ეგაა ნაღდი მწვადი. აუ გავიდეთ რა ბუნებაში

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 10 2009, 09:36

მე ბასთურმას მარტო ცხვარს და თხის მწვადს უკეთებ, დანარჩენს ღორს, ხბოს და ბატკანს არა, ღორის მწვადს რაც შეეხება სამწვადედ შეიკას ვანიჭებ უპირატესობას, ჯიხვზეც იყო აქ ლაპარაკი, ჯიხვის მწვადი თუ გინდათ რომ კარგად დაღეჭოთ და მთლად რეზინასავით არ იყოს ბოლომდე არ უნდა შეიწვას, ანუ ნახევრად სისხლიანი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 11 2009, 13:56

http://www.radikal.ru აჰა ჩემი მომზადებული ტბის კიბორჩხალები .. მაგარი იყო.. ისე აკეთ თუ არი ტბებზე ესენი ??

პოსტის ავტორი: შალვა Jun 16 2009, 19:15

ასურეთის ტბაზე ძალიან ბერი იყო 3 წლის წინ ახლა არ ვიცი რა ხდება იქეთკენ.ლევანა90

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 16 2009, 20:13

რუსთავში მტკვრის გვერძე პატარა ტბაა კრესტებს უძახიან ....მად არის ბლომად ეს კობორჩხალები მე მაგალითად შარშან ერთ დღეში 8 კილო დავიჭირე ბაყაყზე სადოკში აღარ მეტეოდა

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 19 2009, 23:32

ბრაცი, აბა ერთ ჩემს გასაიდუმლოვებულ რეცეპტ შემოგთავაზებთ როგორ ვაკეთებ "ბუჟენინას" newsmile045.gif

ინგრედიენტები:

ღორის ბარკალი (ძალიან დიდი არა)
ნიორი
მარილი
შავი პილპილის კეკლები
პურის ფქვილი (კარგი იქნება ჭვავის)


მომზადების წესი

ვიღებთ ღორის ბარკალს, შიგნიდან ვჭრით და ვიღებთ მთლიანად ძვალს, აკურატულად ისე რომ ხორცი ძალიან არ დავჩიჩქნოთ, ვიღებთ თხლად დაჭრილ ნივრებს და შიგნიდან ვალაგებთ, ზოგან ჩავსერავთ ხორცს და შიგნითაც ჩავაწყობთ, ისე რომ კარგად ქონდეს, ვაყრით მარილს, და სავი პილპილის კეკლებს, თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ სქლად დაფქვილიც უყოთ, ასევე შესაძლებელია წითელი გატარებული წიწაკაც, შემდეგ ვახვევთ აღნიშნულ ბარკალს რულეტივით და შევკრავთ კანაფით, შემდეგ ვზილავთ ცომს წყალზე და ამ ცომში გავახვევთ ჩვენს გამზადებულ რულეტს ისე რომ კარგად დაიფაროს და ეგრევე უნდა შევდგათ გახურებულ დუხოვკაში , იქ უნდა გავაჩეროთ მანამ სანამდე ცომი მთლიანად არ დანახშირდება, შემდეგ გამოვიღებთ, რომ გაგრილდება ნახშირს შემოვამტვრევთ, გავწმინდავთ მშრალი არა სველი ნაჭრით და სასურველია თუ მოვითმენთ და მეორე დღეს შევჭამთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif თუ ჩემს გემოვნებას ენდობით ძაან მაგარია, უხდება ნაღდი შავი პური და არაყი(ქართული არაყი არა, თორემ გააფუჭებთ დელიკატესს newsmile045.gif ) ვიჩნაზე მაგარიცაა ხანდახან

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 19 2009, 23:36

ციტატა(ახოტნიკ @ Jun 16 2009, 08:13 PM) *
რუსთავში მტკვრის გვერძე პატარა ტბაა კრესტებს უძახიან ....მად არის ბლომად ეს კობორჩხალები მე მაგალითად შარშან ერთ დღეში 8 კილო დავიჭირე ბაყაყზე სადოკში აღარ მეტეოდა

და რუსთავში რა ადგილზეა ეეგ ტბა შემთხვევით რომ არ წავიდე

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 19 2009, 23:55

მაშინ რადგან მასეა მე გავრკვევ მოდის თუ არა რამე იმიტომ რო წელს ვერ მოვიცალე წასასვლელად და არვიცი მოდის თუ არმოდი და ისე კი გეტყვი სადაცაა. ახალი ხიდი რომარის, მეცხრამეტედან რომ მიდიხარ იქავეა ხიდის მარცხნივ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 19 2009, 23:59

ხო მივხვდი და არ ვიცოდი მად თუ ეეგ კიბორჩხალები იყო

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 20 2009, 00:05

მეც შარშან გავიგე რაა სრულიად შემთხვევით ისიც, სათევზაოდ მივედი და თურმე თევზის ნასახი არაა, და ეს კიბოლიები მოდიან და მოდიან მერე კაცმა მასწავლა ბაყაყი დაიჭირეო და იმით ითევზავეო, მეც მოვსინჯე და 8 კილო დავიჭირე 2 ანკესით

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 20 2009, 00:09

ვა მართლა ამ დღეებში წავიყვან ბიჯებს და კარგად ვაწვალებ მაგის დაჭერაზა მე ვიკაიფებ თან

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 20 2009, 00:11

ხოო თუ მეცლება მეც გამოვალ

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 20 2009, 15:02

ვა ანკესით საღოლ ბიჭებო თუ მაგრად იკნება შემატყობინეთ იკნებ მეც მოვსინჯო და მეც დავიჭირო newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 25 2009, 13:37

გრიზლი
ვახ ეს ბუჟენინანას რეცეპტი ეხლა ვნახე(ამ რიბაკებმა სად ითევზაონ არ იციან newsmile058.gif ) და დიდი მადლობა, მაგის გულისათვის პახმელიაზე ვაჟაზე დავდიოდი, უკრაინელი შეფი ყავდათ ბიჭებს ჩამოყვანილი რესტორანში, ის აკეთებდა მჟავე სოკო და არაყი + და მიდი მოვდივარ, აი რეცეპტი კი არ ვიცოდი (თხლად უნდა დაიჭრას რაც შეიძლება) შემოდგომით დავტესტოთ ჩემთან(ან თუ აცივდა კიდევ, მაინც არყის კლიენტია რა) ან საარყე ამინდი არ გავმაზოთ! კიდავ რა გავიგე, აუცილებლად ბურვაკი უნდა იყოს, ბარკლის ნაჭერში ნიორთან ერთად ჩაჭრილებში სალა, დაფნა, მიხაკის ძირი, შავი პილპილი უნდა ჩაიდოს, მერე ნატურალური კანაფით გადაიკოჭოს, და ადუღებულ წყალში ჩაიდოს, სადაც ხახვი, წიწაკა, დაფნა მიხაკი მარილი დახვდება, ხო ხორცი წყალში ჩაშვებამდე მარილში უნდა ამოისვაროს! მოხარშვის მერე უნდა გაცივდეს თხლად დაიჭრას და ეგარი, ბევრი ვარიანთები ყოფილა ბურახით და ეგეთი რაღაცეები, მაგრამ გრიზლის ვარიანტი ვერსად ვნახე და მაგან განაპირობა ჩემი ინტერესი ერთი სული მაქვს როდის გავაკეთებ.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 25 2009, 23:12

ეს არ ვიცოდი სად დამედო ამიტო აქ ვარჩიე ეს არის სახლისთვის გათვლილი ლუდის სახდელი http://hapr.ru/pivovarni/getehxl.html http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: შალვა Jun 26 2009, 13:15

ალბათ ლოთობებში!

პოსტის ავტორი: ბესო Jun 26 2009, 21:38

ციტატა(ლევანა90 @ Jun 25 2009, 11:12 PM) *
ეს არ ვიცოდი სად დამედო ამიტო აქ ვარჩიე ეს არის სახლისთვის გათვლილი ლუდის სახდელი http://hapr.ru/pivovarni/getehxl.html http://www.radikal.ru


ამას "გინესის" რეცეპტიც მოაყოლონ და ღირს ყიდვაზე დაფიქრება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 27 2009, 12:26

ციტატა(შალვა @ Jun 25 2009, 01:37 PM) *
გრიზლი
ვახ ეს ბუჟენინანას რეცეპტი ეხლა ვნახე(ამ რიბაკებმა სად ითევზაონ არ იციან newsmile058.gif ) და დიდი მადლობა, მაგის გულისათვის პახმელიაზე ვაჟაზე დავდიოდი, უკრაინელი შეფი ყავდათ ბიჭებს ჩამოყვანილი რესტორანში, ის აკეთებდა მჟავე სოკო და არაყი + და მიდი მოვდივარ, აი რეცეპტი კი არ ვიცოდი (თხლად უნდა დაიჭრას რაც შეიძლება) შემოდგომით დავტესტოთ ჩემთან(ან თუ აცივდა კიდევ, მაინც არყის კლიენტია რა) ან საარყე ამინდი არ გავმაზოთ! კიდავ რა გავიგე, აუცილებლად ბურვაკი უნდა იყოს, ბარკლის ნაჭერში ნიორთან ერთად ჩაჭრილებში სალა, დაფნა, მიხაკის ძირი, შავი პილპილი უნდა ჩაიდოს, მერე ნატურალური კანაფით გადაიკოჭოს, და ადუღებულ წყალში ჩაიდოს, სადაც ხახვი, წიწაკა, დაფნა მიხაკი მარილი დახვდება, ხო ხორცი წყალში ჩაშვებამდე მარილში უნდა ამოისვაროს! მოხარშვის მერე უნდა გაცივდეს თხლად დაიჭრას და ეგარი, ბევრი ვარიანთები ყოფილა ბურახით და ეგეთი რაღაცეები, მაგრამ გრიზლის ვარიანტი ვერსად ვნახე და მაგან განაპირობა ჩემი ინტერესი ერთი სული მაქვს როდის გავაკეთებ.


კი მაგის ბევრი ვარიანტია, ეგ ცოტა ექსტრავაგანტულია, ბურვაკი ჯობია რა თქმა უნდა, თორემ შეიძლება ცოტა უმი დარჩეს დიდი თუ იქნება, შეგიძლია სოკოც ჩააყოლო, და რაც გაგიხარდეს მე დაჟე ერთხელ ყველიც ჩავაყოლე , მაგრამ მე ეგეთი მევასება, ეგ ბუჟენინის ციმბირული დამზადების რეცეპტია, და რათქმა უნდა რაც უფრო თხლად დაჭრი უკეთესია

პოსტის ავტორი: alazana Jun 27 2009, 20:58

ღორის მწვადის დაბასტურმება არ მიმაჩნია სწორედ თავის გემოს კარგავს....ჩემი რეცეპტით ღორის მწვადი უნდა დავჭრათ გაურეცხავი და ჩვეულებრივ შევწვათ კარგ გახურებულ წალამის ნაკვერჩხალზე ისე რომ ცვრიანი დარჩეს...ანუ ძაან არ ვწვავთ..ჯიგრის მცვადიც მაგარია ბდე ქონში გახვეულიhttp://www.radikal.ru

და კიდე მწყრის მწვადებია ძაან მაგარი.. რეცეპტი მწყერს ვაყრით ცოტა ფქვილს ქონი რომ სუ არ დადნეს და მარილს გემოვნებით ვაბნევთ 2 შამფურზე აი ესე....http://www.radikal.ru

მაჩვის მწვადებია კიდე მაგარიიი თუ გიჭამიათ ვისმეს გეცოდინებათ...

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 27 2009, 20:59

alazana
მაგარია მწყრის მწვადები. მე ნაკვერჩხალზე ვფენ ხოლმე სეტკას და ისე ვწვავ. ფქვილსაც არ ვაყრი. და თავებიანად ვწვავ ხოლმე.

პოსტის ავტორი: alazana Jun 27 2009, 21:05

ხო ძმაო მაგარი რამეა...კაი კახურ ღვინოსთან ერთად ალაზნის პირზე...უფ.უფ

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 27 2009, 21:08

alazana
აბა აბააა... აუ მომშივდა უკვე რაა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: alazana Jun 27 2009, 21:19

აუ მეც გავნერვიულდი... ეხლა მაღაზიაში ჩასვლა არ მეზარებოდეს ხო ამოვიტანდი დეალ მწყრებს.... newsmile035.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 28 2009, 16:36

კაცო სურათების დადებას მოერიდეთ ისე რა ცოდვები small3d011.gif ვართ კუჭი ამტკივდაააააააააააააააააა newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 28 2009, 17:26

alazana
მაჩვის მწვადი როგორ არა მაქ ნაჭამი newsmile045.gif მაგარიაააააააააააა newsmile045.gif ყანაში მაწუხებს ყოველ წელს, როცა ჭყინტი სიმინდია მაგ დროს დააააააააააა........... ესე და ამგვარად იწვება მისი მწვადებიიიიიიი(აქ ვინმემ შარი არ მომდოს მაჩვს რატო კლავოოოოო, თავდაცვაააა ძმაო თავს კიარ ვესხმი newsmile045.gif ) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 28 2009, 17:56

მე მაჩვი სოუზის პონტში მიჭამია და მაგარი გემრიალი კი იყო და, თიანეთის ღორივით კნატუნა ქონი აქვს, ისე იძახიან სამკურნალოაო მე მგონი ტუბიკების პონტში მე არ ვიცი მაგის სამედიცინო თვისებები

მწვადიც არ უნდა იყოს ურიგო

პოსტის ავტორი: შალვა Jul 1 2009, 15:40

ერთი ეს გამაგებინეთ, თუ აკრძალული ნადირ ფრინველის (ნანადირევის) სურათების დადება ბრაკონიერობის წახალისებაა ამ ნანადირევის მომზადება ტერორიზმი იქნება ალბათ newsmile040.gif მწყრის და იხვის რამდენი რეცეპტი შეიძლება დადოს კაცმა? ე რა გვეშველება ტო!

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 1 2009, 15:42

შალვა
აწი მოდით ჩვენკიდევ სანადირო მეურნეობაში მონადირებული ნადირ ფრინველისაგან მოვამზადოთ ეს კერძებიnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 1 2009, 15:47

ციტატა(ნოსო @ Jul 1 2009, 04:42 PM) *
შალვა
აწი მოდით ჩვენკიდევ სანადირო მეურნეობაში მონადირებული ნადირ ფრინველისაგან მოვამზადოთ ეს კერძებიnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

თოფაძე რას მოგამზადებინებს იაფად ეგ კერძი იმდენად ძვირი გამოვა რომ ჭამის მადას დაგაკარგვინებს!

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 1 2009, 16:01

შალვა
ეჰ მართალი ბძანდებითnewsmile038.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jul 11 2009, 22:32

კაცო ეგ მაჩვის სოუზი ჩოხატაურში ვჭამე არც მახსოვს როდის, ყანაში გაება, ეგ არანაირი ბრაკონიერობა არ არის კერძო საკუთრებაა, ასე რომ კერძებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ჩემთვის ბევრჯერ მოურთმევიათ ნანადირევი და სხვადასხვა კარძიც გამიკეთებია

პოსტის ავტორი: შალვა Jul 12 2009, 14:54

მწყერი, გარეცხილ გასუფთავებული ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე, კარგად რომ დაიბრაწება გადმოიღეთ ცალკე თეფშზე, იმავე ცხიმში იწვება წვრილად დაჭრილი ხახვი და კანგაცლილი წვრილ. დაჭრილი პომიდორი, როგორც კი წვენი ამოშრება ჩავამატებთ ცხელ წყალს და შემწვარ მწყერს, კარგად დავახურებთ ტაფას თავსახურს და დაბალ ცეცხლზე ცოტახანს ვათუხთუხებთ, გადმოღების წინ ჩავამატებთ ცოტა კარაქს და წვრილად დაჭრილ პეტროშკას და დაფქვილ შავ წიწაკას.
3-4 ცალი მწყერ.
1 თავი ხახვი.
0.5 ჭიქა ცხიმი.
1 სუფრის კოვზი კარაქი.
5-6 პომიდორი, პეტრუშკა შავი წიწაკა.

p.s.სეზონის წინ მწყერს ვცეთ პატივი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2009, 16:31

აუცილებლად ვისარგებლებ მაგ რეცეპტით...რაცხა ძალიან გემრიელად გამოიყურება..რეცეპტიც კი...

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 13 2009, 00:18

რაცხა მეც მომეცონა რეცეპტი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 13 2009, 09:59

აკიდო! დიდ ბადრიჯანს ყუნწთან გადავჭრით, გულს გამოვუღებთ ისე რომ 1 სმ დარჩეს კედლებამდე, მარილს წავუსვავთ შიგნიდან და გარედანდა 1 საათი გავაჩერებთ, შემდეგ გამოვრეცხავთ და შიგნით ჩავდებთ მარილ და წიწაკა მოყრილ მწყერს, ზემოდან პომიდორის ნახევარს დავახურავთ და ცოტა ცხიმს დავუმატებთ, თუჯის ქვაბში ისე ჩავდებთ რომ ბადრიჯნის გადაჭრილი მხარე ზევით მოექცეს, დავუმატებთ ცხიმს(ქვაბში) და შევდგამთ ჰაერ ღუმელში 1 საათით, ეგარი რა!

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 13 2009, 11:41

ეუჰ...ეგეც რა მაგარი იქნება....არა რააა... წელს ნაღდად შევეცდები მწყერზე ექსპერიმენტების ჩატარებას.....

პოსტის ავტორი: Maverick Jul 13 2009, 14:51

ციტატა(შალვა @ Jul 13 2009, 10:59 AM) *
აკიდო! დიდ ბადრიჯანს ყუნწთან გადავჭრით, გულს გამოვუღებთ ისე რომ 1 სმ დარჩეს კედლებამდე, მარილს წავუსვავთ შიგნიდან და გარედანდა 1 საათი გავაჩერებთ, შემდეგ გამოვრეცხავთ და შიგნით ჩავდებთ მარილ და წიწაკა მოყრილ მწყერს, ზემოდან პომიდორის ნახევარს დავახურავთ და ცოტა ცხიმს დავუმატებთ, თუჯის ქვაბში ისე ჩავდებთ რომ ბადრიჯნის გადაჭრილი მხარე ზევით მოექცეს, დავუმატებთ ცხიმს(ქვაბში) და შევდგამთ ჰაერ ღუმელში 1 საათით, ეგარი რა!

ვერ ვიტან ბადრიჯანს newsmile042.gif , მაგრამ მწყერის ხათრით კარგი იქნება როგორც ნიგვზის ხათრით ნიგვზიანი ბადრიჯანი

პოსტის ავტორი: შალვა Jul 13 2009, 14:53

ციტატა(Maverick @ Jul 13 2009, 03:51 PM) *
ვერ ვიტან ბადრიჯანს newsmile042.gif , მაგრამ მწყერის ხათრით კარგი იქნება როგორც ნიგვზის ხათრით ნიგვზიანი ბადრიჯანი

???? ???? ???? ?!

პოსტის ავტორი: Maverick Jul 13 2009, 14:55

შალვა
არ მიყვარს ბადრიჯანი, რატომ? ??????


რა ვიცი აბაა, არ მიყვარს და . . . . . .

პირადი ანტიპატია მაქვს, ლიჩნი ნეპრიაზნ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 13 2009, 14:59

Maverick
დაიკიდე გაგივლის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 13 2009, 15:13

მკიდია, გასვლით არ გამიარა, ამიტომ მე გავიარე, აღარ მივირთმევ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 13 2009, 15:39

Maverick ,,ჟაროვნაზე" ზეითუნის ზეთი, დიდი ზომის სოკოს ქუდები ამობურცულით დაბლა, მარილი, წიწაკა და ზემოდან(სოკოზე) სათითაოდ მწყერი, ქონდარი, კალკის ქაღალდი და 30 წუთით ,, დუხოვკაში" ბოლო 5 წუთი ქაღალდის გარეშე წვენი რომ ამოშრეს.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 13 2009, 16:28

ციტატა(shalva @ 13th July 2009 - 04:39 PM) *
დიდი ზომის სოკოს ქუდები ამობურცულით დაბლა

რომელი სოკო უნდა??? მაგხელა რომელია მწყერი რომ დაიტიოს??? ისე ეგ იქნება თუ იქნება აი....დამახჩო ნერსყვმა....

პოსტის ავტორი: Maverick Jul 13 2009, 16:59

ციტატა(შალვა @ Jul 13 2009, 04:39 PM) *
Maverick ,,ჟაროვნაზე" ზეითუნის ზეთი, დიდი ზომის სოკოს ქუდები ამობურცულით დაბლა, მარილი, წიწაკა და ზემოდან(სოკოზე) სათითაოდ მწყერი, ქონდარი, კალკის ქაღალდი და 30 წუთით ,, დუხოვკაში" ბოლო 5 წუთი ქაღალდის გარეშე წვენი რომ ამოშრეს.

სააღოლ შალვა ეგ კი მაგარია, დორბლები მცვივა, მაგას რომ სულგუნიც დავამატოთ ნეტა როგორი იქნება? სოკო და სულგუნი ძალიან ასწორებს

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 13 2009, 18:25

შალვა
აუფ ბატონო შალვა მაგარაი ძალიანnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Aug 2 2009, 00:04

რეცეპტი N1

ნებისმიერი მსხვილი ნანადირევის ჩაბასტურმება, აგრეთვე უხდება საკუთარი სიკვდილით
მომკვდარ საქონელსაც newsmile035.gif
მასწავლეს ბელორუსმა მონადირეებმა, გამოვცადე თითქმის ყველაფერ8ე!
განსაკუთრებით უხდება გარეულ ღორს და საქონლის ხორცს.

საჭირო ინგრედიენტები:
ნანადირევის ხორცი (ღორი) სასტეიკოდ დაჭრილი.
დაფნის ფოთოლი
პილპილი
მარილი
ნიორი
ხახვი
და.... ლუდი.

ვდებთ ჯამში მსხვილი დანით ოდნავ დაკეპილ ხორცის ნაჭრებს.
8ემოდან ვასხავთ გაუფილტრავ თეთრ ლუდს (სასურველია) ისე,
რომ ხორცი დაიფაროს და ვინახავთ გრილ ადგილას 1-3 სთ-მდე.
შემდეგ ვიღებთ ხორცს და ვამშრალებთ ხელის სამ8არეულო ხელსახოცებით.
ამის შემდეგ ვა8ილავთ პილპილს და ვადებთ ნაჭრებს ერთი მეორე8ე დაფნის
ჩაყოლებით. ამ დროს ვახურებთ ტაფას, ვდებთ ან ვასხავთ ოდნავ ცხიმს 8ეთის
თუ ერბოს სახით ისე რომ შეიქმნას ოდანავ ცხიმიანი 8ედაპირი.
ვბრაწავთ ხორცს ორივე მხრიდან ოქროს ფრამდე...
შემდეგ ამავე ტაფაში ვასხავთ ჯამში დარჩენილ ლუდს. ვანელებთ ცეცხლს.
პერიოდულად ვატრიალებთ ხორცის ნაჭრებს. ლუდის დაშრობის შემდეგ
ვასხავდ ოდნავ ახალ ლუდს და ვახვანხვალებთ ნაჭრებს ისე, რომ 8ედაპირი განიბანოს.
ანუ თქვენს წინ წარდგება ხორცი, როგორც საუკეთესო ჟურნალის ფოტოებში,
რომ გინახავთ. ამის შემდეგს ამოიღეთ ხორცის ოქროსფერი ნაჭრები და
გემოვნების მიხედვით მიეცით მარილი დაჭყლეტილი ნიორი და რგოლებად
დაჭრილი ხახვი.

ამ ხორცს მოუხდება 1 ღამით ბროწეულისა და ლიმნის წვენში დამარინადებული ხახვი.
დაიმახსოვრეთ, ლუდი კარგად არბილებს ნებისმიერ ხორცს და ამაღლებს ხორცის
დაკარგულ გემოვნურ თვისებებს! newsmile05.gif
მომშივდა...

პოსტის ავტორი: შალვა Aug 2 2009, 08:56

კარგი რეცეპტია, გაუფილტრავი ლუდის მაგივრად შეიძლება შავი ლუდის ხმარებაც(გერმანელები ოქტომბერფესტზე ღორის კანჭებს შავ ლუდთან ერთად წვავენ)

პოსტის ავტორი: 919 Aug 2 2009, 11:39



8ემოდხსენებული მეთოდით დავამუღამე წინადრის შემწვარი
ხორცის შეცხელება/განახლება.
ანუ ადუღებულ ლუდიან ტაფა8ე უნდა მოხდეს ხორცის შეთბობა!

შალვა
გეთანხმები, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ შვაინ-ჰაქსე
ღუმელში იწვება და ბოჭკოების გახსნა არც თუ უსე აქტუალურია.
თავის დრო8ე ერთმა თანამშრომელმა მაგარი წიგნი მაჩუქა
სანადირო კულინარია8ე. მოკლედ, რომ წავიკითხე მივხვდი,
რომ ჩვენ ( ქართველები) სამწუხაროდ არა ბალ8ე არამედ
საერთოდ ჭერამ8ე ვ8ივართ ნანადირევის მომ8ადების
ამბავში.
ყველ8ე დიდი 2-ანი გვეწერება ნანადირევი ხორცის გამოყვანაში
ანუ მომწიფბის პროცეში ...


პოსტის ავტორი: შალვა Aug 2 2009, 20:53

919
2 ზე ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მე ვისთანაც მაქვს სანადირო დაარა მარტო.... ურთიერთობა ტყემლის და ჭერამის ხეც მოჭრილი და შემწვარი აქვთ ნელ ცეცვხლზე,მთლიანობაში რათქმაუნდა გეთანხმები! იმიტომაც ვპოსტავთ აქ და პირად და საერთო დონის აწევას(კულინარია) ვცდილობთ, წიგნებიდან და ინტერნეტიდან გადმოწერილი რეცეპტებს მხოლოდ მაშინ ვდებთ თუ თვითონ გავაკეთეთ, გავსინჯეთ, მოგვეწონა და ა.შ.

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 2 2009, 23:55

919
ვააჰ, საინტერესო ჩაბასტურმების მეთოდია newsmile05.gif ოღონდ ამ თეთრი, გაუფილტრავი ლუდის შოვნა სად შეიძლება?

პოსტის ავტორი: ბესო Sep 4 2009, 08:39

ციტატა(Power_VANO @ Sep 3 2009, 12:55 AM) *
919
ვააჰ, საინტერესო ჩაბასტურმების მეთოდია newsmile05.gif ოღონდ ამ თეთრი, გაუფილტრავი ლუდის შოვნა სად შეიძლება?


3დ და მისი ჯანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 6 2009, 23:14

ციტატა(ბესო @ Sep 4 2009, 10:39 AM) *
3დ და მისი ჯანი newsmile05.gif


ყაზბეგი არ წავა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 7 2009, 06:38

ყაზბეგს აქვს კაკ რას გაუფილტრავი. ნებისმიერი არაპასტერიზებული წავა

პოსტის ავტორი: შალვა Nov 18 2009, 12:32

ყაურმა: დავჭრით გულღვიძლს, ფილტვს, თირკმელებს, გავრეცხავთ ცივ წყალში და გამდინარეში გავაჩერებთ 20-30 წუთს, ტაფაზე დავყრით ძალიან წვრილად დაჭრილ ცხოველურ ცხიმს( თუ ცხვარია დუმა, თუ ხბო მუცლის ქონი....) და დადნობის შემდეგ დავყრით წყალ დაწურულ ხორცს და ტაფას თავსახურს დავახურავთ, 10 წუთის შემდეგ წამოურევთ და დავამატებთ ბლომად ხახვს და 3-4 ცალ დაფნის ფოთოლს, შემდეგი ამორევის დროს ვუმატებთ მარილს, შავ დაფქვილ წიწაკას და ხარჩოს სუნელს, გამზადებამდე 2 წუთით ადრე ტაფას სახურავს მოვხდით.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 18 2009, 13:03

ერთს დავამატებ ყაურმის რეცეპტს თუ შეიძლება. ძალიან გემრიელი იქნება თუ ამ ყველაფერს ცოტაოდენ ღვინოს დავასხავთ და ცოტა ხანი ღვინოში მოვშუშავთ ხორცს, მანამ დანარჩენ ინგრედიენტებს დავამატებთ. დამიჯერეთ უგემრიელესია

პოსტის ავტორი: შალვა Nov 18 2009, 13:11

კუდიგორელი
თუ ღვინოს დაუმატებთ წითელი აჯობებს!

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 18 2009, 13:12

შალვა
კი გეთანხმებით ბატონო შალვა, მაგრამ თეთრიც არაა ცუდი.

პოსტის ავტორი: cz80 Nov 18 2009, 13:51

ციტატა(Kudigoreli @ 18th November 2009 - 14:03) *
ერთს დავამატებ ყაურმის რეცეპტს თუ შეიძლება. ძალიან გემრიელი იქნება თუ ამ ყველაფერს ცოტაოდენ ღვინოს დავასხავთ და ცოტა ხანი ღვინოში მოვშუშავთ

+100
პირადად მე ეგრე ვამზადებ სულ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 19 2009, 01:27

შალვა
ყაურმა ტაფაზე კეთდება???..კიმარა წვენში როა ხოლმე ჩაშუშული???...ეგ წვენი ცხიმია???...რა გონზე არ ვარ მზარეულობის.... newsmile035.gif
ხოდა ამ რეცეპტს ვსინჯავ სასწაფოდ....
ხარჩოს სუნელი რომელია???...

პოსტის ავტორი: შალვა Nov 19 2009, 11:36

ლევანი

ციტატა(levani @ 19th November 2009 - 02:27) *
ხარჩოს სუნელი რომელია???...

ტაფაზე კეთდება(ღრმა) ხარჩოს სუნელი არის სუნელების ზბორნი ეგრევე იკითხე(დავიჯერო ხარჩოს სახლში არ გიკეთებენ? newsmile090.gif )

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 19 2009, 16:27

ციტატა(shalva @ 19th November 2009 - 12:36) *
დავიჯერო ხარჩოს სახლში არ გიკეთებენ? )

კი მიკეთებენ ხოლმე..თუ დავაზაკაზე...მარა ხორცის გარდა..რას უმატებენ.. ეგ აღარ ვიცი....მარტო ვჭამ ხოლმე.. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 13 2009, 22:15

უხის მომზადება მინდა და გამოცდილი ხალხის რჩევა მჭირდება, თევზად უხაში რიაბუშკას (ახლად დაჭერილის) და ორაგულის (გაყინული რომ არის ისეთი) დუეტი კარგი იქნება?

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 13 2009, 22:53

ეხლა ისეთ რეცეპტს გაგიმხელთ მერომ ძალიან მომწონს... newsmile090.gif რა ქვია არვიცი....ალბათ "ხელიდან წასული მეთევზეები" გვჭირდება -ახალდაჭერილი თევზი, ალუმინის ქაღალდი "ფოლგა",ხმელი ხახვი, პილპილი , მარილი......... ჯერ ვანთებთ ცეცხლს აუცილებლად. შემდეგ ვიღებთ ალუმინის ქაღალდს 50 სანტიმეტრს 2 ფენას ზედ ვაწყობთ ახლდაჭერილ გასუფთავებულ თევზს სულ რომ შეივსოს. ერთ ფენად. ვაყრით მარილს პილპილს ბლომად და ხმელ თუ ძველ ხახვს. ერთისიტყვით ხახვი მწვანე არუნდა იყოს. მეტი არაფერი არუნდა. შემდეგ ვიღებთ ისევ ალუმინის ქაღალდს 50 სანტიმეტრს 2 ფენას დავაფარებთ თევზს და ბოლოებს გადავუკეცავთ და ჩავუხვევთ ისე რომ ჰაერი არუნდა გამოდიოდეს და ოთხკუთხედი პაკეტი უნდა მივიღოთ. ცეცხლი რომ დანაკვერჩხლდება ნაკვერჩხალს როგორც მწვადისთვის ისე გავშლით და თევზიან პაკეტს პირდაპირ ნაკვერჩხლებზე დავდებთ. მიახლოებით 5-6 წუთში პაკეტის შიგნით ორთქლი გროვდება და მაღლითა მხარე იბერება და უნდა გადავაბრუნოთ. მეორე მხარესაც 5-6 წუთი სწირდება და ისიც გაიბერება. სულ ეს არის ეყოფა. თუ საჭიროზე ადრე გადმოიღებთ არაფერია გახსნილი მხარე ისევ ჩაკეცეთ და ცეცხლზე დააბრუნეთ. მხოლოდ მაყალზე და ნაკვერჩხალზე გამოდის. ან ბუნებაში. არც ფურნეში არც გაზზე არც მიკროტალღურში. ყველგან ვცადეთ. და ისა არაყი უხდება ცოტა ბადის სროლის მერე ცოტა ჯანზე რომ მოხვიდე და გათბე..... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 13 2009, 23:09

ციტატა(PREDATOR @ Dec 13 2009, 23:53) *
ეხლა ისეთ რეცეპტს გაგიმხელთ მერომ ძალიან მომწონს... newsmile090.gif რა ქვია არვიცი....ალბათ "ხელიდან წასული მეთევზეები" გვჭირდება -ახალდაჭერილი თევზი, ალუმინის ქაღალდი "ფოლგა",ხმელი ხახვი, პილპილი , მარილი......... ჯერ ვანთებთ ცეცხლს აუცილებლად. შემდეგ ვიღებთ ალუმინის ქაღალდს 50 სანტიმეტრს 2 ფენას ზედ ვაწყობთ ახლდაჭერილ გასუფთავებულ თევზს სულ რომ შეივსოს. ერთ ფენად. ვაყრით მარილს პილპილს ბლომად და ხმელ თუ ძველ ხახვს. ერთისიტყვით ხახვი მწვანე არუნდა იყოს. მეტი არაფერი არუნდა. შემდეგ ვიღებთ ისევ ალუმინის ქაღალდს 50 სანტიმეტრს 2 ფენას დავაფარებთ თევზს და ბოლოებს გადავუკეცავთ და ჩავუხვევთ ისე რომ ჰაერი არუნდა გამოდიოდეს და ოთხკუთხედი პაკეტი უნდა მივიღოთ. ცეცხლი რომ დანაკვერჩხლდება ნაკვერჩხალს როგორც მწვადისთვის ისე გავშლით და თევზიან პაკეტს პირდაპირ ნაკვერჩხლებზე დავდებთ. მიახლოებით 5-6 წუთში პაკეტის შიგნით ორთქლი გროვდება და მაღლითა მხარე იბერება და უნდა გადავაბრუნოთ. მეორე მხარესაც 5-6 წუთი სწირდება და ისიც გაიბერება. სულ ეს არის ეყოფა. თუ საჭიროზე ადრე გადმოიღებთ არაფერია გახსნილი მხარე ისევ ჩაკეცეთ და ცეცხლზე დააბრუნეთ. მხოლოდ მაყალზე და ნაკვერჩხალზე გამოდის. ან ბუნებაში. არც ფურნეში არც გაზზე არც მიკროტალღურში. ყველგან ვცადეთ. და ისა არაყი უხდება ცოტა ბადის სროლის მერე ცოტა ჯანზე რომ მოხვიდე და გათბე..... newsmile090.gif



კარგი გემოვნება გქონია ბატონო ჩემო, ჩემი საყვარელი კერძია ფოლგაში ჩათუთქული თევზი small3d018.gif

PREDATOR

თითქმის იგივე ტექნიკაა, მცირედი ვარიაციებით

http://forum.ochopintre.ge/index.php?act=post&do=edit_post&f=107&t=207&p=31135&st=45

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 13 2009, 23:34

ციტატა(ნიკაP&A @ Dec 13 2009, 23:15) *
უხის მომზადება მინდა და გამოცდილი ხალხის რჩევა მჭირდება, თევზად უხაში რიაბუშკას (ახლად დაჭერილის) და ორაგულის (გაყინული რომ არის ისეთი) დუეტი კარგი იქნება?

ისე უხა არვიცი და მსგავსი რეცეპტი ვიცი მეკობრეები აკეთებდნენ თავის დროზე "კაკავია"ქვია.................. თევზი უნდაიყოს ახალი. არავითარი გაყინული. კიდევ კარასიც და სიგაც არუხდება. ალბათ უფრო წვერა ჭანარი ხრამული საზანი ან რაც გვაქვს. ვხარშავთ საშუალო ზომის ქვაბში 2 წყება თევზს ამოვიღებთ . მოქაფულ და სუფთა წვენს ვიტოვებთ შიგ ვაწყობთ 3 ცალ ოთხად გაჭრილ პომიდორს 2 ცალ ხმელ ხახვს დაუჭრელად მთლიანად 4 კართოფილს საშუალოს ოთხად გაჭრილს და 3 ცალ ყაბახს რგოლებად დაჭრილს ნიახური ბლომად თავის ძირებით პეტრუშკა ბლომად მწვანილი ხაზს ვუსვავ ბევრი და მთლიანი დაჭრა არუნდა დაფნის ფოთოლი დიდი პილპილი მარილი ლიმონის მომცრო ნაჭერი ოდნავ რეხანი ხმელი პატარა ნიორი ზეითუნის ზეთი ან მაღალხარისხის მზესუმზირის ზეთი სტაფილო ოთხად გაჭრილი და მესამე წყება თევზი პატარა წიწაკაც ეს ყველაფერი იხარშება იქნამდე სანამ კართოფილი არმოიხარშება. თუ მანამდე თევზი მოიხარშება ამოიღებთ. მე ამ კერძის წვენი მომწონს თევზის დიდი მოყვარული არავარ. დამიჯერეთ ძალიან მაგარია. და არაყი უხდება ასევე.............. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 14 2009, 00:53

ნიკაP&A
როგორც ვიცი...ჭალიმგელაა მაგისი დიდოსტატი....მგონი რეცეპტიც უდევს სადღაც..

პოსტის ავტორი: შალვა Dec 14 2009, 11:19

უხა თევზისგან მზადდება და იხილეთ თევზისგან მომზადებულ კერძებში. p.s. ბიძიებო თუგაქვთ საშუალება იქნებ კულინარიის თემებში ერთი კაი ჭამა-სმის მოყვარული მოდერი გამოუშვათ არსებული ბარდაგის ჭკუაზე მოსაყვანად, სრული ანარქიაა.

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Dec 14 2009, 13:04

ციტატა(PREDATOR @ Dec 14 2009, 00:34) *
ისე უხა არვიცი და მსგავსი რეცეპტი ვიცი მეკობრეები აკეთებდნენ თავის დროზე "კაკავია"ქვია.................. თევზი უნდაიყოს ახალი. არავითარი გაყინული. კიდევ კარასიც და სიგაც არუხდება. ალბათ უფრო წვერა ჭანარი ხრამული საზანი ან რაც გვაქვს. ვხარშავთ საშუალო ზომის ქვაბში 2 წყება თევზს ამოვიღებთ . მოქაფულ და სუფთა წვენს ვიტოვებთ შიგ ვაწყობთ 3 ცალ ოთხად გაჭრილ პომიდორს 2 ცალ ხმელ ხახვს დაუჭრელად მთლიანად 4 კართოფილს საშუალოს ოთხად გაჭრილს და 3 ცალ ყაბახს რგოლებად დაჭრილს ნიახური ბლომად თავის ძირებით პეტრუშკა ბლომად დაფნის ფოთოლი დიდი პილპილი მარილი ლიმონის მომცრო ნაჭერი ოდნავ რეხანი ხმელი პატარა ნიორი და მესამე წყება თევზი პატარა წიწაკაც ეს ყველაფერი იხარშება იქნამდე სანამ კართოფილი არმოიხარშება. თუ მანამდე თევზი მოიხარშება ამოიღებთ. მე ამ კერძის წვენი მომწონს თევზის დიდი მოყვარული არავარ. დამიჯერეთ ძალიან მაგარია. და არაყი უხდება ასევე.............. newsmile090.gif





მაგაზე მეტე უხა რაღა გინდა, ვცდი აბა რა გამომივა

პოსტის ავტორი: PREDATOR Dec 14 2009, 21:59

ხბოს ხორცის რეცეპტი სახელად "მიშველეთ მეტი აღარშემიძლია"
შემადგენელი ინგრედიენტები ხბოს ან საქონლის ხორცი,არაჟანი,ხახვი,პილპილი, კიდევ "რიგანი" როგორც ჩელე ეძახის ქართულად "ქონდარი" სად ვიშოვოთ..? სუნელების გამყიდველებთან სადაც ძვირია ან იმერეთში მდინარე ძირულას ნაპირებზე სადაც იზრდება ოხრად თან მუქთაა..უბრალოდ მზეზე გაშრობა უნდა....მარილი, დაფნის ფოთოლი, ლიმონი.

ვიღებთ არაჟანს დიდ ქილას და ვყრით შიგნით მრგვლად დაჭრილ ხახვს პილპილს ქონდარს დაფნის ფოთლებს და ვურევთ ერთმანეთში კარგად.

შემდეგ ვიღებთ ხორცს ხორცი უნდა იყოს დიდი ნაჭრები მიახლოებით მაღვიძარას ხელა. და ვუსმევთ არაჟანს სქელ ფენად ძალიან სქელ ფენად.
ვდებთ რაიმე ღრმა ჭურწელში და ვახურებთ თავზე რამეს ალუმინის ქაღალდს მაგალითად. შემდეგ გამოვიღებთ და მოვაცლით არაჟანს.

უნდა 18 საათი მაცივარში და არა საყინულეში. შედეგი იქნება გამაოგნებელი ხორცი გახდება ბამბასავით რბილი შეწვას დაჭირდება ძალიან ცოტა დრო. გემო იქნება განუმეორებელი........ newsmile090.gif თუ სურვილი გექნებათ ლიმონის წვენი უხდება.............. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 16 2009, 10:35

მოკლედ ამ თემის გარდა - ყველა დანარჩენი გაიწმინდა ოფებისგან! მოგვიანებით ამასაც მივხედავ!

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 19 2010, 14:30

სრულიად რუსეთის სიამაყე უხა
თავად რუსების მოსაზრებით
ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნის ხელნაწერებშია ნახსენები
\\\"Аще сливы обрашуться, съварать и ты… и почерпають и тхъ оухоу\\\"
საბჭოთა მეცნიერები მისი სახელწოდების წარმოშობას უკავშირებენ ინდოევროპულ ფუძეს \\\"ჯუს\\\"
თუმცა მათი მოსაზრებები ხელს ვერ შემიშლის
გიამბოთ
\\\"უხას\\\" წარმოშობის ჩემეული ვერსია

ძველმონღოლური მითოლოგიის მასალებზე მუშაობისას
ერთ საინტერესო ლეგენდას გადავაწყდი:

\\\"ყველაფერი წყლიდან დაიწყო
ყველაფერს წყალი დაასრულებს
ყველაფერს

თავდაპირველად იყო ბაიგ(კ)ალი
მან შექმნა ცა და ცამ ჩაიხედა მასში
სულპირველად ცამ ბაიკალის მხოლოდ გამჭვირვალობა დაინახა
და მიიღო მისი ფერი
გალურჯდა
მეორეჯერ ჩაიხედა ცამ ბაიკალში
დაინახა მისი ფსკერი
და მოიღრუბლა
მესამეჯერ უკვე ღრუბელმა ჩაიხედა ბაიკალში
შეუყვარდა და დალია
ასე დაიბადა წვიმა\\\"

მოგვითხრობს ბურიატული ლეგენდა

ძველმონღოლთა რწმენით სამყაროს \\\"ეძენები\\\"
იგივე \\\"ნოიონები\\\"
იგივე \\\"ხანები\\\" განაგებდნენ
წყალსატევთა ღმერთებს კი \\\"ლუსუნ-ხანები\\\" ერქვათ
მათ შორის ყველაზე ძლევამოსილი \\\"უხა-ლუსუნ-ხანი\\\" ბაიკალის ფსკერზე ცხოვრობდა
ქონდა თეთრი და უგრძესი წვერი
სამოსელი სპეტაკი
ღრმა გული
და ვერცხლის სრა-სასახლე.

სიტყა \\\"უხა-ლუსუნ-ხანი\\\"
ქართულად ითარგმნება
როგორც
\\\"წყალთაგამრიგეს სული\\\"
აქედან \\\"უხა\\\" სულს ნიშნავს

მივყვეთ ლეგენდას:
\\\"წვიმამ ბაიკალს ცა ჩამოუყვანა
ხანღრუბლიანი და ხანლურჯი
ხანშეუყვარდათ ერმანეთი - ხანშეძულდათ
ხანიქორწინეს - ხანუფროიქორწინეს
შეეძინათ მიწა (მხოლოდშობილი)
მიწამ შვა ბალახი
არცლურჯი-არცღრუბლფერი
არცმამასგავდა-ხანმიწასგავდა
მერე იყო აქლემი
მშობელიჭამა და მშობელისვა
შვა ბაბა
დიდი ხანის წინაპარი\\\" (იგულისხმება ჩინგისხანი)

საფელ ტორიში (რუსეთი, ბურიატია, ტუნკინის რაიონი)
დღემდე ტარდება მსვერპლშეწირვის რიტუალი
ამ დღეს
ბაიკალის ტბაში ყრიან ყოველგავრ საკვებს
ან სულაც საყოფაცხოვრებო ნივთებს
(ტანსაცმელს, თეფშებს, მაგნიტოფონებს)
იჭერენ თევზებს
ხარშავენ
ჭამენ

\\\"შიოდა ბაბას - ბაიკალმა შექმნა თევზი და აჭამა
შეცივდა ბაბას - ბაიკალმა გახადა აქლემს და შემოსა
ცოლი ისურვა ბაბამ - ბაიკალი შეწუხდა
წვიმაზე მიუთითა
ის გიპოვნოსო სასძლოს
ღრუბელზე მიუთითა
მან უკეთ იცისო
ცაში აახედა
მისი ბრალიაო ყველაფერი

განრისხდა წვიმა - მთელი წელი იდინა
გაშავდა ღრუბელი - მიწის ფერი დაედო
ჩალურჯდა ცა -დაკრიფა ვარსკვლავები
ბაიკალში ჩაყარა
გული აუდუღა

შეშინდა ბაბა
ცრემლი ჯერ არ იყო გაჩენილი
რომ ეტირა
ხმა ჯერ არ იყო გაჩენილი
რომ ეღრიალა
სიკვდილი ჯერ არ იყო
რომ მომკვდარიყო

მდუღარე ბაიკალთან მივიდა
მოხარშული თევზი დაინახა
ჭამა
თქვა: \\\"უხა-ლუსუნ მაპატიე\\\"
გაძღა
ბაიკალის წყალი დალია
თქვა: \\\"უხა-ლუსუნ მაპატიე\\\"
წყურვილი მოიკლა
ბაიკალის პირას დასახლდა
თქვა: \\\"უხა-ლუსუნ შენთან მინდა\\\"
განიწმინდა\\\"

ესეც თქვენი უხა
გაამოთ

პოსტის ავტორი: არჩილ Mar 15 2013, 19:46

http://postimage.org/
http://postimage.org/


ბუნებაში ამას არაფერი ჯობია newsmile05.gif)))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)