თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კულინარია _ სოკოების შესახებ, მომზადება და განსხვავება

პოსტის ავტორი: შალვა Jun 4 2009, 14:36

კალმახი და სოკო (კალმახა სოკო არ გეგონოთ) სოკო: მაგ. ქამა ან მიქლიო ან მჭადო(წვრილად დაჭრილი) ტაფაზე კარაქში ხახვთან ერთად მოვთუშოთ ცოტა მწვანილები დავუმატოთ, მომზადების შემდეგ კალმახს მუცელი ამოვუვსოთ და ბამბის ძაფით ამოვკეროთ, იგივე ცხიმში ვწვავთ კალმახს ორივე მხრიდან. ნუ მარილი და წიწაკა თქვენი გემოვნებით.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 4 2009, 15:06

ციტატა(ვიტო @ Jun 4 2009, 02:57 PM) *
ააა

მაგარი თემაა, მალადეც ვიტო, მაგრამ აქ აუცილებელია სოკოების ფოტოები (კომპიუტერთან ცოტა ვერლავეს ვარ), ამოცნობა და მომზადება გიხაროდეს იმერლები და რაჭველები მაგაში ბევრს ფორას მივცემთ.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 4 2009, 15:07

შალვა
სოკოც კარგი თემაა და ის პოსტი აქეთ გადმოვიტანე თუ წინააღმდეგი არ ხარ, მგონი საინტერესო გამოვა

კალმახას მომზადება ჩემებურად

ვიღებ იმდენ სოსკოს რომ ტაფა გადაივსოს და ვშუშავთ კარაქში ან ერბოში, თავის ზეთს რომ გამოუშვბს
და კარგად ჩაიშუშება ვამატებ ბლომად ქინძს და წვრილად დაჭრილ მწვანე ხავს, მერე 2 სავსე ს.კ.
არაჯანი და 1 ს.კ. გატარებული ნიგოზი

მარილი და წიწაკა გემოვნებით, მე პირადად სქლად დაფქვილი წიწაკა მომწონს

მოკლედ რომ მოიშუშება, შუშხუნავე ჭამეთ თონის პურით პირდაპირ ტაფიდან ხელებით......

პოსტის ავტორი: შალვა Jun 4 2009, 15:55

შარშან გახსოვთ ბევრი ადამიანი(ბავშვებიც) მოიწამლა რიკოთზე და ხაშურში ნაყიდი ჩემთვის ყველაზე გემრიელი ნიყვისგან, რაღაც პანიკასავითაც კი იყო, ნიყვი შარშან ე. წ. სეზონის დასაწყისში ძალიან ცოტა იყო და არც არავინ არ მოწამლულა(მე არ გამიგია)იმ შემოდგომის ბოლოს კი უცნაური ამინდები წამოვიდა და გადაყვითლებული იყო ბლომად მოსული, გასაყიდათ გამოტანილი ნიყვით რიკოთის და ჭერათხევის უღელტეხილები, ვისაც არ ეზარებოდა ყველა ყიდულობდა ნიყვს ისინიც ვისაც სოკო მანამდე ნაჭამიც არ ჰქონდა. მოწამლის მიზეზები შეძლება ყოფილიყო:
1. სოკო !ყოველთვის! ახალ დაკრეფილი უნდა იყოს (დიდი რაოდენობით მოსვლის დროს რეალიზაცია დაბალია, და ხშირად 2-3 დღის წინ მოკრეფილი სოკო იყიდება)
2. ნიყვს მომზადებისას არ უნდა დააკლდეს ხარშვა(შეწვა) არც გადამეტება არის კარგი,
3. მომზადებული კერძის(სოკო) მეორე დღეს ჭამა არ შეიძლება.
4. რამოდენიმეჯერ გაცხელება არ არის რეკომენდირებული,
5.კარგად გამდინარე წყალში გარეცხვა ალბათ ყველამ ვიცით,
6.და მთავარი, თუ ვერ ცნობთ სოკოს ნუ უსმენთ გამყიდველის ზღაპრებს რომელიმე სოკოს უვნებლობაზე (თუმცა ასეთი სოკოს ჯიშები არსებობენ, ზოგიერთი უმათაც იჭმება, მაგრამ ყიდვის დროს შემთხვევით გამყიდველსაც შეიძლება გაეპაროს მსგავსი შხამიანი) გიყვებათ,
7.ბავშვებს ძილის წინ(საღამოს)არ აჭამოთ!!!! ვერცხლის კოვზით გასინჯვა ბლეფია, აბა გასინჯე ამ კოვზით უწყინარი ვარყა სოკო გააშავებს ეგრევე, სოკოს ჭამის შემდეგ ყველის (ვითომდა მოწამვლის საწინააღმდეგოდ)ჭამაც მხოლოდ თვით დამშვიდებაა, თუ ძალიან გიყვართ სოკოს კერძი და ვერ ცნობთ იყიდეთ სათბურის ქამა, ნუ რა ვუყოთ რომ საპნის გემო აქვს სამაგიეროთ წყნარად იქნებით.

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 4 2009, 16:44

მართალი ხარ, სათბურის ყველას ჯობია თუ ცნობა არ იცი, მე ვცნობ რაჭაში 6-7 ჯიშის სოკკოსმაგრამ მაინც სულ ყურადრებით ვარ,
ზოგი ძალიან გავს ერთმანეთ და ძნელი გასარჩევია, უმათ ჩვენთან მჭადოს ვჭამთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ტყეში ვარ და სხვა არაფერი არ არის

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 4 2009, 16:48

მე ასეთი რაღაცა მითხრეს რაჭაში : არარსებობს საქართველოში სოკო რომელსაც 2 ჯერ მოხარშავ და წყალს გამოუცვლი ,ის მერე მიირთვა და მოგწამლოს!

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 4 2009, 16:50

ხახვთან ერთად მოხარშე და ლურჯი ფერი თუ გადაიკრა ხახვმა ესეიგი მომწამლავია და უნდა გადაყარო(ეს ყოველ შემთხვევისთვის რომ აუტკივარი თავი არ აიტკივო, თორე დაგეწყება მერე მოლანდებები newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif )

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 4 2009, 16:52

ჩიქო
ეგ არის შეცდომითი დამკვიდრებული მცნება, ხახვი არაფერ შუაშია გინდა ფერი შეიცვალოს და არც ვერცხლის კოვზი, ანუ ეგეთ აფსურდებით არ იხელმძღვანელოთ, ხახვი შეიძლება არ დაშავდეს მაგრამ სოკო მაინც მოგწმლავს

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 4 2009, 17:08

არა ვიტო სწორია და თან როგორი სწორი, მე ერთი სოკო შხამიანი ჩავაგდე და დანარჩენი კარგი სოკო და გაამართლა, მამაჩემი აგრონომია და სოკოებშიც მაგრა ერკვევა,ასე რო რავიცი

პოსტის ავტორი: შალვა Jun 5 2009, 11:43

ციტატა(ჩიქო @ Jun 4 2009, 04:50 PM) *
ხახვთან ერთად მოხარშე და ლურჯი ფერი თუ გადაიკრა ხახვმა ესეიგი მომწამლავია და უნდა გადაყარო(ეს ყოველ შემთხვევისთვის რომ აუტკივარი თავი არ აიტკივო, თორე დაგეწყება მერე მოლანდებები newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif )

არარის სწორი ხახვის გალურჯება შხამიანთან არანაირ კავშირში არ არის.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 5 2009, 13:56

ციტატა(ჩიქო @ Jun 5 2009, 01:49 PM) *
newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif მე ჩემ სიტყვას არ გადავალ სასწაული ჯინიანი ვარ

ვარყა სოკო შეწვი ხახვთან ერთად დამიძახე და შეჭმა ჩემზე იყოს . ხახვი ზოგი ლურჯი ზოგი მწვანე იქნება, მართალია ბიოლოგი არავარ არც ქიმიკოსი მაგრამ შხამსა და გალურჯებას შორის(მკვდარს არ ვგულისხმობ newsmile068.gif )კავშირს ვერ ვნახულობ.

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 5 2009, 21:03

მე მაქვს სოკოსა და კალმახის ჩემებური მომზადებისწესი

კალმახს ვიღებთ, და ვჭრით გვერდიდან, ვიღებთ შიგანს და ვაცლით ფხას (რთული არ გეგონოთ) მერე ვიღებთ ქამა სოკოს(უკეთესია თუ ბანკის არ იქნება)
ვჭრით და ნახევარზე ცოთა ნაკლებად ვავსებთ თევზის შიგგარს, უსმევთ ცოტა მაიონეზს, და მერე ვახეხავთ სულგუნს, ვდებთ დუხოვკაში გაცხელებულ და ზეთდასხმულ ჯარონაზე, რომ გამოვიღებთ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, უხდება თეთრი მშრალი ღვინო ხო სულ დამავიწყდა რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით newsmile029.gif newsmile029.gif მერწმუნეთ მაგარი გემრიელია!

პოსტის ავტორი: შალვა Jun 6 2009, 19:44

ციტატა(გრიზლი @ Jun 5 2009, 09:03 PM) *
მე მაქვს სოკოსა და კალმახის ჩემებური მომზადებისწესი

კალმახს ვიღებთ, და ვჭრით გვერდიდან, ვიღებთ შიგანს და ვაცლით ფხას (რთული არ გეგონოთ) მერე ვიღებთ ქამა სოკოს(უკეთესია თუ ბანკის არ იქნება)
ვჭრით და ნახევარზე ცოთა ნაკლებად ვავსებთ თევზის შიგგარს, უსმევთ ცოტა მაიონეზს, და მერე ვახეხავთ სულგუნს, ვდებთ დუხოვკაში გაცხელებულ და ზეთდასხმულ ჯარონაზე, რომ გამოვიღებთ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, უხდება თეთრი მშრალი ღვინო ხო სულ დამავიწყდა რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით newsmile029.gif newsmile029.gif მერწმუნეთ მაგარი გემრიელია!

ვაააა! პროფესორრ! მაგარია!

პოსტის ავტორი: შალვა Jun 16 2009, 17:46

გრიზლი
ეს სოკო ახსენე ერთ_ერთ თემაში, ტრუფელი სუპერ დელიკატესად ითვლება მთელ მსოფლიოში ფასიც შესაბამისი აქვს, მე მაქვს ჟურნალ ვაკრუგ სვეტასს ნომერი სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მისი ძებნა, როგორ ტყეებში მოიპოვებენ, როგორ გეშავენ ძაღლებს(ღორებსაც), არ ვიცოდი თურმე რუსეთში და ბელორუსიაში ეკატერინე დიდის დროს უზარმაზარი რაოდენობით ხდაებოდა ამ სოკოს მოძიება, საფრანგეთის გარდა ამ სოკოს პოულობენ იტალიაში , საბერძნეთში, ხორვატიაში, ბუნებრივი პირობები ამ სოკოს გავრცელებისთვის საქართველოში საუკეთესოა (რუსეთს და ბელორუსს ნაღდად ვჯობივართ) თუ დაგაინტერესათ ამ თემამ ფოთიდან დაბრუნების შემდეგ, მოვძებნი ჟურნალს ძირითადებს გადავთარგმნი და დავდებ, რაიცი იქნება ვნახოთ ჩვენ !ფოთლოვან! ტყეებში ეს სოკო(2 სახისაა: შავი და თეთრი.) და გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან newsmile093.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Jun 16 2009, 20:23

შალვა
ეგ ძაღლებით რო მიწაში ეძებენ ის სოკოა ხოო? ვიცი ვუყურე დისქავერზე,მაგარი გემრიელი ყოფილა თურმეეეეეეnewsmile05.gif აბა თუ შეძლებ დადე ინფორმაცია არ დაიზარო, მე ისეთ სოფელში ვარ ფოთლოვანი ტყეა იქ და თუ ძებნის წესი ვისწავლე კარგი იქნებაააააააnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 16 2009, 22:09

ტრუფელზე რაც ვიცი ის არის რომ რესტორნებში ფასებს გრამებით აწესებენ, მოფერებით ოქროს ადარებენ, იმდენათ თხელ ნჭრებათ მოდის რომ სიფრიფანა ქაღალდივით არის, გემოს ამბავი ნაღდად არ ვიცი მაგრამ ფასი მგონია რომ რთულად მოპოვების მიხედვით ისაზღვრება, თორე შეიძლება საერთოდ არ იყოს გემრიელი, რამდენადაც მახსოვს (შეიძლება მეშლება) შავი ტრუფელი ბევრად ანუ რამოდენიმეჯერ უფრო იაფია ვიდრე თეთრი, ძაღლებით ეძებენ, სპეციალური ფრანგული ტერიერებია რომლებიც მაგისთთვის არიან განკუთვნილები, სოკო ფორმით კარტოპილსგავს და ეგრევე მიწაში იზრდება, ყველა ძალიან ფასობს შვეიცარიული ალპების ტრუფელი.

ეს ყველაფერი ბავშვობიდან მახსოვს, რამდენად სწორედ არ ვიცი

პოსტის ავტორი: შალვა Jun 16 2009, 22:29

აუცილებლად დავდებ, ეხლა გამახსენდა რომ სექტემბერ ოქტომბერში ეძებენ მიწაში, სხვადასხვა ნიშნებით, მაგ, სადაც სოკოა წვრილი ქინქლა ტრიალებს იმ ადგილზე, ზომით ბარდას მარცვლის ზომიდან 500- 800 და მეტ(იშვიათად)გრამიანებსაც პოულობენ , მოკლედ კარგად არის იმ ჟურნალში დალაგებული ყველაფერი, თორემ ინტერნეტში ყველაფერს მოძებნი კაცი, ზეგ იქნება ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ბესო Jun 17 2009, 13:07

ციტატა(ჩიქო @ Jun 16 2009, 08:23 PM) *
შალვა
ეგ ძაღლებით რო მიწაში ეძებენ ის სოკოა ხოო? ვიცი ვუყურე დისქავერზე,მაგარი გემრიელი ყოფილა თურმეეეეეეnewsmile05.gif აბა თუ შეძლებ დადე ინფორმაცია არ დაიზარო, მე ისეთ სოფელში ვარ ფოთლოვანი ტყეა იქ და თუ ძებნის წესი ვისწავლე კარგი იქნებაააააააnewsmile05.gif


უფრო ეფექტურია ღორებით ძებნა, (ნოსო არ მყავს გვერდზე newsmile035.gif ) ყნოსვა აქვს უკეთესი...

"კ სტატი" ვინმემ ხომ არ იცით რაიმე ინტერნეტ რესურსი შხამიან და ვარგის სოკოებზე. 100%-იანი ინფორმაცია რომ იდოს მათ განსხვავებებზე და რომ იხელმძღვანელოს კაცმა სოკოს შეგროვებისას, თორემ ნამეტანი ვერიდები ამ აქტივობას...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 18 2009, 17:39

ციტატა(შალვა @ Jun 16 2009, 05:46 PM) *
გრიზლი
ეს სოკო ახსენე ერთ_ერთ თემაში, ტრუფელი სუპერ დელიკატესად ითვლება მთელ მსოფლიოში ფასიც შესაბამისი აქვს, მე მაქვს ჟურნალ ვაკრუგ სვეტასს ნომერი სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მისი ძებნა, როგორ ტყეებში მოიპოვებენ, როგორ გეშავენ ძაღლებს(ღორებსაც), არ ვიცოდი თურმე რუსეთში და ბელორუსიაში ეკატერინე დიდის დროს უზარმაზარი რაოდენობით ხდაებოდა ამ სოკოს მოძიება, საფრანგეთის გარდა ამ სოკოს პოულობენ იტალიაში , საბერძნეთში, ხორვატიაში, ბუნებრივი პირობები ამ სოკოს გავრცელებისთვის საქართველოში საუკეთესოა (რუსეთს და ბელორუსს ნაღდად ვჯობივართ) თუ დაგაინტერესათ ამ თემამ ფოთიდან დაბრუნების შემდეგ, მოვძებნი ჟურნალს ძირითადებს გადავთარგმნი და დავდებ, რაიცი იქნება ვნახოთ ჩვენ !ფოთლოვან! ტყეებში ეს სოკო(2 სახისაა: შავი და თეთრი.) და გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან newsmile093.gif newsmile093.gif


კი ეგ ღორით და ძაღლით ეძებენ მაგას, კიდევ არის რაღაც მაგის მოძებნის წესი, ალპების არის საუკეთესო, უაზროდ ძვირი ღირს, მე მყავს თანამშრომელი რომელიც სოკოების პროფესორია რა ესე ვთქვათ, წარმოშვებით რაჭიდანაა, იმას ააქვს დაჩემებული რომ ეგ ძაღლი ან ღორი მინდაო ჩამოვიყვანოო, როგორც თვითონ მითხრა რაღაც სპეციფიური დაგეშვა უნდაო, და გული მიგრძნობს რომ რაჭაში უეჭველად უნდა იყოსოოოოოოოოოოო, ასე იძახის, ისე მე მაგის არაფერი არ გამეგება, ერთხელ კი მაქვს სტრასბურგში ეგ სოკო ნაჭამი ოფიციალურ ვახშამზე დიდი პატივისცემით მოგვართვეს, იმდენი რაგაცა ეყარა ზედ რომ მისი გემო კარგად ვერც გავიგე, კი გამრიელი იყო მაგრამ რომ ვთქვა აუ ეს რა ვჭამეო ეგეთი ნაღდად არ არის, მე პირადად სოკოებში ნიყვს არაფერი არ მირჩევნია

Трюфель

Материал из Википедии — свободной энциклопедии
У этого термина существуют и другие значения, см. Трюфель (значения).?
Трюфель

Научная классификация
Царство: Грибы
Отдел: Аскомицеты
Подотдел: Pezizomycotina
Класс: Pezizomycetes
Порядок: Пецицевые
Семейство: Трюфелевые
Род: Трюфель

Латинское название
Tuber P.Micheli ex F.H.Wigg. 1780


Трю́фель (от нем. Trüffel; лат. Tuber) — род сумчатых грибов с подземными клубневидными мясистыми плодовыми телами из порядка пецицевых (Pezizales). К настоящим трюфелям относятся съедобные виды, считающиеся ценными деликатесами. «Трюфелями» называют и другие грибы с похожими плодовыми телами, например, из родов Choiromyces, Elaphomyces и Terfezia, среди них тоже есть съедобные, но ценятся значительно ниже, иногда они поступают в продажу как «фальшивый деликатес».Содержание [убрать]
1 Описание и экология
2 Виды
3 Практическое значение
3.1 Трюфели в парфюмерии
3.2 Другие трюфели
4 Литература
5 Ссылки
6 Примечания



Описание и экология

Растут в лесах как сапрофиты или образуют микоризу с корнями деревьев. Некоторые плодовые тела на разрезе по рисунку напоминают мрамор.

Виды
Tuber aestivum — Трюфель летний, или Трюфель чёрный русский
Tuber brumale — Трюфель зимний
Tuber gibbosum
Tuber himalayensis — Трюфель гималайский
Tuber magnatum — Трюфель итальянский, или Трюфель пьемонтский
Tuber melanosporum — Трюфель перигорский, или Трюфель чёрный
Tuber mesentericum
Tuber oregonense — Трюфель орегонский
Tuber sinensis — Трюфель китайский

Практическое значение

Настоящие трюфели съедобны. Наиболее ценятся трюфель перигорский, итальянский и зимний. В России встречается один вид[1] — трюфель летний (Tuber aestivum). Растут в дубовых и буковых рощах, главным образом в Южной Франции и Северной Италии, где он имеет большое промышленное значение. Имеют грибной вкус с привкусом глубокопрожаренных семечек или грецких орехов и сильный характерный аромат. Вода, если в неё опустить и продержать трюфель, приобретает привкус соевого соуса. Культивировать трюфели, в отличие от шампиньонов, так и не удалось. Трюфели ищут в диких рощах при помощи специально обученных поисковых собак и свиней, обладающих феноменально тонким нюхом. Самостоятельно под листвой можно обнаружить трюфель, заметив роящихся над ним мошек. Количество добываемых трюфелей из года в год сокращается. Если в начале XX века во Франции ежегодно собирали до 1000 тонн «черных алмазов кулинарии», то сейчас урожай удивительных грибочков не превышает 50 тонн.

Трюфели в парфюмерии

Итальянский концерн ISHI-Dafla Group изготавливает из трюфелей косметику. По утверждению фирмы, исследования показали, что несколько капель экстракта из трюфелей способны значительно сократить глубину морщин, подтянуть кожу и буквально растворить пигментные пятна.

Другие трюфели

Белый, польский, или троицкий трюфель (Choiromyces meandriformis) имеет плодовое тело со светлой мякотью, похожее по внешнему виду и размерам на картофель; растет в лесах Западной Европы, Украины, Белоруссии, встречается и в Московской области[2]. Съедобен.

Среди так называемых степных трюфелей, «томболанов» (род Terfezia) тоже есть съедобные. Растут в Южной Европе, Северной Африке, Юго-Западной Азии — в Азербайджане и в Туркменистане.

Иногда к трюфелям ошибочно относят несъедобные базидиальные грибы из рода Scleroderma (группа гастеромицетов), плодовые тела которых имеют вид округлых и продолговатых желтоватых клубней длиной 3-10 см; встречаются в лесах, парках; плодовые тела вначале плотные, внутри черноватые со светлыми прожилками, неприятно пахнущие; позднее их содержимое распыляется.

http://www.radikal.ru

ეს გახლავთ ასე ძვირადღირებული ტრუფელი



მასალად გამოვიყენე ვიკიპედია

სადღაც მაგ სოკოს ძებნის ვიდეოც მაქვს ნანახი და თუ ვიპოვებ ლინკსაც დავაგდებ

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 18 2009, 19:03

http://www.radikal.ru
თრიუფელი
თვითონ სოკოს სახელწოდებაში-triufeli არის რაღაც ფრანგული. ამ დასახელების საკმაოდ ძვირფასი და ცნობილი კამფეტიც გამოდის.შავი ტრიფელი მართლაც უძვირფასესი რამ რის.საფრანგეთში ამ სოკოს შემგროვებელი ერთ სეზონზე(შემოდგომიდან მარტის ჩათვლით),ადგილობრივთა თქმით სამი ძროხის მსაფასურს იღებენ. თვითონ ისინი ამ დელიკატესს გასასინჯადაც კი ვერ იმეტებენ,იმდენად ძვირფასია ის მათთვის. ტრიუფელის ღირსება-საუცხოო გემო და განსაკუთებული არომატია:,,ორიოდე სოკო საკმარისია,რომ ოთახში თავბრუდამხვევი და მადისაღმძვრელი სუნი დატრიალდეს. სურათებით და აღწერის მიხედვით შავი ტრიუფელი, მუქ ხორკლიან კარტოფილს წააგავს. ზომით თიხილისხელიდან ფორთოხლისხელამდე იყოს. ეს სოკო არც თუ ნაყოფიერ,ფხვიერ ნიადაგზე წაბლი,წიფლის,რცხილის,თელას,
ვერხვის.დათხილის ბუჩქების ქვეშ იზდება, მაგრამ ტრიუფელს ყველაზე მეტად მაინც მუხნარი უყვარს. საფრანგეთში ტრიუფელი ღარიბ, მიტოვებულ ადგილებში ხელოვნურად გაშენებულ მუხის კორომების(თანამგზავრია).ის მაშინვე გამოცნდებახოლმე აქ და ამით თითქოს მადობას იხდის ტყის ნარგავების გაფართოებისათვის. ტრიუფელი-მიწისქვეშა სოკოა. თავის ადგილსამყოფელს ის მხოლოდ ნიადაგის ნაკლებად შესამცნევი ამობურცვით გასცემს.(მესამე ნადირობას)სოკოს შეგროვებას-მახვილი თვალი, ტყის ცოდნა, აუცილებელი ჩვევები და, რაღათქმაუნდა, იღბალიც სჭირდება, ტრიუფელის პოვნა საკმაოდ რთულია.გამოცდილი(მეტრიუფეკლე
ები ამ სოკოს ბუზევით აგნებენ, ამ უკანასკნელთ მაცდული სურნელი იზიდავთ. ბუზები თუ აფრინდნენ, (მეტიუფელე) ახლო-მახლო ამობურცულ ადგილს ეძებს და ბრთიხალდ თხრის მას. მაგრამ ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია. ნუთუ ცხოველები გამოყენება არ შეიძლება სოკოზე ნადირობის დროოს? ასეთი კითხვა შემთხვევით ნამდვილად რ გაგიჩნდება ადამიანს, ტყის ველური ბინადარი-ირმები,გარეული ღორები, ციყვები, მაჩვები ხომ სიამოვნებით მიირთმევენ სოკოებს, ხოლო ნრაც შეეხება გარეულ ღორებს, მათ განსაცვიფრებული ყნოსვა აქვტ და ტრიუფელს 50 მეტრ მანძილზე ყნოისავენ. ისინი ადამიანებზე ადრე აკითხავენ მუხნარებს და ორმაგ (მოსავალს იღებენ) რკოსაც ახრამუნებე და ზედ დესერტად ტრიუფელს აყოლებენ.
შინაურმა ღრუტუნებმა თავიანთი ველური წინაპრებისაგან ბევრი რამ დაკარგეს, მაგრამ ისინი სულაც არ არიოან(უტვინო) არსებანი, როგორც ეს საღორეში ჩანს. ეს ცხოველები საკმაოდ ჭკვიანები, მიხვედრიელბი არიან და მათი ტრიუფელზე (სანადიროდ დაგეშვა) არცთუისე ძნელი ყოფილა, ამიტომ სამხრეტ-აღმოსავლეთ საფრანგეთში სოკოს შემგროვებელი, რომელსაც თასმაგამობმული(ხრუშა) მიჰყევბა გვერძე-ცჰვეულებრივი ამბავია. მესოკოეები ერთგულ დახმარევბას ასე ამზადებენ. გამოცდილი მყიდველი მიდის მეღორესტნა რომელიც თავის გოწებს პატარაუბიდან ტრიუფელის სუნს აჩვევს. ღობის ძირას მყიდველი ფრთხილად დებს სუნის გამომცემ სოკოს და Yიდულობს იმ გოჭს, რომელიც პირველი მიირბენს სასუსნავთან.ასეთი კოჭი სამჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე(ჩვეულებრივი), მაგრამ რისკი ყოველთვის ამართლებს. ცოტაოდენი ვარჯიში და მესოკოვე სანადიროდ მიდის. გოჭი გვერძე მიყვება ხელში კალათა უჭირავს მხარზე კი სიმიდიანი ჩანთა კიდია.
ღორი ტრიუფელს სწრაფად და უშეცდომოდ პოულობდ დინგს ჩაჰყოფს და მიწის თხრას დაიწყებს ტუ არა, საბელით გვერძე გამოქაჩავენ და სიმიდეს რამდენიმე მარცვალს დაუყრიან. სანამ ის ჭამით არის დაკავებული, პატრონი დანით ფრთიხალ ამოტხრის ნადავს. ზოგიერთი რისკს ერიდება და გოჭს ალიკაპსაც უკეტებს. იოტალიასი ტრიუფელს ძაღლის დახმარებით ეძებენ. ძAღლს ლეკვობიდან სოკოს განსხვავებულ სუნს აჩვევენ. მაგრამ ძაღლები ხო სოკოს არ ჭამენ, ამიტომ ისინი სოკოს გვერდიტ ყველის ნაჭერს ჩაფლავენ ხოლმე. ტრიუფელს ტუ იპოვნის თავის დაუყვედრებელ წილს ღებულობს. სოკოზე ნადირობა მისთვის-ყველზე ნადირობაა.
ცნობილია რომ ევროფაში შავი ტრიუფელი XV საუკუნეში (აღმოაჩინეს). მანამდე , უძველესი დროიდან ცნობილი იყო მხოლოდ აფრიკული თეთრი ტრიუფელი, ნაკლებად არომატული მარამ ისეთივე გემრიელი , როგორც შავი. მდიდარი რომაელი მონათმფლობელები სოკოში მის წონა ოქროს იხდიდნენ- მართლაც, სასწორის პინაზე ერტ მხარეს ოქროს მონეტებს დებდბნენ მეორეზე სოკოს, ითვლებოდა რომ ეს სოკო ახალგაზრდობის ელექსირი იყო.
ტრიუფელის რამდენიმე სახეობა არსებობას. ერთ-ერთი (ნაკლებად არმოატული,ვიდრე შავი) კარპატებში და კავკასიაშიც ყოფილა გავრცელბული. ხოლო რაც შეეხება თეთრს, რომელიც ყველაპრით კართოფილს წააგავს, მოსკოვის შემოგარეშიც იზრდება. ეს საკმაოდ გემრიელი სოკო დღეს თითქმის აღარავის ახსოვს, არადა, ვასილი პერკოვი თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაშ წერს: ძველ დროში თეთრი ტრიუFელი (ობჟორკას) სახელით მოსკოვში მასობრივად იყიდებოდა. ის ტროიცე-სერგეივის მონასტრის (ახლანდელ ზაგორსკი) შემოგარედიდან ჩამოქონდათ. თან იმდენად ძვირი ღირდა, რომ სოკოს ჩერდიოეთიტ მდებარე 20 სოფელი, , მის შეგროვებიტ ირჩენდა თავს ამ სოფელში თიტოეულ ოჯახს 2-3 ძაღლი ყავდა. რომელიც სოკოზე იყო (დაგესილი) ერტ დღეს ერთი მიყავდატ სანადიროთ მორე დეს - მეორე. სოკოს საძებნელად ყველა ძაღლი გამოდგებოდა , რადგან ამ სოკოს საკლამოდ მძაფრი სუნი აქვს და ძლიერი ყნოსვა მაინცდამაინც არ სჭირდებოდა, ამმიტომ ეზოს ძაღლებს ამჯოიბინებდნენ, ისინი ადვილი შესანახი იყვნენ. ძაღლს ნადირობას პირველ წელს ასწავლიდნენ. მეთოდიკა საკმაოდ მარტივი იყო: თავიდან ძაღლი ეძებდა მიწაში ჩამარხლ პურის ნაჭერს, შემდეგ პურთან ერთად ჩამარხულ სოკოს, შემდეგ მაკავდნენ მხოლოდ სოკოს ხოლო პურს თითოეული სოკოს ნახვის სემდეგ ჯილდოდ აძლევდნენ. ტყეში რამდენიმე გასვლა და ჭკვიანიო ძაღლი კარგად ხვდებოდა თუ რას მოითხოვდნენ მისგან. ნადირობის წინ ძაღლს არ აჭმევდნენ: შიუმ შილი- კარგი სტუმული იყო სოკოზე ნადირობისას.
ძველ სამზარეულო წიგნებშI ტრიუფელის მომზადების მრავალნაირი მომზადების რეცეპტებია მოცემული. ვკითხულობ მატ და ამ სოკოს მიმართ პატივისცემის გრძნობა გიჩნდება- ის ყველგან დელიკატესად მოიხსენიება ამბობენ რომ ას რტაღაც სხვანაირი გამორჩეული გემო აქვს. ყველა( როკფორის) ღირსებებძე როცა საუბრობენ, ყოველთვის მის (პიკანტურ) გემოზე მიანიშნებდა. ალბათ, სწორედ ეს სიტყვაა ყველაზე ზედგამოჭრილი, როცა ტრიუფელზეა საუფარი.



ეს ბიჭებო ამოვიღე ჟურნალ ნადირობიდან

newsmile029.gif newsmile029.gif newsmile029.gif newsmile071.gif newsmile071.gif newsmile071.gif newsmile071.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 19 2009, 11:06

ტრუფელის ქერქსაც კი არ ყრიან, ზეითუნის ზეთში ჩააგდებენ არომატისათვის, შემდეგ სალათებზე მოსასხმელად იყენებენ, თვითონ სოკოს სიფრიფანად დაჭრილს გაცხელებულ თეფშზე დებენ და ეგ არის.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 19 2009, 12:00

ძაღლით ტრუფელის ძებნა.


ესც ღორით ძებნა


ნუ აქ ჩანს ისეთი ძაღლები რომ აქაც იშოვება ეგ ჯიშები .. და სოკოს პასი 200$ ამ პატარაში newsmile093.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 19 2009, 22:49

შალვა

ნაღდი ხარ და საერთოდ ვინც ნიყვი ერთხელ მაინც ნახა იმას ეგ აღარ უნდა შეეშალოს,

არადა ტაფაზე მაგით ჩახოხბილი კეთდებააააააააააააააააა! აუუუუუუუუფ newsmile029.gif ჯარგვალშიც მაგრად ამზადებენ newsmile027.gif newsmile045.gif

ჩემთვის ნიყვი სოკოთა მეფეა

პოსტის ავტორი: შალვა Jul 13 2009, 18:48

ციტატა(ლევანი @ Jul 13 2009, 05:28 PM) *
რომელი სოკო უნდა??? მაგხელა რომელია მწყერი რომ დაიტიოს??? ისე ეგ იქნება თუ იქნება აი....დამახჩო ნერსყვმა....

ქამა აი წალკაში რომ იცის მინდორში აგვისტოს ბოლოს, ნიყვი. მჭადო ბოლო ვარიანტი.

ციტატა(Maverick @ Jul 13 2009, 05:59 PM) *
სააღოლ შალვა ეგ კი მაგარია, დორბლები მცვივა, მაგას რომ სულგუნიც დავამატოთ ნეტა როგორი იქნება? სოკო და სულგუნი ძალიან ასწორებს

ცადე და გაგვიზიარე

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 14 2009, 00:39

შალვა
მჭადა სოკოზე ისედაც ჭკუა მეკეტება(ყველა სოკოს მირჩევნია) ზედ კაი მწყერი ხო საერთოდ..... small3d012.gif newsmile011.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 14 2009, 01:28

შალვა

ციტატა(shalva @ 13th July 2009 - 05:48 PM) *
ქამა აი წალკაში რომ იცის მინდორში აგვისტოს ბოლოს, ნიყვი

ნიყვი წალკაში? რაღაც არ ჯდება ან მე ვიცი ვერსწორად, რამდენადაც მახსომს ნიყვი მარტო იმერეთში გვხვდება,
იქნებ სოკოების თემაში მიპასუხო, მერე ამ პოსტებსაც გადავიტან იქეთ

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 14 2009, 07:57

ვიტო
კაცო ქამა და ნიყვი ერთდაიგივეა ნუ გამაგიჟე შენnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 14 2009, 15:35

ციტატა(ვიტო @ Jul 14 2009, 02:28 AM) *
შალვა

ნიყვი წალკაში? რაღაც არ ჯდება ან მე ვიცი ვერსწორად, რამდენადაც მახსომს ნიყვი მარტო იმერეთში გვხვდება,
იქნებ სოკოების თემაში მიპასუხო, მერე ამ პოსტებსაც გადავიტან იქეთ

ქამაა წალკაში, მძიმეს მერე ჩამონათვალია სხვა დიდ ქუდიანი სოკოების.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 14 2009, 21:01

მოკლედ გავედით მე და ნუკრი MAX ლისისკენ, წესით მწყერზე სავარჯიშოთ.
http://www.radikal.ru
ჩვენ ჩვენი ძაღლებით
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მწყერი ვერ ვნახეთ, სამაგიეროდ ვნახეთ ესენი......
http://www.radikal.ru
და სოკოები
http://www.radikal.ru
ზოგი შევაგროვეთ
http://www.radikal.ru
მაგალითად ქამა
http://www.radikal.ru
ზოგიც არ შევაგროვეთ
http://www.radikal.ru
ყველაზე მარტივი ხერხით მომზადება
http://www.radikal.ru
დავაყაროთ ხახვი
http://www.radikal.ru
დავახუროთ თავი
http://www.radikal.ru
მოვაყაროთ მწვანილი და მარილი და სოკოც მზადაა
http://www.radikal.ru
ესე დამთავრდა ჩვენი მწყერზე გასვლა

პოსტის ავტორი: ფეოლა Jul 15 2009, 09:12

ქამა მშვენიერია! ისე მაგათი შეწვაც რომ გეცადა საინტერესო იქნებოდა.....

პოსტის ავტორი: ბესო Jul 15 2009, 11:17

100% მეთოდი თუ იცით ვინმემ, შხამიანი სოკო როგორ უნდა გამოარჩიო? თუნდაც ქვაბში ჩაყრის ან მომზადების შემდეგ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 15 2009, 11:44

ციტატა(ბესო @ Jul 15 2009, 12:17 PM) *
100% მეთოდი თუ იცით ვინმემ, შხამიანი სოკო როგორ უნდა გამოარჩიო? თუნდაც ქვაბში ჩაყრის ან მომზადების შემდეგ? newsmile05.gif

შხამიანს, მომზადების შემდეგ მხოლოდ ლაბორატორიაში ან პროზექთურაში გაკვეთის მერე ადგენენ 100% ანად newsmile055.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 15 2009, 11:49

ბესო

ციტატა(Beso @ 15th July 2009 - 10:17 AM) *
100% მეთოდი თუ იცით ვინმემ, შხამიანი სოკო როგორ უნდა გამოარჩიო? თუნდაც ქვაბში ჩაყრის ან მომზადების შემდეგ?

მაგის იდენიფიკაციას ვერ გააკებ, ყველაფერი ტყუილია რასაც ამბობენ ვერცხლის კოვზზე დახახვზე, და კიდევ რაღაც სისულელეებზე,
სოკო ძალიან საშიში რაღაცაა და ტუ არ იცი რას კრიფავ ჯობია არ შეეხო, სადღაც წავიკითხე გადარჩენის ამბავში
რა ექსპერიმენტი შეიძლება ჩაატარო რომ ნაკლებათ გავნოს სოკომ, მერე გადავხედავ ჩემ წიგნებს და დავდებ....

პოსტის ავტორი: ბესო Jul 15 2009, 16:36

მდა... მოკლედ სოკოს ვინც კრეფს რუსულ "რულეტკას" თამაშობს "ზნაჩიტ" რა... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 15 2009, 18:03

ბესო
არარსებობს საქსრთველოში სოლო რომელსაც 2ჯერ მოხარშავ გადაუღვრი 2ვეჯერ წყალ და იმან მოგწამლოს,თუგინდა შხამიანიც იყოსnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifასე რომ ნუ ართულებთnewsmile05.gifეგ აპასნია პირდაპირ მოშუშვაზე და შეცწვაზეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 15 2009, 18:43

ნოსო
ერთი შენ თეთრი შხმა მოხარშე თუ გინდა 10-ჯერ და ათივეჯერ გამოუცვალე წყალი და მერე ჭამე და ნახავ თუ არ არის შხამიანი newsmile05.gif ეგ სოკო Iსეთი შხამიანი რომელსაც ვერც მოხარშვა , დამარილება და გახმობა ვერ ანეიტრალებს და სიკვდილი 3-ე დღეს დგება

პოსტის ავტორი: შალვა Jul 15 2009, 19:03

ციტატა(ნოსო @ Jul 15 2009, 07:03 PM) *
ბესო
არარსებობს საქსრთველოში სოლო რომელსაც 2ჯერ მოხარშავ გადაუღვრი 2ვეჯერ წყალ და იმან მოგწამლოს,თუგინდა შხამიანიც იყოსnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifასე რომ ნუ ართულებთnewsmile05.gifეგ აპასნია პირდაპირ მოშუშვაზე და შეცწვაზეnewsmile05.gif

ნოსო რეებს წერ თუ ძმახარ ! ვინმემ რომ დაგიჯეროს და 100% გაფართხალდეს მერე რას შვები?

ციტატა(ბესო @ Jul 15 2009, 05:36 PM) *
მდა... მოკლედ სოკოს ვინც კრეფს რუსულ "რულეტკას" თამაშობს "ზნაჩიტ" რა... newsmile035.gif

ვინც იცის იმას არც მოკრეფა არც ყიდვა არ ეშლება, თავიდან ნელნელა რომელიმე ერთი სახეობით უნდა დაიწყო, უნდა ცნობდე სოკოს ყველა სტადიაში, პატარა, საშუალო, დიდი, გადაბერებული, კარგი მასწავლებელი უცებ დაგამხეცებინებს.

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 15 2009, 22:17

შალვა
მე ეს რაჭაში მითხრესnewsmile05.gifდა რავიცი აბა ასეაოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 13:22

შალვა

ციტატა(shalva @ 15th July 2009 - 08:03 PM) *
თავიდან ნელნელა რომელიმე ერთი სახეობით უნდა დაიწყო, უნდა ცნობდე სოკოს ყველა სტადიაში, პატარა, საშუალო, დიდი, გადაბერებული, კარგი მასწავლებელი უცებ დაგამხეცებინებს.

ასე ვაკეთებ სწორედაც. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქამას ვკიდებ ხელს. შევისწავლე ცრუ ქამაც, ნამდვილი ქამას სტადიებიც ანუ როგორია პატარა, დიდი და რა ფერისაა.

გამოდის სწორი გზით მივდივარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 16 2009, 20:44

ციტატა(მონადირე @ Jul 16 2009, 02:22 PM) *
შალვა

ასე ვაკეთებ სწორედაც. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქამას ვკიდებ ხელს. შევისწავლე ცრუ ქამაც, ნამდვილი ქამას სტადიებიც ანუ როგორია პატარა, დიდი და რა ფერისაა.

გამოდის სწორი გზით მივდივარ newsmile05.gif

მე-2 სახეობაც შეიძლება პარალერულად მაგალითად მანჭკვალა ან მჭადო.

პოსტის ავტორი: შალვა Jul 19 2009, 16:35

ზემო იმერეთი, მჭადო სოკო, რეცეპტი მარტივი: ზეთი, სოკო და მარილი + ტაფა.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: ლევანი Jul 21 2009, 01:24

2 დღეა შენი რეცეპტით ვსარგებლობ..შენს მიერ ბოძებული სოკოთი... დავიარები გაბადრული და ბედნიერი...მაგარია....ძალიან..... newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

უი... მგონი კიდე შემომრჩა..ეხლავე მოვიმარაგებ კომპთან და ჩავკლავ ბოლომდე... newsmile01.gif

პოსტის ავტორი: 919 Jul 30 2009, 19:22

კულინარიულ-გურმანული სალამი ყველას!

ისე მჭადა სოკო, რომელია, თხელ ფეხე ქულგისებური თავით ?
ონტიკებს, რომ ე9ახიან ის ხომ არ არის?
თუ ის არის - მაგარი გემრიელია... იფ-იფ

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 31 2009, 02:07

919
მჭადოს ფორმის ახსნა ძალიან გამიჭირდება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ
ყველა სიკო ძირითადად ერათმანეთს გავს, მაგრამ თხელ ფეხზე ნაღდად არ დგას...
ის ვიცი რომ დიდი გურმანჯული თვისებებით არ გამოირჩევა მგრამ უმათ იჭმევა,
ძალიან ხშირად მიჭამია ტყეში ნადირობის დროს, ზუსტად მგითი ფასდება პირადად ცემთვის,
არფრის შემთხვევაში შიმშილს გიკლავს თორე ნერწყვი ნაღდად არ მომდის
მაგ ჯიშზე, "დაჟე" იმას ვიტყოდი რომ ყველაზე უგემური სოკოათქო.............

პოსტის ავტორი: 919 Jul 31 2009, 22:22

ვიტო

მადლობა ვიტო. ისე სოკოებში ვერკვევი ცოტა newsmile045.gif
დასხელებები რუსულად ვიცი უფრო, ნუ ქამა, ირემა
8ეთის, ხის ვიცი... რუსულად

პოსტის ავტორი: შალვა Aug 2 2009, 09:03

მჭადოს გემოზე ვიტოს ვეთანხმები.... უბრალოდ ზამთრის მერე მასიურად ეგ შემოდის და სეზონს ხსნის თორემ მერე მიქლიო ,ქამა და ნიყვი რომ შემობძანდებიან მჭადო ვის ახსენდება!

პოსტის ავტორი: ირაკლი21 Sep 21 2009, 13:50


შალვა
ვიტო

წელს ჯერ ჯერობი არც რაჭაში და არც იმერეთში სოკო არ ყოფილა იმდენად ცოტა იყო ასე რომ ვერც კამაზებს (თუ სათამაშო არ იქნა) გაავსებდაით და არც თვალები აგიჭრელდებოდათ

პოსტის ავტორი: შალვა Sep 21 2009, 13:57

ირაკლი21
წელს ნიყვი ნორმალურად იყო, აი ვარყაზე შეიძლება ითქვას რომ თითქმის ვერ შემოვიდა.

პოსტის ავტორი: ჩიქო Sep 22 2009, 12:11

შალვა
ნიყვის ასაღებად ვიყავი საიმედოსკენ მუხნარებშიიიი, აუუუუუუ რა მაგარი შეგრძნება იყო როცა ნიყვი დავინახეეეე რააააააააააააა, მარა სოკოების მეფეა რააააა, მაგარი გემრიელი იყო newsmile027.gif newsmile027.gif small3d011.gif

პოსტის ავტორი: შალვა Sep 23 2009, 14:33

ნიყვი რომ მაგარია ეს სადაო არ არის, მაგრამ წელს შავჩოხამ და ცხვარიომ დაგლიჯა არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ნიყვს!

პოსტის ავტორი: გურგენა Sep 24 2009, 15:38

მიქლიოს მომზადების ერთი მარტივი რეცეპტი ვიცი.
გარეცხვას რაც შეეხება ეგ კარგად მოგეხსენებათ. შემდეგ ვწურავთ, ვყრით ქვაბში, ვასხავთ ერთ ჭიქა ღვინოს (200 გრამი სადღაც 1.5 კგ სოკოზე). მიწვის არ შეგეშინდეთ, სოკო იმდენ წვენს გაუშვებს.
ფაქტიურად სოკოს ვხარშავთ ღვინოში. მოხარშვის შემდეგ ვაცლით წვენს და ქარაქ-აშიშხინებულ ტაფაზე ვყრით და ვწვავთ სანამ კარგად არ დაიბრაწება, არანაირი მწვანილი და ხახვი არ ჭირდება.
მერე არაჟანთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ newsmile05.gif
აუუ მომშივდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 18 2010, 21:20

არცერთი სოკო არაა სასიკვდილო
მჭამელის ასაკს
მსოფხედველობას
და შეჭმულის რაოდენობას გააჩნია

ზოგი სოკო გაგვაძღობს
ზოგი კინოში წაგვიყვანს

Psilocybe semilanceata თუ გაგიგიათ
აგვისტო-სექტემბერში იცის იმერეთისკენ
ბალახებში იკრიფება
იჭმება (უმად)
და კინოც ირთვება ნახევარ საათში

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jan 18 2010, 22:45

(dila)adriano
საკმაოდ ბევრი სოკოა შხამიანი და შეცდომაში ნუ შეიყვანთ ხალხს newsmile05.gif. მარტო შხამას (amanita phalolloides) ერთ ქუდს შეუძლია 10 ჯანღონით სავსე ვაჟკაცის მოკვლა!!! ზუსტად ვიცი ეს!

ცოტა ხანში შესაბამის თემაში დავდებ შხამიან სოკოებზე ინფორმაციასაც.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 19 2010, 02:29

(dila)adriano
ჰალუცინოგენის მოძიება უფრო მარტივად შეიძლება, ლენცოფა ბევრად ხელმისაწვდომია და ყველაგნ ხარობს


α-ამანიტინი ერთ-ერთი უსერიოზულესი "შხამია"

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 19 2010, 10:33

კუდიგორელი
მართალი ბრძანდებით
ზოგიერთი სოკო უსერიოზულეს შხამს შეიცავს
მათ შორის amanita phalolloides
ეს სოკო რომ ჭამო და გადარჩე ან ბუდდა უნდა იყო
ანდა პროფესორი ალექსანდრე შულგინი
ა.შ.შ.-ს უშიშროების პირდაპირი დვალებითა და ნებართვით
ეს მეცნიერი წლების განმავლობაში იკვლევდა ჰალუციგენურ (საზოგადოდ შხამიან) სოკოებს
იგი ლაბორატორიული მეთოდით სოკოსაგან გამოჰყოფდა მომწამვლელ ნივთიერებას
შემდეგ ორალური ან ინტრავენური წესით შეყავდა ორგანიზმში (ზოგჯერ ეწეოდა კიდეც)
მოკლედ რომ ვთქვათ საკუთარ თავზე ატარებდა ექსპერიმენტებს და აწარმოებდა დაკვირვებას
იწყებდა მუდამ უმცირესი დოზით
ხოლო შემდეგ შესაძლებლობისდა მიხედვით ზრდიდა მათ
ყოველივე ეს საფუძვლად დაედო ალექსანდრ შულგინის სამეცნიერო-დოკუმენტურ მონოგრაფიას:
"შხამები რომელიც მე შევიყვარე"

წიგნის დასასრულს მეცნიერი აღნიშნავს რომ
"არცერთი სოკო არაა სასიკვდილო"

თუმცა ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს
რომ გავიდეთ ტყეში და პირველივე სოკო პირში ჩავიდოთ newsmile055.gif newsmile055.gif

Davitus

მაგ ცოფიან ლენას ისევ თოფიანი გენა მირჩევნია
ბეთქილ პაპლაოკიანზე რომ არაფერი ვთქვა small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 4 2010, 22:39

გაიხარეთ რაა ნერწყვი მომადგა.. newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 26 2010, 17:30

ქამა ან კალმახა სოკო ერბოკვერცხით
მასალა: სოკო-600 გრამი
ხახვი-100 გრამი
დაჭრილი მწვანილი-2 სუფრის კოვზი
ერბო-2 სუფრის კოვზი
კვერცხი-3 ცალი
მარილი-გემოვნების მიხედვით
კარგად დარჩეული გარეცხილი სოკო დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ერბოში ხახვთან ერთად. მოვაყაროთ მარილი. კარგად რომ მოიხრაკება, ჩავასხათ ათქვეფილი 3 კვერცხი და კიდევ ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ მწვანილი და მივირთვათ. newsmile029.gif

ქამა სოკო მოხრაკული
მასალა: ქამა სოკო-800 გრამი
ხახვი-100 გრამი
ერბო-3 ჩაის კოვზი
ძმარი-1-2 სუფრის კოვზი
ქინძი და მარილი-გემოვნების მიხედვით
ქამა სოკო კარგად დავარჩიოთ, მოვაცილოთ ქოლგისქვეშა ფერფლი, დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ 3 ჩაის კოვზ ერბოში დაჭრილ ხახვთან ერთად. როდესაც სოკო მზად იქნება, მოვასხუროთ ცოტა ძმარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 29 2010, 23:27

შემწვარი კალმახა სოკო
-კალმახა სოკო -400-500 გრ
-კვერცხი-2 ცალი
-პურის ფქვილი-50 გრ
-ორცხობილა "სუხარი"-40გრ
-შავი პილპილი გემოვნებით
-ასევე მარილი
სოკოს ვხარშავთ 5 წუთი, შემდეგ დაიწრიტოს წყლიდან
მარილი პილპილი გემოვნებით, ამოვავლოთ სოკო ფქვილში
და ამოვავლოდ ათქვეფილ კვერცხში,შემდეგ
დაფქულ "სუხარში" და შევწვათ 15 წუთის განმავლობაში..

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jan 12 2013, 11:30

ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ მოყვანის წესი ? ძალიან მჭირდება

პოსტის ავტორი: ძამა Jul 21 2013, 14:10

ვინმემ იქნებ დამეხმაროთ და ნიყვის კარგი მომზადების წესი მომწეროთ მადლობა წინასწარ ვისაც გესიამოვნებათ დამეწვიეთ

პოსტის ავტორი: მარდი Jul 21 2013, 17:04

ციტატა(ძამა @ Jul 21 2013, 15:10) *
ვინმემ იქნებ დამეხმაროთ და ნიყვის კარგი მომზადების წესი მომწეროთ მადლობა წინასწარ ვისაც გესიამოვნებათ დამეწვიეთ

მე ვიცი ერთი კარგი და უბრალო წესი.
კარაქთან ერთად შეწვი. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: llevis501 Oct 30 2016, 17:12

რა სოკოა გამაგებინეთ თორემ მომკლავს და ნახავთ მერე. რა ქვია და თუ იჭმევა
https://postimg.cc/image/99lkdtz6j/

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 Oct 30 2016, 18:44

ციტატა(llevis501 @ Oct 30 2016, 18:12) *
რა სოკოა გამაგებინეთ თორემ მომკლავს და ნახავთ მერე. რა ქვია და თუ იჭმევა
https://postimg.cc/image/99lkdtz6j/

სოკოების თემაში გიპასუხე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)